16:05:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ქათამურა
დათო_მონადირედრო: შაბათი, 09.02.2013, 11:07:29 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ქათამურა მოიპოვება ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, აფრიკის მრავალ ადგილას.

საქართველოში ქათამურა გვხდება თითქმის ყველგან. ამასთან ეს ფრინველი აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფორმა, ხოლო დასავლეთ საქართველოსათვის როგორც მიმომფრენი. თუმცა შესაძლებელია აქ ბუდობდეს კიდეც (ი. ჩხიკვიშვილი, 1951). ვერტიკალურად ვრცელდება 2400 მ-მდე.

ქათამურა ბინადრობს შინაგანი წყალსატევების სანაპიროებზე, რომლებიც დაფარულია ლერწმით, ჩალით, ბუჩქნარით, ჭაობებში, დაჭაობებულ ველებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 8 (იშვიათად 10 – 15) კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 21 დღემდე.

კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. იკვებება მწერებით და მათი მატლებით, ლოკოკინებით, წყლის მცენარეებით და მცენარეთა თესლებით.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
muriko6დრო: ოთხშაბათი, 30.09.2015, 21:41:33 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესოა, მე არასოდეს მინახავს 23
 
dato75დრო: ოთხშაბათი, 30.09.2015, 22:22:40 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დასავლეთში არც შემხვედრია.
 
muriko6დრო: ხუთშაბათი, 01.10.2015, 21:28:32 | შეტყობინება # 4
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინმეს მოგინადირებიათ ეს ფრინველი?
 
chale88დრო: ხუთშაბათი, 01.10.2015, 21:51:38 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
muriko6, რამოდენიმეჯერ მყავს მონადირებული ეს ფრინველი სახელი პირველად გავიგე ეხლა ამ ფრინველის.

ბ.თოთაძე
 
kobaxidzeდრო: ხუთშაბათი, 01.10.2015, 22:49:35 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყლის ქათამი რამდენი მყავს მოკლული არ მახსოვს 166 მაგრამ ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე,სხვა ფერშია,რაც მახსოვს ყველა მახსოვს შავი თეთრი კუდით gimili ადგილს შეარჩევ,ჩაუჯდები და უბაგუნე,მოკლავ არ გამოგაქ,გავა 15_ 20 წუთი და ავიწყდებათ რამოუვიდა თანამემამულეს gimili და გამოდის ეს მართლაQათამი კამიშებიდან, თუ ტბაზე ხარ ან მდინარეზე სადაც მდორედ მოედინება და კამიში ან ეკალბარდები უდგას ნაპირებში მაშინ თავისუფლად უნდა ველოდოთ მელოტასაც,ვაზიანის ტბაზე ვამწარებდი მელოტებს, ნერვები უნდა ჩაუჯდე და ელოდო 166

GEBRUDER MERKEL
 
gio90დრო: პარასკევი, 02.10.2015, 00:19:36 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze, კი მეც მომიკლავს gimili (ჩასაფრებით ნადირობა კიდევ ჩემთვის მაგარი სიამოვნებაა,როცა გამოჩნდება ობიექტი პირისპირ შეხვედრას რაჯობია gimili )

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
solomonდრო: პარასკევი, 02.10.2015, 10:26:32 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაც ესენი მყავს ნახოცი.. თოვლობაზე ნახულობს ძაღლი იოლად ისე მაგრად იმალევა..
 
m@mukaდრო: პარასკევი, 23.10.2015, 08:31:54 | შეტყობინება # 9
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფოტოზე რატომღაც სხვაფერებშია 23

----->
 
jeri20დრო: ხუთშაბათი, 29.10.2015, 14:28:30 | შეტყობინება # 10
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესოა არასდროს შემხვედრია აბა დაწერეთ ვის სად შეხვედრია თუ შეხვდა ვინმეს? 23 23 23

ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
 
kobaxidzeდრო: ხუთშაბათი, 29.10.2015, 14:43:27 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
jeri20, კამიშიანი,ეკალბარდიანი წყლის ნაპირებში,მტკვარზე,ჯანდარაზე,ჭაობებში ჩაუჯდები და დაელოდები,დასავლეთისკენ არსად მინახავს,არც შაორზე,არც რიონზე 23

GEBRUDER MERKEL
 
jeri20დრო: ხუთშაბათი, 29.10.2015, 15:40:16 | შეტყობინება # 12
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze, ისე საჭმელად როგორია ან სიდიდით ნარმალნაა გირს ნადირობა ამაზე?
და ძაღლით თუ ინადირებ ამაზე?


ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
 
kobaxidzeდრო: ხუთშაბათი, 29.10.2015, 16:42:29 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
jeri20, კი გემრიელია,როგორ არ ღირს,ძაღლითაც ინადერ,გააჩნია ადგილს ძაღლი უნდა მიუდგეს,დაბალ წყალში,ნაპირებში,სწრაფად თუ ჩითავს ძაღლი მთლად უკეთესი,ფრენა აქ ცოტა ღალღაზე უკეთესი,ყვინთავს წყალში,როგორც ბაკლანი და ნირიოკი,8 - 9 ნომერი საფანტი საკმარისია,თუმცა 10 ნომრითაც ბევრჯერ მომიკლავს .

GEBRUDER MERKEL
 
jeri20დრო: ხუთშაბათი, 29.10.2015, 16:48:15 | შეტყობინება # 14
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze, პოინტერი მყავს არ ახარებს ღალღას და ეგეთებს ოგონ იყოს დედას უტირებს გავალ ამ დგეებში და ვნახავ აბა თუ იქნება მადლობა რჩევისთვის და დაკვალიანებისთვის
10 10 10


ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
 
kobaxidzeდრო: ხუთშაბათი, 29.10.2015, 17:23:28 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
jeri20, გაიხარე gimili ჯანდარაზე ნავით თუ შეხვალ და ნავს კამიშებში შემალავ,ჩაუსაფრდები ვაფშე მაგარია,მანდ მე მელოტა ვნახეეე,დაუჯერებლად მოგეჩვენებათ და ასობით ფრთა,ქათამურა სულ გადაგვავიწყდა,წელს რაიქნება ვნახოთ. 23

GEBRUDER MERKEL
 
barbaqadzenikoloziდრო: ხუთშაბათი, 29.10.2015, 17:31:25 | შეტყობინება # 16
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
jeri20, პოინტერს გაუჭირდება და არც უნა წაიყვანო პოინტერი მაგაზე სანადიროდ. მე იაგდტერიერი მყავს და ბურდშიც და წყალშიც კარგად დასტევს და ააფრენს ხოლმე.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика