02:31:45
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ქართული "მყეფარა", ჩაქირა.
ზურა333დრო: სამშაბათი, 23.12.2014, 23:30:27 | შეტყობინება # 101
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
 
axotnik007დრო: ორშაბათი, 02.03.2015, 17:56:24 | შეტყობინება # 102
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 92
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემს სოფელში ყავს ეს ჯიში მეზობელს, ნახსენებიც არი მაგ კაცის სახელი აქ ილია თოიძე და ნადირობს მაგ ძაღლებით გადასარევად, სისხლი არეულია ჩემი აზრით , მაგრამ ყავს რამოდენიმე ეგზემპლიარი პირვანდელი ანუ სუფთა სისხლის სახით მაგრამ ჯერ სადღაც 6 თვის არიან . 166

სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია.
 
Dreamcatcherდრო: შაბათი, 23.05.2015, 20:55:21 | შეტყობინება # 103
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თურქული მყეფარა:

ჩაქირას ძალიან წააგავს.
 
avtandilდრო: შაბათი, 23.05.2015, 21:18:17 | შეტყობინება # 104
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წააგაბს, კი არა თუ მართლა ოსეთია, როგორც გადმოცემით ვიცით ისაა. საიდან ეს ფოტო?

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
chale88დრო: შაბათი, 23.05.2015, 22:14:27 | შეტყობინება # 105
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი იქნება რო ეს ჯიში შენარჩუნდეს ვიდეოში ნაჩვენები ძაღლებიდან ერთს კურცჰარის სახე და ყურები აქვს საეჭვოა მათი სუფთა სისლის ამბავი. ღმერთმა ქნას რო სუფთა სისხლის რამოდენიმე მაინც აღმოჩდეს. ისე ვისაც ყავს აღნიშნული ჯიშის ძაღლი ცეცხლის ფასი კი არ უნდა დააფასოს ლეკვები პირიქით შეღავათიან ფასად ან საერთოდ უნდა აჩქოს ამ ჯიშით დაინტერესებულ ადამიანს რო უფრო მეტი ეგზემპლარი იყოს და მომრავლდეს ჩვენ ქვეყანაში.

ბ.თოთაძე
 
giohunt1982დრო: შაბათი, 23.05.2015, 22:27:46 | შეტყობინება # 106
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dreamcatcher, ეს უფრო ჩაქირას და რუსულ-ევროპული მყეფარას ნაჯვარს გავს.

დამატებულია (23.05.2015, 22:27:46)
---------------------------------------------
შეფერილობა კი უგავს ჩაქირაზე, მაგრამ აღნაგობა და თავი არ გავს! რავიცი რავიცი... 23


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Dreamcatcherდრო: შაბათი, 23.05.2015, 22:32:23 | შეტყობინება # 107
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, არ ვიცი. აი კიდე ფოტოები.
http://isilin.blogspot.ru/2014/01/trabzon-zerdava.html
http://www.agaclar.net/forum/kopekler/28038.htm
ინფორმაცია ტურქულზეა.
 
chale88დრო: შაბათი, 23.05.2015, 22:45:37 | შეტყობინება # 108
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dreamcatcher, ლაიკას გავს ძალიან.

ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - შაბათი, 23.05.2015, 22:46:58
 
Dreamcatcherდრო: შაბათი, 23.05.2015, 23:10:05 | შეტყობინება # 109
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88, ლაიკა არის და იმიტომ:-) ლაიკა = მყეფარა (რუსულზე).
 
dato75დრო: კვირა, 24.05.2015, 00:41:59 | შეტყობინება # 110
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი ძაგლია მაგრამ უფთა სისხლი მოძიება ცოტა გაჩირდება.
 
ddevidzeდრო: შაბათი, 18.07.2015, 05:16:56 | შეტყობინება # 111
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ვიცით თურქეთში ცდილობენ ამ ჯიშის სტანდარტის დარეგისტრირებას. რამდენადაც ვხედავ იქაურ ძაღლებში ჩრდილოური ,,ლაიკა,, უფრო იკვეთება შესახედავად. ჩვენთან სხვა ჯიშები იკვეთება. ამის გამოსწორების ერთადერთ გზას ვხედავ, მაგრამ აქ ამზე ლაპარაკს არ ვაპირებ, რადგან შეიძლება თურქებმა დიწყონ ამის გაკეთება, თუ უკვე არ აკეთებენ... ეხლა შეიძლება წასვლა მიმიწიოს და თუ შევძელი ადგილზე უფრო მეტ ძაღლს ვნახავ თურქეთში ვიდრე მონიტორზე.

Jora Shariqadze

შეტყობინება დაამუშავა ddevidze - შაბათი, 18.07.2015, 05:18:27
 
LADO333დრო: შაბათი, 18.07.2015, 19:01:42 | შეტყობინება # 112
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაან მაგარი ძაღლია მეკვერნე(იგივე ჩაქირა) ბევრი რამ მსმენია მის შესახებ.სიამოვნებით გავზრდიდი 166

l.chechelashvili
 
lashahunterდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 16:16:20 | შეტყობინება # 113
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩაქირას ლეკვი რახის????
 
doreuli2000დრო: სამშაბათი, 26.01.2016, 18:06:25 | შეტყობინება # 114
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lashahunter, საქართველოში არამგონია რომ იყოს კიდევ სუფტა სისხლის. თურქეთიდან თუ შემოიყვან . არამგონია იაფი იყოს

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 25.02.2016, 15:51:43 | შეტყობინება # 115
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doreuli2000, სუფთა სისხლის ანუ ოფიციალურად დარეგისტრირებული არსად არ არსებობს ჩაქირა! არც თურქეთში!

დამატებულია (25.02.2016, 15:51:43)
---------------------------------------------

Quote lashahunter ()
ჩაქირას ლეკვი რახის????

მე რაც შემხვედრია 300დან 500-მდე ღირს, რა თქმა უნდა $!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
BATUMELIდრო: ოთხშაბათი, 16.03.2016, 15:12:54 | შეტყობინება # 116
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2015 წლის 5 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა მეკვერნეს გამოფენა ჩვენება რომელიც მიეძღვნა 1935 წლის მეკვერნეს გამოფენის 80 წლისთავს

https://youtu.be/u9DHDFWlM9Y
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 16.03.2016, 16:08:45 | შეტყობინება # 117
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 17.03.2016, 09:10:33 | შეტყობინება # 118
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, წელს თუ იგეგმება იგივე ღონისძიება???

დამატებულია (17.03.2016, 09:08:26)
---------------------------------------------

დამატებულია (17.03.2016, 09:08:59)
---------------------------------------------

დამატებულია (17.03.2016, 09:10:33)
---------------------------------------------
ილია თოიძე მონადირეების შეკრებაზე ოზურგეთში და მისი ჩაქირები.

ვიდეოების წყაროა: baqarnews.gur


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ხუთშაბათი, 17.03.2016, 14:30:56 | შეტყობინება # 119
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
AllSmail133 ვერა კაი ოპერატორი მაი მოხსენით 2daf4 :2daf4: :2daf4:
ისე იმ ვიდეოში ბათუმში როა ვისი ძაღლებია ხო არ იცით, ანუ რა მაინტერესებს აი გურული კაძახი არაა ნახსენები იქ, ვერც ძაღლები ვიცანი და გამოდის რომ აჭარაშიც ყავთ შემონახული ამ ჯისის რამდენიმე წარმომადგენელი? 23


შეტყობინება დაამუშავა ბაქარი - ხუთშაბათი, 17.03.2016, 14:31:26
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 18.03.2016, 06:36:36 | შეტყობინება # 120
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, ჩაქირა გურია-აჭარაში იყო გავრცელებული ძირითადად და შესაბამისად აჭარაშიც შემორჩა რაღაც რაოდენობა, იქნებ უფრო მეტი ვიდრე გურიაში. არავის დაუთვლია.
ცუდი ის არის, რომ როცა ჩატარდა ეგ გამოფენა აჭარაში, ეთქვათ ორგანიზატორებს ვინმესთვის, ან სადმე დაეანონსებინათ. მოკლედ რამენაირად გაებაზრებინათ, რომ უფრო მეტი ძაღლი მოგროვილიყო გამოფენაზე და მეტი წარმოდგენა გვქონოდა ამ ჯიშის მდგომარეობის შესახებ.
მაგ გამოფენის შესახებ მას მერე გავიგე რაც ეგ ვიდეო დადე.
ბაზიერის წევრები ბათუმშიც არიან, თან რომლებიც სანადირო მეძაღლეობით აქტიურად ინტერესდებიან და არც მათ გაუგიათ არაფერი, ყოველშემთხვევაში ჩვენამდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
BATUMELIდრო: პარასკევი, 18.03.2016, 14:20:47 | შეტყობინება # 121
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აჭარაშიც კი არ შემორჩა არა მეტ აჭარაშია შემორჩენილი და მომრავლებული ის სანადირო ჯიშის ძაღლი რასაც მეკვერნე ანუ ქართული მყეფარა ეწოდება თორემ ის რის ტირაჟირებას პატივცემული ილო ცდილობს ძალიან შორეა მეკვერნესგან. შესაძლოა ის ცდილობს ახალი ჯიშის გამოყვანას "ჩაქირას" რომელიც თურქული "ჩაღირ" ადან წარმოებს და აცალეთ ხელი არ შეუშალოთ.
დაწვრილებით ამ ყველაფერზე 14 მარტის კვირის პალიტრაში იხილავთ ინფორმაციას. ისე ილოს თუ გადასცემს ვინმე ისრაფილ ბაბუა მოდის ერთი ორი სიტყვის სათქმელად ამ ჯიშის ძაღლის წარმომავლობასთან დაკავშირებით საინტერესოა რა რეაქცია ექნება ამდენი ტყულის ტირაჟირების შემდეგ.
 
solomonდრო: პარასკევი, 18.03.2016, 14:47:51 | შეტყობინება # 122
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, არ იცნობს ხალხი ისრაფილ ბაბუას (მათ შორის მეც) და ეს საწყენია, ასეთი ინფორამციები უნდა იბეჭდებოდეს, ან საიტზე იწერებოდეს მინიმუმ, და ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ამ ჯიშის შენარჩუნებას როგორც ქართული ძაღლის.

BATUMELI,
Quote BATUMELI ()
2015 წლის 5 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა მეკვერნეს გამოფენა ჩვენება რომელიც მიეძღვნა 1935 წლის მეკვერნეს გამოფენის 80 წლისთავს

ვინ ესწრებოდა გამოფენას? სად გაშუქდა? ბევრი დაინტერესებული ხალხი ვართ ამ საიტზე და არამარტო ამ საიტზე და არაფერი ამის შესახებ არ გვსმენია 99% - ს.
 
ბაქარიდრო: პარასკევი, 18.03.2016, 15:16:38 | შეტყობინება # 123
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, სამწუხაროდ ძალიან მწირი ინფრმაცია ამ ჯიშზე ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად ძნელია გაარჩოის უბრალო მონადირემ ამ ჯიშის წარმომადგენლები . რაც შეეხება ბატონ ილოს რაც მე ვნახე ის არის რომ ეს გლეხი კაცი მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ის რაც მისმა ოჯახის წინაპარმა დაუტოვა... ასე რომ მადლობელი დაგრჩებით თუ განათავსებ ისრაფილ ბაბუს ჩაქირების ფოტო და ვიდეო მასალას, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიკამათოთ რომელს უფრო აქვს შენარჩუნებული ძველი სახე gimili
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 18.03.2016, 16:34:16 | შეტყობინება # 124
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote solomon ()
BATUMELI, არ იცნობს ხალხი ისრაფილ ბაბუას (მათ შორის მეც) და ეს საწყენია, ასეთი ინფორამციები უნდა იბეჭდებოდეს, ან საიტზე იწერებოდეს მინიმუმ, და ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ამ ჯიშის შენარჩუნებას როგორც ქართული ძაღლის.

შენ გაიხარე რა, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა!

დამატებულია (18.03.2016, 16:02:35)
---------------------------------------------
BATUMELI, ჰოდა თქვე კაი ხალხო, რომ გულშემატკივრობთ ჩაქირას, თუ რაიმე სასიკეთოს აკეთებთ გაგვიზიარეთ ჩვენც და სხვა თუ არაფერი თქვენს ნამოქმედარს საქართველოს მასშტაბით ყველა მონადირეს გავაცნობთ!
მეტი ინფორმაციაა საჭირო მეტიი!

დამატებულია (18.03.2016, 16:11:13)
---------------------------------------------
დაწერეთ და აგვიხსენით რას აკეთებს თოიძე არასწორად, გააგებინეთ ხალხს ვისაც ყავს ეს ძაღლები, როგორ შეინარჩუნონ ჯიში სწორად! გურიაში იმაზე მეტს ყავს ეს ძაღლები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ არსად არ ჩანს ეს ხალხი და შესაბამისად არ ჩანს მათი ძაღლებიც!
მაგ გამოფენის შესახებ რომ სცოდნოდათ წინასწარ ეგებ ჩამოსულიყვნენ და სასარგებლო ინფორმაცია მიეღოთ, გენახათ მათი ძაღლები და ა.შ.
ლოკალურად რომ გამოფენას გააკეთებბს კაცი და 1 წუთიან რეპორტაჟს ამით არაფერი შეიცვლება!
ჩაქირას გამრავლებას პირველ რიგში სჭირდება სწორი რეკლამა და პროპაგანდა!
რისი შესანიშნავი ბაზაცაა ეს საიტი!
გამოიყენეთ რა!

ვისაც უნდა იმას ეწყინოს, თუმცა არ ვამბობ საწყენად, მაგრამ ჩემს სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებ, რომ ჩაქირას ლეკვის 500 დოლარად დაფასება, ამ ჯიშის გამრავლებას არასდროს შეუწყობს ხელს!

დამატებულია (18.03.2016, 16:34:16)
---------------------------------------------

Quote BATUMELI ()
ისე ილოს თუ გადასცემს ვინმე ისრაფილ ბაბუა მოდის ერთი ორი სიტყვის სათქმელად ამ ჯიშის ძაღლის წარმომავლობასთან დაკავშირებით საინტერესოა რა რეაქცია ექნება ამდენი ტყულის ტირაჟირების შემდეგ.

თუ გნებავთ პირადად დაგაკავშირებთ თოიძეს, არაა პრობლემა მისი ნომერის გაგება და პირადად უთხარით ეგ სათქმელი!

ამიტომ ვამბობ კაცო, არ ვიცი მე ჩაქირას ავანჩავანი და ვეკითხები სხვას, იმას ვინც ჩემზე მეტი იცის, ჰოდა თუ მატყუებს ეს კაცი და შენ იცი რას მატყუებს, მითხარი რა სიმართლე შე კაი კაცო და შენ დამაყენე სწორ გზაზე!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 18.03.2016, 18:25:08 | შეტყობინება # 125
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღემდე მოღწეულ ყოველ მასალაში სადაც ეს ძაღლი არის ნახსენები მკაფიოდ არის ხაზგასმული რომ ამ ძაღლის სამშობლო საქართველოა-კერძოდ გურია, უფრო ახალ ჟურნალებსა და საგაზეთო სტატიებში აღნიშნავენ რომ-"ასევე არის გავრცელებული აჭარაში". აქ გაკეთებული განცხადებით ბატონი დურსუნ აფაქიძე ამბობს რომ აჭარაში იყო გავრცელებული, შემდეგ აკონკრეტებს; კერძოდ ქედა, პირველი მაისი, ხოხნა...
გადმოცემით მაღალმთიან სამეგრელოში, აფხაზეთსა და ახალციხეშიც ყავდათ, სამწუხაროდ დასაბუთება არ შემიძლია.
რაც შეეხება სახელწოდებას "ჩაქირა" ისტორიულად დღემდე ჩაქირათი მოდის და ის თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა თურქულად არსებით მნიშვნელობას ვერანაირად იქონიებს მასზე, ესე სიტყვა "ბაბუა" თურქული სიტყვაა და რა ვქნათ ეხლა თურქებად გამოვაცხადოდ თავი, მხოლოდ კახეთსა და ქართლში გამოიყენება სიტყვა პაპა.
ბაზიერელთა ინიციატივით კერძოდ ირაკლი ბუდანოვის თაოსნობით გასულ წელს ბათუმში ჩატარდა სუფთა სისხლის მონადირე ძაღლების გამოფენა რინგი, ამ ფაქტზე წინასწარ რა თქმა უნდა მთელი საქართველოს მონადირეთა საზოგადოება იყო ინფორმირებული, კარგი იქნებოდა შევგხმიანებოდით და უფრო მეტი ინფორმაცია გაგვეშუქებინა ქართულ მეკვერნეზე, წარმოადგენდით თქვენს ბაზაზე არსებულ ეგზემპლიარებს, ფართოდ გაშუქდებოდა ეგ თემა. ეხლაც არ არის გვიან რო მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთოდ და ამით მეტი პოპულარიზაცია და სწორი პროპაგანდა მოვახდინოთ ქართული მყეფარასი.
ერთი რამ კიდევ; ეგ ძაღლი არც გურულია და არც აჭარული, ეგ ქართული უნიკალური ჯიშია და ყველა ქართველის ვალია იქნება ის რაჭველი, მეგრელი ,გურული, აჭარელი , იმერელი, სვანი თუ კახელი ეროვნულ საქმედ ჩათვალოს ამ ჯიშის აღდგენა თუნდაც იმ დონეზე რომ სტანდარტი მაინც შეიქმნას.
საინტერესოა ვინ არის ბატონი ისრაფილ ბაბუა, მოხარული ვიქნებით თუ მცირედად მაინც მოგვაწვდით ინფორმაციას მასზე და მის ღვაწლზე ამ ჯიშის მიმართ.
რაც შეეხება ბატონ ილო თოიძეს , ამ კაცს რაც შეუძლია აკეთებს, რა თქმა უნდა სათანადო პირობებს ვერ უქმნის როგორც საჭიროა და ამაზე ყველაზე მეტად თავად სტკივა გული, ამისთვის დასაფასებელი და პატივსაგები ადამიანია.
თქვენს მიერ წარმოდგენილი ძაღლები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, როგორც განვითარებული მუსკულატურით ასევე ვიზუალურადაც უფრო ესტეტიურები და კარგებია, კარგი იქნება თუ ფოტო მასალას წარმოგვიდგენთ ამ ძაღლების, მადლობელი დაგრჩებით.
კიდევ ერთი რამ მინდა ავღნიშნო და თხოვნით მოგმართოთ, იქნებ მცირედი დახასიათება ამ ჯიშის დადოთ, ხასიათი , ნადირობის მანერა, ვიზუალურად როგორები უნდა იყვნენ და ა.შ. მერწმუნეთ ეს უფრო დიდი რამ იქნება ამ ჯიშისთვის ვიდრე ჩვენი გულისწუხილის წერა აქ.
ჩვენ არაპროფესიონალები ვართ , ჩვენ ჩაქირა მხოლოდ ვიზუალურად გვინახავს, წაგვიკითხავს და მოგვისმენია მასზე რაც წასაკითხი იყო და მოსასმენი, მაგრამ ჩვენი სიტყვა არაფერია თქვენ სიტყვებთან შედარებით რომლმაც იცის ამ ჯიშის დეტალები, სახლში ყავს, ეძებს სხვადასხვა ეგზემპლიარებს, ნადირობს მასთან ერთად, თქვენ დაწერეთ და ფოტო მასალა დაურთეთ, პროპაგანდა ჩვენზე იყოს
 
შევარდენიდრო: პარასკევი, 18.03.2016, 21:00:23 | შეტყობინება # 126
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ის წვერებიანი რომ იჭიმება ეგეთიაო და იგეთიო.დადოს ვინმემ თუგაქვთ ამძაგლის ნადირობა?არამგონია კურდღელს რომ ზდიოს მაგან,კვერნაზე მაინტერესებს მაგრად როგორ ნადირობს ნეტა????????????//?/??????????????????????ვინმემ მაინც მოიპოვოტ ეგება ვიდეო როგორ ნადირობს.და ისიც არ მჯერა რომ უფასოდ რომ ჩუქნიდეს ლეკვებს.

დამატებულია (18.03.2016, 21:00:23)
---------------------------------------------
ბიჭებო დაანებეთ თავი ამ გაზეთებს და ჟურნალებს.შიგ შეილება ათასი სისულელე ეწეროს ,ვიდეოში რომ არიან სტუმრად ძაღლების პატრონტან ის ბიჭები ვინები არიან იცნობთ იმათ>>>?>>>???????


g
 
ბაქარიდრო: პარასკევი, 18.03.2016, 21:26:54 | შეტყობინება # 127
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შევარდენი, კურდღელზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ კვერნაზე, რომ შედეგიანი მაგის დამადასტურებელი ტყავები მინახია. ნადირობას რაც შეეხევა მისდევს დანახულზე ყეფს და ხეზე ასულს მანამდე უყეფს სანამ მონადირე არ მივა ხმაზე და არ მოკლავს რაც შეეხება ვიდეოს მაგის კვერნაზე ნადირობის აღბეჭდვას გარემოს დაცვის სტუმრობა მოყვება ჯარიმის ქვითარით აა ბატონო კვერნის მოკვლა არ შეიძლებაოო ასე რომ ვიდეო შეიძლება იყოს მაგრან ინტერნეტ სივრცეში არავინ გაავრცელებს. რაც შეეხება ამ ჯიშის პოპულაციას სანამ კვერნაზე ნადირობა არ იქნება დაშვებული გარკვეული ლიმიტებით, მანამდე არაფერი ეშველება აი შემდეგ შეიძლება მსურველიც გამოჩნდეს აყვანის.
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 18.03.2016, 22:30:37 | შეტყობინება # 128
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შევარდენი, ვის მოიხსენიებთ წვერებიანად ბატონ ილო თოიძეს, რომელმაც მართლაც გაჭირვების დროს ყველაფერი გაყიდა რათა ძაღლები დღემდე მოეყვანა. ეგ წვერებიც იმიტომ ჰქონდა რომ ახლობლის პატივისცემა გამოეხატა გარდაცვლილის. ქართველია და ასე ვიცით ტრადიციულად ქართველებმა, სხვათაშორის არც იჭიმება. ჩაქირა თვისობრიობით და სტილით ტიპიური მყეფარაა, რა თქმა უნდა დამახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშნებით, კი მაგ ბიჭებსაც ვიცნობთ, ჩვენ ვართ.
ბატონო ალიკო შევარდენი, არ გეკადრებათ ეგეთი პათოსით საუბარი, ეს საიტი ურთიერთ პატივისცემაზეა დამყარებული და არა ურთიერთ ქილიკზე.
და რას გვირჩევთ გაზეთებისა და ჟურნალების კითხვის სანაცვლოდ? ვიდეო გადავიღოთ როგორ მოინადირებს ჩაქირა ნადირს და დავდოთ აქ იმის დასამტკიცებლად თუ მართლა ართმევს თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს?
ჩემი თხოვნაა კორექტულები ვიყოთ.
ეს ჯიში ენთუზიასტებმა მოიყვანეს დღემდე, მე როგორც ვხვდები, ამ სხვადასხვა ენთუზიასტებს ერთმანეთთან რბილად რომ ვთქვათ; ცუდი დამოკიდებულება აქვთ, არა მე გადავარჩინე ეს ჯიში და არა მე მოვიყვანე აქამდე პირვანდელი სახითო. ისე არ გამოვიდეს რომ ასეთ დამოკიდებულებას გადააყოლოთ ჩაქირა საერთოდ...

დამატებულია (18.03.2016, 22:30:37)
---------------------------------------------
ბაქარი, შენ კი იცი რომ კვერნაზეც რომ არ დაუშვან ნადირობა და კანონი უფროც რომ გამკაცრდეს ყველა ქართველი აიყვანს ჩაქირას, ვინც ქვეყნის პატრიოტია, ვისაც გული შეტკივა და ვინც ეროვნულ საქმედ მიიჩნევს ამ ჯიშის გადარჩენას, მაგრამ არა 500 დოლარად გაყიდული ლეკვების ხარჯზე, ან სანამ მაგ ფასად გაყიდი , გამაგებინე რას ყიდი, მომიყევი მის შესახებ, მესასუბრე, მანახვე საქმეში, თუნდაც ვიდეომასალა მომაწოდე არანადირობის. იქნებ 1000-იც ღირს
გიყვარს ჩაქირა, გააჩუქე ლეკვი მასზე ვინც მოუვლის , ან ისეთ ფასად გაყიდე რომ შეძლოს გაჭირვებულმა გლეხკაცმა მონადირემ ყიდვა, სადაც კვერნა ბინადრობს ისეთ ტყიან ადგილებში, აბა თბილისში რატო იყიდის ვინმე 500 დოლარად ჩაქირას, რომელიც სხვა რომ არაფერია 10-დან ორი არ გავს ერთმანეთს, წავა და ცისფერთვალება ჰასკის იყიდის, გოგოებს დაკერავს და ძმაკაცებთან იმარიაჟებს...

 
ბაქარიდრო: პარასკევი, 18.03.2016, 22:54:04 | შეტყობინება # 129
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ დღეს ვის არ დაურეკე კვირის პალიტრა რომ მოეწოდებინათ სოფელში ჩემთვის და აი ის სტატიაც ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი სახლში სკანერი არ მაქვს და ტელეფონმა მეტად ვერ გადაიღო, მაგრამ იკითხება

დამატებულია (18.03.2016, 22:47:56)
---------------------------------------------
krimanjuli, მე კი ვიცი ძამა მაი მარა მაგ ფასის დამდებმა თუ იცის დოლარის კურსი 36_1_69

დამატებულია (18.03.2016, 22:52:01)
---------------------------------------------
მოკლედ მიხარია დამაიმედებელი სტატიაა, როგორც მეგონა არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, მაგრამ ახლა რაც ყველაზე მეტდ მაინტერესებს ის არის, რომ რას აკეთებს ეგ პატივსაცემი ადამიანი ამ ჯიშის რეგისტრაციისათვის? მართალია ლომის წვლილი უკვე გაკეთებულია თუ მართლა მასე კარგად აქვს საქმე მარა თუ არ დარეგისტრირდა ეს ჯიში ქართულ მონადირედ (მყეფარად) გამოდის რომ ტყვილა უწვალია. კიდევ ბევრი კითხვა მაქვს მაგრამ მხოლოს მაშინ როცა დანარჩენს გამოეხმაურებიან

დამატებულია (18.03.2016, 22:54:04)
---------------------------------------------
შევარდენი, ისე რომელ ვიდეოზე საუბარი ძალიან მაინტერესებს 23 აქ ბევრია

 
kucuna1დრო: შაბათი, 19.03.2016, 18:15:06 | შეტყობინება # 130
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, მაგაში მართალი ხარ რომ 500 დოლარად ლეკვის გაყიდვით ჯიშს ვერ შეინარჩუნებს.მოვა ვიღაც უცხოტომელი და იყიდის,გაიყვანს ქვეყნიდან და მერე იძახოს რამდენიც უნდა,ეს ჯიში ჩემით არსებობსო.ლეკვები უნდა გადაეცეს ისეთ ადამიანებს ვინც რომ დანიშნულების შესაბამისად გამოიყენებს,თვითოეულ ეგზემპლიარს დაკვირვება და მცოდნის ობიექტური დახასიათება სჭირდება.როგორი ხმა აქვს,როგორი გასვლა და ეს ორივე ეწყობა თუ არა ერთმანეთს,ანუ აქვს თუ არა კონკრეტულ ეგზემპლიარს იმისი ინტელექტუალური მონაცემები რომ იმაზე შორს არ გავიდეს,ვიდრე პატრონი გაიგებს.ეძებს თუ არა ყნოსვით და მხოლოდ თვალით ხომ არ ეძებს,ეს ძირითადად თოვლიან ამინდში მოწმდება,ძაღლი ცხოველს კვალზე მიჰყვა თუ დაინახა,რა დროის განმავლობაში ერჩის ადგილზე.ანუ იმის თქმა მინდა რომ მუშა მხარე დეტალურად უნდა იქნა გადატანილი თეთრზე შავით,რითაც რომ შემდგომში მოხდეს ხელმძღვანელობა.პირველ რიგში კი უნდა აიკრძალოს კონკრეტული ძაღლის ქვეყნიდან გაყვანა.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: შაბათი, 19.03.2016, 19:29:45 | შეტყობინება # 131
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ბაქარი ()
მოკლედ მიხარია დამაიმედებელი სტატიაა, როგორც მეგონა არც ისე ცუდად ყოფილა საქმე,

რავიცი ძამა, მე საიმედო ვეფერი დევინახე მანდ! ა, ხომ ნახეთ ნამდვილი ჩაქირაო და ერთი ფოტოა და ისიც ცუდი პოზაში, ცუდი რაკურსით გადაღებული!

დამატებულია (19.03.2016, 19:29:45)
---------------------------------------------

Quote შევარდენი ()
ის წვერებიანი რომ იჭიმება ეგეთიაო და იგეთიო

ვის გულისხმობ დააკონკრეტე!

Quote შევარდენი ()
,ვიდეოში რომ არიან სტუმრად ძაღლების პატრონტან ის ბიჭები ვინები არიან იცნობთ იმათ>>>?>>>???????

მე ვიცნობ კი! და მერე???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: შაბათი, 19.03.2016, 20:00:15 | შეტყობინება # 132
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
პირველ რიგში კი უნდა აიკრძალოს კონკრეტული ძაღლის ქვეყნიდან გაყვანა.

როგორ ვეთანხმები ამ აზრს რომ იცოდე, მარა ხომ ხვდები მაგ ფასი ქართველისთვის რომ არ ადევს მაგას და მაგ ვიწრო გამოფენა თურქეთის მოსაზღვრე ბათუმში ვისზეც არის გათვლილი. gimili ხოდა ნუ დაიბრალებს მაგ ფასის დამდები პატრიოტობას, ჯიშის სიყვარულს გამრავლების სურვილს და სხვა მსგავს იმიტო რომ მისი მიზანი მხოლოდ შემოსავალია მეტი არაფერი თორე მე ვიყიდი პირადად 2 ლეკვს ისეთ ფასად (რაც მისი მოვლა პატრონობისთვის არის გაწეული) იმ პირობით რომ ლეკვების ნახევარს უსასყიდლოდ დაუბრუნებ პატრონს მეორე ნახევარს კიდე უსასყიდლოდ გავასხვისებ კარგ მონადირეებზე მანა სანამ ეს ორი ლეკვი შეძლებს ცხოვრებას 23 მარა ამის წამკითხავს გაეცინება იფიქრებს დამენგრა ბიზნესიო 36_1_69
 
შევარდენიდრო: შაბათი, 19.03.2016, 20:03:11 | შეტყობინება # 133
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე არარაფერს დავწერ მაგ ძაღლზე აწინ,ერთის გარდა ის რომ გადაუგონ ვიდეო ნადირობის დროს და გვანახონ ერთი როგორი მონადირეა

g
 
ბაქარიდრო: შაბათი, 19.03.2016, 20:06:59 | შეტყობინება # 134
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მაგ ფოტოთ რომ ძაღლი არ შეფასდება მაგას ყველა მიხვდება შე კაცო აი დამაიმედებელი ის არის ჩემთვის რომ ამ სტატიამდე მეგონა მარტო გურიასი იყო ეს ჯიში და მის გადარჩენა მხოლოდ ნათესაური დართვების შეიძლებოდა ( რომლის შედეგები არ გესწავლება შენ) მარა აგერ კაცი იძახის 4 სხვადასხვა ხაზი ვიპოვნეო და თუ მაი მართალია მაგაზე მეტი იმედი რაღა უნდა იყოს? თან იმ ვიდეოში სადაც სულ რამდენიმე წამით ჩანს ეს ძაღლები მაინც შიძლება რამდენიმე კარგი ექსტერიერის მქონე ძაღლის დანახვა 23
 
giohunt1982დრო: შაბათი, 19.03.2016, 20:51:40 | შეტყობინება # 135
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შევარდენი, ძაღლის შესახებ დაწერე მეთქი არ მითქვამს! რაც გკითხე იმაზე მიპასუხე!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
BATUMELIდრო: პარასკევი, 25.03.2016, 14:54:33 | შეტყობინება # 136
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთ რაღაცაში დაგეთანხმებით , ზემოთ მოყვანილ კომენტარებში ერთი რამ ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება- სამწუხაროდ საქართველოში ქართული სანადირო ძაღლის შესახებ მონადირეთა 1 % თუ სმენიათ რამ მეკვერნეს შესახებ , არაფელს ვამბობ მოსახლეობის სხვა ნაწილზე.
ბათუმში ჩატარებული გამოფენა მიზნად ისახავდა იმ ადამიანების შეკრებას ვისაც მრავალწლიანი შეხება ჰქონია და აქვს მეკვერნესთან და ვისაც ნამდვილად გააჩნია საკმარისი ცოდნა მეკვერნეს შესაფასებლად და მითებისა და ზღაპრების გარეშე შეუძლია ამ თემის ირგვლივ საუბარი. რაც შეეხება პოპულარიზაციის მიზნით გამოფენებში მონაწილეობას 2011 -2013 წლებში თბილისშიც კი ჩამიყვანია მონკავშირის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე ლეკვები თუ ზრდასრული ეგზემპლარები მაგრამ ორგანიზატორებს ერთი ადგილიც კი არ დაუძრავთ სავარძლიდან. რაც შეეხება კინოლოგიის ფედერაციას, ამა წლის 12-13 მარტს თბილისში ჩატარდა ჯიშიანი ძაღლების გამოფენა და სურვილი მქონდა დავსწრებოდი მაგრამ ისეთი "ენთუზიაზმი" გამოიჩინა ფედერაციამ რომ არანაირი სურვილი არ დამრჩა მონაწილეობა მიმეღო ხსენებულ ღონისძიებაში. პლიუს ამას კვირის პალიტრამ დაიგვიანა მასალის გამოქვეყნება სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებოდა ქართული მყეფარები. სამაგიეროდ რედაქციამ შეძლო 4 გაგზავნილი სურათიდან მხოლოდ ერთი დაებეჭდა და რასაკვირველია ერთი სურათით ვიზუალური წარმოდგენა მკითხველს ნამდვილად ვერ შეექმნება. ისე ფედერაციამ გამოთქვა სურვილი ბათუმში 21-23 მაისს მათ მიერ დაგეგმილ გამოფენაზე გავიყვანოთო, მაგრამ ბათუმში გამოფენას მეც თითონ ვატარებ და ფედერაცია რაში მჭირდება როცა მეკვერნეს ფერიც კი ვერ გაურკვევიათ. ამიტომ დიდი სურვილი არ გამაჩნია მათ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისა და წინასწარ ვერ შეგპირდებით რომ ძაღლებს გამოვიყვან ( თუ გადავიფიქრე ინფორმაციას აქ მოგაწვდით).
რაც შეეხება ბატონ ილოსთან ურთიერთობას ტელეფონის ნომერი ნამდვილად არ მჭირდება ვინაიდან ვიცნობთ ერთმანეთს და 7-8 წლის წინათ ლეკვებიც გაგვიცვლია (იმ დროს მეც მეტისებით ვცდილობდი რაღაცის მიღებას) მაგრამ როდესაც საუბარი მიდგა სტანდარტებზე დავრწმუნდი რომ განსხვავებული შეხედულება გვქონდა მრავალ საკითხზე : მაგალითად როცა ნამდვილი ყურებაცქვეტილი მეკვერნეს სურათი ვაჩვენე გაიკვირვა აგი ლაიკააო- დიახ ბატონო მეკვერნე მყეფარათა ჯგუფს მიეკუთვნება და ყურების დაჭრა დეფექტის დაფარვის მცდელობაა. ტყუილად რუსებმა "კუნია ლაიკა" კი არ უწოდეს როცა პირველად ბათუმში ნახეს 1935 წელს, ამიტომ ყურებდაჭრილი კურცხალი ან მდევარი სტანდარტში ვერ მოხვდება. ისე ილოს უფროს ძმას თუ მოკითხავთ მეკვერნესაც გაცილებით ზუსტად დაგიხასიათებთ. ისე ჩვენში დარჩეს და ილოს სიძეს შუა პურის ჭამაში ისიც კი წამოცდა აჭარიდან ჩამოყვანილი ძაღლებით ნუ გააჭირვე საქმეო, რამაც არასასიამოვნო პაუზა ჩამოაგდო სუფრასთან. როცა რუსულ წყაროებში არსებულ ინფორმაციის ირგვლივ დავაპირე საუბარი ვინ გაცალა სათქმელი - რუსეთში კიარა ციმბირში ვაგზავნიდით "პასილკით" ლეკვებსო . ყველაზე სასაცილო კი კომერციული თვალსაზრისით გაჟღერებული ფრაზა იყო : ანუ მე თუ 100 დოლარად დავაპირებდი გაყიდვას მათ შეეძლოთ 300 გაეყიდათ. ამის შემდეგ დავრწმუნდი რომ მეზღაპრეებთან მქონდა საქმე და შევწყვიტე ურთიერთობა. კიდევ ერთი რამ - ერთ ერთ ვიდეოში ძაღლები რომ ტაშფანდურით მიესალმებიან უცხო ხალხს მეკვერნე ანგრევდეს უნდა ყეფით იქაურობას. ისე ზოგმა ბაზირის წევრმაც კი იცის რა ძაღლებიც ყავს თოიძეს და თუ გაიკითხავთ მიხვდებით სიმართლეს რო ვლაპარაკობ და ზღაპრებს არ ვყვები ზოგიერთებისგან განსხვავებით.
ერთი რამ მაინც გაითვალისწინენ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან, კინოლოგთა ფედერაციის თავჯდომარემ და ბატონმა ილომ -მეკვერნეს ჩაქირად აღარ ახსენებენ . არადა პირველ ვიდეოსიუჟეტებს თუ გადაავლებთ თვალს სულ ჩაქირად მოიხსენიებს მეკვერნეს რაც ყოვლად მიუღებელია ვინაიდან საზღვარს გადაღმა სასაცილოდ არ ეყოფათ ის ფაქტი რომ ქართულ ძაღლს თურქული სახელი შეარქვესო. ისე საინტერესოა Krimanjuli რომელ "ძველ" წყაროებზე ვსაუბრობთ როცა პაჭუ ჟორდანიას მიხედვით 1928 წელს ოზურგეთში მონკავშირის მიერ ჩატარებულ გამოფენაზე " მეკვერნე ძაღლის სტანდარტი შედგენილი იქნა საუკეთესო მეკვერნე ძაღლების მიხედვით , რომელნიც აჭარის მკვიდრს გამოუფენია." (სხვათა შორის ეს სტანდარტი დღემდე უცვლელია და ის დაადასტურებს ნამდვილი მეკვერნეს არსებობას ) ამავდროულად საინტერესოა სად იყო ამ დროს (1928 წელს) ოზურგეთში არსებული" საუკეთესო" ეგზემპლარები "ჩაქირებად " წოდებული , ადესას ხო არ შეექცეოდნენ ცაცხვის ჩრთილში ან კვერნა ხო არ ჰყავდათ შეგდებული წიფლის წვერში და არ ეცალათ.
80 წლებში გამოქვეყნებულ არასწორ ინფორმაციას ძველ წყაროდ ნამდვილად ვერ ჩავთვლით.

ამის შემდეგ გავაგრძელე ყურებდაცქვეტილი ეგზემპლარების მოძიება ქედის რაიონში და ისრაფილ ბაბუას დახმარებით ( რომელიც იმ დროისთვის 95 წლის იყო და არ დაზარებია ჩემთან ერთად სოფელ სოფელ სიარული, მივაკვლიეთ რამოდენიმე ეგზემპლარს მისივე გაცემული ძაღლების შთამომავლობიდან რამაც მოგვცა საშუალება საზღვარს გადაღმა შეგვეჯვარებინა ისინი და აგრეთვე საკმაოდ ძვირად შეგვეძინა რამოდენიმე ლეკვი. ასე რომ ტაშფანდურით ეს საქმე ნამდვილად არ გაკეთებულა. უბრალოდ ყველაფერს ვერ დაწერ და ვერ ილაპარაკებ ვინაიდან ჩვენს მეზობლად კარგა ხანია ცდილობენ ამ ძაღლის დარეგისტრირებას და ადრე თუ ზოგიერთი "გურჯი ქოფეღად" მოიხსენიებდა დღეს უკვე თურულად ნათლავენ. მაგრამ ვისი ბრალია ეს ჩვენი თუ მათი. ჟორდანია 100 წლის უკან მოუწოდებდა ხალხს მიაქციეთ ყურადღება მეკვერნესო და ვინმემ შეიწუხა თავი. დღეს კი ზოგიერთებმა ისიც იკადრა და აბაზრებს ვითომ მე თურქეთში გავყიდე ლეკვები . გავყიდე კიარა მე რაც ამ ჯიშის მობრუნებაში დავხარჯე თვალით თუ უნახავს მაგ სიტყვების პატრონს ნეტავი. ლეკვი თუ გაიცა საზღვარს გადაღმა მხოლოდ იმისთვის რომ ხვადს ალიმენტის სახით ეკუთვნოდა და ვალი იყო. ან ვის უნდოდა აქედან გადაყვანილი ლეკვი , 1000 წევრია მათ მოყვარულთა კლუბში და მინიმუმ 100 ძაღლამდე მაინც ჰყავთ, მაგრამ არასწორი სელექციის და შეჯვარების შედეგად ძალიან ბევრი დეფექტები აქვთ თანდაყოლილი ახლონათესაური შეჯვარების გამო და უმეტეს მეპატრონეს არა ხარისხი არამეტ ლეკვების რაოდენობა უფრო აინტერესებს რომ სარფიანად გაყიდოს და ფული იშოვოს.
ისეა თუ ასე იმ გურჯების და ლაზების დიდი დამსახურებაა რო შემოინახეს ეს ენდემური ჯიშის გაცილებით მეტი რაოდენობით ვიდრე ჩვენ .
ფასეფთან მიმართებაში იმას ვიტყვი რომ 300-500 დოლარი მე არ გამიჟღერებია ვინაიდან ჩემს მიერ მიღებულ ეგზემპლარებს ფას ვერ დავადებ რადგან ისინი ამ ეტაპზე სასელექციო მასალას წარმოადგენენ ჯიშის გადასარჩენად და ასეთი ეგზემპლარები არც საზღვრის გადაღმა ( ხშირი ინბრიდინგის გამო) და არც გადმოღმა (ჩვენივე უყურადღებობისს გამო ) აღარ მოიპოვება.


შეტყობინება დაამუშავა BATUMELI - პარასკევი, 25.03.2016, 15:46:16
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 25.03.2016, 16:20:37 | შეტყობინება # 137
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, გეთანხმებით იმაში, რომ მეკვერნეს დაჭრილი ყურები ნამდვილად ცუდი სანახავია და არც არანაირ სტანდარტში არ ჯდება! ასევე გეთანხმებით იმაში, რომ უცხოს ლაქუცით არ უნდა ხვდებოდეს. მე რაც გამიგია და წამიკითხავს ყველგან მის ავ ხასიათს აქვს ხაზი გასმული, ამიტომ ცოტა უცნაური მეჩვენა ასეთი რეაქცია.

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, 1928 წლის სტანდარტიო და თუ არ დაიზარებთ, რომ გაგვიზიაროთ ეგ სტანდარტი. ანუ სიმაღლე, შეფერილობა და ა.შ. რასაც გულისხმობს სტანდარტი, როგორი უნდა იყოს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 25.03.2016, 17:15:07 | შეტყობინება # 138
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, პატივცემულო რაში შემიძლია დაგეხმაროთ? ვეცდები თუ კლუბში შემონახულია ძველი ჩანაწერები გამოვართვა გადავაქსეროქსო და გამოგიგზავნოთ, ძველ წევრებს ჯერ კიდევ მაცაბელზე როცა იყო კლუბი-იმ დროინდელებს ვკიტხავ თუ მოეპოვებათ დოკუმენტური მასალა მათ შორის გამოფენებიდან.

d.kakulia
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 25.03.2016, 21:28:41 | შეტყობინება # 139
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, რატო ადესას?? 1928 წელს გურიაში 65 გურული ჯიშის ჯიშის ყურძენი ხარობდა, ამერიკულ სარეველას დააკარებდა პირს როცა ჩხავერი, ალადასტური, ჯანი და საკმიელა ჰქონდა?? gimili ესე სეტერი ინგლისური ჯიშია მაგარამ მე რომ მკითხო იტალიელებს რომ ინგლისური სეტერები ჰყავთ ინგლის არც დაესიზმრება, {სამწუხაროდ არავინ მეკითხება} ის ფაქტი რომ საუკეთესო ეგზემპლიარი აჭარელმა კაცმა წარმოადგინა და მაშინ გურული ჩაქირები წიფლის გარშემო დარბოდნენ არ მიმაჩნია თქვენი მხრიდან კორექტულ პასუხად, ამას მხოლოდ იუმორით ვხსნი, გაგახარებთ ღმერთი კარგი იუმორისთვის 39
ზემოთაც ავღნიშნეთ და აქაც დავწერ რომ ჩვენ არანაირ ცოდნას არ ვფლოფთ, გარადა ზერელე წარმოდგენისა და იმ მცირედი დახასიათებებისა, რაც წავიკითხეთ და რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, თქვენ და თქვენი თანამებრძოლები რომლებიც ამ საქმით ხართ დაკავებულები, ამდენი შრომა და დრო დაგიხარჯავთ {ისიც წარმომიდგენია ფინანსურადაც რა დაგიჯდებოდათ} ის ხალხი ხართ, ვისგანაც უნდა ვისწავლოთ და მივიღოთ ცოდნა ამ უნიკალური ჯიშის შესახებ. აკეთებთ ქართულ მადლიან საქმეს და უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ.
კარგი იქნება თუ გამოაქვეყნებთ პაჭუ ჭორდანიას დახასიათებასა და შექმნილ სტადნდარტს, ჩვენი თავი შემოგევლოთ თუ რამეში დახმარება შეგვიძლია,
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 21:17:54 | შეტყობინება # 140
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან და ყველასთან, ვინც ჩაქირას ამბებში ერკვევა: მოკლედ, გამოფენა რომ მოაწყოს რომელიმე კინოლოგიურმა კლუბმა თუ ფედერაციამ თუ რაც არის, აი შეფასება როგორ უნდა მოახდინონ ჩაქირასი? რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ? და თუ არის საქართველოში ჩაქირას ექსპერტი, ისეთი რომელიც შეფასებაში იქნება კომპეტენტური??
სიგელი ვნახე ჩაქირაზე გაცემული სადაც შეფასება ფრიადი წერია მგონი და ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ddevidzeდრო: სამშაბათი, 19.04.2016, 17:36:25 | შეტყობინება # 141
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რას ვერჩით ილო თოიძეს? აკეთებს რაც შეუძლია და გამოსდის. სხვამ გააკეთოს უკეთესედ, ყველას წარმატებებს ვუსურვებ.სანამ სტანდარტი არ არსებობს ჯიშის მოვლა მხოლოდ და მხოლოდ ენტუზიაზმების საქმეა, ფასი ენთუზიასტებს შორის შეთანხმების. ხალხი თურქეთში მიდის წვლებით ჩამოყავს ლეკვები და მოსთხოვო რატომ საქველმოქმედოდ არ არიგებო ცოტა უხერხულია. სტანდარტის მისაღებად ეგზემლარების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.


Jora Shariqadze
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 20.04.2016, 00:18:17 | შეტყობინება # 142
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI,
Quote BATUMELI ()
ან ვის უნდოდა აქედან გადაყვანილი ლეკვი , 1000 წევრია მათ მოყვარულთა კლუბში და მინიმუმ 100 ძაღლამდე მაინც ჰყავთ


ამას კი ამაბობ ძამა მარა აგერ თურქების დაინტერესების მიზეზსაც ასახელებ

Quote BATUMELI ()
მაგრამ არასწორი სელექციის და შეჯვარების შედეგად ძალიან ბევრი დეფექტები აქვთ თანდაყოლილი ახლონათესაური შეჯვარების გამო


ხოდა თუ არასდროს გაგიყიდია და არც ფასი გაგიჟღერებია აგერ მე გეკითხები ამ ჯიშით დაინტერესებული კაცი რა ღირს ჩაქირას ლეკვი თუ იყიდება საერთოდ და თუ არ იყიდება როდის შეიძლება გაიყიდოს 23

დამატებულია (20.04.2016, 00:18:17)
---------------------------------------------
ddevidze,

Quote ბაქარი ()
მოსთხოვო რატომ საქველმოქმედოდ არ არიგებო ცოტა უხერხულია. სტანდარტის მისაღებად ეგზემლარების რაოდენობა უნდა გაიზარდოს

საქველმოქმედოდ ლეკვის დარიგება არავის მოუთხოვია, აი რაც შეეხება იმ ხარჯების ანაზღაურებას რაც ლეკვი ჯდება ერთერთი კარგი გამოსავალია ამ ჯიშის პოპულაციისთვის თორე 500 დოლარი ან თუნდაც 500 ლარი იმის გარანტიაა, რომ ეგ ჯიში კიდევ 500 წელი ვერ მიაღწევს იმ რაოდენობას რაც მისი სტანდარტის ჩამოყალიბებას სჭირდება
 
BATUMELIდრო: ოთხშაბათი, 20.04.2016, 16:24:52 | შეტყობინება # 143
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საწყის ეტაპზე ექსპერტად ბათუმის გამოფენაზე რო ხანდაზმული მოხუცი მოჩანს ვიდეოზე ნოდარი რაჟდენიჩი მოიაზრება. მომავალისთვის უცხოეთიდან ვგეგმავთ მოწვევას მყეფარების სპეციალისტებს ვინაიდან ჩვენ პატივცემულ ფედერაციას ძაღლის ფერიც კი ვერ გაურკვევიათ.რაც შეეხება სტანდარტის მიღებას სტანდარტი არსებობს 1928 წლიდან ქარტულ ენაზე და 1935 წლიდან რუსულ ენაზე რაც საჭირო დროს აუცილებლად გამოქვეყნდება სათანადო ნაშრომში.

დამატებულია (20.04.2016, 16:11:07)
---------------------------------------------
გაყიდვას და გასხვისებას რაც შეეხება ამ ეტაპზე ნაადრევია ვინაიდან ყველა მოინდომებს რაღაც რაღაცის დაბრალებას და მეტისებზე შეჯვარებით გაურკვეველი ჯიშის დარეგისტრირებას რაც ხელს შეუშლის მეკვერნეს დარეგისტრირებას ახლო მომავალში.

დამატებულია (20.04.2016, 16:12:59)
---------------------------------------------
სამწუხაროდ ფორუმის სტატუსი ჯერ არ მაძლევს საშუალებას ფოტოები ავტვირთო ამიტომ მოკლე შეტყობინებებს დავდებ.

დამატებულია (20.04.2016, 16:24:52)
---------------------------------------------
კიდე ერთი თხოვნა მექნება იმის გარდა რომ ჩაქირად არ მოვიხსენიოთ მეკვერნე. რუსულ ენოვან საიტებზეა ისეთი სურათები ატვირთული რაც სასაცილოა სამარცხვინო რო არ იყოს. ამას ყველაფერს ახლო მომავალში უარყოფა დაჭირდება და უმჟობესია შევაჩეროთ ეს პრაქტიკა. არადა ლინგვისტური პრობლემები არ გამაჩნია და როცა საჭირო იქნება რუსულადაც, ინგლისურადაც, თურქულადაც გავაჟღერებ და გამოვაქვეყნებ საჭირო ინფორმაციას მაგრამ ამ ეტაპზე ნაადრევია რადგან რო მოკიტხავენ ფედერაციას რომელსაც ფერი და სიმაღლე ვერ გაურკვევია და ერთად ერთი ქართული წიგნი სანადირო ძაღლებზე არ გადაუკითხავთ რას უპასუხებენ.


შეტყობინება დაამუშავა BATUMELI - ხუთშაბათი, 21.04.2016, 15:40:54
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 20.04.2016, 18:28:50 | შეტყობინება # 144
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote BATUMELI ()
სამწუხაროდ ფორუმის სტატუსი ჯერ არ მაძლევს საშუალებას ფოტოები ავტვირთო ამიტომ მოკლე შეტყობინებებს დავდეფ.

ეგ მოგვარებადია 23
 
BATUMELIდრო: ხუთშაბათი, 21.04.2016, 15:50:50 | შეტყობინება # 145
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი მადლობელი ვიქნები.

ისე ინფორმაციისთვის დავამატებდი რო მეზობლებს ძალიან ჩამოვრჩით ამ ჯიშთან მიმართებაში ჩატარებულ ღონისძიებებში : თუმდაც იმაში რომ 2012 წელს ერთ ერთმა თურქულმა ინსტიტუტმა ჩაატარა 39 ზრდასრული ეგზემპლარის გაზომვა სტანდარტის ჩამოსაყალიბებლად.და ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია თურქულ და ინგლისურ ენაზე. ჩვენთან ინსტიტუტებს კი არა ფედერაციას არ ცალია ამისთვის. გარადა ამისა 2014 წელს ტრაპიზონში თურქეტის კინოლოგიურმა ფედერაციამ ჩაატარა კონფერენცია რომელიც მეკვერნეს წარმომავლობის განხილვას მიეძღვნა და განხილულ იქნა სხვა და სხვა ვერსიები თუმცა პროქართული წარმომავლობის გამომხატველი პოზიცია არ დაფიქსირებულა არა და ის თურქულენოვანი რუკა რომელიც ჩვენი ფორუმის მეორე გვერდზე არის ატვირტული მეკვერნეს "ანა ვატანად" დედა სამშობლოდ აჭარის აღმართს ( კერძოდ ქედის რაიონს და თურქეთის მეჭახლის ხეობას ასახავს) მეორე რუკაზე კი ისრით ნაჩვენებია ძაღლის მიგრაციის მარშრუტი რომელიც ემთხვევა ცნობილი ისტორიული მოვლენების დროს გურჯების მიგრაციას შავი ზვის სანაპიროზე დასავლეთის მიმართულებით. ამ ვერსიის მომხრენი სამწუხაროდ დღეს დღეობით უმცირესობაში არიან და მათი რიცხვი მცირდება ვინაიდან საკმაოდ ხანდაზმულები არიან ახალგაზრდებს კი ურჩევნიათ კიდევ ერთ თურქულ ჯიშად წარადგინონ. ისე ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობა ამ ყველაფერმა პატარა შეაშინა დიდი ქვეყანაა და დავას წარმომავლობაზე ვერ მოუგებთო, სამაგიეროდ ლეკვის მუქტად ხელში ჩაგდების სურვილი კი გამოხატეს.


შეტყობინება დაამუშავა BATUMELI - ხუთშაბათი, 21.04.2016, 16:58:08
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 21.04.2016, 20:15:40 | შეტყობინება # 146
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ddevidze ()
სანამ სტანდარტი არ არსებობს ჯიშის მოვლა მხოლოდ და მხოლოდ ენტუზიაზმების საქმეა

უკაცრავად და თქვენ ამბობთ,რომ სტანდარტი არ არსებობსო, ხომ? და მაშინ ვინ შეაფასა ის ძაღლი და რა ნამუსით გასცა სიგელი?

დამატებულია (21.04.2016, 20:15:40)
---------------------------------------------

Quote BATUMELI ()
.რაც შეეხება სტანდარტის მიღებას სტანდარტი არსებობს 1928 წლიდან ქარტულ ენაზე და 1935 წლიდან რუსულ ენაზე რაც საჭირო დროს აუცილებლად გამოქვეყნდება სათანადო ნაშრომში.

სტანდარტი თუ გამოქვეყნდება და ხალხს ეცოდინება, როგორი უნდა იყოს მეკვერნე, მაშინ გაიოლდება ცუდის და კარგის გარჩევა და შესაბამისად არც არავინ აიყვანს მეტისებს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: პარასკევი, 22.04.2016, 11:14:43 | შეტყობინება # 147
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გიორგი შენ კარგად იცი რა ცუდ მდგომარეობაშია დღევანდელ დღეს,ძალიან ბევრი "უ" გვ-აწუხებს,არც მონდომება არ არის სიმართლე რომ გითხრა.შარშან გაზაფხულზე ლეკვების დათვალიერება რომ იყო,საიტის (დასავლეთში მაცხოვრებელი) წევრების თხოვნა იყო რომ ქუთაისშიც ჩატარებულიყო ძაღლების გამოფენა,რაზეც შემდეგი პასუხი მივიღე:აქ ჩამოყვანის სახსრებს რომ სჩივიან,ლეკვებს კარგად ყიდიან 200 და 300 დოლარებშიო,ეს ინფორმაცია აქაც იყო ჩემს მიერ გაჟღერებული.ვინმე ხომ არ ითხოვს წნორში გაიხსნასო მაჩაბლის კლუბის ფილიალი(115 კილომეტრია თბილისიდან),რატომ არ უნდა იყოს ქუთაისსა და ბათუმში,რამდენი კარგი სისხლი იკარგება,შორს არ წავალ და სულ ცოტა ხნის წინ სეტერების თემაში რაც ხდებოდა კი გემახსოვრებათ.იგივეს ვიტყვი და კიდევ უფრო მეტსაც მეკვერნეზე,თუ იქ არ იყო ექსპერტი,როგორც საველე ისე ექსტერიერის შემფასებელი და ამ ჯიშისთვის კრიზისულ მომენტში არ მოხდა სწორი დართვები არ გამოვა არაფერი.რატომ აქვთ თურქებს გაცილებით უკეთესად საქმე,იმიტომ რომ კლუბი აქვთ,მოყვარულთაა თუ პროფესორთა მაგას უკვე აზრი აღარ აქვს.1000 კაცია ამ კლუბში და სულ რომ 10 დოლარები ააგროვონ უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ და ცოდნას გაიღრმავებენ,დარიგებებს მიიღებენ და ჯიშსაც უფრო დახვეწავენ,არქივს შექმნიან.ჩვენთან კი რამოდენიმე ადამიანია და იმათაც რომ დუმილის აღთქმა დადონ კარგად იყავი ორიოდ რამე ვიცით და ისიც აღარ გვეცოდინება.თევზი თავიდან ყროლდება ბატონებო,დღევანდელ დღეს ინფორმაციის გავრცელების იდიალური საშუალება,სოციალური ქსელები და ვიდეოპორტალებია,რომ დაუშვებენ კვერნაზე ნადირობას,ინფორმაციაც უფრო მრავალფეროვანი იქნება და ვიდეოებიც დაიდება,მოყვარულებიც ზუსტად მასე გაჩნდებიან.მე იმას კი არ ვამბობ რომ ვინმეს ირლანდიური სეტერი ყავდა და მეკვერნეს აიყვანსთქო,უბრალოდ იმაში ვარ დარწმუნებული რომ ვისაც ჩრდილოელი მყეფარები ყავს ისინი შეიძლება დაინტერესდნენ ამ ჯიშით და მერე ყველაფერი გაცილებით იოლი სალაპარაკო(გასაკეთებელი) იქნება.დღევანდელ დღეს კი მხოლოდ გულის ტკივილის გამოხატვა შეგვიძლია.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
BATUMELIდრო: პარასკევი, 22.04.2016, 14:41:15 | შეტყობინება # 148
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიორგი როგორც ზემოთ ავღნიშნე სტანდარტი არსებობს უბრალოდ ზომებთან მიმართებაში პირველ ეტაპზე იქნება მისაღები დროებითი სტანდარტი (ისევე როგორც 40 წლებში რუსულ მყეფარების ჩამოყალიბებისას) რაც შემდგომ საბოლოო სტანდარტით ჩანაცვლდება მოშენებული ეგზემპლარების მიხედვით. რაც მთავარია ამ სტანდარტში ხაზგასმულია რო " ყურები ზემოდან ჩამჯდარი და ბუნებრივად აცქვეტილი უნდა იყოს" და არა მიჭრილ მოჭრილი როგორც ზოგიერთი "პროფესიონალი" წარმოგვიდგენს.

kucuna არა მგონია მაგ სიგელის შემფასებელს წარმოდგენა ქონოდა მეკვერნეზე უბრალოდ გაიცემოდა გამოფენაში მონაწილეობისათვის წამახალისებელი საბუთი სადაც ჯიშის სახელიც კი არ არის სწორად მითითებული.ისევე როგორც ქუთაისში გამართულ გამოფენაზე ფედერაციამ დააჯილდოვა გაურკვეველი წარმომავლობის მეტისები.

საერთოდ კი ზოგი საქმის კეთება დუმილის აღთქმით უკეთესად გამოდის ვიდრე საქვეყნოდ გლახაობა ასე ვქენი და ისე ვქენიო.ჯერ შედეგი უნდა მიიღო და მერე გამოიტანო საქვეყნოდ ამბავი. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში აქტივობას არ ვარ მაგის დიდი მოყვარული ჯერ იმიტომ რომ საკმაო დროს მოითხოვს და დარჩა ამასობაში ძაღლები მშიერ მწყურვალი. მეორეც იმიტომ რომ გააზიარებდა ვიღაცა ჩემ სურათებს თურქების ფეისბუკზე და ვინაიდან მათიანებს ბევრს ვიცნობ და უმეტეოსბამ ის იცის რო სანადიროდ ვიყენებ ამ ჯიშს და არა გასამრავლებლად დამიბლოკავდნენ არსებულ კონტაქტებს რაც ამ ეტაპზე არ მაწყობს.

არ მგონია ასე ადვილად დართოს ვინმემ კვერნაზე ნადირობა ( ვინაიდან კვერნას სხვა რაღაცასაც მიაყოლებენ სავარაუდოდ) ამიტომ სხვა დანიშნულებაც შეიძლება მოუძებნოთ საწყის ეტაპზე რაზეც მომავალში ვისაუბრებ


შეტყობინება დაამუშავა BATUMELI - პარასკევი, 22.04.2016, 15:26:04
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 22.04.2016, 19:30:24 | შეტყობინება # 149
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote BATUMELI ()
არა მგონია მაგ სიგელის შემფასებელს წარმოდგენა ქონოდა მეკვერნეზე უბრალოდ გაიცემოდა გამოფენაში მონაწილეობისათვის წამახალისებელი საბუთი სადაც ჯიშის სახელიც კი არ არის სწორად მითითებული.ისევე როგორც ქუთაისში გამართულ გამოფენაზე ფედერაციამ დააჯილდოვა გაურკვეველი წარმომავლობის მეტისები.

კი ბატონო გეთანხმებით, რომ მასე იყო როგორც ამბობთ, მაგრამ მომკალით და ვერ ვურიგდები იმ ამბავს, რომ სრულიად არაკომპეტენტური ადამიანი ფრიადით აფასებს გაურკვეველ ძაღლს! რატო კაცო? რა სინდის-ნამუსით? რახან 50%-ი მეკვერნე ურევია???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
jerichoდრო: პარასკევი, 06.05.2016, 11:11:18 | შეტყობინება # 150
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
https://www.facebook.com/trabzonzerdava/ განიხილა
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика