05:24:54
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
ევროპული წაულა
დათო_მონადირედრო: ორშაბათი, 29.10.2012, 23:52:20 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს.
აღწერილობა: სხეული წაგრძელებულია და მოკლე. სხეულის სიგრძე 28-40 სმ, კუდის 12-18 სმ. ბეწვი მოკლე, ხშირი თივთიკით. შეფერილობა მუქი ყავისფერი, ტუჩებზე თეთრი ლაქა, თათების ლანჩები შიშველია.
გავრცელება: შუა და აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილოეთი კავკასია, დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილი. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აფხაზეთშია, მდინარეების ფსოუს, ბზიფისა და გუმისტის ხეობებში სადაც ბინადრობს წაულას კავკასიური ქვესახეობა.

ცხოვრების ნირი: ადგილსამყოფელები დაკავშირებულია ტყის პატარა მდინარეებთან, რომლებშიც არის მორევები და ფლატეებიანი ნაპირი და რომლებიც ზამთრობით არ იყინება, ზოგჯერ გვხვდება ტყის ტბების ნაპირებზე რომელიც დაფარულია ლერწმით. წყლის ახლოს თხრის სოროს, რომლის გამოსასვლელი მოწყობილია წყლის ზედაპირის ქვეშ. ბუდეს იკეთებს აგრეთვე ხის ფეღუროებში და ლერწმის შალდამში. საკვების მოსაპოვებლად გამოდის ღამით. საუკეთესოდ დარბის, ცურავს და ყვინთავს. საკვებს პოულობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. მის საკვებს შეადგენენ ტყის თაგვები, წყლის მემინდვრიები, ბაყაყები, თევზები, მოლუსკები, ჭიები, კიბოები, წყლის მწერები, ზოგიერთ შემთხვევაში ფრინველები და მათი კვერცხები. ზამთრობით ხშირად ცხოვრობს წყალში ყინულის ქვეშ და იქიდან იშვიათად გამოდის ზედაპირზე. ნაშიერები ჩნდებიან მაის-ივნისში. თითო ჯერზე იბადება 3-5 თვალებაუხელელი ნაშიერი, რომლებსაც ერთი თვის შემდეგ ეხილებათ თვალები. ისინი სწრაფად იზრდებიან და დედას დაყავს სანადიროთ, ხოლო შემოდგომიდან შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა ძვირფას ბეწვს, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარში. მცირერიცხოვნობის გამო საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика