11:05:41
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » ლაბრადორი (ჯიშის დახასიათება)
ლაბრადორი
SNAIPERდრო: ხუთშაბათი, 02.07.2009, 18:03:08 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაბრადორ რეტრივერი (LABRADOR RETRIVER)
წარმომავლობა. ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით.

ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრივერი ძლიერი და მჭიდრო აღნაგობისაა. სიმაღლე მინდაოში: 55-57 სმ. წონა: 24-36 კგ. ძუ უფრო პატარაა – 54-56 სმ მინდაოში. ამ ჯიშის თავი მოქცეულია გვერდით, თავის ქალა – ფართო მოცულობისაა, მაგრამ სქელი ლოყების გარეშე, ზოლები წმინდაა. გადასვლა მრგვალი შუბლიდან ცხვირის სწორი ზურგისკენ მდორეა, ცხვირის ბიბილო – სქელია, თანკბილვა – მაკრატელისებრი, თვალები – წაბლისფერი ან თაფლისფერი, არაჩვეულებრივი ჭკვიანური გამომეტყველებით. ყურები დაკიდებულია და განთავსებული თავის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.

ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.

გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.



შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - ხუთშაბათი, 02.07.2009, 18:10:54
 
kasperaდრო: ხუთშაბათი, 09.07.2009, 12:02:11 | შეტყობინება # 2
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მყავს ყავისფერი ლაბრადორი და ძალიან ჭკვიანია ძალიან მაგარი ყნოსვა აქ და ჯერ არ დამიგეშია მაგრამ ლაბრადორის ნადირობა რო ვნახე ძალიან მაგარი იყო მაგრად ნადირობს ეგ ჯიში იხვზე და საერთოდ წყალმცურავებზე k01 453
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 10.07.2009, 18:36:09 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყალმცურავებზე იმენა ბადალი არ ყავს,ისე ყველაფერზე შეილება დაგეშო 453 453
 
kasperaდრო: შაბათი, 11.07.2009, 00:01:19 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი მწყერზე და დათვზეც კი შეიძლება მაგის დაგეშვა თურმე 166

შეტყობინება დაამუშავა kaspera - შაბათი, 11.07.2009, 00:01:55
 
gioდრო: ოთხშაბათი, 22.07.2009, 18:46:11 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მიყურებია დათვზე და ტახზე ანადირებენ...კარგად ნადირობსსსს
 
STRELOKდრო: ოთხშაბათი, 22.07.2009, 21:50:59 | შეტყობინება # 6
ჯგუფი: წაშლილები





მე მაგ ძაღლთან ერთად არ ვარ ნანადირევი, მაგრამ ბევრი ვიდეო მაქვს ნაყურები, არ მგონია ჩვენი შედარებით თბილი ზამთრის პირობებში დრათხარს და მითუმეტეს გორდონს აჯობოს წყალმცურავებზე ნადირობაში, შეიძლება უფრო კარგი გამომტანი იყოს წყლიდან მაგრამ რასაც ნადირობის სილამაზე ქვია მაგალიტად ნაბულის იხვზე ისეთ სილამაზეს ვერ აჩვენებს ჩემი აზრით, თან აუცილებლად მეორე ძაღლია საჭირო 36_1_69
 
monadire-221დრო: ხუთშაბათი, 22.10.2009, 22:56:50 | შეტყობინება # 7
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია ლაბრადორი მაგრამ წყალსი და სიცივეში.ცითბოცს ცუდად იტანს და მწყერზე ნ ადირობისას მალე იღლება.
რაც შეეხება ყნოსვას მარტლა მაგარია.
 
kiroდრო: სამშაბათი, 01.12.2009, 16:08:53 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ ძაგლი მყავდა სუფთა შავი მწყერზე არ ვარგა ქატამზე ნიჯევო რა იხვზე კი ბადალი არ ყავს გამოტანაში, ხოლო რასაც ნადირობის სილამაზე ქვია ნიტოა ეგა რა
 
@shota@დრო: სამშაბათი, 01.12.2009, 21:04:03 | შეტყობინება # 9
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kiro, გეტანხმები, ეგ ძაგლი ლამაზი ნადირობისტვის არაა!
 
Adminდრო: ორშაბათი, 14.12.2009, 18:29:34 | შეტყობინება # 10
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც მე გამიგია ამ სფეროში მცოდნე ხალხისგან , ლაბრადორს როგორც მონადირეს ერთი პლიუსი აქვს მოტანა.ინგლისში მას მეორე ნომერ ძაღლად ამუშავებდნენ,ანუ პოინტერის და ინგლისური სეტერით მოპოვებულ ფრინველების მოსატანად იყენებდნენ.რაც შეეხება ყნოსვას კარგი ყნოსვა აქვს,მაგრამ მონადირული გენეტიკა არა აქვს.ყველას გვინახავს უჯიშო,ფინია,ან სხვა ჯიშიანი არამონადირე ძაღლები რომ ნადირობდეს,მაგრამ მონადირეთ ასეთი ძაღლის აყვანას ლეკვობიდან არავინ აპირებს,იმიტომ რომ მისთვის ნადირობის სწავლად იმდენი შრომა უნდა, არ ღირს.ასეთია ლაბრადორიც.მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი ლაბრადორებზე,მაგრამ ერთიც არ მინახია რომ ნადირობდეს,ყველა ნადირობაში მომტანად იყენებენ.
 
grenader21დრო: სამშაბათი, 15.12.2009, 00:09:41 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალი ხარ იხვის წყლიდან გამოტანაში ბადალი არ ყავს,მაგრამ მინდორში დიდი არაფერია, თანაც უწყლობა უჭირს სხვა მეძებრებზე უფრო მეტად.
 
levani27დრო: სამშაბათი, 22.12.2009, 20:24:52 | შეტყობინება # 12
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წარმომავლობა
ლაბრადორის წარმოშობის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინაპრები სამხრეთამერიკელი ინდიელების ძაღლები იყვნენ, რომლებიც მეთევზეებს ბადეების ამოღებაში ეხმარებოდნენ. პირველად ევროპელებმა ეს შრომისმოყვარე ძაღლები ქალაქ სენტ-ჯონსის(კუნძულ ნიუფაუნდლენდის ეკონომიკური ცენტრი) პორტში აღმოაჩინეს. ამიტომ თავდაპირველად მათ სენტ-ჯონსის სახელი შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ლაბრადორი შავი ფერის იყო. ამ შეფერილობით მათ ლაბრადორიტის ქვას ამსგავსებდნენ და შესაძლოა ამიტომ მიიღეს ეს სახელწოდება. მეორე ვერსიით, ლაბრადორის წინაპრები ნახევარკუნძულ ლაბრადორიდან იყვნენ. მესამე ვერსიის თანახმად ლაბრადორები პირველად პორტუგალიელებმა ნახეს და მათი შრომისმოყვარეობით მოხიბლულებმა ლაბრადორი ანუ მშრომელი უწოდეს.

ჯიშის აღწერა
რეტრივერი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. რეტრივერის სხვადასხვა ჯიშის სახეობებია გავრცელებული, რომელთა შორის ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბრადორ-რეტრივერი, გოლდენ(ოქროსფერი) რეტრივერი, ახალშოტლანდიური რეტრივერები. რეტრივერის განსაკუთრებული ყნოსვის უნარი გააჩნია, ბრწყინვალე მახსოვრობით გამოირჩევა, მძლავრი კონსტიტუციური აგებულებისაა, ამასთან-ძალზე ძლიერი და ამტანიც. ლაბრადორი მძლავრი აგებულების, ძალზე აქტიური ძაღლია. აქვს მოკლე და ხშირი ბეწვი. გრძელი თავის ქალა აქვს. ყბა საშუალო სიგრძის, მაგარი. ცხვირი გრძელი, ლამაზი ფორმის. თვალები-საშუალო ზომის, თაფლისფერი და ტყის კაკლის ფერი. ყურები-ჩამოკიდებული, მოკლე და მსუბუქი. კისერი-ძლიერი, მაგარი. თათი-მრგვალი, კარგად განვითარებული. კუდი- სქელი, სშუალო სიგრძის. შეფერილობა-შავი, ყვითელი, თეთრი.

ხასიათი
ლაბრადორი ჭკვიანი, ყურადღებიანი და დამჯერი ძაღლია, რომელიც მუდამ მზად არის, თავის პატრონს რამეთი ასიამოვნოს, ხასიათით მეგობრულია და ამასთანავე არ გამოირჩევა ზედმეტი აგრესიულობით.

დანიშნულება
ლაბრადორის შესაძლებობები მრავალმხრივია. ის არის კარგი მონადირე, ერთგული მეგობარი, იდეალური კომპანიონი. ლაბრადორ რეთრივერი შეიძება გამოყენებული იყოს როგორც სამსახურეობრივი ძაღლი, რადგანაც არის ერთგული გამცილებელი და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის შესანიშნავი გზამკვლევი. ლაბრადორის შესაძლებლობებს იყენებენ როგორც ნარკოტიკების, ასევე ასაფეთქებელი საშუალებების ძიებისას. არის კარგი მაშველი[/size]

 
иж-к13დრო: შაბათი, 06.02.2010, 22:31:34 | შეტყობინება # 13
ჯგუფი: წაშლილები





ლაბრადორი ჭკვიანი ძაღლია აპორტირებას აკეტებს და სინამდვილეში ამ ძაღლის დანიშნულება ნადირობა არ აის
 
goga-0niდრო: პარასკევი, 26.02.2010, 23:44:19 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკელდ როგოც გავიგე უნივერსალური ძაგლია მაგრამ კონკრეტული პროფესია არ აქვს 10
 
zaza-50დრო: შაბათი, 27.02.2010, 16:09:55 | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოტანაშია მაგარი სერიოზული. ისეც ჭკვიანი ძაღლებია რეტრივერები მაგრამ ნაბულია მთავარი ფრინველის ძაღლში რაც რეტრივერებს ცოტა ვერ გამოსდით
 
goga-0niდრო: სამშაბათი, 09.03.2010, 23:37:27 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლობელს ყავდა მაგრამ არა სანადიროდ უბრალოდ ეზოს ძაღლად მაგრამ ძაან მაგარი იყო ნაგაზებს ებმებოდა, ერთხელ ძაღლებს აედევნა ტყეში კვერნას გადაეყარა და ხეზე აყვა დაბალი ტოტებიანი ხე იყო მაგრამ მაინც გამოაჩინა თავისი მონადირული გენი 166
 
BERGდრო: პარასკევი, 12.03.2010, 20:29:33 | შეტყობინება # 17
ჯგუფი: წაშლილები





ვერ მივხვდი ლაბრადორს ვინ აძაგებს?! საძაგებელი ჩემი აზრით ისაა ძაღლი რო მონადირეს არ უჯერებს. და ეს არც ჯიშის და არც ძაღლის ბრალი არაა.
აბსოლუტურად უნივერსალური ძაღლი არ არსებობს. ფრინველის ძაღლებში (და არა მეძებრებში) ზოგი ნაბულს არ აკეთებს,ზოგს მოკლე ალური აქვს,ზოგს აპორტირების ჟინი არა აქვს მანდამაინც;
"ცხოველის" ძაღლებში,მიუხედავად იმისა რო თითქმის ერთ ნადირზე ნადირობენ სტილი აქვთ სხვადასხვა.
არ შეიძლება მდევარს,მყეფარას და სოროს ძაღლს ერთნაირად მოვთხოვოთ.
მესმის ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს, მაგრამ ჯერ ამა თუ იმ ჯიშის ნადირობის თავისებურებები გავიგოთ და მერე აღარ გვექნება "ლიჩნი ნეპრიაზნ" ამა თუ იმ ჯიშის მიმართ. 23_30_126
 
BERGდრო: პარასკევი, 12.03.2010, 20:32:14 | შეტყობინება # 18
ჯგუფი: წაშლილები





ხო მართლა, ლაბრადორისთვის მოვხიე ამხელა რეჩი და ეგ სულ დამავიწყდა:ლაბრადორისნაირი ძაღლი აპორტირებაში თითქმის არაა.
 
uchauchaდრო: შაბათი, 13.03.2010, 13:02:01 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SAMO ჩემი ლეკვი ეხლა არი ოთხი თვის და ნაბულს აკეთებს და აბა მელანდება? 23 23 ლაბრაორი არ მაგარი ძაღლიიი.. ჯერ მოტანა არავის უსწავლებია და მოაქ გინდ წყალიდან გინდ ისე.. ალბათ ყველაპერი დზაგლისა და პატრონის მიჩვევაზეა.. 23 23 მარა მე მევასება ეს ლაბრადორი და რა ვქნა და არა იმიტო რო მე მყავს
 
emceდრო: პარასკევი, 26.03.2010, 19:57:53 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაბრადორის მონადირრის თვისებებს რომ თავი გავანებოთ მე ვთვლი რომ , ძალიან ლამაზი ძაღლია, კარგი აღნაგობა აქვს, ლამაზი თავი და ა.შ. ნადირობას რაც შეეხება იხვზე გენიალურიაო გამიგია
 
SNAIPERდრო: ოთხშაბათი, 26.05.2010, 23:20:02 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
иж-к13, არა ძამიკო დათხარს აჯობებს კიარა იმენა იხევს კიდეც,შარშან კულევში ვიკავით და ძმაკაცებს კავთ სერიოზული დათხარები და ბლატაობდნენ კიდეც და მე იმ წელს დავითრიე ლაბრადორი,ტბაზე მოგვიწია გაჩერება თითქმის მთელი დღე, ქარყინვა იყო მაგარი და იმათი დათხარები იმენა გაითოშნენ,ერთს ყვერები მოეყინდა და ძლივს გადავარჩინეთ და მეორე ვეღარ დადიოდა,ჩემ ლაბრადორს არ გაუგია არაფერი ხიკა და ხიკა იხვები წყლიდან,იმის მერე კი დააყენეს ერთი ადგილი,და აღიარებდნენ რო დათხარი წყალში ვერ ჯობია ლაბრადორსო
 
grenader21დრო: კვირა, 30.05.2010, 23:45:52 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბსურდია და მეტი არაფერი დრადხაარის შეჯიბრება ლაბრადორთან წყალში მუშაობაზე, დრატხაარი მოიკოჭლებს თანაც მაგრად. ხალხნო ძაღლს თათებზე სპეციალური აპკი აქს წყალში საცურაოდ, რა დრადხაარი რის სხვა რომელიმე კიდევ.
 
ვულფდრო: შაბათი, 12.06.2010, 23:04:16 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მაგ აზრზე ვარ grenader21, ძამი, მინახია ანონსიც რომ გააკეთა ნადირობისას სასაუზმოდ შევჩერდით ის კი მისთვის იქვე დარბოდა პირველად რომ მოგვაკითხა არ მივაქციეთ ყურადღება მეორედ კი გაყვა პატრონი და მწყერიც მოაკვლევინა ჭკვიანია.
 
PATARA-SAMOდრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:48:31 | შეტყობინება # 24
ჯგუფი: წაშლილები





ხოხობი კიდე ჰა ჰა შეიძლება მარა... კურდღელს თყეში ერთხელაც ვერ მოკრავს ლაბრადორი თვალს 167 ყველაფერს თავისი დანიშნულება აქ და არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში... მარა ჩვენ ხო საქართველოშჳ ვარ სადაც ყველაფერი შესაძლებელია.. ზოგიერთბეს რო კითხო გონჩი მწყერზე ნაბულსაც აკეთებსო 069 069
 
SNAIPERდრო: ოთხშაბათი, 08.06.2011, 13:30:58 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ჩემი შავი ლაბრადორი, ეხლა თეთრი მოვიყვანე მაგარი როჟაა ძაან
[url=]My WebPage[/url]



[url=]My WebPage[/url]







შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - ოთხშაბათი, 08.06.2011, 13:43:14
 
SNAIPERდრო: ორშაბათი, 20.06.2011, 11:59:52 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ლეკვი მოვიყვანე ეხლა 40 დღისაა თეთრი ლაბრო და მწყერზე თუ გაქაჩავს ვნახოთ
[img]http://i056.radikal.ru/1106/f7/cf417316fbed.jpg[/img/]


შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - ორშაბათი, 20.06.2011, 12:07:16
 
toka_monadireდრო: პარასკევი, 01.07.2011, 22:32:01 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
omo_96დრო: ხუთშაბათი, 07.07.2011, 16:22:27 | შეტყობინება # 28
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ჯიში ხოხობზეც ძაან მაგარია რატო არავინ არაფერს ამბობს კაკაბზეც მაგად მანადირა წყალმცურავებზე ლაპარაკობთ ყველა
 
fshaveloდრო: კვირა, 17.07.2011, 00:23:00 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰოო, მაგრამ საკმაოდ ძვირიც ღირს... ამის ყიდვას ისევ ლავერაკი ან პოინტერი სჯობს ალბათ სანადიროდ

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
paata123123დრო: პარასკევი, 26.08.2011, 22:49:06 | შეტყობინება # 30
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავინ თქვას რომ დრათხარი ლაბრადორს ჯობია მყავდა დრათხარი ყველაფერი იცოდა მაგრამ არ მიჯერებდა სულ ვეჩხბებოდი და ზოგჯერ მოპარვირთ მკბენდა
ზოგჯერ ნადირს აფუჯებდა და ხსჰირად არ მოქონდა ახლა ლაბრადორი მყავს და ყველაფრს მალე სწავლობს არაფერზე არ ჭირდება შენიშვნა


;D
 
მახო44დრო: კვირა, 25.09.2011, 16:03:36 | შეტყობინება # 31
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაბრადორის სამუშაო აწი იწყება... მწყერზე თუ ნელია დანარჩენზე ზედ გამოჭრილია. მაგარი ძაღლია, დიდი სიმპატია მაქვს ამ ჯიშისადმი 166 166

მ.მელაძე
 
xarataდრო: კვირა, 25.09.2011, 19:50:17 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER, მეგობარო ეს მაგარი ძაღლი ღალღის გამოსატანად დატანჯეთ იმ სიშორეზე?ძალიან მაგარი ძაღლია 166 166 166
 
beqaდრო: ორშაბათი, 24.10.2011, 17:50:20 | შეტყობინება # 33
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ.ერთი წლის თუ დაიგეშება?ახლობელი მჩუქნის და მაინტერესებს.

გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 24.10.2011, 19:05:51 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემთან სურათებში მყავს დედალი ლაბრადორი მოტანა მისი სტიქიაა ნაღდად მაგრამ ცოტა აჯანჯღლებს დათმობა უჭირს რასაც დაითრევს არ გაძლევს ცოტა ხანი,ნუ გაზრდის ბრალია ლეკვი როცა ეყოლება დავიტოვებ მამალს და მაგარ წყლის ძაღლად მეყოლება,მწყერზე მეორე ძაღლად,არ ვარგა მწყერზე ეს და სხვები არ ვიცი კიდე რო ნადირობდნენ კარგად..ნუ სეტერივით ვერ ინადირებს ისე ლამაზად მაგრამ უძაღლობას ჯობია,ცოტას დაასვენებ წყალი უნდა წაიღო და ეგაა

★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ორშაბათი, 24.10.2011, 19:22:13
 
marsiდრო: ორშაბათი, 24.10.2011, 21:00:04 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მაგარი ძაღლია მართლა ბადალი არ ყავს ზამთარში წყალში მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ ამ ფასში მაინც დრატჰაარი და გორდონი მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო უნივერსალები არიან

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
Drathaar9დრო: ორშაბათი, 24.10.2011, 22:25:24 | შეტყობინება # 36
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება , მყავს 1 წლის ლაბრადორი , წელს დაიგეშა მწყერზე კაკაბზე არაჩვეულებრივად ნადირობს და გამოაქვს წყლიდან მაგრამ აქვს ერთი პრობლემა რაც რამოდენიმეჯერ დაემართა, – დიდ დატვირთვაზე , გადატვირთვაზე (ვარჯიშის , ნადირობის დროს) ერთბაშად წყდება წელს ქვევით (უკანა ფეხებით) , თვითონ ვერაფერს ვერ გრძნობს თავისას აგრძელებს , 15 წუთი დასვენების შემდეგ ისევ ჩვეულებრივადაა და აგრძელებს ნადირობას :))) 1შემთხვევაში ეზოში დაემართა ბურთით ვეთამაშებოდით მზე იყო , მეორე მწყერზე მაშინაც მზე იყო და მზეს დავაბრალეთ მაგრამ ახლახანს საღამოს დაემართა ბაღში :)) ხომ არ იცით ვინმე კარგი ვეტერინარი რომ მსგავს პრობლემას კურნავდეს ან თვითონ ხომ ვერ დამეხმარებით ?

შეტყობინება დაამუშავა Drathaar9 - ორშაბათი, 24.10.2011, 22:29:34
 
valerikaდრო: ორშაბათი, 24.10.2011, 23:20:52 | შეტყობინება # 37
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Drathaar9, ეს მგონი ამნეზიააა,, თავში ხო არ დაგირტყია ,,ახლობელმა თავში დაარტყაა და მის მერე დაემართა ამნეზიაა 23

....
 
orioniდრო: სამშაბათი, 25.10.2011, 11:58:51 | შეტყობინება # 38
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაბრადორი მართლა მაგარია წყლის გიჟია მაგრამ ერთი პრობლემა აქ მე როგორც ვიცი თუ არ გაწვრთენი კარგათ მოუსვენარია და თავისებური თვისებები აქ სხვა ჯიშებისგან განსხვავებით.ყველა ძაღლი თუ არ გაწვრთენი კია დაუმორჩილებელი მაგრამ ლაბრადორი განსაკუთრებით.მე მყავდა და სახლში ვერ ვაჩერებდი ხოლმე ჯერ ლეკვი იყო თან. Drathaar9, ვეტერინართან მიიყვანე აუცილებლად და ყველაფერს იქ გაარკვევ ძმა ეგ ისეთი ჯიშია რომ შეიძლება დარდითაც კი დაავადდეს.

პატივისცემით
გიორგი ალთუნაშვილი


შეტყობინება დაამუშავა orioni - სამშაბათი, 25.10.2011, 11:59:20
 
Drathaar9დრო: სამშაბათი, 25.10.2011, 13:17:48 | შეტყობინება # 39
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote
არა ამნეზია არაფერ შუაშია , არც დამირტყამს თავში
დარდის არაფერი ეტყობა სულ თამაშზეა :)))))) ვინმე კარგი ვეტერინარი ხომ არ იცით რო მივიყვანო ?
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 25.10.2011, 14:06:40 | შეტყობინება # 40
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კოლმეურნეობის მოედანთან, ამერიკის ყოფილ საელჩოსთანაა კლინიკა.
555 275 507 მარიკა. დაურეკე და ზუსტად გეტყვის მისამართს.
აუცილებლად უნდა მიიყვანო ძაღლი, უყურადღებოდ არ დატოვო
 
SNAIPERდრო: ოთხშაბათი, 26.10.2011, 23:13:15 | შეტყობინება # 41
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Drathaar9 მე მყავს შავი ლაბრადორი წლის იყო რო მოიყვანეს და აღარც მიცდია ბრძანებების სწავლა კი შეილებოდა მესწავლებინა მაგრამ ინგლისურს ვძდიდი და აღარ მქონდა იმის დრო რო იმდენი დრო დამეთმო რაც ლავერაკს,შავია ძუ და უნიკალურია ნადირობაში ქათამზე ბურდში და ჯაგებში იმენა ეკეტება იხვზე და წყლიდან გამოტანაზე ხო ვაბშე კლასიკააა არტ დამიწყონ დახარებმა და გორდონებმა შეჯიბრება ნბევრი მოიყინა და ისე გამიიტანეს ჩემი ლაბრო კუისრტამდე წყალსი იჯდა და თავის საქმეს აკეთებდა.
ყველა ჯიშის ძაღლი მყოლია მონადირე ფრინველზე ინგლისური ირლანდიური შოტლანდიური პოინტერი სპანიელი კურცხალი დათხაარი და ბოლო ორი წელია მყავს ლაბრადორიც და დიდი გამოცდილება და ურთიოერთობა ჩამომიყალიბდა ამ ჯიშებთან ყველა თავისი ხასიათით და განსაკუთრებუობით გამირჩევა.ლაბრადორი იმას ვერ გაგიკეთებს რასაც პოინტერი მწყერზე არც მოეთხოვება,სტოიკა არააქვს როგორც სპანიელმა ისე იცის ამანაც გაგრძნობინებს რო იქვე ყავს,მარა ზატო ქათამზე იხვზე ხოხბზე კაკაბზე უნიკალურია და ბერ ზემოთ ჩამოთვლილ ჯიშებს შეილება აჯობოს კიდეც ოპიტზეა ვის როგორააქს ჩამოყალიბებული ნადირობის პრაქტიმკიდან.
ასე რო ცხვირი და ყნოსვა უნიკალურიო აქვს მთავარი თქვენზეა ვინ რას როგორ ასწავლით,ცოტა ველურები კი არიან იმიტომ რო ზედმეტი ენერგიით გამოირჩევიან.
ჩემი შავი ლაბრო ნადირობაში მწყერზე და ხოხბზე ბევრჯერ დაცემულა როგორც ძემოთ აღნიშნეს დამბლასავით ემართებაო და იქცევაო სიცხეს ვერ იტანს შავები მითუმეტეს და თეთრს იმიტო ვზდი რო ზუსტად ეს მაინტერსებს თუ უფრო მეტად გაუძლებს,მე იმენA მწყერზე ლაბრო არ დამყავს უმეტეს წილად თუ ცვარი აქვს მოჯნა კიდე თორე მალე ვარდება და მერე ხელით ბევრჯკერ მითრევია თუ ცვარიანი არ იყო,ასე რომ მაგან არ დაგაფრთხოთ რო ვერ იმოძრავა ლაბრომ მშრალში მხურვალე ძაღლებია და წყალი უყვართ განსაკუთრებულად.
მე ისე მასიამოვნა მაგ ჯიშმა რო რავი ძაან ჭკვიანი და გონიერი ჯიშებია მწყერის გარდა შეილება ფრინველზე თუ კარგად გაწრვთნი რათქმაუნდა ბევრი უნიკალური ჯიშებ ი უკან ჩამოიტოვოს.... ესაა ჩემი კომენტარი ლაბროებთან დაკავშირებით
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 27.10.2011, 19:03:50 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER, ზემოთ დავწერე გაზრდილი მყავს მოყვანილი და არ უნდა მოცემა მოტანით მოაქვსთქო და სწავლება არც დამიწყია..დღეს ჩაუტარე ერთი ორი გაკვეთილი ეზოში და კარგად აიღო სტარტი ვნახოთ იხვზე წავიყვან რას იზავს..ცოტაც გადაუღე ეზოში რასაც ვაავრჯიშებ და მერე გავიყვან მდინარეზე ან დიდი ბასეინი მაქვს გასაბერი(თუარ გახია) და სანამ წავიყვან წავაავრჯიშებ ცოტას:)))

სნაიპერ შენი რჩევებია საჭირო პირადში 39

დამატებულია (27.10.2011, 18:03:50)
---------------------------------------------
ამ ბოლო პერიოდში ბევრ მონადირე ძაღლთან მქონია შეხება და ლაბრადორი ადვილი დასაგეში მეჩვენება..ვისაც ლეკვობიდან გყავთ შეიძლება სხვა აზრზე იყოთ 23


★ஜ۩۞۩ஜ★
 
butxaდრო: ხუთშაბათი, 27.10.2011, 22:06:29 | შეტყობინება # 43
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 96
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემპირდნენ ლაბრადორის ლეკვს და ამ თემას რო გადავხედე ესე იგი ღირს არა აყვანად?

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
 
beqaდრო: ხუთშაბათი, 27.10.2011, 23:10:00 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
.
Quote (SNAIPER)
წლის იყო რო მოიყვანეს და აღარც მიცდია ბრძანებების სწავლა

გამიგია თქვენს ლაბრადორზე.შარშან ჯაპანაში გყავდათ ჩემს ძმაკაცთან ერთად იყავით და იმან მომიყვა მაგარიაოო!მეც შეიძლება მაჩუქონ და წლის რომაა მაგიტო ვიკავებ თავს


გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.

შეტყობინება დაამუშავა beqa - ხუთშაბათი, 27.10.2011, 23:12:06
 
Drathaar9დრო: პარასკევი, 28.10.2011, 16:37:57 | შეტყობინება # 45
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mdinareze ubralo qvebzec yvintaobs , :)))) პირველად როდესაც არ იყო წყალში ნამყოფი , მოვხვდით ბაზალეთის ტბაზე და მანქანის კარების გაღება არ იყო ძაღლი გაქრა და დავინახეთ უკვე 50 მეტრზე მაინც იქნებოდა გასული აქიდან გადავუგდე ბოთლი და ჩემდა ჭირათ ეს ბოთლი ჩაიძირა , ჩაძირვა არ იყო ჩაყვა თან 20– 30 წამით გაქრა ძაღლი და მეთქი უკვე დამეხრჩო თქო და უცბად ამოყვინთა ბოთლიანა კინაღმ გადავირიე :))))
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 28.10.2011, 17:32:30 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო რა 20 წამზე მართლა ჩემი თვალით მაქვს ნანახი სხვის ნაამბობს არ გიყვებოდით რაც ქნა და მინდა ავღნიშნო ეს ჯიში იმდენად მოქნილია და სხარტი გარეგნულად საერთოდ არ ეტყობა,რო შეხედავ შთაბეჭდილება ზანტი და არც თუ ისე მოძრავის აქვს,ვავარჯიშებ და სიმაღლეზე ხტება,თითქოს წყალში ეშვება ისეთნაირად იცის ამაღლებულზე შეხტომა საკმაოდ მკვირცხლად,პიტბული აკეთებდა ჩემი მაგას და გერმანული ნაგაზიც აკეთებს..მოკლედ ეს ჯიში მონადირე კაცს აუცილებლად უნდა ყავდეს 166
მინდა ერთ საყურადღებო ნაკლზე გესაუბროთ,ამ ჯიშს მართლაც სიცხის პრობლემა აქვს..ეს დღეებია სიცხეა ქუთაიში და არ უჭირს აქტიური მოძრაობა გადაგდებული მოაქვს და არ იღლება ცოტას ვასვენებ და ისევ ვარჯიში..მაგრამ არამგონია აგვისტოს და სექტემბრის მზეს გაუძლოს..ამიტომაც ემართება კანტუზია რომ ვეძახით და ეს გადაღლის ბრალია ზაპხულში..ეხლაც გაუბეორებს იმ ძაღლს ვინც ასეთნაირად აგვისტოს მზეზე გადაიტვირთა და მოუვიდა თავბრუსხვევა,რაც არ უნდა სისცივე იყოს დატვირთვაზე მაინცნ გაუმეორებს და ამიტომაც ზაფხულობით არ დავმართოდ ეს ინსულტია თუ რაღაც უბედურება


★ஜ۩۞۩ஜ★
 
beqaდრო: პარასკევი, 28.10.2011, 20:26:01 | შეტყობინება # 47
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.იუთუბზე რაც იხვზე ნადირობებია ყველგან ლაბრადორი ყავთ ამერიკელებს და მაგათ არ გაუჭირდებათ სხვა ჯიშების შოვნა.თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ იხვიც ბევრია და ძირითადად წყლიდან გამოტანის პრობლემა აქვთ და არა ნაბულზე ნადირობის.

გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
 
ENUQICHIდრო: კვირა, 06.11.2011, 03:05:30 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]
[img][/img]
[img][/img]

დამატებულია (06.11.2011, 02:03:06)
---------------------------------------------
რაღა იუტუბზე წავიდეთ მეზობელ სამეფოში შევიხედოთ 01155 06a6b

დამატებულია (06.11.2011, 02:05:30)
---------------------------------------------
ისე რასაც ამ დღეებში დავრბივარ რამოდენიმე არა მაგრამ ორი გამოკვეთილი ხაზი დავაფიქსირე ლაბრადორების,დედალი მოგეხსენაბათ მამალს საჭიროებს და შესაბამისად მოუწია დრო ჩემსას 167 ქუთაიში შემოვირბინე ყველაფერი და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს დავაჯახებ,თუ რაზე ვამბობ სურათებით მოგაწვდით ყველაფერს საკმაოდ საინტერესო ცნობა იქნება 166


★ஜ۩۞۩ஜ★
 
ENUQICHIდრო: კვირა, 06.11.2011, 03:37:04 | შეტყობინება # 49
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ესეც ექვსი თვისაა და რაშვება 10

ამის მერე აღარაფერზე მაქვს საუბარი 23_30_126

http://www.youtube.com/watch?v=OUKQgWP_qJA აქ შედით ვინც ცოტა ინგლისური იცით და გაიგებთ სამი ფერის ლაბრადორების შესახებ ანიმალ პლანეტის რელიზია საკმაოდ ნაყოფიერი უყურეთ არ იძლევიან ვიდეოს გაცემის საშუალებას მხოლოდ გილინკავს

დამატებულია (06.11.2011, 02:37:04)
---------------------------------------------
http://www.youtube.com/watch?v=0cj81wHmfXc&feature=relmfu


★ஜ۩۞۩ஜ★
 
ENUQICHIდრო: კვირა, 06.11.2011, 18:08:41 | შეტყობინება # 50
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
orioni, არა ძმა ბასეინი რადგინდა გაიყვან მდინარეზე ტბაზე და მოატანინებ რაღაცეებს,მე მაგალითად ვედრაში უგდებდი ქვებს და ვაყვინიებდი მერე წავიყვანე და კაია,ამას ლეკვები ეყოლება კაი ჯიშია მამლები ამის ტანის არიან და თავები აქვთ დიდი ცოტა,ეხლა ვაჯვარე მალე ეყოლება ლეკვები,რომც გადამეხადა ფული მე რაც მინდოდა ისეთი მაინც არ გამოვიდოდა დიდი ალბათობით რადგანაც ძვირს აძლევენ ვიცნობ ხალხს და არ გამოდით კაი ექსტერიერით ისე კი ნადირობენ..ეხლა ისეთს გამოვიყვან რომელიც მინდოდა სულ კაი ხანი მამალი ვარჩიე მთელი ქუთაისის მამლები ვიცი უკვე და მალე საუკეთესო ეგზემპლიარიც მეყოლება 167 ფასები კი ძვირია ისე ამათი

★ஜ۩۞۩ஜ★
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » ლაბრადორი (ჯიშის დახასიათება)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика