23:42:43
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » სხვადასხვა თემები ძაღლებზე » სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი-დათვალიერება (საველე ღონისძიება)
სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი-დათვალიერება
gagrinskiდრო: პარასკევი, 12.08.2016, 23:48:53 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა მეგობრებო, ხვალ სართიჭალის მინდვრებში სეტერ კლუბის ორგანიზებით გაიმართება ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური სეტერების საველე შეჯიბრი-დათვალიერება. შეკრების ზუსტ დროს და ადგილს საღამოს მოგახსენებთ. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია სეტერებს რომლებსაც აქვთ სანადირო მეძარლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბის ან ეფციაის საბუთი. შეჯიბრი გაიმართება 81 წლის წესებით, თუმცა იმ განსხვავებით რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის ძაღლებიც რომლებსაც არ აქვთ საველე დიპლომი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არამხოლოდ მეძებრის მიერ ყნოსვის გამოვლენას, არამედ ჯიშისთვის დამახასიათებელ სტილსა და სისწრაფეს. გამომყვანსა და მეძებარს ექნება განსაზღვრული დრო იმისთვის რომ აჩვენოს ამა თუ იმ ჯიშის სტერისთვის დამახასიათებელი მუშაობა. შეჯიბრზე იმსაჯებენ ნოდარ როსტიაშვილი და გია ადიკაშვილი.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველები ვდებთ 5 ლარს. იმ შემთხვევაში თუ ძაღლი უდიპლომოა და გადის დიპლომზე ის იხდის დადგენილ 10 ლარს და ეს თანხა შედის სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბში.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ დრო და ადგილი დაზუსტდება იმის მიხედვით თუ არმოვაჩენთ მეძებრებისთვის უკეთეს პირობებს.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გია ადიკაშვილს-555 69 43 21

ან მე-დათო კაკულია-577 110 556

გელოდებით, სეზონის გახსნის წინ შევაფასოთ ჩვენი მეძებრების საველე თვისებები.

დამატებულია (12.08.2016, 23:48:53)
---------------------------------------------
ვისაც უნდა დასწრება ან მონაწილეობა-ხვალ დილის 5 საათზე ვიკრიბებით სართიჭალაში წრეზე, იუსტიციის სახლთან.


d.kakulia
 
giohunt1982დრო: შაბათი, 13.08.2016, 08:03:30 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დავით ცოტა ადრე უნდა თქვათ ხოლმე, სულ ცოტა gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gagrinskiდრო: კვირა, 14.08.2016, 10:09:35 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიო ძალიან სწრაფად ფაქტიურად ორ დღეში დაიგეგმა, ტრადიცია არ უნდა დარღვეულიყო, შესაბამისად ვერ მოვასწარით დროულად საზოგადოების ინფორმირება. რაც შეეხება შეჯიბრს ის ჩატარდა სართიჭალის მინდვრებში. ფრინველი საკმაოდ კარგად იყო, მინდვრები იდეალური, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნამკალში კარგად იყო ბალახი და გადამწვანებული იყო იქაურობა.
შეჯიბრში სულ სამწუხაროდ 7 ძაღლმა მიიღო მონაწილეობა, ნიავი არასტაბილური იყო და ჰაერის ტემპერატურაც უკვე 8-ის ნახევრისთვის საკმაოდ მარალი, თუმცა რადგან შეჯიბრია და საუბარია მეძებარ ძაღლებზე ამან ვერ შეგვაჩერა და განვაგრძეთ ღონისძიება.
7 მეძებრიდან საველე დიპლომი აიღო სამმა ინგლისურმა სეტერმა, სამივემ მესამე ხარისხი. რამაზ კენჭიაშვილმა 9 წლის ინგლისურმა სეტერმა ჯუსიმ აიღო 69 ქულა, ნატახტრელი მეგობრის სეტერმა(სახელს გვარს და ძაღლიუს სახელს მოგვიანებით დავწერ) 70 ქულა და ჩემმა ინგლისურმა სეტერმა დაფნიმ აიღო 72 ქულა რითაც მოიგო კიდეც შეჯიბრი.

სიმართლე გითხრათ არ ველოდი დაფნისგან კარგ გამოსვლას რადგან გაზაფხულზე მხოლოდ ერთი გასვლა გვქონდა მინდორში რადგან დართული იყო, შემდეგ უკვე მაკეობა ლეკვები და ასე შემდეგ, ფაქტიურად 2 კვირის წინ მორჩა ლეკვებთან ურთიერთობას. მიუხედავად ამისა ჯერ თურმე ყოფილა ფორმაში 23 ვულოცავ პრიოზიორებს და მადლობა სეტერკლუბს ამ ლამაზი დღისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა ესპანურ კომპანიას ბონ მასკოტას რომელმაც ძაღლის საკვების სახიტ მშვენიერი პრიზები გადმოგვცა.


d.kakulia
 
akson777დრო: კვირა, 14.08.2016, 19:09:03 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1557
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, გილოცავ შენი იგლისური სეტერის წარმატებას. მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა კარგია რომ იგლისურმა მეძებრებმა მოახერხეს შედეგის ჩვენება . წარმატებები თითოეული პრიზორი სეტერის მფლობელს და ასევე შეჯიბრის თითეულ მონაწილე მეძებრის მფლობელს!

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - კვირა, 14.08.2016, 19:09:34
 
giohunt1982დრო: კვირა, 14.08.2016, 20:14:08 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, ძაღლების სიმცირე ცუდია, მაგრამ მაინც კარგია რომ ჩატარდა ასეთი შეჯიბრი!
შენ და დაფნის კი კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას მე და ბრუნო! gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
oxotnik42დრო: კვირა, 14.08.2016, 22:25:04 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, 10 გილოცავ ჯიმა..წარმათებები ოთხფეხა მეგობართან ერთად 39 39

d.gvilia
 
solomonდრო: კვირა, 14.08.2016, 23:54:00 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, კარგია გილოცავთ!
giohunt1982, მალე შენზე და ბრუნოზე მოგველოცოს! 166
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » სხვადასხვა თემები ძაღლებზე » სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი-დათვალიერება (საველე ღონისძიება)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика