12:41:49
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ჰარიერი
დათო_მონადირედრო: პარასკევი, 12.08.2011, 12:06:02 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ჰარიერი

სამშობლო - დიდი ბრიტანეთი
ჯიშის გაჩენის დრო - შუა საუკუნეები
გამოყენება - კურდღელზე და მელაზე ნადირობა, კომპანიონი
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 11-12 წელი
წონა - 22-27 კგ.
სიმაღლე - 46-56 სმ.

ბრიტანულ ჰარიერზე პირველი ცნობები 1260 წლით თარიღდება. XX საუკუნეში სამშობლოში ეს ჯიში თითქმის ამოწყდა, მაგრამ შემდეგ აღორძინდა, ასე რომ, დღევანდელი ჰარიერი, მშვენიერი მონადირეა მელაზე, იგი ბიგლის და ფოქსჰაუნდის საუკეთესო თვისებების მატარებელია. ჰარიერი მშვენიერი კომპანიონია და ალბათ, დროთა განმავლობაში ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში უსაყვარლესი ოთახის ზაღლი გახდება. ჰარიერის ფერი მრავალგვარია, ბალანი მოკლეა.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
alekoდრო: პარასკევი, 12.08.2011, 14:44:35 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰარიერი

ჰარიერი მდევრების ერთ-ერთი უძველესი ჯიშია.ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ქსენოფონტე წერდა ამ ძაღლებზე და აღნიშნავდა, რომ ისინი განსაცვიფრებლად ნადირობდნენ კურდღელზე. თუმცა საეჭვოა იმ ძველ სახელგანთქმულ მეკურდღლე ძაღლს თანამედროვე ჰარიერთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს.
უფრო მისაღებია იმ კინოლოგთა ვარაუდი, რომლებიც ფიქრობენ , რომ ჰარიერი ბიგლებისა და სამხრეთ ინგლისური მდევრების ბაზაზე გამოიყვანეს.თავიანთ მოსაზრებას ისინი იმით ასაბუთებენ, რომ აღნიშნული ორივე ჯიში ფრანგული წარმოშობისაა და დასავლური მდევრებიდან მოდის.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან. ინგლისში დარწმუნებულნი არიან, რომ ჰარიერი ბიგლისა და ფოქსჰაუნდის შეჯვარებით არის გამოყვანილი, მართლაც ეს სამი ჯიშის ძაღლი ფორმით ერთმანეთს ჰგავს, ბეწვის სტრუქტურა და ფერიც კი ერთნაირი აქვთ. გარეგნულად განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ჰარიერი ბიგლზე დიდია, ხოლო ფოქსჰაუნდთან შედარებით პატარა. მისი მაქსიმალური სიმაღლე 55 სანტიმეტრია.
ჰარიერი შესანიშნავი ძაღლია და მონადირეთა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ამ ჯიშის სახელწოდება ნორმანდიულ ჰარრიე-ს(ინგლისური ასოებით ვერ დავწერე )უკავშირდება, რაც ძაღლს ნიშნავს. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს , რომ მე-18 საუკუნემდე ინგლისში ამ სახელით მრავალი ჯიშის ძაღლს მოიხსენიებდნენ. მაგალითად ირმის ჰარიერი, მელიის ჰარიერი და სხვა. დღეს კი ჰარიერი მხოლოდ კურდღლის ძაღლს ჰქვია, რადგან ისინი სწორედ კურდღელზე ავლენენ თავიანთი შეაძლებლობების მაქსიმუმს. მელასაც დასდევენ მაგრამ ამ საქმეში ფოქსჰაუნდებს აშკარად ჩამორჩებიან.
ეს ჯიში ძირითადად ინგლისშია გავრცელებული, სხვა ქვეწნებთან შედარებით მეტია საფრანგეთში, ძალიან ცოტაა ამერიკაშიც კი, სადაც ფოქსჰაუნდებსა და ბიგლებს ტრადიციულად დიდ პატივს სცემენ. ამას თავისი ახსნა აქვს: ამერიკაში კურდღელზე თითქმის არ ნადირობენ(უმნიშვნელო რაოდენობითაა), გაცილებით ბევრია ბოცვერი და მასზე ნადირობაა პოპულარული. აქ უკვე ნელი მდევარია საჭირო, ისეთი, როგორიც ბიგლი და ბასეტია. ჰარიერის სტანდარტი უკანასკნელად 1974 წელს დაამტკიცეს.


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - პარასკევი, 12.08.2011, 14:46:57
 
goga-0niდრო: პარასკევი, 12.08.2011, 14:57:28 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ანგლო რუსული მდევარი ამ ძაღლის და რუსულის შეჯვარებით ხომარ გამოიყვანეს? ნეტა, 23
 
დათო_მონადირედრო: პარასკევი, 12.08.2011, 16:16:28 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni, ვერ გეტყვი მეგობარო ნამდვილად არ ვიცი

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
alekoდრო: ხუთშაბათი, 26.01.2012, 01:06:41 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni, ანგლო-რუსულს ფოქსჰაუნდის სისხლი რომ ურევია ვიცი, მაგრამ ეს ჯიში არა, მაგრამ ჰარიერიც ფოქსჰაუნდიდანაა გამოყვანილი

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 15:41:11 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფოთში ყავთ ეს ჯიში ?? 23

 
ringoდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 23:16:55 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ჯიში მომკალი კაცო და არვიცი, არმყავს არსად ნანახი. არის ჩვენთან ??????????????? რა უცხო სახელია. ჰარიერი 167

@@@@@
 
xarataდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 23:23:14 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (დათო_მონადირე)
დროთა განმავლობაში ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში უსაყვარლესი ოთახის ზაღლი გახდება.

დათო_მონადირე, მონადირე ძაღლია და ოთახის ძაღლათ რატო გახდება? 25 25 25
 
dato75დრო: ორშაბათი, 16.11.2015, 00:24:12 | შეტყობინება # 9
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი ძაღლია, თან მეკურლდღლე თუე მთლად მაგარი იქნება. ჩვენთან ჯერ კიდევ არ შემოუყვანიათ ალბათ.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика