tarxana, შენიც შვიდი თვისაა? წინა გვერდზეც დავწერე. ბაქსის პასპორტი, რომ ავუღე იქ ყავდა მოყვანილი ერთს კი თქვა ვისი ლეკვი იყო, მაგრამ აღარ მახსოვს ზუსტად. კაროჩე ძუ იყო 7 თვის ოღონდ სხვა ფერში იყო ნუ ერთ ფერში იჯდა, მაგრამ ყავისფერ ჩრელს ეკუთვნოდა ნაცრისფერი ბეწვიც ერია. ხო და რას ვამბოვდი 7 თვის იყო და მინიმუმ 2 წელს მისცემდა კაცი ძალიან მაღალი იყო და ნეტავ პერის და ხომ არა? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
avtandil, არა პერის სამივე და ყავისფერია ორი ძმა ყავს ჭრელი და ვერ ვნახე ვერაფრით
დამატებულია (02.05.2015, 21:28:15) --------------------------------------------- kucuna1, ხო თხელი ძაღლია ძარღვიანი თვეებს ვითვლი ვნახოთ რა გამოვა Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
სეზონამდე დაუშვებელია ნადირობა, თუნდაც ერთი იყოს და ლეკვის დასაგეშად გჭირდებოდეს. ბევრს ყავს დასაგეში ლეკვი და ყველა ვერ მოკლავს, რადგან გაზაფხულზე 10 მწყერის მოკვლა სეზონის მინიმუმ 50-ის მოკვლას უდრის, რაც მაგ მოკლულმა მწყერმა გაგიკეთა დღეს ბაზარზე ნაყიდი მწყერიუფრო გამოგადგებოდა. დღესაც და შემდეგშიც. ვიცი, რომ იცი ეს ყოველივე მაგრამ მაინც…
საბოლოოდ ვერ ვნახე სტილი და ვერც სისწრაფე ანუ მინდორში რომ ერთი მეორეზე აფრენილიყო და მენახა აზარტი მასე არ მოხდა თუმცა მწყერი რო დავანახე ძაღლი შეიცვალა
ეგ გაზაფხულზე კი არა სეზონზე თუ მოხდა ეგეც კარგია. ლეკვი ჯერ 7 თვისაა და პირველად იყო გაყვანილი ჩემი სეზონზე დამყავდა და სეზონის ბოლოს მოვიდა ცოტა აზრზე. ასე, რომ რაც აქამდე იყო ორმაგი გაქვს წინ სამუშაო. რო გაუჩერდება ლეკვი მიტანება ასწავლე. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
tarxana, კარგად დგას ნაბულზე. მაგრამ ამდენი საატი ლეკვის მინდორში ტარება არ შეძლება. ნორმა 30-45 წუთი ამდენი საათი მაგარი ცოდავაა და თან მთავარი ისაა რმ ყოველ გასვლაზე სახლში ისე უნდა წამოიყვანო ძაღლი რომ გული კიდევ მინდვრისკენ უწევდის რადგან მეორე დღეს მუღამზე იყოს. ამ ვიდეოში მართლაც სერიოზულად დარლილი ჩანს.. ნადირობა
დამატებულია (03.05.2015, 19:13:53) --------------------------------------------- giorgi1998, ხო მარა წყალი მქონდა წაღებული თუმცა ერთ საათში ისევ მოითხოვა გაყვანა კარგია იაროს არაფერი უჭირს
Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
tarxana, უფრინველოდ რომ ამდენი ირბინა მაინც ცოდვაა. აქტიურად ფრინველი რომ შეხვედროდა მერე კიდე ხო.. მე ჩემსას რომ ვგეშავდი ექსპერტმა მითხრა ესე ქენიო თორემ მეც დაღლამდე ვარბენინებდი..
მეგობრულ რჩევას მოგცემ მეგობარო, ჯერ ერთი ესეთ სიცხეში ლეკვის ტარება დაუშვებელია, მეორე მაქსიმუმ 20 წუთი ისიც თუ სტილში დარბის და ეძებს, თუ ურევს ეგრევე უნდა ჩააბა და გაიყვანო მინდვრიდან. პირველ ვიდეოში შენს ადგილას ძაღლტან მივიდოდი ავიყვანდი ხელში დაახლოებიტ 20 მეტრით უკან გავიწეოდეი და ნიავის საპირისპიროდ გავუშვებდი, ცხვირი ძალიან დაბლა ქონდა და თუ ასეთ დროს შეაქე შემდეგშიც ასე გააგრძელებს. ამას გარდა არავიტარი დაჭრილი მწყრით არ უნდა ავარჯიშო მითუმეტეს ძებნა-ეს აპორტირება არაა. ძაან მომხდა ყურში-ბრძანება ეცი! სამწუხაროდ ამ ბრძანებას ბევრი ხმარობს. მეგობარო ძაღლი ნაბულის მერე უნდა გაგზავნო ფრინველის ამოსაფრენად, ამიტომ ბრძანება წინ!-აბსოლუტურად საკმარისია. ეცი მისთვის ასოცირდება -მიდი დაგლიჯე, შეჭამე, გაანადგურე-მითუმეტეს დაჭრილ ფრინველზე ავარჯიშებდი. არ მინდა თავი შეგაწყინო და იფიქრო ეს რატომ პროფესორობსო, მე უბრალოდ არ მინდა ის შეცდომები დაუშვა რაც მე მაქ დაშვებული პირველი ძაღლის გეშვისას. ხო და კიდევ ზედმეტად აგულიანებ, არ უნდა ამდენი ბრძანება, ისწავლოს დამოუკიდებლად მუშაობა, ყველაფერს ტავისი დრო აქვს, ერთ დრეში არცერთი მეძებარი არ გამხდარა საველე ჩემპიონი.
სროლაზე კი გითხრეს ბიჭებმა, გუშინ წეროვანში გდიმ ასე გეშვისას დიდი ჯარიმაც გამოუწერა მოქალაქეს და თოფის კონფისკაციაც გაუკეთა, ყველამ გაითვალისწინეთ რომ გდი მანქანებით კი აღარ დარბის, თვითონაც ძაღლები ყავთ გამოყვანილი და ასე აკვირდებიან კანონდამრრვევებს. d.kakulia
gagrinski, ხო ბევრ რამეს მართალს ამბობ და მისაღებია კერძოთ რო ძაან ვაგულიანებდი რაც შეებება სიცხეს არ ცხელოდა, თავი 70% შემთხვევაში სულ მაღლა ეკავა თავიდან რომ მივედით მინდორში აქტიურად დასდევდა ჩიტებს ნუ გასაგებია რაც შეხება კრიტიკას და რჩევას ყველაფერი მისაღებია მაგრამ ნუ მომკალი და არ მინდოდა დაბრუნება ამდენი სიარულის მერე მწყერის გარეშე მესამეთ გამყავს და თან ისეთ ადგილას წავიყ ანე რო უნდა მენახებინა ვგმობ მე წესწბის გარეშე ნადირობას ვინც მიცნობს იცის თან სასტიკად ვგმობ თუმცა გამომდის ზოგჯერ მეც უწესობა დანარჩენი ყველაფერი გასაგებია და მისაღებიც არის
დამატებულია (03.05.2015, 21:37:43) --------------------------------------------- giorgi1998, ვა რა გიჟობა ლეკვია მომეწონა ძაან ხო პერიც ძაან ლამაზი ძაღლია საბოლოოდ ვნახავთ ერთად რა გამოვა
Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
giorgi1998, მამა ცოტა გაწელილია ან ფოტოა მასეთი დედა მომწონს და თავად ლეკვიც მომწონს ეგ არა ხო სწრაფი ძებნის კურცჰაარი? Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
tarxana, ვესტოც შედარებით მძიმეა. ვენიუსს რაც შეეხება KS წოდება რომააქვს ამით ყველაფერი ნათელია. KS-ს გამოცდები ძალიან ძელია ძაღლმა ჩააბაროს რადგან ყველა სიტუაციაში ცდიან ძაღლებს. წყალში აპორტირება,ცხოველზე,რაც მთავარია მინდორშიც ანუ ტანთან შედარებით ვენიუსი სწრაფი იქნება.. ფსიქოლოგიურად ცდიან ძაღლებს.
dereza, კურცჰაარებში მართლაც წინსვლა გვაქვს..აწი თუ შემოიყვანს კაცი ლეკვს მართლა კარგი უნდა აარჩიოს თორემ კონკურენტები ძალიან ძლიერები არიან.. ნადირობა
giorgi1998, ხო წინსვლა მხოლოდ სამონადირეო კუთხით! იცი რა არ მესმის ემსახურები ამ საქმეს გააკეთე რა ისე როგორც წესია სადარი წესიერი საგვარეულო საბუთი ? სადარი ევროპული დონის ძაღლსაშენი ? ან რატო არ უნდა გააკეთო ისე რომ აღიაროს FСI ერთი ინგლისურად საგვარეულოს გაცემა რა გახდა ამისთანა ან იქ რო მიუთითო ძაღლის პირადი ნომერი ან ეგ რა პრობლემა ვობშემ ჯერ ძაან შორს ვართ თითქმის არაფერი გაკეთებულა კლუბის ჩამოყალიბების თვალსაზრისით
მიტანებიდან რომ გადაგეღოთ ბატონო თენგო კარგი იქნებოდა, თუმცა ნაბულიდან ლტოლვით რაც გაიარა და თუ მანამდე მიზანმიმართული ძებნა აჩვენა სტილში, ჩემზე კარგად იცით რაც უნდა დაწერო ეგეთ დროს-2! d.kakulia
არ გეწიყინოს, ბაბუს ნიკით თენგო ქარქაშაძეა, ჩვენი მამების ტოლა კაცი და დამიჯერე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მეძებრების, ყველა მისი ძაღლი დიპლომირებული იყო, ვულფსაც 2 დიპლომი აქვს.
ეცისთან დაკავშირებით მეც იგივე აზრზე ვარ, მაგრამ ეგ საბჭოტა კინოლოგიიდან მოდის სამწუხაროდ.
მიტანებიდან რომ გადაგეღოთ ბატონო თენგო კარგი იქნებოდა, თუმცა ნაბულიდან ლტოლვით რაც გაიარა და თუ მანამდე მიზანმიმართული ძებნა აჩვენა სტილში, ჩემზე კარგად იცით რაც უნდა დაწერო ეგეთ დროს-2!
კი ,დათო,ეგრე იყო ნამდვილად! ჯიშისთვის დამახასიათებელ სტილში და რაც მთავარია საკმაოდ ენერგიულად ეძებდა. სისწრაფე,სიმართლე გითხრა მყარ შვიდიანზე იყო. მეტი ნამდვილად არა. აი მიტანებას რაც შეეხება,მართლაც ძალიან სწორხაზოვანი და სწრაფი იყო. იგივე მწყერი გადამჯდარიც დაამუშავა და ამოაფრინა. მართალია მეორე მუშაობა ოდნავ ხარვეზებით იყო,ვინაიდან ფრინველი გარბოდა.
Babu-Wolf, კარგია იმედია მამის კვალს გაყვება ბაქსიც. გუშინ წინ მესამედ გავიყვანე მაგარი ნაწვიმარი იყო წყლები იდგა ბაღებში მწყერიც ნაკლებად იყო და ვერ ვიმუშავეთ, როგორც გვინდოდა. მწყერი ან დარბოდა ან მალევე ფრინდებოდა. :(
Babu-Wolf, კი იყო შორი ალბათ 10 მეტრი თუ მეტი არ ვიცი მარა იქნებ სანამ მიხვედით მწყერი წავიდა წინ თუ ეგ მომენტი არ ითვლება და საერთოდ მიმაჩნია რო ბევრი არაობიექტური მომენტია საველე დიპლომის აღებაში მარა იმას ვაღიარებ რო თუ ძაღლი ძლიერია უეჭველი აჩვენებს შედეგს მაგრამ თუ ძაღლი ჩვეულებრივი ანუ საშუალო ძებნის მანერით არის მანდ სუფთა წყლის გამართლებაა და მასეთ გამართლებულ დიპლომს რაღაც მოცემულ კონკრეტულ მომენტში ბევრი მონადირე ძაღლი აიღებს პირადად მე ვფიქრობ იმ მასალიდან რა მასალასაც გავეცანი მთავარია მიზანმიმართული სწრაფი ძებნა რათა დიდ მინდორში ერთი ან ორი მწყერიც რო იყოს იმის პოვნის უდიდესი შანში ქონდეს ძაღლს და რაც შეეხება უბრალოდ მწყერზე შეფეთება მანდ უკვე გამართლებაა და ჩვეულებრივი საშუალო მონადირე ძაღლის მომენტია ანუ იცით რავ ვგულისხმობ კერძოთ მე III ხარისხის დიპლომს რო გამართლებაზეა და შეიძლება უკეთეს ძაღლმა ვერ იპოვოს მწყერი და ოდნავ უფრო სუსტ ძაღლს გაუმარლოს და აი რაც შეეხება მაღალ ხარისხის დიპლომს და ქულებს ეგ სუფთა წყლის დამსახურებაა რო ხედავ როგორ ფარავს ძაღლი მინდორს და როგორ ეძებს დაჟინებით და მიზანმიმართულად ეგ უკვე სხვა თემაა თორე დანარჩენი რავი ხო კარგი ძაღლია და სანადიროთ საკმარისია მარა რო ილაპარაკო მაგაზე და ძაღლს აუ ისეთია ასეთია მეორე მისი მეგობარი ან ნაცნობი მონადირე აძაგებს და რაც შეეხება შაგინოვს ის საერთოდ ამბობს რო საქართველოში ძაღლი არაა და საერთოდ რაზეა საუბარი აღარ მესმის აღავ ვსაუბრობ კულიარულ საუბრებსი რო მსაჯთა კოლეგიაც კერძოთ ექსტერიერის შეფასებისას ხშირად არაობიექტურია და მიკერძოვებული ყოველშემთხვევაში იყო პრეცედენტები ვობშემ არვიცი გამომივიდა იმის თქმა თუ არა რის გადმოცემაც მონდოდა მარა ეგ ჩემი ხედვაა და ჩემი აზრი მაპატიეთ თუ ვინმეს რაღაც არ მოსწონს ან სხვაგვარად თვლის Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
tarxana, გიო გასაგებია ძმაო რასაც ამბობ. ზოგადად ნადირობაც გამართლებაა ზოგი შედეგიანად ამთავრებს ზოგი უშედეგოდ მაგალითად მე, :) ვერც იხვი ავიყვანე წელს და ვერც ქათამი. ესეა საველეც ნახევარზე მეტი გამართლებაა ასევეა ძაღლებიც რომელიც შენითქმის არ იყოს მიზანმიმართულად ეძებს. აი მაგალითად შარშან დონჯაშვილის ინგლისური სეტერი ბოლო ნომრად გავიდა საველეზე და თავის საქმე გააკეთა მაინც, ერთერთ ძლიერ მეძებრად ითვლება დღესაც. მანამდე გასული ზოგიერთი ფავორიტი ძაღლი კი უდიპლომოდ დარჩა. ჩემი აზრით ყველაფერი 50/50-ზეა გამართლებაც გინდა და ცოდნაც, რომ ძაღლმა შედეგი აჩვენოს რაც შეეხება შაგინოვის განცხადებას, რომ თურმე ძაღლი არაა საქართველოში მაგასაც პირდაპირი გაგებით რომ არ შევხედოთ მივხვდებით რაშია საქმე. დღეს საქართველოში რა კლუბებიც არის თითქმის ყველა კერძოა რაც არუნდა ფედერაციები და ეროვნულები ვიძახოთ. მაინც კერძოა და ეს ფაქტია. წინა კურხჰაარი, რომ მყავდა იყო საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის წევრი. (ალბათ) რავი საბუთი კი მომცეს რამდენიმე მერე მანამდე არც საგვარეულო მქონდა და არც არაფერი. ის საბუთიც აღმაშენებელზე ქუჩაში მომცა ვიღაც ქალმა ისე რომ არც ლეკვი უნახავს არავის და არც არაფერი მოუთხოვიათ. 5 ლარის გარდა. სხხვა კლუბები არ ვიცი, სახელები მაგრამ არც იქ არაა რამით უკეთესი სიტუაცია. რაც შეეხება " სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება"-ს ეს კლუბი არაა ეს არის ადამიანების გუნდი რომელიც ცდილობს ქვეყნის შიგნით შენარჩუნდეს სუფთა სისხლია მონადირე-მეძებარი ძაღლები და ამ ჯგუფში ვერთიანდებით მეც, შენც და სხვა მონადირეები რომლებსაც ამ (კლუბის) ლეკვები და ძაღლები გვყავს. ეს არის ის მინიმალური საქმე რაც ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმია. ანუ: დღეს მეტის შანსი არაა, ბოლობოლო ქვეყანა თავზე გვენგრევა და ჩვენი ნადირობა ვის აინტერესებ? ამისთვის სახელმწიფომ ან სერიოზულმა ბიზნესმენმა უნდა იზრუნოს. რომ ქვეყნის გარეთ სიტყვა თქვას ჩვენმა ძაღლებმაც, მაგრამ ნულიდანაა დასაწყები ყველაფერი. მე მივესალმები, რომ გაკეთდეს საშენები და საერთაშორისო საბუთი ეძლეოდეს ძაღლს და მერე პატრონის საშუალებაზე და ნებაზე იყოს მისი წინსვლის საქმე. მაგრამ მანდამდე დიდი დროა, კი ეხლა ვითომ არია მცდელობა, რომ ცალკე გამოეყოს და გახდეს საერთაშორისო მაგრამ ნაღდად არ ვარ გამწევრიანებელი მანდ წლები უნდა სიტუაციის დალაგებას და მერე კი ბატონო ავიყვან ლეკვს როცა საქართველოში გაზრდილი მინიმუმ მესამე თაობის ლეკვი იქნება და არა ახალი შემოყვანილი რომელიც რატომღაც ყველას იდეალური ჰგონია. მანამდე კი ცხვედიანის კლუბის წევრია ჩემი ბაქსიმუსი და მომავალი ძაღლებიც მანდედან მეყოლება რადგან ყველაზე დიდი ხანია არსებობს და ბოლობოლო ყოფილი (მონკავშირის) ბაზაზეა გაგრძელებული და დღეს საქართველოში ამაზე კაი ვარიანტი არ არსებობს. მიცენ ამ ხალხს საშუალება და მიხედავენ ისერ, რომ სხვა ქვეყნებშიც მიდიოდნენ აქაური ძუ ლეკვები იქ სისხლის გასაახლებლად. რა ვერ მოახერხებენ? მაგრამ დიდი ფულივ და დიდი დრო უნდა თუ დაიწყებენ. ბოლოს კი ესე მინდა დავამთავრო: ხშირად მითქვამს, რომ ლეკვი 200 300 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს გინდა ახალი შემოყვანილი იყოს გინდა ძველი მონადირეს მონადირე უნდა ერქვაა და არა ვაჭარი. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
avtandil, ეხლა მინდოდა რაღაცეები საწერა მარა ძაან ბევრი ნიუანსია და ცოტა გაბუქებული მომენტები არ მიყვარს მე იცი რა მინდა რო ორი მაგარი შემოყვანილი ძაღლის ლეკვებიც ძაან მაგრები იყვნენ და იმათ მიექცეთ ყურადღება არა და და ის გამოიყვანონ ისეთი როგორიც უნდა იყოს და აქ ეცადონ რო გამოიყვანონ უნიკალური ძაღლი უცხოეთის დამხაებით Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
გასაგებია, ორიცაა და მეტიც, ჯერ მარტო კურცჰაარი აიღე, მაგრამ სხვ ფორმალობებია მისახედი პირდაპირ ლეკვების გამრავრავლებით ვერ მოგვარდება ამხელა საქმე. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
რატომ უნდა მოხდეს უსაბუთო ძაღლის დართვა არ მესმის, თან კარგ ხვადთან. საწყენად არ ვამბობ, თუ ასე გაგრძელდა დართვები, საქართველოში კურცჰარი კი არა არცერთი ჯიში აღარ დარჩება, მე შენი მეგობრის ადგილას მაგ ძუს სტერილიზაციას ჩავუტარებდი. არ შეიძლება უსაბუთო და წარმომავლობის არ მქონე მეძებრების გამრავლება. d.kakulia
gagrinski, რატომ უნდა მეწყინოს ვერ გავიგე და რატომ უნდა დავმალო რომ ძაღლი გამოეკიდა ისიც ვერ გავიგე(ჩეწმს ძაღლს თუ არ დავაძალე მტკაველზეც არ მისდევს).ან იმას ვინ დაამტკიცებს რომ ძაღლი განაბულ მწყერს ედგა და არა გაპარული ამოაფრინა,და საერთოდ მანდ რომ მაღალი ბალახი ყოფილიყო მწყერი ამოფრინდებოდა თუ არა.ერთს ვიტყვი და ვინც ძაღლი და ნადირობა იცის გაიგებს,ძაღლი რომ დადგება,იმდენად უნდა დაამუშავოს იმან ფრინველი რომ ეცი მგას და ტაში ტუშები კი არ დაჭირდეს უნდა აფრინდეს დამატებით ხმაურზე.გუშინ წყვილმა მწყერმა 25 მეტრზე მეტი ირბინა და რას ნიშნავს ჩემს ძაღლს ნობელის პრემია ეკუთვნის?ყნოსვის მანძილი სხვანაირად იზომება ნორმალურ ქვეყნებში(ნორმალურს მე ამ კონკრეტულ ასპექტში ვგულისხმობ),მცოდნე ადამიანი ხარ ჩემთან შედარებით და ყნოსვის სიზუსტე რაც არის ისიც იცი,რასაც რომ მაგ ვიდეოდან გამომდინარე ჩემი გამოუცდელი თვალი ვერ ხედავს,პატივს გცემთ სუყველას და მზად ვარ დამსახურებული(ოღონდ დამსახურებული) კრიტიკაც ავიტანო. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
იტოგში ისევ შაგინოვის სიტყვებს მოვიშველიებ მაგრად ხალისობს საქართველოში რო ყნოსვის მანძილს ზომავენ ასე ამბობს ძაღლი ან მუშაობს ან არა და რაც შეეხება მანძილს ხან შორი იქნება ხან ახლოს და ყველაზე მეტად იმას აფასებს ახლოს რო გააკავებს ფრინველს არესტს რო გაუკეთებს ისე სასაცილო ისარი რო 80% თავის ძაღლს და თოფს ისე აქებს რო გადაირევი და მასთან მდგომი მონადირე კი აძაგებს Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
tarxana, პირველ რიგში გიორგობას გილოცავ. შენ რაღაც გაწუხებს და არ ამბობ? :))) იასნია ყველას თავის გლახა ურჩევნია ისე მიშლის ხანდახან ნერვებს ბაქსი ლამისაა გავცოფდე ხოლმე მთელ მინდორ ველს ესმის ჩემი ღრიალი :) მაგრამ ეს ხანდახან ონაკლო არავინ და არაფერია. ისე ბაქსი სერიოზულ ჩეპეებშა გახვეული ტკიპებმა დამიკბინეს და წინა ფეხს ითრევს ცოტათი რატო არ ვიცი! :( არა და 14 წაყვანა მინდოდა, მაგრამ სადაც ტკიპა გავაცალე ბეწვი გაცვივდა იმ ადგილას ეხლა კიდე აკოჭლდა და კაროჩეეე ერთ კვირაში არამგონია გაუაროს. :( მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
tarxana, მეც ეგ მაოცებს მანძილს რომ ზომავენ,თითქოს ფრინველთან შეთანხმებულები იყვნენ და არ ინძრეოდა,მე თუ მკითხავ ფრინველი ისე უნდა შეიზღუდოს,დამუშავდეს ძაღლისგან რომ იმას გაპარვის სულვილი,გზა აღარ უნდა ქონდეს მიწაზე,უნდა აფრინდეს და მაიკლას,ოღონდ სეზონზე. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!