ნამდვილად კარგი საქმეა. მე პირადად ისეთივე სიამოვნებას მგვრის ფუტკარში მუშაობა როგორც ვთქვათ ნადირობა ან თევზაობა. პროფესიონალი მეფიტკრე არ ვარ მაგრამ ტრადიციას ვერ ვუღალატე და სამოყვარულო დონეზე ვუვლი 48 სკა ფუტკარს. პაპის მამიდა მოგვდგამს ეს საქმიანობა. მე მე-4 თაობა ვარ. სამსახურს ვუთავსებ შეძლებისდაგვარაად (ძირითადად შაბათ კვირას ვუვლი). დროის უქონლობის გამო ყოველ წელს ნაყრად მეცლება სკები. წელს მხოლოდ 8 ნაყრის დაჭერა მოვახერხე. გაძლიერებული ოჯახში, როდესაც ფუტკარი სკაში ვეღარ ეტევა, თან ცუდი ამინდების გამო უსაქმურადაა , წარმოიშვება ნაყრობის ინსტიქტი. ძველი დედა ამცირებს კვერცხის დებას, ზომაში მცირდება რომ ადვილად შეძლოს ფრენა. თითქმის ყველა რამკაზე აშენებენ ძალიან ბევს სადედეებს. ახალი დედების გამოსვლამდე ან ამ დროისთვის ძველი დედა სტოვებს სკას და მას მიჰყვება ახალგაზრდა მოღალე ფუტკრები თაფლის 3-4 დღიანი მარაგით. შემდეგ რამდენჯერაც ახალი დედა გამოვა კიდევ გადის ფუტკარი ნაყარზე. ერთ სკამ შეიძლება 3-4 ჯერ გაუშვას ნაყარი და თითქმის ცარიელდებაა. თან ეს მუხანათობა ძირითადი ღალიანობის წინ ხდება და მაგრად აზარალებს მეფუტკრეს.დამატებულია (13.05.2015, 14:39:35)
---------------------------------------------
Quote მამუკა (

)
ეს ოჯახი რატქმაუნდა ტვიტონ გაიყო,ეს პროცესი იწყება აპრილის ბოლოდან დახლოებიტ მაისის ჰუა რიცხვამდე და აუცილებლად დიდი ყურადღება სჰირდება რომ ფუტკარი არ დაკარგო.ამ დროს სასურველია უკვე როდესაც პროცესი დაიწყება [გაყოფა]რამე რკინის ნივტი ჰემოვკრატ რკინის ნივტს და იქავეს ხის ტოტზე დაეკიდებიან და შორს აღარ წავლიან.
როდესაც ნაყარი გამოდის სკიდან აუცილებლად იქვე ახლოს დაეკიდება ტოტზე ან ბალახზე (დავით გარეჯის უდაბნოში გვყავდა ერთ წელს ფურკარი და მიწაზეც დამჯდარა ნაყარი , როდესაც ხე არ დგას ახლომახლო.) მეტალის ხმაური არაფერ შუაშია. შემდეგ მზვერავებს აგზავნიან და დასაბუდებელ ადგილს ეძებენ. ჩემ შემთხვევაში 2 დღეც ეკიდა ასე ნაყარი ( ყარაულმა გამაგებინა და ვერ მვახერხე პირველ დღეს ჩასვლა. მეორე დღეს მამაჩემი გავაგზავნე და იმან ჩამოხსნა ხიდან). ძირითადად რამოდენიმე საათვი აიშლება ნაყარი და მიფრინავენ იქით სადაც სამუდამოდ დასახლდებიან. მთელი ფილოსოფიაა ფუტკრის ოჯახი.