15:19:10
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
თევზის პარაზიტები
zviadi565დრო: ორშაბათი, 29.07.2013, 09:56:34 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შაორზე დაჭერილი თევზის გასუფთავებისას(რომელიც მუცელზე შებერილი იყო )არმოვაჩინე ჩემთვის უცნობი არსება, რომელიც წარმოადგენდა ცოცხალ ორგანიზმს, რადგან მოძრაობდა(ირხეოდა) და როგორც აღმოჩნდა ეს ყოფილა სოლიტერის ჭია.ჩემ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა პირველი იყო დაროგორც აღმოჩნდა ასეთი შემთხვევა არც თუ იშვიათობა ყოფილა .

თევზის საშიში პარაზიტები

ჰელმანტოზი
დაავადებას იწვევს პარაზიტული ჭიები -ჰელმინტები. თევზი ამ პარაზიტის შუალედური მეპატრონეა, მათგან პარაზიტი გადადის ფრინველების, ცხოველების და ადამიანის ორგანიზმში. პარაზიტი ავნებს ადამიანის შინაგან ორგანოებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯამთელობას.

გნასტომოზი
დაავადებას იწვევს პარაზიტული ნემოთოდა, რომელიც კანქვეშა უჯრედებში, ფილტვებში და სხვა ორგანოებში ლოკალიზირდება. მისი პირველი მეპატრონე დაფნიაა, მეორე თევზი (ძირითადად კარპისებურნი და ქორჭილასებრნი). ადამიანი ამ პარაზიტით ავადდება თუ საჭმელად მოიხმარს უმ ან ცუდად დამუშავებულ თევზს. დაავადება განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია გავრცელებული.

დიქტოფიმოზი
ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაავადება, რომელიც თევზისგან ადამიანს გდაედება. დაავადებას იწვევს მსხვილი პარაზიტი ნემოთოდა, რომელიც თირკმელებში, საშარდე მილში და საშარდე ბუშტში ლოკალიზირდება. პარაზიტი ავნებს აგრეთვე ძაღლებს, ძროხებს, ცხენებს და სხვა ცხოველებს.
პარაზიტის კვერცხები დაავადებული ცხოველების შარდთან ერთად ხვდება წყალში სადაც მას ოლიგოჰეტები (წყლის ჭიები) ჭამენ. მათ სხეულში ხდება პარაზიტის შემდგომი განვითარება.
თევზი იკვებება დაავადებული ოლიგოჰეტებით და თვითონ ავადდება. უმი დაავადებული თევზი კი ადამიანის და ცხოველების დაავადების მიზეზი ხდება.
აღსანიშნავია რომ დიქტოფიმოზი შეიძლება დაგვემართოს თუ დავლევთ წყალს წყალსატევიდან, რომელშიც დაავადებული მიკრო ოლიგოჰეტები (მიკრო ჭიები, რომლებიც თავისუფლად ცურავენ წყალში) ბინადრობენ.
ზრდასრული პარაზიტის ორგანიზმიდან ამოსაღებად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

კლონორხოზი
ამ დაავადებას იწვევს პარაზიტი ტრემოთოდა, რომელიც ლოკალიზირდება ღვიძლში და შარდის ბუშტში. პარაზიტი ვითარდება ორ შუალედურ პატრონში -მოლუსკში და თევზში. ამ პარაზიტით 70-ზე მეტი ნაირსახების თევზი ავადდება მათ შორის ყველა კობრისებურნი.

მეტაგნიმოზი
ამ დაავადებას იწვევს პარაზიტი ტრემათოდი, რომელიც ლოკალიზირდება ადამიანის წვრილ ნაწლავში. ამ პარაზიტსაც ორი შუალედური მეპატრონე ჰყავს -მოლუსკი და თევზი. ამ პარაზიტით ძირითადა კობრისებურნი ავადდებიან და პარაზიტის ცისტები მათ ქერცლს ქვეშ განლაგდება.
ადამიანი შეიძლება დაავადდეს ამ ავადმყოფობით როგორც უმი თევზის საჭმელად მოხმარებისას ასევე მისი გაწმენდისას ქერცლის პირში მოხვედრისას.
გარდა ამისა თევზის წმენდისას დასვრილი ხელის ტუჩებზე მოხვედრისას, მაგალითად სიგარეტის მოწევისას.

მეტორხოზი
ამ დაავადებას იწვევს პარაზიტი ტრემოთოდა რომელიც ღვიძლში და შარდის ბუშტში ლოკალიზირდება.
პარაზიტი ორ შუალედურ პარონში ვითარდება -მოლუსკი და თევზი.
ეს პარაზიტი ყველაზე ხშირად ავნებს კარჩხანას, კობრს, ამურს, სქელშუბლას.
ადამიანზე პარაზიტი გადადის უმი თევზის ჭამის დროს.

ოპისტორხიზი
ამ დაავადებას იწვევს წვრილი პარაზიტი ოპისტორხიზი, რომელიც ლოკალიზირდება წვრილ ნაცლავში, ღვიძლში, პანკრეატიტში, ნაღვლის ბუშტში.
ეს პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ დიდხან ცხოვრობენ და იწვევნ ღვიძლის ცეროზს, ხოლეცესტიტს, ნაწლავების დისფუნქციას.
ადამიანში პარაზიტი ხვდება უმი თევზის საჭმელად მოხმარებისას.

ზემოთ აღწერილი დაავადებები, რომლებსაც იწვევენ თევზში მცხოვრები პარაზიტები, ადამიანისთვის ძალიან სახიფათოა და დაავადებული თევზის ამოცნობაც ვიზუალურად შეუძლებელია.

არის აგრეთვე მთელი რიგი თევზის დაავადებები რომელიც ადამიანისთვის არ არის სახიფათო და ავადმყოფი თევზი ვიზუალურადაც იოლი ამოსაცნობია:

ლიგულოზი
ალბათ შეგიმჩნევიათ ზოგიერთ წყალსატევზე თევზები, რომლებიც წყლის ზედაპირთან დაცურავენ და არც ადამიანის მიახლოვება აფრთხობთ. ამ თევზებს გაბერილი მუცელი აქვთ და ისინი დაქანცულად გამოიყურებიან.
ასეთი თევზის აფატრვისას მათ მუცელში თქვენ აღმოაჩენთ დიდ პლეროცერკოიდს (თეთრ ჭიას). იგი შეიძლება 1 მეტრიც იყოს და სიგანეში კი 2 სანტიმეტრი.
თევზი ამ პარაზიტის შუალედური პატრონია, საბოლოო კი თევზის მჭამელი ფრინველებია -თოლიები, იხვები და სხვა.
ლიგულოზი ხშირად სჭირთ კაპარჭინას, ნაფოტას, ფარფლწითელას, თეთრულას, ციმორს.
დაავადება ადამიანზე არ გადადის. დაავადებული თევზი კი გემოთი ჯამთელს ჩამოუვარდება.

ფილომეტროიდი
კობრის ქერცლისგან გაწმენდისას ალბათ გინახიათ მის ქვეშ 10-12 სანტიმეტრის წვრილი ვარდისფერი ჰელმინტები (ჭიები). ეს არის ფილომეტროიდოზები -მრგვალი ცალსქესიანი ჭიები.
ადამიანს ეს პარაზიტები ვერ ავნებენ, ვინაიდან ვერ ცხოვრობენ მის ორგანიზმში.
კობრს კი საკმაო ზიანს აყენებენ, ვინაიდან შეუძლია გამოიწვიონ მისი ლიფსიტას მასიური ჟლეტა.

დიპლოსტომოზი
ალბათ შეგინიშნიათ რომ ზოგიერთ დაჭერილ თევზს ერთი ან ორივე თვალი მღვრიე აქვთ. ამის მიზეზი არის პატარა დიგენეტური მწოვრები, რომლებიც თევზის თვალში ლოკალიზირდებიან.
ადამიანს ეს პარაზიტები არ ავნებენ. თვითონ თევზი კი ბრმავდება, ცუდად იზრდება და იღუპება.

პოსტოდიპლოსტმოზი (შავლაქა)
ეს დაავადება ყველაზე ხშირად კობრისებურებს სჭირთ. ავადმყოფ თევზებს უჩდებათ შავი ლაქები მთელს სხეულზე, ფარფლებზე და თვალებზე. ყოველი შავი ლაქა ეს არის ადგილი სადაც პარაზიტი ჭია ცხოვრობს.
თევზი ამ პარაზიტის შუალედური პატრონია, ძირითადი კი წეროა.
ადამიანს ეს პარაზიტი ვერ ავნებს, ვინაიდან მის ორგანიზმში ვერ ცხოვრობს.

თუ წაკითხულის შემდეგ თქვენ ცხოვრების ბოლომდე არ გაგიქრათ თევზის ჭამის სურვილი, გაგაცნობთ უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, რომლების პარაზიტებთან ახლო გაცნობისგან დაგაზღვევენ wink.gif

-ვერც ერთი პარაზითი ვერ უძლებს თერმულ დამუშავებას. კარგათ შებრაწული ან მოხარშული თევზი გარნტირებულად უსაფრთხოა.
-თევზის გაწმენდისას მოერიდეთ დასვრილი ხელის პირში მოხვედრას, ეს განსაკუთრებით მწეველებს ეხებათ.
-მოერიდეთ წყლის სმას მდინარიდან, რაც არ უნდა მაღალმთიან რაიონში იყოთ. განსაკუთრებით ზაფხულში.
-უმი თევზის საჭმლად მოხმარება პარაზიტებით დაავადების რისკს საკმაოდ ზრდის (სუში, ხე).
-მომზადებამდე თევზის ლიმნის წვენით ან ლიმონმჟავით დამუშავება პარაზიტებით დაავადების შანს ამცირებს.
-არაყი, ჭაჭა და საერთოდ ძლიერი ალკოჰოლური სასმელები, მიღებული თევზის ჭამის დროს აგრეთვე ამცირებენ პარაზიტებით დაავადების შანს.

სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)


შეტყობინება დაამუშავა zviadi565 - ორშაბათი, 29.07.2013, 10:02:57
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.07.2013, 11:04:55 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zviadi565, გლდანის ტბაზე, ”პლატვას” ყავდა ხოლმე სოლიტერი,(წლების წინ), ზოგი ყრიდა ამ პლატვას, მაგრამ ზოგი იჭერდა და აგროვებდა. მეც ვყრიდი ერთ ხანს, მარა მერე ერთმა რუსმა, ასაკოვანმა, მეთევზემ მითხრა, რომ არაფერი საშიში არააო ადამიანისთვის, თუ კარგად გაირეცხება თევზიო, შვილიშვილებს ვაჭმევ ამ თევზსსო. ჩვენც მიგვირთმევია შემწვარი ”პლატვა” და არაფერი. თუმცა არაა სასიამოვნო სანახავი სოლიტერი, თევზის გასუფთავებისას და ბევრი არ ეკარებოდა, ამ თევზს.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.07.2013, 11:05:36 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (zviadi565)
ვერც ერთი პარაზითი ვერ უძლებს თერმულ დამუშავებას. კარგათ შებრაწული ან მოხარშული თევზი გარნტირებულად უსაფრთხოა.

ვეთანხმები!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zviadi565დრო: ორშაბათი, 29.07.2013, 14:50:00 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაც ამ ვიდეოში ჩანს რათქმა უნდა ამაზრზენი სანახავია, მაგრამ რეალობაა და ყველა მეთევზემ უნდა ნახოს და არამარტო მეთევზემ . აი ასეთი პარაზიტები შემხვდა მეც თევზის გასუფთავების დროს. ასე რომ ყურადრებით მეგობრებო ,ყურადღებით!!!
 
alekouglavaდრო: ხუთშაბათი, 13.02.2014, 14:45:21 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საწირის ტბაზე იყო ბევრი მაგრამ ბოლო წლებია არ შემხვედრია

ა.უგლავა
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 02.04.2014, 15:20:51 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არც გამიგია ასეთი რამე
 
maxo777დრო: ოთხშაბათი, 02.04.2014, 20:52:26 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც შემხვედრია,წალკაში დაჭერილ თევზს ქონდა.ბიჭებმა თქვეს თევზის სოლიტერიაო,მთელ.ნაწლავზე ეხვია.

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика