17:48:34
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333, ბაქარი  
HILUX
ENUQICHIდრო: კვირა, 11.12.2011, 23:58:52 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ თემაში შევადაროთ პიკაპები რომლებსაც მოიხმარს ძირითადად ქართული მოსახლეობა,ჰაილუქსი და ლ200 ხშირად გონიათ ერთნაირი გამავლობის და ექსპლოატაციის მქონე მანქანები,რაც ასე არ არის..ვისაც ქონია შეხება ყოველთვის ამჯობინებს ტოიოტას ფირმის პიკაპს HILUX



აღსანიშნავია, რომ დღეისათვის პიკაპის სტილის ავტომობილები განსაკუთრებული პოპულარობით ვერ სარგებლობენ. ასეთ მანქანებს არც თუ ისე ბევრს შეხვდებით, მიუხედავად ამისა, სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი აწყობს პიკაპების ახალ მოდელებს. არც კომპანია „Toyota“ აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც ავტობაზარზე „Hilux“ გამოიყვანა მთელი სიძლიერით და კარგი ექსტერიერით. საქართველოში ეს მოდელები ძირითადად სამხედროებს და პოლიციას ჰყავთ. მას ასევე ბევრი კომპანია იძენს კარგი გამძლეობის და ლამაზი დიზაინის გამო.
უფრო მეტიც კომპანიამ აღნიშნული მოდელის განახლება გადაწყვიტა და აღსანიშნავია, რომ პროექტი წარმატებით დასრულდა. ავტომობილმა განახლებული კორპუსი, ფარები და წინა ბამპერი მიიღო. მწარმოებლების თქმით, ინტერიერში გამოყენებულია მეტად ღირებული და ძვირფასი ელემენტები.
კიდევ უფრო მიექცა ყურადღება წვას. ამჯერად, იაპონელებმა ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები ხელუხლებელი დატოვეს. პიკაპი აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 144 ცხენის ძალაა. ეს ძრავი ხუთსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ამასთანავე, დამკვეთს შეუძლია საკუთარი ავტომობილის აღჭურვა სამლიტრიანი, 171 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ორშაბათი, 12.12.2011, 00:09:26
 
თედოდრო: ორშაბათი, 12.12.2011, 01:46:14 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამომდინარე იქედან რომ, თავდაცვისა და შინაგან სამინისტროებს ჰაილუქსები ჰყავთ, სავარაუდოდ უპირატესობა გამძლეობასა და გამავლობაში მათ ეკუთვნით. მაგრამ ძველი ლ200-ბი არამგონია გამძლეობით ჩამორჩებოდნენ, რადგან ბევრ ბაზრობაზე მინახია სატვირთოთ რო მუშაობდნენ.
მე ასევე ძალიან მაინტერესებს მესამე, საქართველოში შედარებით ნაკლებად გავრცელებული პიკაპის მდგომარეობა ამხრივ, ვგულისხმობ ნისან ნავარას ვიდით აშკარად ჩრდილავს წინა ორს.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 12.12.2011, 02:13:53 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თედო, სხვათაშორის ექსტერიერით მაინცდამაინც არ ჯობია თუ დღევანდელი ჯიპებისადმი მიდრეკილებიდან გამომდინარე პიკაპებს შევადარებთ..ნავარა კარგი მანქანაა და დატესტევიც მინახავს როდესაც ეს უკანასკნელნიც არიან და გადიან ოფროუდზე, ლ200 წინიდან კარგია რატო მე მომწონს,მაგრამ ტოიოტა სხვა კლასია. ნისან ნავარა ინტერიერში ორივეს ჯობნის რათქმაუნდა და სალონში არც შეიძლება იგრძნობოდეს საპიკაპოდ გამოუშვესო..ნავარა როდესაც გამოვიდა იყო ამერიკელებზე გათვლილი სადაც პიკაპი ზოგიერთ შტატში ტრადიციაა და როცა იბადება ამერიკელი იცის რომ მას უნდა ყავდეს დიდი ჯიპი ან პიკაპი. მე მაგალითად ამ ეტაპისთვის თუ დაჯდება 2004 წლიანი 6-7, მირჩევნია ჩამოვიყვანო ამერიკიდან და ჩავდგა გაზი. ძალიან მაგარი გამოვა..თუ საშუალება მექნება ჰაილუქსს რამე აჯობებს?!

★ஜ۩۞۩ஜ★
 
bendeksiდრო: ორშაბათი, 12.12.2011, 02:23:13 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, თედო, ეს მანქანა მონადირეს არ გამოადგება ნამდვილად. ამას იო ჯობია პაჯერო მილიონჯერ. საშინელი მანქანაა, თუ მაინცდამაინც გადაწყვეტს ყიდვას ასევე უნდა იყიდოს 5 მეშოკი სილა რომ სავარგულში ჩააგდოს რადგან არ იხტუნაის. არც განმავლობით გამოირჩევა.

ნიკა რაზმაძე
 
fshaveloდრო: ორშაბათი, 12.12.2011, 04:21:56 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნავარაზე ვერ დაგეთანხმებით ძალიან ვიწროა შიგნით და საკმაოდ არაკომფორტული, ყოველშემთხვევაში მე არ მომეწონა 25

დამატებულია (12.12.2011, 03:21:56)
---------------------------------------------
და აქ თუ პიკაპები უნდა შევადაროთ ერთმანეტს, თემას შეუსაბამო სათაური აქვს...


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
levani182დრო: ორშაბათი, 12.12.2011, 11:00:43 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რო არ ვარგოდეს ეს მანქანა სეარაღებულ ძალებს არ ეყოლებოდათ,ამ მანქნებმა ომში კარგად გაართვეს თავი,დამიჯეთ რო კარგი მანქანა არის,რაც ამ მანქანებს ტანჯვა აქთ ჯარში,მე პირადად მაგრად მომწონს,

შეტყობინება დაამუშავა levani182 - ორშაბათი, 12.12.2011, 12:20:34
 
თედოდრო: ორშაბათი, 12.12.2011, 11:38:13 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად პაჯერო მყვას 4 კარიანი, რესორებზე. მაგაზე გამძლე მანქანა, ტვირთის სათრევად და ცუდ გზებზე სარიხინოთ სხვა არ მეგულება, გამავლობაშიც არაუშავს. გაზიკის რესორები მაქ ჩაყენებული და 2 ტონა ბევრჯერ დამიდვია. მარა აი კომფორტზე რა მოგახსენოთ.

"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
GuzUდრო: ორშაბათი, 13.02.2012, 02:20:47 | შეტყობინება # 8
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰაილუქსი კი კარგი მანქანაა მაგრამ ზედმეტად მსუბუქია.სიმძიმის დამატება ჭირდება ტყვიას ასხამენ უკან კრუზაოზე ან სილას ყრიან ხოლმე .. ისე მაგარი მანკანაა ყველაპერი აქვს რაც საჭიროა

ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე
ვერასოდეს მიაღწევენ
 
firali81დრო: ორშაბათი, 13.02.2012, 02:41:18 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
HILUX ძალიან მაგარი მანქანაა. სანადიროდ საუკეთესო ჩვენს პირობებში. არც ისე ბევრს წვავს. რაც შეეხება მის ბალანს ეს გამოსწორებადია. ქვიშის 4-5 ტომარა და ეგარის რა. რაც შეეხება მის გამავლობას საკმაოდ გამოირჩევა ამ მხრივაც. მე მაგალითად სრულიად მაკმაყოფილბს მისი გამავლობა. გამძლეც არის მინდა გითხრათ. საკმაოდ კომფორტულიც. მოკლედ ძალიან კარგი მანქანაა.
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 13.02.2012, 02:52:47 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
firali81, რამდენი ხანია რაც გყავს და რამდენს წვავს?

★ஜ۩۞۩ஜ★
 
tatoxoniდრო: ოთხშაბათი, 05.12.2012, 23:10:20 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მომკალი და მევასება ტოიოტას პიკაპები რა გირს ხო არ იცით?

ხონსკი
 
hunting-jimდრო: ორშაბათი, 29.12.2014, 16:35:32 | შეტყობინება # 12
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 75
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰაილუქს ნისან ფრონტიერი მირჩევნია მილიონჯერ,მატორიტაც,და გამავლობითაც,პლუს მეტი გამძლეა

ნუ დაგწყდება გული იმაზე რომ დააცილე,რადგან მონადირე რასაც ესვრის ყველას რო კლავდეს ბუნება გადაშენდება ! ! !
 
mirzaggდრო: შაბათი, 26.09.2015, 18:15:01 | შეტყობინება # 13
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძვირფასო მეგობრებო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაილუქსიც არის, ლ 200-ც და ნისან ნავარა-ც. ნავარების უმეტესობა გაჩერებულია მწყობრიდან გამოსვლის გამო ლ 200-ებიც მეტ-ნალებად მაგრამ ჰაილუქსები ვერ გააფუჭეს დღემდე. აქედან გამოიტანეთ დასკვნა. რაჩ შეეხება ნივას, ჰაილუქსს დაუდე ცოტა ტვირთი უკან და 2 ნივას გაათრევს სადაც გინდათ. წვას რაც შეეხება დიზელი 2.7 ძრავით
8 ლიტრამდე, ხოლო ჩართული ხიდებით 15 ლიტრამდე ადის 100 კმ-ზე. საერთო ჯამში როგორც მონადირე და როგორც ჯარისკაცი ჰაილუქსი ჩემი ოცნების მანქანაა, მაგრამ ფინანსები არ მიშვებს. ფასები
16 ათასიდან 28 ათას დოლარამდეა.

დამატებულია (26.09.2015, 18:15:01)
---------------------------------------------
ხო კინაღამ დამავიწყდა ჯარში მე არ მინახავს არც მეშოკებით დატვირთული პიკაპი და არც ტყვია დასხმული, მაგრამ უგზოობაში კოჯრისა და თეთრწყაროს ტყეებში ჩარჩენილი პიკაპი ჯერ არ მინახია. პიკაპს გააჩნია თავის საშტატო კუნგი ანუ ძარის თავსახური და ეს თავსახური 5-ს თუ არა 3 მეშოკ ქვიშას მანც უდრის 069 23_30_126 ასე რომ საქმეში მყავს გამოცდილი და ვიცი რომ მაგარი მნქანაა


m.gerl....
 
roma86დრო: კვირა, 27.09.2015, 14:41:00 | შეტყობინება # 14
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ჯიპი კაია მარა უკანა სავარძელზე ცოტა არ იყოს და აჯანჯღარებს კაცს. ამის მიუხედავად ყიდვა ღიირს ჩემის აზრით.

KHAN ARMS VENATOR
 
mamalixarazuliდრო: სამშაბათი, 29.09.2015, 09:29:00 | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლის გადასაყვანადაც კარგია. მიუშვი შლანგით წყალი და გადარეცხე ნადირობიდან დაბრუნებისას.....

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
camaroდრო: ოთხშაბათი, 17.07.2019, 18:41:29 | შეტყობინება # 16
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა...ტოიოტა ჰაილუქსი თუ გყავთ ვინმეს იქნებ მირჩიოთ ყიდვისას რას მივაქციო ყურადღება,
თურქეთიდან ჩამოყავთ ჰაილუქსები და სად იწყობა ხომ არ იცით?ღირს თუ არა თურქეთიდან ან დუბაიდან ჩამოყვანილის ყიდვა?
 
eagleდრო: პარასკევი, 19.07.2019, 11:11:07 | შეტყობინება # 17
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Camaro გაგიმარჯოს მოკლედ ყოლის სიამოგნება არ მქონია მაგრამ მქონია შეხება ჰაილუქსთან და ლ200 თან ჰაილუქსი უფრო გამძლეა და უფრო გრუბი ლ200 უფრო სწრაფია და უფრო კომფორტული წვითაც ორივე თითქმის ერთნაირად წვავს როგორც ვიცი 8. დან ათამდე მაქსიმუმ შერეული ანუ ასვალტზეც რო იარო და ცუდ გზაზეც რომ მოგიწიოს გადახვევა შიგადაშიგ . ყიდვისას უფრო მიაქციე ყურადგება გარბენს და შეამოწმე კომპიუტერით მოგეხსენება რომ პიკაპები გამოიყენება სამთავრობო სტრუქტურაში და ჩამოწერის შემდეგ ყიდიან კაპიკებში მერე მცოდნეები ყიდულობენ კრასკავენ გარბენებს აყრევინებენ და ეგრე ყიდიან და თუ არ იცი ეგეთი თუ შეგხვდა დაგტანჯავს და პიკაპზე წარმოდგენას დაგაკარგვინებს . ასე რომ ფრთხილად იყავი და მცოდნე წაიყვანე და რაც შეეხება დუბაიდან ჩამოყვანილს არ გირჩევ იქ საშინელი სიცხეებია და დღე და ღამე კონდინციონერები აქვთ ჩართული და ეგ დზრავს რესურს სკარგვინებს . რაც შეეხება თურქეთს ნამდვილად არ ვიცი ისე კი ფორდ რეინჯერი ჩამოიყვანა ჩემმა ნათესავმა და რავი ჯერჯერობით მიდის რიხინით უკმაყოფილო არარის . დანარჩენი რავი უშუალოდ ვისაც ყოლია იმან უფრო კარგად იცის და ალბა გირჩევენ უფრო უკეთ 39
 
tereosდრო: პარასკევი, 19.07.2019, 11:18:27 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
eagle, მაგარი უპრეტენზიო ნათესავი გყოლია თუ მანქანა რიხინით მიდის და მაინც კმაყოფილია gimili gimili

დამატებულია (19.07.2019, 11:20:32)
---------------------------------------------
დავამატებ იმას რომ ლ 200 უფრო კომპაქტურია და უფრო კომფორტული სალონი აქვს. კუზაო კი ჰაილუქსზე პატარა.

 
eagleდრო: პარასკევი, 19.07.2019, 11:28:09 | შეტყობინება # 19
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
069 069 ხოო ალბად არასწორად გაიგე მეგობარო ან მე დავწერე არასწორად რიხინში ის კიარ ვიგულისხმე რომ ნაწილები გაზვრა და ეგრე დადის ის ვიგულისხმე რომ ყველგან დაატარებს ტყეშიც და ღრეშიც თან არცისე უვლის და არაფერი მოსვლია ჯერ და იმიტოა კმაყოფილი gimili

დამატებულია (19.07.2019, 11:31:21)
---------------------------------------------
ალბათ რიხინის მაგივრად უნდა დამეწერა
დაქრის ქორივით gimili


შეტყობინება დაამუშავა eagle - პარასკევი, 19.07.2019, 11:38:13
 
tereosდრო: პარასკევი, 19.07.2019, 14:26:02 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
eagle, მივხვდი რა კონტექსტშიც დაწერე. მეც უბრალოდ ვიხუმრე 342
 
camaroდრო: შაბათი, 20.07.2019, 19:31:47 | შეტყობინება # 21
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
eagle დიდი მადლობა რჩევისთვის 166
 
Gochahahaდრო: ხუთშაბათი, 01.08.2019, 13:59:25 | შეტყობინება # 22
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვარ ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი,სხვა მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა სამსახურში გაგვაჩნია პიკაპები: ჰაილუქსი, დეფენდერი, ნისან-ნავარა და ლ-200, შეიძლება ავღნიშნო, რომ ავტომანქანები იმყოფებიან საშინელი ექსპლოატაციის პირობებეში, ხშირად იცვლიან სხვადასხვა გამოცდილების მქონე მძღოლებს. ჰაილუქსებს რომლებსაც გავლილი გავლილი აქვთ თითოეულს 1 მილიონი კილომეტრი გაუხსნელად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიარეს ტექდათვალიერება და ჯერ კიდევ დიდ იმედებს ვამყარერბთ მათზე... ნისან ნავარა დიდი ფინთი მანქანაა, როდის გიღალატებს ვერ განსაზღვრავ... ლ-200 კომფორტულია მაგრამ გამძლეობაში ჰაილუქსთან ვერ მივა...

Gocha
 
firali81დრო: ხუთშაბათი, 22.08.2019, 22:53:40 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მომწონს Toyota Hilux. იმედია ერთ დღესაც შევძლებ შეძენას. ჩემი აზრით საქართველოს პირობებს იდეალურად ერგება.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика