14:14:56
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების ენციკლოპედია (თქვევთვის სასურველი ჯისის ძაღლები)
მონადირე ძაღლების ენციკლოპედია
landiaდრო: პარასკევი, 08.05.2009, 14:14:02 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე ძაღლები, ნადირობისათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ძაღლების ჯიშური ჯგუფი. მსოფლიოში მონადირე ძაღლების 100--მდე ჯიშია ცნობილი. მონადირე ძაღლების საშუალებით მოიპოვებენ ძვირფასი ბეწვეულის 60%-ზე მეტს და დიდი რაოდენობით ხორცის მომცემ ნადირ-ფრინველს. განასხვავებენ თანამედროვე მონადირე ძაღლების რამდენიმე ჯგუფს:
ყეფიები (რუსულ-ევროპული, დასავლეთციმბირული, აღმოსავლეთციმბირული, კარელიურ-ფინური), რომლებსაც იყენებენ ტყიან და ტყე-ველიან ზონებში ნადირ-ფრინველის მოსაპოვებლად. მოძებნის შემდეგ ისინი ყეფით აჩერებენ ნადირს მონადირის მისვლამდე. საქართველოს დასავლეთ რაიონებში (აჭარა, გურია) არსებობს ყეფიას მსგავსი ძაღლი - „მეკვერნე“ ანუ „ჩაქირი“, იგი ტანად პატარაა, ყურებაცქვეტილი, აქვს მოწითალო თვალები. უხეში წაბლისფერი ბეწვი, თეთრი კისერი, ყელი, კიდურები და კუდის ბოლო. გამოირჩევა უნდობლობით, სიავითა და შეუპოვრობით, საკავშირო სტანდარტს არ განეკუთვნება მცირერიცხოვრების გამო;
მადევრები (რუსული, ინგლისურ-რუსული, ანუ ჭრელი, ესტონური, ჰანოვერული, ბავარიული, ფიქსჰაუნდი, ბიგლი, ბასეტი და სხვა), რომლებსაც იყენებენ ტყიან და ტყე-ველიან ზონებში კურდღეზე, მელაზე, მგელზე, ტურასა და ჩლიქოსნებზე სანადიროდ. ისინი ყეფით სდევენ ნადირს კვალზე, სანამ მონადირე არ გადაუჭრის გზას;
მწევრები (რუსული გრძელბანჯგვლიანები, რუსული ველის, მოკლებეწვიანი, შუაზიური თაზი, ყირგიზული თაირანი, ინგლისური, ავღანური, ირანული და სხვა), რომლებსაც იყენებენ კურდღელზე, მელაზე, მგელზე, წვრილფეხა ჩლიქოსნებზე სანადიროდ ღია, გაშლილ ადგილებში. სპეციფიკური აღნაგობა, სწრაფი სირბილი (დაახლოებით 20 მ/წმ) , მახვილი მხედველობა საშუალებას აძლევს ადვილად დაეწიოს და შეიპყროს ნადირი (ეს ძაღლი საქართველოში გადაშენდა);
სოროს ძაღლები (ტაქსა, ტერიერი, ფოქსტერიერი), რომლებსაც იყენებენ მელაზე, მაჩვზე, ენოტისებურ ძაღლზე სანადიროდ, სოროში ებრძვიან ნადირს, გარეთ დევნიან ან სოროშივე ახრჩობენ (საქართველოში მცირერიცხოვანია);
მეძებრები (სეტერი, პოინტერი, კურცჰაარი, დრატჰაარი და სხვა), იყენებენ ჭაობის, ტყის, ველისა და წყალში მცურავ ფრინველზე სანადიროდ, ეძებენ ყნოსვით, აქვთ დამახასიათებელი ნაბული, უჩვენებენ ფრინველის ადგილსამყოფელს (საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია);
სპანიელები (ინგლისური კოკერი და სხვა), ანუ ფრინველების მადევრები. ეძებენ ყნოსვით, ამოაფრენენ ნაბულის გარეშე, მოკლული ფრინველი თვითონვე მიაქვთ პატრონთან. საქართველოში საკმაოდ გავრცელებული ძაღლია. [img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 13:07:57)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 13:09:15)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 13:09:58)

---------------------------------------------
[img]http://[/img]

[img]http://[/img]

[img]http://[/img]
[img]http://[/img]
დამატებულია (08.05.2009, 13:10:52)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 13:12:10)
---------------------------------------------
[img]http://[/img]
[img]http://[/img]
[img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 13:14:02)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

[img]http://[/img]

[img]http://[/img]

[img]http://[/img]

შეტყობინება დაამუშავა landia - პარასკევი, 08.05.2009, 21:42:54
 
landiaდრო: პარასკევი, 08.05.2009, 14:42:41 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურცჰაარი, მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე თვისებების გასაუმჯობესებლად აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში შემოიყვანეს რუსეთში, შემდეგ მცირე რაოდენობით საქართველოშიც გავრცელდა. კურცჰაარისთვის დამახასიათებელია მაგარი მშრალი ტიპის კონსტიტუცია, გაწონასწორებული და მოძრავი ტემპერამენრი, კარგად განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ძებნის დროს მოძრაობს ზომიერი ოთხით ან სწრაფი ჩორთით. აქვს უნივერსალური ყნოსვა, კარგად მოაქვს მოკლული ფრინველი. ხვადის სიმაღლეა 62-66 სმ, ძუსი 58-64 სმ. ყავისფერია, ზოფჯერ ყავისფერლაქებია[img]http://[/img]ნი ან კოპლებიანი თეთრი. კუდის 2/3-ს დაბადენიდან მე-3 დღეს აჭრიან.

[img]http://[/img]
[img]http://[/img]

შეტყობინება დაამუშავა landia - პარასკევი, 08.05.2009, 21:57:15
 
Maverickდრო: პარასკევი, 08.05.2009, 14:42:59 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუუუუ, ლანდია ლატინური შრიფტით არ გამოვა ეს საქმე 187
 
landiaდრო: პარასკევი, 08.05.2009, 15:37:55 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადევარი (მდევარი) ძაღლები, სხვადასხვა ჯიშის სანადირო ძაღლები. მადევარი ძაღლები ალღოთი აგნებენ ნადირის კვალს და ხმამაღლა ყეფით დევნიან მათ (აქედან წარმოდგება სახელწოდება). მსოფლიოში ცნობილია 40-მდე ჯიში. ყოფილ სსრკ-ში მოშენებულია 3: რუსული მადევარი, რუსული ჭრელი, ესტონური მადევარი. ყველაზე გავრცელებულია რუსული ჭრელი მადევარი, როგორც ჯიში რეგისტრირებულია 1925 წელს. სიმაღლით, კონსტიტუციით და შრომისუნარიანობით რუსულ მადევარს არ ჩამოუვარდება. საქართველოში ძველთაგანვე ცნობილია იმერული მადევარი. ყოფილ სსრკ-ში აღრიცხულია დაახლოებით 80 ათასამდე მადევარი ძაღლები.[img]http://[/img]
[img]http://[/img]

[img]http://[/img]

შეტყობინება დაამუშავა landia - პარასკევი, 08.05.2009, 22:02:41
 
Adminდრო: პარასკევი, 08.05.2009, 20:54:39 | შეტყობინება # 5
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა თქვენ იცით,არ გამოგვრჩეს რომელიმე ჯიში 10 2daf4 453
 
Adminდრო: პარასკევი, 08.05.2009, 20:56:15 | შეტყობინება # 6
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (landia)
კონსტიტუციით და შრომისუნარიანობით რუსულ მადევარს არ ჩამოუვარდება

ლანდია,თუ კაცი ხარ კონსტიტუციით რას ნიშნავს გამარკვიე
 
landiaდრო: შაბათი, 09.05.2009, 19:36:40 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აგებულებით ადმინ:)მე ესე გავიგე 25

დამატებულია (08.05.2009, 21:06:01)
---------------------------------------------
ტაქსა

წარმომავლობა. ტაქსას წარმოშობა დროშია დამალული. მოკლებეწვიანი ტაქსა – ყველაზე ძველი ჯიშია. იგი XVII საუკუნეში ძველი ტანდაბალი მეძებრების (ბრაკების) და პინჩერების შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. მოკლებეწვიანი ტაქსა გახდა საფუძველი 2 დანარჩენი ნაირსახეობის გამოყვანისათვის. გლუვი ტაქსებისა და სპანიელების შეჯვარებისაგან წარმოქმნილი გრძელბეწვიანი ტაქსას ტიპი XVIII საუკუნეში დაფიქსირდა. უხეშბეწვიანი ტაქსა XIX საუკუნის ბოლოს უკვე არსებული მოკლწბეწვიანი ტაქსის, ჯუჯა პინჩერის, შნაუცერის, დენდი-დინმონტ-ტერიერის და, სავარაუდოდ, სკოჩ-ტერიერის შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. ტაქსას ჯიშის პირველი სტანდარტი დადგინდა 1879 წელს. ტაქსების გერმანული კლუბი კი 1888 წელს შეიქმნა. სტანდარტული ტაქსა (განსაკუთრებით უხეშბეწვიანი) გამოიყენება დაჭრილი ნადირისა ან ფრინველის ძებნისათვის სისხლიან ნაკვალევზე, მსხვილ ნადირზე, კურდღელზე და ბოცვერზე, ასევე როგორც სოროს ძაღლი მელიაზე და მაჩვზე სანადიროდ. ბოცვერული ტაქსა სპეციალურად ბოცვერებზე სანადიროდ გამოიყვანეს. XX საუკუნის დასაწყისში ტაქსების მოყვარულები უპირატესობას მოკლებეწვიან ტაქსებს ანიჭებდნენ, შემდგომში გრძელბეწვიანმა ტაქსებმაც მოიპოვეს დიდი პოპულარობა. ამჟამად, ყველაზე პოპულარული უხეშბეწვიანი ტაქსაა.

ჯიშის დახასიათება. მოკლე ფეხების მიუხედავად, ტაქსა არ არის მოუქნელი ან ტლანქი. მას გააჩნია თავისუფალი მოძრაობები და ამაყი გარეგნობა მაღლა აწეული თავით. ტაქსა მოძრავი, მამაცი, აქტიური და საკმაოდ გაწონასწორებული ძაღლია. შეიძლება იყოს კარგი დარაჯი, ფლობს მაღალ ხმას. ხშირად ეს ჯიში ჰყავთ სახლის საყვარელი არსებების სახით. არის რა მონადირული ძაღლი, ტაქსა გარკვეულ თვითნებობას და დაუჯერებლობას ავლენს, ამიტომაც წვრთნის საკითხებს მფლობელი სერიოზულად უნდა მიუდგეს. ტაქსა მონადირული, კომპანიონი და სადარაჯო ძაღლია.

აღწერა. ტაქსას თავი მოგრძოა და ცხვირის ბიბილოსადმი თანაბარზომიერად შევიწროებული. თხემი ოდნავ ამობურცულია, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ოდნავ შესამჩნევია. დრუნჩი ვიწროა, პატარა კეხით. ცხვირის ბიბილო მკვეთრად მოხაზულია, შავი ან ყავისფერი შეფერილობით, ბეწვის შეფერილობის შესაბამისად. ყბები ძალიან კარგადაა განვითარებული, ტუჩები მჭიდროდ მიკრობილია. ამ ჯიშის თვალები საშუალო სიგრძისაა, ოვალური ფორმის, დასმულია რამდენადმე ირიბად. ისინი მუქი თაფლისფერი ფერისაა. ყურები მაღლაა დასმული, დაკიდებულია, დაბოლოებებში მომრგვალებული, რამდენადმე არ წვდებიან ცხვირის წვერს. კორპუსი გრძელი, კომპაქტური და კუნთოვანია, მშრალი კისერი – ნაკვთების გარეშე, მკერდი – ღონიერი, საკმაოდ გამოწეული წინ, მკერდი – ღრმა, ფართო. წინიდან შეხედვისას გულმკერდი ოვალური ფორმისაა. მინდაო მაღალი და გრძელია, ზურგი – სწორი, ფართო და ძლიერი. წელი ფართო, ძლიერი და ოდნავ ამობრუცულია. გრძელი, მომრგვალო და კომპაქტური გავა ოდნავ მოღრეცილია კუდის საფუძველისკენ. ტაქსას მუცელი კარგადაა აწეული, კიდურები ძლიერი და მოკლეა, თათები – ფართო, მრგვალი, კომპაქტური, წინა თათები უკანაზე უფრო დიდია. კუდი სქელია საფუძველთან, ბოლოსკენ თანდათანობით თხელდება, ოდნავ ხმალისებრია. ძაღლს იგი ზურგის ხაზზე უჭირავს. მოკლებეწვიანი ტიპი: ბეწვი მჭიდროდ მიკრობილია, მოკლე და გლუვი. უხეშბეწვიანი ტიპი: ბეწვი ხშირია, მჭიდროდ მიკრობილი, ქინქლით. აქვს ულვაშები, ბურჩხა წარბები, პატარა წვერი; თხემზე და ყურებზე ბეწვი მოკლეა. გრძელბეწვიანი ტიპი: ბეწვი რბილი, მჭიდროდ მიკრობილი, ოდნავ ტალღოვანია. კისერზე, სხეულზე, ყურებზე, კიდურების უკანა ნაწილებზე და კუდზე – უფრო გრძელია. შეფერილობა: მოკლებეწვიანი ტიპი – 1). ერთფეროვანი – წითელი (მოყვითალოდან წითელი ხის ფერამდე), ირმისფერი, სიასამურისფერი; 2). ორფეროვანი – შავი, შოკოლადისფერი, ნაცრისფერი (ცისფერი) თეთრი ლაქებით კიდურებზე, ჩალისფერი ღია ლაქებით თვალებქვეშ, დრუნჩის ორივე მხარეს, მკერდზე, კიდურების ზედა ნაწილზე, თათებზე და ა.შ.; 3). არლეკინო ან მარმარილოსფერი – ღია-ყავისფერი, ღია-ნაცრისფერი ან თეთრი ძირითადი შეფერილობა, ღია ყავისფერი, წითური, წითელი ან შავი არასწორი ფორმის ლაქებით. უხეშბეწვიანი ტიპი: დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა. გრძელბეწვიანი ტიპი: იგივე, რაც მოკლებეწვიანი ტიპისათვის. სიმაღლე მინდაოში სტანდარტულია: ხვადი – 27-22 სმ; ძუ – 25-20 სმ. ჯუჯა: ხვადი – 21-16 სმ; ძუ – 19-14 სმ. ბოცვერული: ხვადი – 15-12 სმ; ძუ – 13-10 სმ. წონა და ზომები სტანდარტულია: წონა 9 კგ-ზე ნაკლები, იდეალში იწონის 6.5-7 კგ-ს, მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე მეტია. ჯუჯა: წონა 4 კგ-ზე ნაკლებია 18 თვის ასაკში; მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე ნაკლებია. ბოცვერული: წონა 3.5 კგ-ზე ნაკლებია; მკერდის გარშემოწირულობა 30 სმ-ზე ნაკლებია.

ყოლა და მოვლა. ტაქსა სახლის ძაღლია. ამასთან ერთად მას სჭირდება რეგულარული სეირნობები ან ნადირობაზე გამოყენება. არ შეიძლება ტაქსის ზედმეტი კვება და აუცილებელია თვალი იმას მიაქციოთ, რომ ძაღლმა რაც შეიძლება ნაკლები იხტუნოს როგორც ზევით, ისე ქვევით, რადგანაც ეს ქმნის ხერხემალთა გადაადგილების საფრთხეს. აუცილებელია კვირაში ერთხელ ჯაგრისით ძაღლის წმენდა.

[img]http://[/img]

[img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 21:13:41)
---------------------------------------------
ლაიკა

წარმომავლობა. ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა. ჯიშწარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ გეგმაზომიერი მოშენება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. დასავლურ-ციმბირული ლაიკით ნადირობენ ბეწვიან ნადირზე, წყალზე მცურავ ფრინვეზე, დათვზე, ჩლიქიან ცხოველებზე. ამჟამად, ეს რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია.

ჯიშის დახასიათება. დასავლურ-ციმბირული ლაიკის თავი ზევიდან შეხედვისას სამკუთხა ფორმისაა, ზომიერად ფართო თხემის ნაწილით. კეფის ნაწილი ოდნავ მომრგვალებულია. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია, მაგრამ არა მკვეთრად. დრუნჩი წვეტიანი და გრძელია, მაგრამ არა ვიწრო. ტუჩები მჭიდროდ მიკრობილია, თვალები – შედარებით პატარა, ივალური ფორმის, ირიბად დასმული, ნებისმიერი შეფერილობისას – მუქი თაფლისფერი ან თაფლისფერი. ყურები მდგომი, მაღლა დასმული, მოძრავია, გამოწეული, სამკუთხა ფორმის. კორპუსი ოდნავ გაჭიმულია, კისერი – კუნთოვანი, ნაკვთების გარეშე, ოვალური, თავის სიგრძის ტოლი. მკერდი კვერცხისებრია, ფართო და გრძელი, აღწევს იდაყვებს. ზურგი ძლიერი, სწორი და ფართოა, წელი – მოკლე, კუნთოვანი, მუცელი – აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი. თათები ოვალურია, თითები შეგროვილია გუნდაში, შუა თითები რამდენადმე დიდია სხვებზე. კუდი შემოხვეულია რგოლის ფორმაში ზურგზე ან გვერდზე, ასევე ნამგალისებურად, მაგრამ ამასთან დაბოლოება ზურგს ეხება. იგი კარგადაა ჩამოშვებული სწორი უხეში თმით. ბეწვი უხეში, სწორი, ხშირია, ქინქლი კარგად განვითარებულია, თავზე და კიდურების წინა მხარეზე – მოკლე. უფრო გრძელი ბეწვი წარმოქმნის საყელო ანაძენძს. შეფერილობა: თეთრი და ამლაკი, ნაცრისფერი, წითური და მურა ყველა ელფერით. ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა, თეთრი შეფერილობისას – ყავისფერი. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 55-62 სმ, ძუ – 51-58 სმ. წონა: 18-23 კგ.

ყოლა და მოვლა. სახლში დასავლურ-ციმბირული ლაიკის ყოლა შეიძლება ტყეში ან პარკში ხანგრძლივი სეირნობების პირობით; ქალაქში გასეირნება უნდა მოხდეს მხოლოდ თასმით, რადგანაც ეს თავისუფლების მოყვარული ძაღლია და მიისწრაფვის დიდი ტერიტორიების დათვალიერებისაკენ. ძაღლი ძალიან სუფთაა, ბეწვი მუდმივ მოვლას არ საჭიროებს.

[img]http://[/img]

[img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 21:20:05)
---------------------------------------------
ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით.

ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრივერი ძლიერი და მჭიდრო აღნაგობისაა. სიმაღლე მინდაოში: 55-57 სმ. წონა: 24-36 კგ. ძუ უფრო პატარაა – 54-56 სმ მინდაოში. ამ ჯიშის თავი მოქცეულია გვერდით, თავის ქალა – ფართო მოცულობისაა, მაგრამ სქელი ლოყების გარეშე, ზოლები წმინდაა. გადასვლა მრგვალი შუბლიდან ცხვირის სწორი ზურგისკენ მდორეა, ცხვირის ბიბილო – სქელია, თანკბილვა – მაკრატელისებრი, თვალები – წაბლისფერი ან თაფლისფერი, არაჩვეულებრივი ჭკვიანური გამომეტყველებით. ყურები დაკიდებულია და განთავსებული თავის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.

ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.

გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.

[img]http://[/img]

დამატებულია (08.05.2009, 21:21:39)
---------------------------------------------
დავიღალე რაააააააა 19

დამატებულია (09.05.2009, 18:36:40)
---------------------------------------------
ზოგადი იმფორმაცია მიღებულია dog.ge და site.vipanimals.ge საიტებიდან.რისთვისაც მადლობას ვუხდით დახმარებისათვის!!!


შეტყობინება დაამუშავა landia - პარასკევი, 08.05.2009, 22:08:08
 
giorgparkauliდრო: სამშაბათი, 12.05.2009, 21:17:20 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10

დამატებულია (12.05.2009, 20:17:20)
---------------------------------------------
იაგდტერიერზე დაწერე რამე, 39

 
krimanjuliდრო: პარასკევი, 15.05.2009, 11:57:38 | შეტყობინება # 9
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]
[img][/img]
 
landiaდრო: პარასკევი, 15.05.2009, 14:50:02 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მალადეც :10:კარგია 39
 
Maverickდრო: ორშაბათი, 18.05.2009, 17:20:25 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინგლისური სეტერი - აღნიშნული ჯიშის მოკლე ისტორიული ექსკურსი
ინგლისური სეტერის დაბადების დღედ შეიძლება ჩაითვალოს 1859 წლის 28 იანვარი, როცა ნიუკასლეაპონში (ინგლისი) პირველად ჩატარდა ინგლისური სეტერების გამოფენა. . .
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ინგლისის სხვადასხვა კუთხეში, ბევრი მენაშენე ამრავლებდა გრძელბეწვიან ინგლისურ მეძებრებს, მაგრამ ინგლისური სეტერის სელექციას 1825 წელს ძირითადი საფუძველი ჩაუყარა ედუარდ ლავერაკმა.
35 წლის განმავლობაში, ლავერაკი მიზანმიმართულად არჩევდა ჯიშებს ექსტერიერისა და სანადირო თვისებებიდან გამომდინარე და შექმნა ჯიში რომელიც დღევანდელ დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სამონადრეო ჯიშად არის აღიარებული. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ ადრე სანამ აღნიშნული ჯიში(ინგლისური სეტერი) დარეგისტრირდებოდა როგორც ჯიში, იხსენიებდნენ როგორც ლავერაკის მეძებარ ძაღლს, დღესაც ინგლისური სეტერების მოყვარულები ხშირად მოიხსენიებენ როგორც ლავერაკს.

ინგლისური სეტერი (ლავერაკი) - მონადირე ძაღლი, გამოყვანილი ინგლისში, აღნიშნული ჯიში მიიღეს, ინგლისური წყლის სპანიელის, ესპანური მწევრის და სპრინგერ სპანიელის შეჯვარებით.
XIX საუკუნის დასასრულს ინგლისიდან დიდი რაოდენობით ინგლისური სეტერები გაიყვანეს აშშ-ში, სადაც წარმოიშვა ამ ჯიშის ორი ძირითადი მიმართულება ექსტერიერისათვის განკუთვნილი და ჯიში რომელიც საველე სამუშაოსთვის იყო განკუთვნილი.
XX საუკუნის დასაწყისში ყველაზე დიდი პოპულარობით აღნიშნული ჯიშები სარგებლობდნენ საფრანგეთში და მეფის რუსეთში,
საქართველოში პირველი ლავერაკი შემოყვანილი იყო 1913-1914 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1970 წლებიდან საქართველოში ლავერაკების საუკეთესო ეგზემპლარები იყო შემოყვანილი რუსეთიდან, დღევანდელ დღეს ლავერაკი ქართველი მონადირეების დიდი პოპულარობით სარგებლობს

[url="http://www.radikal.ru"][/url]

სიმაღლე
ხვადი: 60-65 სმ
ძუ: 50-55 სმ

შეფერილობა;
თეთრი შავხალიანი
თეთრი ჩალისფერხალიანი
სამფეროვანი თეთრი შავ და ჩალიფერხალიანი
დადებითი თვისებები:

• ბრწყინვალე ექსტერიერი (ნამდვილად ეტყობა ინგლისური არისტრიკატობა)
• მშვენიერი მონადირე, როგორც მინდორში ასევე წყალმცურავებზე
• ერთგული, ბავშვების მოყვარული
• კომპანიონი

უარყოფითი თვისებები:

• არ გამოდგება მცველად, თავისი მიმდობი ხასიათის და ყველასადმი სიყვარულის გამო
• აქტიური და მოძრავი (არ არის რეკომენდირებული აღნიშნული ჯიშის ყოლა, თუ მფლობელი არ ნადირობს)
• ლეკვობაში ახასიათებთ სიფიცხე, განსაკუთრებით ხვადებს
................................................................................

ლავერაკის ისტორიული ფოტო კოლაჟი
[url="http://www.radikal.ru"][/url]
ინგლისური სეტერი XIX საუკუნის 80-იან წლებში
[url="http://www.radikal.ru"][/url]
ინგლისური სეტერი XX საუკუნის 40-იან წლებში (წინა პლანზე)

დღევანდლი ინგილისური სეტერი (ლავერაკი)
[url="http://www.radikal.ru"][/url]

[url="http://www.radikal.ru"][/url]

შეტყობინება დაამუშავა Maverick - ორშაბათი, 18.05.2009, 18:57:14
 
landiaდრო: სამშაბათი, 19.05.2009, 15:57:10 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მალადეც მავერიკ კარგია 166
 
giorgparkauliდრო: სამშაბათი, 19.05.2009, 20:42:40 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესტონურ დონჩზე ხო არ გაქვტ ინფორმაცია ვინმეს?????? დაწერეთ რა.......
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 22.05.2009, 11:03:46 | შეტყობინება # 14
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვეიმარანერული მეძებრის წარმოშობის ზუსტი ისტორია არ არსებობს თუმცა, ექსპერტები ირწმუნებიან რომ ეს ჯიში მეფე არტურის კარზე მადირობის მოყვარულთა არისტოკრატიულ წრეში ჩამოყალიბდა, კონკრეტულადდიდებულ ჰერცოქ ვეიმარანერის თაოსნობით..ჯიშის წინამორბედად მიიჩნევენ გერმანულ მეძებრებს რომლკებიც კარგა ხანია გადაშენდნენ, ამ ძაღლის თანამედროვე სტანდარტი ჟერ კიდევ 19 საუკუნეში შეიქმნა.
ვეიმარანერი საშუალო ზომის ძაღლია,მოძრაობა, სიმკვირცხლე პატრონისდმი ერთგულება გახდა ის ძირითადი ტვისებები, რითაც ამ ძაღლმა პოპულარულობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში. როგორც მასზე წერენ , ის შეუდარებელია გაშლილ მინდვრებში ნადირობისას, საკმაოდ ჩქრი ძაღლია, მძლავრ დაკუნთულ ფეხებზე დაგას,თავი გრძელი და კარგად ჩამოყალიბებული კორპუსთ, შუბლიდან ცხვირზე გადასვლა მდორე და შეუმჩნეველია, იშვიათად ცხვირს ზურგზე პატარა კეხით,სირბილის დროს კუდი მიწის პარალელურად უჭირავს, ამ ჯიშს შეუზლია იყოს აგრეთვე სახლის კარგი დარაჯიც,
მის მტავარ პლიუსად და დამახასიათებელ ნიშნად მაინც მისი შეფერილობა რჩება. ის შეილება იყოს ვერცხლისფერი სერი, მოყავისფრო სერი, თაგვისფერი და სერის სხვადასხვა გრადაციებში.
სიმაღლე მინდაოში56-59სანტიმეტრი, წონა--32-39 კილოგრამი. ითვლება ერთ ერთ ელიტარულ-არისტოკრატიულ ჯიშად. არსებობს მოკლე ბეწვიანი და გრძელ ბეწვიანი.....

დამატებულია (22.05.2009, 10:03:46)
---------------------------------------------
[img][/img]

 
gioდრო: შაბათი, 06.06.2009, 11:28:22 | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (06.06.2009, 10:27:51)
---------------------------------------------
anglo-rusi

დამატებულია (06.06.2009, 10:28:05)
---------------------------------------------

დამატებულია (06.06.2009, 10:28:22)
---------------------------------------------
ბიგლი

 
BERGდრო: სამშაბათი, 09.06.2009, 16:00:47 | შეტყობინება # 16
ჯგუფი: წაშლილები





ლანდია,რა საიტებიდან ქაჩავ ამ ინფორმაციას?ბევრი უზუსტობაა,სისულელე რო არ ვთქვა...
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 18:24:14 | შეტყობინება # 17
ჯგუფი: წაშლილები





ბიგლი მდევაია.ძირითადად კურდღელზე ნადირობენ.
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 18:33:55 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და ყაავთ ქართველ მონადირეებს, აპრობირებულია ჩვენ ჰავაზე და პირობებში?
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 18:36:08 | შეტყობინება # 19
ჯგუფი: წაშლილები





როგორც ვიცი საქართველოში არაა.მგონი აკლიმატიზაცია არ უნდა გაუჭირდეს.
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 18:43:50 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინეტერსოა, ტანით პატარა ჩანს და თუა ესეთი სწრაფი და დაუღლელი როგორც სხვა ჯიშები
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 18:48:23 | შეტყობინება # 21
ჯგუფი: წაშლილები





ხო ტანით პატარაა.დაახლოებით ესტონურ მდევრისხელა
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 18:50:51 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებიაა, ალბათ ღირს მაგის აქეთაც გასინჯვა.
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 18:54:36 | შეტყობინება # 23
ჯგუფი: წაშლილები





კი,როგორ არა.მაგარი აქტიური ძაღლებია ნადირობის თანდაყოლილი ინსტიქტით
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 19:47:32 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან კარგი, ისე რუსული საიტები იცით ძაღლების და იარაღის ენციკლოპედიის?
 
gioდრო: შაბათი, 20.06.2009, 16:10:00 | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიგლი კურდღელზე არის კარგიი..რაზეც ატარებ იმაზე დაიგეშება

დამატებულია (20.06.2009, 14:48:04)
---------------------------------------------

დამატებულია (20.06.2009, 14:48:22)
---------------------------------------------
ეს არლეკინაააა

დამატებულია (20.06.2009, 14:54:43)
---------------------------------------------

დამატებულია (20.06.2009, 14:54:54)
---------------------------------------------
gordoni

დამატებულია (20.06.2009, 14:56:15)
---------------------------------------------
გორდოლი Sotlandiuri seteri (gordoni) gansxvadeba sxva jiSis seterebisagan, gansakuTrebiT Savi feriT. Mkafio baci wiTeli feri aqvs Tvalebze, warbebze, ybebze, gulze, yuris Signit da fexebze. igi rbili xasiaTisaa, advilad igeSeba da gamZlea muSaobis dros. tani dafaruli aqvs sqeli da grZeli balniT. Aamis gamo kargad nadirobs Waobian adgilebSi da tyeSi. zafxulSi Savi feri da sqeli balani saSualebas ar aZlevs xangZlivad inadiros mzeSi.

დამატებულია (20.06.2009, 15:00:51)
---------------------------------------------

დამატებულია (20.06.2009, 15:01:45)
---------------------------------------------

დამატებულია (20.06.2009, 15:06:20)
---------------------------------------------

დამატებულია (20.06.2009, 15:06:33)
---------------------------------------------
ლაბრადორი

დამატებულია (20.06.2009, 15:07:09)
---------------------------------------------

დამატებულია (20.06.2009, 15:07:28)
---------------------------------------------
სამშობლო - კანადა (კუნძული ნიუფაუნდლენდი)
ჯიშის გაჩენის დრო - XIX საუკუნე
გამოყონება - კომპანიონი, მონადირე, ინვალიდების დამხმარე
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 12-13 წელი

უბადლო მოცურავე, დაუღალავი მშრომელი, გულკეთილობის და ერთგულების ნიმუში - რა ეპითეტები არ დაუმსახურებია მსოფლიოში ამ ერთ-ერთ პოპულარულ ოთხფეხა მეგობარს! ოდესღაც ლაბრადორები თავდაუზოგავად შრომობდნენ კუნძულ ნიუფაუნდლენდის ყურეებით მდიდარ სანაპიროზე, სადაც მეთევზეებთან ცურვით მიჰქონდათ თევზით სავსე ბადეები. დღეს დღეობით ეს გამობრძმენდილი ძაღი ოთხფეხა მეგობრის იდეალია. ლაბრადორს მოკლე ბალანი აქვს. შეიძლება იყოს ყვითელი, შოკოლადისფერი ან შავი. ღია ყავისფერ, საშუალო ზომის თვალებს რბილი, გულკეთილი გამოხედვა ახასიათებს

დამატებულია (20.06.2009, 15:09:41)
---------------------------------------------

დამატებულია (20.06.2009, 15:10:00)
---------------------------------------------
იგლის ყურები გრძელია, თითქმის ცხვირის წვერამდე, ბოლოში მომრგვალებული, ქვემოთ განლაგებული, თავზე მჭიდროდ მიკრული.
მისი კბილები კარგად განვითარებულია, აქვს მაკრატლისებური თანკბილვა.წინა კიდურები სწორი აქვს და მსხვილი, მრგვალძვლოვანი,
მხარი ირიბი. უკანა კიდურები კარგად გამოხატული კუთხით, გამოკვეთილად დაკუნთული. თათები შეკრული, მომრგვალებული, მოკლე ბრჭყალებით. ზურგი სწორი, ძლიერი, მკერდი ფართო და ღრმა, ნეკნები კარგად გამოხატული. მისი კუდი მსხვილია, საშუალო სიგრძის, მშვიდ მდგომარეობაში მაღლაა აწეული, ბალნით კარგად შემოსილი, ქვედა მხრიდან გამოხატული ანაჩეჩით.
ბეწვი მოკლე და ხშირი აქვს რომელიც ძნელად სველდება. მის შეფერილობაში დასაშვებია ნებისმიერი ფერი გარდა მუქი სისხლისფერისა.ძირითადად გვხვდება ტიპური სამფეროვანი-შავჭრელი რუხით.

სიმაღლე-33-40სმ

წონა-11-15კგ

 
landiaდრო: ორშაბათი, 22.06.2009, 02:19:55 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა ძმა ჩემზე რატოუნდა მივიგო თუ მართლა სისულელე დაწერეს გავასწორებ :)
 
BERGდრო: ორშაბათი, 22.06.2009, 15:48:12 | შეტყობინება # 27
ჯგუფი: წაშლილები





landia-მოკლედ დავწერ რამდენიმეს.მაგ.ინგლისური სეტერზე;ლავერაკს მხოლოდ საგამოფენო ძაღლები გამოყავდა.ყურადღებას არ აქცევდა მათ საველე თვისებებს.ინდბრიდინგსაც (ახლო ნათესაური კავშირი) ხშირად მიმართავდა.ამიტომ მისი საშენის ძაღლები მალე გადაგვარდნენ.თუმცა თავიდან მაგარი სახელი გაიკეთა.
რაც შეეხება მყეფარას (ლაიკას)-ციტირება-*ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა*. ლაიკა ზოგადად ჩრდილოეთის ჯიშია.არა მარტო რუსეთის,არამედ სკანდინავიის და სხვა ჩრდილოეთის ქვეყნების აბორიგენი (და არა მარტო) ჯიში.და არა მარტო ტყის,არამედ ტყე-ტუნდრის და ტუნდრის ზონის სანადირო ობიექტებზე იყენებენ.ეს ძაან მოკლე,ორი მაგალითი.
 
gioდრო: სამშაბათი, 23.06.2009, 14:23:26 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (23.06.2009, 13:23:26)
---------------------------------------------
"ესტონური" მდევარი,,კურდღელზე მუშაობს კარგად...კარგი ძაღლია და რაზეც ამუშავებ იმაზე დაიგეშება

 
landiaდრო: სამშაბათი, 30.06.2009, 21:17:26 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიმართლე გიტხრა ყველა ჯისჰსჰი ვერვერკვევი და სჰენისჰვნა მიგებულია ორივე ხელებს ვცევ მაღლა 167

მიტუმეტეს კომპეტენტური ყოპილხარტ მაგ საკითხში 39

 
BERGდრო: ოთხშაბათი, 01.07.2009, 00:18:57 | შეტყობინება # 30
ჯგუფი: წაშლილები





როგორც იცით ევროპაში ექსტერიერს ცალკე აფასებენ და საველე თვისებებს ცალკე.ანუ სხვადასხვა ძაღლები არიან.შტატებშიც ნაწილობრივ.რუსეთში კომპლექსურად კი აფასებენ მაგრამ,ძაან ბევრი იჩემებს ცოდნას და ვისაც გაუხარდება აკეთებს კლუბებს და უშვებენ ე.წ. სახელმძღვანელოებს,ენციკლობედიებს.ყველაზე სანდო და სერიოზული რუსეთის მონკავშირთან (мооир) არსებული მონადირე ძაღლების კლუბია.საიტებიდან როგორც შევატყვე hunter.ru-ა. პატივისვემით BERG:)
 
998დრო: ოთხშაბათი, 29.07.2009, 19:33:43 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საღოლ ძალინ მაგარი იყო.. 10
 
WIWKAN@დრო: პარასკევი, 07.08.2009, 23:29:11 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იანგდტერიერია ყველაზე მაგარი ძაღლი 166
 
monadire-221დრო: ხუთშაბათი, 22.10.2009, 22:46:43 | შეტყობინება # 33
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაბრადორი კაი ძაღლია მაგრამ სიცხეს ეგუება ცუდად, სიცივეში და წყალში მოგცეს ღმერტმა.
 
ნიადრო: ორშაბათი, 16.11.2009, 20:05:54 | შეტყობინება # 34
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერდელტერიერი (AIREDALE TERRIER)წარმომავლობა. ეს ჯიში გამოყვანილ იქნა დაახლოებით 100 წლის წინ იორკის ოლქში მუშა ტერიერების უძველესი ჯიშისა და ოტერჰაუნდების შეჯვარების შედეგად. აღნიშნული ჯიშის დასახელება წარმოშობილია მდინარე ეირის სახელიდან.

ჯიშის აღწერა. ერდელტერიერის ძირითადი შეფერილობა – ყავისფერი დიდი შავი ან შავ-ნაცისფერი ლაქებით. ბეწვი უხეშია, არ ატარებს ნესტს და საჭიროებს პერიოდულ გაკრეჭას. სიმაღლე მინდაოში – დაახლოებით 59 სმ, წონა – დაახლოებით 20 კგ. ამ ჯიშის თვალები პატარა, მუქი და ცოცხალია. ყურები V-ფორმისაა, ოდნავ ამოწეული. კუდი ნაწილობრივ კუპირებული და მაღლა აწეულია.

ერდელტერიერი (AIREDALE TERRIER)ხასიათი. ადრე ერდელტერიერს იყენებდნენ მგლებსა და დათვებზე სანადიროდ, რის გამოც იგი არ გამოირჩეოდა რბილი ხასიათით. თუმცა, გულმოდგინე მრავალწლიანი ტომობრივი მუშაობის შედეგად ეს ძაღლი გახდა ნამდვილი ჯენტლმენი. ამჟამად, ერდელტერიერი მომთმენი, ხალისიანი და სასიამოვნო ძაღლია, მაგრამ საჭიროებს მისდამი სიყვარულსა და პატივისცემას.

გამოყენება. პატარა ტერიერებისაგან განსხვავებით, ერდელტერიერებს არ აქვთ წვრილი ნადირის სოროებში შეღწევის უნარი, თუმცა ნადირობა შეუძლიათ წავზე ჭაობიან ტერიტორიებზე, ასევე გარეულ ტახზე. ომის დროს ამ ძაღლებს იყენებდნენ შეტყობინებათა მისაწოდებლად საფრონტო ხაზის მეშვეობით, ასევე გუშაგების სახით, ისინი იძლეოდნენ განგაშის სიგნალს, შედიოდნენ შეტევაში მოწინააღმდეგესთან და, ცხადია, ანადგურებდნენ მღრღნელებს. ამის გარდა, ეს ძაღლები მსახურობდნენ პოლიციაში და გამოიყენებოდნენ პირადი დაცვისათვის. თუმცა, ამჟამად, რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს, ერდელტერიერი მხოლოდ კომპანიონი ძაღლის როლს ასრულებს.

შეტყობინება დაამუშავა ნია - ორშაბათი, 16.11.2009, 20:09:58
 
gioდრო: ხუთშაბათი, 19.11.2009, 21:17:26 | შეტყობინება # 35
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესტონურ მდევარი და ანგლო ბევრი რამით განსხვავდება..შენ რა გაინტერესებს კონკრეტულად?
?
 
berdznaდრო: პარასკევი, 20.11.2009, 02:14:29 | შეტყობინება # 36
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 180
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაიკა ნადირზე მაგარია 166 166 166
 
sandro8428დრო: ხუთშაბათი, 03.12.2009, 13:51:33 | შეტყობინება # 37
ჯგუფი: წაშლილები





39 გამარჯობა ხალხო!!!!!!!! ვინმეს თუ გსმენიათ რამე ქართულ მეკვერნია ძაღლზე??
ძირითადად დასსავლეთში იყო გავრცელებული, ჩაქირასაც ეძახდნენ.
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 07.01.2010, 10:20:33 | შეტყობინება # 38
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sandro8428 გურული მეკვერნე , ასე უწოდებენ ჩაქირას, ენდემურ პირობებში ჩამოყალიბდა და ძირითადად გურიის მთიან რეგიონებში , გლეხობაში იყო გავრცელებული, შემ,დეგ აჭარაშიც გადაიყვანეს , დღესდღეობით მისი ძველი სახე თითქმის დაკარგულია, მთელს გურიაში 5 კაცს თუ ეყოლება- ჩაქირა . აჭარაში კერძოდ ხულოსა და ქედაში შემორჩენილია რამოდენიმე სახეუცვლელი ეგზემპლიარები, ჩაქირა მყეფარებს განეკუთვნება, მას ძაან ბევრი პლიუსი აქვს სხვა ძაღლებთან შედარებიტ, ჯერ ერთი დასავლეთის ტყე-ჯაგისთვისაა მისწრება, კვერნაზე ხო საერთოდ შეუცვლელია , ასევე წვრილ ნადირზეც მუშაობს, ჩემი შეგროვებული ინფორმაციით , რომელიც ძველ მონადირე-მეგონჩიებთან შევაგროვე, შველზეც არაჩვეულებრივად ანადირებდნენ, მისი ძირითადი პლიუსი ისაა რო ცივ კვალზე უხმაურიდ მუშაობს და ახლოს მისვლისა და დანახვის შემთხვევაში უყეფს, კვერნა ესე ახლოდან დამფრთხალი ცდილობს ეგრევე ხეზე გავარდეს და ჩაქირაც ჩამოსვლის საშვალებას არ აძლევს ყეფს და ელოდება პატრონს,,,ანუ გონჩი თუ თავიდანვე დაიწყებს შორიდან კვერნას ყეფას და გაჰკივის- აგერ ვარ და მევედიო!!!!! ნადირი დაწინაურებას ასწრებს(კვერნა)გასძვრება გამოსძვრება, გადაძვრება და დაუკარგავს კვალს...სამწუხარპოდ ჩაქირას ფოტო ვერაფერი მოვიძიე, ბავშობისას მყავს რამოდენიმე ნანახი მაგრამ მაშინ ჩაქირასთვის კი არა ჩემთვისაც რო გადაეღო ვინმეს სურათი ჩემზე ბედნიერი კაცი-უკაცრავასდ ბავშვი არ იქნებოდა AllSmail133 ჩაქირა როგორც გავარკვიე თავისი სიმცირის გამო ვერ დაარეგისტრირეს და ესე გაიწირა უნიკალური გურული მეკვერნეს სისხლი გაგაშენებისთვის, არადა საქართველოს სიამაყე--კავკასიურ ნაგაზთან ერთად მონადირეების სიამაყეც შეიძლებოდა გვყოლოდა
 
998დრო: ხუთშაბათი, 07.01.2010, 15:12:59 | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, ჩაქირა ასევე შემორჩენილია ტაო-კლარჯეთში რომელიც ამჟამად თურქეთს ეკუთნის. ტანად ჩაქირა პატარაა მაქსიმუმ 50სმ სიმაღლისაა.მას აქვს ვნიკალური თვისება ერთხელ ნანახ ნადირს თავს არ ანებებს სანამ მონადირე მას არ მოკლავს.ის ძალზე ავი და შეუპოვარია.მას ძირითადად იყენებენ კვერნაზე და ტყის კატაზე. პრინციპში ის ყველა ნადირზე ნადირობს ტახი, დათვი, მაგრამ თავისი გულადობისა და სიმამაცის წყალობით ასეთი ნადირობა მისთვის ტრაგიკულად მთავრდება.მე მქონდა ბედნიერება მენადირა ამ არაჩვეულებრივ პატარა ძაღლთან ერთად ჩემს სიყმაწვილეში.რაც შეეხება მის სურათს ვერსად იპოვი.შემიძლია ჩანახატი მოგიძებნო.
 
mamalixarazuliდრო: ორშაბათი, 15.03.2010, 19:20:39 | შეტყობინება # 40
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრადჰაარი და რუსული გონჩი........... if if if if.... 10 166
 
x_rayდრო: კვირა, 16.05.2010, 11:14:30 | შეტყობინება # 41
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მომეწონა ინფორმაცია ძაღლებზე. და საერთოდ მაგარი საიტია
 
goga-giorgiდრო: კვირა, 16.05.2010, 22:59:33 | შეტყობინება # 42
კაპიტანი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 78
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
PATARA-SAMO მართალი ხარ შემ ზმაო,უნდა გავერთიანდეთ გავიკითხოთ ტელევიზორშიც იყო და ჟუნალ მონადირეში ამაზე სტატია.თურქეთში ყოპილა ჩაკირა ბევრი გადარჩენა შეიზლება ამ ზაგლის 25 25
 
иж-к13დრო: ორშაბათი, 17.05.2010, 00:08:22 | შეტყობინება # 43
ჯგუფი: წაშლილები





მე დიღომში ვნახე და მითხრა იმერეთში ყავსო ერთს და ლეკვს არისო შეპირებული
 
skilterდრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 16:26:02 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
REZI_ ბრატ ჩემი აზრითაც იაგდტერიერს გონჩი ჯობია, რავი ეს ჩემი აზრია 23 23
 
иж-к13დრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 17:37:51 | შეტყობინება # 45
ჯგუფი: წაშლილები





ამ ორ ძაღლს სხვადასხვა მოვალეობა აქვთ და რატო ადარებთ ერთმანეთს? ერთი სოროს ძაღლია მეორე მდევარი
 
PATARA-SAMOდრო: ორშაბათი, 24.05.2010, 23:02:43 | შეტყობინება # 46
ჯგუფი: წაშლილები





skilter, იცი რაა მეობარო არასწორ შედარებას აკეთებ.. ერთი მადევარია მერე სოროს ძაღლია და აქედან გამომდინარე არასწორია მაგათი შედარება 167
 
bunebisgulshematkivariდრო: ოთხშაბათი, 02.06.2010, 20:01:04 | შეტყობინება # 47
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას. სანდრო8428, კრიმანჯული,998,პატარა-სამო ძალიან კარგ საკითხს შეეხეთ, რომელიცაა ჩაქირა და მისი გადარჩენა. მოძმე ფორუმზე: ოჩოპინტრე.გე ამ თემასთან დაკავშირებით ცალკე თემაა გახსნილი. ბიჭებმა გურიაში იმოგზაურეს კიდევაც და მოინახულეს ჩაქირას შემორჩენილი ეგზემპლიარები. იქ ასევეა ახალი სურათები. თუ გაეცნობით ამ საიტს ბევრ საინტერესოს გაიგებთ. იქნებთ თქვენც ახალი ინფორმაცია მოიზიდოთ მომავალში და გადავარჩინოთ ჩვენი ეროვნული ჯიში.
 
grenader21დრო: ხუთშაბათი, 03.06.2010, 03:23:57 | შეტყობინება # 48
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img] აი ესეც მეკვერნია ანუ ჩაქირა.

შეტყობინება დაამუშავა grenader21 - ხუთშაბათი, 03.06.2010, 03:25:56
 
bunebisgulshematkivariდრო: ხუთშაბათი, 03.06.2010, 13:16:39 | შეტყობინება # 49
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (PATARA-SAMO)
იცი რაა მეგობარო ეგენი რაც მაგათმა ნახეს ჩაქირა კი არა და ჯავახიშვილის მაღლივ კორპუსთან რომ არიან მაწანწალა ძაღლები იმათ უფრო გვანან


და სად გინახავს ასეთი მკვეთრად გამოხატული მუქი ყავისფერი პიგმენტაცია,რომელიც მარტო ამ ძაღლებისთვისაა დამახასიათებელი ? მაწანწალა ძაღლებს რომ ეძახი? თავის მოყვანილობაც სურათში რომაა იმისნაირია. თან არ დაგავიწყდეს მჭადზე და პურზე გაზრდილი ძაღლებია(!) ნადირობაში გინახავს როგორები არიან, რაღაც არამგონია. ხოდა შენი ირონია სრულიად ზედმეტია.
 
иж-к13დრო: ხუთშაბათი, 03.06.2010, 14:12:55 | შეტყობინება # 50
ჯგუფი: წაშლილები





ისე ამ ძაღლის პატრონს შეხვდნენ ბიჭები და მაგრა ნადირობსო და არა მგონია მთლად სუფთა იყოს მარა ჩაქირა ეთქმის რა . ისე ამას სხვა ძაღლი არ ეყოლება მინარევი ანი სხვა ჯიში უბრალოდ ამ ჟიშის ძაღლების სიმცირის გამო ნათესავების შეჯვარება მოხდა და ცოტა სისხლი "აიმღვრა" და დაბინძურდა თორე ისე შთამომავლობა სუ ჩAქირასია ისე ძაან კარგი იქნებოდა ჩვენ საიტზე ვინმეს ეშოვა ეს ჯიში და გაგვემრაცლებინა
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების ენციკლოპედია (თქვევთვის სასურველი ჯისის ძაღლები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика