11:54:57
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » სანადირო ფრინველების მაქსიმალური სისწრაფეები
სანადირო ფრინველების მაქსიმალური სისწრაფეები
akson777დრო: პარასკევი, 31.05.2013, 20:14:34 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ამ თემაში განვიხილოთ მონადირეთათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა: სანადირო ფრინველების სისწრაფეები. სამწუხაროდ ინტერნეტში ამის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია და ძალიან რთულია მიაგნო ამის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.ყველა გამოცდილი მსროლელისთვის საკმაოდ მნიშველოვანია ფრინველის სისწრაფის ზუსტი მონაცემის ფლობა სროლის დროს, რათა შეძლოს ზუსტი გაყოლების მანძილის განსაზღვრა ფრინველის სისწრაფის შესამამისად, ფრინველის სასროლი მანძილიდან გასვლამდე არსებული დროის გაანალიზება და ზუსტი გასროლა. სწორედ ამიტომ დიდი ძალისხმევით და ინტერესით ვცდილობდი რო მეპოვნა და საბოლოოდ დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მივაგენი იმ წყაროებს , რომლებიც ფრინვევების სისწრაფეების შესახებ ზუსტ და გადამოწმებულ ცნობებს იძლევიან.

მაშ ასე ,სანადირო ფრიველები და მათი სისწრაფეები კმ/სთ-ში




ყველაზე სწაფად აჩქარებას მეჭვავიასნაირებში და საერთოდ ყველა სანადირო ობიექტებს შორის ჩიბუხა (Gallinago gallinago) ახერხებს მას 0 დან 80 კმ/სთ-მდე სიჩქარის აკრეფას სულ რაღაც 2-3 წამი უნდება, ხოლო სანადირო ფრინველებს და ასევე ბატისნაირნთა რიგის ფრინველებს შორის ყველაზე დიდ სიჩქარეს როგორც დადგინდა ჭიკვარა (Anas crecca) ავითარებს - 110კმ/სთ ხოლო მეორე ადგილი ბოლოსადგისას (Anas acuta) უკავია - 106 კმ/სთ



ქათმისნაირთა რიგის ფრინველებში ყველაზე სწრაფი კაკაბია
(Alectoris graeca), მისი მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-მდეა, ხოლო მტრედისებრთა ოჯახს რაც შეეხება, აქ პირველი ადგილი ქედანს (Columba palumbus) უკავია მას 82 კმ/სთ-მდე სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ხოლო ყვლასათვის საყვარელი სატროფეო ფრინველის,გარეული იხვის(Anas platyrhynchos)მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ-ს უდრის ამის ფონზე მას ადგილიდან მხოლოდ 64 კმ/სთ სიჩქარე აქვს, რაც პრინციპში ყველა იხვისებრთა ფრინველებისთვის დამახასიათებელია თუ არ ჩავთვლით ჭიკვარას , რომელიც ადგილიდანაც არც თუ ნელა ახერხებს აჩქარებას.



ასევე მინდა ვთქვა რომ, არამონადირულ სივრცეში და ასევე ზოგ მონადირურ წრეებში საკმაოდ გამყარებულია არასწორი აზრი და არასწორი წარმოდგენა თითქოს რუხი ბატი (Anser anser) ნელი არის. ეს აზრი გამომდინარეობს ასევე იმ გარემოებიდან, რომ ბატი ფრთებს ნელა იქნევს , შესაბამისად თვალს ატყუებს და იქმნება ოპტიკურ ილუზია , რომ თითქოს ის ნელა დაფრინავს. სტატისტიკა კი რეალურ სურათს გვიჩვენებს რუხი ბატის მაქსიმალური სისწრაფეა 100კმ/სთ და ზევით.


ეხლა კი განიხილოთ არა სანადირო არამედ, ზოგადად მსოფლიოში უსწრაფესი ფრინველები სადაც ერთი სანადირო ფრინველიც ფიგურირებს:



ყურადღებით! ზემოთ აღნიშნულ გრაფაში მოყვანილი ფრინველები ჭიკვარას გარდა არ წარმოადგენენ ნადირობის საგანს ასე რომ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ!

როგორც გრაფაში ვნახეთ, დედამიწაზე ყველაზე სწრაფი ფრინველი შავარდენია (Falco peregrinus). მას შეუძლია მაქსიმუმ 389 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ჰორიზონტალური ფრენისას კი - 110 კმ/სთ-დე, ხოლო ჰორიზონტალურად სწრაფი დაშვება კი მას 180კმ/სთ-მდე სიჩქარით შეუძლია. მსოფლიოში უსწრაფეს ფრინველებს შორის აღსანიშნავია ჭიკვარაც(Anas crecca) მოხვდა.


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - შაბათი, 01.06.2013, 19:12:42
 
giohunt1982დრო: შაბათი, 01.06.2013, 21:52:38 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფრინველი? "ჩიბუხა" შეუსვენებლად ფრენაში რეკორდს ამყარებს:
ცხოველთა და ფრინველთა სამყაროში, ამ პატარა, მსუქანმა სანაპიროს ჩიტმა რეკორდი დაამყარა ყველაზე გრძელ მანძილზე სწრაფ, შეუჩერებლივ ფრენაში.

ახალი კვლევისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ „ჩიბუხა“ ჩიტებს შეუძლიათ, შეასრულონ ტრანსკონტინენტალური ფრენა ევროპაში, შვედეთიდან - აფრიკის საჰარამდე, სულ მცირე - ორი დღის შეუსვენებლივ ფრენის შედეგად.

ჩიტებმა 6800 კილომეტრი იფრინეს საათში საშუალოდ 100 კილომეტრი სიჩქარით.

მათი გადაფრენის დასაფიქსირებლად, 2009 წლის მაისში, შვედეთში, ბიოლოგებმა ათი მოზრდილი ზომის ჩიტი დაიჭირეს და აღჭურვეს გეოლოკატორებით. ერთი წლის შემდეგ, გეოლოკატორების მეშვეობით აღბეჭდილი მონაცემები სამი ჩიტის ხელმეორედ დაჭერის შედეგად მოიპოვეს შვედეთში.

ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC - Daily News


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
akson777დრო: შაბათი, 01.06.2013, 22:50:17 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ვიცი ეს ინფო მეგობარო კარგი ინფოა 166 მაგრამ, ეს ჩიბუხა არაა მეგობარო დუპელია. Great Snipe ინგლისურად დუპელს ნიშნავს, ძალიან ბევრს ეშლება გადმოთარგმისას.common Snipe ან უბრალოდ Snipe კი ჩიბუხაა . NATIONAL GEOGRAPHIC-ზეც Great Snipe ეწერება უეჭველი გადაამოწმე აბა. დუპელია რო დაფრინავს ყველაზე დიდხანს შეუსვენებლად და გადაფრენისას ძალიან დიდ სიჩქარეს კრიფავს gimili

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - შაბათი, 01.06.2013, 22:52:47
 
omarinnnდრო: კვირა, 02.06.2013, 13:57:31 | შეტყობინება # 4
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩიბუხა ნამდვილად სწრაფი ფრინველია,სხვა ფრინველზე ვერაფერს გეტყვი
 
kobra19დრო: შაბათი, 17.01.2015, 10:35:57 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო მე გამიგია რო ჩიბუხას ბეკასს ეხახოდნენ

monadire
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » სანადირო ფრინველების მაქსიმალური სისწრაფეები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика