13:47:36
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ძაღლის ტორსის ანუ ჩონჩხის აგებულება
toka_monadireდრო: ორშაბათი, 03.10.2011, 18:08:07 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

თავი:თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად:ტვინისა სა სახის. ძაღლის თავის ქალა მკვეთრად განსხვავდება სხვა ცხოველების თავის ქალისაგან. მას სულ აქვს 42 კბილი, 20 ზედა ყბაზე 22 ქვედაზე, ორივე ყბაზე 6-6 საჭრელი კბილი, 2-2 ეშვი, 8-8 მოკლე ფესვიანი კბილები და დიდი ფესვიანი კბილები: ზედა ყბაზე 4-4, ქვედაზე კი 6-6.
კისერი- კისრის მიდამო წარმოადგეს მძლავრ, მოქნილ ბერკეტს, რომლის წინა ნაწილს უერთდება თავი. კისრის სიგრძე ძაღლებში ცვალებადია, მაგრამ ყველა ჯიშის ძაღლს კისრის მალების რაოდენობა თანაბარი აქვს და არის 7. კისრის მალების სხეული მოკლეა, თავი და ფოსო გაბრტყელებულია. კისრის პირველ მალას ქვია "ატლასი", ხოლო მეორეს "აქსი". მეორე მალის ქედი მკვეთრადაა განვითარებული, რომელიც წინ ნისკარტისებური წანაზარდით ბოლოვდება.
გულმკერდის- მიდამოში ძაღლს აქვს 13 მალა. ნეკნები ეკუთვნის გრძელრ კალისებურ ტიპის ძვლებს, რომლებიც ერთი ბოლოთი უერთება ხერხემალს,ხოლო მეორეთი მკერდის ძვალს. ძაღლს აქვს 13 წყვილი ნეკნი:აქედან 9 წყვილი ნამდვილი ნეკნია, დანარჩენი ცრუ. ნეკნების სიგრძე მატულობს მე-6 ნეკნამდე შემდეგ კი კლებულობს.ძაღლის მკერდის ძვალი გრძელია. სხეულის გვერდებზე მდებარეობს ფასეტები ნამდვილი ნეკნების ხრტილებთან შესაერთებლად.
წელის მიდამოში-7, იშვიათად 6 მალა აქვს.მალის სხეულები საკმაოდ სქელია. წელის მიდამო ქმნის მუცლის დორსალურ ძვლოვან კედელს.
გავის მიდამი-ქმნის მენკის ღრუს დორსალურ ძვლოვან კედელს, ძაღლის გავის ძვალი შედგება 3 მალისაგან.მალების შეზრდა 1 წლის ასაკში მთავრდება.
კუდის მიდამო-ძაღლს კუდის მიდამოში აქვს 20-23 მალა. აქედან პირველი 5 არის ნამდვილი,დანარჩენი ცრუ მალებია.მალების ხვრელი წინიდან უკანა მიმართულებით, თანდათან მცირდება და ბოლოს მთლიანად იხურება

დამატებულია (03.10.2011, 17:08:07)
---------------------------------------------
ძაღლების აღნაგობა და ანატომია
ძაღლი მეძებარი ცხოველია, ამტანი, მომთმენი, ჭკვიანი და სწრაფი. ის, უპირველეს ყოვლისა, სოციალური არსებაა, განსხვავებით კატისგან, რომელსაც მარტოსულობა ახასიათებს.
შეგრძნებები
ძაღლს იგივე შეგრძნებები აქვს, რაც ადამიანს, მაგრამ, მისი შეგრძნებები სიძლიერით ბევრად აღემატება ადამიანისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენსა და მათ წინაპრებს სხვადასხვა მოთხოვნილებები ჰქონდათ.
ყნოსვა
ძაღლებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ. მართალია, ყნოსვითი შეგრძნება ძაღლის სხვადასხვა ჯიშს განსხვავებული აქვს, მაგრამ ყველა მათგანის ყნოსვა გამორძეულია და ჩვენსაზე დაახლ. მილიონჯერ (1 000 000) ძლიერია… მხოლოდ გველთევზასა და პეპელას აქვთ ძაღლზე უკეთესი ყნოსვა. საფრანგეთსა და იტალიაში ძაღლებს, ერთერთი მცენარის, Truffle Fungus-ის საპოვნელად იყენებენ, რომელიც მიწის ქვეშ 30სმ სიღრმეზე იზრდება, ხოლო ნიდერლანდებსა და დანიაში მათ გაზის გაჟონვის ადგილის აღმოჩენაში იხმარებენ. ნებისმიერი ძაღლი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ყველაზე დახვეწილი სუნის საზომი მოწყობილობა, ამიტომ, ბევრ ჯიშს ასაფეთქებელი ნივთიერებების, ნარკოტიკებისა და ადამიანების საძებრად იყენებენ.
როგორ ახერხებენ ძაღლები ამას?
სუნი შედგება განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების მოლეკულებისგან. როცა ეს მოლეკულები ცხვირის შიგნით არსებულ სპეციალურ ყნოსვის მემბრანას მოხვდება, ნერვულ იმპულსებს “სუნის ინფორმაცია” ტვინის განსაკუთრებულ ნაწილში გადააქვს. ყნოსვის მემბრანები ძაღლს უკეთესად აქვს განვითარებული, ვიდრე ადამიანს. ზრდასრული ადამიანის ცხვირში ყნოსვის არეალი დაახლოებით 3 კუბური სანტიმეტრია, ძაღლის დრუნჩში კი საშუალოდ 130 კუბურ სანტიმეტრს აღწევს. ყნოსვის ამ ორგანოს ნაკეცები აქვს ცხვირში შემავალი ჰაერის გასაფილტრად. ამ ფუნქციის შესასრულებლად ძაღლებს გრძელი დრუნჩი განუვითარდათ (გამონაკლისია ბოლოხანს გამოყვანილი “ხელოვნური” ჯიშები). ასევე, ძაღლის ყნოსვით მემბრანაში ბევრად უფრო მეტი მგრძნობიარე უჯრედია, ვიდრე ადამიანისაში. ჩვენ, ადამიანებს, 5 მლნ მგტძნობიარე უჯრედი გვაქვს, ტაქსას – 125 მლნ, ფოქსტერიერს – 147 მლნ და გერმანულ ნაგაზს – 220.

ძაღლს ყნოსვაში დრუნჩის სველი წვერი ეხმარება: ის ხსნის ჰაერში მოფარფატე მოლეკულებს, აკავშირებს მათ ყნოსვის მემბრანასთან და ძველი სუნის ნარჩენებს აქარწყლებს. პიგმენტიც მნიშვნელოვანია ყნოსვაში, თუმცა მისი მუშაობის სისტემა ნათელი არ არის, ვინაიდან პიგმენტი მგრძნობიარე უჯრედებში კი არა, მათ სიახლოვესაა. მიუხედავად ამისა, მაინც მიიჩნევენ, რომ ძაღლის მუქი ფერის ნაზალური მემბრანები და შავი პიგმენტი დრუნჩში შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს ძაღლის ყნოსვით შეგრძნებაში. მეძებარი ძაღლები ადამიანებს ოფლის სუნით ცნობენ. ადამიანის ოფლის სუნი ისევე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი. ძაღლს შეუძლია იგრძნოს ადამიანის “ყნოსვითი იმიჯი”. აგრეთვე, მას აქვს სუნის სხვადასხვა გამოვლინების დედუქციის უნარი, რაც შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე მეტრზე გაჰყვეს კვალს, დააფიქსიტოს იმიჯის ცვლილება და იმასაც მიხვდეს, რა გზით მიდიოდა ადამიანი.
გემო
გემოს შეგრძნება ძაღლს ადამიანთან შედარებით ნაკლებად აქვს განვითარებული. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანის ვეგეტარიანელი წინაპრისგან განსხვავებით, ძაღლები ხორციმჭამელები არიან , რომელიც მსხვერპლს შორ მანძილზე მისდევენ და იმის ჭამას უნდა დასჯერდნენ, რასაც მოინადირებენ.
სირბილი
კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ავაზა ხმელეთზე მცხოვრები უსწრაფესი ძუძუმწოვარია, რომელიც 129 კმ/სთ–მდე სიჩქარეს ანვითარებს (წინა პოსტზე შეცდომა მქონდა). ძაღლის ოჯახის სწრაფი წარმომადგენლები მას ვერ შეედრებიან, თუმცა მგლები დაახლოებით 56 კმ/სთ სისწრაფით დარბიან. სალუკი და გეიჰაუნდი (ძაღლის ჯიშები), რომლებიც საგანგებოდ “მორბენლებად” არიან გაწვრთნილები, 70 კმ/სთ სიჩქარესაც აღწევენ, ასევე რუსული მწევარი 97 კმ/სთ სიჩქარით დარბის.
წყარო:ucnauri.com


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
alekoდრო: ორშაბათი, 03.10.2011, 19:04:23 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, წყარო მიუთითე საიდან დააკოპირე ეს ინფორმაცია? 23

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
AlekoNდრო: ოთხშაბათი, 02.11.2011, 14:09:47 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





1997 წლისთვის მწევრის მიერ დამყარებული რეკორდი შეადგენდა 67,36 კმ/სთ-ს (1994, ავსტრალია).
ეს იყო ძაღლის მიერ ნაჩვენები ყველაზე მაღალი შედეგი სისწრაფეში.
მწევრებს შორის (და ბუნებრივია, ყველა ძაღლს შორის) ყველაზე სწრაფ ჯიშად ითვლება გრეიჰაუნდი.
ვერავითარი სალუქი ან რუსული მწევარი ვერ დაუდგება მას გვერდში.
ასე რომ, რუსული მწევრის ვითომდა 100 კმ/სთ-მდე სისწრაფე, რბილად რომ ვთქვათ სინამდვილეს არ შეეფერება.

დამატებულია (02.11.2011, 13:09:47)
---------------------------------------------
ძაღლის ჩონჩხს რაც შეეხება

იქ სადაც მითითებულია წინამხრის ძვლები(?!), უნდა იყოს მხრის ძვალი (თანაც ერთი).

კანჭი და წვივი სინონიმებია. ან ერთი უნდა ითქვას, ან მეორე. მაგ. წვივის დიდი და მცირე ძვლები.


შეტყობინება დაამუშავა AlekoN - ოთხშაბათი, 02.11.2011, 14:11:10
 
xarataდრო: ოთხშაბათი, 02.11.2011, 16:04:30 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, საინტერესო იყო 39 39 39
 
levani78დრო: სამშაბათი, 03.01.2012, 17:05:25 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რვა თვის სეტერი მყავს და ზრდა არააქვს სიცივის ბრალი ხომ არ არის

შეტყობინება დაამუშავა levani78 - სამშაბათი, 03.01.2012, 17:08:20
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика