00:32:39
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ცხოველზე მონადირე ძაღლები » ქართული "მყეფარა", ჩაქირა. (ვინ რა ვიცით ამის შესახებ)
ქართული "მყეფარა", ჩაქირა.
ddevidzeდრო: ორშაბათი, 09.05.2016, 18:34:55 | შეტყობინება # 151
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
,,პროფესიონალებს,, რომ ყურებჩამოყრილი ლეკვები არ შეენარჩუნებინათ დღეს ის უბადრუკი რაოდენობაც არ იქნებოდა ჩვენთან რაც არის. თუ 1928 წლის სტანდარტი სადმე ბუნებაში არსებობს როგორ შეძლებს თურქეთი ჯიშის მითვისებას ვერ გავიგე? ხვალ რომ არმოჩნდეს 1722 წლის ამ ჯიშის კამპუჩიური, ნიგერიული... სტანდარტი ვერც ჩვენ შევძლებთ, გინდაც დოებითი სტანდარტით (რუსული მდევრების მაგალითზე) გინდაც უდროოთი(ეს ხუმრობით რასაკვირველია). თუ ვინმე რამეს ასაიდუმლოებს ეს მისი საქმეა. ყველას წარმატებას უსურვებ მდუმარეებსაც და მეტყველებსაც.

Jora Shariqadze
 
BATUMELIდრო: ოთხშაბათი, 11.05.2016, 16:51:15 | შეტყობინება # 152
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვისაც აინტერესებს მეკვერნეს მონახულება ( და არა ყურებჩამოყრილი ჩაქირების) 20,21,22 მაისს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ატარებს ძაღლების გამოფენას ბათუმში (მისამართი: ბათუმის ახალგაზრდული სპორტული ცენტრი, ლადო ასათიანის ქუჩა #27,"ყინულის დარბაზი" http://www.fcg.ge/geo/) ვისარგებლებ შესაძლებლობით და ფედერაციის წარმომადგენლებს გავაცნობ რამოდენიმე ეგზემპლარს იმისათვის რომ წარმოდგენა მაინც შეექმნათ ქართულ მყეფარაზე თორემ ისე გამოდის პრეტენზია გვაქვს ჯიშზე და ვისაც ეხება იმათაც კი არ იციან რაზე ვსაუბრობთ და სხვას რა ველაპარაკო. გამოფენაში მონაწილეობას არ ვაპირებ ვინაიდან შოუებში მონაწილეობა ჩემი საქმე არაა სავარაუდოდ მიმდებარე ტერიტორიაზე განცალკევებით განვათავსებ ძაღლებს ვინაიდან ჩემი ძაღლების ნერვულ სისტემას და სხვისი ძაღლების ჯანმრთელობას უფრთხილდები ( ხასიათებიდან გამომდინარე). დამატებით ტელ - 568 627453
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 11.05.2016, 17:26:52 | შეტყობინება # 153
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote BATUMELI ()
ვისარგებლებ შესაძლებლობით და ფედერაციის წარმომადგენლებს გავაცნობ რამოდენიმე ეგზემპლარს იმისათვის რომ წარმოდგენა მაინც შეექმნათ ქართულ მყეფარაზე თორემ ისე გამოდის პრეტენზია გვაქვს ჯიშზე და ვისაც ეხება იმათაც კი არ იციან რაზე ვსაუბრობთ და სხვას რა ველაპარაკო

166 166 166


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
BATUMELIდრო: სამშაბათი, 17.05.2016, 17:02:17 | შეტყობინება # 154
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1722 წელს კამპუჩია და ნიგერია არ არსებობდნენ ისინი გასული საუკუნის 60-70 წლებში დაარსდნენ. რაც შეეხება 1928 წლის სტანდარტს ის შავით თეთრზეა დაწერილი უბრალოდ მოძიება და წაკითხვაა საჭირო.

დამატებულია (17.05.2016, 16:19:37)
---------------------------------------------
ეს ფოტომასალა უნდა დაებეჭდა კვირის პალიტრას მაგრამ რედაქციამ მხოლოდ ერთი სურათი გამოაქვეყნა სამწუხაროდ [img][/img]

დამატებულია (17.05.2016, 16:31:57)
---------------------------------------------
ეს სურათი დაახლოებით იმ რაკურსითაა გადაღებული როგორც ჟორდანიას "სანადირო ძაღლში" არსებული გამოსახულება[img][/img]

დამატებულია (17.05.2016, 17:02:17)
---------------------------------------------
ეს გვერდიც უნდა დაებეჭდათ გაზეთში იმისათვის რომ მკითხველს წარმოდგენა შექმნოდა მეკვერნეზე მაგრამ ესეც არ გამოაქვეყნეს [img][/img]

აქ კი თავდაჯერებული და ამაყი "კეჟერა"
[img][/img]

ამის შემდეგ პატივცემულმა საზოგადოებამ განსაჯოს რომელია ქართული მყეფარა და რომელია ყურმოჭრილი "ჩაქირა" .ისე თუ დამიჯერებს ზოგიერთები, ყურები კიარა სხვა რაღაცა აქვს მაგ ძაღლებს მისაჭრელი. ერთი შეკითხვა მაქვს კიდე რომელი ძველი წყაროები იყო სადაც მეკვერნე ჩაქირად იყო მოხსენებული. 80 წლებში არაკომპეტენტურმა ხალხმა ტირაჟირება მოახდინეს ამ სიტყვის და დღესაც ზოგიერთი "პროფესიონალი" აგრძელებს ამ საქმისთვის ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელებას


შეტყობინება დაამუშავა BATUMELI - სამშაბათი, 17.05.2016, 17:07:51
 
solomonდრო: სამშაბათი, 17.05.2016, 18:50:27 | შეტყობინება # 155
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, ეს ძაღლები ნამდვილად განსხვავდება ზემოთ მოცემულ ვიდეოში არსებული ძაღლებისგან.. 166 10
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 17.05.2016, 19:42:37 | შეტყობინება # 156
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, ძველი ჟურნალის ფოტო როა ეგ ძაღლი ვისია ხომ არ იცით??? ყურები არც მაგას უჩანს კარგ მდგომარეობაში, ან შეიძლება უხარისხო ფოტოს ბრალია.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
avtandilდრო: სამშაბათი, 17.05.2016, 21:05:38 | შეტყობინება # 157
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუ ეს უკვე, სხვა საქმეა ძმაო საღოლ. 166 BATUMELI,

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
ბაქარიდრო: ხუთშაბათი, 19.05.2016, 10:06:26 | შეტყობინება # 158
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, 166 კარგი ფოტოებია, მაგრამ მხოლოდ ორი ძაღლია. კარგი იქნება თუ უფრო მეტ ეგზემპლარს ვიხილავთ თავისი განმასხვავებელი ნიშნებით gimili
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 19.05.2016, 11:40:50 | შეტყობინება # 159
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

.
.
ფეხებზე თეთრი წინწკლებით სავარაუდოდ შეცდომაა ალბათ ზემოთ მოყვანილ მასალაში? იმიტომ რომ აშკარად პირიქითაა. ჩარას თავი აღწერილობაში პირდაპირ ჯდება, სახელი კეჟერა მაგრად მომეწონა, 166 მშვენიერი ჩაქირებია ჩემი "პროფესიონალური" ხედვით, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით... BATUMELI, კარგი ხარ რო ესეთი სურათებით მოგვაწოდე, 39 ეს სურათი იმიტომ დავდე ესეთი სახით რომ ძველი და ახალი სურათის ანალიზი უფრო კარგად გაკეთდეს, მენჯი, კუდი, "რიჩაგები", ერთმანეთის იდენტურია
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 19.05.2016, 12:40:17 | შეტყობინება # 160
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მაგარი თემა გაიხსნა, გულდასმით ვადევნებ თვალს და ყოველ შემოსვლაზე უფრო მეტად ვიხიბლები ამ "მხეცით" (ალბათ გენეტიკა თამაშობს გადამწყვეტ როლს) 069 მემგონი ადრე თუ გვიან შეემატება ჩემს ხროვას ერთი ასეთი წევრი 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
BATUMELIდრო: ხუთშაბათი, 19.05.2016, 14:48:44 | შეტყობინება # 161
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სურათებიც დაემატება და ვიდეოც ახლო მომავალში მაგრამ ამჟამად ვემზადებით გამოფენისთვის 20-21-22 მაისს კინოლოგიური ფედერაცია ბათუმში ატარებს ჯიშიერი ძაღლების გამოფენას და ვინაიდან მეკვერნე "ჯიშიერად" არ არის აღიარებული სავარაუდოდ იმიტომ არ "გვპატიჟებენ" არა და კონტაქტიც აქვთ და არ გაუჭირდებოდათ დაკავშირება. მარა არაუშავს დაუპატიჟებლადაც შევახწევთ. ისე ამათი ენტუზიაზმით დარეგისტრირება და სხვა ქვეყანასთან წარმომავლობაზე დავა ნაკლებად რეალურად წარმომიდგენია.
 
daviti911დრო: პარასკევი, 20.05.2016, 23:07:35 | შეტყობინება # 162
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, ზუსტად ადგილი და დრო ხო არ იცი სად ტარდება.ისევ ნურიგელის ტბასთანაა თუ შეიცვალა ადგილი.

Born to hunt
 
BATUMELIდრო: ორშაბათი, 30.05.2016, 17:03:33 | შეტყობინება # 163
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინაიდან 2015 წლის გამოფენის ვიდეოკადრების გამოქვეყნებამ "სამხრეთდასავლელი" მეზობლების ყურადღება მიიპყრო და სხვადასხვა გზით ცდილობენ კონტაქტზე გამოსვლას რასაც შეგნებულად თავს ვარიდებ, ამის გამო მხოლოდ რამოდენიმე ფოტოთი და კომენტარით შემოვიფარგლები ამა წლის მაისის გამოფენის შესახებ .
როგორც დავაანონსე დაუპატიჯებლად მოგვიწია გამოფენაზე დასწრება რის გამოც 20 მაისს მხოლოდ "ჩარასთან" ერთად შევახწიეთ დარბაზში სადაც "ჩრდილოელი" მეზობლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ასეთი უცნაური გარეგნობის ძაღლის ხილვამ "ცბიერი" თვალებით როგორც 1928 წლის სტანდარტშია აღნიშნული.ამის გამო გადავწყვიტე მეორე დღეს ხუთი ეგზემპლარი "მასპინძლის" როლში მაინც გამომეყვანა, ორგანიზატორების მხრიდან არანაირი დაინტერესებისს მიუხედავად. ასე რომ 21 მაისს მისვლის თანავე წამყვანთან ერთად ჩემ ხელთ არსებული ისტორიული დოკუმენტებიდან ამოვკრიბეთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი რათა დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენა შექმნოდა წარდგენილ ჯიშზე. კეჟერას მეთაურობით ჩარა , ჩაპა, თამაშა და თარეშა გავიყვანეთ რინგზე. რამოდენიმე წრის შემდეგ რომელიც დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტების თანხლებით ჩავიარეთ წამყვანმა შეჩერება გვთხოვა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა ( ესპანეთის, რუსეთის და ბულგარეთის წარმომადგენლებმა) გაოცებულებმა შემოგვესიეს. ყველამ შეეცადა გადასაშენებლად განწირული ძაღლის ჯიშის ეგზემპლარებთან სურათის გადაღება. ხანმოკლე საუბრის შემდეგ სამივე მსაჯი ერთხმად აღნიშნავდა კეჟერას და ჩარას განსაკუთრებულ ექსტერიერს ( უპირველეს ყოვლისა კი ჩარას მომაჯადოვებელ "ცბიერ მზერას" რაც არ გამოეპარა არც რუსეთის წარმომადგენელს და ისიც დამეთანხმა რომ ნამდვილად "ჩარუიუში" თვალები აქვსო. ამის შემდეგ ხსენებულმა მსაჯმა კეჟერა და ჩარა განცალკევებულ წრეზე მოიხმო და კეჯერამაც არ დაიზარა ჩვეულ სტილში "აჭარულის" ელემენტებით გავარდნილიყო რინგზე და " ჩაწირეხებული" კუდით შემოევლო წრე, ჩარამ კი ეს ყველაფერი საკმაოდ მორიდებულად შეასრულა რაც უდაოდ ამშვენებს სუსტი სქესის წარმომადგენელს. მსაჯები ისე გაერთნენ ამბების გამოკითხვით რომ წამყვანს არა ერთხელ მოუწია მათი გამოძახება გამოფენის ოფიციალური ნაწილის ჩასატარებლად (ჩვენ ხომ არა ოფიციალურ ნაწილში წარვდექით და ამასაც ხმაურით და ნერვების დალეწით მივაღწიეთ მაგრამ ის რა რეაქციაც მოჰყა ჩვენ გამოსვლას ნამდვილად ღირდა ამ ყველაფერს). დასანანია მხოლოდ ის რომ აპლოდისმენტები უცხოელების მხრიდან (განსაკუთრებით კი რუსეთის წარმომადგენლებიდან ისმოდა - უყვართ ოთხფეხა მეგობრები და ამას ვერ წაართმევ) რადგან ძალზე მცირერიცხოვანი იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან გამოფენის მიმართ ინტერესი მიუხედავად "დროული დაანონსებისა" . გაოცებული მსაჯების თვალებში კი ერთი რამ ნამდვილად იკითხებოდა " ძაღლის ჯიში რომელიც პირველად 88 წლის წინ გამოჩნდა გამოფენაზე დღემდე როგორ არის დაურეგისტრირებელიო" ხო არ ვეტყოდი ჭამა სმაში დაგვავიწყდა და შესაძლოა მაგისთვისაც მოვიცალოთო . თუმცა არა მგონია ის ენთუზიაზმი როგორიც ფედერაციას გააჩნია რამე ახლო მომავალში სასიკეთო გაკეთდეს ამიტომ მაგათმა აჯობებს ხეზე მცოცავ ჩაქირების დარეგისტრირებას მიხედონ მე კი ქართულ მყეფარებს მივხედავ. დასანანია ისიც როცა ფედერაციის პრეზიდენტი წარდგენილ საბუთებზე შეგეკითხება პაჭუ ჟორდანია ვინ არისო და წარმოდგენაც კი არ აქვს რო ქართულ კინოლოგიას და სანადირო მეძაღლეობას სწორედ ამ პიროვნებამ ჩაუყარა საფუძველი და ის რომ მის მიერ დატოვებული მასალის მიხედვით შეგვიძლია მეკვერნეს წარმომავლობაზე დავა რაც სავარაუდოდ ადრე თუ გვიან მოგვიწევს. ასევე ჟორდანიას დამსახურებაა ისიც რომ 1935 წელს რუსეთის წარმომადგენლებმა აღწერეს მეკვერნე ბათუმის გამოფენაზე და ეს ფაქტი 1936 წელს გამოქვეყნდა ციმბირის მონადირეში რომლის ასლი რუსეთის წარმომადგენელს გადავეცი და მას ერთი თვალის გადავლებით არ გაუჭირდა აღენიშნა "ჩარას" იდენტურობა ერთი ერთში სტატიაში მოყვანილ მეკვერნეს აღწერასთან .
კურიოზებიც საკმაო იყო: მაგალითად ფედერაციის პრეზიდენტმა წამყვანს ტექსტში ასეთი რამ ჩაამატებინა - ვითომდა ეს ძაღლები ხეზე ასვლის ნიჭით გამოირჩევიან, ამით ჩემი ძაღლები არა მაგრამ სავარაუდოდ ილოს ძაღლები ნამდვილად გამოირჩევიან როგორც მისი ზღაპრების გმირებს ჩვევია ხოლმე უბრალოდ სირცხვილია როცა ფედერაციის პრეზიდენტს სჯერავს ასეთი გლახაობის და უცხოელების თვალში თავი გვეჭრება ჯიშის ოფიციალურ ჩვენებაზე წარდგენისას, თორემ ბუხრის პირას აფიცხებული ვინ რას "იბრუწუნებს" რა ჩემი საქმეა, ძაღლები გინდ ხეზე ასულან ტყემლის საჭმელად და გინდ ყურძნის დასაკრეფად. ან კიდე რინგზე გასულებს გარბენის დროს მეკითხებოდნენ მომშენებლის გვარს და სახელს . უბრალოდ ამ ყველაფრის გაკეთება ერთიანი ძალებით უფრო ლამაზად შეიძლებოდა მაგალითად 5 კიარა 25 ძაღლი გაგვეყვანა რაც გაცილებით სანახაობრივს გახდიდა ჩვენებას. ან თუნდაც სიმბოლურად 13 ძაღლი მაინც გაგვეყვანა ისევე როგორც 1935 წელს რითაც ხაზი გაესმებოდა 80 წლის წინანდელ მოვლენას მაგრამ არაუშავს დამოუკიდებლადაც შეგვიძლია გამოფენის ჩატარება და უცხოელი ექსპერტების მოწვევა სასარგებლო რჩევების მისაღებად მომავალი სასელექციო სამუშაოსთვის. სამწუხაროდ ბევრს ისე აქვს წარმოდგენილი საქმე რო ჯიშის აღსადგენად საკმარისია დართო გაურკვეველი წარმომავლობის ძუ ხვადთან და ამით გაკეთდება საქმე . არა და ყველაზე მცირე 20- დე სახელმძღვანელო მაინც უნდა დაამუშაო (განსაკუთრებით სამონადირეო მეძაღლეობის შესახებ) რო შეძლო გარკვეული გეგმის ჩამოყალიბება სასელექციო სამუშაოსთვის. სამწუხაროა ის ფაქტი რომ ამ საქმის დილეტანტებმა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ისეთი მასალა გაავრცელეს სხვადა სხვა წყაროს მეშვეობით რაც მრავალ პრობლემას შეგვიქმნის ახლო მომავალში. მაგალითად ჯიშის ქართული სახელი ჩაანაცვლეს უცხოურით ანუ ვერ გაურკვევიათ ჯიშის სახელწოდება და თავს წარმოგვიდგენენ ამ ძაღლის ჯიშის "გამომჯიშებლად" . გარდა ამისა უცხურ ვებგვერდებზე განთავსდა ისეთი " ნიანგების " ფოტო თუ ვიდეო მასალა რაც არანაირად არ წაადგება მეკვერნეს პოპულარიზაციას ვინაიდან ის ხალხი ვინც გაიგო ამ ჯიშის არსებობაზე ბათუმის გამოფენაზე სახლში დაბრუნებისას დაიწყებენ სავარაუდოდ ინფორმაციის მოძიებას ქსელში და ის რაც იქ არის ატვირთული რუსულენოვანი კომენტარებით ნამდვილად ვერ შეუქმნის წარმოდგენას ინფორმაციის მაძიებელს. ამის გამო დამატებითი საქმე გამიჩინეს რადგან რუსულენოვან საიტებზე ნორმალური ფოტო და ვიდეო მასალა უნდა აიტვირთოს რასაც დრო და ენერგია სჭირდება . გარდა ამისა გადავწყვიტე ახლო მომავალში ჩემ ხელთ არსებული ვიდეო და ფოტო არქივის ნაწილი გამოვაქვეყნო რადგან დროა ბოლო მოეღოს "ვაი-ჩაქირისტების" გლახაობას , სანამ გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგა კიდევ ერთ ქართულ საქმეს .

დამატებულია (30.05.2016, 16:16:12)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (30.05.2016, 16:27:29)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (30.05.2016, 17:03:33)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

 
krimanjuliდრო: ორშაბათი, 30.05.2016, 17:39:13 | შეტყობინება # 164
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, გაიხარეთ ესეთი რეპორტისთვის, რომელ ფედერაციაზეა საუბარი ვერ მივხვდი, მაჩაბლის კლუბს რომელსაც ეძახიან , რომლის თავჯდომარე ცხვედიანია, რა თქმა უნდა იცით, მანდ დღესაც პაჭუ ჭორდანიას შედგენილი საგამოცდო სტანდარტებით მიდის ძაღლის საველე თვისებების შეფასება, ჟორდანია ესე ვთქვათ ქართული სანადირო მეძაღლეობის ერთერთი პიონერი და პატრიარქია, შესაბამისად ამ კლუბზე არ არის ლოგიკურად საუბარი, რა თქმა უნდა იმას კი არ ვამბობ რომ დღესაც მისაღებია სრულად ის კრიტერიუმები[მეძებრებს ვგულისხმობ] მაშინდელი სტანდარტის მაგრამ ესეა... რაც შეეხება მყეფრების სექციას ამ კლუბში ეგ საკითხი მკვდარი როა ჩემზე კარგად გეცოდინებათ და ზოგადად მყეფრების ექსპერტ-კინოლოგი საქართველოში სულაც ერთი კაცი ვიცი ვინც მოსკოვში კონკრეტულად ამ ხაზით დაამთავრა, ბექა ყურაშვილი , ძველი ბაზიერელი იგივე "ბერგი"
ეხლა მინდა ერთი პატარა ისტორია მოვიშველიო, დაახლოებით 97 წლი იყო როდესაც მეკვერნე პირადად ვნახე , მწყრის სეზონი იყო და ერთმა თქვა; აი, ჩაქირაც წამოუყვანია სანადიროთო, მეორეზე მიგვითითა, თავიდანვე ვიტყვი რომ იმ ძაღლს ფერის გარდა არაფეერი საერთო არ ჰქონდა მეკვერნესთან, არ არსებობდა მონადირე გურიაში რომელსაც ყური მაინც არ მოეკრა გურულ "ჩაქირაზე" მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდათ როგორი იყო ეს ძაღლი და საერთოდ რა დანიშნულება ჰქონდა, რაც თავი მახსოვს სულ გურული ჩაქირა და გურული ჩაქირა იყო ამ ძაღლის სახელი, თან ასაკიანი ხალხიდან , ბაბუა მონადირეებიდან გაგებულს ვამბობ, ბავშვის ყური კიდევ გეცოდინებათ ჭურივით არის, რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს, ამიტომ ამ სეხელითა და გურული წარმოშობით ყველა გურული ამაყობდა, დღეს ირკვევა რომ არც ეგრეა საქმე, სინამდვილეში არც ჩაქირა ქვია და არც გურული ფესვებიაქვს მაინდამაინც...
ერთ რამეს ვიტყვი ქართული მყეფარაზე, ამ ჯიშის გადარჩენა ეროვნული საქმეა, პატრიოტული საქმე, , ქართული საქმე, სულაც საინგილოდან რომ იყოს, ჩაქირა კი არა მანჯურიაც რომ ერქვას და არანაირად არ იყოს გურულ-აჭარული, არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს პირადად ჩემთვის, საიდანაც გინდა იქედან იყოს, ჯიში გადარჩეს, დარეგისტრირდეს და ქართული ერთადერთი სანადირო ჯიში შეუნარჩუნდეს მომავალ თაობას და საქართველოს
ჩვენი თავი თქვენ გვერდით იგულეთ
39
 
solomonდრო: ორშაბათი, 30.05.2016, 21:49:32 | შეტყობინება # 165
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, გაიხარე და გაგვახარე! კაი საქმეს აკთეთებ და როგორც კრიმანჭულმა აღნიშნა ეროვნულ პატრიოტულ დონეზე უნდა მოხდეს ამ საქმეზე ხელის მოკიდება!
 
avtandilდრო: სამშაბათი, 31.05.2016, 12:15:12 | შეტყობინება # 166
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, საღოლ ძმაო, მაგარ საქმეს აკეთებ. მადლობის მეტი რა გვეთქმის. გასაგებია, რომ პატრონი არ გვყავს ზოგადად მარტო ამ შემთხვევაზე არ ვამბობ. კარგია, რომ ბოლომდე (აწვები) იქნრბ ჩვენ უბღალო ხალხსაც შეგვიძლია გვერდში დგომა მე პირადად მზად ვარ, რომ ყველაფრის გაკეთებას შევეცადო რაც ან დიდებულ საქმეს დაჭირდება მაგრამ რა ვქნა?? დიდი სიამოვნებით გავზრდიდი ლეკვს ოღონდ არა ისე,რომ ვიტრაბახო საერთოდ არ გამოვაჩენ და ჩვეულებრივ შშენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება თუ გაიყიდება ვიყიდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 5 ძაღლის კარგად მოვლა დღეს იოლო არაა და გასაგებია რა გიჯდება მაგათი მხოლოდ ჭამა.

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
BATUMELIდრო: სამშაბათი, 31.05.2016, 17:12:55 | შეტყობინება # 167
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil - ხუთი ძაღლით ამ საქმეს ვერ მოვაბრუნებდი როცა ვამბობ 25 გამოვიყვანდი მეთქი 25 ზრდასრულ ეგზემპლარს ვგულისხმობ:

ხვადები: კეჟერა,კერკეთა,ჩაქუჩა,კვადრატა,მაგარა,ჟულიკა,რაკა,რუკი,როკი,ცოცხალა (ძალიან მძიმე ვირუსი გადაიტანა)

ძუები: ჩარა,ჩაპა,ჩაკა,თარეშა,თამაშა,თამამა,თავაზა,ავაზა,წრიპა,მურიკელა,ნერვოზა,ელიტა,ბოროტა,მასხარა,სელაპა და მრავალი ახალგაზრდა .
krimanjuli-მაჩაბლის კლუბს არ ვგულისხმობ საუბარია საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციის თავკაცზე www.fcg.ge/geo/
 
avtandilდრო: სამშაბათი, 31.05.2016, 20:35:47 | შეტყობინება # 168
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI, გასაგებია.

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
bunebisgulshematkivariდრო: ოთხშაბათი, 06.07.2016, 13:08:22 | შეტყობინება # 169
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BATUMELI,
თქვენ გაიხარეთ,როგორც მე გამახარეთ თქვენი გამოჩენით. სადაც ხელი მიმიწვდებოდა ყველას ვეკითხებოდი,იქნებ ერთი ლეკვი მაინც ამეყვანე,ვფიქრობდი სხვებსაც დავაინტერესებ და იქნებ გადავარჩინოთ მეთქი ჯიში.ბიბლიოთეკაში ძველი მასალები მოვიძიე მეკვერნეზე მაგრამ იმის იქით საქმე არ წავიდა და ნელ-ნელა მეც ხელი ჩავიქნია.

დამატებულია (07.06.2016, 16:34:06)
---------------------------------------------
ხალხის მიდგომაც მაგიჟებდა,ზოგი ამბობდა "კარგი რომ ყოფილიყო ხომ არ გადაშენდებოდა" და ასეთი მრავალი მაგალითი.ის კი არ იცოდნენ რომ ადრე ვინც კვერნაზე ნადირობდა და ძაღლები ყავდა ძუ ლეკვებს სპეციალურად ანადგურებდნენ რომ არ გამრავლებულიყო და საქმეში კონკურენტი არ გაჩენოდათ.
მოკლედ ღმერთმა ხელი მოგიმართოდ და ნუ დაიზარებთ ინფორმაციების გაზიარებას,სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე.

დამატებულია (06.07.2016, 13:08:22)
---------------------------------------------
BATUMELI,
მეეკვერნეები როგორ არიან? მათ ნადირობაზე გვითხარით რამე.
მაინტერესებს იაგდტერიერთან ერთად წყვილში რაზე შეიძლება ნადირობა

 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 06.07.2016, 15:31:52 | შეტყობინება # 170
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bunebisgulshematkivari, მეკვერნე და იაგდი?? ძალიან ძალიან მურტალი წყვილი იქნება! gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ხუთშაბათი, 07.07.2016, 09:38:52 | შეტყობინება # 171
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bunebisgulshematkivari, იაგთან ერთად რაც მოძრაობს ყველეფერზე შეიძლება ნადირობა 36_1_69
 
bunebisgulshematkivariდრო: ხუთშაბათი, 07.07.2016, 11:59:37 | შეტყობინება # 172
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, giohunt1982, სისწრაფის ამბავში,წესით მყეფარა უფრო სწრაფი უნდა იყოს. მაგალითად ტახზე ნადირობისას წყვილში იაგის დაჭრა-სიკვდილიანობას ხომ არ გამოიწვწვს. ვიცი რომ გონჩი და ლაიკა ერთად სახიფათოა.ანუ ვგულისხმობ რომ ლაიკა მანევრირებას მოასწრებს და გამძვინვარებულ ტახს თუ დათვს გონჩი შერჩეს 48
 
Hunting005დრო: სამშაბათი, 12.02.2019, 20:32:03 | შეტყობინება # 173
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემს სოფელში ჩაქირას ჯიშის ორი თუ ერთი ძაღლია

გ.გიორგაძე
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ცხოველზე მონადირე ძაღლები » ქართული "მყეფარა", ჩაქირა. (ვინ რა ვიცით ამის შესახებ)
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика