14:48:33
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » შოტლანდიური სეტერი (გორდონი)
შოტლანდიური სეტერი
SNAIPERდრო: ხუთშაბათი, 02.07.2009, 17:44:39 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შოტლანდიური სეტერი
წარმომავლობა. შოტლანდიური სეტერი ძველი ინგლისური შავ-ჩალისფერი ძაღლების საფუძველზე XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყვანეს. მის შექმნაში ძირითადი როლი გორდონთა ჰერცოგების თავშესაფარს ეკუთვნის. ჯიშწარმოქმნის პროცესში გამოიყენებოდა მეტიზაცია სხვა ჯიშების სეტერებთან, ასევე პოინტერებთან. ამასთან ერთად, სამუშაო თვისებებით განთქმულ შოტლანდიურ სეტერებს მრავალჯერადად იყენებდნენ სხვა სეტერების გასაუმჯობესებლად. თავიდან ბოლომდე აღნიშნული ჯიში 1860 წელს ჩამოყალიბდა.

ჯიშის დახასიათება
შოტლანდიური სეტერი გამძლე, ძალზე ჟინიანი ძაღლია, რომელსაც აქვს ნებისმიერ ადგილას მუშაობის უნარი. ინგლისური სეტერის მსგავსად, სეტტერ-გორდონს აქვს შესანიშნავი ალღო, მისგან გამოირჩევა უფრო მასიური აგებულობით, შთამბეჭდავი ჩორთით და ნაბულის სტილით. სეტერ-გორდონის ძებნის დიაპაზონი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა სეტერებთან, რაც ამ ჯიშს ტყეში ნადირობათა მოტრფიალეების საყვარელ ძაღლად ხდის. მშვიდი, დამჯერი, პატრონის მოყვარული გორდონი – შესანიშნავი სახლის ძაღLია. საჭიროებს უხეშ, მაგრამ მომთმენ წვრთნას. შოტლანდიური სეტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.

აღწერა
შოტლანდიური სეტერის ძაღლი მასიური, მაგრამ მშრალია.
თავის ქალის ყუთი მოცულობითია, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული თხემით. გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე გამოხატულია. დრუნჩი მშრალი, ფართო, გრძელი, მართკუთხაა პროფილში შეხედვისას. ამ ჯიშის ყბები ძლიერია, ტუჩები ჩამოშვებული არაა, ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა. თვალები დიდია, მომრგვალებული ფორმის, სწორად განლაგებული, მუქი თაფლისფერი ფერის. ყურები დასმულია თვალების დონეზე ოდნავ მაღლა, ისინი ფართო, დაკიდებული, გრძელი და თხელია, დაფარულია გრძელი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით.
კორპუსი ძლიერი კონსტიტუციისაა, ღონიერი, ოდნავ გაჭიმული.
მკერდი ფართოა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე.
თეძოები მკვრივია, ზურგი – მოკლე
წელი – ზევიდან შეხედვისას ფართო, ოდნავ ამობურცული
მუცელი – უმნიშვნელოდ აწეული
კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი
თათები – ოვალური, მჭიდროდ შეკრული თითებით
კუდი სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში, სწორი ან ხმალისებრი ფორმის. ძაღლს იგი უჭირავს მიწის პარალელურად. კიდურების უკანა ზედაპირებზე და მკერდის ქვედა ნაწილში –გრძელი, სწორი თმისაგან წარმოქმნილი ანაძენძი
შეფერილობა: შავ-ჩალისფერი. შავი ფერი – ღრმა ნახშირისფერ-ბზინვარე, მურა ფერის ელფერის გარეშე. თრთვილები – კონტრასტული, ხასხასა წითური ფერის. ისინი განლაგებულია თვალების ზემოთ და დრუნჩის გვერდებზე, მკერდზე, წინა და უკანა კიდურებზე, კუდის საფუძველის ქვეშ. დაშვებულია შავი ფერის ზოლები თითებზე და ნიკაპზე, პატარა თეთრი ლაქა მკერდზე
სიმაღლე მინდაოში: ხვადი – დაახლოებით 66 სმ, ძუ – დაახლოებით 62 ასმ. წონა: ხვადი – დაახლოებით 30 კგ, ძუ – დაახლოებით 25 კგ.

ყოლა და მოვლა. შოტლანდიური სეტერი საკმაოდ კარგად ეგუება ბინაში ცხოვრებას. თუმცა, საჭიროებს სივრცეს განვითარებისათვის და აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს.

 
998დრო: ოთხშაბათი, 29.07.2009, 19:29:10 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სეტერების ფანი ვარ მაგრამ შოტლანდიური სეტერი არ მყავს ნანახი ნადირობაში როგორც სტატიიდან ჩანს ტყის ქათამზე იქნება კარგი.
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 14.01.2010, 17:12:51 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





davit006, თუ გინდა მოგცემ ნომერს ვისაც მართლა კაი შოტლანდიურები ყავს.ქუთაისშია
 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 19.01.2010, 22:30:20 | შეტყობინება # 4
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შოტლანდიური სეტერების თემაში რო ირლანდიურს აქებენ მაგრა ვხალისობ, და თან კიდევ მოანცემებში პირველიაო რო ამბობთ, მაინტერესებს რომელი სტანდარტებით არის ირლანდიური სეტერი სხვა სეტერებზე წინ, ევროპული სტანდარტები რომელიც ძირითადად იგივე ბრიტანული სტანდარტია დაკოპირებული და ასევე რუსული ოდნავ სახეცვლილი რომელიც ჩვენი სტანდარტების თითქმის იდენტურია, მასეთი რამე არ წერია არსად.. არის სხვადასხვა კონტინენტური მაგალითად ამერიკული(შტატები) სტანდარტები, მანდ სხვა მონაცემებით აფასებენ ძაღლერბს ვიდრე ჩვენ , მარტივი მაგალითისთვის იმას ვიტყვი რო პოინტერი შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეს იმის და მიხედვით თუ რამდენ ფრინველს ნახავს და რა დროში და ნაკლები ყურადღება ეთმობა იმას თუ როგორ ნახავს, რა ძებნის მანერით, რა გაწრთვნილობას აჩვენებს , კუდი აქვს ჩატეხილი , ყური მოჭრილი თუ სამფეხაა ეგ სულ არ აინტერესებთ, ირლანდიური ეშმაკების რა მოგახსენოთ მაგრამ ყრუები თუ მოზამბიკისა და ტანზანიის სტანდართებით არიან პირველ ადგილზე ეგ ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმუადგენს, არსებობს მახასიათებლები და მონაცემები თითოეული ჯიშისთვის .დამახასიათებელი ნიშანთვისებები-ექსტერიერის გენეტიკური და ასე შ...მაგრამ არსად არ წამიკითხავს რო რაიმეთი კონკრეტულად ფრინველზე ნადირობაში ირლანდიური ჯიშის (ზოგადად ჯიში და არა ინდივიდუალური ეგზემპლიარები) რამეთი ჭინ ყოფილიყვნენ ინგლისურებზე... კაი ძაღლია გადასარევი, ბევრი თაყვანისმცემელი ყავს, ლამაზია(ვის როგორ ესმის სილამაზე)მაგრამ საველე პირობებში სეტერებში ბოლოზეა...თუ ჩემი არ გჯერავთ შეგიძლიათ ფედერაციაში მიხვიდეთ და მონაცემები მოითხოვოთ ან გაზაფხულზე გამოიყვანოთ თქვენი წითელი კუდრაჭები და საველეზე დაგვიმტკიცოთ რისი მაქნისები არიან. პოინტერის მერე ოფიციალურად დამტკიცებულია რო ინგლისური სეტერი აფიქსირებს საუკეთესო ყნოსვას.მე მაგალითად მა ძაღლში რაც მომწონს არის მისი აზართი, და მეტი არაფერი, იმაზე ხო ვგიჟდები ნაბულზე რო დებილივით დასცქერის მწყერს მეტრონახევრიდან და კუდს აქიცინებს, , შოტლანდიურის სიდინჯე და სიმშვიდე მაწყნარებს და უფრო მეტ ყურადღებას ნადირობის ესტეტიურ მხარეს ვუთმობ, ალბათ სიბერისას ამ ძაღლს ავიყვან, (ღრმა სიბერისას) ინგლისურით ვნადირობ, მსიამოვნებს, და შიგადაშიგ შედევრებსას ვეზიარები... აი პოინტერით კი დავშლიგინებ და კომბაინივით ვპარსავთ მინდვრებს. ეგ უფრო საზეიმო აღლუმს გავს. ალბათ მალე ინგლისურ სეტერზე გადავალ(ასაკი ძმაო ასაკი)შოტლანდიური სეტერი მართლა კარგი ძაღლია, მართალია ხშირად არ მინადირია ამ ჯიშთან ერთად მაგრამ რაც მინადირია ყოველთვის შედეგიანდ და მშვიდი სიხარულით დამიმთავრებია ნადირობა...
 
BERGდრო: სამშაბათი, 19.01.2010, 23:14:28 | შეტყობინება # 5
ჯგუფი: წაშლილები





krimanjuli, 166 10

ერთს დავამატებ:შოტლანდიური სეტერი გამოირჩევა წყლის სიყვარულით. მე ყველა ჯიშს მირჩევნია გორდონი წყალმცურავზე - ხასიათით რბილი, ძლიერი და ჭკვიანი
ამ ჯიშის ძაღლით ინადირებ წლის ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფრინველზე.
 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 20.01.2010, 10:35:26 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (BERG)
შოტლანდიური სეტერების თემაში რო ირლანდიურს აქებენ მაგრა ვხალისობ, და თან კიდევ მოანცემებში პირველიაო რო ამბობთ, მაინტერესებს რომელი სტანდარტებით არის ირლანდიური სეტერი სხვა სეტერებზე წინ, ევროპული სტანდარტები რომელიც ძირითადად იგივე ბრიტანული სტანდარტია დაკოპირებული და ასევე რუსული ოდნავ სახეცვლილი რომელიც ჩვენი სტანდარტების თითქმის იდენტურია, მასეთი რამე არ წერია არსად.. არის სხვადასხვა კონტინენტური მაგალითად ამერიკული(შტატები) სტანდარტები, მანდ სხვა

krimanjuli, ძმა მე ვაქებ ამ ძაღლს იმიტომ რომ ვიცი რა შეუძლია... ლავერაკიც კარგიია გორდონიც კარგია..პოინტერიც ..... ეს ჩემი აზრია....

ისე გორდონის ლეკვს მჩუქნიან მე უნდა ამოვარციო და რამე განსაკუთრებული ზნაკი ხომ არაა აქვს ფერს ვგულისხმობ
 
krimanjuliდრო: ოთხშაბათი, 20.01.2010, 20:50:47 | შეტყობინება # 7
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სულ შავი არ უნდა გამოერიოს, ეგეთი რამე მანკად ითვლება და მთელ საგვარეულოს ხსნიან საბუთებიდან , არცეთ ვარიანტში თუ სუფთა სისხლია სხვა ფერი არ უნდა ქონდეს, გარდა შავისა და მუქი ჟღალისა . საგვარეულო ვისია? თუ პროსატა გორდონს გჩუქნიან უსაბუთოს? ისე გორდონი მართლა კარგი ძაღლია , მაგას რო დააგეშებ მერე ნახე შენ სიამოვნება, მანამდე ცოტას იწვალება, მარა ღირს....
რაც შეეხება ’’წითლების’’ სიყვარულს ეგ ძაღლი დასავლეთში უფრო პოპულარული გახდა 80 იანი წლებიდან, ამის მიზეზი ალბათ ამ ჯიშის წყალთან და ჭაობიან პირობებთან ნორმალური დამოკიდებულება გახდა, რაც მთავარია უსაბუთოდ გამრავლება და მისი რაოდენობის ზრდა სახლში ყოველგვარი კინოლოგიური ნორმების არდაცვის ბრალი იყო. ინგლისური სეტერის პატრონი კი ასეთ რამეს არ გააკეთებდა, ამიტომაც მაშინაც ელიტას წარმოადგენდა, მოკლედ ზღვისპირეთში კერძოდ , ოთში ლანჩხუთსა და ქობულეთში მშვენივრად გამრავლდა და მონადირეების უსაყვარლეს ძაღლადაც იქცა, დვარნიაშკებთაან და არასორად დართვებმა ამ ჯიშის დეგრადირებული ვარიანტი შემოგვინახა დასავლეთში დღესდღეობით,ლიჟბი წითელი ყოფილიყო და ბეწვიც ოდნავ დიდი ქონოდა ეგრევე ირლანდიურ სეტერად წარმოაცენდნენ, მაგ ძაღლებს ვიცნობ რვა წლიდან და რისი გამკეთებელია კარგად ვიცი,95 იანი წლებიდან ირლანდიელებს მტრები გამოუჩნდატ დასავლეთში გადარეული გერმანელების სახით, ყველანაირ პირობებში დაჩაგრა დრათხარმა სეტერი, თან დასავლეთის ხალხი ძაღლის გაწრთვნაში მაგარი ზარმაცები ვართ , რასაც აღმოსავლეთელებზე ნამდვილად ვერ იტყვი(განსაკუთრებით თბილისლებზე)დრათხარი ორ სამ წაყვანაზე გეშდებოდა და ეს მოსწონდათ მონადირეებს, წყალში ხო საერთოდ კატერია,გურიაში ყველაფერი უყვართ რაც შრომის გარეშე მოდის , მაგალითად ადესას ერთს მიარგავენ რომელიმე ხეზე და მერე სანამ გახმება მანამ ყოველგვარი შრომის გარეშე კრებენ , ესევე აღმოჩნდა დრათხარი, ორი ლუკმა წაუგდე , წადი სანადიროდ და ინადირე, მას არ წირდებიდა სეტერივით თან გადაყოლა და ფეხების დაბანვა, ნამდვილი ირლანდიური გეგულება სადმე? მე არა , ყოველ შემთხვევაში დასავლეთში რაც მინახავს სუფატა არცერთი არ ყოფილა, მე მაგალითად დრათხარის ნადირობას 100 წელი არ შევადარებ კარგად გაწვრთნილი და დაყენებული ნებისმიერი სეტერის ნ ადირობას, მაგრამკონკრეტულ მომენტში მონაცემების მიხედვით შეიძლება მყავდეს დრათჰარი მაგრამ ირლანდიური არა, იმიტომ რო მას სხვები სჯობია, თან ძაან მაგრად, აი გორდონი უკვე კლასია. დააგეშე გორდონი და მერე ერთად ვინადიროთ სუფსაში მწყერზე...
 
dudu-dudaდრო: ხუთშაბათი, 21.01.2010, 14:25:45 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (krimanjuli)
დვარნიაშკებთაან და არასორად დართვებმა ამ ჯიშის დეგრადირებული ვარიანტი შემოგვინახა დასავლეთში დღესდღეობით

ჩემ შემთხვევასი ასე ნამდვილად არაა ისე კი მართალი ხარ მაგ ფოთ7ი სუფთა მამალი ძლივს მოვძებნე პარმენას დახმარებით და ლეკვებიც კარგი გამოვიდა
 
davit006დრო: სამშაბათი, 16.02.2010, 11:43:09 | შეტყობინება # 9
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შოტლანდიური სეტერი ხვადი თუ გყავთ ვინმეს? მე ძუ მყავს და მინდა დავართო, ან თბილისში ან რუსთავში ცოტა ახლოს.
 
uchauchaდრო: ოთხშაბათი, 21.04.2010, 00:56:50 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარტლა მაგარი ძაღლია.. მე სულ 7 თვე მქონდა ურტიერტობა მაგ ძაღლტან და მასიამოვნა.. მანქანამ გაიტანა ცჰემი სახლის წინ 25 25 25
 
PATARA-SAMOდრო: ოთხშაბათი, 26.05.2010, 13:13:26 | შეტყობინება # 11
ჯგუფი: წაშლილები





შოტლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში ქვეყნის საძღვრის დასასრულიდან 70 კილომეტრის მოშორებით იმყოფება არც ისე დიდი ქალი ფოჰაბერსი, გმირი გორდონების საგვარეულო ქალაქი. წინა საუკუნის დასაწყისში გორდონების რიგიტ მეოთხე გმირმა მარკიზ ჰანტლიმ დაიწყო ახალი მეძებარი ჯიშის გამოყვანა. (რომელიც ატარაებს სახელს : სეტერი გორდონიდან)
 
grenader21დრო: ოთხშაბათი, 26.05.2010, 16:09:54 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ძალია იშვიათად მხვდება გორდონი ვინმეს რო ყავდეს და თანაც იფრო იშვიათად ჯიში რო არ ქონდეს შელახული.
 
davit006დრო: ოთხშაბათი, 26.05.2010, 17:29:02 | შეტყობინება # 13
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, ეგ ნაღდია, მართლა მასეა. მეც მყავს და აქვს მინუსი. მე საერთოდ არ შემხვედრია გორდონი. ის კი არა 5წლის ხდება ჩემი და ვერ ვალეკვე. არ მოიძებნა აღმოსავლეტში ხვადი.
 
davit006დრო: ხუთშაბათი, 27.05.2010, 22:07:12 | შეტყობინება # 14
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაქ წაკითხული გორდონს აქვს პოინტერის, ინგლისურის, ირლანდიურის და კიდე რომელიგაც ჯიშის სისხლები. ასე რომ გორდონს ახასიათებს ამ ჯიშების ქცევებიც ნადირობისას, ჩემსას ნაღდათ აქვს, მითუმეტეს სხვა ძაღლი თუ ნახა გვერდზე ნადირობისას ხო სულელს ემსგავსება ჟილკა ახასიათებთ მაგრათ. ერთხელ უცხო მონადირეს ირლანდიურით ნადირობდა და მწყერი აიყვანა, გავარდა ჩემი გადარეული და მოპარა. კი დაუბრუნე მარა როგორია ჩემგან კი იყო ალბათ 70მეტრში. ჩემი აზრით ძალიან კაი ჯიშია უბრალოთ ფიზიკურათ ძაან ცოტაა სუფთა სისხლის და ეგაა ცუდი, კაი ფასიც ექნებათ ალბათ.
 
davit006დრო: ორშაბათი, 31.05.2010, 16:42:00 | შეტყობინება # 15
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ფასის ამბავში ცოტა ხელმისაწვდომი რომ იყოს და ამასთან ერთად სულ ცოტა რეკლამასავით, ახალმა თაობამ რომ შეიყვაროს გორდონი, ეგრევე შეეტყობა მომრავლება. ისე 80-იან წლებში 70-80 მანეთი ღირდა ინგლისური სეტერები, ალბათ სხვაც ეგრე ეღირებოდა. ბიძაჩემს ყავდა ეგ ჯიში აფხაზეთში და იქიდან მახსოვს დაზუსტებით, თან 2-ძუ და ყოველთვის პრიზიორები იყვნენ. ისე გემოვნების ამბავია ვის რომელი უფრო მოსწონს მეძებრებიდან თუ არა არფრით არ ჩამოუვარდება არცერთს, თუ კიდევ არ აჯობა ბევრს, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა ჩემსას რამოდენიმეჯერ 80 დან 100 მეტრამდეც კი აუღია მწყრის სუნი, ერთიორჯერ კი ვიფიქრე ალბათ შემთხვევითობაა მეთქი მარა, როცა არ იყო მასიურათ მწყერი მაშინ დავრწმუნდი. სადღაც ერთიცალი რომ იჯდა იმასაც პოულობდა ოღონდ რა თქმა უნდა ნიავს მოქონდა სუნი და ესეც არ უშვებდა ვარიანტს. მოკლეთ მოსაყოლი ამ ჯიშზე ბევრი მაქ მე პირადათ მარა ყველაფერს ვერ დაწერ. და კიდევ ერთი ძალიან გონიერია გორდონი მუშაობისას, ისეთ რაგაცას გააკეთებს რასაც წვრთნისას უბრალოთ ვერ ასწავლი. PATARA-SAMO, თუ წაუნადირებთ ერთად და რა თქმა უნდა თუ ჩადგება ჩემი გორდონი ფორმაში შენ თვითონ შეაფასე.
 
micotakiდრო: ორშაბათი, 09.08.2010, 21:36:20 | შეტყობინება # 16
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხომარ იცით ვინმე რომ ყიდიდეს გორდონის ლეკვს?
 
kaxa606დრო: სამშაბათი, 05.10.2010, 12:20:27 | შეტყობინება # 17
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მყავდა გორდონი,მარტლა მაგარი იყო, მომიკვდა.ახლა მყავს 2ლეკვი გორდონის 3ტვის არიან 166

დამატებულია (05.10.2010, 11:20:27)
---------------------------------------------
ირლანდიურიც მაგარია,ნაგდი სუფტა სეტერია,ამბობენ გადაჰენების პირასააო. 39

 
goga_001დრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 18:23:06 | შეტყობინება # 18
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ ვთქვა.გორდონების გადარჩენაში და მისი პოპულარიზაციაში უდაოდ ბათუმლებს უკავიათ პირველი ადგილი.რატომღაც ამ ხალხმა მოკიდა ამ ჯიშს ხელი და მიტომაცაა რომ არის კარგად შემონახული.ბათუმიდან მომრავლდა შემდეგ საქართველოშიც.ეხლა ისეთი სიტუაციაა ,რომ მთელ საქართველოს გორდონების ბაბუად ჟოფრეი ითვლება თუ არ ჩავთვლით ახლახან თბილიში შემოყვანილ ერთ გორდონის სხვა სისხლს და ქუთაისში მეორეს.სახელებს განგებ არ დავასახელებ.ირლანდიური სეტერები ძალიან ჭკვიანი ჯიშია.ამბობენ ,რომ ცოტა ჟიუტი მაგრამ მაინც კარგი.საქართველოში ირლანდიური ჯიშის ძაღლის ექსტერიერი თითქმის ნულის ტოლია.აღარ გავს ჩვენთან ირლანდიურები ისეთებს როგორიცაა მათი საწყისი მონაცემები.მე სადაც შემხვედრია ირლანდიური ყველგან ერთნაირი სიტუაციაა.ფერი, ტანი, გავს მაგრამ თავი სულ სხვა აქვს.თავი გადაგვარებულია ირლანდიურის.ასე რომ დიდი მადლობა გვეთქმის ბათუმლების მიმართ.ეხლა მე გეტყვით როგორია გორდონი.გორდონი ძალიან ჭკვიანი და აზრიანი ძაღლია.ლეკვობიდანვე არ უნდა გაგითამამდეს თორე შემდეგ ვერაფერს მოუხერხებ.უნდა ასწავლო ბრძანებები,დაჯექ!ფეხთან!დაწექ!და ასე შემდეგ.როგორც ყველა ძაღლი ძუ უფრო მოსიყვარულე და დამჯერეა.ხვადი ცოტა გაუგონარი მაგრამ ძალლიან მამაცი და ჭკვიანი.ლეკვობიდანვე აქვს გენში ფრინველის მიმართ დაინტერესება.აქ ბევრჯერ წავიკითხე რომ თუ ასწავლი კარგი გამოდისო.იცით როგორაა?მან თვითონ იცის და უფრო სწორად რომ ვთქვა წლების მანძილზე გენეტიკურად აქვს გამომუშავებული თუ რა უნდა აკეთოს.ამიტომაცაა რომ ლეკვობიდან ირევა ფრინველზე და ბევრ შემთხვევაში მინდორში გაყვანისას აკეთებს იმას რაც გენში აქვს.დაზდევს პეპლებს და რავი კიდე რამდენ რამეს.ამისთვისაა ჩვენი ჩარევა საჭირო რომ გავაგებინოთ რას ეძებს.ძაღლს ცხვირში უბრალო ჩასუნთქვით დაახლოებით 300 ნაირნაირი სუნი შედის.ამისათვისაა მისი გაწვრთნა აუცილებელი თუ როგორ გამოარჩიოს ამ 300 სუნში რას ეძებს.თუ ტვინი არ აქვს ძაღლს ცხოვრებაში ვერ გაარჩევს ბაყაყს და მწყერს. 069 გორდონი დაგეშვით ძალიან ადვილად იგეშება.მე მაგალითად 4 თვისა დავგეშე და ნაბულზე ნადირობდა უკვე.რათქმაუნდა სწავლებისადა წვალების შემდეგ.თუ კარგად მახსოვს ყველა სეტერები არ ჩამოვთვლი ეხლა წარმოშვებით ან უბრალოდ რომ ვთქვა სპანიელიდანაა გამოყვანილი.მათი წინაპარი სპანიელი იყო.იმიტომაცაა რომ ხანდახან რაც არ უნდა სუფთა ჯიშის იყოს გორდონი ხანდახან გამოერევა თეთრი.ან კუდში ან ფეხზე ან ნიკაპზე.ეს მისი პირვანდელი თაობების გენის ამოხეთქვაა მე ასე ვთვლი.საველე გამოცდებზე კი ნაკლად ითვლება ასეთი სითეთრეები.რავიცი კიდევ რა ვთქვა თქვენ მკითხეთ და გეტყვით გორდონების შესახებ რაც შემეძლება.ჩემით აზრით ყველას გირჩვეთ გორდონის დაყენებას ძმურ სამსახურში.მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ძიშით... 166

შეტყობინება დაამუშავა goga_001 - ხუთშაბათი, 28.10.2010, 18:26:08
 
ij43დრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 20:44:30 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბატუმში და ჯაობიან ადგილას კარგად მუშაობს გორდონები 10
 
goga_001დრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 22:10:49 | შეტყობინება # 20
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი გორდონები მაგ საქმისთვისაა დაბადებული.სხვა ძაღლებთან განსხვავებით მას ტორები როგორც კვატს ისე აქვს აპკიანი რაც ხელს უწყობს მის გადადგილებას ჭაობიან ადგილებში.უნიკალური სწრაფი მოცურავეებიც არიან.ხვად გორდონს სავსებით დიდი პირი აქვს რაც ხელს უწყობს ნებისმიერი ფრინველის ,,sხვადკა,,-ის გაკეთებას.კიდევ ბევრი საინტერესო და დადებითი ვნახე მაგ ძაღლებში რაც სამწუხაროდ სეტერების ლიტერატურაში არ წერია.გამოდის ავიც მაგალითად.ჩემი ეზოში კაცს არ უშვებს.ასეთი ,,სტარაჟევოი,, თვისებები ფრინველის მონადირე ძაღლებში კიდევ დრათჰაარს აქვს.დრათჰაარი ძალიან მაგარია ეზოს დამცველად.

შეტყობინება დაამუშავა goga_001 - ხუთშაბათი, 28.10.2010, 22:12:56
 
avtopegiდრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 22:43:47 | შეტყობინება # 21
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან ლამაზია და ნადირობაში შეუდარებელია მამაჩემს ყავდა და სიბერით მოგვიკვდა

a neb@
 
tengomengoდრო: ორშაბათი, 06.12.2010, 12:55:04 | შეტყობინება # 22
ჯგუფი: წაშლილები





შარშან ზაფხულში ჩემთან ეზოში (იტალიურ ბინაში ვცხოვრობ) შემოვიდა გორდონი ეტყობოდა რო ოჯახის ძაღლი იყო ბეწვი სულ უპრიალებდა მაგრამ არ ვიცოდი რა ჯიში იყო და არ წავიყვანე და ეხლა რო ვკიტხულობ პოსტებს ლამისაა ტირილი დავიწყო ნერვები მეშლება რო არ დავიტოვე :(:(:( თან ეტყობოდა კაი სისხლის რო იყო შავი და ჟღალის გარდა სხვა ფერი არსად არ ერია ძაან შემეცოდა უხასიათოდ იყო და საჭმელს პირს არ აკარებდა :( ბოლოს კი მეზობელმა აჩუქა ვიღაცას ეჰ ნეტა მაშინ მცოდნოდა რამე ამ ძაღლიდ შესახებ... :(:(
 
ლაშა86დრო: სამშაბათი, 22.03.2011, 17:43:39 | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მყავს დედალი გორდონი და მინდა სჰევაჯვარო, არის სუპტა სისხლი, მამალი ვისაც გყავტ დამიკავსჰირდიტ, 855300084 ლაშა

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
beqarichiდრო: სამშაბათი, 22.03.2011, 20:36:22 | შეტყობინება # 24
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სურათით როგორ უნდა შევაპასოთ დავით,, აი სახით რომ იყურება ის ლეკვი მაგარი ტიპშაა ...გორდონი ყავდა მამაჩემს ახალგაზრდობაში და 1 წლის იყო ოსეთის სოფელ ქარჩოხში იყვნენ ზაფხულში და ისე მოხდა გზები ჩაიკეტა ნეწყერისგან და ზაგლის დატოვება მოუწია და იქაურებმა ეს ზაგლი დათვზე სანადიროდ ატარეს სხვაზაგლებტან ერთად და მოკლედ პროფესორი დადგაა რა დათვის ,,ყველა ზაგლისგან გამორჩეული ზაგლი იყო მთის წვერზე ავიდოდა ხოლმე თურმე და იქიდან იწყებდა ნადირობას ,,, რომ გეყვირა უმიზეზოდ ზაგლისტისო წავიდოდა დააიმალებოდა და გაჯირდება და აგარ ინადირებდა :D მოკლედ იდეალური ზაგლი დადგა სოფელ ქარჩოხის მონადირეები ამ ზაგლის სადგეგრძელოს სვადნენ ...და მომავალწელს რომ ავიდა წამოსაყვანად რის ვაი ვაგლახით ზლივს გამოატანეს

მე ♥ bazieri.ge
 
toko-gordoniდრო: სამშაბათი, 29.03.2011, 16:11:14 | შეტყობინება # 25
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა მაგარი ძაღლებია, მაგრად მიყვარს ეგ ძაღლები. მაგრადაც ნადირობენ. ამ სეზონზე მყავს დასაგეში ჯერ 5 თვისაა.
 
ლაშა86დრო: ოთხშაბათი, 30.03.2011, 17:47:37 | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ij_27_nika მართალია პოინტერი პირველია მცყერზე. მაგრამ ვისაც საშუალება არ აქვს 2 ძაგლის ყოლის გორდონი მისწრებაა. პოინტერთან ერტად სხვა ძაგლიც გინდა.

დამატებულია (30.03.2011, 16:47:37)
---------------------------------------------
მე ასე ვფიქრობ 23 23


ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
ლაშა86დრო: პარასკევი, 01.04.2011, 00:43:52 | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რასაც კარგად დაგეშავ ყველა კარგია. ჩემი გორდონი ზრდასრული ვიყიდე,, მწყერზე უჭირდა ცოტა, მაგრამ ქატამზე და იხვზე მაგრად მასიამოვნა, ეტყობოდა რომ მწყერზე არ ყავდათ ხშირად ნატარები
წყალში შედის როგორც კატერი..


ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
garabagrataდრო: პარასკევი, 15.04.2011, 23:05:17 | შეტყობინება # 28
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გორდონი ჰემტვის პირველია ამ ზაგლს დიდ პატივს ვცემ მაგარი ზაგლია ჰემტვის გორდონი ჰეუდარებელია 166 166 166 04 04 04
 
toko-gordoniდრო: პარასკევი, 15.04.2011, 23:26:49 | შეტყობინება # 29
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათოდავითა, მე გამიგია რომ კი შეიძლება რომ გამოერიოს ვაფშე შავი გორდონი უფროსებიდან ცივი. 25 25 25 25
 
PATARA-SAMOდრო: პარასკევი, 15.04.2011, 23:38:23 | შეტყობინება # 30
ჯგუფი: წაშლილები





toko-gordoni, დაუშვებელია და ეგ ინფორმაცია რაც შენ გაგაჩნია მცდარია 167
 
kichaდრო: შაბათი, 16.04.2011, 00:50:03 | შეტყობინება # 31
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 76
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს












იციან ამ ძაგლებმა საქმე კარგათ 167
 
stogeriდრო: პარასკევი, 22.04.2011, 20:31:02 | შეტყობინება # 32
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მყავს გორდონი გასულ სეზონს დავგერშე და ძალიან კმაყოფილი ვარ,

ensi შენი გორდონი როგორგყავს ლეკვებს როდის ელოდები?

 
ლაშა86დრო: პარასკევი, 22.04.2011, 21:52:31 | შეტყობინება # 33
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stogeri რას შვება შენი გორდონი, დადგა უკვე მონადირე? 167 167

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
stogeriდრო: შაბათი, 23.04.2011, 00:04:05 | შეტყობინება # 34
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია და მომავალ სეზონზე უკეთესი უნდაიყოს.

დამატებულია (22.04.2011, 23:04:05)
---------------------------------------------
ensi, შენი გორდონის საბუთები მოიძებნე? დაგჭირდება ლეკვები როეყოლება.

 
ლაშა86დრო: შაბათი, 23.04.2011, 00:32:14 | შეტყობინება # 35
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გავუკეთებ აუცილებლად, ვნახავ ძველ პატრონს 167 167

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
დათო_მონადირედრო: შაბათი, 07.05.2011, 23:15:47 | შეტყობინება # 36
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წარმომავლობა. შოტლანდიური სეტერი ძველი ინგლისური შავ-ჩალისფერი ძაღლების საფუძველზე XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყვანეს. მის შექმნაში ძირითადი როლი გორდონთა ჰერცოგების თავშესაფარს ეკუთვნის. ჯიშწარმოქმნის პროცესში გამოიყენებოდა მეტიზაცია სხვა ჯიშების სეტერებთან, ასევე პოინტერებთან. ამასთან ერთად, სამუშაო თვისებებით განთქმულ შოტლანდიურ სეტერებს მრავალჯერადად იყენებდნენ სხვა სეტერების გასაუმჯობესებლად. თავიდან ბოლომდე აღნიშნული ჯიში 1860 წელს ჩამოყალიბდა.

ჯიშის დახასიათება. შოტლანდიური სეტერი გამძლე, ძალზე ჟინიანი ძაღლია, რომელსაც აქვს ნებისმიერ ადგილას მუშაობის უნარი. ინგლისური სეტერის მსგავსად, სეტტერ-გორდონს აქვს შესანიშნავი ალღო, მისგან გამოირჩევა უფრო მასიური აგებულობით, შთამბეჭდავი ჩორთით და ნაბულის სტილით. სეტერ-გორდონის ძებნის დიაპაზონი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა სეტერებთან, რაც ამ ჯიშს ტყეში ნადირობათა მოტრფიალეების საყვარელ ძაღლად ხდის. მშვიდი, დამჯერი, პატრონის მოყვარული გორდონი – შესანიშნავი სახლის ძაღLია. საჭიროებს უხეშ, მაგრამ მომთმენ წვრთნას. შოტლანდიური სეტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.

აღწერა. შოტლანდიური სეტერის ძაღლი მასიური, მაგრამ მშრალია. თავის ქალის ყუთი მოცულობითია, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული თხემით. გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე გამოხატულია. დრუნჩი მშრალი, ფართო, გრძელი, მართკუთხაა პროფილში შეხედვისას. ამ ჯიშის ყბები ძლიერია, ტუჩები ჩამოშვებული არაა, ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა. თვალები დიდია, მომრგვალებული ფორმის, სწორად განლაგებული, მუქი თაფლისფერი ფერის. ყურები დასმულია თვალების დონეზე ოდნავ მაღლა, ისინი ფართო, დაკიდებული, გრძელი და თხელია, დაფარულია გრძელი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით. კორპუსი ძლიერი კონსტიტუციისაა, ღონიერი, ოდნავ გაჭიმული. მკერდი ფართოა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე. თეძოები მკვრივია, ზურგი – მოკლე, წელი – ზევიდან შეხედვისას ფართო, ოდნავ ამობურცული, მუცელი – უმნიშვნელოდ აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი, თათები – ოვალური, მჭიდროდ შეკრული თითებით. კუდი სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში, სწორი ან ხმალისებრი ფორმის. ძაღლს იგი უჭირავს მიწის პარალელურად. კიდურების უკანა ზედაპირებზე და მკერდის ქვედა ნაწილში –გრძელი, სწორი თმისაგან წარმოქმნილი ანაძენძი. შეფერილობა: შავ-ჩალისფერი. შავი ფერი – ღრმა ნახშირისფერ-ბზინვარე, მურა ფერის ელფერის გარეშე. თრთვილები – კონტრასტული, ხასხასა წითური ფერის. ისინი განლაგებულია თვალების ზემოთ და დრუნჩის გვერდებზე, მკერდზე, წინა და უკანა კიდურებზე, კუდის საფუძველის ქვეშ. დაშვებულია შავი ფერის ზოლები თითებზე და ნიკაპზე, პატარა თეთრი ლაქა მკერდზე. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – დაახლოებით 66 სმ, ძუ – დაახლოებით 62 ასმ. წონა: ხვადი – დაახლოებით 30 კგ, ძუ – დაახლოებით 25 კგ.

ყოლა და მოვლა. შოტლანდიური სეტერი საკმაოდ კარგად ეგუება ბინაში ცხოვრებას. თუმცა, საჭიროებს სივრცეს განვითარებისათვის და აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს. აუცილებელია მისი ბეწვის რეგულარული ვარცხნა.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
goga_001დრო: კვირა, 08.05.2011, 14:42:11 | შეტყობინება # 37
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გადავიკითხე ეს თემა და ძალიან საინტერესო რამეები წერია შიგ.გორდონის ლეკვი შეიძლება
გამოვიდეს შავებიც,
ცოტა ერიოს კარიჩნი.სუფთა სისხლის გარდონების დაჯვარების შემდეგაც მოყვება თეთრი ლაქებიც,
რაც დასაშვებია გულზე,
და არა კიდურებზე.მე მაყავს გორდონი და დასაჯვარებლად თუ მოგეწონოთ აქ ვართ ბატონებო.
სისხლი სუფთაა.
ნადირობით ნადირობს,მოაქვს და წყალშიდაც შედის კარგად.არ იცის სიცივე ,თოვა და ყინვა.

ეს მისი ფოტო.მარჯვნივ ხვადი.ეხლა გაცილებით მეტია..



შეტყობინება დაამუშავა goga_001 - კვირა, 08.05.2011, 14:54:26
 
ლაშა86დრო: ოთხშაბათი, 18.05.2011, 17:00:29 | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შოტლანდიური სეტერის ისტორია(1815–1880)
(ჟურნალ ნადირობის მაისის ნომერი)

შოტლანდიური სეტერი(გორდონი)დღეს_დღეობით მსოფლიოში ერთ–ერთი აღიარებული და პოპულარული ჯიშია, რომელიც სათავეს 19_ე საუკუნის 10_იანი წლებიდან იღებს. სანამ ამ ჯიშის წარმოშობის ისტორიის მიმოხილვას შევუდგებოდეთ, პირველ რიგში, მართებული იქნება თავად ამ უკეთილშობილესი ჯიშის სემქმნელ პიროვნებაზე– ალექსანდრე გორდონზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, იგი მართლაც ინტერესს იწვევს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ არცტუ ბევრი ძარლის სახელგანთქმული ჯიშია ისეთი, რომელიც ერთი ადამიანის სახელს ატარებს.
ჰერცოგი ალექსანდრე გორდონების ცნობილი გვარის მეოთხე თაობის წარმომადგენელი იყო,რომელიც ჩრდილოეთ შოტლანდიაში, მორიშირის საგრაფოში, სგვარეულო ციხე–სიმაგრეს _გორდონ კასტლს ფლობდა და მის შემოგარენში საცვენებელ სასოფლო–სამეურნეო წარმოებას ხელმძღვანელობდა. გორდონების საკუთრებაში იყო აგრეთვე ვრცელი სათიბ–საძოვარი და ნადირ–ფრინველით მდიდარი სანადირო სავარგულები.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პიროვნების შესახებ ისტორიული წყაროების ანანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე. საქმე ისაა რომ ჰერცოგი ალექსანდრე 1827 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.აღიარებული ავტორიტეტი ლ.პ. საბანეევი კი მიუთითებს, რომ გორდონმა ჯიშზე მუშაობა 1820 წელს დაიწყო. დაახლოებით იგივე თარიღს ასახელებს ინგლისური მეძებრების ჩინებული მცოდნე ტ. პირსიც. ხოლო ცნობილი პოინტერისტი ტორონტონი კი, რომელიც გორდონ კასტლს 18_ე საუკუნის მიწურულს სტუმრობდა, წერს, რომ მაშინ ჰერცოგს მეზებრები საერთოდ არ ყავდა. სხვა ავტორებიც აღნიშნავდნენ რომ ვატერლოოს ბრძოლამდე(1815 წლამდე) გორდონი ბაზითა და მწევრებით ნადირობით იყო გატაცებული და მეძებრები მას ნაკლებად აინტერესებდა. რა გამოდის? ოთხმოც წელს მიტანებულმა ადამიანმა სულ რაღაცათ წელიწადსი ახალი, შესანიშნავი ჯიში გამოიყვანა? ამის დაჯერება ცოტა ძნელია, დამატებითი ცნობების მოძიება იყო საჭირო. ამ საკითხის გარკვევით არაერთი მკვლევარი იყო დაინტერესებული და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჯიში, ფაქტობრივად, უკვე ცამოყალიბებული იყო და გორდონმა ის მხოლოდ "გააკეთილშობილა". უფრო მეტიც, აღნიშნული გაკეთილშობილების პროცესი მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა.
მაინც რას წარმოადგენდა სოტლანდიური სეტერი მაშინ, როცა გორდონმა მოღვაწეობა დაიწყო? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დიდ ბრიტანეთში მეზებრების გავრცელების ისტორიას უნდა გადავავლოთ თვალი.შორეულ წარსულს ამჟამად არ შევეხებით, 16ე საუკუნიდან დავიწყოთ.

დამატებულია (18.05.2011, 15:57:42)
---------------------------------------------
1620 წელს ჯორჯ მარკამი თავის წიგნში–"შიმშილის თავიდან აცილება ანუ ნადირობის ხელოვნებახმელეთსა და წყალზე", წერდა, იმ ძაღლებს შორის რომლებიც პრინველის წინ წვებიან, განსაკუთრებული ადგილი შავ, ყავისფერ–ყვითელ რუჟიან ძაღლებს უჭირავთ, რომლებიც ამტანობითა და დაუღლელი მუშაობით ფასობენო.
მეორე ინგლისელი, რომელიც საკუთარ ტავს მოიხსენიებს როგორც "ჯელტმენი სუფფოკლიდან,ჭეშმარიტი სპორცმენი"_1776 წელს გამოცემულ წიგნში_"მინდორში გართობის პრაქტიკა" წერს, რომ 18_ე საუკუნის დასაწყისში მწოლიარე ნაბულის მქონე ძაღლების ორ ჯიშს ამრავლებდნენ_ შავრუჟიანებსა და ჭრელებს.
რუსი ავტორი ვ.ლევშინი 1779 წელს გამოსულ წიგნში_ "სრულყოფილი ეგერი"_წერს, რომ უკვე იმ დროის ინგლისიდან რუსეთში შავი, რუჟიანი გრძელბეწვიანი ძაღლები შემოჰყავდათ, რომლებიც "მეფე კარლოსის სპანიელების" სახელწოდებით იყვნენ ცნობილნი.
საინტერესო ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლება ინგლისელი დ.ტომსონტრეის წიგნშიც_"სოტლანდიის ზაღლები", რომელიც 1891 წელს არის გამოცემული. აქ მოტანილია 18_ე საუკუნის გრავიურების მთელი რიგი ჩამონათვალი, სადაც შავი, რუჟიანი სეტერებია გამოსახული.
ამ ძაღლებმა მათთვის დამახასიატებელი ფერი, სავარაუდოდ, შავი, რუჟიანი მდევრებიდან მიიღეს, "ისპანიკებთან" და ზველ სპრინგერ–სპანიელებთან აჯვარებდნენ. სედეგად, დროთა განმავლობაში, გრზელბეწვიანი სავი, რუჟიანი მეძებრები მიიღეს, რომლებსაც მოგვიანებით ბრაკებისა და წყლის სპანიელების სისხლიც შეურიეს და ჯიში დახვეწეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ 18_ე საუკუნის მეორე ნახევარში სეტერები არაფრით გამოირჩეოდნენ_ დაბალი ტანის, მძიმე, ნელი, ნაკლებად ამტანი, მშიშარა ძარლები იყვნენ. მიწაზე გართხმულნი, ისინი ნელანელა ხოხვით უახლოვდებოდნენ ფრინველს. ცხადია, ასეთი ძაღლები მონადირეთა ინტერესს ნაკლებად აკმაყოფილებდნენ, მით უმეტეს, რომ ამ დროს სანადირო ფრინველების რიცხოვნობა უკვე საკმაოდ იყო შემცირებული და საფანტიანი თოფები ფართოდ იყო გავრცელებული. ძარლები სასწრაფო გაუმჯობესებას საჭიროებდნენ.
ვინ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს? ვინ აამაღლა სავი, რუჟიანი სეტერების ხარისხი? ვინ მიიყვანა ეს ძარლები გარკვეულ კონდიციამდე, რომლის შემდგომაც გორდონმა მოახერხა და ჯიში საბოლოოდ გააკეთილშობილა? ისტორიამ ორი ასეთი პიროვნების სახელი შემოგვინახა, რომელტა როლი სოტლანდიური სეტერის დამოუკიდებელ ჯიშად ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელი და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად გორდონის.
პირველის სახელია ტომას კოუკი(1754–1842) გატაცებული მონადირე, ძაღლების მოყვარული, იმ დროისთვის ქვეყნის საუკეთესო მსროლელი. მისი თანამედროვეები არნიშნავდნენ, რომ კოუკი 79 წლის ასაკშიც კი ნაძლევზე 25 სროლიდან 24 ფრინველს აგდებდა. ის ძალიან მდიდარი, მსხვილი მიწათმფლობელი იყო. 18_ე საუკუნის ბოლოს მან იმ დროისთვის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ძარლსაშენი და სამონადირეო მეურნეობა ჩამოაყალიბა, სადაც გნოლებისა და ხოხბების მოშენებას მისდევდა. მისი პორტრეტი, რომელიც დღევანდლამდეა შემორჩენილი, ცნობილ მხატვარ გეინსბოროს აქვს დახატული. სურათზე ახალგაზრდა კოუკი სამ სეტერთან ერთადაა გამოსახული. კოუკი სეტერებს აღმერთებდა და მატი ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რითაც მისმა ძაღლსაშენმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ძაღლსაშენში ბევრი შავი, რუჟიანი სეტერი იყო და როდესაც ინგლისში ერტიანი საგვარეულო წიგნების შედგენა დაიწყეს, მეძებრების საგვარეულოებში ხშირად ფიგურირებდა კოუკის გვარიც. სწორედ ამ ძაღლსაშენიდან 1915 წელს გორდონ–კასტლში შავი, რუჟიანი სეტერების მსხვილი პარტია მოხვდა. ეს ფაქტი ინგლისში გამოცემულ სამონადირეო ლიტერატურაში არაერთგზისაა აღნიშნული და სათანადოდ დადასტურებული.

დამატებულია (18.05.2011, 15:58:35)
---------------------------------------------
მეორე პიროვნებაა_ ჰენრი პეჯეტი(1768–1854), ვატერლოოსთან გამარტული ბრძოლის მონაწილე, ისიც თავგადაკლული ფრინველზე მონადირე იყო და 1810 წელს სეტერების ძარლსაშენი "ბიუდსერტი" ჩამოაყალიბა ამ ძაღლსაშენიდან იმავე 1815 წელს გორდონ–კასტლში რამდენიმე ძაღლი შეიყვანეს. თანამედროვეთა მტკიცებით, გორდონმა პირველი შავ–რუჟიანი სეტერი სწორედ პეჯეტისგან შეიძინა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გორდონის ძაღლსაშენიდან სეტერები პეჯეტსაც და უფრო ხშირად კოუკსაც გამოჰყავდათ. "მისტერ კოუკი და ჰერცოგი გორდონი ჯიშზე ერთობლივად მუშაობდნენ და ძაღლებს ერთმანეთს ხშირად უცვლიდნენ"_წერდა 1867 წელს ჟურნალ "მინდორი" რედაქტორი ჯ.უელში.
და მაინც, სეტერის ახალგამოყვანილ ჯიშს ერთი ადამიანის_გორდონის სახელწოდებით მოიხსენიებენ. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გორდონმა ძაღლსაშენი დაახლოებით 1815 წელს დააარსა, როცა კოუკისა და პეჯეტისგან საკმაო რაოდენობის ძაღლები მიიღო. ალექსანდრემ სანაშენო საქმიანობა ფართო მაშტაბით დაიწყო. მისი მიზანი სეტერების ექსტერიერსა და მათი საველე თვისებების გაუმჯობესება იყო. ამ საქმეში თანაშემწეობას მას დღეს ფაქტობრივად დავიწყებული მისტერ ჯაბბე უწევდა, რომელიც გორდონ–კასტლში ძარლსასენის მფარველის ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, უფროსი მეზაღლის მოვალეობას ასრულებდა. ჯაბბე არამარტო სანაშენო საქმეებში ერკვეოდა კარგად, არამედ ბრწყინვალე მგეშავიც იყო. მისი ხელმძღვანელობით მუშაობდნენ ისეთი ცნობილი მგეშავები, როგორებიც იყვნენ ტომსონი და ბრაუნი. მათი სახელებ გორდონ–კასტლს გარეთაც ფართოდ იყო ცნობილი. ხოლო უშუალოდ ძარლებტან მუშაობის საქმესი ჯაბბეს გამოცდილი მეძაღლეები_ ვილი ადანსი და ტომ უილსონი ედგნენ მხარში.
ასე რომ, ამ ხალხის ძალისხმევითა და გორდონის ინიციატივით გამოყვანილ იქნა შესანიშნავი სეტერი, რომელმაც ზალიან სწრაფად მოიპოვა ფართო აღიარება არამარო შოტლანდიაში, არამედ მტელ გაერთიანებულ სამეფოში.გორდონის სეტერები გამოირჩეოდნენ დახვეწილი ექსტერიერითა და განსაკუთრებით, საველე თვისებებით. აი რას წერს დ.ტომსონ–გრეი, რომელმაც თავის წიგნში, გორდონის ახლო ნაცნობთან, 30_იან წლებში ძაღლსასენსი ნამყოფ ერთ–ერთ პიროვნებასთან პირადი მიმოწერის დეტალები შეიტანა: "ჰერცოგის ძარლები სხვადასხვა ფერისანი იყვნენ, მაგრამ სავები, რუჟიანები ჭარბობდნენ. ამ მძლავრი ტიპის ძარლებს შესანიშნავი თავი, სპანიელის მსგავსი ყურები, კარგი კიდურები და თათები ქონდათ; ისინი მდიდრულად იყვნენ შემოსილნი და კუდიც ნორმალურად ედგათ. აწ გარდაცვლილი მტავარი მფარველი მისტერ ჯაბბე გამსაკუთრებულ ყურადღებას ფერს აქცევდა. ის ზალიან გამოცდილი ადამიანი იყო და სეტერს მასსავით ვერავინ გესავდა. სხვათა შორის, გორდონ–კასტლელი სეტერები ადვილად დასაგეში და დამჯერენი იყვნენ. მართალია, ისინი სისწრაფით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ამტანები იყვნენ და დილა–საღამომდე შეეზლოტ მუშაობა. მათ პირველი კლასის ყნოსვა ქონდათ და ცრუ ნაბულებს იშვიათად აკეთებდნენ". ცრუ ნაბულებს ახსენებს ხ. დიკსონიც წიგნში_"მინდორ–ველი ანუ შოტლანდიური ცხვრები და მსხვილფეხა საქონელი", როცა ჯიბბეს აზრს სიტყვა–სიტყვით გადმოგვცემს: "ჯობია ნახევარი დუჟინი ფრინველი დააფრთხონ, ვიდრე ცრუ ნაბულები აკეთონ".
შოტლანდიური სეტერების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ცნობილი ედუარდ ლავერაკიც. თავის წიგნსი_"სეტერი" ის ყვება იმის შესახებ,რომ 1829 წელს გორდონ–კასტლს ესტუმრა, რათა სახელგანთქმული სეტერები დაეტვალიერებინა. მას ჯაბბე შეეგება და სამი შავი, რუჟიანი სეტერი აჩვენა. რამდენიმე წლის შემდეგ ბანფშირეში ნადირობისას ლავერაკი ჯაბბეს სეტერებთან ერთად კვლავ შეხვდა, რის შემდეგაც ის წერს:"გორდონ–კასტლიდან ყველა სეტერი შავი და რუჟიანი, თეთრლაქიანი იყო როგორც ადრე, ისე ამჟამადაც".

დამატებულია (18.05.2011, 15:59:25)
---------------------------------------------
1827 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა, მაგრამ გორდონ–კასტლის ძაღლსაშენში საქმიანობა არ შეწყვეტილა. მამულის ახალმა მფლობელმა გიორგი გორდონმა_მეხუთე ჰერცოგმა,მამამისის დაწყებული საქმე არანაკლები წარმატებით გააგრძელა. სეტერ გორდონების დიდება, რომელსაც საფუძველი ალექსანდრემ ჩაუყარა, გიორგის დროს საბოლოოდ დამკვიდრდა და გამყარდა. ძაღლსაშენში მუსაობას აგრძელებდანენ ჯაბბე, ტომპსონი, ბრაუნი და სხვები. ძაღლსაშენს მფლობელის შეცვლა მხოლოდ ერთრამეში დაეტყო: გიორგი, მამის მსგავსად, მხოლოდშავ,რუჟიან ძაღლებზე არ იყო ორიენტირებული და ძაღლსაშენში სხვა ფერის სეტერების სისხლის შერევი შემდეგ ჭრელი ძაღლებიც გამოჩნდნენ.
და კიდევ ერთ საინტერესო საკითხი რომელიც მონადირეთა წრეებში დღესაც ხშირად არის განხილვისა და კამათის საგანი. საქმე ეხება ლეგენდად ქცეულ სეტერ–გორდონებისა და კოლლის შეჯვარების ისტორიას. თითქოს ალექსანდრე გორდონმა თავის ძაღლებს კოლლის–შოტლანდიური ნაგაზის სისხლი სეურია. ერთნი ამბობდნენ რომ ის ამით თავისი ძარლების ფერის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეორენი კი თვლიდნენ, ყნოსვის გაუმჯობესება უნდოდაო. მართალია თუ არა ეს, არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აღნიშნული ფაქტი უმრავლესობას იმთავიტვე გამონაგონად მიაჩნდა. ზემოთ ნახსენებ წიგნში–"შოტლანდიის ძაღლები"_ნათქვამია: "იმის შიშით,რომ თავისი ძაღლების სანადირო თვისებებს გააუარესებს, ამაზე არავინ წავა, რადგან ძაღლებს,რომლებიც ასეთი შეჯვარების შემდეგ გაჩნდებიან, დაბალი ყნოსვისკენ ექნებათ მიდრეკილება,რაც კოლისთვის არის დამახასიათებელი. სეტერი, რომელიც ასე ნადირობს, არაფრად ვარგა". უკვე არაერთხელ ნახსენები ტ.პირსიც წერს, რომ მას ჰყავდა გორდონი, რომელიც შემოვლით მუშაობდა ანუ ნაბულზე დგებოდა ისე, რომ ფრინველი მასა და მონადირეს სორის მოქცეულიყო. "მუშაობის" ასეტი მანერა კოლლისტვისაა დამახასიათებელი, როცა ფარას დარაჯობს. თუმცა ის იქვე აღნიშნავს, რომ მსგავს მანევრს სხვა ჯიშის მეძებრებიც აკეთებენ, მათ კი კოკკისთან საერთო არაფერი აქვთ. ბოლოს კი დასძენს: "თუ მოხუცმა ჰერცოგმა ფერის გაუმჯობესების მიზნით თავის ძაღლებს მართლაც შეურია კოლლის სისხლი, ეს უკიდურესად გაუაზრებელი ნაბიჯი იქნებოდა და სასიკეთოს არაფერს მოიტანდა".
გორდონების მოღვაწეობის შედეგად შოტლანდიურმა სეტერმა ისეთი თვისებები სეიძინა, რომელიც მას ყველა სხვა სეტერისგან მკვეთრად განასხვავებდა. სეტერ–გორდონები გამოირჩეოდნენ მძლავრი აგებულებით, საუცხოო ყნოსვით, ამტანობით, ძალით, მუშაობის შესანიშნავი სტილითა და გაწონასწორებული ხასიათით, "სანადირო ჭკუით". ისინი ადრეულ ასაკში იწყებდნენ ნადირობას, ადვილად იგეშებოდნენ და პატრონისადმი უსაზღვრო ერთგულებას იჩენდნენ. შოტლანდიურმა სეტერმა უკვე იმ დროისათვის შეიძინა ის, რასაც ჩვენ ზლიერ კონსტიტუციას ვეძახიტ. ძლიერი კონსტიტუცია კი, როგორც ცნობილია, პროდუქტიულობის საფუძველია. ამიტომ შოტლანდიური სეტერები, იმ დროიდან მოყოლებული, სავსებიტ დამსახურებულად და კანონზომიერად მატი სემქმნელების_გორდონებოს სახელწოდებას ატარებენ.
გორდონ–კასტლის წარმომავლობის ზაღლით ნადირობა, ინგლისში უდიდეს პატივად ითვლებოდა და გასაკვირი სულაც არაა, რომ ძაღლების სისხლს შოტლანდიური სეტერების სხვა მომშენებლებიც ფარტოდ იყენებდნენ და არა მარტო ისინი, ხშირად სხვა ჯიშის სეტერების მფლობელებიც კი.
1836 წლის მაისში მეხუთე ჰერცოგი გიორგი გორდონი გარდაიცვალა და უკვე 7 ივლისს ყველა მისი სეტერი, სულ 11 ზაღლი, აუქციონზე გაიყიდა. ჰერცოგისეული ძარლების პოპულარობაზე მათში გადახდილი, როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ, "გაუგონრად დიდი" თანხებიც მეტყველებს. აი ფასებიც: იაგ–რეჯენტი_72 გინეა, კროპი_60 გინა,სატურნი_56 გინეა, დიუშესე_37 გინეა და ასე შემდეგ. ეს მაშინ როცა ჩამოთვლილი ძარლები ჰერცოგის უკანასკნელი მოჰიკანები იყვნენ, თანაც არც ტუ საუკეთესოები. რამდენადაც ცნობილია, ჯერ კიდევ გიორგის სიცოცხლეში გაცილებით მეტი ძაღლი გაყიდეს ან გააჩუქეს სხვა ძაღლსაშებებში. მოტანილი თანხის რეალური რაოდენობა უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 60_იან წლებში ინგლისში ერთ–ერთი გამოფენის ჩემპიონი 30 გინეად გაიყიდა. 30–40 გინეად იმ დროისათვის უმაღლესი ხარისხის, ცალობითი თოფი ღირდა. აი ასეთი სახელი ჰქონდათ სეტერ–გორდონებს.
ახლა კი რამდენიმე ათწლეულით წინ წავიდეთ და შევხედოთ, როგორ გამოიყურებოდნენ სოტლანდიური სეტერები პირველ გამოფენასა და საველე გამოცდებზე, რომელთა ცატარება ინგლისსა და სხვა ქვეყნებსი 19_ე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.

დამატებულია (18.05.2011, 16:00:29)
---------------------------------------------
ინგლისი. სანადირო ძაღლების პირველი გამოფენა 1859 წლის 28–29 ივნისს ნიუკასლში ჩატარდა. სეტერები ერთ რინგზე, ჯიშებად დაყოფის გარეშე ასპარეზობდნენ. მათგან პირველი ადგილი სეტერ–გორდონმა_ დენდი–ჯობლინგმა დაიკავა. პირველი საველე გამოცდები ბედფორდსი 2865 წელს ჩატარდა. აქ სამი პირველი ადგილი სეტერ–გორდონებმა დაიკავეს. სხვათა შორის, პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული "დენდი 83"_მა მოიპოვა, ზემოთაღნიშნული პირველი გამოფენის გამარჯვებულის – "დენდი–ჯობლინგის შვილიშვილმა.
რუსეთი. ამ ქვეყანაში საველე გამოცდების ჩატარება შედარებით გვიან დაიწყეს, ამიტომ 70_იანი წლების გორდონებზე მხოლოდ თანამედროვეთა გადმოცემით შეიძლება საუბარი.
ლ.პ. საბანეევი: "რუსეთსი გორდონები ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ(ე.ი. 70_იანი წლების შუა ხანებში) სეტერებიდან ყველაზე ფარტოდ გავრცელებულნი და პოპულარულნი იყვნენ".
ა.ი. ვესტერნიკი ფ.ოსვალდოს წიგნის – "მეძებარი ძაღლის"(1872) მტარგმნელი, წინასიტყვაობაში წერდა: " უკანასკნელ წლებში სახელი გაითქვეს შავმა, რუჟიანმა, ე.წ. გორდონისეულმა სეტერებმა. გორდონისეული სეტერი ინგლისურზე ბევრად ამტანია, სიცივეს უკეთესად უძლებს და ნაბულზე ულამაზესად, ნაირნაირ პოზაში დგება. ეს ძაღლები არაჩვეულებრივი სანადირო უნარებით არიან დაჯილდოვებულნი, ძალიან ხშირად ყოველგვარი წინასწარი დაგესვის გარეშე შეიძლება მათი მინდორში გაყვანა, სადაც მაშინვე სწორად იწყებენ მუშაობას".
ა.შ.შ. პირველი გამოფენა ამ ქვეყანასი 1874 წელის 4 ივნისს ჩიკაგოში გაიმართა. ძაღლებს რინგზე თანმიმდევრობით არ აყენებდნენ და არც შესაბამისი პრიზებიტ აჯილდოვებდნენ. მონაწილეებს მხოლოდ ექსპერტების მიერ შედგენილი ძაღლის აღწერის მონაცემები ურიგდებოდათ. მიუხედავად ამისა, ძუ გორდონ–სეტერი "ნელლი" გამოფენის საუკეთესო ძაღლად დასახელდა.
ა.შ.შ_ში სანადირო ძაღლების პირველი საველე გამოცდები იმავე 1874 წელს მემფისში ჩატარდა. 88 ქულიტ პირველი ადგილი( 100 ქულიანი სკალის მიხედვით) გორდონ–სეტერმა_ "ნაიტმა" დაიკავა.
საბოლოოდ, ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება: გორდონების მოღვაწეობა1836 წელს დამთავრდა, მაგრამ 40 წლის შემდეგაც მათი ძაღლების შთამომავლები გამოფენებზე ბრწინავდნენ და საველე გამოცდებზე მუდმივად საპრიზო ადგილებს იკავებდნენ. რაც მთავარია, საკუთარ შთამომავლობას მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებელს მყარად გადასცემდნენ...
ახლა რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას. საქართველოში შოტლანდიური სეტერები ფართოდ გავრცელებულნი არასოდეს ყოფილან. პირველ დიდ საგვრეულო წიგნში(1927–1958) სუ ხუთიოდე ძაღლია შეყვანილი. ამის შემდეგ ჩანაწერი აღარ არსებობს, მაგრამ ერთეული ძაღლები 60–80_იან წლებში გამოფენებზე მუდმივად მონაწილეობდნენ. გორდონები ძირიტადად, დასავლეტ საქართველოში აჭარელ მოყვარულებს ჰყავდათ, შედარებით ნაკლებად აფხაზეთში.
90_იანი წლებიდან მოყოლებული თითქმის 20–წლიანი წყვეტის შემდეგ შოტლანდიური სეტერები ჩვენს გამოფენებზე კვლავ გამოჩნდნენ. მაგალითად გასულ წელს რინგზე უკვე 7 ძაღლი ვიხილეთ. რის შედეგადაც ამ ჯიშის ლეკვებზე მზარდი მოთხოვნაა. საკმარისი 2–3 უცხო სისხლის ძაღლის შემოყვანა და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ულამაზესი ექსტერიერის ძაღლები, ტრადიციულ სხვა "უფო ცნობილ" ჯიშის წარმომადგენლებს ტოლს არაფერში დაუდებენ...


ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
stogeriდრო: ოთხშაბათი, 18.05.2011, 18:07:56 | შეტყობინება # 39
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ensi, მალადეც კარგიინფორმაციაა 166 166
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 18.05.2011, 22:51:21 | შეტყობინება # 40
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თქმა უნდა კარგი ინფორმაციაა, მარა ensi, ლუკა ცხვედიანმა თუ იცის ამ სტატიის აქ არსებობა?
რამე საყვედური არ მოგვხვდეს საავტორო უფლებების არ დაცვისთვის... 23
 
ლაშა86დრო: ოთხშაბათი, 18.05.2011, 23:34:35 | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG- რატომ უნდა გვისაყვედუროს ვერ ვხვდები, წყარო მითითებული მაქვს, იმას ხომ არ ვამბობ რომ ჩემი აღმოჩენილი და მოფიქრებულია ეს ყველაფერი. კარგი ინფორმაცია იყო ამ ჯიშის პოპულარიზაციისთვის, რატომ უნდა ეწყინოს ვინმეს ის მასალას აგროვებს და ბეჭდავს, მე ვყიდულობ და მემგონი მაქვს უფლება აქ დავდო, თან მაისი უკვე წავიდა და ეს ნომერიც უკვე გაყიდულია, თუ ვცდები მითხარიტ ვინც კომპეტენტური ხართ ამ საქმეში და ჯანდაბას ჩემი მთელი ღამის ნაწვალები(ეს რომ აქ დავწერე წვალებაა აბა რა არის, ამდენი ცხოვრებაში არ მიწერია) წავშლი, ნამდვილად არ მინდა საიტის რეპუტაცია შევლახო და პრობლემები შევუქმნა. და წავშალოტ არ არის პრობლემა 25 :25: 25

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 19.05.2011, 12:18:47 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ensi, მისასალმებელია და დასაფასებელი შენი შრომა, მაგრამ ეს იმ კაცის ინტელექტუალური საკუთრებაა და მაინც კითხვა ჭირდება ხოლმე, როცა სხვის რამეს ვიყენებთ.
 
valerikaდრო: ხუთშაბათი, 19.05.2011, 14:30:30 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ensi, შენი გორდონი შესაჯვარებლად ჭავჭავაძეზე ხომ არ გყავდა მოყვანილი. 2ბიჭი იყო ზაოდლები ვართო

....
 
ლაშა86დრო: ხუთშაბათი, 19.05.2011, 14:35:22 | შეტყობინება # 44
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ensi კი ჭავჭავაძეზე მყავდა, თან პატარა მეგობარი მახლდა, აისორები რომ არიან იქ ვიყავი. ხვად გორდონს არგო ქვია, მის პატრონს ალეკო

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
valerikaდრო: ხუთშაბათი, 19.05.2011, 16:14:24 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰო მანდ ვცხოვრობ განხე მე იმ დღეს მაგრამ აქ თუ იყავი არ ვიცოდი 167 . რა ქნა მერე. მარტო არგოსან გყავდა ტუ სხვასტანაც.კაიძაღლია კაი ლეკვები გამოვა

....
 
ლაშა86დრო: ხუთშაბათი, 19.05.2011, 17:31:54 | შეტყობინება # 46
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა მარტო არგოსთან მყავდა, უკვე დღე–დღეზე ლეკვებსაც ველოდებით

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
GuraVitoდრო: ოთხშაბათი, 25.05.2011, 15:43:03 | შეტყობინება # 47
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მყავს გორდონი. 2 წლისაა. წელს ვგეშავ,შარშან ვერ მოვახერხე და აღფრთოვანებული ვარ ისე მაგრად ითვისებს. ყველაფერს აკეთებს მაღალ დონეზე, ერთი ისაა რო ფრინველს ხან მიზდევს ხან არა, მარა არ ვუშლი.ჯერ კარგად გაიხსნას სუ არ დაითრგუნოს,ხოდა მერე გადავაჩვევ,არამგონია გამიჭირდეს.
 
HUNTERACHOდრო: ოთხშაბათი, 25.05.2011, 15:48:37 | შეტყობინება # 48
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 42
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GuraVito, ხოო, შენ ძაღლზე დავწერე ემადლიერება თქო. მართლა კარგად ნადირობს პირველი სეზონისთვის. თან მაგარი მოძრაობები აქვს. 10 10 166 453
 
babuxa1988დრო: ოთხშაბათი, 25.05.2011, 19:37:10 | შეტყობინება # 49
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GuraVito, გურო ძმა მაგ ძაღლის ლეკვს სულმოუთბენლად ველიიი 39 39 39 39

დამატებულია (25.05.2011, 18:37:10)
---------------------------------------------
სეტერების ქოლექციას ვაგროვებ 069 069


დიდება უფალს, დიდება სამშობლოს, ღირსება უპირველეს ყოვლისა!!!!
 
ლაშა86დრო: ხუთშაბათი, 26.05.2011, 02:13:07 | შეტყობინება # 50
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire გორდონთან ერთად თუ გინადირია? და ვის ზაღლთან ერთად. შენ მაინც არ ცხოვრიბ შორს ერთ საღამოს ჩამოდი ჩვენსკენ და შეაფასე გორდონის მუშაობა და მერე მითხარი ალალად რომელი მოგეწონა 23 23 23

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » შოტლანდიური სეტერი (გორდონი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика