19:53:49
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა თემები » ბიოტექნიკური ღონისძიებანი
ბიოტექნიკური ღონისძიებანი
giorgi001დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 14:44:14 | შეტყობინება # 1
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სასარგებლო სანადირო ცხოველების გამრავლება ჩვენი რესპუბლიკის ყველა მონადირისა და ბუნების მოყვარულის უპირველესი ამოცანაა.მისი განხორციელებისათვის,პირველ ყოვლისა,საჭიროა ბრაკონიერების აღმოფხვრა დამსჯელი ზომებითა და მონადირეთა კულტურის მაღალ დონეზე აყვანით.ეს ღონისძიებანი უდავოდ მოგვცემს კარგ შედეგებს.ბიოტექნიკური ღონისძიებანი ისახავენ ბუნებაში ნადირ-ფრინველის არსებობის პირობების გაუმჯობესებას ხელოვნური საკვები ბაზის შექმნით,თავშესაფრის მოწყობით,საბუდარ ადგილებში ნადირობის სრული აკრძალვით და ბუდობა-გამრავლების პერიოდში სრული სიმშვიდით,რომ მათ გაზარდონ და მთლიანად შეინარჩუნონ ყოველწლიური ნამატი (წიწილები,მართვეები,ნუკრები,გოჭები,ბაჭიები)

მოკლედ დაწერეთ ბაზიერლებო თქვენი აზრით რა ბიოტექნიკური ღონისძიებები იქნება ჩასატარებელი. დაწერეთ ბიოტექნიკური ღონისძიებების დანიშნულება და მისი მოწყობის წესები.

დამატებულია (18.10.2012, 13:44:14)
---------------------------------------------
ბაზიერლებო რა მოგივიდათ 36 ნახვა აქვს და ერთმაც ვერაფერი ვერ დაწერეთ

შეტყობინება დაამუშავა giorgi001 - ოთხშაბათი, 17.10.2012, 22:19:58
 
alekoდრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 14:54:09 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi001, ამ თემის აზრი ბუნდოვანია და ალბათ მაგიტომ...

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
kaxa75დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 15:13:47 | შეტყობინება # 3
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგსში ტურა და მგელი უნდა განადგურდეს და ამით ბევრად შეეწყობა ხელი უამრავი ფრინველის და ცხოველის გამრავლებას. არავითარი სანიტარი მგელი არ არი პირიქიტ ახალგაზრდას და ჯამრთელ ცხოველებს Hამს. ტურა ხო საშინელი მავნებელია. ამათი რაოდენობა აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 16:07:28 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (aleko)
giorgi001, ამ თემის აზრი ბუნდოვანია და ალბათ მაგიტომ...

გეთანხმები


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giorgi001დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 16:32:56 | შეტყობინება # 5
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kaxa75, არ გეთანხმები რა ტურა და მგელი უნდა განადგურდეს.ტურას და მგლის განადგურება დაუშვებელია სხვა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.

დამატებულია (18.10.2012, 15:32:56)
---------------------------------------------
იმისათვის რათა გამრავლდეს ნადირ-ფრინველი

 
bendeksiდრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 16:46:56 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giorgi001)
არ გეთანხმები რა ტურა და მგელი უნდა განადგურდეს.ტურას და მგლის განადგურება დაუშვებელია სხვა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.

069 069 069 069

თქვენა და ბატონო გიორგი, სკოლისთვის თემას წერთ? თუ რაშია საქმე?


ნიკა რაზმაძე
 
beqarichiდრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 16:58:31 | შეტყობინება # 7
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
23 ძირს ტურა ,თავისუფლება კურდღელს 48 48

მე ♥ bazieri.ge
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 18:44:02 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi001, სხვა რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს? პირველ რიგში უაზროდ გამრავლებული მტაცებლის რეგულაციაა საჭირო იმისთვის რომ სხვა სასარგებლო ნადირ ფრინველი გამრავლდეს. ამის გარეშე არანაირ ღონისძიებას არ ექნება აზრი. გინდა საკვები თავზე საყრელი ქონდეს ნადირსა თუ ფრინველს თუ არ გაკონტროლდა ბრაკობა და გამოიხშირა მტაცებელი ისე ა რ ფ ე რ ი გამოვა.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kaxa75დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 19:14:47 | შეტყობინება # 9
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგ ვთქვი მეც იმდენია ეგ ტურა და მგელი და ყველგანაა უკვე ვერაფერს გააკეტებ თუ არ შემცირდა მათი რაოდენობა საკმაოდ.
 
alekoდრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 20:00:58 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SOS!!! SOS!!! სასწრაფოდ, ჰაერივით გვესაჭიროევბა მოდერები....! მეხუთე პოსტის მერე ყველაფერი გასაგებია!
პპ.ს გააქრეთ ვინმემ აქედან ეს თემა!!!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giorgi001დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 21:39:41 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეხლა მისმინეთ! მოკლედ გავეცნოთ თითოეული ბიოტექნიკური ღონისძიების დანიშნულებასა და მისი მოწყობის წესებს.
1.საკვებურები.ზამთარში.
2.ხელოვნური სამარილეები.
3.სარწყულები.
თუ არ იცით რა რას ნიშნავს შემიძლია გაგიმარტოთ ან და კიდევ დავწერო.
 
bendeksiდრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 22:20:36 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi001, ინფოში ასაკი სწორად გაქვს მითითებული ?

ნიკა რაზმაძე
 
giorgi001დრო: ხუთშაბათი, 18.10.2012, 22:57:22 | შეტყობინება # 13
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, კი ზუსტად მაქვს
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 19.10.2012, 12:13:18 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giorgi001)
ეხლა მისმინეთ! მოკლედ გავეცნოთ თითოეული ბიოტექნიკური ღონისძიების დანიშნულებასა და მისი მოწყობის წესებს.
1.საკვებურები.ზამთარში.
2.ხელოვნური სამარილეები.
3.სარწყულები.
თუ არ იცით რა რას ნიშნავს შემიძლია გაგიმარტოთ ან და კიდევ დავწერო.

მეგობარო პატარა ბავშვებივით რო გვიხსნი (თითქოს გაკვეთილს) კიდევ გეუბნები რომ პირველ რიგში საჭიროა მტაცებლის რეგულირება თორემ ისე შენს მიერ ჩამოთვლილ ღონისძიებებს აზრი არ აქვს. ჩვენში არ იცის ისეთი მკაცრი ზამთარი რომ უპირველესი ამოცანა იყოს ნადირისთვის საკვებურებისა და სარწყულებლების მოწყობა. ჩვენთან ნადირის გამრავლების სხვა პრობლემები დგას. წარმოიდგინე აბა მაგალითად კურდღელზე რომელზეც მელა, ტურა, მგელი და კატისებრთა ოჯახის მტაცებლები ასევე ბრაკონიერები და მონადირები ნადირობენ, სუ რომ თავზე საყრელი ქონდეს საკვები (რაც არც აკლია) რა გაამრავლებს ?????? ასეთ პირობებში. ამიტომ ჩამოთვლილთაგან მონადირეების გარდა სხვები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და მაშინ ექნება გამრავლების საშუალება ყველანაირ სასარგებლო ნადირ ფრინველს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირედრო: პარასკევი, 19.10.2012, 17:33:40 | შეტყობინება # 15
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi001, შეგიძლიათ გააგრძელოთ, საინტერესოა! თუმცა, ახალი არაფერია! ეს ბიოტექნიკური ღონისძიებები სანადირო მეურნეობებშია აპრობირებული და მეურნეობა ამის გარეშე ვერც იარსებებს. მაგრამ ყველა სანადირო მეურნეობა მტაცებლების რაოდენობის შემცირებაზე ზრუნავს, რის გარეშეც აზრი ეკარგება ამ გაწეულ შრომას. ეს ყველაფერი პარალელურად კეთდება. თქვენ რას გვთავაზობთ? და რატომ ხართ მტაცებლების რაოდენობის შემცირების წინააღმდეგი? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი?

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 19.10.2012, 20:42:52 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დედა აზრი არის მაინც ბრაკონიერების მოსპობაში, ორი დღის განმავლობაში 17 კურდღელი მოიკლა ქარები როცა იყო ქუთაისთან ახლოს, რა აზრი აქვს იმდენი ფული გადაიხადო გონჩებში, ზარდო, იწვალო და გაიყვანო მინდვრად?! გვყავდა წაყვანილი და კვალი არ იყო! რისთვის დავდივართ ცარიელ მინდვრებში?!
როდესაც მოწესრიგდება სამინისტრო, თავად დაუყრის დიდ თოვლობის და დიდი ზამთრის პირობებში ტყეში მარილსაც და თავადვე უნდა მიხედოს ბრაკონიერებს პირველრიგში!!!!
ასე რომ ჩვენ თუ გვინდა სახელმწიფო უნდა გვქონდეს ეს ამბავი გადაწყვეტილი ამ დონეზე და არა ასე ვოლეტიორად ავდგეთ და მივიღოთ ერთ ჯერად აქციებში მონაწილეობა, ან სხვა პროგრამებში..
ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ აზრზე, რომ სახელმწიფომ ჯერ მოახდინოს ამ საკითხის ქვემდებარეობა და შემდეგ აიყვანოს მკაცრ კონტროლზე და თავისი ფინანსებით მიხედოს ბუნებას!!! სხვა რაც არ უნდა ვწეროთ მხოლოდ ფოსტებს მოვაგროვებთ მეტს ჩვენ კარგ საქმეს ვერ გავაკეთებთ


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giorgi001დრო: პარასკევი, 19.10.2012, 21:02:08 | შეტყობინება # 17
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, მე მტაცებლის შემცირების წინააღმდეგი არ ვარ,მე ვარ მტაცებლის გადაშენების წინააღმდეგი. kaxa75, და giohunt1982, თქვეს რომ მტაცებლები უნდა გადაშენდნენ.

დამატებულია (19.10.2012, 19:47:48)
---------------------------------------------
ENUQICHI, გეთანხმები მაგრამ ჩვენ მონადირეები ვართ და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ნადირ ფრინველის გამრავლებაში.თუ მართლა მონადირეები და ბაზიერები ვართ ჩვენ თვითონ უნდა დაუყაროთ ნადირს მარილი ზამთარში.

დამატებულია (19.10.2012, 20:02:08)
---------------------------------------------
giohunt1982, ბუნების კანონის შეცინააღმდეგების უფლება არ აქვს ადამიანს.რომ ამბობ ტურა და ენოტი უნდა განადგურდესო.გადაშენდა ნადირ -ფრინველი და ეს არის მონადირეების ბრალი რომლებიც არ ემორჩილებიან წესებს


შეტყობინება დაამუშავა giorgi001 - პარასკევი, 19.10.2012, 21:05:33
 
giohunt1982დრო: შაბათი, 20.10.2012, 12:36:11 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giorgi001)
giohunt1982, ბუნების კანონის შეცინააღმდეგების უფლება არ აქვს ადამიანს.რომ ამბობ ტურა და ენოტი უნდა განადგურდესო.გადაშენდა ნადირ -ფრინველი და ეს არის მონადირეების ბრალი რომლებიც არ ემორჩილებიან წესებს

სად წაიკითხე მეგობარო ??? რომ რომელიმე სახეობის ცხოველის გადაშენებაზე დავწერე???? ბევრი იარე სანადიროდ და ნახავ რეალურად მტაცებლის რაოდენობას და მაშინ შეიძლება დამეთანხმო რომ მათი რიცხოვნობის შ ე მ ც ი რ ე ბ ა აუცილებელია. 25


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giorgi001დრო: შაბათი, 20.10.2012, 15:43:20 | შეტყობინება # 19
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (kaxa75)
პირველ რიგსში ტურა და მგელი უნდა განადგურდეს და ამით ბევრად შეეწყობა ხელი უამრავი ფრინველის და ცხოველის გამრავლებას. არავითარი სანიტარი მგელი არ არი პირიქიტ ახალგაზრდას და ჯამრთელ ცხოველებს Hამს. ტურა ხო საშინელი მავნებელია. ამათი რაოდენობა აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

giohunt1982, მე მტაცებლის განადგურების წინააღმდეგი ვარ და არა შემცირების.


შეტყობინება დაამუშავა giorgi001 - შაბათი, 20.10.2012, 15:44:09
 
ENUQICHIდრო: კვირა, 21.10.2012, 19:22:20 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
RazGAAA, დაჭერა მაგენის მოგონილია უბრალოდ ნება არ არის და ეხლა რო მივაბრძანეთ მთავრობა აწი მეტი მიხედულობა ექნება საკანონმდებლო კუთხითაც და აქტიური კონტროლის მხრივ!
Quote (giorgi001)
გეთანხმები მაგრამ ჩვენ მონადირეები ვართ და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ნადირ ფრინველის გამრავლებაში.თუ მართლა მონადირეები და ბაზიერები ვართ ჩვენ თვითონ უნდა დაუყაროთ ნადირს მარილი ზამთარშ

მომისმინე კარგად ჩემო გიორგი, შენ რაც არ უნდა დაყარო, მაგით შეიძლება პირიქით საქმეე გააფუჭო! ამას არ აგიხსნი რატო გაფუჭდება საქმე, რადგანაც მარტივია..
როცა იძახი მონადირეები ვართ და ჩვენც უნდა მივიღოთ ჩვენი მონაწილეობაო, სწორედაც უნდა ვიაქტიუროდ იმ კანონების მიღებაში, რომლებიც დაიცავს მონადირეს უფლებებს და დაავალდებულებს მონადირეს შესაბამის ღონისძიებების გატარებაში როდესაც იწყება მისი ბუნებასთან შემხებლობა! ჩვენ უნდა მოვითხოვოთ გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების (ბოლობოლო ბუნების გადარჩენა ხდება), კონტროლის დაწესება ნადირფრინველის გამრავლება-კლებაზე და ბრაკონიერთა მიმართ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებაზე! და ა.შ.
დღეს ფორმირდება მთავრობა, უნდა ავიმაღლოთ ხმა ერთხმად და ორგანიზებულად, ადმინისტრაციას დაველაპარაკებით ვისაც რამე გაგვეგება და ერთ კაი წერილს გავაშანშალებთ ალბათ ჩვენ სახელზე..იმედი მაქვს ამჯერად მაინც მოგჰვისმენენ ვადებზე და სხვა უამრავ რამეზეც..


★ஜ۩۞۩ஜ★
 
gelka72დრო: კვირა, 21.10.2012, 21:27:54 | შეტყობინება # 21
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 136
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lash131)
ესე ლაპარაკით ბევრს ბევრი ულაპარაკია და საქმე საქმეზე რომ მიმდგარა მერე ყველამ კარგად ვიცით

Quote (lash131)
ესე ლაპარაკით ბევრს ბევრი ულაპარაკია და საქმე საქმეზე რომ მიმდგარა მერე ყველამ კარგად ვიცით

გამარჯობათ ყველას, საქმე იმაშია რომ არავის არ ადარდებს ეს საკითხი არც (მთავრობას და არც ბევრ მონადირეს) არადა ბევრ ჩვენგანს საკმაოდ სოლიდური თანხა გვაქვს გადახდილი თოფებში. მგელი ტურა და ბრაკონიერობა არასოდეს არ მოისპობა და ასე თუ ვიფიქრებთ რაც არის ისიც მალე აღარ იქნება. სხვ თუ არ იზრუნებს ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ბაზიერელებმა. განა რა მოხდება რომ 20 ლარი ყველამ რომ დავდოთ რაღაცას მოებმება თავი. ჩემს პოსტეში არაერთხელ მითქვავს და ეხლაც ვამბობ, შევკრიბოთ თანხა და გავაკეთოთ გასაკეთებელ, შევიძინოთ პრინველის კვერცხები. თბილისის გარეშემო 1 000 ინკუბატორებია და სადღაც შეიძლება რომ გამოვაჩეკინოთ შეადგინეთ სია რადგანაც (მე არ ვცხოვრობ საქართველოში) და მეც თქვენთან ვარ. ახლა გამოჩნდება ვინ როგორ განიცდის . მოდერებსაც ვთხოვ იქნებ ითავოდ ეს საქმე (თანხის აკრებვაზეა საუნარი)


qadagishvili
 
zrichilaდრო: კვირა, 21.10.2012, 22:10:27 | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომელი მარილი საკვები და საკენკი გაამრავლებს მტაცებლებისგან განადგურებულ ფრინველს. 5 წელია არც ბრაკონიერისგან და არც სინდისიანი მონადირისგან გამიგია ალაზნის ჭალაში ხოხობი მოეკლას თელავის რაიონში. ადრე წლებში კი ბლომად იყო და ნადირობდნენ კიდეც მაგრამ გამრავლდა სპეციალურად ჩამოყვანილ-გაშვებული ენოტი და გაჟლიტა წვრილი ცხოველი და ფრინველი, ისეა გამრავლებული რომ ტურებს იქ აღარ დაედგომება და სოფლებში გაიშალა და ქათმებზე დაიწყეს ნადირობა, 2 კვირის წინ მამაჩემმა ტურა მოკლა ჩაქუჩით. ენოტი სერიოზული საფრთხეა სანამ მთლიან საქართველოს მოედება რამე უნდა ვიღონოთ თორემ გააქრობს ყველაფერს

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
lash131დრო: კვირა, 21.10.2012, 22:11:09 | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gelka72, გაიხარე კაი კაცი ხარ. ერთს გეტყვი რომ, ამ საიტზე შეიძლება ბევრია დარეგისტრირებული და იქედან მართლა ბევრს არ აქვ იმის 20 ლარი რომ დადოს, ბერს კი მართლა ბევრი ულაპარაკია ამას ვიზავ იმასო მაგრამ არაფერიც არ გაუკეთებია. ბაზიერელების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს გადახედე და ყველაფერს მიხვდები. 40-50 კაცმა კი არამგონია რომ რაიმე შევცვალოთ და ვფიქრობ რომ ტყუილად ლაპარაკი გამოგვივა, თუ არა და აგერ ვართ ძმაო და ერთად ვნახავთ. რაც მე შემეხება კიდევ, კარგი საქმის კეთებაში, კარგი ხალხის გვერდში ვარ ყოველთვის და არა მარტო მე, არარამედ არის აქ ისეთი ხალხი ვისაც მართლა შესტკივა გული ბუნებაზე და ფლორა ფაუნაზე და დიდი სიამოვნებითაც შეიტანენ თავიანთ წვლილს.

Shavi
 
zrichilaდრო: კვირა, 21.10.2012, 22:16:43 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოსავალი არის, დაუნდობელი ბრძოლა მავნებელ მტაცებლებს! dyr6uq f60d

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
giorgi001დრო: კვირა, 21.10.2012, 23:02:55 | შეტყობინება # 25
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო მე რაც დავწერე ამით ნადირ-ფრინველს ვერ გავამრავლებთ,გასამრავლებლად საჭიროა ისეთი ინკუბადორები რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს და ამდენი ლაპარაკით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ.
მოვიდა ახალი მთვავრობა და გვეშველება.ის გოგა ხაჩიძე თუ ვიღაც იყო არაფრის გამკეთებელი. ბოდიში ამ სიტყვისთვის სულ ფეხებზე ეკიდა.მაგრა შემტკივა გული რომ ჩვენი ქვეყნის ფლორა და ფაუნა ასეთ დღეშია.

დამატებულია (21.10.2012, 21:59:51)
---------------------------------------------
მტაცებლებს ვერაფერს ვერ ვუზამთ.მათი რიცხობრივი შემცირება შეიძლება მაგრამ მისი გადაშენაბა არა.მაგრამ მე 14 წლის ბიჭი გამოცდილ მონადირეებს ვერ გასწავლით
მაშინ შეიძლება საკვებურების გაკეთება და მარილის დაყრა როცა ბევრი ნადირ ფრინველი იქნება ჩვენს ქვეყანაში.

დამატებულია (21.10.2012, 22:02:55)
---------------------------------------------
აქ გამრავლებაა მთავარი ჯერ და მერე მე როგრც დავწერო ზემოთ ბიოტექნიკური ღონისძიებები

 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 22.10.2012, 10:35:31 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gelka72,
Quote (gelka72)
განა რა მოხდება რომ 20 ლარი ყველამ რომ დავდოთ რაღაცას მოებმება თავი. ჩემს პოსტეში არაერთხელ მითქვავს და ეხლაც ვამბობ, შევკრიბოთ თანხა და გავაკეთოთ გასაკეთებელ, შევიძინოთ პრინველის კვერცხები. თბილისის გარეშემო 1 000 ინკუბატორებია და სადღაც შეიძლება რომ გამოვაჩეკინოთ

მეგობარო ამ ღონისძიების აზრი და მნიშვნელობა გასაგებია და მართლა კარგი საქმეა, მაგრამ ის გაშვებული ხოხობი ერთ წელსაც ვერ გაატანს, იმიტომ რომ ოთხფეხა და ორფეხა მტაცებლები გაავლებენ მუსრს. სანამ მტაცებლების პრობლემა არ გადაიჭრება ისე აზრი ეკარგება ასეთი სახის ღონისძიებებს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zrichilaდრო: ორშაბათი, 22.10.2012, 20:47:46 | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi001, გენაცვალე ენოტი მართლაც გადასაშენებელი ცხოველია, კომუნისტებმა საქართველოში შემოიყვანეს ბეწვეულის მრეწველობის ასაღორძინებლად მაგრამ აქ გაზრდილი ენოტის ბეწვი არ გამოდგა და მიანებეს თავი. გამრავლდა ეს უბედურება ენოტი და ისე გამოვიდა გარეული მოვიდა და შინაური გააგდოვო, როგორც ყვარლის ტყეებში გაუშვეს გველები შხამი წარმოების მიზნით მაგრამ იქაც კრახი განიცადა პროექტმა და დაგვრჩა კახელებს კუდღლის ცურცლი და ხოხბის სკინტლიღა. 02 არ არიან გასანადგურებელი?

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
giorgi001დრო: ორშაბათი, 22.10.2012, 20:57:35 | შეტყობინება # 28
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zrichila, გადასაშენებელია გეთანხმები მარა ეს ტურა და მელაც შემოიყვანეს კომუნისტებმა?
 
gio90დრო: ორშაბათი, 22.10.2012, 21:41:33 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იმდენი მგელი მომრავლდა ყველაფერს ანადგურებს ტურაზე ხო საუბარი აღარამაქვს აუცილებლად უნდა შევამციროთ მათი რიცხი თუ გვინდა რომ მომავალმა და ჩვენც დავინახოთ ჩვენი ქვეყნის ბუნების სილამაზე და სიმდიდრე 167

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
lash131დრო: სამშაბათი, 23.10.2012, 01:19:21 | შეტყობინება # 30
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სადაც ტურას წავაწყდები ან მგელს, კაჭკაჭს და კიდევ აგარ ჩამოვთვი, იქვე დავუმთავრებ არხეინ ცხოვრებას 167 ვინ კრძალავს ეგ ნაკლებად მადარდებს, ან ვის არ მოეწონება კიდევ. მე ვთვლი რომ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ ამით და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება 14-15 წლის ბავშვებმა და გარემოს დამცველებმა არ მომიწონონ ეს საქციელი მაგრამ, სანამ კიდევ არ არის ძალიან გვიანი, მე ჩემ პატარა მოკრძალებულ წვლილს შევიტან ფრინველის გამრავლებისათვის, რათა პატიოსან მონადირეებს და ჩვენს მომავალ თაობას არ დაუჟანგდეს თოფი და სანადირო ყოველთვის იყოს ჩვენს დალოცვილ მიწა წყალზე.

Shavi
 
მონადირედრო: სამშაბათი, 23.10.2012, 11:55:20 | შეტყობინება # 31
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ავსტრიაში ცნობილი მეიარაღის იოჰან ფანზოის ქალიშვილს12 გამოცდის ჩაბარება მოუწია იმისათვის, რომ ნადირობის უფლება მიეღო. ძირითადი ჩვენი პრობლემა მონადირეების გაუნათლებლობაა სამონადირეო სფეროში. იყიდი იარაღს და რაც გინდა, ის ქენი! ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და ნადირობის უფლება უნდა მიეცეს იმას, ვისაც მართლა უნდა რომ იცოდეს, რა არის ნადირობა, რითი განსხვავდება ნამდვილი მონადირე და ბრაკონიერი ერთმანეთისაგან, ვისაც არ დაეზარება წაკითხვა და ცოდნის მიღება იმ სფეროში, რომელიც ძალიან უყვარს. დანარჩენები საერთოდ არ უნდა დაიშვებოდნენ სავარგულებში. მაშინ გვეცოდინება, საჭიროა თუ არა მტაცებლების რიცხვის რეგულირება და სად უნდა დაიდგას სამარილე და განთავსდეს საკვებურები და ხელოვნური ბუდეები. მაშინ შევიგნებთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე არ უნდა ინადირო და ნადირობის ვადები და ლიმიტები დაიცვა, რომ კონკრეტულ სავრგულში უკანასკნელი ხოხობი და დურაჯი არ ამოძირკვო დედაბუდიანად. შევიგნებთ ან მთელი სულით და გულით, ან არ არის ჩვენი საქმე ბუნებაში თოფით ხეტიალი. ავსტრიის მოქალაქემ ერთხელაც თუ დაარღვია ნადირობის წესი, სამუდამოდ ერთმევა ნადირობის უფლება. ხოდა, ვისაც გულით არ უნდა გაიგოს, შეისწავლოს, დაიცვას ნადირობის ეთიკა და ჩაწვდეს ამ ულამაზესი დარგის რაობას, ის არც არის ღირსი, ედოს ჯიბეში მონადირის ბილეთი.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
avtandilდრო: სამშაბათი, 23.10.2012, 12:14:19 | შეტყობინება # 32
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, არაცჰვეულებრივად ცჰამოაყალიბე მეგობარო აზრ ი მაგრამ ცჰვენ როდისმე გვეღირსება მსგავსი რამ??? 23

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
მონადირედრო: სამშაბათი, 23.10.2012, 12:24:10 | შეტყობინება # 33
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, გვეღირსება! გვეღირსება! მანამდე კი თავად ვაღირსოთ საკუთარ თავს! ვინ გვიშლის?! მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართველი იტყვის, სხვა ეგრე ნადირობს და მე დავიცვა მარტო კანონიო? არ გვიყვარს ჩვენ არც საქართველოს ბუნება, არც პატიოსანი მონადირის სახელს ვცემთ პატივს, დღევანდელი დღის გაუმაძღრობით ვცხოვრობთ და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში!

მოყვარეს პირში უზრახე,
მტერს- პირს უკანაო!


охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
vladiდრო: სამშაბათი, 23.10.2012, 13:30:23 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, ადგილობრივი მარკირება თუ აქვს დაცულ ტერიტორიებს თუ გაარჩევ მას ჩვეულებრივისგან რაიმე ნიშნები თუარის?

დამატებულია (23.10.2012, 12:30:23)
---------------------------------------------
ჩემო ძმებო ქართველებო საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა ყველა ერთმანეთს იცნობს ყველა ერთმანეთის ნათესავია, ამიტომ არის რომ საქართველოში კანონს ბევრივერ იცავს განა იმიტომ რომ არუნდა რომ დაიცვას მას სხვა გარემოება უშლის ხელს რაც ყველამ კარგად ვიცით, გაზრდილ ადამიანს ვეღარ გაზრდი მას თუ რაიმე სანქციის არ ეშინია მაინც თავისას გააკეთებს ამიტომ საჭიროა სკოლებშიც მიიღოს ბავშვმა სათანადო განათლება იმისათვის რომ ის როცა ამ კულურას აირჩევს ცხოვრების (ხობით)თუ შეიძლება ამ საქმეს ხობი ვუწოდოთ ის მზად იქნება ყველანაირი გამოწვევისთვის სხვანაირად ჩვენ თუ ნულიდან არ დავიწყეთ მე მგონი ამ საქმეს როგორც კულტურა ვერ ჩამოვაყალიბებთ. ჩვენთან როგორ არის თუ თოფს დაიჭერ ხელში მონადირე გგონია ტავი მეც ასე მეგონა როცა პირველად ბაბუაჩემის თოფი მოვიპარე მეხუთე კლასში. მაგრამ ამ კულტურის აზრს ძალიან გვიან მივხვდი რაშიც თვითონ ჩემი გვერდითმყოფი უფროსი თაობის ბრალია,ამიტომ ჩვენი ყველას ვალია რო მომავალ მონადირეებს გადავცეთის ცოდნა და გამოცდილება რაც ჩვენ გაგვაჩნია, მე მონადირის აზრს ვეთანხმები საჭიროა გამოცდები იარაღის ტარების, სანადირო კულტურის,ყველა იმ ცხოველის თუ ფრინველის ნუსხის ცოდნა რომლის მოკვლა შეიძლება და რომლის არა, მე მეგონა რომ ყველაფერი ვიცოდი ამ დარგის შესახებ სანამ საგამოცდო ბარიერს არ მივადექი ესპანეთში ,შემდეგ ჩავწვდი იმ აზრს და იმ გონებაზე დავდექი რასაც პატიოსანი ნადირობა და ნადირისადმი პატივისცემა ჰქვია , მექანიკური შეცდომა ყველას მოსდის მაგრამ სულით უნდაიყო მონადირე.


v shavisvili
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 23.10.2012, 15:32:17 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, მრათალი ხარ. ბაზიერი. გეც ჩემი აზრით სწორედ ამ საქმეს ემსახურება და მაგიტომაც მომეწონა ეს საიტი და გავწევრიანდი აქ. ყველა მონადირის ვალია აუხსნას და ასწავლოს დამწყებს ნადირობის წესები, აზიაროს ის ნადირობის და ბუნების სილამაზეს, (ამის გარეშე ხომ ნადირობას ფასი არ აქვს) ასევ ბევრჯერ მითქვამს, რომ უნდა აუხსნას გამოცდილმა მონადირემ გამოუცდელს ნადირობის დროს უსაფრთხოების წესები. ბრაკებს რაც შეეხება ზოგი იმისთანა ტვინ გაწყალებულია, რომ რაც არ უნდა ელაპარაკო ვერ შეაგნებინებ არჩეული გზის სიავეს. ამიტომ დაუნდობელი ბრძოლა და კონტროლი უნდა იყოს ბრაკების მიმართ, სამრათალდამცავების მხრიდან და მაშინ აუცილებლად შემცირდებიან ასეთები. ასევე ვეთანხმები მონადირე, ს რომ აუცილებელია ისეთი ორგანიზაცია სადაც მონადირეობის მსურველი გაივლის, საჭირო კურს და ჩააბარებს შესაბამის გამოცდებს, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხდება. ჩვენთან მართვის მოწმობით რო უფორმებენ იარაღს ხალხს ეს მაგარი სისულელეა და მერე არც კითხულობს ვინმე ეს ხალხი სანადიროდ რომ დადის იქ როგორ იქცევიან.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zrichilaდრო: სამშაბათი, 23.10.2012, 20:56:02 | შეტყობინება # 36
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, იარაღის გაფორმება არ მგონია ბრაკონიერობაზე მოქმედებდეს, ბრაკონიერს ფეხებზე კიდია თოფის გაფორმებაც და ლიცენზიაც, რამდენიც გინდა ლანძღო მაინც არ მოიშლის ბრაკონიერობას, უნამუსოს თავზე აფსავდნენ და რა თბილი წვიმა მოდისო. უნდა ვეცადოთ სწორი ნადირობა ვასწავლოთ მომავალ თაობას, მონადირე არასდროს არ იბრაკონიერებს შეგნებულად. ბრაკონიერობა სულ სხვა ჯიშია რომელმაც არც კი შეიძლება იცოდეს რას აკეთებს, არიან ასეთი უტვინო ბრაკონიერებიც და არიან იძულებით ბრაკონიერები რომლებიც ამ საზიზღრობით ოჯახს ინახავენ. კანონი რომ კანონობდეს არცერთი არ იბრაკონიერებდა. რა მოხდება ტელევიზიამ, რადიომ, პრესამ ცოტა წაიმუშაონ ამ საკითხში და ელემენტარული ინFორმაცია მიაწოდონ ხალხს რა არის ბრაკონიერობა და რა სწორი ნადირობა რომ ის უტვინო ბრაკონიერი მიხვდეს შეცდომას და იძულებით ბრაკონიერმა მონახოს ოჯახის შენახვის ალტერნატიული გზა. რა ვიცი მე ასე მგონია და

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
მონადირედრო: სამშაბათი, 23.10.2012, 21:34:39 | შეტყობინება # 37
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, კი, არის! მაგრამ არასაკმარისად! უფრო ძირითად ბილიკებზე, მაგრამ სხვა გზით შეიძლება ისე შეეხეტო, ვერც მიხვდე! მოკლედ ყველაფერი ისეა, როგორც დანარჩენ სხვა სფეროში ამ ქვეყანაში. ვნახოთ, ახალმა ხელისუფლებამ იქნებ მეტი იზრუნოს ბუნების დაცვაზე.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 10:25:28 | შეტყობინება # 38
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალი მთავრობის პირობებშიც თუ არაფერი შეიცვალა უკეთესობისკენ, მაშინ აღარ ყოფილა საშველი, იმედია აწი მაინც მიხედავენ ბრაკებს. ასევე მტაცებლების რეგულირების გადაწყვეტილებაც თუ მიიღეს და მიხედეს ამ საქმეს, მაშინ აუცილებლად გამოსწორდება ნელ-ნელა ყველაფერი. ბუნებასაც ეშველება და ჩვენც მონადირეებს.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა თემები » ბიოტექნიკური ღონისძიებანი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика