16:43:11
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » სხვადასხვა თემები ძაღლებზე » თავისუფალი თემა ((ყველაფერი მონადირე ძაღლებზე))
თავისუფალი თემა
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 04.03.2015, 19:21:34 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემა თავისუფალია და მონადირე ძაღლების შესახებ ნებისმიერ საკითხს დაეთმობა. ისეთი პოსტები რომლებიც კონკრეტულ თემას გააოფებენ აქ შეგიძლიათ დაწეროთ!
მხოლოდ ერთი გამონაკლისი წესი: არანაირი შარიკა ქოფაკიშვილები! ანუ არანაირი მეტისები, არც განხილვა და არც ფოტო!!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 17:17:30 | შეტყობინება # 201
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni, იმ ძუს პატრონის ადგილზე ნამდვილად არ ვისურვებდი ყოფნას რომელიც იაქტიურებდა რაიმე სახით,დართვები თაობაზე.აქ ისეთი რამეები დაიწერება რომ შეიძლება ჭკუიდან შეძრას ადამიანი.შორს არ წავალ,სულ ცოტა ხნის წინ გიგას რომ უნდოდა (ეხლა უკვე ჩემი ლეკვის) გასხვისება,იმ ფასად რაც რომ აცრები,საბუთები და ჭამა დაუჯდებოდა მაგ ასაკამდე მიყვანა ნებისმიერ ადამიანს,რომელმაც რომ იცის ძაღლის მოვლა,რა რეაქციებიც მოყვა გემახსოვრება.ზოგს რომ 1000$ იანი ლეკვი აჩუქო ერთ ტომარა საკვებში,პრემიუმ კლასის საჭმელს კი არ მოგიტანს,რაღაც დაპრესილ ნაცარს იყიდის.ერთს ჩემი მეგობრიდან დრთჰაარის ლეკვი ვაჩუქე,ლეკვის ყიდვას აპირებდა და ვუთხარი,ჯიგრულ პონტში ერთი მეშოკი საჭმელი ჩავუტანოთთქო(ჩვენი ინიციატივით და არა ლეკვის პატრონის თხოვნით),რომ ჩავედით და საბარგულს ავხადე,ლამის სირცხვილით დავიწვი,ქოფაკსაც არ შევაჭმევ მე იმას.თავის შინაურთან უთქვია მერე რომ,თემომ მაგარი ლეკვი მაყიდინაო,შუა ხანს გადაცილებულია თორე დასაჩინჩლი გამიხდებოდა,ლეკვს ვართმევდი საერთოდ.
ერთი კი იმისი რჩევის მიცემა შემიძლია ყველასთვის ვისაც რომ ლეკვის აყვანა უნდა:აუცილებლად ნახონ მინდორში ლეკვის მშობლები და ისე აიყვანონ ლეკვი(ისიც იმ შემთხვევაში თუ ძაღლის რეალური მუშა ხარისხის დანახვა შეუძლია,ან ამის დამნახავი წაიყვანონ).არის ძაღლები,ჩამოყვანილი,აბორიგენული ასე რომ ვთქვათ და ჩამოსაყვანიც,რომლის შთამომავლობასაც აფსოლიტურად ლეკვისთვის რეალური ფასი ადევს,მაგრამ ამ ძაღლების მინდორში გაყვანის შემდეგ,მათი ლეკვების ფასი მესამედზე ეცემა.აიყვანს უნახავად და იმედების გაცრუების ძალიან დიდი ალბათობაა.
ხომ მოგეწონა ეგ ბურძგლა,რომელთანაც ინადირე.ეხლა ხომ აღარ დაგენანება გადახდილი თანხა მაგ დართვაში,იმიტომ რომ მონადირე ხარ და მუშა ხარისხით ხარ დაინტერესებული,ისე ხსნი ძაღლს;ცხვირი,სისწრაფე,სტილი,დამჯერებლობა,მუხლიც კარგი ქონდაო.ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ექსტერიერებში ფულების გადახდა(ესაც მნიშვნელოვანი კომპონენტია),იმასაც დავამატებ რომ ერთხელ ერთმა მართლაც მცოდნემ მითხრა:თუ არ დაიკიდებ როგორი აქვს ძაღლს ყური,კუდი და სხვა რაღაცეებიო,მანამდე მაგარი ძაღლი ვერ გეყოლებაო.იმას ის კი არ უთქვამს რომ ზომბი თუ იქნება დაიკიდეო,უბრალოდ მუშა ხარისხის პირველ ადგილზე წამოწევას უნდა მივეჩვიოთ.
წინა პოსტებში დავწერე რომ საველე გამოცდის ევროპულ წესებზე უნდა გადავიდეთთქო და მატონმა დავითმა კითხვა დამისვა რატომო,იმიტომ რომ დღევანდელი დღისთვის არა გვაქვს ჩვენ მუშა სტანდარტი.
უძაღლოდ არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს მყოლია ცუდი ძაღლი,ყოველთვის მჭირდებოდა დაგეშვის პროცესში გაზაფხულზე,ლეკვის მინიმუმ 10 ჯერ გაყვანა მაინც რომ ძებნა დაეწყო და მერე ვიწყებდი დაგეშვის პროცესს,მაგრამ ეხლა 99,9% დარწმუნებული ვარ რომ ლეკვის პირველივე კონტაქტი ფრინველთან ნაბულით დაიწყება და ის ათი გაყვანის ხარჯები თავიდან აცილებული მაქვს.ლეკვის მყიდველის პოზიციიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელო,ხომ მირჩევნია მუშა სისხლში 200 ლარით მეტი გადავიხადო და არც ის ათი დღე დავკარგო ფუჭად და არც თანხა.
ქრომოსომას აქვს ძალიან დიდი რესურსი,ჩაიწეროს ცოცხალი ორგანიზმის მიერ განვლილი ცხოვრების წესი,ეს ინფორმაცია ინახება იგივე მონაცემებთან ერთად,როგორიც არის სიმაღლე,ფერი და სხვა დანარჩენი.შემდეგ გადაეცემა მომავალ თაობას.ამას იმიტომ ვწერ რომ,ძაღლი რომელიც ჩამოიყვანეს და მთელი ცხოვრება იტალიურ ეზოში არის გაშვებული და მას მინდორთან სისტემატიური შეხება არ აქვს,ის ყოველთვის იმაზე დაბალი ხარისხის შთამომავლოვას მოგვცემს,ვიდრე მას შეეფერება.ასეთი ძაღლიდან ლეკვის აყვანას მირჩევნია ადგილობრივი ავიყვანო,რომლისგანაც რომ მეპატრონემ მუშა ხარისხის მაქსიმუმი მიიღო,ასეთი ძაღლი თავისზე უკეთეს შთამომავლობას დატოვებს.
იმედი მაქვს თავი არ მოგაბეზრეთ და ტყუილადაც არ დამიწერია.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 18:46:05 | შეტყობინება # 202
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
იმიტომ რომ დღევანდელი დღისთვის არა გვაქვს ჩვენ მუშა სტანდარტი.

ეგ არგუმენტი არაა თემო, მაგ ამბავს უფრო გავრცობილი და დაწვრილებითი პასუხი სჭირდება.
შევცვალოთ კი ბატონო, მარა ალტერნატივა შემოგვთავაზოს ვინმემ, იქნება ძალიანაც მოგვეწონოს და სიხარულით შევცვალოთ.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 19:40:45 | შეტყობინება # 203
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, დავიწყე წერა და წავშალე ისევ.ვფიქრობ რომ საგამოცდო წესების ცხრილს თუ ატვირთავთ,თავისუფლად დავამტკიცებ არსებული წესების აბსურდულობას.მიუხედავად იმისა რომ დილეტანტზე ოდნავ მეტი ვიცი ამ საქმეში.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 20:41:45 | შეტყობინება # 204
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ამ ცხრილზე ამბობ???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 21:52:59 | შეტყობინება # 205
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დავიწყოთ ყნოსვით

დამატებულია (22.02.2017, 21:29:45)
---------------------------------------------
;რატომ უნდა შეფასდეს ძაღლი მაქსიმალური ქულით თუკი მან ფრინველი იყნოსა და გაპარული ფრინველი 15 ანდა 20 მეტრში ამოაფრინა,მიტანების ხარჯზე.რა გამოდის ამით რომ უფრო შორი ყნოსვა აქვს ვიდრე იმ ძაღლს,რომელმაც ფრინველი თავისი ყნოსვის სიზუსტიდან გამომდინარე,ფრინველი ისე დაამუშავა რომ გამომყვანის მისვლისას ფრინველი განაბული მდგომარეობიდან,ეგრევე ამოაფრინა(ანუ ამოვიდა) სამ მეტრში.

დამატებულია (22.02.2017, 21:33:39)
---------------------------------------------
რა არის ყნოსვის სიმაღლე?რატომ უნდა დაუწეროთ პოინტერს უფრო მაღალი შეფასება ვიდრე სეტერს,თავისი დამახასიათებელი ნაბულის სტილიდან გამომდინარე.
[img]http://[/img]

დამატებულია (22.02.2017, 21:34:00)
---------------------------------------------
საუკეთესო არ არის მაგრამ გასაგებია ალბათ.

დამატებულია (22.02.2017, 21:44:34)
---------------------------------------------
ეხლა დამუშავებას რაც შეეხება და სტილს,სადაც ორივეგან გვხვდება ახლო მიწევა და მიტანება(ანუ რა გამოდის;ძაღლს ორჯერ უფასებენ ერთსა და იმავე მახასიათებელს),როცა რომ ჩემზე ბევრად მცოდნეებისგან ვიცი რომ მიტანება არასწორი ნაბულის გამოსწორებაა,ძაღლმა არ იცის ფრინველის დამუშავება და ნაბულზე დგება,ფრინველი კი 15 მეტრში თავისთვის კენკავს და სკლინტავს,როცა რომ ძაღლმა ის ისე უნდა დაამუშაოს რომ ფრინველი გაინაბოს და რაც უფრო ახლოს ამოფრინდება განაბული ძაღლიდან ფრინველი,მით უფრო მაღალი ქულებით უნდა ფასდებოდეს ძაღლი,აქ არის ზუსტად ძაღლის გაწაფულობა და გონიერება მნიშვნელოვანი,რა საჭირო იყო ამის კიდევ ცალკე გამოყოფა ძაღლის მომზადებაში.

დამატებულია (22.02.2017, 21:51:06)
---------------------------------------------
დაბოლოს:ყველა ძაღლი უნდა ეძებდეს,ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების შესაბამისად და პოინტერი შეფასებას ვერ უნდა იღებდეს,თუ ის მინდორში ნელი ნავარდით ეძებს მინდორში,ჩორთზე გადასვლით.სხვა ყველაფერში რომ უმაღლესი ქულები აიღოს ძაღლმა მეორე ხარისხის დიპლომს მაინც აიღებს.პოინტერი რომელიც დრათჰაარივით ეძებს.
შEიძლება ყველაფერი იდიალურად ვერ ჩამოვაყალიბე მაგრამ,რაღაც დონეზე გასაგები არის მგონი.

დამატებულია (22.02.2017, 21:52:59)
---------------------------------------------
და ნაბულს რისი მიხედვით აფასებენ ეგ ნამდვილად ვერ გავიგე ამდენი წლებია და ვინმემ ეგება ამიხსნას.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - ოთხშაბათი, 22.02.2017, 21:26:17
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 08:32:17 | შეტყობინება # 206
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
რატომ უნდა შეფასდეს ძაღლი მაქსიმალური ქულით თუკი მან ფრინველი იყნოსა და გაპარული ფრინველი 15 ანდა 20 მეტრში ამოაფრინა,მიტანების ხარჯზე

უმეტეს შემთხვევაში ექსპერტიც და გამომყვანიც ხვდება გაპარული ფრინველი ამოიყვანა ძაღლმა და ამის ხარჯზე გამოჩნდა მანძილი თუ არა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 11:13:12 | შეტყობინება # 207
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, პირველრიგში ძაღლებიაო შესაცვლელი ესე ითქვა, ამ ძაღლებითრაც აქ გვყავს მზგავს ვერაფერს ვერ აცჰვენებ რაც ფცა ს ცესებით მოითხოვება( თუმცა იყო გამონაკლისი მგონი რუსეთში რომელმაც მიიგო შეფასება) ანუ საქმისადმი სწორად მიდგომაა საჭირო დზაგლში ენერგიის ჩადებაა საჭირო უფრო მეტი, ბევრი ცოდნის მიგებაა საჭირო ევროპულიმოშენების და მისი წესების შესახებ და ჩემიაზრიტ ყველაფერი შესაძლებელია.და რაც მთავარია ძაღლმა უნდა სეგიწყოს ხელი ანუ ის უნდაიყოს ისსს გენი და როგორც ზემოთ ითქვა ქრომოსომიდანვე უნდა მოზდევდეს ბევრი რამ.
ზოგს მოეწონება ზოგს არა ზოგი მიიღებს ზოგი არა ზოგი რამეს დაიწუნებს ზოგი არა ზოგს პატარაყანაში ნადირობა და მომპოვებლობა ურჩევნია ზოგს ძაღლის მაქსიმუმის დანახვა. რავიცი რავიცი. უბრალოდ გიგასავით და რამოდენიმე კაცივით ბევრს არგაუმართლა და სედეგი ვერ აჩვენა შეიძლება და მაგიტომ არის შეიზლება ამდენი უარყოFითი აზრი ამ ფცა ს სტანდარტებზე ტორემ კარგი დაყენებული ძაღლით დიდ გაშლილ სივრცეში ნადირობას რა ჯობია. ალბათ დანარჩენს დრო გვიჩვენებს რაც ყველაზე დიდი გამომცდელია და მერე სეიძლება ვინმემ უკან მოიხედოს და თქვას აქამდე სადვიყავიო ზოგმა რათქვას და ზოგმა რათქვას კიდე
 
Maverickდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 11:25:30 | შეტყობინება # 208
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote simoni ()
მაგიტომ არის შეიზლება ამდენი უარყოFითი აზრი ამ ფცა ს სტანდარტებზე


პირადად მე ვერც ერთმა (უარმყოფელებმა) კონკრეტული არგუმენტი ვერ დამისახელეს, რატომ ჯობია 1981 წლის წესებით ძაღლის გამოცდა, ფცი-ის სტანდარტს
ან კონკრეტულად რას უწუნებენ ევროპული მოშენების ძაღლებს
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 11:34:44 | შეტყობინება # 209
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, ცოტახანში ტუ ცოცხალი ვიქნები ამ მთავრობისხელში და შესაძლებლობა მექნება მეც ვაპირებ ევროპული მოსენების ძაღლის გაზრდას ასერომ დროა საჩირო და ვისთვის ესდრო დიდიხანი იქნება ვისტვის ცოტახანი. ალბატ იმითომ რომ ყავთ დზაგლები და რომ არეყოლებათ თუ უკეთეს დაინახავენ სხვამოსენების ძაღლებში გაზდიან და თუ ვერ დაინახავე ისევ ისეთებს გაზდიან რაცყავთ და გვყავს და იმიტაც კმაყოპილები იქნებიან. მერე ზოგი ფიქრობს მე მარტო სანადიროდმინდა და არმაინტერესებს ეს გესვა და ძაღლისდაყენება და ასე როგორც ხდებახოლმე მერე რავი ათასი კაცია და ყველას ტავის სეხედულებააქვს ზოგს სესაძლებლობა და რავი კიდე რაჩამოთვლის. მე მაგალითად ალალად გეთყვი ეხლა ისემაქვს მდგომარეობა რაცმყავს რამის ესეჩ "თემურ წიქორიძეს" წაუყვანო თავშესაფარში მაგჭკუაზე დავდგე მგონი.(ვხუმრობ) კიდევ ერთხელ ვიტყვი დროა საჭირო რა და ესდრო ზოგისთვის მალე იქნება და ზოგისტვის გვიან
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 13:30:49 | შეტყობინება # 210
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, (ვიცი გიო რასაც ამბობ,და რასაც დავწერ ეგაც იცი)გიო ჩვენ ვსაუბრობთ მონადირე ძაღლის საველე გამოცდაზე.დამერწმუნე რომ ნებისმიერი მონადირისთვის ყნოსვის მანძილზე გაცილებით მნიშვნელოვანი ყნოსვის სიზუსტეა.რაც ზემოთ დავწერე შენთვის და ჩემთვის არ დამიწერია,არც იმათთვის ვინც რომ აქტიურობს,ჩვენ ყველამ რაღაც დონეზე ვიცით რაზე არის საუბარი.ამას ჩვენ ყველა ვწერთ იმათ გამო,ვინც რომ არ იცის რა ხდება რეალობაში და ვთავაზობთ ცოდნის ამაღლებას,ჩართულობას საკითხის მიმოხილვაში,ვინტერესდებით მათი აზრით თუ როგორ ჩანს რეალობა გვერდიდან.

დამატებულია (23.02.2017, 12:54:14)
---------------------------------------------
აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ რაღაც დრიოს წინ მქონდა ამ თემაზე საუბარი(პირადში იყო ეს ან ფორუმში) ბნ დავით ცერცვაძესთან და გამოვთქვი ჩემი აზრი იმის თაობაზე,რომ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასათვის,შექმნილი ბაზა,სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებდა საკუთარი კომპიუტერიდან შესვლას და მოძიებას,ნებისმიერი ინფორმაცისას,ძაღლებისა და დართვების შესახებ,საველე გამოცდების შესახებ,ექსპერტების შესახებ და საერთოდ ყველაფერზე,რაც რომ სჭირდება მონადირეს,ძაღლის მფლობელსა თუ აყვანის მსურველს.

დამატებულია (23.02.2017, 13:30:49)
---------------------------------------------
simoni,FCI წესებზე რომ გადავიდეთ ხვალ,ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ იმაზე ბევრი ძაღლი აიღებს შეფასებას,ვიდრე დღეს ეს ხდება,ან გამორიცხული კი არ არის რომ სწორი მომზადების შემთხვევაში რომელიმე ჩვენთაგანის ძაღლმა შეფასება აიღოს.ევროპულ წესებზე გადასვლა პირველ რიგში იმით არის კარგი რომ,მკაცრი წესები აქვს თუნდაც ძაღლების დართვის საკითხში,ნებიმიერი მომშენებელი პრინციპულად უყურებს თავის ავტორიტეტს,ბრაკი და ფარჩაკი ლეკვები დღის შუქს ვერ ნახულობს.გავანებოთ თავი საველე გამოცდას და გაზაფხულზე მოიწვიონ ყველა საბუთიანი ძაღლი დათვალიერებაზე,უმრავლესობა დასაბრაკი გახდება,მოტეხილი კუდები,არასწორი თანკბილვა და არასწორი განვითარება მთლიანობაში,ძალიან ბევრი ძაღლი მყავს ნანახი რუდიმენტებით,რომელიც შესაძლებლობისთანავე უნდა გასტერილდეს,ჰუმანურად რომ ვილაპარაკოთ.ინვალიდ ძაღლებზე ვინ იძლევა ამ საბუთებს?????????ვინ ყიდის ამდაგვარ ლეკვებს??????გაყიდის მხოლოდ ის ვინც დარწმუნებულია რომ საბუთებს მისცემენ.სხვანაირად არავის არ აწყობს შელახოს ტავისი ძაღლის სახელი როგორც მწარმოებლისა.ზემოთ აზრიც გამოითქვა შესაბამისი კვალიფიკაცია არ გაგვაჩნიაო.თუ ასე მივუდგებით საკითხს არც 1000 წლის მერე გვექნება შესაბამისი კვალიფიკაცია.მოვიწვიოთ მსაჯები ევროპიდან და იმათ განვასჯევინოთ ჩვენი ძაღლები,შემდეგისთვის რომ ლეკვის აყვანას გადავწყვეტავთ,რეალურ დროში შეფასებული ძაღლებიდან გვეყოლება ლეკვები,როგორც ექსტერიერის თვალსაზრისით,ისე მუშა ხარისხით.
მაგრამ პრობლემა აქ თვითოეულ ჩვენთაგანშიც არის;ამას წინათ განცხადებას ვკითხულობდი,სადღაც 6-7 თვის ლეკვზე წერდა ვიღაც,დაგეშილიაო იმაზე და ამაზეო,მწყერიც ეწერა სხვათა შორის,შე დალოცვილო შენა ვინც არ უნდა იყო,სამი წლის ძაღლით ვეძებდი მწყერს და ლიმიტი ვერ შევასრულე ვერცერთხელ,შEნ სამი თვის ლეკვზე(სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს მაგ ასაკის იქნებოდა) როგორ ამბობ მწყერზე დაიგეშაო.კიდევ ბევრჯერ მინახავს ისეთი განცხადება,წმინდა სისხლისო.დალაილამამ დაყარა თუ საიდან არის წმინდა?ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ იყიდება ეს ბრაკი ლეკვები,იმიტომ რომ საბუთები გასცეს მათზე და ვერაფერში შეედავები "მომშენებელს".ევროპაში კიდევ ყველა მსაჯიც და ექსპერტიც უფრთხილდება თავის სახელს და რეალურად ხდება ყველაფერი.იმის გამო რომ დიპლომებს არიგებს ადვილად და ასე რომ ვთქვათ მომშენებლების წისქვილზე ასხავს წყალს და მაგის გამო ხშირად მსაჯობს 25 ლარად,არავინ იქცევა იქ ასე.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 13:46:27 | შეტყობინება # 211
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote simoni ()
უბრალოდ გიგასავით და რამოდენიმე კაცივით ბევრს არგაუმართლა და სედეგი ვერ აჩვენა შეიძლება და მაგიტომ არის შეიზლება ამდენი უარყოFითი აზრი ამ ფცა ს სტანდარტებზე ტორემ კარგი დაყენებული ძაღლით დიდ გაშლილ სივრცეში ნადირობას რა ჯობია.

არც არფერი არ სჯობი სიმონ. ან როდის ვთქვი, რომ ეფციაის სტანდარტი არ ვარგა მეთქი?.
იმას თავისი სტანდარტი აქვს და ამას თავისი!, მაგრამ 81-წლის სტანდარტი რატომ უნდა ჩავანაცვლოთ ეფციასი სტანდარტით ეს ვერ გავიგე!
ორივე რომ არსებობდეს რა, არ შეიძლება?
აქ იყო ნახსენები, რომ მუშა სტანდარტი არ გვაქვს დღესო, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები!
რას ვეძახით მუშა სტანდარტს? თუ იმას ვეძახით, როცა 81-წლის წესებით დიპლომირებული ძაღლი სწორ და სტაბილურ საველე თვისებებს ავლენს შემდგომ, ანუ საველე გამოცდის გარეთ, ნადირობისას, თუ აჩვენებს ჯიშის შესაბამის სტილს და ყნოსვას. მაშინ ძალიანაც მუშა ყოფილა ეს სტანდარტი ხო?! gimili
სწრაფი და ფართო ძებნის ნებისმიერი ძაღლი, დასავლეთის და კერძოდ გურიის პირობებში, ჩამოვა ჩვეულებრივი მეძებრის დონეზე!
რადგან აქ ფიზიკურად არ არის სათანადო სავარგული და შესაბამისად ვერ აჩვენებს ეს ძაღლი იმას რაც მოსდგამს ჯიშით, ვგულიხმობ ფართო ძებნასა და სისწრაფეს.
ძალიან მომწონს ფართო პარალელებზე ქარივით მქროლავი სეტერის მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში მეც მეყოლება ასეთი ძაღლი, რომლის მუშაობითაც მარტო ჯავახეთში ან კახეთში დავტკბები.
მიმიხვდი? 81-წლის წესებითაც უჭირს ხალხს ძაღლის დაგეშვა და ახლა ჩვენ არიქა და ეფციაის სტანდარტი მივიჩნიოთ სამყაროს ცენტრად, არ გამოვა ასე!
იმ დედა ნატირები ახალი კანონისა არ იყოს, რომ მოგვთხოვეს არიქა და სანადირო მეურნეობა შექმენი და იქ ინადირეო, ის კი არ უკითხავთ, უმუშევარმა და სოციალურად დაუცველმა კაცმა, როგორ უნდა მოახერხო ეს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 13:48:45 | შეტყობინება # 212
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ მინდა ვინმეს ძაღლი კადრში ცუდათ მოხვდეს ნამდვილად და თუ შეგიძლიათ რომ დადოთ,საქართველოში ჩატარებული საველე გამოცდის ვიდეო.შმდეგ დავდებ ევროპაში ჩატარებულ საველეს და კითხვაზე პასუხიც ნათელი გახდება,თუ რით სჯობს.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 13:51:57 | შეტყობინება # 213
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
,უმრავლესობა დასაბრაკი გახდება,მოტეხილი კუდები,არასწორი თანკბილვა და არასწორი განვითარება მთლიანობაში,ძალიან ბევრი ძაღლი მყავს ნანახი რუდიმენტებით,რომელიც შესაძლებლობისთანავე უნდა გასტერილდეს,ჰუმანურად რომ ვილაპარაკოთ.ინვალიდ ძაღლებზე ვინ იძლევა ამ საბუთებს?????????ვინ ყიდის ამდაგვარ ლეკვებს??????

ეგ სულ სხვა ამბავია თემო და გეთანხმები! ამის გამოსავალი ჩემი აზრით ახალ სისხლებშია! ოღონდ ძაღლებში კი არა, არამედ ექსპერტებში! gimili

დამატებულია (23.02.2017, 13:51:57)
---------------------------------------------

Quote kucuna1 ()
თუ შეგიძლიათ რომ დადოთ,საქართველოში ჩატარებული საველე გამოცდის ვიდეო.შმდეგ დავდებ ევროპაში ჩატარებულ საველეს და კითხვაზე პასუხიც ნათელი გახდება,თუ რით სჯობს.

აზრი არ აქვს მასეთ შედარებას თემო არანაირი! ჯიპი და ფერარი რო შეადარო ეგეთი რაღაცაა და რა აზრი აქვს? gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 14:05:52 | შეტყობინება # 214
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამი თვის ლეკვზე როგორ ამბობ მწყერზე დაიგეშაო - ადრე ასწავლა "სტოიკა" და მერე ადვილად "დაიგერშა".
რომელ FCI ან 80-იანი წლების სტანდარტებზეა ლაპარაკი, როცა ეს არის ჩვენი დონე (ბოდიში ყველასთან). არანაირად არ ვეწინააღმდეგები ახალ სტანდარტებს,პირიქით მეტი სიახლეა საჭირო ცოდნის გასაღრმავებლად მაგრამ 80-იანი კიარა თუ გინდა 30-იანი წლების სტანდარტებით შეფასდეს, ოღონდ რეალური და ობიექტური იყოს . ადრეც იყო საუბარი, მე-3 ხარისხის დიპლომისთვის საკმარისია ჰორიზონტამდე არ გაეკიდოს ფრინველს და რაზე ვლაპარაკობთ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ხუთშაბათი, 23.02.2017, 14:08:19
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 14:09:08 | შეტყობინება # 215
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giohunt1982 ()
აზრი არ აქვს მასეთ შედარებას თემო არანაირი! ჯიპი და ფერარი რო შეადარო ეგეთი რაღაცაა და რა აზრი აქვს?

მაპატიე გიო მაგრამ,მე ამას უფრო "მასკვიჩისა" და ფერარის შეჯიბრს დავარქმევდი.

დამატებულია (23.02.2017, 14:09:08)
---------------------------------------------

ოღონდ ამ შემთხვევას არ ვგულისხმობდი


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 14:14:48 | შეტყობინება # 216
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორი "კლიენტურაც" ვართ, ისეთი ლეკვები საღდება. ვინ გაასტერილებს ძაღლს, როცა ლეკვის აყვანისთანავე 3-4 ბუდობის კლიენტურა ყავს შეგულებული.

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
gagrinskiდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 15:21:56 | შეტყობინება # 217
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა 81 წელი და რა ფილდ ტრაილი როცა ორ რადიკალურად განსხვავებულ ჯიშს აჯვარებენ დღემდე საქართველოში??? ვის რა უნდა მოსთხოვო როცა 95 % აზრზე არაა რისთვის აყავს ესა თუ ის ჯიში და ნადირობის ეთიკა არ გააჩნია???!

81 წლის წესებით გამოცდა რომ შესაცვლელია და მოსარგები ჩვენს პირობებზე ეს ფაქტია, მაგრამ ამას უნდა ენთუზიაზმი, მხარდაჭერა, კვალიფიკაციის ამაღლება, სემინარებზე სიარული და ასე შემდეგ...

ფრინველი გაიპარა-ამაზე არსებობს ძალიან ბევრი შეხედულება-ევროპელების თიტქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამტკიცებს რომ შენ ტუ არ ხედავ რატომ ამტკიცებ რომ გაიპარა(ვეთანხმები) ევროპული წესები უფრო ახლოსაა პრაქტიკულ ნადირობასთან(რაც უფრო ახლოს აკეთებს ფრინველთან ნაბულს, მით უფრო მისაღებია ხო? -იმიტომ რომ კარგად მოემზადო გასროლისთვის არ იტანჯო, ცალი ხელით ძაღლს არ ეხვეწო და 1015 20 მეტრი არ იარო უაზროდ დაძაბულმა.

ჩემს მაგალიტზე გეტყვით-ინგლისური დავრთე სულ 2 ჯერ 5 წლის განმავლობაში, პირველი დართვა ვანო დონჯაშვილის ჯიმისთან-ვინც მიხედა არ დაიზარა კარგად დაგეშა, არ ვტრაბახობ ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც მონადირე ძაღლებით. ხაზ გასმით როგორც მონადირე!-ჩემი შეხედულება პირველ დართვაზე-საველე შეჯიბრისთვის არც დედას დაემსგავსნენ და არც მამას!

მეორე დართვა-სერბეთიდან იმპორტირებულ ხვადზე, მე ძალიან მომწონდა მინდორში-ლეკვები ჯერ არ არიან იმ ასაკის რომ დასკვნები გამოვიტანო, ვაკვირდები, ვნახოთ რა გამოვა. ერთი ვიცი რომ დიდი ხნის განმავლობაში ინგლისურს აღარ დავრთავ სანამ არ დავინახავ თუნდაც 1 შთამომავალს რისთვისაც ეს დართვა ღირდა.

ირლანდიური- 2 შეფასება ფილდ ტრაილზე-ძლიერ კარგი და კარგი. მეორე შეფასება რომ აიღო კატასტროფა იყო ძაღლი კი არა მინდორში, ტუმცა არ ვეცემიტ სულიერად და ვაგრძელებთ ბრძოლას. წელს გარკვეულ პროვოკაციაზე მივდივარ და 81 წლის წესებიტაც გავიყვან საველეზე, მაინტერესებს ჩვენს ექსპერტებს თუ უნახავთ ირლანდიურის მწოლიარე, ნახევრად მწოლიარე ნაბული და ირლანდიური რომელსაც დიდი გასვლა აქვს. 23

პ.ს. თუ მოვინდომებთ მეტ დროს ერთმანეთთან კინკლაობაში კი არა ჩვენი მეძებრების მომზადებაში დავხარჯავთ(თუ ბუნებას ნაშველი აქვს 166 ) ბევრად მეტ შედეგს მივიღებთ.


d.kakulia
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 16:06:37 | შეტყობინება # 218
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, ბოლო ციციშვილის მემორიალს რომ დასწრებოდი გარწმუნებ მაგას არიტყოდი. 167

დამატებულია (23.02.2017, 16:06:37)
---------------------------------------------
გაკიდებას ვგულისხმობ

 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 16:28:03 | შეტყობინება # 219
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni ბოლოს წინაზე და იმის წინ რაც იყო გაქვს ნანახი? ბოლო რითი ჯობდა წინებს ?

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 16:42:43 | შეტყობინება # 220
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
რა 81 წელი და რა ფილდ ტრაილი როცა ორ რადიკალურად განსხვავებულ ჯიშს აჯვარებენ დღემდე საქართველოში??? ვის რა უნდა მოსთხოვო როცა 95 % აზრზე არაა რისთვის აყავს ესა თუ ის ჯიში და ნადირობის ეთიკა არ გააჩნია???!

მასე დავით სამწუხაროდ!

დამატებულია (23.02.2017, 16:42:43)
---------------------------------------------

Quote gagrinski ()
თუ მოვინდომებთ მეტ დროს ერთმანეთთან კინკლაობაში კი არა ჩვენი მეძებრების მომზადებაში დავხარჯავთ(

ეგ ჩვენ არ გვეხება დავით ნამდვილად! ჩვენ ვკამათობთ თუ ვსაუბრობთ ფორუმზე ეს მაინც არაფერს შეცვლის!
კინკლაობას უნდა შეეშვან ექსპერტები და კლუბები! ის ამას არ აღიარებს, ეს იმას და არის ასე გაუთავებლად. კლუბები კი არა ექსპერტებიც ასე არიან უკვე და მე პირადად მაგრად მაღიზიანებს ეგ ამბავი, რადგან მე, დამწყებმა მინდა, რომ ვისწავლო რაღაცა და ვის მოვუსმინო და ვის დავუჯერო ვეღარ გავიგე! გედის, კიბოს და ქარიყლაპიას პონტში არიან ზუსტად რა, ყველა სხვადსხვა მხარეს ეწევა და საერთო ჯამში ვერ იძვრებიან ადგილიდან! იყოს მაჩაბლის კლუბი და იყოს ეფციაი, იყოს სეტერ-კლუბი და სხვა, მაგრამ ყველამ წესიერად გააკეთოს მისი საქმე და ერთმანეთან ითანამშრომლონ, ასე გამოვა რაღაცა და ისე კი ცალ-ცალკე ბანააკებად დაყოფილი ხალხი ვერასოდეს მიაღწევს სასურველ შედეგს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
simoniდრო: პარასკევი, 24.02.2017, 11:43:37 | შეტყობინება # 221
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, ბოლოსწინაც მაქვს ნანახი იმის წინაც და იმისწინაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. რაც შეეხება განსხვავებას ეგ რომ დაინახო " ვალინკი" უნდა ამოიცვა კაცმა ფეხზე და თუ მართლა რაქაც ინტერესი გაქვს უნდა დაესწრო თუ ყურება გინდა რა რისი მაქნისებიარიან ძაღლები გაყვე და "ექსპერტებთან" ერთად იარო და დაინახავთ რა როგორ და რანაირათ ხდება. ყველაფერი კი 1998 წლიდან დაიწყო (ძია ლევანი) როგორც მას მეგობრები უწოდებენ (ლევან ციციშვილი) რომლის სახელობის მემორიალიც ტარდება ყოველწლიურატ იყო კარგი ადამიანი რომელიც ხემძღვანელობდა ამ საქმეს იმათზე ადრე ვინც ეხლა არიან და აგრძელებენ ამას, და მისი დამსახურებაა რომ ამდენი ჯიშიანი (რაცარირა) დძაღლი არსებობს საქართველოში. ხოდა მის პატივსაცემად და კიდევ საველე გამოცდას რა დანიშნულებაც აქვს მაგის გასარკვევად 1998 წლიდან ტარდება ეს შეჯიბრი, სამცუხაროდ ვიდეომასალა მხოლოდ 2010 წლიდან მოვიძიე [url=]My WebPage[/url] [url=]My WebPage[/url] ამ დროს მე უსაბუთო "ფაჩარა" როგორც ზოგიერთები უწოდებენ ძაღლი მყავდა, მერე მოვახერხე და ავიყვანე სავუთებიანი ანუ საგვარეულო ნუსხის მქონე დზაღლი ( რომელსაც იმდროისთვის საქართველოში გასცემდა "ძაღლის მოყვარულთა საზოგადოება) ( სხვა არცარსებობდა ეხლა დაემათა პოინტერკლუბი) გავზარდე და სურვილი გამიჩნდა მიმეღო ამ შეჯიბრში მონაწილეობა მაგრამ სადაბანაობბბბ ჯერ დიპლომია საველე საწირო, და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ეს ყველაფერი არ დამეკარგა ძაღლისთვის და ცემი შრომის და ჭვალების ფასი დამენახა. (მანამდე ავღნისნავ რომ რაც საგვარეულო ნუსხის მქონე ზაღლი ავიყვანე ესე გაზაფხულის მოსვლა და მწყერის გამოცენა არ მიხაროდა ასე, იმიტომ რომ კვირაში 2 ან 3 დილა მინდორში ვატარებდი ძაღლთან ერთად) მერე ავიღე საველე დიპლომი და მოვხვდი კენჭისყრაზე სადაც მომიწია ბოლო კვირა დღემ ბოლოს ცინა ვიყავი და ეს ადგილი როგორც ბოლო არავის უხარია სიცხის და რავი რამიზეზების გამო. ცემამდე ბევრი ძაღლი გამოვიდა ცინადგეებსიც ზოგმა ნახა ზოგმა ვერა და ცემი დროც დადგა[url=]My WebPage[/url] მერე იყო ბევრი სიხარული არაისეთი როგორიც მაგალითა: campo felice 2016 ან ევროპის ცემპიონატია მაგრამ მაინც გიხარია კაცს როდესაც მცირეოდენს მაგრამ რაღაცას მიახწევ.
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 24.02.2017, 11:59:39 | შეტყობინება # 222
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni - გაცილებით ადრე მეცვა "ვალინკები" (ეს ისე, ცნობისთვის). იმ დროს როცა ცხონებული ციხისთავი ცოცხალი იყო და ღრმად პატივცემული ბატონი დავითი მხოლოდ კურცჰაარების რინგზე მსაჯობით შემოიფარგლებოდა. 2000 წლიდან აღარ გამომყავს არც საველეზე და არც გამოფენებზე. ასე რომ ეგ დამრიგებლური ტონი ჩემთან არ გინდა.

დამატებულია (24.02.2017, 11:59:39)
---------------------------------------------
და თუ გგონია აქური საგვარეულოს მქონე ძაღლების უმეტესობა ფაჩარა არ არის ძალიან ცდები. ბევრი ფაჩარა მინახავს ძალით ფრიადოსანი და ელიტაში წიხლით შეტენილი. ამის დანახვა არ გინდა თუ ვერ ხედავ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
simoniდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:06:16 | შეტყობინება # 223
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მერე იყო ბაზაალეთი [url=]My WebPage[/url] სამწუხაროდ მანდ ფრინველი დამიფრთხა ( ანუნაბულის გაკეთებამდე ფრინველი გაფრინდა) და შეჯიბრი შეჯიბრია და მოიხსნა ძაღლი შეჯიბრიდან. მაგრამ ცემი მეგობრის ძაღლმა რომლიზგანაც ლეკვი მყავდა აყვანილი და ერტი ბუდობის ლეკვები გავზარდეთ აიღო საპრიზო ადგილი ამ ვიდეოსიც ჩანს. მერე გავიდა 1 თუ 2 კვირა და 16 აგვისტოს ცემი ძაღლი მოკვდა და დავმარხე 02 მერეც დავესწარი სხვა შეჯიბრებს რომ ბევრი გამეგო და ბევრი დამენახა მაგალიტად ბოლო სეჯიბრიც მეყოფა რომელიც ავღნიშნავ რომ გამოირცეოდა ტავისი სიმკაცრიტ Dზაგლების რაოდენობიტ და ასესემდეგ, ფრინველი ყველა ძაღლმა ნახა თითქმის ვნახე Kარგი მუსაობები ვნახე კარგი ნაბულები, ვნახე ბევრი მოუმზადებლები რომლებიც არიYვნენ სასეჯიბრო ფორმაში, ვნახე ბევრი ფრინველი( სხვატაშორის ბევრ ძაღლს ვაჯობე) ვნახე კაიკალხი და ვნახე ბევრის სიხარული ვნახე უცხოსახეებიც რომლებიც ადრე არმინახავს და მიხარია მათი დაინტერესება,ვნახე გამონატქვამები როგორიცაა არა "გაზაფხულზე ნადირობას" კი ჯიშიანი ძაღლებიტ ნადირობას მერე ევროპელებიც გაუშვეს მინდორში და ასე კარგ ნოტაზე დავემსვიდობეთ ერთმანეტს. მე ყოველტვის ვცდილობდი "ბაზიერის" კეპით შეჯიბრზე გასვლას და ჩველი კლუბის საიტის თუ რაცგინდა ის დავარქვატ პოპულარიზაციას. გული მწყდება იმაზე რომ უსახსრობის გამო თუ რავი კიდე ის დავარქვათ პრიზი ან რამე მზგავსი არწესდება, ან ინიციატივა არაა რომ ცვენი კლუბის მოტხოვნიტაც დაიგეგმოს და ცატარდეს სეჯიბრი, სეილება იმიტომ რომ საკმარისი ძაღლები არაა რავი ათასი მიზეზია კიდე. მთავარი ისაა რომ მიყვარს ეს საიტი მიყვარს "ბაზიერლები" როგორც ერთმანეთს მოვიხსენიებთ როდესაც უცხოთ შევხვდებით და მკიტხავენ ვინარიო? ვეუბნები"ბაზიერელია" და ეს მიხარია 39 ესეც ბოლო სეჯიბრი [url=]My WebPage[/url] სამწუხაროდ ზაღლების მუშაობები ვერმოვიძიე მაგრამ ერთსვიტყვი მახსოვს "გაბის" მახსოვს ლასას მახსოვს დავიტას დრათხაარის მუშაობა რომელმაც წუთებში დაამტავრა გამოსვლა კიდევ ბევრი მახსოვს რაცამოთვლის. მახსოვს ცემი მმეგობრის მოუმზადებელი გამოსვლა რომელსაც პოტენციური და კაი მპოვნელი ძაღლიყავს და შედეგი ვერაცვენა, მერე ჩემი ახალი ძარლის მუშაობებიც მახსოვს სანამ დაჯილდოება მიდიოდა.

დამატებულია (24.02.2017, 12:06:16)
---------------------------------------------
VAXO-HUNTER, ღმერთმადამიფაროს ვინმე დავარიგო. ამას ყველაფერს მარტოსენთვი\ს არვცერ აქ ზოგადად იწერება ინფორმაცია რომ წაიკითხოს ვინმე დაინტერესებულმა და ინფორმაცია მიიღოს, მერე თვითონ განსაჯოს რა უნდა და რა არააა

 
giohunt1982დრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:13:39 | შეტყობინება # 224
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
და თუ გგონია აქური საგვარეულოს მქონე ძაღლების უმეტესობა ფაჩარა არ არის ძალიან ცდები. ბევრი ფაჩარა მინახავს ძალით ფრიადოსანი და ელიტაში წიხლით შეტენილი.

ვახო, ეს სიტყვები ცარიელი ბრახა-ბრუხია თუ ვერ დასააბუთებ. gimili
დაასახელე კონკრეტული ძაღლი? კონკრეტული მგეშავი და ექსპერტი, "წიხლით რო შეტენა ელიტაში".


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:16:52 | შეტყობინება # 225
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 - კითხვითვე გიპასუხებ. როცა მსაჯობ შეიძლება შენი საკუთარი ძაღლი სხვამ გამოიყვანოს და შენ შეაფასო ?
ხომ კარგად იცი "ელიტა" კლასში ერთი ხელის მოსმით ვერ შეტენი. მიზანმიმართული "მუშაობა" უნდა , ანუ ერთი რინგით ან ერთი საველეთი ვერ შეაგდებ. ხვდები რას ვამბობ ?
პ.ს. როდესმე მოგისმენია ჩემგან ბრახა-ბრუხი? რამე მითქვამს უსაფუძვლოდ ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - პარასკევი, 24.02.2017, 14:48:18
 
simoniდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:21:38 | შეტყობინება # 226
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, ჩვენ იმ ასაკისანი არვარ ტორემ იმ ცხონებულსაც ეყოლებოდა უკმაყოპილო ადამიანები რომლებიც მისი ქცევით ან გადაწყვეტილების უკმაყოპილოები იქნებოდენ ასე მაგალიტად: მე პირადად სევესწარი როგორ თხოვდენ ბატონ სალვას დაეშვათ სავი პოინტერი რინგზე რომელსაც იმდროისთვის არქონდა ტან საბუტები რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა გამოფენაზე მიზეზი ისიყო რომ ვალში ახეული ტუ გამორტმეული დზარლი თუ რაგაცმზგავსი იყო ზუსტად არმახსოვს ჩემი ნახევარი ცხოვრების წინანდელი ამბავია, და კატეგორიული წინააგმდეგი იყო, მერე ერთიმივიდა ნამდვილადისარისო მეორე ნამდვილად ისაა მოსკოვიდანო და ბოლობოლო რამოხდა ვეგარ ვიტყვი მაგრამ უკმაყოპილოებიც მახსოვს და კმაყოპილებიც. ამას რამნიშვნელობააქვს მე დათოს კიარვიცავ დგესდგეობით ესაა და ამას უფრთხილდეთ უნდა და მერე უკეტესი რომ გვეყოლება ვნახოტ რასვიტყვი. ნეტა მეც შენასაკში მქონოდა ის ბედნიერება და იმის საშვალება რომ შალვა მცნობოდა და მისი თანამედროვენი და თუ 2000 წელს დაანებე თავი ამყველაფერს ნეტა მეც მაშინ მყოლოდა საგვარეულოს მქონე ძაღლი და შავვას სესაფასებელი გამხდარიყო, ნეტა მასინ გამეცნო ეგხალხი და ალბათ ის კავთისხევიდან ჩამოყვანილი ლეკვი არმეყიდა "დიღმის" ბაზარზე და ვინმე წესიერ სუფთასისხლით თუ საგვარეულოს მქონე ძაღლით დამეწყო ჩემი ნადირობა ცემბედს ძაღლი არდაყეფდა
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:23:07 | შეტყობინება # 227
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხს ბიზნესი აქვს აწყობილი და რომ დავასახელო საჯაროდ ჩაუვარდებათ 167 ვის ძაღლებზეც ვსაუბრობ თვითონ აქვთ მოსმენილი ეს სიტყვები ჩემგან პირად საუბარში. თუ ძალიან გაინტერესებს გიო პირადში დანარჩენი.

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
simoniდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:27:52 | შეტყობინება # 228
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, ეგ დზაან გვიან ადრე იყო და ეხლა ესეთი რაგაცეები აღარ ხდება მაგალიტანდ ნოდარი როსტიაშვილმა რომ მსაჯობდა თვითონ მოხსნა თავისი ძაღლი და აღარ გამოიყვანა სეჯიბრზე, მაგას ვამბობ ზუსტად რომ მაშინ თითზე ჩამოსათვლელები იღებდენ მონაწილეობას და თავისი ძაღლებიც იმითომ გამოYავდათ, მერე მარტო არმსაჯობ კაცი და მეორეს შეფასება თუ არდაემთხვა და არხართ ერთაზრზე ქულაქულასი რომ არ დაემთხვევა ისე არიწერება სეფასება. რომელ კონკრეტულ სემთხვევაზე იძახი?

დამატებულია (24.02.2017, 12:27:52)
---------------------------------------------
ინგლისური სეტერი იყო ისძაღლი?

 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:32:37 | შეტყობინება # 229
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni მეც ბევრი დრო მაქვს ამ კუთხით გაცდენილი და ახლაც ბევრს ვკარგავთ, პიროვნულად არავის არ ვერჩი, მაგრამ ხომ ვხედავთ ყველა ამ მიდგომით როგორ უარესდება სიტუაცია? სხვის ძაღლებზე არ ვლაპარაკობ, რაც ზემოთ ვახსენე ჩემი მეგობრების და ახლობლების ძაღლებია. მიწვს ამ ძაღლებთან ნადირობა და კარგად ვიცნობ.

დამატებულია (24.02.2017, 12:30:50)
---------------------------------------------
არა სიმონ, არ იყო სეტერი. ერთადერთი მიზანი მამოძრავებს, მინდა უკეთესი ძაღლები, რომელსაც ვერანაირად ვერ მივიღებთ თუ რაღაც-რაღაცეებს არ შევცვლით gimili

დამატებულია (24.02.2017, 12:32:37)
---------------------------------------------
უკაყოფილო არ გამოილევა ძმაო, მთავარია რეალური საფუძველი არ ქონდეს, თორემ ენას ძვალი არ აქვს და კაცი თუ იკადრებს ყველაფრის თქმა შეიძლება.


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
simoniდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:35:53 | შეტყობინება # 230
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[url=]My WebPage[/url]
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:37:16 | შეტყობინება # 231
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაყიდ ლეკვებს როცა ვნახულობ ხშირად ვესაუბრები პატრონს, უმარავ კითხვას ვუსვამ,თუ რამე არ მომწონს ვამბობ. თავის მართლების მიზნით ბევრს გაუშვერია ხელი კლუბისკენ. იმან დამართვევინა-ო. ასე მითხრა კარგ ფასად გაიყიდებაო. შენ რა გინდა, მთავარია ლეკვები გაიყიდებაო. მოგწონს ეს მიდგომა ?

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:37:56 | შეტყობინება # 232
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავის საპასუხოდ არ ვწერ, ეს ჩემი აზრია და ყოველთვის და ყველგან ამას ვიმეორებ :

აი როცა ვიცით ფაქტი გინდ რინგზე გინდ საველეზე უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა ყველამ ამაზე, ყველას თავისი წილი ,,ცოდვა,, მიუძღვის საბუთიან ფაჩა ძაღლებზე, აბსოლუტურად ყველას. თქვი ერთხელ? არ გამოგივიდა არაფერი? თქვი მეორეჯერ. თქვი მეასეჯერ. თუ მეასეჯერაც არ გამოგივიდა არაფერი შექმენი უკეთესი.

არც ისეთი შეძლებული ვარ, არც ისეთი დალხენილი ცხოვრება მაქვს, მაგრამ როცა საშუალება მაქვს მინიმალურ ტანხას ყოველთვის ვდებ პოინტერ კლუბის შეჯიბრისთვის; მიზეზი მარტივია, მინდა მოვისმინო იმ პროფესიონალების აზრი, გავიზიარო გამოცდილება რომლებსაც მოწვეული ექსპერტები გადმოგვცემენ. ცოტანი ვართ სამწუხაროდ. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ თურმე გაგანია ნადირობის სეზონია და ახლა ორი დღე შეჯიბრზე და ექსპერტის სემინარზე როგორ დავკარგოო რომ გეუბნებიან, უფასო დასწრებაზეა საუბარი, საუბარია მინიმუმ ხშირად ბიჭების პირადი ფულიტ ჩამოყვანილ ძალიან ცნობილ კონდუქტორებზე.

მერე ვლანძღავთ იმას რაც არ ვიცით, რაზეც წარმოდგენა არ გვაქ. ზოგადდად ერს გვახასიათებს სინდრომი სამწუხაროდ ყველაფრის მცოდნეობის და დამოძღვრების.


d.kakulia
 
simoniდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:45:44 | შეტყობინება # 233
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

დამატებულია (24.02.2017, 12:45:44)
---------------------------------------------
gagrinski, დავით მე მივესალმები იმას რომ რაც შეიდზლება დიდი ანონსი თუ რაცქვია გაუკეთდეს მზგავს ღონისძიედას და პირველგვ ერძე იდოს თემა რომ ყველამ წაიკითხოს და ვისაც სურვილიექნება დაესწროს. მე მართლა გული დამწყდა რომ რაგაც მიზეზების გამო გოგასენში ვერმოვხვდი(ახალქალაქში) თუ შორს ვერ მოახერხებს აქ ახლომახლოს რაციქნება იმას დაესწროს

 
gagrinskiდრო: პარასკევი, 24.02.2017, 12:52:12 | შეტყობინება # 234
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სულ ვწერ სიმონ ძმაო. ხანდახან მეც ვერ ვახერხებ ჩასვლას, მაგალითად ამ გაზაფხულზე მინიმუმ 4 შეჯიბრს ვგეგმავთ 23

d.kakulia
 
kucuna1დრო: პარასკევი, 24.02.2017, 15:23:55 | შეტყობინება # 235
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაც სიმართლეა იმას ვერ დავმალავთ,დათო ყოველთვის წერს ხოლმე.დათოს აქტივობისთვის შესაბამისი თემაც არის გახსნილი და იქ კონკრეტულ საკითხზე საუბრებიც გვქონდა,დათოსაც დიდი წვლილი მიუძღვის,ჩემი ევროპული სისხლის აყვანის სურვილის გაჩენაში.
აუ ბოლო წინადადება რა რთული გამოვიდა 069


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
kakhuraდრო: ორშაბათი, 05.04.2021, 16:30:14 | შეტყობინება # 236
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირე ძაღლისთვის ჯიპიესის ყიდვა მინდა და თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ არჩევაში.
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » სხვადასხვა თემები ძაღლებზე » თავისუფალი თემა ((ყველაფერი მონადირე ძაღლებზე))
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика