11:33:11
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ბოლოსადგისა იხვი (ბოლოსადგისა იხვი)
ბოლოსადგისა იხვი
დათო_მონადირედრო: კვირა, 07.10.2012, 22:56:51 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

საშუალო სიდიდის იხვია. ფრთა 240-290 მმ-ია,წონა სეზონის მიხედვით 450-1100 გ.მამალი დიდია დედალზე, გამრავლების პერიოდში, სქესობრივ დიმორფიზმი კარგად შეიმჩნევა შეფერილობაშიც, მამლის თავი ზემოდან მუქი მურაა,კეფაზე მომწვანო ან ბრინჯაოსფერი ანარეკლით.თავის გვერდები,ნიკაპი,ყელი და კისრის ზემო ნაწილი წინიდან მოწაბლისფრო-რუხია.კისერი უკანიდან მოშავოა.სხეულის ზემო მხარე და გვერდები რუხია,მუქი განივი ხაზებით.მხრის ბუმბულებს მოთეთრო კიდეები აქვს.ზურგის უკანა ნაწილი რუხია,წელის გვერდები ჩალისფერი.კისერი წინიდან და გვერდებიდან,ჩიჩახვი,მკერდი და მუცელი თეთრია,მუცელზე რუხი წინწკლებით,კისრის გასწვრივ კი თეთრი ზოლები თითქმის კეფამდე აღწევს,საჭის ბუმბულებიწამახვილებულია,მათ შორის ძლიერ წაგრძელებულია შუა წყვილი და კუდის ქვემო მფარავები,რომელიც შავი ფერისაა.ფრთაზე ბრინჯაოსფერ-მწვანე ;სარკეა; წინიდან შემოვლებული მოწაბლისფრო-ჟანგისფერი,ხოლო უკანიდან შავი და თეთრი ზოლებით. დედალი ზემოდან მორუხო-მურაა,ცალკე ბუმბულებზე ღია ფერის კიდეები აქვს მურა ფერის ლაქებით.ქვემო მხარეზე მორუხო-მუქი სიჭრელეა.ფრთაზე ;სარკეს; ელვარება არ აქვს და შემოვლებულია თეთრი ზოლებით. ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის,აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყლებს. ევროპაში თითქმის ყველგან აღწევს ყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე (ტაიმირის გამოკლებით) დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან აღმოსავლეთით ვრცელდება წყნარ ოკეანემდე (ჩუკოტკა,კამჩატკა,კკურილიის კუნძულები)გვხვდება უფრო სამხრეთითაც,მათ შორის საქართველოშიც(ჯავახეთის ტბები) ზამთრობის არეალიც მეტად ფართოა,ერთ-ერთი უნთავრესი კასპიის ზღვის სანაპიროებია.მასობრივად ზამთრობს საქართველოშიც.ბუდობისთვის ღია ლანდშაფტს ანიჭებს უპირატესობას,წყალსატევებთან,
სადაც ბალახნაირიანი შლამიანი ნაპირებია. მონოგრამული ფრინველია, ბუდეს იკეთებს მიწაზე,ზოგან ჭალაში დაბალბალახიან მდელოზე, ხშირად წყლიდან საკმაოდ მოშორებით. ბუდე წარმოადგენს პატარა ორმოს,თითქმის ამონაფენის გარეშე. აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში დებს 6-11 კვერცხს, საინკუბაციო პერიოდია 22-23 დღე. იკვებება ძირითადად მცენარეულობებით, ჭაობის მცენარეთა თესლებისა და მწვანე ნაწილების გარდა ჭამს ხმელეთის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებს და კენკრას, ზოგჯერ წყლის უხერხემლო ცხოველებსაც მიირთმევს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და რიცხვმრავალი სახეობაა,ამიტომ ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს,საერთოდ კი სპორტული ნადირობის კარგ ობიექტად ითვლება


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე

შეტყობინება დაამუშავა დათო_მონადირე - კვირა, 07.10.2012, 22:57:17
 
giorgi001დრო: კვირა, 07.10.2012, 23:07:18 | შეტყობინება # 2
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბოლოსადგისა იხვი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში.

საქართველოს ფარგლებში ბოლოსადგისა იხვი მოიპოვება მრავალ ადგილას. აღმოსავლეთ საქართველოში ეს ფრინველი გვხდება როგორც მობუდარი ფრომა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – როგორც მოზამთრე.

ბოლოსადგისა იხვი ბინადრობს წყალსატევების სანაპიროებზე, მეტწილად ღია ადგულებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად თვალსაჩინო ადგილას. მაისში დებს 9 – მდე კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 23 დღემდე. საკვებს შეადგენენ მწერები და მათი მატლები, ლოკოკინები, ჭიები. ჭამს აგრეთვე მცენარეთა ნორჩ ყლორტებსა და კვირტებს, მარცვლოვანთა თელსებს, წყალმცენარეებს.
ბოლოსადგისა იხვს საკმაოდ დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით დიდი რაოდენობით ამზადებენ.

ცნობილია ბოლოსადგისა იხვის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 30.05.2013, 16:49:29 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათო_მონადირე,
Quote (დათო_მონადირე)
საშუალო სიდიდის იხვია


საშუალო სიდიდის არაა ნამდვილად ჩვეულებრივ გარეულ იხვზე დიდია ოდნავ მაგრამ მაინც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი იხვია. წონითაა კრიაკვა უფრო მეტი და ესაა.


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ხუთშაბათი, 30.05.2013, 20:06:46
 
julakidze90დრო: ხუთშაბათი, 14.01.2016, 18:10:31 | შეტყობინება # 4
კაპიტანი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წელს სამტრედიაში მოვკალი ეს იხვი 2 ცალი,ძან დიდი გუნდებად ცოდნიათ გადაფრენა.
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 14.01.2016, 19:42:07 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მესამე სეზონია არ შემხვედრია, ძალიან ლამაზია 166 საშუალო ზომისაა, თითქმის რუხი იხვის და ფართოცხვირას ტოლია

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 14.01.2016, 19:59:36 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბოლოს 2007 ში ავიყვანე პალიასტომი რო მოიყინა იმ წელიწადს, ტყეს დიდად არ ეტანება და მე ტყეში ვნადირობ ხშირად, იმიტო არ მხვდება ალბათ:)
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 14.01.2016, 20:04:43 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალბათ არ უყვარს ტყე, მეც გაშლილ წყლებში მყავს ნანახი, არც ხშირი ჩალები არ ქონდა...მემგონი არც ისე ბევრია (ხარაზულთან და იხვინჯასთან შედარებით) 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 14.01.2016, 20:20:19 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, არც ისე ბევრია რათქმაუნდა და თან ჩვენსკე მოდის მარტისკენ, უკან გადაფრენის დროს, ზღვაზე დამინახავს ხშირად როცა სეზონი აღარ არის.
 
landiaდრო: ხუთშაბათი, 14.01.2016, 21:31:24 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი ლამაზი იხვია ჯერ არცკი შემხვედრია არსად სამწუხაროდ

თ.მაჭარაძე
 
farte1990დრო: ხუთშაბათი, 14.01.2016, 22:53:23 | შეტყობინება # 10
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან ლამაზიაა 166
 
mamuka36დრო: შაბათი, 20.02.2016, 12:30:30 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ლამაზი ფრინველია,იხვი ყველა ლამაია 166
 
maxo777დრო: შაბათი, 20.02.2016, 15:09:30 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166 ძალიან ლამაზი ფრინველია.მე არ მინახავს.ყოველ შემთხვევაში ალბათ ცას გაკრული თუ დამინახავს მაქსინუმ gimili

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ბოლოსადგისა იხვი (ბოლოსადგისა იხვი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика