16:11:26
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
საფრთხეები
sabjekდრო: პარასკევი, 19.10.2012, 23:16:22 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ციმბირის წყლული - მწავე ცხელება, ინფექციური დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია ადამიანებში, შინაურ და გარეულ ცხოველებში. გამოწვეულია აერობული ბაცილით, რომელიც ცხოველის ორგანიზმში ქმნის კაფსულებს, მის გარეთ კი - სპორებს. ინფექციის გამაღვივებელია დაავადებული ცხოველის ორგანიზმი. განსაკუთრებით საშიშია ცხოველის ლეში. ბაცილა ვრცელდება წყლით, საკვებით, გადამამუშავებელი წარმოებებით.

ცხოველთა ინფიცირების ძირითადი წყაროა ინფიცირებული საკვები ან წყალი.

ადამიანის დაავადება ხდება დაავადებული ცხოველის გატყავებისა და ტყავის დამუშავების პროცესში. ადამიანში დაავადება გამოიხატება კანზე. ინფიცირდება ადამიანის კანზე არსებული ყოველგვარი იარა. ინფიცირების კერაზე ჩნდება მოლურჯო-წითელი ბუშტები წითელი სითხით. შემდგომში ბუშტები სკდება და ის ქსოვილები, სადაც იმყოფებოდა ბუშტები, კვდება და მათ ირგვლივ წარმოიშობა ახალი ბუშტები. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის თანხლებით.

საერთო ვეტერინალურ-სანიტარული ღონისძიებების გატარება მიმდებარე ტერიტორიებზე და პირადი ჰიგიენის დაცვა გახლავთ დაავადების თავიდან აცილების მთავარი მეთოდები.

ცოფი. მწვავე ინფექციური დაავადება. გამოწვეულია დაავადებული ცხოველის მიერ კბენის დროს ნერწყვის ჯანმრთელ ორგანიზმში მოხვედრით. ავადდება ადამიანი, ცხოველი და ფრინველიც. ბუნებრივ პირობებში მატარებლები არიან ირმები, მაჩვები, კვერნები, შველი, თხა, დათვი, კურდღელი, ციყვი, ენოტისებურები, ძაღლები, მელიები და სხვა ცხოველები.

დაავადების ფარული პერიოდი - 10 დღიდან 1 წლამდე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნაკბენი ადგილის ცენტრალური ნერვული სისტემიდან დაშორებაზე.

დაავადების დამახასიათებელი ნიშანია შიში ან მწვავედ გამოხატული გაღიზიანება ცხოველებში.

დაავადების ფარულად მიმდინარეობისას ცხოველს უჭირს ყლაპვა, ვითარდება დამბლა, რომელიც იწვევს სიკვდილს.

ცოფთან ბრძოლის ღონისძიებები:

1. დაავადებული ან საეჭვო ცხოველების იზოლირება ან/და ლიკვიდაცია;

2. გვამის მიუღწევადობის უზრუნველყოფა. ვეტმუშაკების მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში გვამის არანაკლებ 2მ სიღრმეზე დამარხვა;

3. ინფიცირებული ადგილების ფორმალინის 2 პროცენტიანი ხსნარით დეზინფექცია; ტანსაცმლის გარეცხვა და ცხელი უთოთი გაუთოვება;

4. ყველა დაკბენილის გამოკვლევის უზრუნველყოფა და აცრების ჩატარება.

ტუბერკულოზი. ქრონიკული ინფექციური დაავადება. გამოწვეულია 3 ტიპის ჩხირით: ადამიანური, მსხვილი რქოსანი პირუტყვისა და ფრინველური წარმოშობის ჩხირებით. ის შეიძლება იყოს ფილტვის, ძვლის და სახსრების, კანის, ნაწლავის, შარდსასქესო და სხვა ორგანოების.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით ცხოველური პროდუქტები უნდა შემოწმდეს ვეტერინარის მიერ.

ბრუცელოზი. ადამიანის, შინაური ცხოველების, მელიის, მგლის, კურდღლის, მტრედების, ბეღურების, ხოხბების და ა.შ. დაავადება. გამომწვევია პატარა უმოძრაო ჩხირები. ინფექციის სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივია. ყველაზე ფართო გამავრცელებლები არიან კურდღლები. დაავადების შემთხვევაში ადამიანის ტემპერატურა იწევს 41 გრადუსამდე, შემდეგ ჩამოდის ნორმამდე.

პირადი ჰიგიენის დაცვა ცხოველთა დამუშავების დროს, დაავადების თავიდან აცილების საშუალებაა.

ტულარემია. ინფექციური დაავადება. გადამტანები არიან კოღოები, ბუზები და სხვა მწერები. გამომწვევია აერობული, უძრავი ბაქტერია. დაავადებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ონდატრები, კურდღლები, თაგვები და შინაური ცხოველები. გამომწვევები არიან მღრღნელები, სისხლისმწოველი მწერები, ინფიცირებული ტბორები, თივა და ა.შ. მონადირეები შეიძლება დაინფიცირდნენ ტბორებში, ჭაობებში, თივის ზვინებზე ღამის გატარებისას, მოკლული ნადირისაგან და ა.შ.

დაავადების გავრცელების პრევენცია შეიძლება მოხდეს მღრღნელების განადგურებით, ვაქცინაციით, გადადუღებული წყლით სარგობლობით, ცხოველის ტყავის დეზინფექციით.

ორნითოზი ან ფსიტაკოზი. შინაური და გარეული ფრინველების, ადამიანის ინფექციური დაავადება. გამოწვეულია ვირუსით, რომელიც 65-70 გრადუსზე იღუპება 15 წუთში, ყინულზე ძლებს 2 თვე. 3 საათში იღუპება ქლორამინის 3 პროცენტიანი ხსნარით ადგილის დამუშავებისას.

ავადდებიან ქათმები, იხვები, ხოხბები, თოლიები, თუთიყუშები, მტრედები და დაახლოებით ასამდე სახეობის სხვა ფრინველები. დაავადება მიმდინარეობს ფარული ფორმით, ამიტომ შესახედად ჯანმრთელი ფრინველი შესაძლოა წარმოადგენდეს ვირუსის გადამტანს. დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებულთან კონტაქტით, ვირუსიანი საკვებით და ჰაერით.

დაავადება იწყება მწვავედ, შეციებით და სისუსტის შეგრძნებით. იწვევს თავისა და სახსრების ტკივილს.

აუცილებელია დიაგნოზის დროულად დადგენა, ავადმყოფის იზოლირება და ჰოსპიტალიზაცია.

ფრინველებში დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია რამდენიმე გზით: თვალები იმღვრევა, ნესტოებიდან გამოიყოფა ჩირქი.

ტოქსოპლაზმოზი. ადამიანისა და ცხოვლების ინფექციური დაავადება. დადგენილია, რომ ძუძუმწოვრებს, ფრინველებს და ადამიანს აქვთ ერთი საერთო გამაღიზიანებელი - მიკროსკოპით დანახული პარაზიტული ტოქსოპლაზმა.

ბუნებრივად დაინფიცირებულ ცხოველს უზიანდება ცენტრალური და პერიფერიული ნერვები. დაავადება მიმდინარეობს მასიური დაინფიცირების პირობებში და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით. ძაღლებში შიმჩნევა საერთო მდგომარეობის გაუარესება, სისუსტე, ხველა, ღებინება, სულის ხუთვა, ცხელება და ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოსვლა. კურდღლებს კი უქრებათ შიშის გრძნობა.

გადამდებია ჩვეულებრივი კონტაქტით, საჭმლის მომნელებელი ან სასუნთქი ტრაქტით, სქესობრივი გზით.

ფეხსახსრიანები ადვილად იტანენ ამ დაავადებას. მაგალითად, ბუზები 2 საათში ამოაღებინებენ ინფექციას და თავისუფლდებიან მისგან. ამონაღები ინარჩუნებს მის თვისებებს.

ტოქსოპლაზმოზის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს სამედიცინო და ვეტერინალური დაწესებულებების მიერ.

ფასციოლიზი. ხარ-ირმებში (ლოსი), ირმებში, კურდღლებში, ნუტრიებში, ციყვებში, თხებისნაირებში, ცხენებში და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ღვიძლის ფართოდ გავრცელებული დაავადება. ავადდება ადამიანიც. ლოკალიზდება ფასციოლები ნაღველმდენ გზებში, კვერცხები (ბაქტერიის!!!) გამოიყოფა ნაღველთან ერთად და ხვდება ნაწლავებში, იქიდან კი ფეკალიებთან ერთად გარეთ. პარაზიტები იწვევენ ანთებით პროცესებს.

გარდა ჩამოთვლილისა რა თქმა უნდა არსებობს სხვა უამრავი დაავადებაც, რომელთა აღწერა შესაძლოა გაგრძელდეს. მთავარია გვახსოვდეს პროფილაქტიკის ზომები, რომლებსაც აქვე შემოგთავაზებთ:

1. განუხრელად დაიცავით პირადი ჰიგიენა. ხორცის ყველა პროდუქტი მოხმარებული უნდა იქნას მისი სპეციალისტის მიერ შემოწმების შემდეგ;

2. არ მიმოვფანტოთ დამუშავებული ნადირის ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ ვაჭამოთ ძაღლებს შიგნეულობა;

3. ყველა სამონადირეო მეურნეობას უნდა გააჩნდეს სპეციალური დასამარხი ადგილები;

4. ბუნებაში ლეშის აღმოჩენისას, მიმდებარე ტერიტორია უნდა დამუშავდეს ქიმიკატებით, ხოლო საუკეთესო გამოსავალია ლეშის დაწვა;

5. ტუალეტად გამოვიყენოთ ცხოველებისათვის მიუწვდომელი ადგილებ
ი.


kakhi
 
giorgi001დრო: შაბათი, 20.10.2012, 12:00:34 | შეტყობინება # 2
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან საინტერესო თემაა გმადლობ ასეთი იმფორმაციის მოწოდებისათვის. 01
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика