01:25:05
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » სხვადასხვა თემები ძაღლებზე » რა უნდა იცოდეს ახალგაზრდა მონადირემ, რომელსაც ძაღლი აყავს (მონადირე ძაღლები, საბუთები, კითხვები)
რა უნდა იცოდეს ახალგაზრდა მონადირემ, რომელსაც ძაღლი აყავს
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 13.04.2016, 14:20:57 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა მეგობრებო, ამ თემაში ვეცდები მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ. გთხოვთ ნუ გააოფებთ ისეთი შეკითხვებით რომელზეც პასუხი უკვე არის გაცემული

დამატებულია (13.04.2016, 12:23:07)
---------------------------------------------
1-ყოველთვის ეცადეთ აიყვანოთ ლეკვი იმ დართვიდან რომელიც არის რეგისტრირებული სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის კლუბში(იგივე მაჩაბლის კლუბი)

2-თუ ლეკვი ჩამოგყავთ სხვა ქვეყნიდან მეპატრონეს წინასწარ შეუთანხმდით რომ ლეკვს გამოაყოლოს საგვარეულო ნუსხა და ვეტ-ფურცელი რომელშიც მოცემული იქნება ყველა ის აცრა და წამალი რომელიც ლეკვს უკვე გაუკეთდა.

3-თუ ყიდულობთ ლეკვს რომლის მშობლებს აქვთ ეფციაის საგვარეულო, აუცილებლად მოითხოვეთ ის, ასეთი საბუთის მქონე ძაღლის რეგისტრაცია შესაძლებელია ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბშიც.

4-ლეკვის შეძენამდე კარგად გაეცანით მის საგვარეულოს-არასოდეს არ ენდოთ სიტყვებს მაგარი მონადირეა და მინდორში გაჩვენებ, რადგან თუ თქვენ გამოუცდელი ხართ ვერ მიხვდებით რა არის ამა თუ იმ ჯიშისთვის თანდაყოლილი თვისება, რა შეცდომებს უშვებს და აქვს თუ არა მშობლებს ნაკლი

5-ლეკვის აყვანის წინ კარგად დააკვირდით მას, წაიკიტხეთ ჯიშის სტანდარტი, განსაკუთრებით დააკვირდით ზურგის ხაზს და უკანა ფეხებს რათა თავი დაიზღვიოთ დისპლაზიისგან და სხვა ნაკლოვანებებისგან. პოინტერების შემთხვევაში დააკვირდით ასევე კუდს, არ ქონდეს გადატეხილი, დრატჰაარის შემთხვევაში უნდა მიაქციოთ ყურადღბა ყურის ბოლოებს-სასურველია ქონდეს ე.წ. ბახრამა ანუ რბილი ბეწვი პატარა თივთივაკივით. თუ 3 თვისაა დრატჰაარის ლეკვი ნუ შეგასინებტ ის რომ შესაძლოა ულვაში ქონდეს გაპუტულივით რადგან ამ ასაკში იცვლიან ზოგ შემთხვევაში ულვაშს.

დამატებულია (13.04.2016, 12:28:52)
---------------------------------------------
6-დააკვირდით კარგად კბილებს, არასწორი კბილთაყრა ავტომატურად იწვევს ძაღლის დისკვალიფიკაციას

7-შეისწავლეთ მისი საგვარეულო, ნახეთ რამდენი საველე დიპლომი აქვთ მათ წინაპრებს, კითხეთ სექციის თავმჯდომარეებს რა მოსწონდათ ლეკვის წინაპრებში საველეს მხრივ და რა არა.

8-ჩემი რჩევაა, მოითმინეთ ერთი წელი დაესწარით საველეებს და ამის მიხედვით შეარჩიეთ თქვენი მომავალი ლეკვის მშობლები

დამატებულია (13.04.2016, 14:17:12)
---------------------------------------------
სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბი მდებარეობს თბილისში სამთო ქიმიის შენობაში პირველ სართულზე, მარტივად რომ მოხვდეთ უნდა შეხვიდეთ სანაპიროს მხრიდან.

კლუბის თავმჯდომარე დავით ცხვედიანი, დათო ითავსებს ასევე კურცჰაარების სექციის თავმჯდომარეობას, დროებიტ პოინტერებისაც-599 76 83 16

სეტერების სექცია-თავმჯდომარე გია ადიკაშვილი-555 69 43 21

დრატჰაარების სექცია-თავმჯდომარე რამაზ კენჭიაშვილი-577 45 58 57

მდევრების სექცია-ალეკო მიშელაშვილი-558 14 31 54

ახლა გაქვთ სრული ინფორმაცია, ასე რომ სანამ ძაღლის დართვას გადაწყვეტთ, ჯიშის მიხედვით შეათანხმეთ სექციის თავმჯდომარესთან, თუ ვერ უკავშირდებით დაურეკეთ კლუბის თავმჯდომარეს.

აქვე დავწერ, ძალიან ხშირად ვაწყდები ამ ფორუმზე მათ შორის კითხვას რა ასაკიდან შევაჯვაროთ ძაღლი?-ძუს და ხვადის შემთხვევაში ძაღლის დართვა უნდა მოხდეს როდესაც ისინი მიაღწევენ სრულ 2 წელს.

დამატებულია (13.04.2016, 14:20:57)
---------------------------------------------
კიდევ ერთი დეტალი რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება-ძუზე შეიძლება დაუშვან რომ არ ქონდეს საველე დიპლომი ძირითადად მგეშავის მიერ გაწეული არასათანადო მუშაობის გამო(გაკიდება, დაუმორჩილებლობა) მაგრამ ქონდეს კარგი საველე მონაცემები, აი ხვადის შემთხვევაში ეს დაუშვებელია. თქვენ თავად არ უნდა მოგინდეთ ლეკვი იმ ხვადისგან (ჩვენი სისხლის ძაღლებს ვგულისხმობ)რომელსაც საველე დიპლომი არ აქვს.

გარანტია ლეკვის შემთხვევაში ზოგადადა რომ ავიღოთ არც საველე დიპლომია მისი წინაპრების და არც ექსტერიერის შეფასება, მაგრამ!!!-ის არის გარანტია იმისა რომ მას გენეტიკურად აქვს საველე მონაცემები რომელიც სწორი გეშვის შემთხვევაში ან ბოლომდე გამოვლინდება ან ნაწილობრივ-დამოკიდებულია მგეშავის სწორ მიდგომაზე.


d.kakulia
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 13.04.2016, 20:25:06 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მშვენიერი თემაა! რაც უკვე პასუხგაცემულია გაგრინსკის პოსტში ისეთ კითხვებს ნუღა დასვავთ! და დანარჩენი კი ბატონო!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bashiachukiდრო: ოთხშაბათი, 13.04.2016, 20:26:31 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166 10 ,მე მგონი საკმაოდ სრულყოფილად და ლაკონურად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი.

cercva
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 13.04.2016, 21:43:35 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა შენი კითხვა გადატანილია აქ: http://www.bazieri.ge/forum/128-1118-3

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » სხვადასხვა თემები ძაღლებზე » რა უნდა იცოდეს ახალგაზრდა მონადირემ, რომელსაც ძაღლი აყავს (მონადირე ძაღლები, საბუთები, კითხვები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика