14:51:09
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ფრინველებე ნადირობისას მომხდარი თავგადასავლები (ალბათ ყველას გაქვთ რაღაცა მოსაყოლი ...)
ფრინველებე ნადირობისას მომხდარი თავგადასავლები
MateMonadireდრო: სამშაბათი, 19.01.2016, 18:17:10 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ თემაში ვისაუბროთ იმ იშვიათ შემთხვევებზე, რომელთაც ადგილი ქონია ფრინველებზე ნადირობის დროს ...
ფრინველებზე იმიტომ, რომ ცხოველებზე ნადირობა აკრძალულიცაა და არც ისე ბევრია სანადიროდაც.

მე პირადად ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ჩემს მეგობარს შეემთხვა. თავს ვერ დავდებ ამ ამბის ჭეშმარიტებაზე, მაგრამ რა უფლება გვაქ რომ არ დავიჯეროთ? : )))

მოკლედ ჩემი მეგობარი დაუყვა ქათამზე ნადირობას ...უცებ ქათამი აუფრინდა და ეს-ეს იყო უნდა ესროლა, უცებ საიდანღაც მიმინო გამოჩნდა. მის მიერ მოსანადირებელი ქათამი დაიტაცა და გაფრინდა. მაგრამ მეგობარმა დაინახა, რომ მიმინო მთლად შორს ვერ გაფრინდა და მიყვა უკან! რათქმაუნდა ნადავლის წართმევის მიზნით! დაახლოებიტ 200 მეტრში მიმინო დაჯდა მიწაზე. ეტყობა ვერ მიაქვს ქათამი... მეგობარი მიუახლოვდა თუ არა, თითქოს მიმინო ხედავდა მას, ეგრევე აფრინდა და იფრინა დაახლოებით იმდენივე!

უკვე ცხადია, რომ მიმინო ხვდება რაც ხდება, მაგრამ არ ეშვება მის ნადავლს... ასე გაგრძელდა ეს დევნის პროცესი დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე მანამ, სანამ არ დაღამდა! მიმინომ თავისი ნადავლი არ დათმო :)))

მოკლედ ასეა ეს... ისტორიის სისწორეზე თავს არ დავდებ და არცაა საჭირო ...

აბა გისმენთ... გავუზიაროთ ერთმანეთს მსგავსი ისტორიები


შეტყობინება დაამუშავა MateMonadire - სამშაბათი, 19.01.2016, 18:19:28
 
dato75დრო: სამშაბათი, 19.01.2016, 19:06:11 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზუსტად ასეთი მეც შემემთხვა ოღონდ მწყერზე, ორჯერ დავაცილე და ორივეჯერ ამართვა, მაგრამ დევნა აღარ დამიწყია.
 
maxo777დრო: სამშაბათი, 19.01.2016, 22:34:27 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ესეთი რამე არ შემთხვევია მაგრამ ჩემი თვალით მაქვს დანახული იხვის გუნდში გაიფრინა და 2სასიკვდილოდ დაჭრა და ერთი აფრინდა მაინც წყლიდან.წამიერად მოხდა,გაიფრინა და ჩამოყარა იხვები.რა ფრინველი იყო უცნობია ჩემთვის,3-4 წლის ამბვავიაა

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 19.01.2016, 23:31:22 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, კარგი ნავარჯიშები მიმინო ყოფილა 5 კმ თუ ტყის ქათამი ათრია 36_1_69
 
solomonდრო: სამშაბათი, 19.01.2016, 23:39:29 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიმინდის ყანასა და ყანას შორის ამიფრინდა 3 მწყერი (საღამოს ასაფრენად ემზადებიან და თავს იყრიან მოგეხსენებათ) და ერთი მიართულებით წავიდა, 1 გასროლით 3 ვე ჩამოვაგდე რაც არავინ დამიჯერა:)) თან ვიყავი 8-9 კლასში :) და წელს მქონდა კურიოზი ქათმის თემაშიც დავწერე, ქათამს ვესროლე გადაფრენაზე, მოწყვეტით ჩამოვარდა და ძაღლი რო მივიდა ასაღებას ისე აფრინდა ვითომც განაკარები არ ქონოდა საფანტი:)
ისე მოსაყოლს რა დალევს მაგით ხო გამოვირჩევით მონადირეები 23


შეტყობინება დაამუშავა solomon - სამშაბათი, 19.01.2016, 23:39:45
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 00:30:29 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
maxo777, ძალიან დიდი ალბათობით ეს იქნებოდა შევარდენი!
კარგი იქნება თუ ვინმე სპეციალისტი გვიპასუხებს ...
ბაქარი, : )))
solomon, ქათმის ისტორია წაკითხული მქონდა, მართლა გასაოცარი ამბავია :)
მწყერზე თეორიულად ეგეთი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მართლა პატარა ალბათობაა ასეთი რამის :) შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთიც ხარ ვინc ეგეთი რამ გააკეთა : )

დამატებულია (20.01.2016, 00:30:29)
---------------------------------------------
dato75, როგორც ჩანს კაი დიდი ხარბი ფრინველია : )))

შეტყობინება დაამუშავა MateMonadire - ოთხშაბათი, 20.01.2016, 00:29:39
 
Avciდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 02:38:43 | შეტყობინება # 7
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ზუსთად შემემთხვა ეგრე ოგონდ მე ქედანო მომპარა მოკლული ჩამოგდებადა მისი აგება ერთი იყო...

წარმატებები...
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 02:47:41 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, მსოფლიო მაშტაბებს ნაღდად ვერ გაწვდება ეგ ფაქტი :) დასავლეთში თუ ნადირობ მწყერზე გეცოდინება, საღამოს ყანის კიდეებზე გამოდის მწყერი და ასაფრენად ემზადება, როცა კარგადაა მწყერი (ადრე განსაკუთრებით ბევრი იყო) ნაბულიდან ზოგჯერ 4-5 და შეიძლება მეტიც ამოვიდეს, სიმინდი ჩვენსკენ მაღალი იცის და სანამ სიმაღლეს აწევს მწყერი ყანასა და ყანას შორის კანალზე მიფრინავს, ხოდა დაემთხვა და 1 მეტრის რადიუსში მიფრინავდნენ და მოხვდა 3-ვეს :)
 
tereosდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 09:21:07 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, ქათამზე რაც დაწერე მე და ჩემს მეგობრებს შეგვემთხვა ამ ორიოდე წლის წინ ყვარლის რაიონში, სოფელ ბალღოჯიანთან ახლოს. სახტად დავრჩით ძაღლის ამოყვანილი ქათამი რომ დაგვტაცა მიმინომ. არ ვიცი ჩემს შემთხევაზე ყვები თუ სხვასაც მოუვიდა მსგავსი რამ.
 
sabjekდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 10:12:05 | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორი მწყრის ჩამოგდება მაქვს ნანახი, ერთი გასროლით ჩამოაგდო ხაშურში მონადირემ. სამი რომ ყოფილიყო ეგეთ მდგომარეობაში (განლაგებას ვგულისხმობ ფრენისას) სამივეს ჩამოყრიდა

kakhi
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 10:20:14 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2-ჯერ მქონდა შემთხვევა როცა დუბლში 3 მწყერი ავიღე, ანუ პირველი გასროლისას ერთი ავიღე და მეორე შემომაკვდა, მეორე გასროლით კიდევ ერთი ავიღე 23 შემთხვევა იყო, ძალით არ მინდოდა 069
ჩემმა მეგობარმა მრ-153 -ით 5 გასროლით 5 იხვი აიღო, 5 ცალიანი გუნდი შემოვიდა პატარა ტბორზე და გააქრო 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
tereosდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 10:26:15 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორი მეც გამიგია რომ ერთი სროლით ჩამოეგდოთ. სამი კი პირველად გავიგე. მაგარი იშვიათი შემთხვევაა. sabjek, სამს კი არა ათსაც მოერევა საფანტი. ზისტად ის ერთად ყოფნის დამთხვევაა იშვიათობა იმიტომ რომ მწყრები რომ აფრინდებიან მარაოსავით იშლებიან ხოლმე.
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 13:20:23 | შეტყობინება # 13
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, ასე თუ ისე, ძალიან ბევრი რამ უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, ასეთი რამ რომ მოხდეს. მაგარია

tereos, ჩემს მეგობარს შეემთხვა :)

დამატებულია (20.01.2016, 13:14:39)
---------------------------------------------
ეს ვიდეო ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, მაგრამ მაინც დავდებ



დამატებულია (20.01.2016, 13:20:23)
---------------------------------------------
მგონი ფრინველზე არ ნადირობს, მაგრამ მაინც იშვიათი და ლამაზი შემთხვევაა : ))



შეტყობინება დაამუშავა MateMonadire - ოთხშაბათი, 20.01.2016, 13:26:39
 
tereosდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 13:30:55 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, გასაგებია . სად მოხდა ეგ ამბავი. მაინტერესებს. ზუსტად ემთხვ ევა ჩემს შემთხვევას. ახალსოფლელი მონადირეები არიან?
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 14:33:09 | შეტყობინება # 15
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tereos, არა, ზუგდიდში ... ურთის მთა
 
landiaდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 15:56:27 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1 სროლიტ არა მარა 5 მწყერიდან 4 მოკლულიმყავს :) არვიტყუები ოღონდ 069 4 ჩადის ჩემსაში და ის მეხუტე ძმაკაცმა მოკლა სართიჭალაში კრასნაგორკაზე ერთი ადგილი იყო როცა მივიდოდი სულ 3 - 4 -5 ფრინდებოდა და კიც მივაჭუჭლიკე 4 ცალი პირი დარჩა ღიად :) და წელს კიდე ჩემ ძმაკაც მოუკლავს პოტში 3 იხვი სამი ნაჯდომა და წამოფრენია ძაღლს და სამივე დაუტოვებია ტყეში ოღონდ. 166

თ.მაჭარაძე
 
tereosდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 16:16:32 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, საინტერესოა. ზუსტად მასეთი ამბავი შემემთხვა მეც. რომ დაწერე ვიფიქრე ვინმე ჩემიანი ხომ არ წერს მეთქი. gimili
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 16:52:59 | შეტყობინება # 18
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, იხვი კი, აი მწყერზე ცოტა რთულად წარმომიდგენია. მარა გვჯერა ერთმანეთის... : )))

tereos, ძალიან ხარბია როგორ ჩანს მიმინო : ) შეიძლება სხვებიც არიან, ვისაც ასეთი რამ დამართა


შეტყობინება დაამუშავა MateMonadire - ოთხშაბათი, 20.01.2016, 16:53:33
 
landiaდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 18:06:24 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, მწყერი რატოა რთული დასაჯერებელი :)

თ.მაჭარაძე
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 21:28:12 | შეტყობინება # 20
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, რავი მეგობარო, 5 მწყერი ერთად აფრენილი მე არასდროს მინახია : )
მერე იქიდან 4 უცებ ჩამოყარო, ჩემთვის ძან გასაკვირი შედეგია
 
landiaდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 21:53:33 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, შენ რა პლანეტა ვენერა გინახავს???? ეს იმას კიარნიშნავს რო არარსებობს 167

თ.მაჭარაძე
 
maxo777დრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 23:06:39 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი სროლით 2 მწყერი მოხსნილი მყავს და რატომ,აგიხსნით და ლანდიას შემთხვევაშიც შეილებ იგივე იყო.ერთი რო აფრინდა აფრენის ხმაზე აყვა 2 ცალი კიდევ პირველი მწყერის წინიდან.ვესროლე ერთს,ისინი არც დამინახავს.მეგობარმა დაინახა რო 2 ჩამოვარდაა.ესე და ამგვარად მოვკალი ერტი სროლიტ 2 ცალიი:)

დამატებულია (20.01.2016, 23:06:39)
---------------------------------------------
ერთ ნემსკავზე 2 გამბუზიაც მყავს დაჭერილი.ეს რა მოსატანია მარა მაინც 069


გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 20.01.2016, 23:40:16 | შეტყობინება # 23
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, მჯერა-თქო შენი, უბრალოდ ძნელად დასაჯერებელია ჩემთვის 166
ვენერა ნამდვილად მინახია : ))) კაი ბინოკლითაც კი შეგიძლია დაინახო შესაბამის დროს

დამატებულია (20.01.2016, 23:40:16)
---------------------------------------------
maxo777, ალბათ სპინინგით 1a48

 
bashi77დრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 00:06:25 | შეტყობინება # 24
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რას არ გაიგონებ კაცი რა სახალისო თემააა 166 10
 
2002-bagashviliდრო: პარასკევი, 29.01.2016, 21:03:46 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შეიძლება თქვენმა უმეტესობამ არ დამიჯეროს მაგრამ ერთი შემთხვევა მქონდ იმ პერიოდში ყანებს იგებდნენ ერთ ხევთან ახლოს ნაყანევში ძაგლი შევუშვით სტოიკა როგორც კი გააკეთა ამოიშალნენ 10 დან 15 მდე მწყერი იმ დროს დათვლისთვი არ მეცალალა ზუსტათ არ ვიცი მაგრამ ეგეთი სიამოვნება არასდროს მიმიგია 8 მოვკალით
 
chale88დრო: პარასკევი, 29.01.2016, 21:59:22 | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, ჯავახეთში ეტყობა არ გინადირია სეზონის გახსნაზე მწყერი ხშირ შემთხვევაში 7 და 8ცალი ამოდის ხოლმე.

ბ.თოთაძე
 
solomonდრო: პარასკევი, 29.01.2016, 23:14:34 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88, წელს ვინადირე პირველად ჯავახეთში, წელს ხო ცოტა იყო? მარა საღამოსკენ მართლაც 4-5-7 ფრინდებოდა ერთად..
VAXO-HUNTER, მე მრ-155 ით 4 სროლით 4 იანი გუნდი დავტოვე ადგილზე ხარაზულები, მთელ ტყეს ესმოდა ჩემი კიჟინის ხმა :D თან მანამდე გვერდიდან ესროლა მეგობარმა და ზევით დაეკიდნენ როგორც ჩვევიათ და გაშლილი იყვნენ ერთმანეთისგან, 4 ვე 8 ნ მედო თან!


შეტყობინება დაამუშავა solomon - პარასკევი, 29.01.2016, 23:15:48
 
Becasseდრო: პარასკევი, 29.01.2016, 23:54:45 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, კარგად ისვრი გეტყობა. მე წეპს დავიწყე 2ლულიანით, მანამდე ცალიანით ვნადირობდი და დუპლებს კანეშნა ვერ შევასრულებდი, მაგრამ 1სროლით რაც დავინახე 2ჩამოვარდა და ძმაკაცმა მითხრა იქეთ ჩამოვარდა კიდე მესამეო, 2ავიღე და მესამე დავკარგეთ, ნუ მე არც დამინახია მესამე რო ჩამოვარდა (ძაღლობა გულაობდა მანოკით და იმათ ნასუფრალზე მოხდა ასე 2ლის უკან :) ) მწყერზე კიდე 1დუპლი მქონდა წელს, მეტის საშუალებაც არ მომეცა და იხვზე უნდა შემესრულებინა და ვერ შევასრულე, 1დავატოვებინე 7ცალიან გუნდს, არხიდან აფრენილს ა ავი დამნაშავედ ვიგრძენი რაღაცნაირად

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
solomonდრო: შაბათი, 30.01.2016, 10:16:38 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Becasse, ეგ არაფრი, შემიძლია ვთქვა რო ნომრმალურად ვისვრი, მარა ასეთიც მომსვლია, მინიმუმ 15 ცალიან გუნდს დავადექი 10 მეტრზე, თან ვიცოდი იჯდნენ და ვეპარებოდი, 2 ლუიანით ვერცერთი ვერ ჩამოვაგდე, დაჯე 2 გილზი ხელში მეჭირა და შეცვლა მოვასწარი მარა ... :)
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ფრინველებე ნადირობისას მომხდარი თავგადასავლები (ალბათ ყველას გაქვთ რაღაცა მოსაყოლი ...)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика