22:29:41
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ხონთქრის ქათამი (ფრინველებზე ნადირობა)
ხონთქრის ქათამი
ringoდრო: ორშაბათი, 23.04.2012, 01:47:05 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხონთქრის ქათამი
[img][/img]

ლაინასნაირთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა.წონა 1500გრამამდე.მამალი შესამჩნევად დიდია დედალზე..თუმცა შეფერილობაში სქესთა შორის დიდი განსხვავება არაა.ჩვენში გავრცელებული ლაინასნაირებიდან გამოირჩევა კაშკაშა მოლურჯო მომწვანო შეფერილობით.კეფაზე კისრის უკან და გვერდებზე ზურგზე მკერდის უკანა ნაწილსა და მუცელზე იისფერი ელვარებით.თავის გვერდები,ყელი კისერი წინიდან,ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი და თვალების ირგვლივ ბუმბულები რუხია;მომქნევები მუქი-რუხი;საჭის ბუმბულებიც მუქი მურაა,მაგრამ მოლურჯო-იისფერ კიდეებზე მომწვანო ელფერი დაკრავს.კუდქვეშა ბუმბულები თეთრია.მოკლე და მსხვილი ნისკარტი,გრძელი და მძლავრი ფეხები გრძელი თითებით,აგრეთვე ტიტველი კანი შუბლზე,რომელიც თხემზედაც გადადის წითელია.
აღწერილია 22 ქვესახეობა.საქართველოში მოიპოვება კასპიის ხონთქრის ქათამი.ძირითადად ტროპიკულსა და სუპტროპიკულ ზონებში ბინადრობს სამხრეთ ევროპაში;აფრიკაში;მალაის არქიპელაგზე;ავსტრიასა და პოლინეზიაში;ჩვენს მეზობლად კასპიის ზღვის სანაპიროებზე.საქართველოში ნაპოვნია ყარაიზში ერთეული ეგზემპლიარები არაბუდობის დროს.
ბინადრობს დამდგარი შიდა წყალსატევების,მდორე მდინარეების,აგრეთვე ზღვების გაუვალ სანაპიროებზე,უხვად განვითარებული ლელით,ლერწმით,ისლითა და ბუჩქნარებით.
ბუდობს ცალკეულ წყვილებად.ბუდეს აკეთებს ხმელი ლელის,ისლის,ლერწმის ფოთლებისა და ღეროებისაგან უშუალოდ წყლის ზედაპირზე ან რამდენადმე მაღლა.აპრილის პირველ ნახევარში დებს 5-9 კვერცხს.კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი,მაგრამ უფრო ხანგრძლივად -დედალი.საინკუპაციო პერიოდი 22-25 დღემდე გრძელდება.
ხონთქრის ქათმის ძირითად საკვებს შეადგენს უპირატესათ წყლის მცენარეთა ნაზი ფესურები,ნორჩი მწვანე ყლორტები და თესლები.მცირე რაოდენობით ჭამს წყლისა და ხმელეთის მწერებს,ბაყაყებს,ზოგჯერ პატარა ფრინველების ბარტყებსა და თაგვისებურ მღრღნელებს.
საუცხოო სანადირო ფრინველია ,მაგრამ ჩვენთან ძალიან იშვიათია.


@@@@@

შეტყობინება დაამუშავა ringo - ორშაბათი, 23.04.2012, 02:07:04
 
ბუთუთიდრო: შაბათი, 05.05.2012, 21:13:33 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი ქათამია

 
zazaaaaaდრო: ხუთშაბათი, 21.06.2012, 17:48:46 | შეტყობინება # 3
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ფრინველი დასავლეთ საქართველიში არაა?

დამატებულია (21.06.2012, 16:48:46)
---------------------------------------------
ეს ფრინველი დასავლეთ საქართველიში არაა?


me var monadire
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 28.06.2012, 02:07:31 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მელოტას გავს ძაან და ქათამურას, ადვილი მოსაკლავია

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
vaxo0207დრო: შაბათი, 06.10.2012, 12:50:39 | შეტყობინება # 5
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 81
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხონთქრის ქათამი საქართველოში ძალიან იშვიათად გვხვდება, მარა თუ ვისმეს უნდა ამ ფრინველზე ნადირობა, არი კახეთში რამოდენიმე სანადირო მეურნეობა სადაც არის ეს ფრინველი. 2 წლის უკან შემოიყვანეს 1000 ფრთა აზერბაიჯნიდან. გაუშვეს სანადირო მეურნეობებში. მაგ დროს ლაგოდეხის საზღვარზე ვმუშაობდი.
 
giorgi001დრო: შაბათი, 06.10.2012, 13:49:48 | შეტყობინება # 6
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესოა ხონთქრის ქათამზე არაფერი არ მსმენია 23_30_126 23_30_126
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 06.02.2013, 23:54:02 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხონთქარის ქათამი მოიპოვება ს. - დ. ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიაში.

საქართველოში ხონთქარის ქათამი გვხდება თითქმის ყველგან სპორადულად.

ხონთქარის ქათამი ბინადრობს ზღებისა და შინაგანი წყალსატევების ბუჩქნარით, ლერჭმით ან ჩალით დაფარულ სანაპიროებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 3 – 9 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა ნორჩი ყლორტები და კვირტები, თესლები, კენკრა, ბრინჯი, მწერები, მცირე ზომის ფრინველთა კვერცხები და ბარტყები, ბაყაყები, თავკომბალები, ზოგჯერ ხვლიკები.

ცნობილია ხონთქარის ქათმის 22 ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში გვხდება კასპიური ხონთქრის ქათამი - Porphyrio porphyrio seistanicus


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ხონთქრის ქათამი (ფრინველებზე ნადირობა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика