17:24:45
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
პირველი მონადირებული ფრინველი, დაუვიწარი სიხარული!
MateMonadireდრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 10:07:53 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად კარგად მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება ჩემს მიერ პირველად მონადირებული ნამდვილი სანადირო ობიექტი:
ტყის ქათამი!



ბავშვობაში ბევრი შაშვი მყავდა მონადირებული, მაგრამ ნამდვილი ნადირობა და დაუვიწყარი იყო ტყის ქათმის მონადირება!
ამიტომაც მიყვარს ძალიან ეს ფრინველი ...

მოკლედ ეს ამბავი ასე მოხდა:
დაახლოებით 15 წლის ვიყავი... მქონდა მამაჩემის სანადირო თოფი იჟ 57 (მგონი ასე ერქვა). მეზობელ ბიჭს, რომელიც ჩემზე ოდნავ უფროსი იყო ყავდა ირლანდიური სეტერი. მაგარი ძაღლი იყო, ოღნდ ოდნავ თავხედობდა ... არ გვისმენდა ზოგჯერ :)

ავყევით მთას ტყის ქათმის ძებნაში. ვიარეთ ძალიან ბევრი, მაგრამ უშედეგოდ ... მე აქამდე ტყის ქათამი ნანახიც არ მყავდა, ამიტომ ჯერ ის მაინტერესებდა საერთოდ როგორი იყო, როგორ დაფრინავდა ...

მეგობარმა ხევში ჩასვლა გადაწყვიტა, აქ მინახია ბევრჯერ ქათამიო. კი მეზარებოდა უკვე ისე დაღლილი ვიყავი, მაგრამ მეც ჩავედი. დაიწყო სეტერმა თავის სტილში ქათმის ძებნა! ანგრევს ყველაფერს, მეგობარი ახლოს მიყვება! მე შორს დავდექი ...იმედი რომ ტყის ქათამი ამოფრინდება არ მქონდა!

და უცებ გაისმის ჩემთვის იქამდე უცნობი ტყის ქათმის ამოფრენის ხმა! ესროლა მეგობარმა ააცილა!

და ამ დროს პირდაპირ ჩემკენ მოფრინავს ბუნების უმშვენიერესი არსება! ვესროლე ერთი - "ასეჩკა"... ცუდად დატენილი ვაზნა. ვესროლე მეორე - ქათამი ჩამოვარდა!

მოკლედ ეს ამბავი მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება!
სახლში რომ მივედი, ყველას უკვირდა... მართლა შენ მოინადირეო ... მე კიდე მაგარი ბიჭივით ვამაყობდი ჩემი ნადავლით!

აბა გისმენთ! მოსაყოლი ყველას გექნებათ

დამატებულია (21.01.2016, 10:07:53)
---------------------------------------------
gimili

შეტყობინება დაამუშავა MateMonadire - ხუთშაბათი, 21.01.2016, 10:07:48
 
sabjekდრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 10:13:12 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი თემაა.
ერთი ამბავი მახსენდება, სენაკის რაიონში სოფელი მაქვს და 1996-1997 წლებში წავედით მე და მამიდაშვილი თბილისიდან (ის იქ მაცხოვრებელია). სენაკში ვიყიდეთ ტყვია-წამალი, იმიტომ რომ სენაკში პატარა თოვლი იდო.
თოფი მე არ მქონდა, მას კი. ავედით სოფელში. მეზობელს გამოვართვი თოფი და მეორე დილას (ღამე კარგად ჩამოთოვა) წავედით შაშვებზე სანადიროდ. ისე გაგვიტყუა ამ შაშვებმა, რომ თავი სადღაც შორს ამოვყავით, დახოცვით კი ვერაფერი.
მერე დავინახე მაღალი ხე, რომელსაც ეკალ-ბარდები ჰქონდა სემოხვეული დიდ ფართობზე ისე, რომ მისი ტოტების ქვეშ შესვლა და ჩასაფრება შეიძლებოდა, თოვლიც კი არ იდო მის ძირში, მიწა კი იყო მშრალი.

შევედი. მაშინ არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მინიმუმ ნახევარი წუთი ვიტრიალე და მოხდა, მაგრამ რა მოხდა...

მე ძირს არც დამიხედია და არც არაფერს ველოდი. აფრინდა ძალიან დიდი ფრინველი დიდი ხმაურით და სწორ ხაზზე გააჭრა ეკლებიდან. რომ მიმეყოლებინა, აუცილებლად ჩამოვაგდებდი.

გავოგნდი. მერე ჩავთვალე, რომ ქათამი იყო.თუმცა, მერე ქათამი რომ ვნახე, მივხვდი, რომ დედალი ხოხობი იყო.

ასე გავმაზე პირველი ხოხობი იმ პერიოდში.


kakhi
 
MateMonadireდრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 10:23:14 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი ისტორიაა 39
პირველი მონადირებული ფრინველის ამბავიც დაგვიწერე და ეგაა 166
 
sabjekდრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 13:25:35 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი კი მწყერი იყო, რომელიც მე-11 გასროლით ავიღე 069

kakhi
 
dudu-dudaდრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 14:24:07 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი ტყის ქათამი მოვკალი 2009 წელს იხვის პერელიოტზე ვიდექი და გადმოიფრინე შემთხვევით არ ველოდებოდი მახსოვს ინსტიქტურად გავაყოლე და ასე 40 მეტრში ჩამოვაგდე, სიხარულისაგან თვალში სინათლე დავკარგე და დამავიწყდა რო სადაც დავარდა მაგ ადგილზე გავლა არ შეიძლებოდა, გავეკიდე ფართო და ჩქარი ნაბიჯებით ძაღლსაც კი გავასწარი და ბოლოს წელამდე ბალოტში აღმოვჩნდი 069 მაგრამ მაინც ნასიამოვნები დავრჩი მიუხედავად იმისა რო შეიძლებოდა ცოცხლად დავმარხულიყავი მანდ ბალოტში როარა ჩემი ძმაკაცები რომლებმაც იქიდან ამომათრიეს 166

 
roma86დრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 15:06:47 | შეტყობინება # 6
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი მონადირებული იხვი იყო წელს ისეც gimili

KHAN ARMS VENATOR
 
maxo777დრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 20:14:11 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეზობლის იჟ27 ვისროლე პირველად და ავიყვანე ერთი მწყერი.ახლოში მომივიდა სროლა და გავაპე შუაზე,მერე წელები დამკიდეს ყელზე:D:D:D

დამატებულია (21.01.2016, 20:14:11)
---------------------------------------------
მომნათლეს 069 069 069


გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
dato75დრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 23:37:47 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად მეც ტყის ქათამი მოვინადირე (პერელიოტზე) 5 მონადირე იდგა მწკრივში მე ბოლოში ჩავდექი და ორი გადმოფრინდა ჩემსკენ, ახლაც არ მახსოვს რომელს ვესროლე ცალპირა თოფი მქონდა და რო გავისროლე ერთი კი ჩამოვარდა, გადავირიე სიხარულით საგეში ლეკვი მყავდა და სახლში რო მივედი უფროსმა ძმამ მკითხა ლეკვმა რა ქნა არ მოგიტანაო, მე უპასუხე ქათამი მოვკალი და ლეკვი მიმასტრებდა ჩამოვარდნილ ქათმამდეთქვა.
 
bashi77დრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 23:57:05 | შეტყობინება # 9
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დედალი იხვი იყო ჩემი პირველივე გასროლით რა დამავიწყებს იმ ბედნიერ წამს 069
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика