06:16:24
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ცხოველებზე ნადირობა » ნიამორი
ნიამორი
xarataდრო: პარასკევი, 04.11.2011, 00:53:48 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ნიამორი (Capra aegagrus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი. ბევრგან განადგურებულია.

დამატებულია (03.11.2011, 23:53:48)
---------------------------------------------
აბა ბიჭებო თქვენგან მოველი კარგ პოსტებს 167 :167: 39 :39: 39 ეს ჩლიქოსანი ცხოველი წითელ წიგნშია შეტანილი


შეტყობინება დაამუშავა xarata - პარასკევი, 04.11.2011, 00:55:37
 
alekoდრო: პარასკევი, 04.11.2011, 17:37:57 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნიამორი
ტაქსონომიური შენიშნვები
ნიამორი მიჩნეულია შინაური თხის პირდაპირ წინაპრად.
ნუსხაში შეტანის მიზეზები
არსებული შეფასების თანახმად თითქმის მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია თავმოყრილი. შემცირებულია მისი გავრცელების ფართობი. დაფიქსირებულია ჭარბი ექსპლოატაცია.
გავრცელება
საქართველოში ნიამორი თუშეთისა და პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი. (2004 წლის მონაცემებით 125 ინდივიდი)ასევე გვხვდება თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში. (დაახლოებით 95 ნიამორი).
ეკოლოგიური თავისებურებები
ძირითადად ბინადრობს ციცაბო კლდეებით მდიდარ მშრალ ადგილებში, ზღვის დონიდან 4000მეტრამდე.ზაფხულში ზრდასრული მდედრები ციკნებთან ერთად ძირითადად ტყის ზონაში იმყოფებიან. ისინი მეტწილად 4-5 ინდივიდიან ჯგუფებს ქმნიან, სადაც 2-3 ზრდასრული მდედრი და 1-2 ციკანი შედის, ხოლო ზრდასრული მამრები სუბალპურ და ალპურ ზონაში არიან. გვიან შემოდგომაზე ვაცები დაბლა ჩამოდიან და მდედრებს უერთდებიან.გამრავლების პერიოდი სწორედ ამ დროს ეწყებათ. ვაცები ჩხუბობენ მდედრის მოსაპოვებლად.მაკეობა გრძელდება 140-დან 160 დღემდე და გაზაფხულის ბოლოს შობს ერთ ან ორ ციკანს. ვაცი სქესობრივ სიმწიფეს 1,5 წლის ასაკში აღწრვს, თხა - 2,5 წლის ასაკში. ნიამორის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 22 წელია.
ძირითადი საფრთხეები
ნადირობა ყველაზე ძლიერ მოქმედი ანთროპოგენული ფაქტორია, რომელიც ნიამორის რიცხოვნობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამავე დროს სხვა ფაქტორებთან ერთად ზღუდავს მის არეალს, რადგან ცხოველები იძულებულნი არიან ბუნებრივად განსაკუთრებით დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი.
ბიბლიოგრაფია
NACRES 2004. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი, კომპონენტი 2- საბოლოო ანგარიში. NACRES .2004. თბილისი
წყარო red-list.ge


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - პარასკევი, 04.11.2011, 17:42:43
 
fshaveloდრო: პარასკევი, 04.11.2011, 18:03:15 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაააააა, ალეკო საინტერესოა, და ხარატა ეგ ინფორმაციები საიდან მოგაქვს შენ სულ "რაღაც" შეცდომები რომ არის ხოლმე?

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .

შეტყობინება დაამუშავა fshavelo - პარასკევი, 04.11.2011, 18:16:56
 
xarataდრო: პარასკევი, 04.11.2011, 21:59:56 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, გუგლიდან ვიღებ ვიკიპედიაში შედი და ნახავ რაც წერია ის გადმოვაკოპირე და რა ვქნა ვკითხულობ ამ ცხოველზე წერია და მეტი რა ვქნა 25 25 25 25
 
fshaveloდრო: პარასკევი, 04.11.2011, 23:21:00 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xarata, იცოდე რომ ვიკიპედიაში 1000 სისულელე წერია, ჩვეულებრივი ადამიანები ტვირტავენ მანდ სტატიებს რომლებიც საფუზვლიან შემოწმებას არ გადის...ასე რომ წიგნიდან შეიძLება მაგრამ ინტერნეტ ენციკლოპედიებს ერიდე 39

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
xarataდრო: კვირა, 06.11.2011, 20:27:11 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, გაიხარე ძმა მადლობ რჩევისათვის 39 39 23_30_126 23_30_126
 
berZulდრო: შაბათი, 12.11.2011, 17:48:54 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არამგონია ბევრი იყოს ეს ცხოველი საქართველოში

ლევან ბერძული
 
ფირალიდრო: ოთხშაბათი, 28.03.2012, 16:38:07 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 294
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აჭარაში ბინადრობს ნიამორი , თურქეთის საზღვარზე სადაც მრავალრიცხოვანი პოპულაციით შეინიშნება .

GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 05.10.2012, 12:05:13 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნიამორი თუშეთში შემორჩა და იქაც ცოტაა. ამის მიუხედავად მაინც ნადირობენ ადგილებრივებიც და ძლიერნი ამა ქვეყნისანი რომელთაც სინდისის ნატამალი არ გააჩნიათ.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ცხოველებზე ნადირობა » ნიამორი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика