ინგლისური სეტერი მინდა მეგობარს ვაყიდინო კარგი საგვარეულო ნუსხით და ხომ არ იცით ვის ყავს მადლობელი დაგრჩებით თუ ნომერს დამიწერთ remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
[img][/img] 4 სეზონს ნადირობს "ჯული", 90 ცალამდე იხვი ავიღე წელს და 1 არ დამიკარგავს, ძალიან მაგრად მუშაობს, ერთი პრობლემა გვაქვს, 2.5 წლის რო იყო პირველად დავაჯვარე და იმის მერე არ მოუნდომებია, მინდა ლეკვები მოვაყვანინო მაგრამ არ "ტყდება", ეხლა 20 დგის წინ დაუწყენ ხვადებმა დევნა მაგრამ არაფერი, ნეტა რაშია საქმე ვინმეს ხოარ გქონიათ ესეთი შემთხვევა?
Maverick, მართლაც მაგარი ინგლისური სეტერია!!! ვისია, საიდანაა? ხომ ვერ მოგვაწდიდი ინფორმაციას? მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
sulxani, პატარა ასაკის ლეკვის დაბანა რეკომენდირებული არ არის, იმიტომ რომ იმუნიტეტი არ აქვს ძლიერი.შეგიძლია თანაბარი რაოდენობის ღვინის ძმარი და წყალი შეურიო ერთმანეთს და იმით გაწმინდო.როცა აცრების კურსი დამთავრებული ექნება შეგიძლია შამპუნით თვეში ერთხელაც აბანავო. რაც შეეხება ძვლის ნახარშს შეგიძლია მისცე ოღონდ პირველად ადუღებული წყალი გამოუცვალე, რომ ზედმეტად ცხიმიანი საჭმელი ნაღველს გაუღიზიანებს. mixo-kiziki
landia, საერთოდ არ უჭირს წყალში შესვლა, ძალიან მაგრად მუშაობს. ისეთ ადგილებში მიწევს ნადირობა 50% კანალის მეორე მხარეს ვარდება იხვი და ერთიც არ დამიკარგავს.
Maverick, მომილოცავს,მიყვარს ესეთ ნაბულს რო აკეთებს ინგლისური სეთერი,მაგარია. აბა სასახელო გაგეზარდოს ძამი მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
მე მყავს 1 წლის და 4 თვის ინგლისური სეტერი სუფთა სისხლის იმენა ძაააან მაგარი ლეკვიაა რასაც ქვია მწყერზე არის დაგეშილი იცის მოტანა და ქატამზე მინდა რომმ ან გავყიდო ან გავცვალო რამე კაი ჯიშის ლეკვში შემეხმიანეთ ამ ნომერზე 598 400 249 m.rusadze
გამარჯობათ ბაზიერლებო 4 დღის წინ ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე(ბამზე) დავკარგეთ (მოიპარეს)ძუ ინგლისური სეტერი ლავერაკი 9 თვის თუ არ დაგვზარდებით მოდერებს გთხოვთ მთავარზე დადოთ ტ 599 16 64 02 monadire
royal canin starter maxi + ხაჭო (უცხიმო) + მაწონი (უცხიმო) + beapher top 10(ვიტამინია) 2 თვემდე ამ კვებაზე გყავდეს და 2 თვის შემდეგ როიალ კანინ ჯუნიორ მაქსი და ხაჭო რომ შეურიო ხანდისხან და კდიევ კარგი იქნება ხილს თუ ჩაურევ ხოლმე ჩახეხილს ვაშლს ან ბანანს და ა.შ
zrichila, გადასარევი პასუხია! არ იცის კაცმა და კითხულობს ამიტომ ყოველგვარი ირონიის გარეშე გაეცით პასუხი თუ გინდათ რომ ცოდნა გაუზიაროთ! რას ნიშნავს "იმდენზე უნდა გავიდეს ძაღლი მონადირისგან რამდენზეც სანადირო ობიექტია"??? თუ მინდორში ფრინველი მონადირისგან 100 მეტრით წინ ზის ძაღლი ასი მეტრით წინ უნდა გავიდეს??? მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, ეგეც ხომ ვიცით რომ შორს გასვლა მინუსში არ ეთვლება. შეჯიბრებში მინუსი არ ეწერება როგორც ვიცი. და 100 მეტრით რომ გავიდეს და ნაბულს გააკეთებს თუ სხვაგან მწყერი არ არის ეგეც ცუდი ძაღლია თუ პატრონია ზარმაცი ან ზედმეტად მსუქანი. უნდა გავიდეს იქამდე სადაც სანადირო ობიექტია და უფრო ლავერაკი რადგან მეტად მოძრავი ძაღლია. ჩემი აზრია ეს და არასოდეს შეუწუხებივარ ძაღლის შორს გასვლას იმიტომ რომ ახლოს არ არის სხვა სანადირო ობიექტი. ჩემი ძაღლი ჩემი პარტნიორია და მასაც უნდა რომ ახლოს იყოს. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
საერთოდ იტალიაში(ევროპაში) საველე შეჯიბრებზე 500 მეტრსაც გადიან თუ დაჭირდათ. ოღონდ ნაბულზე დადგომის შემდეგ სანამ პატრონი არ ეტყვის არ აკეთებენ მიტანებას.ამიტომ შორს გასვლა არაა ნაკლი . ნადირობა
zrichila, გასაგებია რომ შენი აზრია და შენ არ გაწუხებს, მარგამ ძაღლი უნდა გადიოდეს პარალელებზე მონადირისგან და არა წინ! რადგან ასეთი სვლით ძაღლი უფრო დიდ ფართობს ამოწმებს! მხოლოდ წინ რომ დადიოდეს ძაღლი, მონადირე რაც არ უნდა გამხდარი და მუხლმაგარი იყოს მაინც ძალიან მალე გასძვრება სიქა! ანუ ერთი მინდორის მთლიანად მოსაჩხრეკად წინ და უკან უნდა იაროს! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giorgi1998, ძამიკო ამ ევროპელებს ყველაფერში კი არ დაეჯერებათ! ძაღლი რომ მინადირისგან წინ 500 მეტრი გავა და იქ ნაბულზე დადგება, ეს შოუ და გამოცდა კი არა სუფთა იდიოტობაა! თან ეგ ამბავი არ გამოგვადგება ეტალონად საქართველოში მონადირეებს, რადგან რეალურად წარმოუდგენელი მგონია რომ მასეთი გასვლით ნორმალურად განადიროს ძაღლმა! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, იმას კიარ ვამბობ რომ ჩვენც მასე გავაკეთოთ. ჯერ არაა საქართველოში მაგის საჭიროება რადგან არგვყავს გუნდი რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გადიან. და ჩვეულებრივ მონადირეს ეგეთი ძაღლი არაფრაფერში არ ჭირდება(არ გამოადგება)სისულელე არამგონია იყოს რადგან ეგეტი დონის მგეშავები სისულელეს არ გააკეტებდნენ(ჩემი აზრით) მეც არ მომწონს ესტეტიურად რომ ძაღლი 500 მეტრს გადის და ძლივს ხედავს მგეშავი მაგრამ სტანდარტებში შედის.
დამატებულია (18.02.2015, 19:32:24) --------------------------------------------- თან ჩვენთან რომც ძან მოვინდომოთ ძაღლი მაგდენს ვერ გავა იმითომ რომ მწყერზე ვნადირობთ და ეგ ფრინველი ყოველ 5 მეტრშია და ძაღლს არ უწევს მაგდენი გავიდეს ფრინველის საპოვნელად.
giohunt1982, გეთანხმები რომ აქ სხვა პირობები და ნადირობის სტილია. გამძლეობა და მოძრაობის სისწრაფე არ აკლია ლავერაკს.500 კი ნამეტანია. 100 მეტრი მაქსიმუმ ისიც როცა სეზონი მთავრდება და უკვე გრილა კიდეც. ისე საშუალოდ 20-25 მეტრია ჩემი მეგობრისთვის. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!