21:21:11
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან1
ფორუმის მოდერატორი: Gia, krimanjuli 
მონადირეების ფორუმი » საიტის წესები, მასალის დამატების წესი. » საიტის ფუნქციები,მასალის დამატების წესი » სანადირო სეზონის განხილვა (2017-2018 წლების სეზონის შესახებ)
სანადირო სეზონის განხილვა
sabjekდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 09:22:31 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 553
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო, ეს თემა შევქმენი იმისათვის, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეეხედულებები 2017-2018 წლების სანადირო სეზონის თაობაზე. რა თქმა უნდა, აქ აირევა ერთმანეთში სანადირო ობიექტები და სწორედ ამიტომაც შეიქმნა ეს თემა, სადაც არ დავიძრახებით მწყრისა და იხვის ერთ გზავნილში მითითებისათვის.

მე ამ სეზონზე მაგალითად, მწყერზე ნადირობით კმაყოფილი დავრჩი, რაც ნიშნავს, რომ ყველა გასვლაზე მინიმუმ 12-14 მოვინადირე. ამის მერე უკვე მეზარებოდა და ვბრუნდებოდი სახლში. ეს ხდებოდა უფრო მაღალ ადგილებში და არცერთი მონადირე არ შემხვედრია. ამიტომ ვიტოვებ უფლებას არ დავასახელო ეს ადგილები.

ამის შემდეგ წამოვიდა ქათმის სეზონი და აი, აქ ჩემთვის მხოლოდ სიარული ერქვა ნადირობას. ვნახე სულ 2 ცალი ქათამი, ერთხელ დასავლეთშიც გახლდით და ბევრი ვეძებე, ისეთ ადგილებშიც გახლდით სადაც შარშან ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ არაფერი.

რაც შეეხება იხვს, ესენი საერთოდ ნაკლებად მეგობრობენ ჩემთან - შარშან კმაყოფილი დავრჩი ნადირობით, წელს კი საერთოდ არც გამისვრია მათ მხარეს.

ეს იყო და ეს. თოფები გავწმინდე და შევინახე.

ველოდები აგვისტოს.


kakhi
 
tereosდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 09:34:11 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 208
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სეზონი კიდევ გრძელდება. რა იცით რა მოხდეს. იქნებ იმდენი იხვი შემოვიდეს რომ სახლებში გვივრდებოდნენ.
 
chale88დრო: ორშაბათი, 12.02.2018, 14:57:55 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 476
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყოველ წლიურად მცირდება ფრინველის რაოდენობა. წინა სეზონი ჯობდა ბევრად.
 
panatiდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 15:30:09 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 225
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეიგი წლევანდელ ჩემს ნადირობას რაც აგვისტოს ვგულისხმობ შევაფასებ ცუდად და რატომ მწერი ნამდვილად კარგათ იყო სეზონის გახსნის დღიდან ოქტომბრის ბოლომდე, მაგრამ სამწუხაროდ ის სანადირო ადგილები სადაც წლებია ჩვენი მამები ნადირობდნენ და გავაგრძელეთ ჩვენ სამწუხაროდ ქალაქს მიაკუტვნეს და ვერშევდივართ სანადიროდ , მაგრამ აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ წესიერი მონადირეებისთვის აკრძალე ს ასე ვიტყვი ,,,გდი სამოქალაქო ფორმაში ,, და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეებისთვის ,,,არიყო აკრძლული მაგენი დღესაც იგივეს აკეთებენ ეს უკვე ცალკე თემაა,მაგრამ მწყერმა არმაწყენინა და ოქტომბრის ბოლოს მაინც კარგად მოვინადირე რაც შეეხება ქათამს ნამდვილად კმაყოფილივარ წელს ,ნოემბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე ყველა გასვლაზე 3-4 ცალს ვკლავდი ასერომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, რაცშეეხება იხვს წელს იხვი იყო და კიდევ არის უბრალოდ ამინდმა ხელი არშეგვიწყო მაგრამ მაინც კმაყოფილივარ, რამოდენიმე დღისწინათ ერთ გასვლაზე 3-ცალი ავიღე და დავამთავრე ეს სეზონიც გავწმინდე თოფებიც და ველოდები 20- აგვისტოს,ყველას მონადირეს გისურვებთ მომავალ წარმატებულ სეზონს..
 
Becasseდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 17:14:47 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყერი იყო, მთელი სეზონი ვანის ჭალებზე გავატარე, ყოველ გასვლაზე მინიმუმ 6ცალს ვიღებდი, ჯამში 100-120 ცალამდე.
ქათამი ასე თუ ისე იყო, მე პირადად დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ გავდიოდი და ჯამში 6ცალი დავიწერე ანგარიშზე.
იხვზე არ მისვრია, 3-4 გასვლა მოვახერხე და საერთოდ არმისვრია.
სხვა ობიექტებს რაც შეეხება 30მდე ჩიბუხას ოჯახის წარმომადგენელი და რამოდენიმე გვრიტი.

შეფასება ძალიან ცუდი საბოლოო ჯამში.
ველოდებო აგვისტოს და მანამდე დიდი საეები მელის წინ თევზაობით დაწყებული ვაზნების სატენი მოწყობილობების კეთების და ამ ამბავში მცირე სახელოსნოს მოწყობით დამთავრებული.

პ.ს. ვუჩუქებ მცირე დეტალებს რაც სახელოსნოსთვის გამომადგება (პატარა ტისკები, ხელის ბურღები და ა.შ. 4d15

ყველას წარმატებებს გისურვებთ 39


ყურადღება უპირველეს ყოვლისა

შეტყობინება დაამუშავა Becasse - ორშაბათი, 12.02.2018, 17:15:52
 
bubusichaდრო: ორშაბათი, 12.02.2018, 23:39:02 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 100
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek,
panati,
Becasse,

ლომებო რატომ საუბრობთ წარსულში და თოფებს რატომ აკონსერვებთ მომავალ სეზონამდე.

ჩემმა კალენდარმა ხომ არ აურია 12 თებერვალია დღეს. 166

თებერვლის ბოლოს კიდევ ვგეგმავ ერთი ბათქაბუთქის მოწყობას. 39
 
panatiდრო: სამშაბათი, 13.02.2018, 09:55:43 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 225
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bubusicha, მერე მოვხდით თავს კონსერვებს რაპრობლემაა 069 ამინდმა აურიოს თორემ რათქმაუნდა ბათქაბუთქს მოვაწყობთ აბარაა,ხო მართლა გუშინ ველაპარაკე ბიჭებს და საღამოს გადაფრენაზე მაგრათ იყოო იხვი მაგრამ მაღალზეო და ვერმოვკალითო ,ეხლა ვურეკავდა იქ ისეთი ადგილია მობილურს უჭირს კავშირი და მათ დარეკვას ველოდები,გუშინ მაგიტომ არდაგირეკე მაღლა ტრიალებსო ასე მითხრეს 23

დამატებულია (13.02.2018, 09:55:43)
---------------------------------------------
bubusicha, ახლა დამირეკეს ერთი მოვკალით ჯერჯერობითო, ისე იხვი მოძრაობსო მაგრამ მაღალშიო

 
bubusichaდრო: სამშაბათი, 13.02.2018, 14:15:53 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 100
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote panati ()
bubusicha, ახლა დამირეკეს ერთი მოვკალით ჯერჯერობითო, ისე იხვი მოძრაობსო მაგრამ მაღალშიო


მაღალში თუ მოძრაობს ეგ გვაწყობს ჩვენ ზუსტად, ფიტულები უნდა მაგას და კარგი კამუფლირება და მოვიყვანთ გუნდებს 20 მეტრში ფიტულებთან
 
gio2404დრო: ოთხშაბათი, 14.02.2018, 22:53:27 | შეტყობინება # 9
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით... ნამდვილად კარგი სასაუბრო თემა წამოჭერით მეგობრებო მაგრამ ჩემთვის პირადად სამწუხაროდ რომ 2017-2018 წლის სეზონზე კარგს ვერაფერს ვიტყვი და ყოველ წლიურად უფრო და უფრო ცუდი მდგომარეობაა,რამდენჯერმე გავამახვილე ყურადგება თემაზე მტაცებელ ფრინველებსა და ცხოველებზე მაგრამ რეზონანსი არ მოყვა ყველა ვამბობთ რომ მრავლადაა სარეველა ფრინველები და ცხოველები მაგრამ იქნებ მონადირეთა და მეთევზეთა კავშირები გაერთიანდნენ და ერთი კარგი წერილი მისწერონ გარემოსდაცვის შესაბამის სამსახურებს იქნებ ის მაინც გაარკვიონ როდის შეგვჭამენ და დაიწყებენ კვებას ადამიანის ლეშით.... ამდენი მტაცებელი უკვე ველურ ბუნებაში საკვებს ვეღარ ნახულობს და აკლებული ყავთ სოფლები ყველა რაიონში მგლების ტურების თავდასხმებია ჭამენ პირუტყვს და არ ერიდებიან მოსახლეობას ფაქტიურდ ენდემური ჯიშები ფრინველების და ცხოველების საერთოდ განადგურებულია და კარგა ხანს ვერც გამრავლდება ამდენი მტაცებლის პირობებში. 4 წლის განმავლობაში ბუნებაში გარეული კურდღლისთვის თვალიც არ მომიკრია ესეთი რამ უკვე ძალიან საგანგაშოა, მომავალ წელს ალბათ ბუნებაში თოფის გასროლაც მოგვენატრება..ზომებია სასწრაფოდ მისაგები გამოსახშირი უნდა გამოიხშიროს აუცილებლად და შემცირდეს მინიმუმამდე თუ გვინდა რაგაც მაინც გადავარჩინოთ გადაშენებას

დამატებულია (14.02.2018, 22:53:27)
---------------------------------------------
ადამიანის მავნებლობაზე ბრაკონიერობაზე და ასეთ ბრალდებებზე ბევრი საუბრობს მაგრამ მთელი ქვეყნის ბრაკონერები ერთად შეკრებილი მთელი სეზინის განმავლობაში იმდენ ზიანს ვერ მიაყენებენ ბუნებას რაც ამდენი მტაცებელი ერთი დღეღამის განმავლობაში,ალბათ ბევრს უნახია მტკვარზე რა რაოდენობა ბაკლანი აკეთებს გადაფრენას...ერთ ბაკლანს ერთ დღეში 7-8 კილო თევზის შეჭმა შეუძლია...800კგ თევზს რომელი ბრაკონიერი დაიჭერს ერთ დღეში ???100 ბაკლანი კი პრობლემა არაა ... ერთი ბაკლანის მოკვლა კი დიდი ჯარიმა და შეიძლება თოფის ჩამორთმევითაც დასრულდეს თუ მოინდომეს ... ასე რომ ყველაფერი კარგი საქმის საკეთებლად კეთილი ნება და მონდომებაა საჭირო ამოვიღოთ და გამოვხშიროთ მტაცებლებიი....

 
მონადირეების ფორუმი » საიტის წესები, მასალის დამატების წესი. » საიტის ფუნქციები,მასალის დამატების წესი » სანადირო სეზონის განხილვა (2017-2018 წლების სეზონის შესახებ)
გვერდი 1 დან1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)Armsan A612
  • 2.)ვაზნები
  • 3.)Huglu 104a
  • 4.)ნადირობა იხვზე
  • 5.)იარაღის მოვლა
  • 6.)ტყვია (ჟაკანი) - ფინთიხი (კარტეჩი)
  • 7.)სანადირო სეზონის განხილვა
  • 8.)იარაღები
  • 9.)საცვლელი ჩოკები
  • 10.)AKDAS-SIBERGUN
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)dudu-duda
  • 8.)ბაქარი
  • 9.)-BERG-
  • 10.)avtandil
  • 1.)pacho13
  • 2.)cixelichi
  • 3.)NeMo
  • 4.)muska
  • 5.)სალომე
  • 6.)mk
  • 7.)xalia1989
  • 8.)biggiga
  • 9.)Goglika87
  • 10.)ИЖ27-ЕМ

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика