04:14:11
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
რეპტილიები(შხამიანი გველები)
-BERG-დრო: შაბათი, 17.09.2011, 11:56:47 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a5
 
toka_monadireდრო: შაბათი, 17.09.2011, 13:01:36 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

აქტუალური პრობლემის გამო,თავს ვალდებულად ვთვლი,საჭირო ინფორმაცია გაგიზიაროთ
დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში – შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში.

ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები.
გიურზა წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წანოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1-3, ხოლო მამრები – 1,6 მეტრს აღწევენ.
გიურზა აქტიურია მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. მისი შხამი ტოქსიკურობით პირველობას მხოლოდ კობრას შხამს უთმობს. გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა. გველები ნადავლს დაუღეჭავად ყლაპავენ. შხამი მსხვერპლს ადამბლავებს – მოძრაობის უნარს ართმევს – და გველს მის გადაყლაპვას უადვილებს. გველის შხამი რთული, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: ფერმე-ნტების (უმთავრესად – ჰიდროლაზის), ტოქსიკური პოლიპეპტიდების, ნეიროტოქსინების, სპეცი-ფიკური ცილებისა და არაორგანული კომპონენტების კომპლექსს წარმოადგენს. ზოგიერთი გველის (მაგა-ლითად, ასპიტებისა და ზღვის გველების) შხამი ჩონჩხისა და სასუნთქი კუნთების დამბლას იწვევს, ზოგი-ერთისა (გველგესლასებრთა, ჩხრიალა გველებისა) – ჰემორაგიულ შეშუპებას, სისხლის შედედებას, ჰემო-ლიზს (სისხლის წითელი ბურთულების დაშლას), წნევის დაცემას და ორგანიზმის ინტოქსიკაციას. გი-ურზას შხამი სწორედ ძლიერი ჰემოლიზური უნარით გამოირჩევა. გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ.
თუ სადმე გველს გადაეყარეთ:
• ნუ მიეცემით პანიკას – თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;
• ერიდეთ აქტიურ ქმედებებს;
• არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?
შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზი-ანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.
ზოგადი სიმპტომები ასეთია:
• ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
• შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;
• მხედველობისა და გონების დაბინდვა;
• სისხლჩაქცევები;
• ძილად მივარდნა ან აგზნება;
• კრუნჩხვა, ასფიქსია;
• ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად დღის ბოლოს ვლინდება.
როგორ დავიცვათ თავი
გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.
• იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
• ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.
• ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.
• ებრძოლეთ მღრღნელებს.
• მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.
• ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.
• თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.
• სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიყოლეთ შრატი.
როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა?
თმანებით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ.
• ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ.
• ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს.
• მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.
• სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ – გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.
არამც და არამც არ შეიძლება:
• ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
• ნაკბენი არის გაკვეთა;
• მოწვა;
• დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;
• ლახტის დადება.
წესები, რომლითაც გველისგან დაგესვლის შემთხვევაში უნდა მოიქცეთ
საქართველოს მთავარი ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე მოსახლეობას გველისგან დაგესვლის შემთხვევაში სპეციალურ წესების გაცნობას სთავაზობს. როგორც ქვეყნის მთავარმა ტოქსიკოლოგმა განაცხადა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად შხამიანი გველების ნაკბენით საშუალოდ 500 000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდება. მათ შორის, ყოველ წელს 50 000 ადამიანი იღუპება. დსთ-ს ტერიტორიაზე შხამიანი გველების 58 სახეობაა. ამათგან 10 სახეობა ადამიანისათვის საშიშია.
საქართველოში გავრცელებულია 4 ოჯახის 10 გვარის 20 სახეობის გველი-ველის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა და გიურზა. გველის ნაკბენის დიაგნოზით, საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ხდება. გველის დაკბენა ყველაზე ხშირია 20-59 წლის ასაკში (57%) და ბავშვებში (30%). თემურ კობიძის თქმით, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან – ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით.

დაგესვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა: ადამიანმა ჩაიცვას მაღალი ჩექმა ან მაღალყელიანი ფეხსაცმელი და დამცავი შარვალი. თან იქონიოს გრძელი ჯოხი. ადამიანმა თავი უნდა მოარიდოს თივის ზვინებთან, მინდორში, ტყეში და ქვიან ადგილებში ყოფნას. თემურ კობიძის თქმით, კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინრებიდან ან კბილების არხებიდან. კბილები 1-1.5 სანტიმეტრის სიგრძისაა. შხამიანი კბილები მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა განლაგებული. პირის გაღებისა და/ან კბენის დროს კბილები ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან.

სიმპტომები კბენის ადგილას: მომენტალური ძლიერი ტკივილი. კიდურის ჰემორაგიული შეშუპება, რომელიც რამდენიმე წუთში მთელ სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხი ფერის ჩირქგროვა ან ჩირქიანი მუწუკი (რომელიც შემდეგ დაწყლულდება და ძალიან ძნელად ხორცდება). თუ კბენით დაზიანდა ვენის ან ვარიკოზული გაგანიერების ადგილი (შხამი დიდი რაოდენობით მოხვდა პირდაპირ სისხლში) ზოგადი მოვლენები ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ადამიანი ადგილობრივი მოვლენების განვითარებამდე კვდება.

გველით დაკბენის სიმპტომებია: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები.: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად – ქუთუთოების ფტოზი, მხედველობის შესუსტება ან სიბრმავე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების “ჭრა”. კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა მძიმე შემთხვევებში-სიკვდილი.

გართულების შემთხვევაში ადამიანს უვიტარდება სეფსისი, რბილი ქსოვილების ნეკროზი ან კიდურის განგრენა. გველისგან დაკბენის შერმთხვევაში ადამიანმა არ უნდა გაკეთოს: კანის გრძელი “ლამპასისებური” განაკვეთები, ჯვარედინი განაკვეთი, ცირკულარული განაკვეთი, არ ამოწოვოს შხამი ჭრილობიდან პირით, არ დაიდოს ლახტი, არ დალიოს ალკოჰოლიანი სასმელები, კბენის ადგილი არ ამოიშანთოს. არ შეიყვანოს ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი.

თემურ კობიძის თქმით, დაგესვლის შემტხვევაში პაციენტი უნდა დაწვეს ჰორიზონტალურად.
”ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრობით “გამოწველეთ” კანი. ჭრილობა “პირს დააღებს” და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე – ლიმფა დაამუშავეთ კბენის ადგილი სპირტით ან იოდით. დაიწყეთ კიდურის იმობილიზაცია: დააფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ხის ტოტი, ღობის ფიცარი და სხვ) ორი სახსარის დონეზე. ავადმყოფი სასწრაფოდ მიიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში”, – აღნიშნა თემურ კობიძემ.

მისივე თქმით, დაკბენილმა ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე, გაუკეთდეს შრატის ინექცია.
შრატი კეთდება მხოლოდ შხამის სისტემური მოქმედების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
როგორ ვიცნოთ გველი თვალებზე,შხამიანია თუ არა ?
ვისაც შხამი არა აქვს,შედარებით ადამიანური მრგვალი თვალები აქვს :

და რომელსაც შხამი აქვს აი ასეთი:

წყარო: ucnauri.com


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს

შეტყობინება დაამუშავა toka_monadire - შაბათი, 17.09.2011, 13:18:18
 
butxaდრო: შაბათი, 17.09.2011, 13:19:11 | შეტყობინება # 3
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 96
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო ალბათ ბევრმა კი იცის მაგრამ მაინც დავწერ ცნობისათვის,ფერმერთა სახლებში იყიდება სპრეი ანტი სნეიკი და ეფექტურიცაა,ფეხსაცმელს ან კარვის ირგვლივ ვასხურებთ და როგორ ინსტრუქციაში წერია 50 მეტრზე ახლოს არ მოვლენ,მეც მაქვს გამოცდილი ამ ზაფხულს თევზაობისას და არათუ შხამიანი,ანკარაც არ მოსულა ახლოს,ნავთლუღის ბაზართანაა ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია და იქ მაქვს ნაყიდი, Biological stopper ასე ქვია

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....


შეტყობინება დაამუშავა butxa - შაბათი, 17.09.2011, 13:19:56
 
toka_monadireდრო: ორშაბათი, 03.10.2011, 18:23:59 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butxa, კარგი საშვალებაა თუ ეფექტურად იმოქმედებს შენც მშვიდად დაიძინებ ღამეს

დამატებულია (03.10.2011, 17:23:59)
---------------------------------------------
გიურზა

ეს არის გველი რომელიც მრავლადაა გავრცელებული საქართველოში და ხშირია ადამიანზე თავდასხმის ფაქტებიც.
აქ კი არის ინფორმაცია რომელიც გამოგადგებათ და ასე თუ ისე მასთან შეხვედრისას საფრთხე ნაკლებად დაგემუქრებათ

გიურზა (Macrovipera lebetina), შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩედილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში – შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე.

ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვისგიურზა ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე, არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირეაზიაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ დაღესტანში, შუა აზიაში, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.

ჩვენთვის საინტერესო სახეობა კი Macrovipera lebetina obtusa, რომელიც საქართველოშია გავრცელებული მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარში ( თუმცა შეიძლება თურქეთიდან ბათუმის ოლქშიც შემოდიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე.. ნანახია თბილისის მიდამოებშიც.

ბინადრობს ველის ზონაში, სადაც საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევს, მაგრამ უფრო ხშირად მშრალ, ბალხით დაფარულ ქვიან ადგილებშიგვხვდება, სადაც ბევრი ბუჩქი, ხეები კი აქა იქ არის გაფანტული. იმალება ქვების ქვეშ, ნაპრალებში და მღრნელების სოროებში

სიფრთხილე თავიდანვე ვახსენე, ეხლა კი დავკონკრეტდები, თუ რა უნდა იცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას საფრთხე ნაკლებად სახიფათოს წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება შეხვდეთ მას და ა.შ. მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზას ცხოვრების წესი: გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს
გიურზა ნადირობს ძირითადად მღრღნელებსა და ფრინველებზე. მას ერთ ჯერზე რამდენიმე მემინდვრიის ან ბეღურასნაირი ჩიტის გადაყლაპვა შეუძლია. დიდი გიურზა კურდღლის ბაჭიებსაც თავისუფლად ყლაპავს. თაგვებს იჭერს სოროში, ფრინველებს უდარაჯებს ხეზე ან მიწაზე, ფრინველს კბენის შემდეგ კი აღარ უშვებს პირიდან.
გიურზა, ისე როგორც ყველა ქვეწარმავალი მრავლდება კვერცხის დებით. პატარა გიურზები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. კვერცხიდან თავის გამოყოფის შემდეგ წიწილა კვერცხში ზის და ყვითრით იკვებება, უკვე კბენას ცდილობს, თუმცა მცირე ზომისაა და სულ 215 მმ-ს აღწევს.

ზემოთ ხსენებული სიფრთხილის მიუხედავად, ცნობილია მისი შხამით ადამიანთა დაღუპვის შემთხევები. დაკბენილმა ადამიანმა საწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო პუნქტს, ან ადგილზე გაიკეთესოს ნემსი ანტიგიურზინი, რომელიც ადრე ბევრგან იყიდებოდა, ეხლა კი კონკრეტული რჩევის მოცემა გამიჭირდება. მისი შენახვა აუცილებელია სიცივეში, ამიტომაც ველზე გასული ადამიანები მას მიწაში მარხავენ ხოლმე. გიურზას იჭერენ ძვირფასი შხამის გამო და სპეციალურად მოწყობილ ხელოვნურ გარემოში ჰყავთ იგი.

ერთი კი გახსოვდეთ! გიურზა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, რადგან შეიცავს ძვირფასი თვისებების მქონე შხამს. ეს კი უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ იგი დაცვას საჭიროებს.
წყარო: ucnauri.com


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
berZulდრო: ხუთშაბათი, 13.10.2011, 00:44:28 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, დაცვას რატომ ვინ ებრძვის,პირიქით ადამიანების უმრავლესობა გაურბის მას და უკიდურეს შემთხვევაში თუ მოკლავს,ჩემი აზრით ზედმეტია საქართველოსთვის ამდენი გიურზა ამიტომ უნდა დაბალანსდეს მათი რაოდენობა. დასავლეთ საქართველოში ბევრი ნახეს როდესაც გიურზა საერთოდ არ იცოდა. ასე რომ ჩემი აზრით დაფიქრება უნდა ამ საკითხს.

ლევან ბერძული
 
butxaდრო: პარასკევი, 09.03.2012, 20:25:47 | შეტყობინება # 6
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 96
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ანტიგიურზინი სად იშოვება და რა ღირს ხომ არ იცით?

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика