00:45:52
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
თევზი და ამინდი
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 22.06.2011, 14:45:19 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


თევზები მიეკუთვნებიან სხეულის ცვალებადი ტემპერატურის მქონე ცხოველთა კლასს. თევზის სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან ერთად ცვალებადობს და მასზე მეტია მხოლოდ რამდენიმე მეათედი გრადუსით.
მაგალითად:
კალმახი ოპტიმალურად იკვებება – 10-20C0,
ქარიყლაპია – 16-18C0,
ხოლო კობრი – 23-18C0 ფარგლებში.
განსაზღვრული ტემპერატურის ზემოთ და ქვემოთ თევზები, საერთოდ, არ იკვებებიან. კალმახი არ იკვებება თუ წყლის ტემპერატურა 3ჩ0-ზე დაბალია ან აღემატება 18C0, ღლაბუტა –– როცა ტემპერატურა 12C0 გადააჭარბებს, კობრი კვებას იწყებს, როცაწყლის ტემპერატურა მიაღწევს 10C0 და ა. შ. მოყვანილი ციფრები არ შეიძლება ჩაოთვალოს მუდმივად: შეიმჩნევა უმნიშვნელო გადახრები, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან თევზების შეგუებით.
ტემპერატურის გადადებისას წყალში ვითარდება მრავალგვარი წყალმცენარე, სხვადასხვა სახის ცხოველური ორგანიზმი, და თევზებისთვის იქმნება ზრდისა და კვების უკეთესი პირობები. ზოგჯერ წყლის ტემპერატურის გაზრდა არახელსაყრელ გავლენას ახდენს. მაგალითად, უარესდება ჟანგბადის რეჟიმი წყალსატევში. შემოდგომით წყლის ტემპერატურის დაწევა თევზების უმრავლესობას აიძულებს მიაშურონ უფრო ღრმა ადგილებს, სადაც ტემპერატურა გაცილებით მუდმივია. ზამთარში სითბომოყვარულ თევზების სასიცოცხლო პროცესები შენელებულია: ნაკლებს მოძრაობენ, არ იკვებებიან და ეძლევიან, ასე ვთქვათ, ზამთრის ძილს
ზაფხულში ტემპერატუტის დაცემა და ძლიერი ქარი ხელს უწყობს თევზების აქტივობის გადიდებას, განსაკუთრებით ისეთ წყალსატევში, სადაც ჟანგბადის შემცველობი ნაკლებობა იცვლება. წვიმის შემდეგაც მატულობს თევზების აქტივობა იზრდება ანკესზე წამოგების შემთხვევები. ჟანგბადით გაჯერებული წვიმის წვეთები ადიდებს მის საერთო შემცველობას წყალსატევში. სწორედ ესაა ერთ-ერთ ი მიზეზთაგანი იმისა, რომ ზაფხულში, დიდი სიღრმეებში, სუსტადაა განვითარებული სიცოცხლე და არ შეიმჩნევა თევზების თავმოყრა, განსაკუთრებით გაუმდინარ წყალსატევებში. ნაპირიდადნ მქროლავი წყალი წარიტაცებს წყლის, ჟანგბადით მდიდარ ზედა ფენებს, ხოლო მათ ადგილს იკავებს ჟანგბადით ნაკლებად გაჯერებული სიღრმისეული წყალი. ამიტომ წყნარ ნაპირთან იქმნება ჟანგბადის შემცველობის უფრო ღარიბი ზონა და თევზი, სხვა თანაბარ პირობებში, ამჯობინებს წყალცემის ნაპირთან ყოფნას.
ჟანგბადით უფრო მდიდარია წყალსატევის კლდოვანი ან ქვიშოვანი ფსკერის უბნები. წყალქვეშა წყაროების გამოსვლის ადგილები, ნაკადულებისა და პატარა მდინარეების შესართავები. სწორედ ასეთ ადგილებს ირჩევს თევზი ზამთრის სადგომად.

თვლიან, რომ თევზები გრძნობენ ატმოსფერულ წნევის სულ უმნიშვნელო ცვლილებებს. მათი საცურავი ბუშტი შეერთებულია სასმენ ლაბირინთთან დაბუშტში არსებული გაზების შეკუმშვისა და გაფართოების მიხედვით თევზებს შეუძლიათ შეიგრძნონ გარეგანი წნევის ცვლილებები. მტკნარ წყალსატევებში კობრი და ლოქო ატმოსფერული წნევის დაცემის დროს ამოდიან წყლის ზედაპირზე და მძაფრად თქაფუნებენ. რატომ? ცნობილია, რომ წნევის შემცირების დროს იცვლება ჰაერის ტენიანობა, უწინარეს ყოვლისა, ჩვეულებრივ, ტენიანობა იზრდება ჰაერის ზედა ფენებში ამიტომ მწერები დაბლა ეშვებიან, ვიდრე აქ ჰაერი ჯერ კიდევ მშრალია. ზოგი მკვლევარი თვლის რომ ამ დროს თევზები ამოდიან წყლის ზედაპირზე, რათა პირი ჩაიტკბარუნონ მწერებით. მაგრამ ისეთი თევზები, როგორიცაა ლოქო, კობრი და ხლაკუნა, მწერებით არ იკვებებიან და ამდენად საეჭვოა სწორი იყოს ეს თეორია. სხვები თვლიან რომ ატმოსფერული წნევის ცვლილება გავლენას ახდენს თევზების „გუნება-განწყობილებაზე“. ამაზრსასაბუთებენ იმით, რომ ატმოსფერული წნევის ცვლილების დროს უნდა იცვლებოდეს წნევა თევზების საცურავ ბუშტში, ამიტომ თავდაფირველად ისინი შფოთავენ, ხოლო შემდეგ დუნდებიან და თავს ანებებენ კვებას.
არსებობს თვალსაზრისიც, რომ ატმოსფერული წნევის ცვლილება გავლენას არ ახდენს თევზების მდგომარეობაზე. აკი თევზი ტყლის სიზრქეში ვერტიკალურად უმნიშვნელო გადაადგილების დროს განიცდის წნევის გაცილებით მეტ ვარდნას. ვიდრე ყველაზე მკვეთრი ბარომეტრული ნახტომების დროს. მართლაც, წნევის 30 მილიბარით ცვლილებების დროს –– ბარომეტრის მკვეთრი ნახტომი –– საკმარისია თევზმა აიწიოს და დაიწიოს, შესაბამისად, 30 სანტიმეტრზე, რომ სრულიად არ იგრძნოს ამგვარი ნახტომი. შეიძლებ თევზები გრძნობენ არა უშუალოდ წნევას, არამედ წნევის ცვლილებებთან დაკავშირებულ რომელიღაც სხვა ცვლილებებს ატმოსფეროში
ცნობილია, რომ წნევის ცვლილების დროს იცვლება ჰაერის ტენიანობა.შეუძლიათ წყალში მყოფ თევზებს იგრძნონ ტენიანობის ცვლილება? რა თქმა უნდა არა. მათ შეუძლიათ მხოლოდ შეამჩნიონ საგანთა განათებულობის ცვლილება ღრუბელთა რაოდენობიდან გამომდინარე. ჰაერის ტემპერატურის რყევა, ქარის სიჩქარის ცვლილება და მასთან დაკავშირებული წყლის ღელვა წყალსატევში. და თითქოს უნდა ვიფიქროთ, რომ თევზებს შეუძლიათ მოახდინონ რეაგირება ამინდზე მხოლოდ მაშინ როცა იგი დაიწყებს შეცვლას. მაგრამ ეს არც ასეა. შესაძლებელია ისეთი ცვლილებები ატმოსფეროში, რომელთა შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქ. მაგალითად, შტორმის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე თევზების სცილდებიან ნაპირებს და თავს აფარებენ ზღვის სიღრმეს. როგორ შეუძლიათ მათ იგრძნონ შტორმის მოახლოება? ამჟამად დადგენილია, რომ ქარის დიდი სიჩქარის დროს ჰაერი, ეჯახება რა ტალღათა თხემებს, ხან იკუმშება და ხან ფართოვდება. ამის შედეგად წარმოიშვება ინფრაბგერები. რომელთაც ვერ აღითქვამსადამიანის ყური და, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდებიან ვიდრე ქარი და ტალღები. თევზები აღითქვამენ ინფრაბგერებს და ამიტომ, წინასწარ, გამოიცნობენ შტორმის მოახლოებას, ესაა თავდაცვითი რეფლექსი –– თუკი დროზე არ წავლენ თევზები სიღრმეში, მაშინ წყალცემის ტალღა მათ გამორიყავს ნაპირზე.
თევზების კვებასა და, მაშასადამე, მათ ანკესზე წამოგებაზე დიდ გავლენას ახდენს ქარი. ქარის შეცვლის დროს, ჩვეულებრივ, იცვლება ჰაერის ტემპპერატურაც. ჩვენს ნახევარსფეროში ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, როგორც წესი, იწვევს აცივებას. ჰაერის ტემპერატურის დაწევა იწვევს წყალსატევში წყლის გაცივებას, რაც სხვადასხვაგვარად მოქმედებს თევზების ქცევასა და ანკესზე წამოგებაზე. აცივება განსაკუთრებით არახელსაყრელად იმმოქმედებს სითბოსმოყვარულ თევზებზე:

კარჩხანაზე,
კარპზე,
გუწუზე,
კობრზე.
სიცივისმოყვარული თევზები კი, რომლებიც აცივებამდე საერთოდ არ იკვებებოდნენ, სიღრმიდან გამოვლენ უფრო ბრტყელ ადგილებში და პირს მოკიდებენ სატყუარას. სამხრეთის ქარის დროს, ჩვეულებრივ, მყარდება თბილი ამინდი და დათბობას, უწინარეს ყოვლისა, მივყავართ სიცივისმოყვარულ თევზების ანკესზე წამოგების შემთხვევათა შემცირებამდე და სითბომოყვარულთა გამოცოცხლებამდე. დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, განსხვავებულ გეოგრაფიულ წერტილებში, გამოიწვევს ტემპერატურის არაერთნაირ ცვლილებებსა და ამ მიზეზების გამო სხვადასხვა გავლენას მოახდენს თევზების მოქმედებაზე.
ქარი ცვლის არა მარტო ჰაერის ტემპერატურას, არამედ გავლენას ახდენს, აგრეთვე, ნალექების გამოყოფაზეც. ადრიან გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით თევზაობა კარგია მზიან დღეებში. შუა ზაფხულში, პირიქით, თევზის ანკესზე წამოგების შემთხვევები იზრდება წვიმიან, მოქურუშებულ დღეებში.
თუ წყალცემის ნაპირთან ფსკერი ლამიანია, მაშინ ტალღა ლამიდან გამორეცხავს, სხვადასხვა მწერთა მატლებს, რომლებიც ამ ადგილებისაკენ იზიდავენ კაპარჭინას, კობრსა და მრავალ სხვა თევზს.
თუკი ფსკერი კლდოვანი ან ქვიშოვანია, ამასთანავე მოკლებულია წყალმცენარეებს, მაშინ პატარ-პატარა უჭირთ იქ ყოფნა, ისინი მიეშურებიან წყნარი ადგილებისაკენ და ამიტომ წყალცემის ნაპირებთან არც მტაცებელი თევზები მოიყრიან თავს.
ქარებსა და წვიმებს შეუძლიათ გამოიწვიონ წყლის დონის მნიშვნელოვნი აწევა ან დაწევა. ეს კი სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს თევზების მოქმედებაზე.
თუ წყლის დონი მომატება იწვევს წყლის მნიშვნელოვან ამღვრევას, მაშინ ანკესზე წამოგება უარესდება, ვინაიდან წყალში შეტივნარებული მყარი ნაწილაკები ანაგვიანებენ თევზების ლაყუჩებს და აძნელებენ მათ სუნთქვას. პირიქით, წყლის დონის მომატება და ამღვრევა პატარა მდინარეში, რომელიც დიდ, სუფთა წყლის, მდინარეს ერთვის, მიიზიდავს თევზს (კაპარჭინასა და სხვ.) ამ შენაკადის შესართავთან, რის გამოც ანკესზე წამოგება უმჯობესდება. როცა წყლის მომატება არ იწვევს მის ამღვრევას, მაშინ თევზაობის შედეგები დამოკიდებულია ნაპირების ხასიათსა და ადიდების სიდიდეზე. დიდი ადიდება ხელს არ უწყობს წარმატებას: თევზი მოედება დატბორილ უბნებს და მათი თავმოყრის აღმოჩენა მნიშვნელოვნად ძნელია. ამასთანავე საკვების რაოდენობა იზრდება ამ დროს და ამიტომ თევზს ნაკლებად აინტერესებს სატყუარა.
ციცაბო ნაპირებიან მდინარეში წყლის ადიდება მცირედ ცვლის თევზების კვების პირობებსა და ანკესზე წამოგებას.
წყლის დონის დაწევა უარყოფით გავლენას ახდენს მხოლოდ საწყის პერიოდში, როგორც კი მისი დონე დადგება, თევზები თავს იყრიან ახალ ადგილებში და ანკესზე პირის მოკიდებაც განახლდება.
ზოგადად შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: არ არსებობს იმდენად ცუდი ამინდი, შეუძლებელი იყოს ანკესით თუნდაც ერთი თევზის დაჭერა.

დამატებულია (22.06.2011, 13:45:19)
---------------------------------------
ყველა მეთევზეს მოუწოდებ საკუთარი პირადი გამოცდილებიდან გთხოვთ გაგვიზიაროთ თუ როგორ ამინდში რომელი დევზი იჭირება 23 :23:




შეტყობინება დაამუშავა dudu-duda - ოთხშაბათი, 22.06.2011, 14:47:22
 
pato-7დრო: ოთხშაბათი, 07.09.2011, 23:14:54 | შეტყობინება # 2
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაინტერესებს რა სატყუარა უნდა თევზები რო ბლომად მოვიდნენ??
 
butxaდრო: კვირა, 30.10.2011, 18:35:53 | შეტყობინება # 3
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 96
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ბნელ ან ჭექა-ქუხილიან ღამეში ლოქო კარგად იჭირება

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
 
gocha-titaდრო: პარასკევი, 18.11.2011, 01:09:57 | შეტყობინება # 4
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, 166 166 10 10
 
butxaდრო: პარასკევი, 09.03.2012, 20:43:59 | შეტყობინება # 5
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 96
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბარომეტრს სარგებლობს ვინმე?

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
 
dudu-dudaდრო: პარასკევი, 16.03.2012, 00:32:16 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butxa, გეთანზმები წვიმიან ამინდში ლოქო ბევრჯერ დამიჭერია რიონ პირას 167

 
juba929დრო: შაბათი, 17.03.2012, 13:11:15 | შეტყობინება # 7
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 46
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინმე თუ იყო ამ ბოლოს ჯანდარაზე როგორ მოდის თევზი ხომარ იცით. რომელიმემ დაწერეთ მინიჩატში ჩემ მაგივრად ეს კითხვა ჯერ უპლება არ მაქვს. :):). ხვალ ვაპირებ წასვლას.

შეტყობინება დაამუშავა juba929 - შაბათი, 17.03.2012, 13:11:52
 
MAXO7დრო: სამშაბათი, 20.03.2012, 22:04:37 | შეტყობინება # 8
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბოილები როგორ მზადდება ხომ არ იცით

დამატებულია (20.03.2012, 21:04:37)
---------------------------------------------
კობრი და საზანი რაზე მოდის და როგორი ამინდი უყვარს ხომ ვერ მეტყვიით?? 23 23 23 23 23 23


M-A-X-O XASHURSKI
 
giorgiდრო: სამშაბათი, 20.03.2012, 22:43:38 | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე დღეს ვიყავი გლდანის ტბაზე სათევზაოდ ნაპირში ჯერ არ არის გამოსული თევზი. 20 აპრილს იქნება კარგად შარშან აპრილში კარგად მოდიოდა. 23

giorgi chitadze
 
juba929დრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 01:42:21 | შეტყობინება # 10
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 46
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (MAXO7)
ბოილები როგორ მზადდება ხომ არ იცით


გახსნილია თემა მაგასთან დაკავშირებით
 
gubelaდრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 02:31:57 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MAXO7, მე მაგალითად კობრზე აპრილის თვეში ვიწყებ ხოლმე თევზაობას შაორის ტბაზე(თუ ამინდები დათბება) ამ პერიოდში და მაისის ბოლომდე აქ ჭიაზე უკეთ იჭირება ვიდრე სხვაზე _ სიმინდზე ან კოპტონზე(მაკუხაზე). შემდეგ უკვე ივნისის მეორე ნახევრიდან უფრო სიმიდზე და ცოცხალ სატყუარებზე, ადგილზე აყვანილ ლიფსიტაზე და ფილეზე მოდის კობრი. უკვე აგვისტო-სექტემბერში მარტო კოპტონზე(დაპრესილი მზესუმზირა)მოდის და ჭიას აღარ ეკარება. 23

g.gubeladze
 
IRAKLIGდრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 11:11:31 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გუშინ საღამოთი ვიყავი სათევზაოდ გასული 2 ცალი კობრის მეტი ვერ დავიჭირე ეტყობა ჯერ ადრეა ცივა და არ გამოდიან!
 
MAXO7დრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 11:26:05 | შეტყობინება # 13
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gubela '
გაიხარე ძამი კარგი იმფორმაცია მომაწოდე გმადლობ ყველაფრისთვის

დამატებულია (21.03.2012, 10:26:05)
---------------------------------------------
10 10 10 10 10


M-A-X-O XASHURSKI
 
robsonდრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 12:43:00 | შეტყობინება # 14
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 37
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩამოდით ფოთში ქარიყლაპიაზე ვითევზაოთ
 
guma_spikerდრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 14:14:27 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 343
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აჩკებით მაგარი ასწორებს თევზაობა თან წყალქვეშა სამყარო მაინც სხვაა 5
 
juba929დრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 14:19:25 | შეტყობინება # 16
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 46
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (robson)
ჩამოდით ფოთში ქარიყლაპიაზე ვითევზაოთ

მალადეც კარგებია :)
 
beqarichiდრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 14:22:53 | შეტყობინება # 17
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თბილისის ზღვაზე ვიყავი გუშინ და ერთი საზანი დავიჩირე,ადრეა ჯერ თევზაობა

მე ♥ bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 14:37:45 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
robson, საღოლ შენ სად ნახე ეს შუკები ?
მამაჩმი იჭერს შუკებს მაგრამ დიდებია 3.5 კგ და უფრო მეტი ოღონ ფოთსი ლარნაკას ქუჩზე რომ ოზეროა აი მანდ გეცოდინება შენ


 
pointeri100დრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 22:39:26 | შეტყობინება # 19
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
robson გამარჯობა როდის დაიჭირე ეგ ქარიყლაპიები? ამ ქარსში და სიცივეში?
 
qeisa4444დრო: ოთხშაბათი, 21.03.2012, 23:01:30 | შეტყობინება # 20
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი მინახავს ღამით ან კოცონს უნთებენ ან ბატარიის შუქზე თევზაობენ ესე კარგად წამოვაო ? აქვს ამას რამე აზრი? 36_1_69 36_1_69 36_1_69 36_1_69

v maisuradze
 
pointeri100დრო: ხუთშაბათი, 22.03.2012, 15:23:57 | შეტყობინება # 21
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
(ბატარიის) რა მოგახსეო მეგობარო, მაგრამ ღამე თევზაობა ხშირ შემთხვევაში შედეგიანია, KOCONI palatka
 
MAXO7დრო: ხუთშაბათი, 22.03.2012, 17:59:18 | შეტყობინება # 22
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე მაგრად საქართველოში რომელ ტბაზე იჭირება თევზი 23 23 23 23 23 23 23 კარგად?

დამატებულია (22.03.2012, 16:59:18)
---------------------------------------------
და კიდე ბოილი რა ღირს ხომ არ იცით ვინმემ 25 25 25 25 25 25 39 23 23 23 23 23


M-A-X-O XASHURSKI
 
juba929დრო: ხუთშაბათი, 22.03.2012, 23:26:04 | შეტყობინება # 23
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 46
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (MAXO7)
ყველაზე მაგრად საქართველოში რომელ ტბაზე იჭირება თევზი

ალბათ შაორზე
 
MAXO7დრო: პარასკევი, 23.03.2012, 01:27:52 | შეტყობინება # 24
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შაორზე აპრილში გირს წასვლა ?თუ გითევზავიათ ?

M-A-X-O XASHURSKI
 
jafaravarდრო: კვირა, 25.03.2012, 20:07:25 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს შაორის ტბა სად არის თბილისთან ახლოსაა ?D :D
 
juba929დრო: კვირა, 25.03.2012, 20:50:48 | შეტყობინება # 26
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 46
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (jafaravar)
ეს შაორის ტბა სად არის თბილისთან ახლოსაა ?D :D


სადღაც 300 კმ თბილისიდან დზაან შორი არაა :D :P:P:P რაჩაშია
 
jaxiდრო: კვირა, 25.03.2012, 23:27:48 | შეტყობინება # 27
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 194
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
juba929, საგოლლლლ 069 069

kavtaradze
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 26.03.2012, 19:21:17 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (pointeri100)
(ბატარიის) რა მოგახსეო მეგობარო, მაგრამ ღამე თევზაობა ხშირ შემთხვევაში შედეგიანია,

მე მაგალითად ლოქოზე მაქ დაცდილი ეგ ღმე რამდენჯერ დავუჯექი ხშირ შემთხვევაში დავიჭირე 167


 
levaniko16დრო: ორშაბათი, 26.03.2012, 20:49:21 | შეტყობინება # 29
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 59
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მიყვარს თევზაობა წვიმიან ამინდში, აი ცოტცოტას რო წვიმს(ჟინჟლავს), მასეთ ამინდში ყველა თევზი კარგად მოდის თითქმის, ტბაზეც მასეთ ამინდს ვამჯობინებ, ღამე თევზაობაც კარგია ანკესის წვერზე ან ტივტივებზე დამაგრებული ფოსფორებით, შედეგიც მეტია ჩემი გამოცდილებით 166

shhxghxgggggghds
 
dudu-dudaდრო: კვირა, 15.04.2012, 17:59:18 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წვიმიან ამინდში კარასი მყავს დანაჭერი 4 კილო თან სტანდარტები ყველა პალიასტომზე ძან მაგარი იყო ბოლოს ისე დაუშვა წვიმამ რომ ვეღარ გავძელი არადა მუღამიც იიყო და თევზიც 10 10

 
racha123დრო: კვირა, 03.11.2013, 18:13:29 | შეტყობინება # 31
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 118
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვტევზაობ ხოლმე სჰაორზე ასე წელიწადსჰი ოტხ ხუტჯერ ავდივარ და მანდ ტუ კაი ამინდი არ არის ცჰირს ტევზაობა ისე მაგარი ტბაა წელს ვიყავი და ერტი 50ო ტურისტი სჰემოცვივდა ცყალსჰი და ვეგარ ვიტევზავე იმატ რას გააგებიებდი
 
Шотиდრო: ოთხშაბათი, 13.08.2014, 12:35:15 | შეტყობინება # 32
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შაურზე მეც ვიყავი შარშან მაიცდამაინც კარგად არმოვიდა,მაგრამ მაინც კარგი იყო. ისე კი წვიმიან ამინდში ყოველთვის კარგია თევზაობა და წვიმის მეორედღესაც იჭირება კარგად.

_______________
 
kukushaდრო: ორშაბათი, 22.12.2014, 14:44:55 | შეტყობინება # 33
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 59
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა რამაინტერესებს ამ პერიოდში ქაშაყი თუაიღებს სატყუარაზე ???

დამატებულია (22.12.2014, 13:44:55)
---------------------------------------------
და მდინარეში ტუ ტბაში ?


Охота ы РыБалка
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика