12:00:21
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: nugomonadire  
მონადირეების ფორუმი » ’’ენა, მამული, სარწმუნოება’’ » ’’ენა, მამული, სარწმუნოება’’ » ’’ნათლობა და მართლმადიდებლობა’’ (ვინ არის ნამდვილი ქრისტიანი...)
’’ნათლობა და მართლმადიდებლობა’’
nugomonadireდრო: პარასკევი, 08.06.2012, 20:53:45 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაზიერელებო ამ ფორუმში მინდა ყველამ თქვენი ნათლობის დღე გაიხსენოთ. სად მოინათლეთ და როდის. რამდენი ნათლია გყავთ და როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან, სულიერების თვალსაზრისით თუ გეხმარებიან ან დაგხმარებიან. თქვენ თვითონ რამდენი ნათლული გყავთ და როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან. როგორ გესმით ნათელ-მირონით დაკისრებული ვალდებულებები და ვინ რას აკეთებთ თქვენი ნათლულების სულიერი აღორძინებისთვის???
ნათელ-მირონი მოგეხსენებათ არის უდიდესი ნათესაური კავშირი, რომელიც ცხრა თაობას გადაეცემა, როგორც უმწიკვლოდ შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელი ურთიერთობა...
ნათლიამ რომელმაც იტვირთა ვალდებულებები წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის და განათლულის ოჯახის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლო...
ნათლიას პირველ რიგში ნათლულის სულიერად აღზრდა ევალება და მისი ტაძარში ახსარება-ზიარებაზე ტარება. 40 დღე არ უნდა გავიდეს ნათლიამ ნათლული ზიარება-აღსარებაზე არ მიიყვანოს ეკლესიაში. თუ ყოველ საკვირაო წირვებზე მიიყვანს ეს უდიდესი მადლი იქნება. ან 12 საუფლო დღესასწაულებზე მაინც...
ძმებო ჩვენ აუცილებლად მოგვეკითხება ცათა სასუფეველში ნათლულებისთვის გაწეული ან არგაწეული ამაგისთვის...

ვთხოვ მაღალ ღმერთს და დედახვთისმშობელს ყველა მართლმადიდებლის ნათელ-მირონით კავშირი აკურთხოს და დალოცოს...

ძალიან მაინტერესებს მონადირე-მეთევზეებო, ფლორა-ფაუნის დამცველნო და ჩვენი ქვეყნის პატრიოტებო თქვენი მოსაზრებები. გთხოვთ გულწრფელად და სერიოზულად მოეკიდოთ ამ თემას...


’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ფირალიდრო: პარასკევი, 08.06.2012, 21:21:15 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 294
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლაც რომ საჭირო და აუცილებელი თემა არის.
ჩემი ნათლობა მახსოვს ბუნდოვნად 4 წლის ვიყავი დიდი ბებიის ორმოცზე მომნათლეს , სუფსის 12 მოციქულის სახელობის ეკლესიაში, ნათლობის სახელია ბაგრატი, ნათლიასთან მაქვს გადასარევი ურთიერთობა , მამა შვილივით ვართ მარა მემგონი ძმობაში გამოგვდის , ( ეს ერის კაცობის ცხოვრებიდან), რაც შეეხება სულიერ ცხოვრებას ნამდვილად არ წავუყვანივარ ეკლესიაში , მე ჯერჯერობით არცერთი ნატლული არ მყავს.


GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 08.06.2012, 23:04:54 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაგვლოცე მამაო. მომნათლეს თვეების ვიყავი, ნათლიაჩემი ბორის ნიკიფოროვი აწ გარდაცვლილია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ჩემს ნათლულს კი იცნობთ, ისიც თვეებისა მოვნათლეთ. შარშან ყური უგდო ჩემს თხოვნას, აღსარება ჩააბარა და ეზიარა, იმედია წელსაც არ შემარცხვენს. სხვამხრივ მითითება არ ჭირდება, კარგად სწავლობს და ბაზიერიც კია(badri94)
 
ktx-100დრო: პარასკევი, 08.06.2012, 23:57:26 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე უკვე დიდი ვიყავი რომ მოვინათლე, სკოლა მქონდა დამთავრებული, ნათლიაჩემი ჩემი კლასელია, სამწუხაროდ მასთან არც ისე ხშირი ურთიერთობა არ მაქვს :(

თავად 1 ნათლული მყავს, პატარა ქეთი, მასთან საკმაოდ ხშირად მივდივარ და ოჯახებით ვართ ახლოს, მამამისი ჩემი თანამშრომელია და ასე ვთქვათ ომმა დაგვაახლოვა უფრო და ამის შემდეგ მოვუნათლე ბავშვი 39


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
მამუკადრო: შაბათი, 09.06.2012, 00:24:16 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესო თემაა ნამდვილად, მე არ მახსოვს ჩემი ნათლობა მაგრამ კარგად მახსოვს ნათლიები და მაქვს კარგი ურთიერთობა ორთან, მესამე სამწუხაროდ გარდაიცვალა. მყავს ნათლული ერთი, ჯერ სამი წლის არის.
ეს კი ჩემი შვილი და მისი ნათლიებია გელათში ნათლობის პროცესში.
 
nugomonadireდრო: შაბათი, 09.06.2012, 00:51:10 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამუკა, ღმერთმა დაგლოცოს. მახსოვს ეს დღე _ ძალიან ლამაზი და მტირალა გოგონა რომ მოვნათლეთ... 39

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 09.06.2012, 01:13:25 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამუკა, რავარი ნათლია ყოლია 167 069
მე ნათლიებს ვიცნობ 12 წლის ვიყავი როდესაც მოვინათლე, მყავს 4 ნათლული და მეხუთეს ზეგ მოვნათლავ, ვისი მეჯვარეც ვიყავი ჯერ არ ნათლავს თუარა მეექვსე ის იქნება.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საიტი სულიერებას ემსახურება, ეს თემა უფრო გააძლიერებს რწმენას და მოხედულობას დედა ეკლესიისკენ! არასდროს წამიყვანია იმხელა ბიჭები ეკლესიაში, არც პატარა ნათლული, ყოველთვის მინდა მაგრამ.... მემგონი აქ დასაწერს ცხადად და პირნათლად შესრულება სჯობია.
როგორც მამაოს უწერია თავში რათქმაუნდა ეს ყველაფერი თავის დროზე გავითავისე და რწმენით მოვნათლე ყველა, ბევრმა შეიძლება არც იცოდეს და უფრო მეტი მოწოდება უნდა მივცეთ ეკლესიაში სიარულის მოძღვარის აყვანის, აღმსარებლობის და მაზიარებლობის, წესიერი, ნორმალური, კულტურული ნადირობის, ბუნების დაცვის და სულიერი სიმშვიდის!
ინტერნეტში არიან ხშირად შემოსულები სხვადასხვა კუთხიდან, ზოგან მრევლი იმდენად ცოტაა ჩვენს დროში არც იციან თუ რატო დადიან ეკლესიაში და იციან ინტერნეტი, იციან Fეისბუქი, აქაც შემოდიან, ამიტომ მსგავსი თემები გასაკეთებელია ცალკე განყოფილებაში 167


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - შაბათი, 09.06.2012, 01:17:07
 
xarataდრო: შაბათი, 09.06.2012, 01:22:14 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეც ჩემი პირველი ნათლული ალექსი ძაან მაგარი მასტიაა 36_1_69






რაც შეეხება ჩემ ნათლია ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს 25 25 დახმარებით ბევრჯერ დახმარებია ჩემ ოჯახს და ჩემი ნათლული კი ჯერაც არ წამიყვანია ტაძარში პატარაა ჯერ და რავიცი წავიყვანოო? ჯერ ერთი წლის არ არის 23 23


შეტყობინება დაამუშავა xarata - შაბათი, 09.06.2012, 01:28:03
 
nugomonadireდრო: შაბათი, 09.06.2012, 01:24:37 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, _ თუ ზეგ ბავშვს ნათლავ წაიკითხე: რა მოვალეობები აკისრია ნათლიას?
- სამწუხაროდ, თანამედროვე ქრისტიანებს ბოლომდე არ გვესმის ნათლიის მოვალეობა. ერთნი ნათლავენ იმ მიზეზით, თითქოსდა ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება, მეორენი სხვადასხვა (პირადი) განზრახვათა გამო (უფრო ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნათლიმამობა დანათესავების ფორმაა).

თანამედროვე ნათლიას თავის მოვალეობად მიაჩნია, უყიდოს ნათლულს ჯვარი, შესაწირავი შესწიროს მოძღვარს, სადღესასწაულო ტრაპეზზე შესვას ღვინო, ნათლულის ჯანმრთელობის სადღეგრძელო, შემდეგ გაუჩინარდეს გარკვეული ვადით. ნათლულს კი სალაპარაკოდ რჩება: ესა და ეს კაცია ჩემი ნათლია (ოქროს დიდი) ჯვარი მაჩუქა და ა.შ.“ როგორც ვხედავთ, ყოველივე ეს საკმაოდ ადვილი, შინაარსით კი ცარიელი საქმეა.

სინამდვილეში კი თქვენ როდესაც თანხმობას აცხადებთ ნათლიობაზე და ესწრებით საეკლესიო საიდუმლოს, ხდებით სულიერი მამა (ან დედა). თქვენ ბავშვის მაგივრად პასუხობთ მოძღვრის შეკითხვებს („განვეშორები ეშმაკისაგან“, „შევუდგები ქრისტეს“, „განვაგდებ სატანას“), თქვენ სრული პასუხისმგებლობით აცხადებთ, რომ შეუდგებით ქრისტეს. იფხიზლეთ ნათლულის სულიერი მდგომარეობის გამო, რომ იგი ქრისტეს ნაცვლად ეშმაკის მიერ დაარსებული სექტის წევრი არ გახდეს.

ჯვარი, რომელიც თქვენ მოუტანეთ თქვენს ნათლულს და ღვთისმსახურმა ჩამოჰკიდა მას - თქვენსა და თქვენს ნათლულს შორისაა. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რომელიმემ უარყოს ან არ ატაროს იგი. თქვენ თქვენი ნათლიის მიერ ბოძებული, მან კი თქვენ მიერ ბოძებული.

თქვენ ნათლიას, მოგეკითხებათ ნათლულის რელიგიური ზნეობა. ამისათვის უდგებით თქვენ მას ნათლობის მამად - ე.ი. სულიერ მამად.

გახსოვდეთ თქვენი ნათლულის ნათლისღების დღე - ეს დღე თქვენი ნათლულის მფარველი ანგელოზის დღეა. იზრუნეთ, რომ ეკლესიურად იცხოვროთ თქვენც და თქვენმა ნათლულმაც. განა ქრისტიანად გახდომა ნათლისღებით მთავრდება? პირიქით, იგი ნათლისღებით იწყება! ვიფიქროთ, რა სურს ჩვენგან ქრისტეს, რომელსაც შევუდექით. ყოველ კვირას, ყოველ მოქმედ ტაძარში ღვთის სადიდებელი მსახურება სრულდება. თუ ქრისტიანად თვლი თავს, სად ხარ ამ დღეს? იხსენებ, რომ ეს იმ უფლის დღეა, რომელსაც თვითონ შედგომილხარ და რომელთანაც შუამდგომლობ შენს ნათლულს?

დამატებულია (09.06.2012, 00:24:37)
---------------------------------------------
xarata, ღმერთმა დაგილოცოს ნათლული. შენ კიდე ძალა და მადლი მოგცეს მისი სწორად აღზრდისთვის...


’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
xarataდრო: შაბათი, 09.06.2012, 01:28:40 | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, გაიხარე მამაო დიდი მადლობა 23_30_126 23_30_126 39 39 39
 
nugomonadireდრო: შაბათი, 09.06.2012, 23:04:11 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაზიერელებო რა არ მოგეწონათ ეს თემა? თუ მოუნათლავები ხართ? 23

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
xarataდრო: შაბათი, 09.06.2012, 23:49:55 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, ხო რაღაც არავინ აქტიურობს რა ხდება ბიჭებო? 39 23 25 25
 
beqarichiდრო: შაბათი, 09.06.2012, 23:52:59 | შეტყობინება # 13
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც თვეების მოვინათლე მამაო სამი ნათლია მყავს.ორი ვიჭი და ერთი ქალი. სამწუხაროდ ამ ქალთან ძველებური კონტაქტი აგარ მაქვს მაგრამ ბიჭები გამომადგნენ 166 ერთი ამერიკაშია "დავით ძნელაძე " და მეორე თბილისშია და თან სუხიშვილების სოლისტია "გია დაუშვილი " . 167 39


მე ♥ bazieri.ge
 
nugomonadireდრო: კვირა, 10.06.2012, 01:48:59 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
beqarichi, ღმერთმა დაგლოცოს შვილო...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
lengo88დრო: კვირა, 10.06.2012, 02:10:24 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 263
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც თვეების ვიყავი რო მოვინათლე, ჩემი ნათლია მას შემდეგ ერთხელ მყავს მარტო ნანახი, ცოტათი ნაწყენიც კი ვარ მისგან რადგან მე ვეცადე და ერთხელ მაინც ვნახე და თვითონ ტელეფონიტაც არ დამკავშირებია 47d9 47d9

დამატებულია (10.06.2012, 01:10:24)
---------------------------------------------
nugomonadire, მამაო ილორი გეცოდინებათ მანდ მოვინათლე


თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
 
ktx-100დრო: კვირა, 10.06.2012, 09:04:57 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეც მე და ჩემი ნათლული :) (მარცხნივ მე)



Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
nugomonadireდრო: კვირა, 10.06.2012, 11:20:41 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lengo88, ილორი როგორ არ ვიცი შვილო, ჩვენი დროებით დაკარგული სიწმინდე და ყველა ქართველი მართლმადიდებელის სალოცავია.
ნათლია ვერ გამოგადგა როგორც ვატყობ. ამიტომ ჩვენ უკეთესი ნათლიმამობა გაუწიოთ ჩვენს მიერ განათლულებს...


’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
lengo88დრო: კვირა, 10.06.2012, 18:02:32 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 263
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, მამაო ნათლული ჯერ არ მყოლია და რო მეყოლება ყოველთვის მივაქცევ ყურადღებას, რაც ნათლიას ევალება არაფერს არ დავაკლებ

თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 27.06.2012, 20:32:03 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის წევრების დიდი უმრავლესობა მოსანათლი მყავს... 23 167

დამატებულია (27.06.2012, 19:32:03)
---------------------------------------------
ბაზიერელებო ვინც მართლმადიდებლურად მონათლული ხართ, შემოგვეხმიანეთ და მოგვიყევით სად მოინათლეთ და როგორ გესმით ნათელ მირონით დაკისრებული ვალდებულებები. ეს თემა ყველა თქვენთაგანისთვის ვფიქრობ ტკბილად მოსაგონებელი და საამაყო უნდა იყოს...


’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
bacho1987დრო: ოთხშაბათი, 04.07.2012, 03:06:19 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოთარ გენაცვალე ძალიან კარგი თემააა....ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ნათლობა,ნათლობის და ისედაც ჩემი ნამდვილი სახელი არსენაა ნათლიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დიდ პატივსაც ვცემ..მე მყავს 3 ნათლული და გავაგრძელებ კიდე უამრავი უნდა მოვნათლო...ერთი სირცხვილი ჩემი რო დიდ ყურადგებას ვერ ვაქცევ როცა ვნახულობ კი ვარიგებ და ყველაფერს მართმადიდებლულად მოუწოდებ რო კარგი ადამიანები გაიზარდნონ..ერთი ჯერ პატარაკაცია რო გაიზრდება დავარიგებ და მივცემ მითიტებებს....

დამატებულია (04.07.2012, 02:06:19)
---------------------------------------------
მამაო თქვენი გაცნობის დიდი სურვილი მაქ და თუ შესადლებლობა მომეცა აუცილებლად ჩამოვალ ხატის ფული დგეს ჩავრიცხე...მწყერზე კი გეპატიჯებით სეზონზე რუისშიი..


შეტყობინება დაამუშავა bacho1987 - ოთხშაბათი, 04.07.2012, 03:08:01
 
IRAKLIGდრო: ოთხშაბათი, 22.08.2012, 12:54:36 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
210e :210e: ზუგდიდში მოვინათლე ერთი ნათლია მყავს და მისთვის ყოველთვის ვლოცულობ! მან ჩემზე არაფერი იცის მე ის ბოლოს 12 წლის წიონ ვნახე და მაშინაც გული საშინლად მატკინა! მე ორი ნათლული მყავს ერთი ზუგდიდში მოვნათლე ჩემი ძმაკაცი არი 16 წლის იყო. შეძლებისდაგვარად ვუსრულებ ნათლიისადა სულიერი მამის მოვალეობას მეორე კი ჩემი დიშვილია 1თვის და 12 დღის არის 2 დღის იყო ქუთაისში მოვნათლე საავადმყოფოს რეანიმაციაში! ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ნათლიას ნათლულთან მიმართებაში მე პირობას ვდებ რომ ჩემს ნათლულებს არასდროს დავივიწყებ და ყოველთვის ვილოცებ მათთვის და ყოველთვის გავუწევ მათ სულიერ თუ მატერიალურ დახმარებას შეძლების დაგვარად რათქმაუნდა მე მიყვარს ჩემი ნათლულები და მათაც ვუყვარვარ ! ჩემი ნათლიაც მიყვარს მაგრამ ნათლიას არ ვუყვარვარ სამწუხაროდ!!

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)

შეტყობინება დაამუშავა IRAKLIG - ოთხშაბათი, 22.08.2012, 12:58:34
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 19:21:05 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც პატარა მოვინათლე. მყავს ორი ნათლია. ასევე მყავს ორი ნათლული, ნათლიის მოვალეობები კი ვიცი მაგრამ გულწრფელად გეტყვით რომ ეს არის ერთ-ერთი რთული მოვალეობა რაც გვაკისრია ცხოვრებაში და უმეტესად ვერ ვასრულებთ სათანადოდ. სამწუხაროა, მაგრამ გულწრფელად ვიძახი ნამდვილად მინდა უკეთესი ნათლია ვიყო მაგრამ..... ძალიან ძნელიაა ნათლიობა და დიდი პასუხისმგებლობაცაა.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gio90დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 20:43:42 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როცა მოვინათლე პატარა ვიყავი და არმახსოვს,ერთი ნათლია გარდამეცვალა 1 წელიც არგასულა 88e73 სახეზე მყავს ერთი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.მე არმყავს ნათლული მაგრამ ვფიქრობ კარგად შევასრულებ ნათლიის ვალდებულებებს

დამატებულია (04.12.2012, 19:43:42)
---------------------------------------------
მე შევითან დიდ წვლილს მის აღზრდაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ნამდვილ ქართველ ვაშკაციდ(ქალბატონად)იცოდეს უფლის,თავისი ქვეყნის და პატიოსანი კაცის ფასი


მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 14:26:02 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (gio90)
მე შევითან დიდ წვლილს მის აღზრდაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ნამდვილ ქართველ ვაშკაციდ(ქალბატონად)იცოდეს უფლის,თავისი ქვეყნის და პატიოსანი კაცის ფასი


gio90, გიო ძამია ზუსტად მასე ვფიქრობ ხოლმე მარა ის ბალანდამწვარი მიშლის ხოლმე ხელს gimili კი მიხვდები რომელ ბალანდამწვარსაც ვგულისხმობ


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gio90დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 15:28:27 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ისე მართალიხარ gimili გამოცდილი არმაქვს ნათლიაობა მაგრამ მაინც შევეცდები

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
zuragura14დრო: შაბათი, 12.01.2013, 01:13:38 | შეტყობინება # 26
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire - მამაო ერთ ერთი აუცილებელი თემა არის ქრისტიანის ცხოვრების მიზანს და აზრს ემსახურება, დიდი მადლობა ამ თემისთვის. მე პატარა ვიყავი რომ მომნათლეს ბუნდოვნად მახსოვს, ნათლია დიდი მორწმუნეობით და აქტიურობით არ გამოირჩეოდა მაგრამ მე თვითონ ისეთი ცხოვრება მქონდა რამოდენიმე წელი რომ ღმერთის დიდების მეტი არაფერი დამრჩენოდა და ახლაც იგივე გზას მივყვები, ყოველთვის ღმერთს ვარ მინდობილი. ნათლული არ მყავს ჯერ. საკმაოდ ისეთი თემა არის ეს რომ ძნელია ჩვენთვის რაიმე განვმარტოთ ან რაიმეში დაგარწმუნოთ მითუმეტეს თქვენისთანა დიდი მოძღვარი , ამიტომაც სდუმან ალბად ჩვენი მეგობრები აქ gimili

ზურაბ გურაშვილი
 
avtandilდრო: შაბათი, 12.01.2013, 01:54:01 | შეტყობინება # 27
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე გვიან მოვინათლე მახსოვს კარგად 5 ან 6 წლის ვიქნებოდი ჩემი ნათლობა ჩემი ძმა ჩემზე პატარაა და ერთად მოვინათლეთ. მყავდა 2 ნათლია ერთი დამეღუპა. მეორე კარგად მყავს და ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს:):) მიზეზი იმისა რომ ესე მოხდა მოგეხსენებათ ალბათ ის დრო 91ში დავიბადე მაშინ აირია ყველაფერი თურმე d15 საბედნიეროდ დღეს ყველაფერი კარგად არის.
მყავს ერთი ნათლული რომელიც ძალიან მიყვარს მაგრამ ყველაზე მეტად ის მაწუხებს რომ ვერასდროს წავიყვან სანადიროდ და ვერ შევაყვარებ ამ კაცურ საქმიანობას სამწუხაროდ ნორმალურად ვერ დადის და ამიტომაც ცჰვენი ნათლია ნათლულობა უფრო სხვანაირადაა მიმართული უფალს ვთხოვ რომ დაეხმაროს და ფეხზე დააყენოს მაგრამ..................... 210e


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - შაბათი, 12.01.2013, 01:55:48
 
giorgevichi83დრო: შაბათი, 12.01.2013, 09:09:55 | შეტყობინება # 28
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 108
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე რო გავნატლულვარ 40 დგისა ვყოპილვარ,5 ნატლია მყავს და ზალიან მიყვარს ცჰემი ნატლიები
 
Guga_Shapakidzeდრო: შაბათი, 08.06.2013, 19:45:41 | შეტყობინება # 29
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან კარგი თემაა.
მე სინოში მოვინათლე 1986 წელს, უფრო სწორად სიონის სარდაფში.
სამი ნათლია მყავს ორთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს (ერთ ერთი ჩემი კარის მეზობელია). ერთი ნათლია ლონდონშია და ამიტომ დიდად ვერ ვურთიერთობთ, მხოლოდ ტელეფონით.

თვითონ ორი ნათლული მყავს.
ერთ ერთი დამყავს სპორტზე.
საეკელესიო ვურეკავ ან მივდივარ, მე თუ არ დავურეკე მშობლები თითონ არეკინებენ. მოკლედ კარგი ქართველები იზრდებიან.

ესაა და ეს. იმედია კიდე მოვნათლავ სხვებსაც, მაგრამ მთავარი რაოდენობა არ არის მთავარია ვისაც მონათლავ და პასუხსმგებლობას აიღებ სათანადოთ სეასრულო შენი ვალი ღვთის წინაშე.
 
babukaდრო: ორშაბათი, 10.06.2013, 13:36:18 | შეტყობინება # 30
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით კეთილო ხალხო! რა კარგი თემაა.ამ ცხოვრების ყოველდღიურობაში კიდევ ერთხელ ნათელ მირონზე დაგვაფირეს. მე ერთი ნათლია მყავს , ქალბატონია და ხშირად ვერ ვკონტაქტობთ, თან აქ პრიოდულად ჩამოდის. მე თვითონ 7 ნათლული მყავს, მალე კიდევ ერთ კარგ ქაეთველს მოვნატლავ უფლის მადლით'. დავდივართ ხოლმე ეკლესიაში, დღესასწაულებზე ერთად ვართ, პატარები როცა იყვნენ დამყავდა ხოლმე კინოში , მერე მაკდონალდში ან კიდევ სადმე. ეხლა წამოიზარდნენ და სანადიროთაც დაგვყავს, მამების გვერდზე იზრდებიან ,ქართულ ტრადიციებზე. შემოვევლე მაგათ , ერთი მეორეზე უკეთესები არიან. ყელას გესიყვარულებით: ნათლიებს და ნათლულებს 166

შაფოოოოო
 
nugomonadireდრო: ხუთშაბათი, 13.06.2013, 00:14:35 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Guga_Shapakidze, babuka, დაგლოცოთ უფალმა ეს ფორუმი ისევ რომ შეახსენეთ ბაზიერელებს. მე ცოტა ნაწყენი კი ვარ, რატომ არ მოხდა ამ წმინდა თემის ირგვლივ დაინტერესება...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 13.06.2013, 00:40:44 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოდით, მეგობრებო, პატივი ვცეთ ჩვენს ნათლიებს ღმრთის წინაშე რომ პირნათელი იყვნენ ჩვენზე აღებული პასუხისმგებლობის გამო და ერთმანეთს მივცეთ პირობა, რომ პეტრე-პავლობის მარხვას დავიცავთ, აღსარებას ჩავაბარებთ( და თუ კურთხევაც გვექნება, ვეზიარებით). შევქმნათ სია კაცური სიტყვის(nugomonadire, დაგვლოცე მამაო):
1.პედიატრი.
2. ?
 
IRAKLIGდრო: ორშაბათი, 17.06.2013, 15:55:41 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენთან ვარ
1.პედიატრი
2.IRAKLIG
3.???


”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
guramiდრო: ორშაბათი, 17.06.2013, 19:29:20 | შეტყობინება # 34
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლაც კარგი თემაა.თვების ვიყავი რომოვინათლე ორი ნათლია მყავს ცოტა ყორადგებას მაკლებენ ნახვის ვარიანტში ტორე მაიც ნათლიები არიან. მე კიდე ერთი ნათლული მყავს და ვაბოდებ როარვნახო ხოლმე. დიდი გცნობაა ნათლიადა ნათლულის სიყვარული და ნათესაობა.

guramicignadze
 
don_33დრო: სამშაბათი, 06.08.2013, 20:19:58 | შეტყობინება # 35
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნათლია ყველაზე ძვირფასი ნათესავია,10 წლის ვიქნებოდი ალბათ რომ მოვინათლე,ვიზიარებ რამდენიმე ადამიანის კომენტარსაც ნათლია მართლა ძვირი სანახავი მყავს ამ ხნის მანძილზე 2 ჯერ თუ მყავს ნანახი რაც ძალიან სამწუხაროა :(

g.b
 
tatoxoniდრო: ხუთშაბათი, 21.11.2013, 03:22:40 | შეტყობინება # 36
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოვინათლე ხონში (ეს ის ქალაქია სადაც გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგის მარჯვენაა დასვენებული) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, მყავს 3 ნათლია. 3 ნათლული მაგრამ მყავს კიდე ერთი ნათლული რომლის მონათვლის ყველა პროცედურაში მაქ მონაწილეობა მიღებული და მე ვთვლი რომ ესეც ჩემი ნათლულია

ხონსკი
 
TOKOTOKOTOKOდრო: ხუთშაბათი, 04.12.2014, 12:45:32 | შეტყობინება # 37
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ეგ ყველაფერი მარტალია

TOKOIA
 
მონადირეების ფორუმი » ’’ენა, მამული, სარწმუნოება’’ » ’’ენა, მამული, სარწმუნოება’’ » ’’ნათლობა და მართლმადიდებლობა’’ (ვინ არის ნამდვილი ქრისტიანი...)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика