16:50:03
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
დაუჯერებელი ფაქტები (Unbelievable facts)
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 12.11.2012, 11:31:23 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სატელეფონო კოშკურა არიზონაში
(cell phone tower in Arizona!)


გეიზერი. ისლანდია
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეიზერი ისლანდიაში რომელიც სპირალისებურად იხვევა და მისი სიმაღლე 15-20 ზოგჯერ 40 მ-დეც კი აღწევს

Strokkur Geyser, Iceland
It is one of Iceland's most famous geysers, erupting about every 4–8 minutes 15 – 20 m high, sometimes up to 40 m high.


ყველაზე მაღალი ძაღლი მსოფლიოში სახელად გიგანტი ჯორჯი. იგი თავისი ზომების გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა.
TALLEST DOG GIANT GEORGE According to Guinness World Records Giant George is tallest dog in world


ღრუბლების ნაწილები ჰიმალაიზე .ინდო-პარკის საზღვართან
Parting of the clouds in the Himalayas,Indo-Pak border


წითელი ფლეიტის მღვიმე. ჩინეთი
ეს ბუნებრივი კირქვის გამოქვაბულია ერთად მრავალფერადი განათებით.. გამოქვაბული 180 მილიონ წელზე მეტს ითვლის



სხეული გრძელია დღისით ვიდრე საღამოს
The body is taller in the morning than in the evening..
(read more here http://bit.ly/RLXyKf)


იაპონიის კუნძულზე სახელად (Okinawa) ცხოვრობს 450 ადამიანზე მეტი რომელთა ასაკი 100 წელს აჭარბებს და ამ მონაცემებით იგი ყველაზე ჯანსაღი ადგილია მთელს დედამიწაზე


მილიონიდან ერთ შემთხვევაში ვაშლი შეიძლება იყოს ნახევრად მწავენ და ნახევრად წითელი
ეს ფაქტი დასტურდება კერძო შემთხვევით


[b]ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიური ბუნებრივი პანორამა მამატუს ღრუბლები
ღრუბლები ცაზე დაკიდულ ტომრებს წააგავს და იგი ძირითადად ყინულის კრისტალებისაგან შედგება , ღრუბლების არსებობის ხანგრძლივობა მათი გამოჩენიდან 10-15 წუთს შეადგენს



ლუდის კომპანიებმა დაიწყეს ლუდის ჩამოსხმა მომრგვალებულს ბაკლებში რადგან დადგინდა რომ ადამიანების 60 % ასეთი ფორმის ბაკალიდან უფრო სწრაფად სვამს ლუდს


1 ადამიანის სხეულზე ცხოვრობს იმაზე მეტი ცოცხალი ორგანიზმი, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე


არსებობს სპორტის სახეობა სახელად ,,შახბოქსი". ამ სპორტის სახეობაში გაერთიანებულია შახმატი და ბოქსი. თამაში შედგება 11 რაუნდისგან, მოთამაშეები მონაცვლეობით თამაშობენ ჭადრაკსა და კრივს. კრივის რაუნდი 3 წუთიანია, ხოლო შახმატის-4. გამარჯვებული არის ის ვინც კრივის რაუნდში დაამარცხებს მოწინააღმდეგეს ნოკაუტით, ან ჭადრაკში მატით



სამეფო გეპარდი, რომელიც გადაშენების პირას იმყოფება


46 ტონა მარიხუანა დაწვეს ტიხუანის(მექსიკა) სამხედრო ბაზაზე
მიმაგრებულია: 7925112.jpg (43.4 Kb)




შეტყობინება დაამუშავა dudu-duda - ორშაბათი, 12.11.2012, 12:08:32
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 12:24:06 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (dudu-duda)
[b]ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიური ბუნებრივი პანორამა მამატუს ღრუბლები
ღრუბლები ცაზე დაკიდულ ტომრებს წააგავს და იგი ძირითადად ყინულის კრისტალებისაგან შედგება , ღრუბლების არსებობის ხანგრძლივობა მათი გამოჩენიდან 10-15 წუთს შეადგენს

ძაან ლამაზი და მეტად უცნაური მოვლენაა


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 12:47:51 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენს პლანეტას განებივრებული ვყავართ ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი მოვლენებით. მეცნიერებამ საკმაო პროგრესი განიცადა და დედამიწაზე მიმდინარე ბევრი პროცესის ახსნა შეძლო. თუმცა არსებობენ ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენების ისეთი უჩვეულო სახეცვლილებები, რომლებიც დედამიწის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას ხდება და კლასიკური მეცნიერული ახსნები აქ უძლურია.
1.„დილის საუცხოო მშვენება“ ავსტრალიის ჩრდილოეთით, კარპენტარიის ყურის თავზე შეგიძლიათ იხილოთ. “morning glory clouds” – ეს ხატოვანი სახელი შეარქვეს ღრუბლების გრძელ, მრგვალ მილებს, რომლებიც ძირითადად შემოდგომის თვეებში „გადაიჭიმება“ ხოლმე ზღვის ზემოთ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძირითადად ჭექა–ქუხილს მოსდევს.
მიმაგრებულია: 6533739.jpg (27.3 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 12:48:44 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ მოძრავი ლოდების „შეჯიბრი“ შეგიძლიათ ნახოთ კალიფორნიის მკვდარი ხეობის ეროვნულ პარკში, სადაც მდებარეობს ამომშრალი ტბა Racetrack Playa ( რაც დაახლოებით „სარბენ პლიაჟს“ ნიშნავს). NASA –ს „კომპეტენტური“ განცხადებით, ისინი გადაადგილდებიან ძლერი გრიგალების დროს. მაგრამ ლოდი რომ ადგილიდან დაიძრას, აუცილებელია სულ ცოტათი მაინც „აიწიოს“ მიწიდან. სავარაუდოდ, ლოდებში არსებული ყინულის პატარა ნატეხების აორთქლებით მათ ეძლევათ მცირეოდენი ბიძგი და დანარჩენს უკვე ქარი აკეთებს. თუმცა NASA–ს დაავიწყდა აეხსნა, იგივე გრიგალი რატომ არ შლის ქვის ნაკვალევს.
მიმაგრებულია: 8842402.jpg (27.3 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 12.11.2012, 12:51:19
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 12:51:56 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 7852770.jpg (70.3 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 12.11.2012, 18:33:10 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შოშიები გრენტა გრინის სადგურთან შოტლანდიაში


შემოდგომა სტოკჰოლმში, შვედეთი


ლოკოკინას შეუძლია ეძინოს 3 წელი


 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 19:16:42 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მექსიკაში, ჩიხუახუას უდაბნოს ქვეშ მდებარე კრისტალების გამოქვაბული სავსეა უზარმაზარი, 10 მეტრის სიგრძის სელენიტის ( კალციუმის სულფიტის) კრისტალებით. მათ მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდათ ამხელა ზომების მისაღწევად. საკვირველი კიდევ ის არის, რომ როგორც წესი, სხვა მინერალების მსგავსი ტიპის იდიომორფული კრისტალები იმტვრევიან და დიდ ზომებს ვერ აღწევენ. მიუხედავად ლამაზი სანახაობისა, ამ გამოქვაბულში ჩასვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან 90% სინოტივისა და მუდმივი 50 გრადუსიანი სიცხის გამო ადამიანი მაქსიმუმ ნახევარ საათში იღუპება.
მიმაგრებულია: 2968247.png (213.1 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 19:20:38 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტორნადო საკუთარი შესახედაობით საკმაოდ შემზარავია, თუკი მას ცეცხლის ემატება- მაშინ ეს სანახაობა ნამდვილად არ არის განკუთვნილი სუსტი გულის პატრონებისთვის. ცეცხლოვანი ტორნადო წარმოიქმნება მაშინ როდესაც ცეცხლის ალი აიჭრება ჰაერში და ჰაერის მოძრავი მასა მასთან ერთად დაიწყებ ბრუნვას, გადაადგილებას და ადამიანების საცხოვრებლების განადგურებას.
მიმაგრებულია: 5639671.jpg (31.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 19:40:04 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცეცხლის ცისარტყელა. ეს არის უკიდურესად იშვიათი ფენომენი, რომელიც ხდება ღრუბლების მაღალ ფენებში მზის სხივების ყინულის კრისტალებზე გარდატეხისას.
მიმაგრებულია: 2075553.jpg (34.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 19:40:28 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 3838887.jpg (23.9 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 12.11.2012, 19:41:04 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 0114350.jpg (37.8 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ზურა333დრო: სამშაბათი, 13.11.2012, 20:21:33 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყალტუბოს მღვიმე "პრომეთე"

მიმაგრებულია: 1923020.jpg (77.9 Kb)


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - სამშაბათი, 13.11.2012, 20:25:55
 
ზურა333დრო: სამშაბათი, 13.11.2012, 21:01:45 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 1379735.jpg (60.3 Kb)
 
dudu-dudaდრო: სამშაბათი, 13.11.2012, 21:12:46 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა, რომელიც მსოფლიოში დარჩა მხოლოდ 4 დადის შეიარაღებული დაცვის თანხლებით
მიმაგრებულია: 9022504.jpg (49.4 Kb)


 
ზურა333დრო: სამშაბათი, 13.11.2012, 22:28:52 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყალტუბოს მღვიმე "პრომეთე"

მიმაგრებულია: 8236488.jpg (74.9 Kb)
 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 00:08:53 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იაპონიაში, ცუნამმა საკმაოდ დიდი ზომის გემი, პირდაპირ ორ-სართულიანი სახლის სახურავზე გამორიყა.


 
77777დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 03:00:49 | შეტყობინება # 17
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს რა ჭირი გვჭირს სიმონ!

77777 i.tsirekidze
 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 13:34:10 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მყვინთავი ფოტოგრაფი რომელმაც ფირზე აღბეჭდა 26 ფუტიანი ანაკონდა ანუ ეს მეტრებში დაახლოვებით არის 7.9248 მეტრი დაუჯერებელია :)))


ხე სამხრეთ აფრიკაში. ხის შიგნით მოწყობილია ბარი


 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 13:45:01 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1. გინესის წიგნში გონოლუპუს ერთ-ერთი მცხოვრები ყველაზე გრძელი სახელის გამო შევიდა. აი ისიც: “მარგალიტის მთებს შორის მდებარე, ჩემი სახლის მშვენიერი არომატი ცის თვალში აირეკლება”.
2.ადამიანის ორგანიზმში შემავალი წყალი ორი პერანგის გარეცხვას ეყოფა, რკინა – ერთი ლურსმნის დაზადებას, სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებები კი, საკმარისია ერთი რწყილის მოსაკლავად.
3. ლუდის მოყვარულთა მხარეში, ბავარიაში, თუ კაცს საკმაოდ “პატივცემული” მუცელი არა აქვს, ხუმრობით ინვალიდს უწოდებენ.

4. ძველი ბერძნებისთვის შეძახილი “ალალა” ან “ელალეუ” იგივე იყო, რაც ჩვენთვის “ვაშა”.
5. ჩუქჩებში ქალებისთვის “რ” ასოს წარმოთმა ტაბუდადებული იყო.
6. ფრანგებში ძველად მიღებული იყო ბავშვებისთვის წმინდანების სახელებს დარქმევა და მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მეტ სახელს დაარქმევდნენ, შვილი მით უფრო მეტად დაცული იქნებოდა.

7. ძველ დროში რუსეთში ახალ სახლში გადასვლისას თან მიჰყავდათ არა მარტო კატა, არამედ შავი ტარაკნებიც. ისინი ფულის, ბარაქის მომტანად მიიჩენოდა.
8. ჯორჯ ვაშინგტონის სახელი ჰქვია 7 მთას, 8 მდინარეს, 9 ტბას და 120 ქალაქსა და სოფელს.
9. გასტრონომი “კუჭის კანონს” ნიშნავს.
10. ძველ რომში კერძო პირებისთვის წყლის გადასახადი მათ სახლში შემავალი მიელბის დიამეტრით განისაზღვრებოდა.
11. ავსტრიელი იოჰან ხელინგერი 1900 წელს ვენიდან პარიზში 55 დღეში ჩავიდა. დღე-ღამეში 10 საათის განმავლობაში საათში 2,5 კილომეტრ სიჩქარით მოძრაობდა. მან 1 4000 კილომეტრი გაირა… ხელებით….
12. ადრე სამხრეთ ინდოეთში, ბრინჯის შემოსვლის დროს, ქალები დ გოგოენები ყანებში გადიოდნენ და ბრინჯის აღებამდე, მთელ დღეებს იქ თამაშსა და ცეკვაში ატარებდნენ. ამით ისინი ფრინველებს აფრთხობდნენ.
13. ანთოლოგია “ყვავილთა თაიგულს” ნიშნავს.
14. ოლიმპიურმა ჩემპიონმა პისტოლეტიდან სროლაში, კაროია ტაკაჩამ მარჯვენა ხელის ამპუტაციის შემდეგ, რვა თვეში, მსოფლიო ჩემპიონობა მარცხენა ხელით მოიპოვა.
15. მეჩვიდმეტე საუკუნეში შეკრებას “ადიციას” ეძახდენენ, გამოკლებას – “სუბსტრაქციას”, გამრავლებას – “მულტიპლიკაციას”, გაყფას – “დივიზიას”.
16. ამერიკელებს ადამიანი შეიძლება სამნაირად მოექცეს: სწორად, არასწორად და…. იაპონურად.
17. მსოფლიოში ძალიან ბევრი ცხოველის ძეგლი არსებობს. ძეგლებს უგებედნ ძაღლებს, ცხენებს, ძროხებს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი პატაივი წილად ხვდა ასევე, გომბეშოს, პეპელას, ხოჭოს…
18. ესპანეთის ყველაზე დაბალი მთა – ვულკანი ტეიდე სულ უფრო დაბლდება, როგორც ესპანელი გეოდეზისტები ამტკიცებენ, ყოველწლიურად – 3 მეტრით. საქმე ისაა, რომ ტურისტებს იქედან სამასხოვროდ ქვები მიაქვთ.
19. წლიწადის ზუსტი ხანგრლივობა – 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45.51 წამი.
20. ლონდონში ჩერჩილის ძეგლზე არასდროს არ სხდებიან მტრედები, რადგან მისი თავი და მხრები წვრილი, ალესილი შეუმჩნეველი “ნემსებით” არის დაფარული.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 13:53:29 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამერიკელებმა ჯომარდობისთვის განკუთვნილი ყველაზე გრძელი ნავი შექმნეს. კაიაკიში 100 ადამიანი ეტევა.
ის ამერიკული კომპანია L.L.Bean-ის მე-100 დაბადების დღის აღსანიშნავად შეიქმნა.

სტანდარტული ბაიდარა სულ სამი ნაწილისგან შედგება, ხოლო ამ შემთხვევაში მას კიდევ 98 სექცია დაემატა. საბოლოო ჯამში, უცნაური კაიაკი 152 მეტრის სიგრძის გამოვიდა, რაც საშუალო გემის სიგრძეს უტოლდება.

კომპანია განცხადების შეტანას გინესის რეკორდების წიგნში აპირებს. მათ სურთ ოფიციალურად დაადასტურონ ფაქტი, რომ 100-კაციანი კაიაკი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სპორტული ნავია.

ამ მოდელის გამოსაცდელად, კომპანიამ ქალაქ ფრიპორტში სპეციალური ღონისძიება Paddlesports Weekend-ი მოაწყო.

კომპანია L.L.Bean-მა კიდევ ერთი ორიგინალური ტრანსპორტი, ფეხსაცმელ-მობილი (Bootmobile) გამოუშვა. ეს ფეხსაცმლის ფორმის, მოტორიზებული, 6 მეტრის სიმაღლის მანქანა იყო.

დამატებულია (14.11.2012, 12:53:29)
---------------------------------------------
dudu-duda, მაგ ანაკონდას ბალანიც დაიწვას gimili რას გავს 8e9df77

მიმაგრებულია: 1136349.jpg (21.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 14:06:05 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, კარგია .. საინტერესოა რამდენ კილომეტრ საათ სიჩქარეს ავითარებენ იმ ნავით :)) 23 :23:



შეტყობინება დაამუშავა dudu-duda - ოთხშაბათი, 14.11.2012, 14:06:29
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 15:10:01 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (dudu-duda)
giohunt1982, კარგია .. საინტერესოა რამდენ კილომეტრ საათ სიჩქარეს ავითარებენ იმ ნავით :)) 23

მაგაზე ვერაფერს გეტყვი მეგობარო. ასი კაცი რო ნიჩაბს მოუსვამს ალბათ სიჩქარეც სოლიდური ექნება 069


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 15:29:44 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1 MOERAKI–ასეთ სფეროსებურ და უცნაურად ლამაზ ლოდებს შეხვდებით კოეკოხეს სანაპიროზე(Koekohe Beach), რომელიც ახალი ზელანდიის სამხრეთში მდებარე ოტაგოს (Otago)სანაპიროს ნაწილია.მათ მოერაკის ლოდებს უწოდებენ (“Moeraki Boulders” ).ისინი თავდაპირელად ზღვის ფსკერზე წარმოიქმნენ.ეს არის ქვის გარშემო წარმოქმნილი ნალექის ფაქტურა(გაიხსენეთ–მარგალიტის აგებულება).ზოგიერთი მათგანი რამოდენიმე ტონასაც კი იწონის და 3 მეტრ სიგრძესაც კი აღწევს.

დამატებულია (14.11.2012, 14:29:44)
---------------------------------------------
ბელიზის დიდი ლურჯი ხვრელი.
ბაჰამისა და ბელიზის ეროვნულ წყლებში შეგხვდებათ ლურჯი ხვრელები, ზემოდან ისინი განსაკუთრებით ლამაზად მოჩანან–წრიული ფორმის ლურჯი ლაქები!
ეს არის ჩასასვლელი წყალქვეშა გამოქვაბულებში, ზოგიერთი მათგანის სიგრძე 14 კილომეტრიც კი არის.
ამ გამოქვაბულებში მყვინთავებს მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი სახეობის არსებებიც უნახავთ!

მიმაგრებულია: 3487048.jpg (14.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 15:30:17 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 2703479.jpg (15.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 15:31:55 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მავრიტანია.
კოსმოსიდან თუ დავხედავთ მავრიტანიის საჰარას უდაბნოში არსებულ ამ ადგილს–ის ადამიანის თვალს მოგვაგონებს!ამ ბუნებრივი ფენომენის სტრუქტურას შეადგენს გუმბათის ფორმის სიმეტრიულად განლაგებული მაღალი კლდოვანი სისტემა რაც არის ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე ეროზიის შედეგი.თუმცა არიან მეცნიერები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეს მეტეორის შეტაკების კვალია, არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ეს მიწისქვეშა ატომური აფეთქების შედეგად გამოწვეული ფორმირებაა–მაშინ ამას გიგატონის სიმძლავრის აფეთქების ძალა დასჭირდებოდა!და ჯერ-ჯერობით არცერთ ქვეყანას ამგვარი სიმძლავრის იარაღი არ გააჩნია
მიმაგრებულია: 6656262.jpg (15.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dudu-dudaდრო: პარასკევი, 16.11.2012, 18:00:34 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გინესის რეკორდების წიგნში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რეკორდი ჩაიწერა...

ლონდონში, ადგილობრივმა გოგონებმა Mini Cooper SD-ს დახმარებით დაამყარეს საკმაოდ სახალისო რეკორდი...

ამ ერთი შეხედვით მცირე ზომისა და ტევადობის ავტომობილში, რომელსაც უმეტესობა აღიქვამს, როგორც სათამაშოს, არც მეტი არ ნაკლები, ერთდროულად 28 ბრიტანელი გოგოს ადგილი მოიძებნა, რითაც მათ გააუმჯობესეს გასულ წლის საუკეთესო შედეგი, რომელშიც 27 გოგონა მონაწილეობდა...:)



 
giohunt1982დრო: პარასკევი, 16.11.2012, 19:10:32 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, რანაირად ჩატენეს 28 გოგო იმ კინდერის მანქანაში 069 069 069

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dudu-dudaდრო: პარასკევი, 16.11.2012, 19:14:51 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, პირადპირ დაუჯერებელია ;დ;დ;დ; თემის სათაურს პასუხობს ;დ;დ;დ

 
giohunt1982დრო: პარასკევი, 16.11.2012, 19:17:18 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, მსხვერპლი იყო??? 069 069

დამატებულია (16.11.2012, 18:17:18)
---------------------------------------------
გინესის რეკორდების წიგნის წარმოშობა, ერთი ხელმოცარული მონადირისა და პატარა ჩიტის, ოქროსფერი მეჭვავისას (golden plover) დამსახურებაა. იმ მეჭვავიასი, რომლის მოკვლას გინესის ლუდსახდელის მენეჯერმა , მეტად პატივსაცემმა სერ ჰიუ ბივერმა ვერ მოახერხა. სახელწოდების მიუხედავად,გინესის რეკორდების წიგნს ლეგენდარულ ლუდთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ, მისი გამომგონებელი ამ ცნობილ ლუდსახდელში მუშაობდა. სერ ჰიუ ბივერი წარმატებული მენეჯერი გახლდათ, თავისუფალ დროს ლუდხანაში შესვლა უყვრდა, მისი გატაცება კი ნადირობა იყო. იხვებზე, ბატებსა და როჭოებზე სანადიროდ ხშირად დადიოდა. გინესის რეკორდების წიგნის იდეა ერთ-ერთი ასეთი ნადირობისას , 1951 წელს გაჩნდა. ბივერი მეჭვავიებზე სანადიროდ მეგობრებთან ერთად ირლანდიის ერთ უდაბურ ადგილას უექსფორდის (Wexford) საგრაფოში გაემგზავრა. დღე ისე გავიდა, რომ თავისდა სამარცხვინოდ ერთი ჩიტიც ვერ მოკლა. თავმომწონე მონადირე განსაკუთრებით გააწბილა იმან, რომ მეჭვავიას რამდენჯერმე ააცილა. მართალია ასეთი რამ სხვა დროსაც მომხდარა, მაგრამ ამჯერად მეტისმეტად გაბრაზდა. რაღას იზამდა, თავი გაიმართლა , განაცხადა, რომ მეჭვავია ევროპაში ყველაზე სწრაფ ჩიტად იყო აღიარებული, ბატებზე, იხვებსა და როჭოებზე სწრაფად დაფრინავდა და ამიტომ ააცილა.

იდეა

ბივერს ეს ისტორია დუბლინის ლუდხანაში გაახსენდა, როდესაც სოდიან ვისკის სვამდა და დეოდოფლის სადღეგრძელოს ამბობდა. მან კიდევ ერთხელ თავდაჯერებით განაცხადა, რომ მეჭვავია ევროპის ყველაზე სწრაფი ჩიტი იყო. მაშინ კი შეეკამათნენ მეგობრები, , ატყდა დავა იმის შესახებ თუ რომელი იყო ყველაზე სწრაფი ჩიტი. ყველა თავისას ამტკიცებდა. მათ ენციკლოპედიებიც გადაქექეს , სპეციალისტებსაც მიმართეს და მხოლოდ ის დაადგინეს , რომ ჩიტების ფრენის სიჩქარეზე არაფერი იყო ცნობილი.
დუბლინის ლუდხანებში ასეთი კამათი ხშირი იყო და ნიძლავსაც ხშირად დებდნენ იმაზე, თუ რა იყო ყველაზე დიდი, ყველაზე პატრა, ყველაზე მოკლე, ყველაზე გრძელი და ა.შ. იქ ისეთ ბავშვურ კითხვებსაც სვამდნენ – რომელი მოერევა , სპილო რომ ვეშაპს დააჯდესო :) ბივერმა იფიქრა , რომ თუ წიგნს გამოსცემდა, რომელშიც ამ სახის იფორმაცია იქნებოდა , ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევდა ნიძლავის მოყვარულებს.
სახელის უკვდავყოფის საშუალება.
ბივერის გამოგონებამ ბევრს აუხდინა ოცნება. ნებისმიერს მისცა საშუალება, რომ განსაკუთრებულად ეგრძნო თავი. ამქვეყნად ნიჭიერი ადამიანები არც ისე ბევრნი არიან, გენიოსები კი თითზე ჩამოსათვლელი. უმრავლესობა ისე ცხოვრობს, რომ მათი სახელი ახლო ნათესავებმა თუ იციან მხოლოდ. და აგერ უკვე 50 წელზე მეტია , ნებისმიერს აქვს საშუალება , საკუთარი თავი უკვდავყოს ისეთი უჩვეულო გზით, როგორც გინესისი რეკორდების წიგნში შესვლაა.
წიგნის შემქმნელს მარტივი იდეა ჰქონდა, შეექმნა ცნობარი მათთვის, ვისაც უყვარს კამათი იმაზე, თუ ვინ და რაარის მსოფლიოში ყველაზე…დღეს კი ეს წიგნი ისეთ ადამიანურ სისუსტეებს ემსახურება, როგორიც პატივმოყვარეობა და აზარტია. აბა სხვაგვარად ვის რაში სჭირდება ისეთი გამოგონებები, როგორიცაა გიგანტური კოვბოური ჩექმა ან მოწყობილობა 800 სიგარეტის ერთდროულად მოსაწევად და კიდევ ათასი უცნაური რამ? ასეა თუ ისე, ამ წიგნის წყალობით ბვერი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი.

ბესტსელერი

სერ ჰიუ ბრივერი კარგი მენეჯერი იყო, ამიტომ მისმა იდეამ 1 წლის შემდეგ შეისხა ხორცი. მასთან ყოფილი სპორტსმენი კრის ჩეტუენი მუშაობდა, რომელსაც ათლეტიზმში ქონდა რეკორდები დამყარებული. ბივერმა მას წიგნის იდეა გაუმხილა. მან კი ურჩია ასეთი წიგნის მომზადებას ტყუპები ნორის და როს მაკრიტერები თუ მოახერხებენო.ისინი ცნობილი გამომცემლის ვაჟები იყვნენ.
ბივერმა ტყუპები მონახა. მათ ერთი წელიწადი იმუშავეს და წიგნი 1955 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა. იგი 197 გვერდიანი იყო, 4 თვეში ბესტსელერად იქცა და დღემდე ასეა. ისეთი ტირაჟით გამოდის, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წიგნების ბიბლიისა და ყურანის შემდეგ მესამეა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 16.11.2012, 19:17:54 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 2372425.gif (38.3 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 16.11.2012, 19:25:20 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ ერთხელ მაინც გაჭედილხართ ლიფტში, ალბათ ბუნდოვნად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს კორსეტის მარწუხებში მოქცევა. თავდაპირველად ისეთი შეგრძენება გეუფლებათ, თითქოს ჰაერი არ გყოფნით, რის გამოც პანიკაში ვარდებით.
შესაძლოა ქალის გარდერობის ეს ატრიბუტი ცოტა სულელურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მოდის ტენდენციების მრავალჯერ შეცვლის მიუხედავად , ქალბატონები კორსეტთან განშორებას მაინც არ ჩქარობენ. ძნელია იმის თქმა, რატომ ინარჩუნებენ ქალები კორსეტის მიმართ ერთგულებას. 2009 წელს ძნელია თანამედროვე იმიჯსა და კორსეტს შორის რაიმე საერთოს გამოძებნა.შესაძლებელია ერთდროულად ემანსიპაციისა და უწვრილესი წელისკენ მივისწრაფვოდეთ?

ძველ საბერძნეთში ქალბატონები მკერდქვემოდ სპეციალურ ქსოვილს – სტაფიონს იხვევდნენ, რათა სხეული უფრო სრულყოფილი გამოჩენილიყო. მოგვიანებით მათ შემოსახვევი ნაჭრის მოცულობა გაზარდეს და ზონრებიც დაამატეს.
სტაფიონის დანიშნულება მარტო ეს არ იყო, ის ქმრებს ეხმარებოდა ცოლების ერთგულების შენარჩუნებაში.კორსეტიანი ქალები თანამეცხედრის ღალატს გულშიც ვერ გაივლებდნენ. კორსეტის ზონრებს სპეციალურად ამ საქმისთვის დაქირავებული მსახურები კრავდნენ,რომლებიც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩაცმის პროცედურას 2 საათი სჭირდებოდა, გახდასაც დაახლოვებით იგივე დრო. შეყვარებულ მამაკაცს მარტო მოთმინება და გრძნობა კი არ უნდა ჰქონოდა არამედ მოქნილი ხელებიც, რადგან დილით ქალი ისევ კორსეტში იყო ჩასასმელი. განსაკუთრებით ეჭვიანი ქმრები ცოლების დილის ტუალეტს ესწსებოდნენ და კორსეტის ბოლო ზონარს თავად კრავდნენ,საღამოს კი ამოწმებდნენ მათ მიერ შეკრული ზონარი ხომ არავის გაუხსნია-ერთიდაიმავე კვანძის გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

XIX ს-ის ბოლოს კორსეტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ექიმებმაც დაამტკიცეს რომ იგი ჯანმრთელობისთვის მავნე იყო. რენტგენის გამოგონების ჩემდეგ, ქალბატონისა დაგლეხის გოგონას გამოკვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ქალბატონს , რომელიც 14 წლიდან კორსეტს ატარებდა 4 ნეკნი დეფორმირებული ჰქონდა. კორსეტის ტარების დროს ქალის სხეული სხვადასხვა დაზიანებას იღებდა, ხშირად მისდიოდათ გული, რომ არაფერი ვთქვათ ფეხმძიმობის დროს დასახიჩრებულ და მოკლულ ბავშვებზე. მრავალი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა კორსეტს. საბოლოოდ 1874წ კორსეტები ცეცხლის ალს მისცეს.

იმის საფრთხე , რომ კორსეტებმა 21-ე საუკუნე დაიპყრონ , მცირეა. სრულყოფილი სხეულის მსურველი ქალები პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ, თუმცა ისინი ვინც კორსეტი ერთხელ მაინც მოსინჯა აცხადებენ, რომ სხეულის იმ ფორმას რასაც კორსეტი ქალბატონებს სთავაზობს ვერანაირი ოპერაციით და კოსმეტიკით ვერ მიაღწევ
მიმაგრებულია: 6836874.jpg (24.0 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 19.11.2012, 11:55:48
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 19.11.2012, 11:29:35 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ ბილ გეითსი გადაწყვეტს იყოს ქვეყანა ის იქნება 37-ე ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში




შეტყობინება დაამუშავა dudu-duda - ორშაბათი, 19.11.2012, 11:29:55
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 21.11.2012, 14:35:35 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამხრეთ ჩინეთში, გუნასი-ჯუანის რეგიონში მეთევზეები და ტურისტები საოცარი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. ერთ-ერთმა ტურისტმა დელფინი შენიშნა, რომელიც საკუთარ მკვდარ ნაშიერს ზურგით ატარებდა.

დედა დელფინს მკვდარი ნაშიერი 3 დღის განმავლობაში ზურგზე მოკიდებული დაჰყავდა. ზღვა ძალიან ღელავდა და დელფინი ტალღებს აპობდა, თუმცა შვილს წყალში არ ტოვებდა.

"უეცრად დელფინი დავინახეთ. პატარა დელფინი წყალში რამდენჯერმე ჩავარდა, მაგრამ დედა დელფინი ყოველ ჯერზე მის ამოყვანას ცდილობდა. პატარა დელფინი ორი, თუ სამი დღის მკვდარი იყო, მაგრამ დედა მას არ ტოვებდა. როდესაც ჩვენს გემთან ახლოს გაცურა, მაშინ გავაცნობიერეთ, რაც ხდებოდა, ეს ყველასთვის რთული საყურებელი იყო", - ამბობს მეთევზე.

დელფინს მკვდარი შვილი ნაპირიდან ზღვის სიღრმისკენ მიჰყავდა.

დამატებულია (20.11.2012, 15:58:30)
---------------------------------------------
მინესოტას შტატის ქალაქ ლენგბის მოქალაქემ ერთ დილას ეზოში გასვლისას თოვლში მისი გაყინული მეზობელი, 19 წლის ჯეინ ჰილარდი იპოვა. გოგონა წინა ღამეს გადმოვიდა მეზობელთან დახმარების სათხოვნელად, მაგრამ 25 გრადუსიანი ყინვის გამო მოძრაობა ვერ გააგრძელა და გაიყინა.
ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მოყვანისას ჯეინი მიცვალებულივით ცივი იყო. არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. მთელი ღამე თოვლში ყოფნის გამო მისი ყველა კიდური გაშეშებული იყო. ექიმებმა მისი ნათესავები გააფრთხილეს, რომ თუ სასწაული მოხდებოდა და გოგონას გონს მოიყვანდნენ, გონებრივი პრობლემები ექნებოდა და გარდა ამისა, ორივე ფეხის ამპუტაცია გახდებოდა საჭირო. მისი ოჯახის წევრები გულმხურვალედ ლოცულობდნენ და ღმერთს ჯეინის გონს მოყვანას შესთხოვდნენ. ყველას გასაკვირად, პროცედურების დაწყებიდან ორ საათში, გოგონა გონს მოვიდა და რამდენიმე საათში ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აღუდგა. მას თითქოს არც ეტყობოდა, რა გადაიტანა. ფიზიკურადაც და გონებრივადაც შესანიშნავ ფორმაში იყო, მხოლოდ რამდენიმე ადგილას დარჩა ნაიარევი.

——————-

ეს 7 მეტრი სიმაღლისა და 6 ტონა წონის მქონე ბოძი ინდოეთის დედაქალაქ დელიში უკვე 1600 წელია დგას. საოცარი ის არის, რომ ამ ბოძის მასალის 98% რკინაა და და ამ ხნის განმავლობაში ვერც წვიმამ და ვერც მზემ ვერაფერი დააკლო – ის ისევ უჟანგავია. მეცნიერებმა სულ რამდენიმე წლის წინ ამოხსნეს ეს თავსატეხი (სვეტის შემცველობაში სხვა ნივთიერებები ზუსტად იმ დოზით იყო, რომ რკინა ამინდის მიმართ მედეგი გახადა) , მაგრამ გასაკვირია, ეს საიდუმლო საიდან იცოდნენ ინდოელმა მჭედლებმა საუკუნეების წინ.

——————-

“მარია ცელესტას” იდუმალი გაუჩინარებიდან 50 წლის თავზე თითქმის იგივე ბედი ეწია შხუნა “Carroll A. Deering”-ს. ის 1921 წლის 31 იანვარს ჩრდილო კაროლინის სანაპიროზე შენიშნეს. როცა მაშველი გემები მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ შხუნა ცარიელი იყო და მეზღვაურები სადღაც გამქრალიყვნენ. მათ გარდა , შხუნაზე არც საკვები იყო, არც ბაგირი ან რაიმე მსგავსი. დამაკმაყოფილებელი ახსნა ამ მოვლენას დღემდე არ გააჩნია. ამბობენ რომ Carroll A. Deering რუსებმა გაძარცვეს და მეზღვაურები ტყვედ აიყვანეს. არის ვერსია, რომ ის მეკობრეთა მსხვერპლი გახდა. ყველაზე გავრცელებულ ვერსიად მაინც პარანორმალური მოვლენა რჩება – შხუნა ბერმუდის მიდამოებში მოგზაურობდა.

——————-

“ჰატჩისონის ეფექტი” იმ შემაძრწუნებელ მოვლენებს ეწოდება, რომელიც წარმოიშვა მაშინ, როცა გამომგონებელი ჯონ ჰატჩისონი ცდილობდა ნიკოლა ტესლას ექსპერიმენტები გაემეორებინა. ცდების დროს ზოგიერთმა საგანმა დნობა განიცადა, იმის მიუხედავად რომ მათი ძირითადი მასალა მეტალი და ხე იყო, ზოგმა ჰაერში ლივლივი დაიწყო, ზოგი კი ზომაში შეიცვალა. ჰატჩისონი ბევრს ეცადა, მაგრამ მსგავსი რამ ვეღარასდროს გაიმეორა. ეს ექსპერიმენტები ისეთი საინტერესო იყო, რომ ნასა და პენტაგონი დაინტერესდა, თუმცა გამეორება მათაც ვერ შეძლეს.

——————-

ესპანეთში, ბელმეზ დე ლა მორალედაში, ერთ-ერთ სახლში 1971 წლიდან 20 წლის განმავლობაში კედლებზე და იატაკზე თითქმის ყოველდღე ჩნდებოდა სახის გამოსახულებები, მაგრამ მიახლოებისთანავე ქრებოდნენ. პარაფსიქოლოგებმა მას “ბელიზის სახეები” უწოდეს და მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს პარანორმალურ მოვლენად შეაფასეს. სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რომ მიზეზი დაედგინათ და სახლის საძირკველში გვამი იპოვეს, რომელიც მაშინვე სასაფლაოზე დამარხეს. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. სახლის პატრონი დარწმუნებული იყო, რომ ამაში ადამიანის ხელი არ ერია. “ბელიზის სახეებმა” იმდროინდელი პრესის წამყვანი გვერდები დაიკავა.

——————-

2007 წელს პატაგონიაში (ჩილე) აღმოაჩინეს რომ ერთ-ერთი ტბა ამომშრალი იყო. ეს არ იყო პატარა ტბა – სიგრძეში 8 კმ იყო. ბოლოს ეს ტბა 2007 წლის მარტში ნახეს და უჩვეულო ვერაფერი შენიშნეს, ხოლო ორი თვის შემდეგ ნახეს რომ გამქრალიყო. ამასთან, მდინარე, რომელიც მასში ჩაედინებოდა, შევიწროებული იყო. გეოლოგებმა მხოლოდ ერთი ვერსიის მოფიქრება შეძლეს: ძლიერმა მიწისძვრამ ბზარები გააჩინა და წყალი მიწამ შეისრუტა. თუმცა არც მიწისძვრის კვალი იყო სადმე, არც ბზარები. ჯერჯერობით ამ მოვლენას ახსნა არ აქვს.

——————-

ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოქვილის მოქალაქეები 1994 წლის 7 აგვისტოს უცნაური მოვლენის მოწმენი გახდნენ: ქალაქში წვიმდა, მაგრამ წყლის მაგივრად, ჟელატინის წვეთები ცვიოდა. ამის შემდეგ ქალაქში უცნაური ვირუსი გავრცელდა, რომელიც სხვადასხვა რაიონში 7 კვირიდან 3 თვემდე გაგრძელდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟელატინის წვეთები ლაბორატორიაში გააგზავნა ანალიზზე. შედეგი საოცარი იყო: ნივთიერება ადამიანის სისხლის თეთრ უჯრედებს შეიცავდა. ანალიზი გაკეთდა ასევე ვაშინგტონის ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღმოაჩინეს ორი ტიპის ბაქტერია. მათგან ერთ-ერთი ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბუდობს. თუმცა მაინც ვერ ახსნეს, საიდან წამოვიდა ჟელატინის წვიმა, ან რატომ გამოიწვია ეპიდემიის გავრცელება.

——————-

1994 წლის 7 მაისს ლუიზიანას შტატში, ქალაქ ჰარაჰანში ერთ თინეიჯერ ბიჭს შავი ვერტმფრენი გამოედევნა, რომელსაც იარაღი მზადყოფნაში ჰქონდა. ბიჭმა 45 წუთი ირბინა და მეტი რომ ვეღარ შეძლო, დაეცა და გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, ვერაფრით მიხვდა, ან ვერტმფრენს რა უნდოდა მისგან, ან როცა დაეწივნენ, რატომ გაუშვეს ცოცხალი. მსგავსი შემთხვევა იმავე ადგილას ერთი კვირის შემდეგ დაფიქსირდა. ვერტმფრენი ამჯერად ავტომობილს გამოედევნა და მძღოლმა აშკარად დაინახა შავი უნიფორმიანი ხალხი შიგნით. უცნაური ისაა, რომ მსგავსი აღწერილობის ვერტმფრენი ადგილობრივ სამხედრო აღჭურვილობაში არ შედის და ვერც მისი წარმომავლობა დაადგინეს.

——————-

რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული, როცა ქვაში ცოცხალი ბაყაყი, გომბეშო და სხვა პატარა ცხოველები აღმოუჩენიათ. ყოფილა შემთხვევები, რომ მუშებს ხე გაუჭრიათ და იქ უამრავი ბაყაყი უპოვიათ, არადა ხეს ნახვრეტი არ ჰქონია, საიდანაც შესვლას მოახერხებდნენ. 1976 წელს, ტეხასის შტატში მუშებმა ბეტონის მტვრევის დროს მწვანე კუ იპოვეს. ბეტონი ერთი წლის წინ იყო ჩასხმული და საოცარია, როგორ გაძლო კუმ აქამდე უჭმელად ან უჰაეროდ. კედელზე მანამდე არც ბზარები იყო და არც ნახვრეტები.

——————-

1983 წელს დონი დეკერი მეგობრის ბინაში იმყოფებოდა, როცა უეცრად ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში ჩავარდა. ცოტა ხანში, მის ზემოთ ჭერიდან წყალმა დაიწყო წვეთა და იატაკი დაასველა. მეგობრები გარეთ გავიდნენ, მაგრამ ეზოში მზე ანათებდა, სახლში კი წვიმა არ წყდებოდა. მაშინ მათ მამულის პატრონს დაურეკეს, რომელიც ასევე განცვიფრებული დარჩა ნანახით. რამდენიმე თვის შემდეგ, დონი დეკერი რესტორანში იმყოფებოდა სხვა კამპანიაში და ისევ იგივე დაიწყო: ჭერიდან მის მაგიდაზე აწვიმდა. რესტორნის მეპატრონემ ის გარეთ გააგდო. რამდენიმე წლის შემდეგ ის ციხეში მოხვდა და საკანშიც ხშირად წვიმდა ხოლმე, რის გამოც მალე მარტო დარჩა. ციხეში მან ამ უნარის კონტროლი ისწავლა და გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო მზარეულად მუშაობა, თუმცა მისი უნარი ამოუხსნელი დარჩა.

დამატებულია (21.11.2012, 13:35:35)
---------------------------------------------

მიმაგრებულია: 0811688.jpg (153.6 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dudu-dudaდრო: შაბათი, 01.12.2012, 22:13:34 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე გრძელი მანქანა მსოფლიოში
მიმაგრებულია: 6874237.jpg (91.9 Kb)


 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 11.12.2012, 11:14:49 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, მანქანაა თუ ლაინერი?? რამხელააა efe1202

დამატებულია (11.12.2012, 10:14:49)
---------------------------------------------
მეოცე საუკუნის 90-იან წლებში რიო-დე- ჟანეიროს პლაჟ კოპაკაბანაზე ეგზოტიკური გარემოს შესაქმნელად ბრაზილიის მიყრუებული რაიონებიდან ინდიელები ჩამოიყვანეს. აუცილებელი მოთხოვნა იყო, მათ პლაჟზე ეროვნული სამოსით ევლოთ და ისინიც დადიოდნენ... მთლიანად შიშვლები.

* რუსეთში არის მდინარე სურის შესართავი, ის 400 კილომეტრს გადის, თუმცა, სათავიდან შესართავამდე სულ 30 კილომეტრია. საქმე ისაა, რომ მდინარე გზად იკლაკნება, მიუხვევს, მოუხვევს – მოკლედ, ზიგზაგებით მიედინება. ალბათ, ადგილობრივებმა მისი ეს მახასიათებელი რუსულ მენტალიტეტს დაუკავშირეს – მდინარეს ჰქვია... მთვრალი.

* პოლონეზიელი აბორიგენები ქოქოსის ნაჭუჭში აგროვებდნენ ზღვის წყალს და... სადილის მომზადების დროს მარილის ნაცვლად გამოიყენებდნენ.

* „კალიფორნია“ – „ნაყოფის მომცემს“ ნიშნავს. სხვათა შორის, კალიფორნიუმი ქიმიური ელემენტიც არის.

* დნესტრზე 1795 წელს დაარსებულ ქალაქს სწორედ ამ მდინარის სახელი ეწოდა, ოღონდ, იმდროინდელი – ტირასპოლი.

* „ტანტალი“ უწოდეს შვედი ქიმიკოსის მიერ აღმოჩენილ ლითონს – მისი ჟანგი მჟავაშიც არ იხსნება.

* ძველ რუსეთში გრივნა ფულის ყველაზე დიდი ერთეული იყო. სწორედ მისი ერთი მეათედი იყო – რუბლი.

* ჰეპარდი კატისებრთა ოჯახის ერთადერთი გარეული წარმომადგენელია, რომელიც შინაური კატასავით კრუტუნებს და მსხვერპლზე ჩასაფრებით არ ნადირობს.

* „პრეზიდენტი“ ლათინურად „წინ მჯდომს“ ნიშნავს.

* კოლუმბმა ამერიკიდან მხოლოდ ორი ტომარა სიმინდი ჩამოიტანა, უკვე 1500 წელს კი მთელ ესპანეთში ამ კულტურის დიდი მოსავალი მოიყვანეს.

* ტეხასელმა ვალენტინ გიმალდიმ, გველს, რომელმაც ფეხზე უკბინა, თავი მოაკვნიტა, კანი გააძრო და... ლახტის ნაცვლად შემოიჭირა, შხამი ორგანიზმში რომ არ წასულიყო.

* ერთ-ერთი მრავალოსკაროსანი არის უოლტერ ელიას დისნეი: მას სიცოცხლეში მიღებული აქვს „ოსკარის“ 20 სტატუეტი და 12 ჯილდო – სიკვდილის შემდეგ.

* ფილმ „კალიგულას“ სცენარის ავტორმა მოითხოვა, ტიტრებიდან ამოეღოთ მისი სახელი მას შემდეგ, როცა ფილმის პროდიუსერობა თავის თავზე ჟურნალმა „პენტჰაუზმა“ აიღო.

* პოლ სეზანი, ჯეკ ლონდონი, ვილი ბრანდტი და რიჰარდ ვაგნერი ქორწინების გარეშე გაჩენილები არიან.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
CIVXELA55დრო: შაბათი, 26.01.2013, 18:24:21 | შეტყობინება # 36
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 23:02:45 | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
CIVXELA55, ნამდვილი ფოტოა???

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
CIVXELA55დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 23:15:27 | შეტყობინება # 38
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაბდვილია აბა ამას ფოტოშოფით როგორ გააკეთებს კაცი 069 069
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 29.01.2013, 10:37:42 | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
CIVXELA55, ფოტოშოპით, რას არ გააკეთებს კაცი. ეგ კი რატომღაც, არ გავს ნამდვილს, იმდენად კარგი ხარისხია. წყალზე რო ეცემა ელვა, წყალზე შუქიც კი ჩანს, თუმცა რავიცი რავიცი... 23

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
CIVXELA55დრო: ხუთშაბათი, 31.01.2013, 21:49:21 | შეტყობინება # 40
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, რას გაიგებ კაცი 167 23 23
 
დათო_მონადირედრო: ორშაბათი, 25.02.2013, 17:55:52 | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
CIVXELA55,
ნეტავ ნამდვილია? ისე ძალიან ლამაზია 10 166


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: ორშაბათი, 25.02.2013, 20:16:17 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეხის დახემა მეტისმეტია მგონი რას აადუღებდა წყალს 23

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
დათო_მონადირედრო: ორშაბათი, 25.02.2013, 20:54:58 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda,
აუ ეს კაროში რა არის. რახელაა 069 efe1202 efe1202


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика