14:27:54
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ტრანსილვანიური მდევარი
დათო_მონადირედრო: პარასკევი, 22.07.2011, 17:51:30 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სტანდარტის ძირითადი შტრიხებია:
თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან
დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული;
ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული.

თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის,
ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი - ყავისფერი.

ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი,
ბოლოში მომრგვალებული.

კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი
დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად
გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი
სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი
მცირედ აკრეფილი.

კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი,
შეკრული; ფრჩხილები შავი.

კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში
დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ
აპრეხილი.

ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია
დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში,
თივთიკით - მაღალი ძაღლებისათვის.

ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით),
რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე.
მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და
კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები
შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე.

სიმაღლე ქეჩომდე - დაბალი ტიპი: 45-50 სმ. მაღალი ტიპი:
55-65 სმ.

დასავლეთ ევროპაში უამრავი ჯიშის მდევარია, მათ შორის, საუცხოო სანადირო თვისებების ძაღლებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებშია კულტივირებული და საზღვრებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია - ტრანსილვანიური მდევარი.
ტრანსილვანიური მდევარი ანუ ერდელი კოპო - უძველესი ჯიშია, რომელიც როგორც ვარაუდობენ მადიარების მიერ IX საუკუნეში რუმინეთსი შეყვანილი ძაღლების ადგილობრივი და პოლონური წარმოშობის მდევრებთან შეჯვარებთაა მიღებული. ამჟამად ამ ძაღლების ორი ტიპი არსებობს - მსხვილი, ანუ უფრო მაღალი და მომცრო, ანუ დაბალი. დიდი ტანის მდევრები უფრო ფართოდაა გავრცელებული და მათ ძირითადად მსხვილ ნადირზე - გარეულ ღორზე, ირემსა და ფოცხვერზე სანადიროდ იყენებენ. სათანადოდ დაგშილი ძაღლები კი რეტრივერების ფუნქციასაც მშვენივრად ასრულებენ - უპრობლემოდ მოაქვთ ნანადირევი. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ძალიან უყვართ, დაბალი ტანის მდევრები მცირერიცხოვანია და თითქმის გადაშენების პირასაა მისული. ჩვენთვის ქართველი მონადირეებისთვის სწორედ ასეთი, მეორე ტიპის ძაღლებია საინტერესო, რადგან ისინი გამორჩეული ოსტატობით დასდევენ კურდღელსა და მელას.
ტრანსილვანიური მდევრები საუცხოო ყნოსვის მქონე, დაუღლელი, აზარტული და გულადიძაღლებია, რომლებიც კარგად ნადირობენ ნებისმიერ ლანდშაპტში; როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს არცაა გასაკვირი - ჯიშის ფორმირება, ძირითადად, კარპატების რეგიონში მოხდა. სადაც მდინარეებით დაქსელილი სავარგულები ბიოტიპის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებულია. აქ ტრამალებს ჯაგნარები ცვლის, ჯაგნარებს ტყეები და ა.შ. ამ ჯიშის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა - უშეცდომო ორიენტაციის უნარი უცხო გარემოშიც კი.
ტრანსილვანიური მდევრები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ პატრონს სცნობენ, ადვილად იწვრთნებინ, მაგრამ გაშვისას დიდ ძალისხმევას, შემდგომში კი რეგულარულ ტარებასა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვენ. არ არიან აგრესიულები სხვა ძაღლებისა და შინაური ცხოველების მიმართ.






მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
fshaveloდრო: პარასკევი, 22.07.2011, 19:28:29 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აიი აქ უკვე ბერგის პოსტები იქნება უზომოდ საინტერესოო 23 23 23

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
butatinoდრო: პარასკევი, 22.07.2011, 21:00:11 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ზუსტად ასეთი მყავს ბეწვეულს კი სდევდა მაგრამ კურდრელზე რა მოგახსენოთ.

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ახოტნიკდრო: კვირა, 31.07.2011, 01:35:13 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბეწვეულს 069 069 მაგის საქმეა,სხვა ბეწვიანებზე მაგარი იქნება ,მართლა მაგარი ვიდუხა ააქ 166 166

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
-BERG-დრო: კვირა, 31.07.2011, 16:53:15 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა რა უნდა გითხრათ...სტანდარტი ნორმალურადაა დაწერილი (როგორც იქნა 069 datokincurashvili, 10 )
ტრანსილვანიური მდევარი ლეგენდარული ძაღლია სიძველის და მუშა თვისებების გამო. ყველაზე საინტერესო ჩვენთვის კი ის არის, რომ თითქმის იდენტურ პირობებში (მთაგორიანი რელიეფი) და იდენტურ ნადირზე (მათ შორის დათვი!!!) უწევდათ მუშაობა, როგორიც ჩვენი სამშობლოა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია- ეს არის მდევარი თითქმის ყველა ნადირისთვის და არა როგორც უმეტესი ევროპული ჯიშები, რომლებიც მხოლოდ ერთეულ ნადირზე არიან სპეციალიზირებული.
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 31.07.2011, 18:52:00 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
069 069 069 069 -BERG-, 069 069 069 კარგი იყო როგორც იქნა დავწერე ნორმალიური რამე ხო 069 069 069 069 მართლაც რომ ლეგენდარული ძაღლია 166

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
ახოტნიკდრო: კვირა, 31.07.2011, 21:38:08 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
069 069 069 მაინც მიჩვევაა ძაღლთან ურთიერთობა,რომელი ჯიშიც გასიამოვნებს ყოველთვის მას ანიჭებ უპირატესობას,,მაგრამ ეგ მომეწონა დახასიათებიდან გამომდინარე 166

დამატებულია (31.07.2011, 20:38:08)
---------------------------------------------
069 ეგ ნამდვილად ჩაგეთვალა


გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
datobasilashviliდრო: შაბათი, 16.05.2015, 16:14:31 | შეტყობინება # 8
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მყვავს ზუსტი ესეტი ჯისში? 2 ლეკვით ესეტივე ზაგლის შვილები არიან გუსშინ დამიყარა უნდა გავყიდო

.d.a.t.o.d.a.t.o

შეტყობინება დაამუშავა datobasilashvili - შაბათი, 16.05.2015, 21:34:51
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика