12:45:26
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » დამატებითი და მისაჩვევი საკვები თევზაობისას. ((რეცეპტები, მომზადება, გამოყენება))
დამატებითი და მისაჩვევი საკვები თევზაობისას.
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 22.05.2013, 14:44:04 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დამატებითი საკვები არის ის საკვები, რომელსაც ჩვენ უშუალოდ თევზაობისას ვყრით წყალში (прикормка). ხოლო მისაჩვევი საკვები კი თევზაობის ადგილას იყრება რამდენიმე დღის ან მთელი სეზონის განმავლობაში (привада).


თუ თქვენ გაქვთ საშუალება ერთი და იგივე ადგილას რამოდენიმე დღის განმავლობაში ვითევზაოთ, მაშინ წარმატებული თევზაობისთვის მისაჩვევი საკვების გამოყენება უპრიანია. მისაჩვევი საკვების გამოყენება სერიოზულად აამაღლებს შანსებს დავრჩეთ საამაყო ნადავლით.



მისაჩვევ საკვებს დიდი რაოდენობით ყრიან წყალში, სათევზაოთ არჩეულ ადგილას, უშუალოდ თევზაობამდე რამოდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ პერიოდულად ამატებენ საკვებს შესაძლებლობისდაგვარად ერთი და იგივე დროს, თევზაობამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე. მისაჩვევი საკვები არა მხოლოდ იჩვევს თევზს გარკვეულ ადგილზე ანუ ქმნის თევზის კვების მარშრუტს, არამედ არის საშუალება შევაჩვიოთ თევზი ახალ, ჩვენთვის საჭირო საკვებს (სატყუარას). გამოიყენებენ რა მისაჩვევ საკვებად იაფ პროდუქტს (ქატო, კოპტონი, ხორბალი და სხვა), მათში აუცილებლად გარკვეული რაოდენობა საჭირო სატყუარას უმატებენ, ბოილებს მაგალითად, ასე თევზს უქრება შიში ახალი სატყუარის მიმართ და იგი მას თავისი საკვები რაციონის ჩვეულებრივ შემადგენლად აღითქვამს და თქვენ აღარ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არ მიირთვა კობრმა ან კარპმა თქვენს მიერ წვალებით გაკეთებული, მაგრამ თევზისთვის უცხო, უგემრიელესი ბოილი. მისაჩვევ საკვებად როგორც წესი იყენებენ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს: ქატო, კოპტონი, სიმინდი, ხორბალი, მოხარშული კარტოფილი, პური და სხვა. გარდა ამისა იყენებენ ხორცის ნაჭრებს, თევზის ნაჭრებს, ქაღმის ნაწლავებს და სხვა ცხოველურ ნარჩენებს. ამ უკანასკნელებს იყენებენ ლოქოს მოსაჩვევად. დამატებითი საკვები უშუალოდ თევზაობისას გამოიყენება და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მისი მიზანია თევზის მადის აღძვრა და არა მისი დანაყრება. ამიტომ როგორც წესი დამატებითი საკვები წყრილი ფრაქციის ელემენტებისგან შედგება.



არსებობს უამრავი რეცეპტი, მაგრამ არის რამოდენიმე საერთო წესი: დამატებითი საკვების დასველების შემდეგმას 10-15 წუთი აცლიან გაჯერებამდე; სატყორცნი გუნდები უნდა იყოს საკმაოდ მკვრივი თუ ვთევზაობთ ფსკერთან (კობრზე, კარჩხანაზე) და უფრო ფხვიერი თუ ვთევზაობთ წყლის ზედა შრეში (შამაიაზე); ცხოველური კომპონენტის (ჭია თეთრი ჭია, კოღოს ჭია) დამატება გაცილებით აუმჯობესებს თევზაობის შედეგებს; დინებაზე თევზაობისას საკვებში სანაპირო თიხას ამატებენ; ზრდილი თევზის დაჭერის შემდეგ აუცილებლად 1-2 გუნდას აგდებენ დააწყნაროდ დაკვებილი ადგილი; მაღალი კოცენტრაციის ატრანქტატების გამოყენებისას განსაკუთრებით ფრთხილი უნდა ვიყოთ, რათა ზედმეტად სუნიანმა საკვებმა უკურეაქცია არ მოახდინოს, ამიტომ გამოყენებამდე ეტიკეტზე მითითებული ხმარების პროპორციებს; დამატებით საკვებს ტრადიციულად წყალში ტყორცნიან ხელით, შორ დისტანციაზე სატყორცნელად იყენებენ შურდულს, კარპის და კობრის ჭერისას დიდ მანძილზე დასაკვებად კი რაკეტას.



რამოდენიმე წარმატებული რეცეპტი რომელიც მე გამოვიყენე გრემისხევზე, ტარიბანაზე, ბაზალეთზე, არგეთზე, ჭურიაზე და ენგურზე.

1) ქატო 1 კგ. დაფშვნილი კოპტონი 1 კგ. დაფშვნილი სუხარი 1 კგ. დაფშვნილი ძაღლის საჭმელი (ღვიძლი) 200 გ.

2) ქატო 1 კგ. დაფშვნილი კოპტონი 1 კგ. დაფშვნილი რძის ორცხობილა 1 კგ. კონსერვირებული სიმინდი 1 ქილა.

3) დაფშვნილი სუხარი 2 კგ. დაფშვნილი რძის ორცხობილა 1 კგ. რძის ფხვნილი 100 გ. დაფნიები 200 გ. წყარო:geofauna.ge
მიმაგრებულია: 1141148.jpg (13.6 Kb) · 7628662.jpg (17.3 Kb) · 7739863.jpg (14.9 Kb) · 0179598.jpg (23.2 Kb) · 2715875.jpg (23.2 Kb) · 0724479.jpg (25.0 Kb) · 9305748.jpg (15.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 22.05.2013, 14:45:52 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზის მიზიდვის მიზნით სარგებლობენ მისაჩვევი და დამატებითი საკვებით. შერჩეულ ადგილზე, ანკესობამდე რამდენიმე დღით ადრე, მისაჩვევ საკვებს მიმოფანტავენ, ვეულებრივ, დიდი რაოდენობით, ხოლო შემდეგ პერიოდულად ამატებენ მთელი სეზონის განმავლობაში ერთსა და იმავე საათებში და არა უგვიანეს ერთი დღე ღამისა ანკესობამდე.

უშუალოდ ანკესობის წინ ჩაშვებულმა მისაჩვევმა საკვებმა შეიძლება ისე გააძროს თევზი, რომ სატყუარა არ მიიზიდავს მას. ანკესობის დროს ჩაშვებული მისაჩვევი საკვები კი თევზის ყურადღებას ჩამოაიცილებს ნემსკავიან სატყუარასგან. მისაჩვევ საკვებს, როგორც წესი, ჩაუშვებენ ერთმანეთისაგან დაშორებულ ორ-სამ ადგილას. შემდეგ ამოირჩევენ მათგან უკეთესს. ზოგჯერ, ანკესობის პირობებისდამიხედვით, მონაცვლეობით სარგებლობენ ამ ადგილებით.

მისაჩვევისგან განსხვავებით დამატებით საკვებს ჩაუშვებენ უშუალოდ თევზჭერის დროს და ამისათვის შეარჩევენ გარკვეულ ადგილს. ზოგჯერ დამატებით საკვებს, მცირე რაოდენობით, მიმოფანტავენ ანკესობის დროსაც. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზედმეტმა დამატებითმა საკვება შეიძლება ხელი შეუშალოს თვით ჭერას. საკვები შეიძლება ვცვალოთ ჭერის პირობების, დინების სიჩქარისა და იმის მიხედვით, თუ რომელი თევზის დაჭერას აპირებენ.

ნებისმიერი საკვები, რომელიც გამოიყენება მისაჩვევი და დამატებითი საკვებისთვის, უნდა იყოს ახალი. ყველაზე უფრო მიღებულია შემდეგი საკვები:

კოპტონი, წენონი – სელისა, მზესუმზირასი, ბამბისა, სოიისა. მას ჯერ დააალბობენ, ხოლო შემდეგ ხარშავენ დალბობამდე, მცირე რაოდენობის წყალში. იყენებენ როგორც სუფთა, წმინდა სახით, ასევე ქატოსთან და ბრინჯის, ხორბლის, შვრიის, ქერის მოშუშულ მარცვლებთან ერთად არეულს. ზოგჯერ ამზადებენ კოპტონისა და მაგრად მოხარშული, ფხვიერი (ფეტვის, უჩენჩო ქერის, ხორბლის, წიწიბურას) ფაფის ნარევს. ნარევს ისე შეარჩევენ, რომ მასში იყოს როგორც მკვრივი საკვები, ასეცე წყლით ადვილად მოსაცილებელიც. ეს უკანასკნელი, მიაქვს რა დინებას, მოიზიდავს თევზს მისაჩვევი საკვების ადგილისაკენ. შეიძლება ავიღოთ კოპტონის, ქაფქაფა წყლით მოწალული, დიდი ნაჭრებიც. ძლიერ დინებაში თევზჭერის დროს შეიძლება კოპტონი არც მოვწალოთ. მაშინ მას დებენ სუფთა ძაფის ბადურა-საკვებურში და ჩაუშვებენ წყალში მხოლოდ ანკესობის დროს.
ფაფები – ფეტვის, უჩენჩო ქერის, წიწიბურასი, შვრიისა და სხვა. გამოიყენება მისაჩვევ და დამატებით საკვებად სხვა მინარევების გარეშე.
ქატო და ფქვილი – ქატოსა და ფქვილს აურევენ სხვა საკვებთან და იყენებენ დინებაში ანკესობის დროს, როცა სასურველია საკვები თანდათანობით გამოირეცხოს და შორს მიჰქონდეს დინებას.
პურეულის მარცვლები – გამოიყენება როგორც წმინდა, ასევე სხვა საკვებთან მინარევების სახით. ხმარების წინ მათ ალბობენ და მოწალავენ ისე, რომ კანი არ გასკდეს და არ გადაიქცეს! სქელ მასად.
სიმინდი – უმჯობესია ჭყინტი.სიმინდს გამომარცვლავენ და ყრიან წყალში. სიმინდის გამხმარ ტაროებს წინასწარ დაალბობენ და მოშუშავენ ორთქლში.
გზისპირა ნაგავი – გზაზე მოგროვილ მტვერს, ცხვრის დენგარსა (კურკლი) და ცხენის ჩონჩორიკს აყალო მიწაში აურევენ და წარმატებით იყენებენ თევზების მოსაზიდად.
ხაჭო – გამოიყენება მისაჩვევ საკვებად ზოგიერთი თევზისათვის, რომლებიც ფსკერზე იკვებებიან.
კარტოფილი – მოხარშული მოზელილი და ოდნავ შეზავებული სელის ან მზესუმზირის არარაფინირებული ზეთით, წარმოადგენს კარგ მისაჩვევ საკვებს ფსკერული თევზებისათვის.
ჭვავის ორცხობილა – ოდნავ დამწვარი და ბადურა საკვებურში ჩადებული მშვენიერი მისაჩვევი და დამატებითი საკვებია.
მიწის ჭიაყელები – დაკეპილი და თიხნარ მიწასთან შერეული გამოიყენება თუ ფსკერი არაბლანტი, შლამიანი გრუნტისაა.
მწერთა მატლები – კოღო ხრიალასი, ხორის ბუზისა და სხვა. შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებით საკვებად უშუალოდ ჭერის დროს, აგდებენ რა ცოტ-ცოტას ნემსკავიან სატყუარასთან ახლოს. ძირითადად, კარგია წვრილი საკვები მატლები.
მისაჩვევი დამატებითი საკვების გამოყენების ხერხები სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია წყალსატევის რეჟიმზე, დინებაზე, ფსკერის გრუნტზე, დაჭერის ხერხსა და თვით მეთევზის შესაძლებლობაზე.დინებაში უმჯობესია მისაჩვევი საკვების ჩაყრა აყალო მიწაში შერეული გრუნტების სახით, ხოლო დამდგარ წყალში - მაგალითად, ორთქლში მოშუშული მარცვლების, ფაფის და ა. შ. მიმობევით. ასეთივე საკვები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დინებაშიც, ოღონდ იგი უნდა ჩაიდოს ბადეში, რომელსაც მობმული ექნება ქვა სიმძიმისათვის და პატარა ქერქეჭელა და ადვუშვათ ფსკერზე.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
tyupi007დრო: კვირა, 10.05.2015, 01:29:10 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ეს ყველაფერი მარტო მდინარეძე გამოიყენება? ხომ შეიძლება ტბაზეც იგივე გავაკეთოთ, სადაც დინება არ არი და წყალი დგას gimili

bazieri.ge
 
giohunt1982დრო: კვირა, 10.05.2015, 14:28:55 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi007, რა თქმა უნდა შეიძლება. კი არა, ტბაში და სადაც დინება ან საერთოდ არ არის, ან ნაკლებია, იქ ყველაზე კარგი შედეგი აქვს დაკვებას!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
tyupi007დრო: კვირა, 10.05.2015, 14:50:13 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მადლობა 23_30_126 გეტყობა რომ ამ საქმეში გამოცდილი ხარ gimili 1 კვირა რომ ყოველდღე ჩავყარო მისაჩვევი საკვები, საკმარისი იქნება? და რა რაოდენობით უნდა მაინც დაახლოებით? gimili

bazieri.ge
 
giohunt1982დრო: კვირა, 10.05.2015, 20:12:48 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi007, gimili მერე, იმ ადგილის შესახებ მარტო შენ იცი? ანუ სადაც ერთი კვირა უნდა დაკვებო, სხვა არ მივა?.
მაგ შემთხვევაში, როცა უბრალოდ ადგილის დაკვებას აპირებ, მაგრამ თევზაობას არა, მაშინ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ რამდენიც გინდა იმდენი ჩაყარე! ნუ რაც მეტი საკვები იქნება კარგია.

დამატებულია (10.05.2015, 20:12:01)
---------------------------------------------

დამატებულია (10.05.2015, 20:12:48)
---------------------------------------------


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » დამატებითი და მისაჩვევი საკვები თევზაობისას. ((რეცეპტები, მომზადება, გამოყენება))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика