17:02:11
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Gia, dudu-duda  
მიმინო, Ястреб-перепелятник, Accipiter nisus
Adminდრო: ხუთშაბათი, 11.03.2010, 21:04:28 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმინო, Ястреб-перепелятник, Accipiter nisus

ფრენითა და მოძრაობით მიმინო ქორს წააგავს,ხოლო სხეულის ზომით მასზე გაცილებით პატარაა.
დედალი მიმინო 1/3 მეტია მამალზე.მიმინოს ფრთები ფართო,მოკლე და მომრგვალებულია,კუდი გრძელი.მიმინოს ფეხები გრძელი,ყვითელი ფერისაა.
დედალი მიმინოს სხეულის სიგრძე 40 სმ-ია( მამლის 28 სმ),ფრთა - 23,1-25,6 სმ (მამლის-9,6-21,2 სმ),გაშლილი ფრთები-68-77სმ (მამლის-59-65სმ).
დედალი მიმინოს წონა 250-320 გრამია,მამლის 130-150 გრამი.

მიმინოს სიცოცხლის ხანგძლივობა 5-8 წელია.ძალიან ცოტა ამ ფრინველებიდან თუ მიაღწევს ხანდაზმულობის ასაკს.საშუალოდ მათი 48% შეჯახებისგან მიყენებული ტრამვებით კვდება (მსხვერპლის დევნის დროს საკუთარ უსაფრთხოებაზე თითქმის არ ზრუნავენ), 11%-მდეს მონადირე კლავს, 14% სისხლდენით, 9% შიმშილით, 4% ავადმყოფობით, დარჩენილი 14% სიკვდილის მიზეზი უცნობია.
მიმინო მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.მას შეხვდებით:ჩრდილოეთ ამერიკაში,ევროპაში,აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში.
მიმინოს საბინადრო ადგილებია ტყის მასივი გაშლილი სივრცით.აცივების პერიოდში ხშირად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში.
მიმინოს საკვები მრავალფეროვანია:ბეღურა,წიწკანა,შაშვი,მტრედი,გნოლი,კაკაბი,კოდალა,სკვინჩა,გულწითელა და სხვა მგალობელი ჩიტები,მწყერი,ჭყიამპო,ბეკასი,ყვავისებრნი,ბაჭიები,თაგვები,ბაყაყები,ქვეწარმავალნი,ღამურები და სხვა.......
დედალი მიმინო მოიპოვებს საკვებს მტრედის ,მამალი უფრო მცირე -ბეღურებისა და წიწკანების ზომებში.საეთოდ მიმინოს კვების რაციონის 95% შეადგენს ფრინველები (დაახლოებით ფრინველების 120 სახეობა).
მიმინო დღის ფრინველია.ნადირობს გაშლილ ადგილებში და ტყის პირას.დღის უმეტეს ნაწილს გაუნძრევლად,ჩასაფრებული ატარებს თავშესაფარში.
მსხვერპლს იჭერს ჰაერში (ფრთებდაკეცილი ქვასავით ეშვება ძირს და თავს ესხმის შეთვალთვალებულ მსხვერპლს და მისდევს მანამ სანამ არ დაიჭერს (ან არ გაექცევა),სხვა ფრინველებს მსხვერპლზე დევნის დროს ყურადღებას არ აქცევს) ან ჩასაფრებით.თუ საჭიროა მიმინოს შეუძლია ჰაერში მსხვერპლს ამოუბრუნდეს და ქვემოდან ზემოთ დაიჭიროს.ასევე შეუძლია მსხვერპლს ფეხით სდიოს(ბუჩქნარში და გაუვალში).
დღეში მიმინოს საშუალოდ 2 ჩიტი ჭირდება საკვებად(ბუნებაში).
მიმინო დაჭერილ ფრინველს პუტავს და შემდეგ ჭამს.
მამალ მიმინოებს ნადირობა ურჩევნიათ ტყიან ზოლში,დედლებს გაშლილ ადგილას.ფრენა სწრაფი და მანევრულია-დაფრინავენ დაბალ სიმაღლეზე მიწასთან ახლოს.
მიმინოების წყვილი გამრავლების პერიოდში დარაჯობს და იცავს საკუთარ ტერიტორიას.ხოლო მეორე წელიწადს იქმნება ახალი წყვილი.
ყოველ წელს ბუდობენ ერთ მონაკვეთში,მხოლოდ იგება ახალი ბუდე.ბუდისთვის უპირატესობას ანიჭებენ მაღალ 10-18 მეტრის სიმაღლის ხეებს.ბუდის დიამეტრი 30-50 სმ-ია,სიმაღლე 10-35 სმ.ბუდეს მიმინოები მიწიდან 3-15 მეტრის სიმაღლეზე აგებენ.
კვერცხზე ჯდება მხოლოდ დედალი მიმინო,ბარტყებს კი კვებით ორივე კვებავს.დედალს ბუდეზე ჯდომის დროს წვრილი ჩიტებით კვებავს მამალი,ის კი ბარტყებს კვებავს.დედალი ბუდეზე ზის მანამ,სანამ ბარტყებს ორი კვირა არ შეუსრულდებათ.


დედალი დებს 4-7 კვერცხს,ზომით 35-48х29-35 მმ.საშუალო დაშორება ბუდეებს შორის არის 0.5-3 კმ.გამრავლების პერიოდია აპრილ-ივნისი.

ბარტყებს ერთ თვემდე კვებავენ მშობლები.იმისათვის რომ ბარტყები გადარჩნენ,მშობლებმა ბუდეში უნდა მიიტანონ დაახლოებით 10 წვრილი ჩიტი დღეში.ბარტყები იბუმბლებიან 24-30 დღეში.28-32 დღის ასაკში ბარტყები გადადიან ბუდიდან მახლობელ ტოტებზე და ბუდეში მხოლოდ ღამით ბრუნდებიან.კიდევ 3-4 კვირა და ბარტყები ხდებიან მთლიანდ დამოუკიდებლები და საერთოდ ტოვებენ ბუდეს.
სიკვდილიანობა ახალგაზრდა მიმინოებში ძალიან მაღალია.მხოლოდ 12---100 -დან თუ მიაღწევს ზრდადასრულ ასაკს.
მიმინოს დაჭერა და გაწვრთნა დიდ სიძნელეებთან არაა დაკავშირებული.საქართველოში მიმინოს ოდიდგანვე იჭერდნენ და გეშავდნენ.დაგეშილი მიმინოთი ძირითადათ მწყერზე ნადირობენ.

 
dudu-dudaდრო: შაბათი, 24.04.2010, 02:45:29 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წიგნი მეგულება სადაც დაწვრილებით წერია.. მტაცებელი ფრინველების გადაფრენის შესახებ.. მოვიძიებ და დავწერ.. საქართველოში გადამფრენი ფრინველების ყველაზე დიდი რაოდენობა გვხვდება აჭარისა და მიმდებარე მიდამოებში.. მემგონი ( ძაბრის სახელითაა ცნობილი ეს ადგილი).. სადაც ამრავი სახეობის ფრინველი აკეთებს პერელიოტს
 
Bochoraდრო: სამშაბათი, 27.04.2010, 14:51:20 | შეტყობინება # 3
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, მეც მაქ ეგეთი სახის წიგნი სადაც ყველაფერი წერია ბაზიერობაზე საქართველოში დაჭერილ ფრინველებზე რომელი ფრინველი რომელ რეგიონში გვხვდება საქართველოში და ასე შემდეგ......
 
WIWKAN@დრო: სამშაბათი, 27.04.2010, 17:19:13 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Bochora, dudu-duda, სურათები გადაუღეთ,გახსენით თემა და თანმიმდევრობით მმიყევით....და დაალაგეთ სურათები... 23
 
dudu-dudaდრო: კვირა, 26.08.2012, 05:44:50 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
WIWKAN@,კარგი აზრია 166
მალე დაიწყებააა ინტენსიური გადაფრენაააააა




შეტყობინება დაამუშავა dudu-duda - კვირა, 26.08.2012, 05:45:52
 
tyupi007დრო: სამშაბათი, 17.09.2013, 23:20:20 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სად შეიძლება ეგეთი წიგნის შოვნა? ან ინტერნეტში თუ შეიძლება ეგეთი წიგნის მოძიება?

bazieri.ge
 
tyupi008დრო: შაბათი, 21.09.2013, 15:12:55 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი იქნება თუ ეგეთ წიგნს დადებთ საიტზე 166

დამატებულია (21.09.2013, 14:12:55)
---------------------------------------------
dudu-duda ეგ მიმინოები სურათზე რომაა შენი დაჭერილია?


bazieri.ge
 
krakadilaდრო: ხუთშაბათი, 27.03.2014, 10:33:49 | შეტყობინება # 8
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 64
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნარდი და კაპოეტი როგორ უნდა გავარჩიოთ აქვთ რამე ისეთი რითაც შეიძლება გავარჩიოთ? არასდროს მყოლია მტაცებელი ფრინველი მაგრამ შარშან ოზურგეტში უყურე როგორ ნადირობდა ერთი კაცი მწყერზე და ძან დიდი სურვილი გამიჩდა მიმინო ვიყოლიო და დავგეშო თუმცა ცოტა გამიჭირდა არავინ მყავს ახლომახლო ბაზიერი რო რაგაცეები ვკიტხო 70% გავიგე რა როგორ ხდება ისიც წიგნებით და აქაური ფორუმებით. ალბად პირველ მცდელობაზე ვერ გავწვრთნი მაგრამ ეგ არაფერი მე მაინც ვცდი.. 23
 
tyupi008დრო: პარასკევი, 23.05.2014, 11:29:53 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krakadila, განსხვავება ნარდ და კაპოეტ მიმინოს შორის ისაა, რომ ნარდ მიმინოს მოლურჯო ფერის თვალები აქვს, კაპოეტს ყვითელი.
მკერდის ბუმბული ნარდ მიმინოს მონაცრისფრო-ყავისფერ ფერებში აქ, კაპოეტს ნაცრისფერი და შავი.
საერთოდ მიმინო სხვადასხვა სახეობისაა და შეფერილობაც ცოტა თუ ბევრად განსხვავებული აქვთ 167


bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: შაბათი, 24.05.2014, 20:12:50 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote krakadila ()
ნარდი და კაპოეტი როგორ უნდა გავარჩიოთ აქვთ რამე ისეთი რითაც შეიძლება გავარჩიოთ? არასდროს მყოლია მტაცებელი ფრინველი მაგრამ შარშან ოზურგეტში უყურე როგორ ნადირობდა ერთი კაცი მწყერზე და ძან დიდი სურვილი გამიჩდა მიმინო ვიყოლიო და დავგეშო თუმცა ცოტა გამიჭირდა არავინ მყავს ახლომახლო ბაზიერი რო რაგაცეები ვკიტხო 70% გავიგე რა როგორ ხდება ისიც წიგნებით და აქაური ფორუმებით. ალბად პირველ მცდელობაზე ვერ გავწვრთნი მაგრამ ეგ არაფერი მე მაინც ვცდი..

ძირითადად ბუმბულის ფერისა და თვალის ფერის მიხედვით არჩევენ.... შემდეგ პოსტს დავდებ თვალსაჩინოებისთვის ნარდი და კაპოეტი მიმინოს სურათბს და აგიხსნი განსხვავებას/


 
dudu-dudaდრო: შაბათი, 31.05.2014, 18:30:52 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი კარგად დააკვირდით სურათს ხედავთ განსხვავებას ?



 
tyupi008დრო: ორშაბათი, 02.06.2014, 23:58:04 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, პირველ სურათზე და ქვედა სურათებზე რომაა მიმინოები, ეგენი სხვადასხვა ჯიშებია ხო? 23

bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: სამშაბათი, 03.06.2014, 00:20:04 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote tyupi008 ()
პირველ სურათზე და ქვედა სურათებზე რომაა მიმინოები, ეგენი სხვადასხვა ჯიშებია ხო?

ჯიში ერთია მიმინოა ორივე უბრალოდ ასაკშია სხვაობა .


 
tyupi008დრო: სამშაბათი, 03.06.2014, 21:21:20 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, ანუ რაც უფრო ასაკში მიდის მიმინო, უფრო ემატება ყავისფერი ბუმბული?
ქორის შემთხვევაში ხო პირიქითაა, თავიდან ყავისფერია და მერე მორუხო-მოშავო ფერში დადადის


bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: სამშაბათი, 03.06.2014, 22:28:22 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote tyupi008 ()
dudu-duda, ანუ რაც უფრო ასაკში მიდის მიმინო, უფრო ემატება ყავისფერი ბუმბული?
ქორის შემთხვევაში ხო პირიქითაა, თავიდან ყავისფერია და მერე მორუხო-მოშავო ფერში დადადის

დააკვირიდი ეს არის ჩემ მიერ დაჭერილი კაპუეტი მამალი მიმინოს სურათი კარგად ჩანს ზურგის ფერის ბუმბული და თვალის ფერიც


 
tyupi008დრო: ოთხშაბათი, 04.06.2014, 11:59:15 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, გაიხარე 39
გასაგებია უკვე და აღარანაირი კითხვა აღარ მაქ
ნუ ამ ეტაპზე მაინც 23 gimili


bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 30.06.2014, 21:14:43 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმინოს ბარტყი უკვე არის ვინც იცით ბუდე კაი დროა ამოსაყვანად ! gimili

 
Gi0rGiდრო: კვირა, 14.12.2014, 14:24:18 | შეტყობინება # 18
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თვალებით იყურება :) შეაშინებს კაცს :P

The Mauler
 
dudu-dudaდრო: ხუთშაბათი, 18.12.2014, 23:07:11 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote Gi0rGi ()
რა თვალებით იყურება :) შეაშინებს კაცს :P

ველურ ბუნებაში მოპოვებული მტაცებლისგან თავიდან ყოველთვის არის შანსი იმისა რომ რაიმე დაგიზიანოს ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა გამოხსნა ბადიდან და გაახვიო ჩიხოლში.


 
Gi0rGiდრო: შაბათი, 20.12.2014, 00:01:55 | შეტყობინება # 20
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, მადლობა მაგას გავითვალისწინებ :)

The Mauler
 
salukiდრო: პარასკევი, 22.01.2016, 15:56:01 | შეტყობინება # 21
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმინოს დაჭერას ეხლა აზრი აქვს?

me <3 bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 10:10:48 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saluki,

ეხლა არ არის რეკომენდირებული, თან ვერაფერზე ვერინადირებ და ტყუილად აზრი არ აქვს 167


 
salukiდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 10:15:26 | შეტყობინება # 23
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, რომელ პერიოდში მირჩევ დაჭერას ?

me <3 bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 10:19:39 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saluki, სექტემბრიდან ოქტომბრის პერიოდში. მაგ დროს უკვე მიგრირებს მტაცებელი და შეგიძლია დაიჭირო.

 
salukiდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 10:23:21 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, თბილისში აკეთებს მიგრაციას მიმინო ? თუ მარტო ფოთში ?

me <3 bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 10:29:18 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saluki, ეს წაიკითხე.

 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика