13:07:33
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ჭყიამპო
დათო_მონადირედრო: შაბათი, 14.05.2011, 22:22:18 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭყიამპო მეტად პატარა ფრინველია, თავისი მოცულობით იგი ორჯერ პატარაა ჭოვილოზე. გაზაფხულზე მარტის შუა რიცხვებში მოფრინდება, ხოლო თბილ ქვეყნებში საშემოდგომო გადაფრენას სექტემბრის დასაწყისიდან იწყებს. მისი საყვარელი ადგილია ტალახიანი და ჟანგიანი ჭაობები, ტბის სანაპიროს შლამიანი ნიადაგი.
ჭყიამპო დღისით შედარებით პასიურია და საკვების მოსაპოვებლად დაბინდებისას გამოდის. გაზაფხულზე მისი ნაჯდომი ადგილი საშუალოზე ნაკლებად გამოსცემს სუნს. ამიტომ მასზე ნადირობა შეიძლება მხოლოდ კარგად გაწვრთნილი და კარგი ყნოსვის მქონე მეძებრით. ნადირობა კარგ შედეგს იძლევა შემოდგომაზე, როდესაც ჭყიამპო გამოდის საკვებად შედარებით გაშლილ ადგილზე და ჩერდება თითქმის ყინვების დაწყებასმდე
ჭყიამპოზე მეძებარი ძაღლით ნადირობა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მისი ნახვა და აფრენა ძაღლის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ის კარგად უძლებს ძაღლის ნაბულს, ახლოს უშვებს თავისთან და თითქმის ცხვირის წინ აუფრინდება მეძებარს უხალისოდ და მძიმედ. ჭყიამპო წყნარ ამინდში მიფრინავს თითქმის სწორი მიმართულებით. გადაიფრენს 50-70მ. და ისევ ჩაჯდება ჭაობში. ჭყიამპოზე თოფის სროლა ადვილია, განსაკუთრებით წყნარ უქარო ამინდში. მიფრინავს დაბლა და ჩუმად. აფრენილი ჭყიამპო ბევრ შემთხვევაში შორს არ გადაადგილდება და არაზუსტი სროლის შემთხვევაში შეგვიძლია განმეორებით მოვნახოთ იგი და გამოვასწოროთ შეცდომა. თუ ქარი საკმაოდ ძლიერია, აფრენილი ფრინველი იმ წუთშივე ეკვეთება ქარს საწინააღმდეგო მიმართულებით. ხშირად ქარს ფრინველი გვერდზე მიაქვს, მაგრამ ჭყიამპო ისევ გამალებით ეკვეთება ქარს საწინააღმდეგო მიმართულებით. თოფის სროლისას ვეცადოთ დავიჭიროთ ჭყიამპო თოფის სამიზნეზე მაშინ, როდესაც ქარისაგან წაღებული ისევ იწყებს ფრენას ქარის საწინააღმდეგოდ და თითქოს უეცრად გაუნძრევლად ჩამორკიდება ჰაერში.
ვინაიდან ჭყიამპოზე თოფის სროლა მონადირეს უხდება ახლო მანძილიდან ამიტომ მის მოსაპოვებლად 11-12 ნომერი საფანტია საკმარისი.მასზე მონადირე ძაღლი უნდა იყოს დამჯერი, ჰქონდეს სწორი ძებნის მანერა და კარგი ყნოსვა. ჭოვილოს მსგავსად ჭყიამპოს აფრენის შემთხვევაში საჭიროა კარგად გაისინჯოს ახლო-მახლო ადგილები, რადგან, როგორც წესი ეს ფრინველი ერთადაა თავმოყრილი მცირე ფართობზე.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
gocha_gochaდრო: კვირა, 31.07.2011, 00:10:37 | შეტყობინება # 2
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 15
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
datokincurashvili, ხომ გამიგია მასეთი ფრინველი ძალიან პატარაა
 
ახოტნიკდრო: კვირა, 31.07.2011, 22:29:39 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭოვილო და ქათამი ერთი ზომისაა თუ მცირე განსხვავებაა? 23

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
alekoდრო: კვირა, 31.07.2011, 22:55:17 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახოტნიკ, ქათამი დიდია

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ახოტნიკდრო: კვირა, 31.07.2011, 23:28:32 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko მადლობთ 23_30_126 10

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
დათო_მონადირედრო: ორშაბათი, 01.08.2011, 00:12:00 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახოტნიკ, ქათამი უფრო დიდი შედარებით

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
lasha12დრო: პარასკევი, 12.08.2011, 23:24:23 | შეტყობინება # 7
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად გავიგე ეს ფრინველი
 
დათო_მონადირედრო: პარასკევი, 12.08.2011, 23:56:24 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha12,
Quote (lasha12)
პირველად გავიგე ეს ფრინველი

იმიტომ რომ ბევრ ვერ შეხვდები ამ ფრინველს 1000 1 თხელ თუ წააწყდები სადმე 167


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
toka_monadireდრო: პარასკევი, 12.08.2011, 23:57:37 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭყიამპო (გარშნეპი)



თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
alekoდრო: შაბათი, 13.08.2011, 00:08:05 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ფრინველი ერთი-ორჯერ შემხვდა მარა არ ვნადირობ მასზე, ძალიან პატარაა და რავიცი ვერ დავუმუღამე

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
დათო_მონადირედრო: შაბათი, 13.08.2011, 00:09:37 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, ნადირობით არც მე არ ვნადირობ მასზე არ დავდივარ და ვეძEბ სპეციაულარად მაგრამ თუ შემხვა სადმე გაშვებით არ გაუშვებ

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: შაბათი, 13.08.2011, 10:33:17 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ის არც ისე ადვილი მოსანადირებელია, სწრაფია და მანევრული თუმცა მაინც კარგი სანადირო ობიექტია 166 166 166

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
mamula51დრო: შაბათი, 13.08.2011, 13:15:27 | შეტყობინება # 13
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 50
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან სუფსაში საკმაოდ ბლომადაა ჭყიამპო მაგრამ ძალიან ნაკლებად რომ ვინადირო თუ ისე შემხვდა ნაკლებადაც ვკვლავ 23

veraferi sheedreba
 
დათო_მონადირედრო: შაბათი, 13.08.2011, 13:18:35 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, ხომ ძნელი მოსანადირფებელი ქათამივით ძალიან სწრაფია და მანევრირებს ძნელი მოსაკვლელია.მაგრამ მე უკვე დავუმუღამე

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 27.06.2012, 03:03:55 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ეს დაგეხმარებათ გარჩევაში :
http://s017.radikal.ru/i403/1206/e5/28e7f5964800.jpg 01155 :01155: 01155


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 27.06.2012, 15:27:33
 
alekoდრო: შაბათი, 11.08.2012, 04:33:33 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, ჭყიმპო არცერთი არ არის.
[img][/img]


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giohunt1982დრო: კვირა, 07.10.2012, 13:53:52 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარია ჭაობის ფრინველებზე ნადირობა. 166

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
mamalixarazuliდრო: კვირა, 07.10.2012, 18:02:09 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სპეციალურად წავედი ამ ჭაობის ფრინველებზე და არ იყო არაფერი... არადა ყოველ წელს ვნახულობდი და კარგად ვნადირობდი 25 თან ამ დროს ზუსტად 23

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
marsiდრო: კვირა, 07.10.2012, 22:50:45 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭყიამპო და ბეკასი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება. მე პირადად მაგრ მუღამს ვუჭერ ჭაობის ფრინველზე ნადირობას. ყოველ საღამოს გადავდივარ ავტოქარხნის ტერიტორიაზე და ხუთი ექვსი ცალი სულ მომყავს. ჭყიამპო ძაან ადვილი მოსაპოვებელია რასაც ვერ ვიტყვი ბეკასზე. ნამდვილი რაკეტაა

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
giorgi001დრო: კვირა, 07.10.2012, 23:12:49 | შეტყობინება # 20
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭყიმპო (გარშნეპი) მეტად პატარა ფრინველია, ბუმბულის შეფერადებით ჩიბუხას, ტყის ქათამს და ჭოვილოს წააგავს.
ჭყიმპო გადამფრენი პრინველია. გაზაფხულზე იგი ჩვენში მარტის შუა რიცხვებში ჩნდება, საშემოდგომო გაფრენას კი სექტემბერში იწყებს. დასაბუდებლად ტალახიან და ჯანგიან ჭაობებს ირჩევს, ბუდობს აგრეთვე ტყისპირებშიც. გაზაფხულზე ტიჩტაობის დროს მამლები საღამოობით ერთეულად აიჭრებიან ხოლმე ჰაერში რკალისებრი მიმართულებით, იქიდან პირდაპირ დედლისაკენ ეშვებიან.
დედალი ჭყიმპო ბუდისათვის ჭაობში მშრალ ადგილას ბელტის ძირში მცირე ორმოს აკეთებს, რომელშიც ხმელ ფოთლებსა და ღეროებს აფარებს და შიგ 4 კვერცხს დებს. ჭყიმპოს საკვები ცხოველურია ჭიები, მწერები და სხვა.
ჭყიმპოს მოსაპოვებლად საჭიროა 10-11-12 ნომერი საფანტი.

დამატებულია (07.10.2012, 22:12:49)
---------------------------------------------

 
gio90დრო: ორშაბათი, 08.10.2012, 00:08:47 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ არ მინახავს ეს ფრინველი 25

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 29.05.2013, 15:56:10 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gio90, ჩიბუხაზე რო ინადირობ უეჭველი ნახავ;)

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 29.05.2013, 15:57:06
 
@snaipi@დრო: ოთხშაბათი, 05.11.2014, 13:34:25 | შეტყობინება # 23
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
5 ცალი მოვკალი 2 ნოემბერს და მაგრად ვისიამოვნე ძაღლიც მაგარ აზარტში ჩავარდა
 
PARTRIDGEდრო: ოთხშაბათი, 05.11.2014, 13:49:04 | შეტყობინება # 24
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სად შეიძლება ამ ფრინველზე ნადირობა? 23
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 05.11.2014, 14:43:13 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
PARTRIDGE, ჭაობიან ადგილებში, იქ სადაც ჩიბუხა გვხვდება

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
PARTRIDGEდრო: ოთხშაბათი, 05.11.2014, 15:02:06 | შეტყობინება # 26
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ უფრო ალბათ დასავლეთისკენ იქნება.
 
bashiachukiდრო: ოთხშაბათი, 05.11.2014, 19:25:50 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
PARTRIDGE, ყველგან სადც ჭაობია. აღმოსავლეთშიც ბევრია, იმ ადგილებში სადაც ბეკასი ბუდობს. გარჩევის საშუალებას, ბეკასს და გარშნეპს შორის მხოლოდ მათი ზომები გვაძლევს.

cercva
 
monadire-20დრო: ორშაბათი, 14.08.2017, 13:12:14 | შეტყობინება # 28
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესარის ხომ ეხლა რომ დაამატეს მოსაპოვებლად დაშვებულ ფრინველებზე?

...
 
bashiachukiდრო: ორშაბათი, 14.08.2017, 13:39:06 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი, დაამატეს.

cercva
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика