12:41:09
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Gia, krimanjuli  
მონადირეების ფორუმი » საიტის წესები, მასალის დამატების წესი. » საიტის ფუნქციები,მასალის დამატების წესი » სანადირო სეზონის განხილვა (2017-2018 წლების სეზონის შესახებ)
სანადირო სეზონის განხილვა
sabjekდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 09:22:31 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო, ეს თემა შევქმენი იმისათვის, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეეხედულებები 2017-2018 წლების სანადირო სეზონის თაობაზე. რა თქმა უნდა, აქ აირევა ერთმანეთში სანადირო ობიექტები და სწორედ ამიტომაც შეიქმნა ეს თემა, სადაც არ დავიძრახებით მწყრისა და იხვის ერთ გზავნილში მითითებისათვის.

მე ამ სეზონზე მაგალითად, მწყერზე ნადირობით კმაყოფილი დავრჩი, რაც ნიშნავს, რომ ყველა გასვლაზე მინიმუმ 12-14 მოვინადირე. ამის მერე უკვე მეზარებოდა და ვბრუნდებოდი სახლში. ეს ხდებოდა უფრო მაღალ ადგილებში და არცერთი მონადირე არ შემხვედრია. ამიტომ ვიტოვებ უფლებას არ დავასახელო ეს ადგილები.

ამის შემდეგ წამოვიდა ქათმის სეზონი და აი, აქ ჩემთვის მხოლოდ სიარული ერქვა ნადირობას. ვნახე სულ 2 ცალი ქათამი, ერთხელ დასავლეთშიც გახლდით და ბევრი ვეძებე, ისეთ ადგილებშიც გახლდით სადაც შარშან ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ არაფერი.

რაც შეეხება იხვს, ესენი საერთოდ ნაკლებად მეგობრობენ ჩემთან - შარშან კმაყოფილი დავრჩი ნადირობით, წელს კი საერთოდ არც გამისვრია მათ მხარეს.

ეს იყო და ეს. თოფები გავწმინდე და შევინახე.

ველოდები აგვისტოს.


kakhi
 
tereosდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 09:34:11 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სეზონი კიდევ გრძელდება. რა იცით რა მოხდეს. იქნებ იმდენი იხვი შემოვიდეს რომ სახლებში გვივრდებოდნენ.
 
chale88დრო: ორშაბათი, 12.02.2018, 14:57:55 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყოველ წლიურად მცირდება ფრინველის რაოდენობა. წინა სეზონი ჯობდა ბევრად.

ბ.თოთაძე
 
panatiდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 15:30:09 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეიგი წლევანდელ ჩემს ნადირობას რაც აგვისტოს ვგულისხმობ შევაფასებ ცუდად და რატომ მწერი ნამდვილად კარგათ იყო სეზონის გახსნის დღიდან ოქტომბრის ბოლომდე, მაგრამ სამწუხაროდ ის სანადირო ადგილები სადაც წლებია ჩვენი მამები ნადირობდნენ და გავაგრძელეთ ჩვენ სამწუხაროდ ქალაქს მიაკუტვნეს და ვერშევდივართ სანადიროდ , მაგრამ აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ წესიერი მონადირეებისთვის აკრძალე ს ასე ვიტყვი ,,,გდი სამოქალაქო ფორმაში ,, და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეებისთვის ,,,არიყო აკრძლული მაგენი დღესაც იგივეს აკეთებენ ეს უკვე ცალკე თემაა,მაგრამ მწყერმა არმაწყენინა და ოქტომბრის ბოლოს მაინც კარგად მოვინადირე რაც შეეხება ქათამს ნამდვილად კმაყოფილივარ წელს ,ნოემბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე ყველა გასვლაზე 3-4 ცალს ვკლავდი ასერომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, რაცშეეხება იხვს წელს იხვი იყო და კიდევ არის უბრალოდ ამინდმა ხელი არშეგვიწყო მაგრამ მაინც კმაყოფილივარ, რამოდენიმე დღისწინათ ერთ გასვლაზე 3-ცალი ავიღე და დავამთავრე ეს სეზონიც გავწმინდე თოფებიც და ველოდები 20- აგვისტოს,ყველას მონადირეს გისურვებთ მომავალ წარმატებულ სეზონს..
 
Becasseდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 17:14:47 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყერი იყო, მთელი სეზონი ვანის ჭალებზე გავატარე, ყოველ გასვლაზე მინიმუმ 6ცალს ვიღებდი, ჯამში 100-120 ცალამდე.
ქათამი ასე თუ ისე იყო, მე პირადად დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ გავდიოდი და ჯამში 6ცალი დავიწერე ანგარიშზე.
იხვზე არ მისვრია, 3-4 გასვლა მოვახერხე და საერთოდ არმისვრია.
სხვა ობიექტებს რაც შეეხება 30მდე ჩიბუხას ოჯახის წარმომადგენელი და რამოდენიმე გვრიტი.

შეფასება ძალიან ცუდი საბოლოო ჯამში.
ველოდებო აგვისტოს და მანამდე დიდი საეები მელის წინ თევზაობით დაწყებული ვაზნების სატენი მოწყობილობების კეთების და ამ ამბავში მცირე სახელოსნოს მოწყობით დამთავრებული.

პ.ს. ვუჩუქებ მცირე დეტალებს რაც სახელოსნოსთვის გამომადგება (პატარა ტისკები, ხელის ბურღები და ა.შ. 4d15

ყველას წარმატებებს გისურვებთ 39


ყურადღება უპირველეს ყოვლისა

შეტყობინება დაამუშავა Becasse - ორშაბათი, 12.02.2018, 17:15:52
 
bubusichaდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 23:39:02 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek,
panati,
Becasse,

ლომებო რატომ საუბრობთ წარსულში და თოფებს რატომ აკონსერვებთ მომავალ სეზონამდე.

ჩემმა კალენდარმა ხომ არ აურია 12 თებერვალია დღეს. 166

თებერვლის ბოლოს კიდევ ვგეგმავ ერთი ბათქაბუთქის მოწყობას. 39
 
panatiდრო: სამშაბათი, 13.02.2018, 09:55:43 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bubusicha, მერე მოვხდით თავს კონსერვებს რაპრობლემაა 069 ამინდმა აურიოს თორემ რათქმაუნდა ბათქაბუთქს მოვაწყობთ აბარაა,ხო მართლა გუშინ ველაპარაკე ბიჭებს და საღამოს გადაფრენაზე მაგრათ იყოო იხვი მაგრამ მაღალზეო და ვერმოვკალითო ,ეხლა ვურეკავდა იქ ისეთი ადგილია მობილურს უჭირს კავშირი და მათ დარეკვას ველოდები,გუშინ მაგიტომ არდაგირეკე მაღლა ტრიალებსო ასე მითხრეს 23

დამატებულია (13.02.2018, 09:55:43)
---------------------------------------------
bubusicha, ახლა დამირეკეს ერთი მოვკალით ჯერჯერობითო, ისე იხვი მოძრაობსო მაგრამ მაღალშიო

 
bubusichaდრო: სამშაბათი, 13.02.2018, 14:15:53 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote panati ()
bubusicha, ახლა დამირეკეს ერთი მოვკალით ჯერჯერობითო, ისე იხვი მოძრაობსო მაგრამ მაღალშიო


მაღალში თუ მოძრაობს ეგ გვაწყობს ჩვენ ზუსტად, ფიტულები უნდა მაგას და კარგი კამუფლირება და მოვიყვანთ გუნდებს 20 მეტრში ფიტულებთან
 
gio2404დრო: ოთხშაბათი, 14.02.2018, 22:53:27 | შეტყობინება # 9
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით... ნამდვილად კარგი სასაუბრო თემა წამოჭერით მეგობრებო მაგრამ ჩემთვის პირადად სამწუხაროდ რომ 2017-2018 წლის სეზონზე კარგს ვერაფერს ვიტყვი და ყოველ წლიურად უფრო და უფრო ცუდი მდგომარეობაა,რამდენჯერმე გავამახვილე ყურადგება თემაზე მტაცებელ ფრინველებსა და ცხოველებზე მაგრამ რეზონანსი არ მოყვა ყველა ვამბობთ რომ მრავლადაა სარეველა ფრინველები და ცხოველები მაგრამ იქნებ მონადირეთა და მეთევზეთა კავშირები გაერთიანდნენ და ერთი კარგი წერილი მისწერონ გარემოსდაცვის შესაბამის სამსახურებს იქნებ ის მაინც გაარკვიონ როდის შეგვჭამენ და დაიწყებენ კვებას ადამიანის ლეშით.... ამდენი მტაცებელი უკვე ველურ ბუნებაში საკვებს ვეღარ ნახულობს და აკლებული ყავთ სოფლები ყველა რაიონში მგლების ტურების თავდასხმებია ჭამენ პირუტყვს და არ ერიდებიან მოსახლეობას ფაქტიურდ ენდემური ჯიშები ფრინველების და ცხოველების საერთოდ განადგურებულია და კარგა ხანს ვერც გამრავლდება ამდენი მტაცებლის პირობებში. 4 წლის განმავლობაში ბუნებაში გარეული კურდღლისთვის თვალიც არ მომიკრია ესეთი რამ უკვე ძალიან საგანგაშოა, მომავალ წელს ალბათ ბუნებაში თოფის გასროლაც მოგვენატრება..ზომებია სასწრაფოდ მისაგები გამოსახშირი უნდა გამოიხშიროს აუცილებლად და შემცირდეს მინიმუმამდე თუ გვინდა რაგაც მაინც გადავარჩინოთ გადაშენებას

დამატებულია (14.02.2018, 22:53:27)
---------------------------------------------
ადამიანის მავნებლობაზე ბრაკონიერობაზე და ასეთ ბრალდებებზე ბევრი საუბრობს მაგრამ მთელი ქვეყნის ბრაკონერები ერთად შეკრებილი მთელი სეზინის განმავლობაში იმდენ ზიანს ვერ მიაყენებენ ბუნებას რაც ამდენი მტაცებელი ერთი დღეღამის განმავლობაში,ალბათ ბევრს უნახია მტკვარზე რა რაოდენობა ბაკლანი აკეთებს გადაფრენას...ერთ ბაკლანს ერთ დღეში 7-8 კილო თევზის შეჭმა შეუძლია...800კგ თევზს რომელი ბრაკონიერი დაიჭერს ერთ დღეში ???100 ბაკლანი კი პრობლემა არაა ... ერთი ბაკლანის მოკვლა კი დიდი ჯარიმა და შეიძლება თოფის ჩამორთმევითაც დასრულდეს თუ მოინდომეს ... ასე რომ ყველაფერი კარგი საქმის საკეთებლად კეთილი ნება და მონდომებაა საჭირო ამოვიღოთ და გამოვხშიროთ მტაცებლებიი....

 
zaza123დრო: პარასკევი, 23.02.2018, 17:13:26 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატო იცავენ ამ მტაცებლებს ადამიანი ვერ გაიგებს?ცოტა არის თუ გადაშენების პირასაა?სად იყო ამდენი უცოდინარი?ხო უნდა ქონდეს აკრძალვას რამე მიზეზი?

me var monadire
 
ИЖ27_ЕМდრო: პარასკევი, 23.02.2018, 20:48:30 | შეტყობინება # 11
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წლევანდელი სეზონი შედარებით ძუნწი იყო 23 მწყერი ცოტა იყო, ტყის ქათამი და იხვიც ცოტა იყო,ამ უკანასკნელებს თბილმა ზამთარმა დიდი პატივი სცა:gimili: მაგრამ იყო მაგრად ბეკასი,გარშნეპი,ღალღა და ა.შ 39 მიუხედავად სეზონის სიძუნწისა მე მაინც კმაყოფილი ვარ 23_30_126
 
sabjekდრო: ორშაბათი, 26.02.2018, 09:19:53 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ27_ЕМ, სხვათაშორის ღალღაზე გეთანხმებით. პირველ დღეებში სეზონისა ბლომად იყო. ბეკასზე და გარშნეპზე ვერაფერს გეტყვით

kakhi
 
tereosდრო: ორშაბათი, 26.02.2018, 10:31:13 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყოველ წელს უფრო უარესი სეზონია. ეს მარტო ქართველ ბრაკონიერების გამო არაა. აზიაში გამოსაზამთრებლად გადასულ მწყერ მანოკს რომ ჩაურთავენ გარშემო პუტანკა ბადეებს უბამენ და თევზივით იჭერენ ამ საწყლებს. ამდენ ომგამოვლილ ფრინველს, რომ ჰგონია დასასვენებლად და გამოსაზამთრებლად ჩავიდა უარესობა ხვდება.

როგორ ჩავსვა ვიდეო არ ვიცი.

დამატებულია (26.02.2018, 10:31:13)
---------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=m0iK24EdPIA


შეტყობინება დაამუშავა tereos - ორშაბათი, 26.02.2018, 10:31:43
 
zviadauriდრო: ორშაბათი, 26.02.2018, 12:40:32 | შეტყობინება # 14
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ძვირფასო მონადირეებო და მეთევზეებო! მადლობა ასეთ თემის გახსნისათვის!ბევრჯერ დამიწერია ამ ვებგვერდზე და არა ამრტო ამ.... და კიდევ გავიმეორებ, მსოფლიოში ძალიან შეიცვალა კლიმატური პირობები , რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს გადამფრენ ფრინველზე,რაც შეეხება ჩვენთან საქართველოში ვერა და ვერდალაგდა ნება თუ რასვაშენებთ საყელმწიფოს თუ ......ყველა სფერაოში არის უსერიოზულესი პრობლემები რაც ფროფესიონალიზმის და საქმის სიყვარულს ხარჯზე უნდა დაიძლიოს ასეა ამ სფეროშიც ნადგურდება ტყეები სხვისდება საბარგულები ,გარემო -ეკოლოგია სულს ღაფავს .ამით სარგებლობს და იზრდება ბრაკო-მტაცებელი, სხვადასხვა რეგულაციბის არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ფონს რასაც იმკის შესბამისად ჩვეულბერვიი ერთი უბრალო მონადირე ბუნების და ოთხფეხა,, მურიას" მოყვარული კეთილთვისებიანი, კეთილსინდისიერი მოქალაქე. რააზრიაქ ამის მერე ვწერო რამდენი მოვინადირე ეს თუ ის სახეობა და რავნახე ,,ხანდახან ისეთებსაც ვაწყდები ცხელგულზე რომ ვესროლო არდამიშლის გუნება მაგრამ ვაი რო იმასაც და ან იმანაც მეტი არიცის და რაციცის იმას კიაკეთბს ან აკეთებინებენ ხშირ შემთხვევაში. ყველაფერი სკოლის და საბავშო ასაკიდან არის დასაწყები . თაობები უნდა აღიზარდონ ბუნების სიყვარულში ღირებულებები არის შესაცვლელი.შეიძლება არიყო მონადირე მაგრამ ტყეში რომ ცეცხლს დაანთებ და ორი ვაგონ ნაგვს დაყრი ამას რამოყვება კარგი.... ამიტომ ვამბობ რომ ყველაფერი ერთმანეთან მიზანშედეგორბივ კავშირშია .ვისახ ხელეწიფება ამ პრობლეების გადწყვეტა პირველ რიგში სახელმწიფოში არსებული ის ინსტიტუტებია რომლებსაც ხელფასს უხდით ისევ ჩვენ მოქალაქებბი. და მაინც პირველ რიგში მთავარია პოლიტიკური ნება , შემდეგ უწყებათაშორისი ერთობლივი ძალისმხევა მეტი პროპაგანდა სკოლამდელ დ ასასკოლო დაწესებულებესი და ბოლოს უკვე რეგულაციები სანადირო თ მოთევზეთა კავშირებიდან . ასე მესმის მე ამ პრობლემის გადაწყვეტა . ამ ეტაპზე კი მაქსიმალური კონტორლი იმ უწყებების მხრიდნა ვინც ვალდებულია მის განხორციელებაზე სანამ შეგნება და ზნეობა არშეიცლევა არაფერი ეშველბა ბუნებასაც . ეს მცირედ რაშეიძლება აქ ადამიანმა დაწერო საქმე საქეთებელი კი იმდენია რაც დრო გადის ყველაფერი ჩვენ მომავლის კისერზე გადავა ამიტომ ყველამ დაუსვას თავის თავს კითხვა ტყე შეუნახოთ შვილებსა მამახარ ? შენი ვალია? თუ ვინჯანდაბახარ???/ 25

აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
moriak007დრო: ორშაბათი, 26.02.2018, 14:56:39 | შეტყობინება # 15
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zviadauri, კარგი პოსტია, 100% გეთანხმები!
 
sabjekდრო: სამშაბათი, 27.02.2018, 09:38:07 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zviadauri, +++

სამწუხაროდ ასეა. ყველამ მაინც საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ და საკუთარი ქმედებები შევაფასოთ ყველა სიტუაციაში. როგორც წესი, თვითკრიტიკა გვაკლია ყველა ასპექტში და სხვა პირების ქმედებების განხილვაში ბადალი არ გვყავს ხოლმე. აბსოლუტური დილეტანტიზმია ყველა სფეროში და ჩემი დაკვირვებით, დროის დაუფასებლობა. უფრო სწორედ დაუფასებლობა გამიგია, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება დროის მიმართ, მე არ მახსოვს. ბუნებაშიც, "ასფალტზეც" და სხვა ადგილებშიც, საკუთარ თავს უნდა ვცეთ ყველამ პატივი და გამოვნახოთ ძალები, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი კარგად გავაანალიზოთ. შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერიო, ნათქვამია. ჩვენც სპონტანურად ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებებს და დავფიქრდეთ კარგად ამა თუ ქმედების განხორციელებისას. ჩვენ უფრო მაღლა უნდა დავდგეთ ჩინოვნიკებზე, რომელთა შორისაც ბუნების მოტრფიალე ადამიანები, სადღაც 5% - ის ფარგლებში არიან მხოლოდ.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სწორად და კარგად, მაგრამ ხშირად სადღეგრძელოსავით არის ეს. ვერც ვამჩნევთ სად და როდის ვარღვევთ ამ პოსტულატებს თვითონვე. ბუნებაში გასული და ეგრევე შეურაცხადი ადამიანი ბევრი მინახავს. აამიტომ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, მგონია, აღმზრდელობითი საქმიანობები.
ასევე, ბევრი მინახავს, როგორ ლანძღავს და აგინებს ე.წ. მანოკისტებს და როგორც კი ნადირობა დაიგეგმება, მანოკს პირველი მოიკითხავს და დაძებნის. თქვენც იცნობთ ასეთებს, თანაც ძალიან ბლომად... ლაპარაკიც კი დაგეზარება კაცს.

სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია


kakhi
 
bubusichaდრო: პარასკევი, 02.03.2018, 12:42:01 | შეტყობინება # 17
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიუხედავად ცუდი სეზონისა და იხვის ნაკლებობისა, წელს ერთი-ორი ნადირობა მქონდა იხვზე ისეთი რომელიც არასდროს დამავიწყდება.

მომავალი წელი უკეთესი გვქონებოდეს. 39

ასე დავხურე სეზონი და თოფიც დავზეთე

 
ზურა333დრო: პარასკევი, 02.03.2018, 18:17:50 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ასე დავხურე 28ში ყველაზე ცუდი სეზონი წყალმცურავებზე )
ვნახოთ როგორი იქნება მომავალი, იმედი ბოლოს კვდება 167

 
მონადირეების ფორუმი » საიტის წესები, მასალის დამატების წესი. » საიტის ფუნქციები,მასალის დამატების წესი » სანადირო სეზონის განხილვა (2017-2018 წლების სეზონის შესახებ)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика