12:36:07
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა თემები » ჩვენი მონადირული გრძნობის მხატვრული გადმოცემა (აქ შესაძლებელია თქვენი მინიმალური მხატვრული ნიჭის გადმოცემა.)
ჩვენი მონადირული გრძნობის მხატვრული გადმოცემა
ლევანი_1495დრო: კვირა, 19.12.2010, 11:13:22 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 194
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ამ თემის შექმნა იმის მერე გადავწყვიტე რაც ამ საიტის წევრების რამდენიმე პოსტი წავიკითხე. მოდი აქ შეძლებისდაგვარად მხატვრულად გადმოვცეთ ჩვენი წინა მონადირული გრძნობები და ეპიზოდები რათა მკითხველისთვის ამის წაკითხვა იყოს სასიამოვნო და ნადირობისადმი ან თევზაობისდმი "მადისაღმძვრელი" და ემოციების გადმომცემი. 39 39 23_30_126

დამატებულია (19.12.2010, 10:13:22)
---------------------------------------------
ჩემი ნადირობის წინა გრძნობები:მოდის პარასკევი დღე, სკოლიდან გეზს პირდაპირ მონკავშირისკენ ვიღებ, შევდივარ და ტყვიაწამალს ვყიდულობ... მონკავშირში შესვლა ჩემს სხეულში რაღაც გრძნობას იწვევს, განსაკუთრებულს, რადგან იქ ვხედავ ჩემთვის საყვარელ ნივთებს... შემდეგ ვჯდები სოფლის ჯაყჯაყა "პაზიკში" და მივემართები ჩემთვის საყვარელ ადგილას სადაც ჩემი "ერთგული მეგობარი", მოუვლელი მაგრამ ჩემთვის მაინც საყვარელი, ცალპირა ტულა–ტოზი "მელის"... და აი ამ ფიქრებში გახვეული ვარ როცა მძღოლი სიგნალს აძლევს, ავტობუსი მიადგა ჩემს გაჩერებას სადაც ჩემი ჩამოსვლის ჯერია. სახლში შევდივარ და პირდაპირ იმ ოთახს მივაშულებ სადაც ვიცი რომ აუცილებლად დევს თოფი. შემდეგ ჩანთიდან ვიღებ ნაყიდ ტყვიაწამალს, კარადიდან ვიღებ გილძის დასატენად აუცელებელ ატრიბუტებს და ვიწყებ ჩემთვის კიდევ ერთ საყვარელ საქმიანობას... გილძებს ვტენი და თან თვალწინ მიდგას ჩემს გონებაში წარმოდგენილი ნადირობის კადრები, თუ როგორ ვერსვრი კურდღელს, მაჩვს, ან თუნდაც კვერნას და ტურას და როგორ მოვდივარ შინისკენ ხელდამშვენებული, ან კიდევ ტყის ქათამს რომელიც მოულოდნელად წამოფრინდება და მეც სროლას არ დავაყოვნებ... უკვე საათის პატარა ისარი 12 საათს უკაკუნებს. საწოლში იმედიანად ვწვები, ხვალინდელი დღის იმედი მაქვს, იმედი მაქვს რომ ეს ნადირობა იქნება დაუვიწყარი და თავგადასავლებით აღსავსე... დაძინებას ამაოდ ვლამობ, არ მეძინება... ბოლოს დიდი ხნის მცდელობის შემდეგ 1–2 საათისაკენ ჩამეძინება... უცებ მეღვიძება. სულ, თავიდან ბილომდე ოფლში ვარ გაწურული. ძილ–ბურანში მყოფი ბანცალით ვდგები საწოლიდან და საათს ვაშტერდები.დილის 4–5 საათია. სიბნელის გამო დროის გარჩევა საათზე მიჭირს... შემდეგ შევდივარ იმ ოთახში სადაც როგორც მოგახსენეთ თოფი დევს და შემდეგ გასროლას ელის. თოფი გამომაქ, ტანზე პატრონაჟს ვიკეთებ, რომელშიც ქარხნული და ლატუნის გაბერილი გილძები დევს...გარეთ, ეზოში გავდივარ და თოფს კალთაში ვიდებ(ამ თოფმა შემაყვარა ნადირობა:)) და ხელებს კონდახზე ვაწყობ... ისევ ფიქრებში ვეხვევი... და ამ ფიქრებში ირიჟრაჟებს, მზე თავის სხივს ჩემსკენ გადმოსტყორცნის...და მეც ეზოდან გავდივარ,ტყეში გავდივარ, და ვიწყებ იმ საყვარელ საქმეს რომელიც ჩემში წარმოუდგენლად ემოციით სავსე გრძნობებს აღვიძებს...:):)

 
ლევანი_1495დრო: ორშაბათი, 20.12.2010, 14:53:16 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 194
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაღდად მაგარია ნადირობის წინა გრძნობა... და თუ გექნებატ რომელიმეს სურვილი ერთი პატარა მოთხრობა გვაჩუქე სამახსოვროდ, არ აქვს მნისვნელობა როგორი იქნება. მთავარია პატარა სასიამოვნო იყოს წასაკითხად და რაც შეეხება მხატვრულ ნიჭს შეზღუდვა არანაირი როგორც შეძლებთ 39 :39: 39 23_30_126 :23_30_126:

შეტყობინება დაამუშავა ლევანი_1495 - ორშაბათი, 20.12.2010, 14:54:18
 
tengomengoდრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 14:14:22 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





6 საათიანი მატარებელში ჯაყჯაყის შემდეგ ჩავდივარ სოფელში. ჭიშკარს ვაღებ თუ არა მომვარდება ჩები წითელი სპანიელი და თამაშს მიწყებს მახტება კრუგებს მირტყავს იქამდე არ მეშვება სანამ ჩანთას არ დავაგდებ და არ მოვეფერები მერე ცოტა მშვიდდება მაგრამ გვერდიდან არ მშორდება შევდივარ ოთახში გამოვუტან სასუსნავს მოვეფერები და ავდივარ მაღლა სადაც მეგულება ჩემთვის "უძვირფასესი" იჟ-43 ავიღებ ხელში გადავხსნი, გავიხედავ ლულაში სუფთაა მაგრამ მაინც გავწმინდავ "ჯერი" კი ამ დროს ჩემს წინ ზის და მიყურებს ჭკვიანი თვალებით აი მოვრჩი თოფის გაწმინდას მოვიგდებ მხარზე და ვუმიზნებ ეზოში ხეზე შემომჯდარ შაშვს გული მიჩქარდება მინდა ვისროლო და შევიგრძნო დამწვარი დენთის სუნი მაგრამ ტყვია არ მიდევს შემდეგ ავიღებ თოფს მხარზე გადავიკიდებ პატრონტაჟს შემოვიკრავ და დაბლა ჩავდივარ ჯერიც ხვდება სანადიროდ რომ მივდივარ უხარია კრუგებს მირტყამს ეზოში გიჯივით დარბის სანამ ჭიშკართან მივალ ის უკვე იქაა წინა ფეხებით კარების გაღებას ცდილობს გავაღებ თუ არა კარებს გავარდება და დარბის ეზოში ცოტა რო დაიღლება დადინჯდება ამასობაში მივუახლოვდებით "საკვათარე" ადგილს და ვეტყვი "ჯერი ეძებე" ჯერიც არ დააყოვნებს და კუდის ქიცინით ეძებს ბუჩქების ძირში განაბულ ტყის ქათამს ვაკვირდები მის თითოეულ მოძრაობას კუდის ქიცინს უმატებს და ვხვდები რომ კვალზეა შედის ეკლიან ბუჩქებში და მოულოდნელად ტყის ქათამი ამოფრინდება მოუმზადებელი ვარ მაგრამ იმდენად დიდია ადრენალინი მაინც ვესვრი ხან არ მიმართლებს ხანკი მოწყვეტით ჩავარდება ბუჩქებში, ჯერიც არ აყოვნებს მივარდება და დაჭრილი ქათმის დაჭერას ცდილობს შემდეგ დავიძახებ "ჯერი მომიტანე" და სუამაყით ვივსები როცა ვხედავ როგორ მოაქვს ჩემ წითელ სპანიელს დაჭრილი ქათამი...
 
SHAKOდრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 18:20:55 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 245
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაიცდამაინც მხატრული გადმოცემით ვერ დავიკვეხნი. მაგრამ მაინც გეტყვით ორ სიტყვას. ნადირობა ჩემი ცხოვრების წესია და ვერაფერი შეედრება ამ სიამოვნებას, ნადირობა ასევე განტვირთვის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, ალბათ ყველა მონადირე დამენთანხმება რო ნადირობის პროცეში ყველა პრობლემა უკან რჩება და მთლიანად ნადირობაზე ხარ კონცენტრირებული. ნადირობა ასევე მეგობრების შეძენის საუკეთესო საშუალებაა. და ბოლოს რა შეედრება ? მეგობრებთან ერთად (ასევე ოთხფეხა:) თუდაც ძალია დამღლელ გზაზე სანადიროთ ბუნებაში გასვლას, მიხვალ დანიშნულების ადგილას, გადმოხვალ მანქანიდან ყინავს თუნდაც ძალიან ცხელა მაგრამ იმდენათ დიდია ნადირობის სიყვარული ეს ყველაფერი გვერძე რჩება და დიდი მონდომებით შეუყვები სანადირო ადგილებს, გაჩერდება ძაღლი ნაბულზე და გულაჩქარებულს და შემცივნებულს ძარღვებში სისიხლი გაგეყინება, ამოფრინდება ნადავლი თოფიც დაიგრიალებს და წარმატებული გასროლის შემდეგ სიამოვნებითა და მოზღვავებული ადრენალინით ოფლის წმენდას ვერ აუდივართ.
 
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა თემები » ჩვენი მონადირული გრძნობის მხატვრული გადმოცემა (აქ შესაძლებელია თქვენი მინიმალური მხატვრული ნიჭის გადმოცემა.)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика