|
თეთრკუდა არწივი ფსოვი
|
|
| shalva14 | დრო: სამშაბათი, 21.08.2012, 00:45:43 | შეტყობინება # 1 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თეთრკუდა არწივი ფსოვი (Haliaeetus albicilla) ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ზომის ფრთოსან მტაცებლებს ეს ფრინველები მიეკუთვნება. ჩვეულებრივი არწივისგან განსხვავდებიან უფრო მასიური ნისკარტით, ხოლო ფეხები კლანჭებამდე შებუმბლავი აქვთ. ახალგაზრდას შეფერილობა ერთფეროვნად მუქია ხოლო ხნიერის (4-5 წლიდან) უჩნდება განსხვავებული ნიშანი წვეტიანი ქათქათა თეთრი კუდი საიდანაც წარმოდგება მათი სახელწოდება. ჩვეულებრივი არწივისგან განსხვავებიტ, მათთვის დამახასიათებელია დიდ მდინარეებთან ტბებთან ან ზღვის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრება. ამის გამო სხვა ენაზე მათ ზღვის არწივსაც უწოდებენ. როგორც წესი ბუდეს ძალიან მაღალ ხეებზე იკეთებენ, რომლის დიამეტრი 2 მეტრზე მეტია, სისქით კი 1,5-2,5მ. თავიანთ საბუდარ ადგილებს თითქმის არასოდეს ტოვებენ. ცნობილია ადგილები, სადაც 30,40 და 150 წელიც კი უცხოვრიათ. ბუდობენ ადრიან გაზაფხულზე. სამხრეთში - თებერვალ-მარტში, ჩრდილოეთში კი აპრილში. დაუვიწყარია მათი საქორწინო თამაშების ყურება, როდესაც დედალ-მამალი თეთრკუდები, დიდი სიმაღლიდან, ერთმანეთზე კლანჭებ ჩავლებული ტრიალით და ყირამალით თითქმის მიწამდე (2-3მ.) ეშვებიან. დებენ 3-4 დიდი ზომის კოპლებიან კვერცხს. სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით კი მათი მართვეები ბუდეში მშვიდობიანად ცხოვრობენ. ხშირია შემთხვევები, როცა ორი მართვე აღწევს ზდასრულ ასაკს, რაც სხვა არწივებში პრაქტიკულად არ შეუნიშნავთ. თეთრკუდების მიზიდულობას წყალთან კვება განაპირობებს, ისევე როგორც სკოპა, იგიც ძირითადად თევზით იკვებება, მაგრამ იშვიათად იჭერს ცოცხალს. წყლიდან მხოლოდ მკვდარ ან გაფუჭებულ თევზებს იღებს, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს. ამ მტაცებლების ნადავლი არც თუ იშვიათად ხდება წყლის ფრინველები: მელოტა, იხვები, ბაკლანები, თოლიები, აღსანიშნავია რომ არწივები არჩევითად ეტანებიან დასუსტებულ, დაჭრილ ან მკვდარ ფრინველსაც კი. ცნობილია შემთხვევები როდესაც წყლის თავზე მოტრიალე არწივი აიზულებს იხვებს ზალის გამოცლამდე ჩაყვინთონ, რასაც ზევიდან აკვირდება, შემდეგ კი უფრო უადვილდება მათი დაჭერა. ცნობილია ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც ნორვეგიაში ნახეს და არწივის წარუმატებელ ნადირობას ასახავს. რამდენიმე შეტევის შემდეგ თეთრკუდამ როგორც იქნა დაიჭირა წყალზე მოცურავე კანადური ბატი, რომელიც არწივს მისმა მეწყვილემ მოულოდნელი შეტევის შედეგად კლანჭიდან გააგდებინა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას შემდეგ ბატებმა წარმატებით გამოზარდეს თავიანთი ნაშიერი. არაერთხელ შეუნიშნავთ თეთრკუდების პირატული გამოხტომები, როდესაც ისინი ცდილობენ ნადავლი სხვა ფრინველებისათვის წაერთმიათ. ჯერ კიდევ 120 წლის წინათ სევერცოვმა აღწერა შემთხვევა, როდესაც თეთრკუდამ ხორცი წაართვა ძაღლს. მათი ყველაზე ხშირი თავდასხმის ობიექტები კი სკოპები ხდებიან, რომელთაც თევზი ჰყავთ დაჭერილი. თეთრკუდა არწივების მსხვერპლი ონდატრებიც ხდებიან, რისი გულისთვისაც ერთ დროს ეს ფრინველები თითქმის გაანადგურეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ონდატრებზე მიყენებული ზარალი 0,2-0,3%-ს არ აღემატებოდა. ამ ფრინველის ამერიკული მონათესავის "მყირვალა ფსოვის" მაგალითზე გამოითვალეს, რომ ისინი მეთევზეებისგან დაჭერილი თევზის მხოლოდ 0,5%-მდე თუ იჭერენ. თეთრკუდების ერთეული წყვილები ცნობილია ბელორუსიაში (3-5), ლენინგრადის მხარეში 15-მდე. დიდი დაჯგუფება 150 წყვილამდე შემორჩნენ ვოლგის დელტაში. პოლონეთში, ფინეთში, შვეიცარიაში რამდენიმე ათეულ წყვილამდე თვლიან ,300 წყვილამდე შემორჩა ნორვეგიაში. ერთეული ბუდეებია დაფიქსირებული უნგრეთში და გერმანიაში. დიდ ბრიტანეთში ამ ფრინველების უკანასკნელი ბუდობა 70 წლის წინ გაქრა. 70-80 წლებში სცადეს მმათი რიცხობრობის აღდგენა, მაგრამ კუნძულებზე შეყვანილი რამდენიმე ახალგაზრდა ფრინველი, ერთი წლის განმავლობაში გაუჩინარდა. ჩვენს დროში მათი რიცხოვნობა დღითი-დღე კლებულობს. თეთრკუდა არწივი შეტანილი "წითელ წიგნში" და ევროპის იშვიათი სახეობის ფრინველთა რიცხვს მიეკუთვნება.დამატებულია (20.08.2012, 23:43:25) ---------------------------------------------
 დამატებულია (20.08.2012, 23:45:43) ---------------------------------------------

Sh.Bejuashvili
|
| |
| |
| giorgi | დრო: ოთხშაბათი, 22.08.2012, 12:58:37 | შეტყობინება # 2 |
|
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| shalva14, საღოლ შალვა კარგი ინფორმაციააა და ეგრე გააგრძელე.
giorgi chitadze
|
| |
| |
| shalva14 | დრო: ოთხშაბათი, 22.08.2012, 21:49:07 | შეტყობინება # 3 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| giorgi, გაიხარე
Sh.Bejuashvili
|
| |
| |
| გიორგი | დრო: ოთხშაბათი, 22.08.2012, 21:56:09 | შეტყობინება # 4 |
|
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საბაზიეროდ როგორი ფრინველია? ინტენსიურად ხდება მისი გამოყენება?
გ. აბაიაძე
|
| |
| |
| shalva14 | დრო: ხუთშაბათი, 23.08.2012, 21:17:29 | შეტყობინება # 5 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გიორგი, ზუსტად ვერაფერს ვერ გეტყვით. 2001 წლის გამოშვების ჟურნალი მაქვს და იქიდან ამოვიწერე
Sh.Bejuashvili
შეტყობინება დაამუშავა shalva14 - ხუთშაბათი, 23.08.2012, 21:18:44 |
| |
| |
| dudu-duda | დრო: კვირა, 26.08.2012, 05:43:57 | შეტყობინება # 6 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამას იცნობთ ? :D
|
| |
| |
| shalva14 | დრო: ორშაბათი, 27.08.2012, 01:08:11 | შეტყობინება # 7 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, :D :D :D მარადონა რა კაცია .. აუ ეს არწივი მიყვარს ძაან მაგარიაა <3 თან ძალიან ლამაზია
Sh.Bejuashvili
|
| |
| |
| dudu-duda | დრო: ორშაბათი, 27.08.2012, 10:51:53 | შეტყობინება # 8 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ლამაზია მაგრამ თევზებზე ნადირობს :D მაგის შენახვა ნამეტნავი ფუფუნების საგანია
|
| |
| |
|
| dudu-duda | დრო: ორშაბათი, 27.08.2012, 20:27:24 | შეტყობინება # 10 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| shalva14, მაგისთანები არ მკითხო :D:D მე სასწაულებს მეუბნებოდნენ, მთის არწივი მართლა მაგარია მაგრად რად გინდა ? იმხელა ფრინველს 1 კილო ხორცი უნდა დღეში და შენ ფიზიკურად ვერ გაზრდი :|
|
| |
| |
| shalva14 | დრო: სამშაბათი, 28.08.2012, 14:17:23 | შეტყობინება # 11 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, ხო რავი მაგრამ აი წარმოიდგინე რა მაგარია ჯერ მარტო ხელზე რო გიზის.. მეორე კიდე აქეთ მახათას მთაზე მელიები და ტურები დარბიან რამდენი ვაიმე... მაგისთვის მაგარია. ჯერ არ ავიყვან და აი რო გავიზრდები და დიდი ბიჭი რო გავხდები მერე ავიყვან
Sh.Bejuashvili
|
| |
| |
| dudu-duda | დრო: სამშაბათი, 28.08.2012, 14:47:55 | შეტყობინება # 12 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| shalva14, ] :D:D:D
|
| |
| |
| shalva14 | დრო: სამშაბათი, 28.08.2012, 19:47:28 | შეტყობინება # 13 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, შეწყვილების დროს რა ტიპები არიან ერთმანეთს ჩაჭიდებენ კლანჭებს და თავდაყირად რო ეშვებიან . რალამაზი ნისკარტი აქვთ
Sh.Bejuashvili
|
| |
| |
| dudu-duda | დრო: ოთხშაბათი, 29.08.2012, 16:34:29 | შეტყობინება # 14 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სილამაზე ნადვილად არ აკლიათ, მაგრამ საქმე ისაა რომ ჩვენ პირობებში ვერ გაქაჩავენ :((
|
| |
| |
| shalva14 | დრო: ხუთშაბათი, 30.08.2012, 12:09:34 | შეტყობინება # 15 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, ნამდვილად :( :|
Sh.Bejuashvili
|
| |
| |
| cxadaze | დრო: ხუთშაბათი, 30.08.2012, 16:23:59 | შეტყობინება # 16 |
|
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მაინც ვერ გავიგე რომელი არწივია ყველაზე დიდი ამას ადამიანის ტავის ხელა აქვს ტავი და ბერკუტს კუდე ამის ნისკარტის ხელა
მგელი არ იშლის მგლობასა არწივი არწივობასა!
|
| |
| |
| dudu-duda | დრო: ხუთშაბათი, 30.08.2012, 16:43:17 | შეტყობინება # 17 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| cxadaze, მთის არწივი (GOLDEN EAGLE) aquila chrysaetos homeyeri სს: 75-88 ფშ: 204-220 სმ წ. 2900-6000 გ. აი ეს არის დიდი
|
| |
| |
| shalva14 | დრო: ხუთშაბათი, 30.08.2012, 19:26:09 | შეტყობინება # 18 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, ჩაატარა :D
Sh.Bejuashvili
|
| |
| |
| gigagiga239 | დრო: ოთხშაბათი, 10.10.2012, 20:51:04 | შეტყობინება # 19 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, ბოლო სურათებზე თეთრთავა ფსოვია. ხოლო თეთრკუდა ფსოვი ცოტა პატარაა თეთრთავაზე. ყველაზე ძლიერი არწივი დედამიწაზე ჰერფია. ხოლო ყველაზე ძლიერები რომლებსაც თავისუფლად შეუძლია ფეხის არასრული მოჭერით უკლანჭოდ დალეწოს ადამიანი მაჯა არის ჰერფი, პილიპინური, გვირგინოსანი ქორისებრი არწივი,მთის არწივი და ბონელის ქორისებრი არწივი. ასევე ძალიან ძლიერია ბექობის არწივიც.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
|
| |
| |
| dudu-duda | დრო: ოთხშაბათი, 10.10.2012, 21:34:44 | შეტყობინება # 20 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| gigagiga239, აქ ზოგადად დიდზე დავწერეე..Quote (gigagiga239) უკლანჭოდ დალეწოს ადამიანი ისე საინტერესოა ამას როგორ ახერხებს :)))
|
| |
| |
| gigagiga239 | დრო: ხუთშაბათი, 11.10.2012, 18:50:56 | შეტყობინება # 21 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, ამაზე მაქვს საუბარი
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
|
| |
| |
| dudu-duda | დრო: ხუთშაბათი, 11.10.2012, 21:18:44 | შეტყობინება # 22 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| gigagiga239, ეგ ვიცი რო ყველაზე დიდია :))
|
| |
| |
| gigagiga239 | დრო: ხუთშაბათი, 11.10.2012, 22:08:41 | შეტყობინება # 23 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, ხოდა მე იმას ვამბობდი რომ ამ ფრინველს შეუძლია კლანჭების შეუხებლად, ფეხის არასრული მოჭერით. შეუძლია დალეწოს ადამიანის მაჯა.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
|
| |
| |
| dudu-duda | დრო: ხუთშაბათი, 11.10.2012, 23:39:56 | შეტყობინება # 24 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| gigagiga239, ამ არწივის შესძლებლობებზე საუბარი დარწმუნებული ვარ იმაზე მეტს გასცდება ვიდერე ეს სადმე ლიტერატურაში წერია ... უდავოა რო დიდია მაგრამ ჩვენ ამაზე საუბარი თემიდან შორს წაგვიყვანს :)
|
| |
| |
| gigagiga239 | დრო: სამშაბათი, 06.11.2012, 17:43:56 | შეტყობინება # 25 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ლევან მეეჭვება ჩვენი კომპეტენცია გაწვდეს, ამ არწივზე საუბარს და დამიჯერე არანაირი თემიდან არ წაგვიყვანსს.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
|
| |
| |
| gigagiga239 | დრო: ხუთშაბათი, 15.11.2012, 02:00:22 | შეტყობინება # 26 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| baqarixarebava, მაგ სურათშო სხვა ფსოვის ქვესახეობაა, ეგენია თეთრთავა ფსოვი. ხოლო თეთრკუდა ფსოვს თავი თეთრი არ აქვს. თეთრთავა ამერიკის სიმბოლოა ხოლო თეთრკუდა გადაშენების პირას მყოფი მთავარი სახეობა სამწუხაროდ....
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
|
| |
| |
| tyupi008 | დრო: ხუთშაბათი, 17.10.2013, 15:24:04 | შეტყობინება # 27 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ესაა წყალში რო ყვინთავს?
bazieri.ge
|
| |
| |