03:01:36
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ლერწმის ქათამურა
ლერწმის ქათამურა
alekoდრო: კვირა, 08.07.2012, 12:02:21 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყლის ქათამი გვხდება ევროპაში, აზიის უმეტეს ნაწილში, აფრიკაში, ჩრდილო ამერიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკაში.

საქართველოში წყლის ქათამი მოიპოვება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 1700 მ – მდე.

იწონის 192-500 გ.წყლის ქათამი ბინადრობს ტბების, მდინარეთა ყურეების, ტბორების სანაპიროებზე, რომლებიც დაფარულია ბუჩქნარით, ლერწმით ან ჩალით, ჭალებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, ბუჩქზე, ლერწამზე. ყოველთვის კი წყლით დაფარულ ადგილას. ხშირად წელიწადში ორჯერ მრავლდება. დებს 6 – 12 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 22 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს როგორც წყლის ისე ხმელეთის მწერები, რბილსხეულიანები, ობობები, გვერდულები, მცენარეთა ნორჩი ყლორტები, კენკრა, თესლები.

ცნობილია წყლის ქათმის 15 ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ევროპული წყლის ქათამი – Gallinula chloropus chloropus.
[img][/img]
[img][/img]
[img][/img]
[img][/img]


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
iulomiaდრო: კვირა, 08.07.2012, 12:55:00 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არსად არ შემხვედრია...

MP-153 ვინადიროთ პატიოსნად
 
mamalixarazuliდრო: სამშაბათი, 31.07.2012, 23:10:08 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადრე მინახავს ბავშობაში ხაშურში ჯერმების ტბაზე. მაშინ "უთოფო მონადირე ვიყავი" :) ვიჯექი და შორიდან ვაკვირდებოდი... დაცურავდა და დატყაპუნობდა თავისთვის.... ამ ბოლოს აღარ მინახავს 23

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
მონადირედრო: ოთხშაბათი, 01.08.2012, 11:37:02 | შეტყობინება # 4
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ ფრინველს ლერწმის ქათამურა ეწოდება (რევაზ ჟორდანია).

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
ladopopkhadze123დრო: პარასკევი, 23.11.2012, 01:46:11 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ფრინველი რაცჰასჰი არი ტუ იციტ რიონტან ახლოს
 
დათო_მონადირედრო: ხუთშაბათი, 07.02.2013, 17:23:48 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლერწმის ქათამურა

ლერწმის ქათამურა გადამფრენი პრინველია. ჩვენში აპრილში ჩნდება ხოლმე, სახლდება ლერწმიან ჭაობში. დედალ-მამალი წყვილდებიან და ცდილობენ მათ მიერ დაკავებულ ადგილში სხვა არ შეუშვან საბინადროდ. ეს ფრთოსანი დილიდან საღამომდე წყლის ზედაპირზე დაცურავს, ყურყუმალაობს და ეძებს საკვებს წყლის მწერებს, მათ კვერცხებსა და ლოკოკინებს.
ლერწმის ქათამურას წყვილი ბუდეს ხმელი ბალახებისა და ღეროებისაგან აკეთებს ჭაობის ნაპირზე მცენარეთა ძირებში ან წყლის ზედაპირზე დაშვებულ ტირიფის ტოტებზე მიმაგრებით.
ლერწმის ქათამურა დებს 6-12 კვერცხს, რომლებზეც კრუხად ჯდება კვერცხების დების დამთავრებამდე. ამის გამო ბარტყებიც თანდათანობით იჩეკებიან. პირველ დღეებში ბარტყებს მამა უვლის, ხოლო ბარტყების გამოჩეკვის დამთავრების შემდეგ მათ მოვლაში დედალიც მონაწილეობს. ორი კვირის ბარტყები თვითონ პოულობენ საკვებს.
ლერწმის ქათამურას მოსაპოვებლად საჭიროა 10-11-12 ნომერი საფანტი.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 29.05.2013, 17:02:55 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფაქტიურად მელოტაა ოღონდ წითელი ნისკარტით...

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 29.05.2013, 17:22:43 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო გავს მელოტას ძაან

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
marsiდრო: ოთხშაბათი, 29.05.2013, 22:27:22 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, მელოტასთან შედარებით პატარაა და გრძელი ფეხები აქვს. ერთი შეხედვით გავს თორე სულ სხვადასხაა

დამატებულია (29.05.2013, 21:27:22)
---------------------------------------------
მაღლაკის ტბებზე ხშირად ვნადირობ ამ ფრინველზე


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 30.05.2013, 13:54:35 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
მელოტასთან შედარებით პატარაა და გრძელი ფეხები აქვს. ერთი შეხედვით გავს თორე სულ სხვადასხაა


ვიცი მეგობარო რო სხვადასხვაა, უბრალოდ მაგრა გავს მელოტას და იმიტომ ვთქვი gimili


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 16.10.2013, 16:23:58 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ ფრინველზე ნადირობია როდიდან შეიძლება? მეც ხშირად მხვდება და ბავშვობაში ბევრსაც ვკლავდი ხოლმე gimili
 
marsiდრო: ხუთშაბათი, 17.10.2013, 13:35:52 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტბებზე და ჭაობიან ადგილებზე სულ მხვდება და თან სხვადასხვანაირი სახეობის. კარგი სანადირო ობიექტია და ძაან ადვილი მოსანადირებელი. ჭაობზე გაქცევა უფრო სწრაფი იცის ვიდრე ფრენა. რო წაკუზავს თავს და დაერეკება

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
ბაქარიდრო: შაბათი, 19.10.2013, 12:45:29 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, დაჭრილმა ყვინთვა იცის მე მინახია ხშირად მოეჭიდება ლაქაშის ძირს და არის არხეინად ჩემი ბებერი დრათჰაარი კი ყვინთავდა და ისე ამოყავდა მართალია რამდენიმე ცდაზე მაგრამ მაინც 069
 
smekosmekoდრო: შაბათი, 19.10.2013, 13:07:41 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე როგორც ვიცი ამ ფრინველზე ნადირობა არ შეიძლება და არცაა ლიცენზიაში შესული. არაა გამორიცხული რომ წითელ წიგნშიც იყოს.
 
marsiდრო: შაბათი, 19.10.2013, 13:33:02 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, მე კი მგონია წყალმცურავეებზე შეიძლება. რა თქმა უნდა გედზე არ ვამბობ. ქათამურა კი ჭაობიან ადგილებშიც ბლომად არის და არ მგონია მასზე ნადირობა აკრძალული იყოს

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
ბაქარიდრო: შაბათი, 19.10.2013, 16:21:35 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია რატომაც არა არის შეტანილი სანადირო ფრინველების სიაში თან არც ის წერია სადმე ნადირობა აკრძალულიაო (მონადირის გზამკვლევი)აი რაოდენობას რაც შეეხება მარტო ჩეემ სოფელში იმდენია ეგ ეყოფა როარ გადაშენდეს 166 ნადირობას რაც შეეხება ჩემი აზრით ძაღლისთვის ძალიან რთულია და იშვიათად თუ შეძლებს ლაქაშიდან ამოაფრინოს მონადირისთვის კი ამოფრენილი იოლი ნადავლია 48

ადმინისტრაციას! თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ფრინველზე ნადირობის აკრძალვის ან დაშვების შესახებ გთხოვთ მოგვაწოდოთ 23_30_126
 
zaza123დრო: შაბათი, 19.10.2013, 17:44:42 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარსი სად ნახე მაგი მაღლაკში?იქ დავიწყეთ მე და შენ ნადირობა..ერთი ორჯერ კი ვნახეთ ადრე.ბოლოს არა..უფრო არის ჯაპანაზე. 23_30_126

me var monadire
 
smekosmekoდრო: კვირა, 20.10.2013, 13:59:06 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა შეხვედრით მეც ბევრი შემხვედრია, უბრალოდ არაა სეტანილი სანადირო ფრინველების ნუსხაში. რაც აკრძალული არაა ის ნებადართულია მაგრამ სიაში რომ არაა ე.ი. შარია თუ რამე. სადმე გავიდეთ სანადიროდ, წამიყვანეთ სადმე თორე ლამის რუსთაველზე დავიწყო ნადირობა :D
 
ბაქარიდრო: კვირა, 20.10.2013, 15:08:49 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, 069 რუსთაველზეც შეიძლება ოღონდ არც ეგაა შეტანილი სანადირო სიაში 36_1_69
მე გუშინ ავიყვანე ერთი წყლის ქათამი ჩემმა საგეშმა ლეკვმა წამოაგდო ლაქაშიდან gimili ისე მაგრად აწვალა აფრენაზე

დამატებულია (20.10.2013, 14:08:49)
---------------------------------------------
თან საკმაოდ დიდ შემხვდა პირვლად ვნახე მსგავსი შეფერილობის და წონის 600 გრამი გამოვიდა და ცისფერი და მწვანე შეფერილობის იყო სამწუხაროდ სურათს ვერ ვდებ.

 
smekosmekoდრო: ორშაბათი, 21.10.2013, 10:51:17 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ ლერწმის ქათამურა არაა.



ხონთქრის ქათამი. ეს ხონთქრი რაღაა არვიცი ოღონდ :D
 
zaza123დრო: ორშაბათი, 21.10.2013, 19:48:02 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ არის ბრატ ხონთქრის ქათამი,შეგიძლია მოიძიო ინტერნეტში..სხვათაშორის წითელ ნუსხაშია შეტანილი 25

me var monadire

შეტყობინება დაამუშავა zaza123 - ორშაბათი, 21.10.2013, 19:48:36
 
Konstantinდრო: ორშაბათი, 21.10.2013, 21:54:16 | შეტყობინება # 22
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უკაცრავად, მაგრამ მაგხელა მხეცს რას უზამს 10-11 ნომერი საფანტი? ვფიქრობ 7 იანი უფრო მოუხდება(ნუ, მანძილს გააჩნია რა თქმა უნდა)

მშვიდობა თქვენდა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი...
 
giainterstar1დრო: სამშაბათი, 22.10.2013, 00:02:16 | შეტყობინება # 23
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგი არის სარსკი სულტანკა AllSmail133

55555
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 22.10.2013, 11:09:54 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წითელ კიგნში იქნება აბა რა, არსად მინახავს მე პირადად. თან სულ ისეთ ადგილებში ვნადირობ სადაც უნდა ბინადრობდეს წესით.
 
shontiamoდრო: სამშაბათი, 22.10.2013, 14:08:26 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 359
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზუსტად ასეთ ფრინველს ოღონდ ტავზე თეთრი აქვს რუსულად ლისუხას უძახიან და ქართულად მელოტას გავს ძალიან ანალოგიურია და კუჭი აქ მუჭის ოდენა ერთი სიტყვიტ იმ კუჭის გულისთვის ღირს მელოტას მონადირება და ზუსტად მასეთი წიტელი ნისკარტით არ შემხვედრია ჯაპაბნაზე იცის ბლომად დასავლეთში 166 166 166

archi
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 22.10.2013, 14:50:17 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ მელოტა სულ სხვა ფრინველია, მას მანდვე ჯაპანაში მოიხსენებიებენ როგორც წყლის ქათამი.
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 22.10.2013, 15:22:09 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მელოტა სულ სხვაა ის დაბალ ფეხებზეა და შეფერილობაც სხვ აქვს, ეს ძალიან ჰგავს ლერწმის ქატამს ოღონდ უფრო დიდია, სამწუხაროდ ჩემ მონადირებულ ფრინველსაც ჰგავს 02 აქამდე არ ვიცოდი თუ ცალკე სახეობა იყო თან წითელ ნუსხაში შეტანილი. თუ სადმე შეხვდებით არ ესროლოთ იმიტომ რომ ლერწმის ქათამისა და მელოტასაგან განსხვავებით ძალიან ცოტაა.
 
shonდრო: სამშაბათი, 22.10.2013, 21:43:31 | შეტყობინება # 28
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, არ ინერვიულო მაგ არ მინახავს აქამდე და თუ ვნახე არ ვესვრი არ იჯავრო 166 166 166

archi
 
ikoj1967დრო: კვირა, 26.01.2014, 00:19:46 | შეტყობინება # 29
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 187
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯარიმებს წერენ ამ ფრინველის მონადირებაზე, თუ გინახეს, ისე კი არაა წითელი წიგნის ბინადარი, მაგრამ როგორც მობუდარი ფრინველი არაა შეტანილი ნუსხაში და ეს არის მიზეზიო ამბობენ, ისე ეგ თუა მიზეზი მტრედისებრებიც ბუდობენ აქ, თუ ეს არ უნდა დავწერო აქ თორემ შეიდძლება ვინმემ წაიკითხოს და აკრძალოს მათზეც ნადირობა... ისე თუ სადმე შემთხვევით არ წაადექი თავზე არც ისე ადვილი მოსანადირებელია საკმაოდ კარგი დამალვა იცის და აფრენითაც ძირითადად ახალგაზრდა გამოუცდელი ფრინველი ფრინდება დიდი წითელნიკარტა მამრი იშვიათად ფრთხილია და როგორც წესი გარბის და იმალება, თუმცა ეს ჩემი დაკვირვებაა და შეიძლება ვცდები კიდეც
 
marsiდრო: კვირა, 26.01.2014, 19:06:37 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, შენ მოკლედ შენი პნევმატურით რაზე აღარ ნადირობ 166

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
MateMonadireდრო: ხუთშაბათი, 27.03.2014, 11:01:09 | შეტყობინება # 31
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ რა არის? საქართველოში ბინადრობს ?

დამატებულია (27.03.2014, 10:00:26)
---------------------------------------------
magari frinvelia

დამატებულია (27.03.2014, 10:01:09)
---------------------------------------------
bevri namdvilad ar aris chventan

 
akson777დრო: შაბათი, 29.03.2014, 00:49:18 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, კი საქართველოშიც ბინადრობს. ბევრი არ არის მაგრამ არც ძაან ცოტაა gimili

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
avazadatoდრო: ორშაბათი, 18.08.2014, 10:05:13 | შეტყობინება # 33
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან კარგი ფრინველია და ნადირობაც აზარტულია ეგრედ წოდებულ ჭაობის ქათამზე
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ლერწმის ქათამურა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика