08:55:27
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » კაკაბი (როგორი მოსანადირებელია კაკაბი)
კაკაბი
lasha2626დრო: შაბათი, 10.10.2015, 17:44:40 | შეტყობინება # 251
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 42
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IKAHUNTER, შენს გვერდში ვარ ძმა, 48 39

lasha razmadze
 
ნუგომონადირედრო: შაბათი, 10.10.2015, 18:12:41 | შეტყობინება # 252
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 135
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაკაბზე ნადირობა აკრძალულია ხო??

Browning - B 725 Sporter Black Editio
 
chale88დრო: შაბათი, 10.10.2015, 18:20:42 | შეტყობინება # 253
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნუგომონადირე, აკრძალულია.

ბ.თოთაძე
 
iakaniiakaniდრო: შაბათი, 10.10.2015, 19:49:35 | შეტყობინება # 254
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აკრძალულის მოპოვება,კანონდარღვევაა,მაგრამ თუ 150 ლარს გადაიხდი და გაქსუებულ ბიძებს უარესად გაამდიდრებ,მაშინ შეიძლება.ეს ინდულგინციას ჰგავს.გადაიხადე და ნებისმიერი ცოდვა მოგეტევება.ვისაც მაყუთი არა გვაქვს რა ვქნათ?მარტო მწყერი და მორჩა?სანადირო მეურნეობის გარეთ მაინც იყოს დაშვებული კაკაბზე და კურდღელზე,ვისაც ფული არა აქვს და არც ფეხით სიარული ეზარება იმათთვის.გამოდის ისე რომ ნამდვილი მონადირეების უმეტესობას,ნადირობას უზღუდავენ და ვინც იხდის,იმათ,საქათმეებში და კურდღლის ფერმებში ანადირებენ,ასეტ ნადირობას,სჯობია თეფშებს ესროლოს კაცმა.მე ბრაკონიერი არა ვარ,ამ კანონის მიმღებები არიან უცოდინრები და უმოწყალოები.

იმედა მაისურძე
 
giohunt1982დრო: შაბათი, 10.10.2015, 21:22:34 | შეტყობინება # 255
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, 1000000%-ით გეთანხმებით!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
iakaniiakaniდრო: შაბათი, 10.10.2015, 21:28:39 | შეტყობინება # 256
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იხარე giohunt1982

იმედა მაისურძე
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 21.10.2015, 14:02:03 | შეტყობინება # 257
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, 100% 166

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
iakaniiakaniდრო: ოთხშაბათი, 21.10.2015, 20:56:14 | შეტყობინება # 258
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტყვეების დახვრეტას ჰგავს მასეთი ნადირობა.

დამატებულია (21.10.2015, 20:53:00)
---------------------------------------------
მე მინახავს თავისდროზე,ადრე რათქმაუნდა,შირაქში,კაკაბზე ნადირობისას,როგორ გადაუხადა მაყუთამ,მწყემსს ცხენში ფული,შეჯდა და ვითომ ასე უნდა ენადირა.თან ცხენი მწყემსს ეჭირა აღვირით და დაჰყავდა აღმადაღმა:).მერე ჩავიდოდა სახლში და იტრაბახებდა,სანადიროდ ვიყავი შირაქში კაკაბზეო.ასეთებს ვუწოდებ ფერმის მონადირეებს.

დამატებულია (21.10.2015, 20:56:14)
---------------------------------------------
კაცი რომ საკაკბეებში შევა და ისე დაამთავრებს ნადირობას,რომ ერთი წვეთი ოფლი არ გამოუვა და სუნთქვის რიტმიც კი არ გაუხშირდება,ნანადირევსაც რომ ჩამოიკიდებს თან.ასეთი კაცი მკვლელი უფროა,ვიდრე მონადირე.


იმედა მაისურძე
 
dato75დრო: ოთხშაბათი, 21.10.2015, 21:52:03 | შეტყობინება # 259
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იმერეთში საერთოდ არ არის კაკბი და არც მინადირია საერთოდ, არადა მართლა არგი იქნებაა
 
levanioo1დრო: შაბათი, 01.10.2016, 11:02:10 | შეტყობინება # 260
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ნომერს ესვრით ბიჭებო კაკაბს???
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 01.10.2016, 12:04:19 | შეტყობინება # 261
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
#6 #7 ხანდანან 5

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
hauhau78დრო: შაბათი, 01.10.2016, 17:21:30 | შეტყობინება # 262
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 131
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote iakaniiakani ()
აკრძალულის მოპოვება,კანონდარღვევაა,მაგრამ თუ 150 ლარს გადაიხდი და გაქსუებულ ბიძებს უარესად გაამდიდრებ,მაშინ შეიძლება.ეს ინდულგინციას ჰგავს.გადაიხადე და ნებისმიერი ცოდვა მოგეტევება.ვისაც მაყუთი არა გვაქვს რა ვქნათ?მარტო მწყერი და მორჩა?სანადირო მეურნეობის გარეთ მაინც იყოს დაშვებული კაკაბზე და კურდღელზე,ვისაც ფული არა აქვს და არც ფეხით სიარული ეზარება იმათთვის.გამოდის ისე რომ ნამდვილი მონადირეების უმეტესობას,ნადირობას უზღუდავენ და ვინც იხდის,იმათ,საქათმეებში და კურდღლის ფერმებში ანადირებენ,ასეტ ნადირობას,სჯობია თეფშებს ესროლოს კაცმა.მე ბრაკონიერი არა ვარ,ამ კანონის მიმღებები არიან უცოდინრები და უმოწყალოები.

100% გეთანხმები,და კიდევ ერთი რამ ღვთის წყალობით არც მაგის ფულის გადახდა გამიჭირდება საქმე საქმეზე თუ მიდგა უბრალოდ ათასნაერი კაცი არსებობს და ყველას თავისი აზრი აქვს და სიამოვნებას სხვა რამისგან განიცდის,მე მაგალითად ასე დაბმული ნადირ ფრინველის ხოცვა არ მანიჭებს სიამოვნებას

დამატებულია (01.10.2016, 17:21:30)
---------------------------------------------

Quote lash131 ()
solomon, ყოველ დგე დაიდიან და ნადირობენ კაკაბზე დზმა, არა მარტო მეურნეობებში, არამედ ბუნებაში სადაც კი შესადზლებელია კაკაბის ნახვა, გინდაც ხოხობის. ყველა ვერ იქნება კანონმორჩილი, მაგრამ მონადირულ დაუწერელ კანონებს ყველა უნდა იცავდეს ვისაც მონადირე კაცი ჰქვია. კურდღელის მოკვლა შეიდზლება და კაკაბის არაა?! ან იგივე მგელის და დათვის, შველის და ირემის?! მაგრამ ხალხი დადის და ნადირობს, შეიძლება კანონით იყოს ბრაკონიერობა მაგრამ მონადირე კაცისთვის კურდღელზე და კაკაბზე ნადირობა სულაც არ მგონია რომ არასწორ საქციელად ითვლებოდეს, თუ ეგრეა კიდე და ყველაფერი გადაშენების პირას არის მისული, მაშინ გამოცხადდეს და ითქვას რომ რამდენიმე წელი იკრძალება ყველაფერზე ნადირობა და პირველი მე შევასრულებ და ვიზრუნებ გამრავლების ხელის შეწყობაში. მაინც ნადირობს ყველა ვისაც ხელი მიუწვდება ჩემო ძმაო და აქ ვინმე სურათს დააკონკრეტებს თუ არა ზალიან გავიგოთ ეხლა მეურნეობაშია მოკლული თუ არა? მე პირადად მონადირულ კაცურ კანონებზე ვარ აწყობილი, ლიმიტს და ნადირობის სეზონს ვიცავ მკაცრად, თუმცა, ეხლა ლას ვეგასში ვარ და ამჟამად არანაირი სურვილი არ მაქვს რომ თოფი დავიკავო და ვესროლო რაგაცას, და თუ საჭირო გახდება იმისათვის რომ რამდენიმე წელი თოფი არ დავიკავო ხელში და მაგით თუ გამრავლდება ნადირ ფრინველი, მაგისთვისაც მზად ვარ, მაგრამ მერწმუნე რომ მაგით არაფერი შეიცვლება, და კიდევ ბევრი ქვეყანაა სადაც ნადირობა საერთოდ არის აკრძალული, და ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ სწორესაც შვებიან, და ვფიქრობ რომ ზუსტად ამით გამოხატავენ თავიანთი ბუნების სიყვარულს, და სილამაზის შენარჩუნებას.

100% ამ კაცსაც ვეთანხმები
 
kucuna1დრო: შაბათი, 01.10.2016, 18:51:54 | შეტყობინება # 263
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote hauhau78 ()
ასე დაბმული ნადირ ფრინველის ხოცვა არ მანიჭებს სიამოვნებას

საქართველოში არცერთ სანადირო მეურნეობაში არ მოგაკვლევინებენ არცერთ ნადირფრინველს რომელიც ვილიერში ყავთ გაზრდილი,და ვერც დაბმულს ვერ ნახავ ვერსად,თუ სადმე კაკაბია კარგად ან ხოხობი(სხვა ნადირზე არაფერს აღარ დავწერ,კაკბის თემაა),ეს გამკაცრებული ყურადღებით და გამრავლებაში ხელის არ შეშლის გამოა,დანარჩენი კი ისინი ბუნებაში ჩვეულებრივ ბუნებრივი გზით მრავლდებიან და იზრდებიან,ხელიდან მათ არავინ არ აჭმევს.რომელსაც აჭმევდნენ სისინი ადაპტაციისთვის იყვნენ და რომ გამრავლება დაეწყოთ,ნუ აქვს იმისი ილუზია ნურავის რომ სანადირო მეურნეობაში მივა და გალიებში დაუწყებს ხოცვას.ვერც ის ვერ გამიგია ხალხი რომ ამბობს,სანადირო მეურნეობები იმიტომ შეიქმნაო რომ ბობოლებმა განუკითხავად და განუომლად ხოცონ ყველაფერიო.თუ მასე უმოწყალოდ ანადგურებენ რატომ იმ სანადირო მეურნეობასთან 100 მეტრში აღარ არის არაფერი?იმიტომ რომ რიგითი მონადირე უფრო მეტს ანადგურებს(ამას ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა),იცით რატომ?იმიტომ რომ შეპარულია და მეორეთ შეიძლება ამნაირი შანსი აღარ მიეცეს.კიდევ იმას დავამატებ რომ მაგარი ფულიანებიც ყოფილან მეურნეობაში შესული და არაფერიც არ მოუკლავთ,სხვადასხვა მიზეზის გამო,უბრალოდ მოვლილი ადგილით სდომებიათ სიამოვნების მიღება და ველური არსების ნახვა კიდევ ბუნებაში,აქვს მაგისი საშუალება და გაუმარჯოს ღმერთმა.ძალიანაც არ მინდა მაგრამ თუ გვინდა ბუნებაში რაიმე ცოცხალი არსება შევინარჩუნოთ,სანადირო მეურნეობებიც უნდა გამრავლდეს და სახელმწიფო ნაკრძლების საზღვრებიც უნდა გაიზარდოს,ვინაიდან მის გარეთ რაც ხდება ყველამ კარგად ვიცით.
პს:ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის რომ ხოხობს თოფის ლულასაც კი არ ვუშვერ,ქუდს ვესვრი ბოლოს და ბოლოს და თუ ეხალისება ძაღლმა ის მომიტანოს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
hauhau78დრო: შაბათი, 01.10.2016, 19:27:40 | შეტყობინება # 264
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 131
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
საქართველოში არცერთ სანადირო მეურნეობაში არ მოგაკვლევინებენ არცერთ ნადირფრინველს რომელიც ვილიერში ყავთ გაზრდილი,და ვერც დაბმულს ვერ ნახავ ვერსად,თუ სადმე კაკაბია კარგად ან ხოხობი(სხვა ნადირზე არაფერს აღარ დავწერ,კაკბის თემაა),ეს გამკაცრებული ყურადღებით და გამრავლებაში ხელის არ შეშლის გამოა,დანარჩენი კი ისინი ბუნებაში ჩვეულებრივ ბუნებრივი გზით მრავლდებიან და იზრდებიან,ხელიდან მათ არავინ არ აჭმევს.რომელსაც აჭმევდნენ სისინი ადაპტაციისთვის იყვნენ და რომ გამრავლება დაეწყოთ,ნუ აქვს იმისი ილუზია ნურავის რომ სანადირო მეურნეობაში მივა და გალიებში დაუწყებს ხოცვას.ვერც ის ვერ გამიგია ხალხი რომ ამბობს,სანადირო მეურნეობები იმიტომ შეიქმნაო რომ ბობოლებმა განუკითხავად და განუომლად ხოცონ ყველაფერიო.თუ მასე უმოწყალოდ ანადგურებენ რატომ იმ სანადირო მეურნეობასთან 100 მეტრში აღარ არის არაფერი?იმიტომ რომ რიგითი მონადირე უფრო მეტს ანადგურებს(ამას ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა),იცით რატომ?იმიტომ რომ შეპარულია და მეორეთ შეიძლება ამნაირი შანსი აღარ მიეცეს.კიდევ იმას დავამატებ რომ მაგარი ფულიანებიც ყოფილან მეურნეობაში შესული და არაფერიც არ მოუკლავთ,სხვადასხვა მიზეზის გამო,უბრალოდ მოვლილი ადგილით სდომებიათ სიამოვნების მიღება და ველური არსების ნახვა კიდევ ბუნებაში,აქვს მაგისი საშუალება და გაუმარჯოს ღმერთმა.ძალიანაც არ მინდა მაგრამ თუ გვინდა ბუნებაში რაიმე ცოცხალი არსება შევინარჩუნოთ,სანადირო მეურნეობებიც უნდა გამრავლდეს და სახელმწიფო ნაკრძლების საზღვრებიც უნდა გაიზარდოს,ვინაიდან მის გარეთ რაც ხდება ყველამ კარგად ვიცით.
პს:ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის რომ ხოხობს თოფის ლულასაც კი არ ვუშვერ,ქუდს ვესვრი ბოლოს და ბოლოს და თუ ეხალისება ძაღლმა ის მომიტანოს.

ეგ მეურნეობებიც უნდა იყოს რა თქმა უნდა და რაც დაწერე ეგეც ყველაფერი მშვენივრად ვიცი,ავღნიშნე კიდეც არც არასოდეს გამოვსულვარ ლოზუნგებით დავანგრიოთ სასახლეები და ვაშენოთ ხუხულები მეთქი და თუ ვინმეს ფული აქვს და მეურნეობაში უნდა ეგეც იმ ადამიანის საქმეა ვთქვი და დავეთანხმე ადამიანს იმ აზრში რომ გადასახედია ბევრი რამ ამ კაონებში და ისედაც უნდა იყოს დაშვებული ნადირობა რაღაც სახეობებზე,მოკლედ ესე ლაპარაკი ალბათ შორს წაგვიყვანს ამდენი წერა კიდევ მეზარება იმიტომ რომ ეს ნადირობის თემა იმდენ რამეზეა მიბმული და დამოკიდებული გრძელი თემაა
 
westernდრო: შაბათი, 01.10.2016, 20:11:01 | შეტყობინება # 265
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ხოხობსაც ვესვრი კაკაბსაც,გნოლსაც მერე ვინმემ მითხრას მაგაზე აკრძალულია ნადირობაო და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ნაბიჭვარი ნარკუშა სპორტულებში გამოწყობილი მივა და შენ შენახულს მოკლავს. თუ ძმა ხარ ვის უნახავ ვიღაც ქალაქელ სვეცკებს.

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
kucuna1დრო: შაბათი, 01.10.2016, 21:11:56 | შეტყობინება # 266
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote western ()
ვის უნახავ ვიღაც ქალაქელ სვეცკებს.

ჩვენს შვილებს ვუნახავ.უ თ ო ფ ო დ ავარიშე ძაღლი რამდენიც გინდა,ოჯახის დედალს კიდევ პაპის ეზოში დაგიწერ,ხოხობს მარტო ამოსვლა აქვს კარგი,მერამდენედ გითხრა რომ გიფრთხილდები,არ მინდა რომ ხმაზე დაშინდე. 53fa

დამატებულია (01.10.2016, 21:11:09)
---------------------------------------------

Quote western ()
ვიღაც ნაბიჭვარი ნარკუშა სპორტულებში გამოწყობილი

ამნაირი იქ ვერ მივა.

დამატებულია (01.10.2016, 21:11:56)
---------------------------------------------
ხო კიდევ,წაუსნიკერსე არ გადაიწვა აგრესიისგან.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
guramiდრო: კვირა, 02.10.2016, 10:32:59 | შეტყობინება # 267
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1,არც ხოხობს ვესვრი არც კაკაბს თუ მოწესრიგდა ყველაფერი. მაგრამ როცა ფულიანი უტრაკო მეტრაკეები ჩადიან და დაცულ ტერიტორიაზე ნავარდობენ ფულით თუ ვიგაცის ნაცნობი ტრაკით მაშინ მეც ნუგარავინ გამკიტხავტ 23 რო ვინადირო კაკაბზე და ხოხობზე

guramicignadze
 
kucuna1დრო: კვირა, 02.10.2016, 10:53:39 | შეტყობინება # 268
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გურამ მე ხოხობთან მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება,ვინაიდან კოლხური ხოხობი ქვია და ნაღდად არ მინდა რომ პოლონეთიდან გაგვიხდეს შემოსაყვანი.იმიტომ არ ვესვრი რომ ვიცი სადაც არის და თუ ხოცვა დავუწყე მაგრად შევამცირებ,სულ თუ არ გავწყვიტე.როცა არ ვიცოდი და მწყერზე ნადირობისას,ან ძალიან ბევრი ძებნა მჭირდებოდა საპოვნად(მასეთ შემთხვევაში ორზე მეტის მოკვლა იღბლის საკითხია ხომ იცი) ვესვროდი და საკმაოდ მადევს მაგათი ცოდვაც,მაგრამ ეხლა რომ წავიდე მწყრის ლიმიტს შევასრულებ,ან მაგდენი რომც არ მოვკლა,წარმოიდგინე ყოველ მეორე დღეს დავდივარ სანადიროთ მინიმუმ,სამიც რომ მოვკლა ყოველ წასვლაზე,რა მოხდება,ჩემგან არ გინდა მაგის სწავლება.რაც შეეხება კაკაბს,ეს ფრინველი ყველაზე სპორტული მოსანადირებელია და ვფიქრობ რომ ზომიერებას თუ დავიცავთ არ გადაგვიშენდება.
ეგ უტრაკო მეტრაკეები კიდევ ხომ იცი უფროსებისთვის აპორტირების მეტს ვერაფერს აკეთებენ და ვერც ის უფროსები არიან დიდი ბედენა ვინმეები.ჩავლენ კაბინეტის ფერი რომ ადევთ და პირველივე აღმართზე ჯიგარი ყელში ამოსდით,ბრუნდებიან და წაღებულ სამწვადეს,ნაყიდ თევზს და ცხვრის ხორცს მიუსხდებიან.ვინც ნადირობა იცის ის არის ნადირისთვის სახიფათო.აბა მეტრაკეა თუ ტრაკის მიმყუდებელი კაკბებამდე ქოცოს ვერ მიიტანს,გინდა ნაკრძალში და გინდა მის გარეთ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
guramiდრო: კვირა, 02.10.2016, 12:14:51 | შეტყობინება # 269
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თემო მარტალიხარ რო ჩვენ კოლხურ ხოხობს უნდა გაუფრთხილდეტ მარა რო აფრინდება შენ არჩევ მაგას, კოლხურია თუ თეტრყელა ამერიკული ხოხობი. კახეტში უკვე კოლხური ხოხობი შეჯვარდა ამ ამერუკულზე. ეხლა მედაშენ ვართ კოლხური ხოხბის მტერი თუ ის უტრაკო მეტრაკეები წეგან რო დავწერე 23 ახლა როგორ მოვიქცეთ როგორ გადავარჩინოტ ჩვენი კოლხური ხოხობი დამეხმარეტ მე ვერაფერს ვფიქრობ ბიჭებო. ბოდიშით კაკბის ტემაში რო ვწერთ ხოხობზე gimili

guramicignadze
 
stoeger1დრო: კვირა, 02.10.2016, 12:40:15 | შეტყობინება # 270
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოიცათ დაუშვად და არ ვინადირეთ კაკაბზეე (მე მაინც არასდროს მინადირია ამრა შანსი თუ მომეცა ხელიდან არ გავუშვებ) ამით რა მოხდება გამრავლებას შევუწყობთ ხეელს , დაუშვათა ავიღეთ ხელი კაკაბზე და ხოხობზე ნადირობაზე წავავიღაც ისეთი როგორც western, მა თქვა ისეთი პიროვნებები და ისინი დახოცავენ, ამიტომ რამდენიც არ უნდა ვიფაფხუროთ ჩვენი არ ნადირობით ვერ შევუწყობთ ხელსს გამრავლებასს,ერთ ფაქტს მოგიყვანთ, მწერზე ნადირობის შემდეგ შემოგვაღამდა და კაი პური ვჭამეთ წამოსვლისას ვიღაც დარბოდა პიკაპით და ფარით რათქმაუნდა ყველას გული ზიზღით და აგრესიით აივსო ის იყო რო უნდა შევსულიყავით კომფლიქტში გაჩერდა გარემოს დაცვის პიკაპი ფარით და თოფებით შეირაღაებულები, ზუსტად სპორტულებში ჩაცმული გდის თანამშრომლბი გადმოვიდნენ კაი ნასვამ მდგომარეობაში და აქეთ დაგვიწყეს საბუთების მოთხოვნა და მანქანის გაჩხრეკა (რისი უფლებაც არ აქვთ)ამიტომ აზრი არ აქვს სახლში ჯდომაას და გამრავლებაზე ფიქრს კანონზომიერი მოანდირე თუ 2 ცალ კაკაბს მოკლას ამითი არაფერი დაშავდება , თუარ გავალთ სანადიიროთ რა აზრი აქვს ადგებიან და სხვები მანოკებით ფარებით და მსგავსი რამეებით იანდირებენ კაკაბზეც ხოხობზეც და კურდღელზეცც,(ბოდიშს გიხდით თემიდან გადახვევისათვის)

დამატებულია (02.10.2016, 12:40:15)
---------------------------------------------
და რაც შეეხება სანადირო მეურნეობაში შესვლას და ანდირობას ჩვენი თოფის ფასი ღირს იქ შესვლა ასე რომ ყველაფერს აზრი ეკარგებაა

 
panatiდრო: კვირა, 02.10.2016, 14:44:45 | შეტყობინება # 271
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ კანონია ყველასთვის ერთიუნდაიყოს, მაგრამ როცა შენ იცავ კანონს უბრთხილდები ფრინველს თევზს და ვიღაც ნაბიჭვარი სიამოვნებით იყენებს თანამდებობას და ანადგურებს მაშინ შენ როგორ არუნდა ესროლო ერთხელ მაინც
 
giorgigagoshviliდრო: კვირა, 02.10.2016, 20:20:45 | შეტყობინება # 272
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაკაბის მონადირება ყველა თოფიანი კაცის საქმე არაა, ძალიან მაგარ ფორმაში უნდა იყო კაკაბზე რომ ინადირო, სულ 2 ჯერ ვარ ნამყოფი და მეორე დღეს ფეხებს ვეღარ დავათრევდი, არადა იმასაც ვერ ვიტყვი რომ ცუდ ფორმაში ვარ 069 წელიწადში 2 კაკაბი რომ მოინადიროს მონადირემ, მგონი არაფერი დაშავდება, არც ისე ცოტაა ბევრს, რომ გონია და საერთოდ მავნებლის რაოდენობა თუ შემცირდა, მერე ნახეთ მაგის გამრავლება. თურქეთმა როგორ უნდა გვაჯობოს?! იუთუბზე რა ვიდეოსაც არ ნახავ სულ კაკაბზე ნადირობენ, გემოვნება კი აქვთ, უნდა მიეხედოს მაგ საქმეს ისე არ გამოვა. მოკლედ კაკაბი ყველაზე სპორტილი თემაა და უნდა აკმაყოფილებდე ბევრ მოთხოვნას, მაგაზე რომ ინადირო, თან ძაღლი გინდა 300-400 მეტრაზე რომ გადის ისეთი, პოინტერი ან სეტერი.

HOLLAND & HOLLAND
 
kobaxidzeდრო: ორშაბათი, 03.10.2016, 00:01:02 | შეტყობინება # 273
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანონები კანონები კანონები 069 069 069 ხო აკძალულია კაკაბზე ნადირობა, მე პირადად კაკაბზე ყოველთვის ვინადირებ და არა გავჟლიტავ რაოდენობრივი ბრაკონიერული მჟლეტური გონევით!!! მონადირეს მონადირული, სულში და გულში აქ!!!თუ მონადირე სირყვა მონადირე სულითდა გულით მონადირე ინადირებს,არც კაკაბი არც ხოხობი და არც არაფერი არ გა და შე ნდე ბა!!!!

GEBRUDER MERKEL
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 03.10.2016, 10:37:57 | შეტყობინება # 274
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაკაბზე ნადირობა (სხვა დანარჩენებთან ერთად) გასული საუკუნის 60-იან წლებში უკვე აკრძალული იყო, დღემდე არ შეცვლილა არაფერი, თუ არ ჩავთვლით კერძო მეურნეობებს. 50 წლის განმავლობაში უნდა გამრავლებულიყო, მაგრამ შედეგს ყველა ვხედავთ 23 აკრძალვით საქმე არ გამოვიდა.

დამატებულია (03.10.2016, 10:30:14)
---------------------------------------------
მტაცებელზე ლაპარაკი უკვე უაზრობამდე მივიდა, გარდა ამისა კაკაბზეც დიდი წარმატებით ნადირობენ "მანოკით", ივლის-აგვისტოში მანქანებით ნადირობენ და ძალიან ადვილად მოიპოვებენ 25-30 ცალს. არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - ტერიტორიები. საკმაოდ დიდი ტერიტორიები იკარგება ნელნელა, მოიწევენ მეზობლები და ითვისებენ საძოვრებად "საკაკბე" ადგილებს. 23

დამატებულია (03.10.2016, 10:37:07)
---------------------------------------------
kucuna1 კაბინეტის ფერი რომ ადევთ და პირველივე აღმართზე ჯიგარი ყელში ამოსდით - მარტივი გამოსავალია პიკაპზე შემოჯდომა 167 ივლის -აგვისტოში ახალდაფრთიანებული ბუდობების ამოჟლეტა, რათქმაუნდა ნახევრადავტომატურით. მე მინახავს ფოტო რომელზეც აღბეჭდილი იყო "უტრაკო" ბიძა და 37 (ოცდაჩვიდმეტი) კაკაბი.

დამატებულია (03.10.2016, 10:37:57)
---------------------------------------------
თან დაამატა - რაც მაღალ ბალახში ჩამოვარდა არ აგვიღია, გველების გვეშინოდაო


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
pavlika1998დრო: კვირა, 23.10.2016, 19:41:27 | შეტყობინება # 275
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო კაკაბი დაახლოებით რამხელაა სიდიდით? რომელიმე ფრინველს რომ შევადაროთ კიდე მაინტერესებს მიწაზე თუ იბუდებს?
 
vanoarchiდრო: კვირა, 23.10.2016, 22:00:51 | შეტყობინება # 276
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
pavlika1998, ზომით ტყის ქათამზე ცოტა დიდია. სიგრძეში მაქსიმუმ 35 სანტიმეტრი, წონა საშუალოდ 500 გრამი; მიწაზე იბუდებს.
აქვე მოვიტან საინტერესო ცხრილს, რუსულ საიტზე ვიპოვე:
[img][/img]


HUGLU 103-C
 
panatiდრო: ორშაბათი, 24.10.2016, 00:16:01 | შეტყობინება # 277
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აკრძალულია ჩვენთვის აბა იმათ კითხეთ მათთვის თუა აკრძალული 23
 
pavlika1998დრო: ორშაბათი, 24.10.2016, 15:43:52 | შეტყობინება # 278
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vanoarchi, მადლობა.
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » კაკაბი (როგორი მოსანადირებელია კაკაბი)
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика