18:39:12
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების დაგეშვა » ძაღლის დაგეშვა (გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება)
ძაღლის დაგეშვა
Maverickდრო: სამშაბათი, 14.04.2009, 13:46:58 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამთემაში ვისაუბროთ მაძებრების და მდევრების დაგეშვაზე, უკვე სადაცაა მწყერიც შემოვა და მაძებრებს გაიყვანენ თვიანთი პატრონები დასაგეშად, ნუ დავიზარებთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება,
ადმინს ვთხოვ რომ ამ ტემასთან მიძღვნილი სტატიები გადმოვიტანოთ სტატიებიდან ფორუმში, რომ აქტიურად მოხდეს განხილვები
 
SHAKO1981დრო: ოთხშაბათი, 18.05.2016, 13:31:08 | შეტყობინება # 1101
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ბიჭებო, ჩემს ძმაკაცს ყავს 8 თვის გორდონი, მინიმალური თეორია იცის რაც მოტანას და კიდევ რამოდენიმე ბრძანებას ეხება. ჩვენი პირველი ლეკვია და მირჩიეთ როგორ და რა პირობებში დავგეშოთ. როგორც ვიცი მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები უნდა გქონდეს თოფში როდესაც მინდორში გაიყვან. ასევე ბაწარი რომ მანძილი უკონტროლო და ძალიან წინ არ გაიქცეს. ნუ დაგეზარებათ და მომწერეთ პროცესის თანმიომდევრობა.
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 18.05.2016, 14:01:53 | შეტყობინება # 1102
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SHAKO1981, შაკო ამ თემაში თუ გადაიკითხავ 23 ვე გვერდს ბევრ რამეს გაიგებ. 166
 
SHAKO1981დრო: ოთხშაბათი, 18.05.2016, 16:43:12 | შეტყობინება # 1103
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, გაიხარე სული
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 18.05.2016, 19:58:14 | შეტყობინება # 1104
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SHAKO1981,
http://www.bazieri.ge/publ/88-1-0-1372

http://www.bazieri.ge/publ/88-1-0-1026

გადახედე, გამოსადეგი ინფორმაციაა!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
mebaduriდრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 12:45:47 | შეტყობინება # 1105
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა მონადირეებს. ერთი კითხვა მაქვს. დრათხარი მყავს 10 თვის და დავგეშო მინდა. მწყერზე მყავდა რამოდენიმეჯერ გაყვანილი, ნახა კიდეც სამი ცალი, ოღონდ ნაბულულის გარეშე ამოაფრინა და შინაურ ანუ ინკუბატორის მწყერზე რო დავამუღამებინო ნაბული პრობლემა ხო არაფერი იქნება? პირველად ვგეშავ და საერთოდაც პირველად ვზრდი მეძებარს. ზოგმა მითხრა ვიტომ შინაურ მწყერს სხვანაირი სუნი აქვს და არ შეიძლებაო და თქვენი რჩევა მჭირდება.

12345678
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 13:33:02 | შეტყობინება # 1106
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mebaduri, სწორი უთქვამთ შინაურ მწყერთან დაკავშირებით თან ეგ მწყერი ვერ დაფრინავს და დიდი ალბათობაა რომ ძაღლმა დაიჭიროს ამიტომაც თუ ნაბულზე გინდა ვაჯიში აიღე მტრედი მოათავზე ისეთ ყუთში რომ ყველა მხრიდან ნახვრეტი ქონდეს ან გალია რათა გავრცელდეს მისი სუნი ამის შემდეგ ძაღლი წაიყვანე ქარის საპირისპირო მიმართულებით და როგორც კი სუნს აიგებს და თუ ნაბულზე დადგა დააცადე და როგორც კი გაექანება ძაღლი ეგრევე ააფრინე მტრედი თუ არა როგორც კი ცოტა ახლოს მიუახლოვდება .ასე გაუკეთე რამოდენიმეჯერმე მაგრამ ისე ქენი რომ ძაღლმა არ დაიჭიროს მტრედი დაქ ადგილები შეუცვალე ერთ და იავე ადგილას არ გააკეთო ეგ.

Born to hunt
 
mebaduriდრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 15:46:39 | შეტყობინება # 1107
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და შესაძლებელია ძაღლი რამოდენიმეჯერ რო ნახავს მწყერს მერე თვითონ დაამუღამოს ნაბული. ზოგმა ისიც მითხრა ჯერ პირველად რომ ნახა მიტო და მერე დაამიღამებს თვითონო, მაგ ჯიშს გენში აქვს ნაბულის კეთებაო.

დამატებულია (08.06.2016, 15:46:39)
---------------------------------------------
მადლობა პასუხისთვის და აქ ქართული შრიფტით როგორ უნდა ვწერო, ტელეპონით, თუ არის მაგის შესაძლებლობა.


12345678
 
giorgigagoshviliდრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 16:58:07 | შეტყობინება # 1108
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mebaduri, ყველა მეძებარს გენში აქვს ნაბული, მაგას ვერ ასწავლი(ზოგი ძაღლი ადრე გამოავლენს მაგ თვისებას ზოგიც ცოტა გვიან), ეხლა არაფერი მტრედი და ნაყიდი მწყერი არ უნდა, ატარე მინდორში და რამდენჯერმე რომ ნახავს, თვითონ გააკეთებს ნაბულს.
ინკუბატორის მწყერს არ აქვს შესაბამისი სუნი და არ დაფრინავს, მაგის დასმა არის პატრონის მიერ სულსწრაფობა და იმის ილუზია, რომ ძაღლი მაგ მოქმედების შემდეგ ნაბულით ნადირობას დაიწყებს. მეც მეგონა, რომ ეგ კაი რაღაცა იყო, მაგრამ დამიჯერე ინკუბატორის მწყერი ძაღლს კარგს არაფერს ასწავლის...


HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 17:28:46 | შეტყობინება # 1109
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ლეკვი ნაბულს არ უკეთებდა "შინაურ" მწყერს, სათამაშდ აღიქვამდა მემგონი 069 დაავლებდა პირს და მოყავდა 23 ორი გაყვანის შემდეგ ამოვიგდეთ თავიდან , მწყერიც მოვიდა და ყველაფერი დალაგდა თავის ადგილზე gimili

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 18:43:37 | შეტყობინება # 1110
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mebaduri, შენს შემთხვევაში ყველაზე ლოგიკური რჩევა ის იქნება რომ:მიიყვანე მგეშავთან და დააგეშინე,პარალელურად მიიღე მისგანვე ზოგადი კონსულტაცია,რათა შემდგომისთვის გქონდეს საწყისი ცოდნა(ისე ნორმალურად დაგეშილი ძაღლი თავად გასწავლის ძაღლის დაგეშვას),ამას იმიტომ გეუბნები რომ ძაღლი ნორმალურად რომ დაგეშო,თუ მინდორთან ძალიან ახლოს არ ცხოვრობ,მეტი თუ არა იგივე მაინც დაგიჯდება,თან პლიუს ამას შეცდომის დაშვების დიდი ალბათობაა.დაიმახსოვრე რომ ეგ არის ძაღლი რომელმაც უახლოვესი წლები უნდა განადიროს და არ გირჩევნია ნორმალურად დაგეშილით ინადორო!?

დამატებულია (08.06.2016, 18:43:37)
---------------------------------------------

Quote daviti911 ()
აიღე მტრედი

ჩემი ძაღლი მხოლოდ მიწაზე მობუდრებს უკეთებს ნაბულს,არანაირ ყურადღებას არ აქცევს ლეკვობიდან,მტრედს,გვრიტს,ქედანს და მისნაირთ.
მაგ ვიდეოებში რასაც აჩვენებენ ეგ არის ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალი მგეშავის საქმიანობა,გამოუცდელი ადამიანი მაგას უშეცდომოდ ვერ გააკეთებს და შესაძლოა ხარვეზების საკინძი მიიღოს მონადირე ძაღლის ნაცვლად.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
mebaduriდრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 18:45:35 | შეტყობინება # 1111
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა ყველას. აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს აზრს. 166 23_30_126

12345678
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 08.06.2016, 18:54:53 | შეტყობინება # 1112
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ნაბულის გასამყარებლად მტრედს იმიტო ვანიჭებ უპირატესობას რომ როცა გალიას ან ყუთს ახდი თავს ეგრევე აფრინდება და ძაღლს არ აძლევს დაჭერის საშუალებას და მე მასე გავუკეთე ჩემს ძაღლს და შედეგიც აქვს თან აჭარაში ისეთი ადგილები არაა რომ გაშლილი მონდვრები იყოს და ყოველ გასვლაზე მწყერი ნახოს ძაღლმა თორემ რა ჯობია გაშლილ მინდორში ძაღლის გაყვანას და ვარჯიშს.

Born to hunt
 
lycantropeდრო: ოთხშაბათი, 22.06.2016, 16:58:37 | შეტყობინება # 1113
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო პირველად ვზრდი ძაღლს : ) აქამდე საერთო ბინაში ვცხოვრობდი და არ მქონდა საშუალება ეხლა კი საკუთარ სახლში გადავედი ეზოც მაქვს და მოვიყვანე ჩემი ოცნების ლეკვი სეტერ გორდონი ჩეიმი ლამაზი გოგო 2 თვის და 5 დღისაა და ეს ბოლო 5 დღეა რაც ჩემთან გაატარა ვარჯიში მარტივად გადააქვს თამასში მაგრამ სანამ თამაშს დაიწყებს და გადაერთვება მანამდე კარგად ასრულებს დაჯდომას დაწოლას მოსვლაც იცის ხშირად მოსვლისთანავე მიჯდება ფეხებთან მოკლედ კმაყოპილი ვარ ყვეანაირად მოტანა ჯერ არიცის წავა რამას რომ გადავუგდებ აიგებს და იშვიათად მოაქვს ჩემთან უმეტესად სადაც თვიტონ უნდა იქ მიაქვს ხოლმე ან თუ მე მომიტანს არუნდა რომ დამიდოს ხელით მიწევს გამორთმევა და გადაგდებამდე თუარ დავაინტერესე ამ სათამაშოტი ისე შანსი არარისრამე მოიტანოს მაგრამ ეგ ვპიქრობ 2 თვის ასაკში და იმის გათვალისწინებით რომ სულ რაღაც 5 დღეა რაც ჩემთანაა და მანამდე არც უვარჯიშებიათ მაინც ვპიქრობ კარგი გოგოა და სეზონამდე თუ ისე ვასწავლე რომ მზად იყოს გასაყვანად მარტომ რომ გავიყვანო და მწყერი ვანახო მინდორში ადრე ხომ არიქნება? როგორ ვქნა მირჩიეთ რამე დაჭრილი მწყერი ჯობია ეზოში მოვუყვანო თუ წავიყვანო მინდორში?
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 22.06.2016, 19:57:02 | შეტყობინება # 1114
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მემგონი ძალიან ადრე იქნება აგვისტო-სექტემბერში გაყვანა 23 აჯობებს გაზაფხულამდე მოცდა. წარმატებები 39

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 22.06.2016, 20:36:00 | შეტყობინება # 1115
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lycantrope, დაჭრილ და ფერმის მწყერზე საერთოდ არ გააკარო ძაღლი 6-7 თვემდე და სანამ აპორტირებას არ ასწავლ კარგად. მინდორში გაყვანა ჯობია რათქმაუნდა და 6 თვის მერე მაგიც. და თბილი ფრინველს არ გააკარო ძაღლი მანამ სანამ გაგუდულ და გაციებულ ფრინველს არ მოგიყვანს ისე როგორც საჭიროა!

Born to hunt
 
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 22.06.2016, 20:42:14 | შეტყობინება # 1116
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2 თვის ლეკვის რა დაგეშვაზეა საუბარი ან თუნდაც აპორტირების სწავლაზე. ეს იგივეა ბაგა ბაღში პირველი კლასის პროგრამა მოგთხოვონ. აცალეთ ბავშვობა ლეკვს. საკმარისზე მეტი წერია ამ ფორუმზე ძაღლის დაგეშვაზე, წვრთნასა და მომზადებაზე.

d.kakulia
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 22.06.2016, 20:49:18 | შეტყობინება # 1117
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგი მიწერია მეც რომ 6 თვემდე ადრეა gimili gimili

Born to hunt

შეტყობინება დაამუშავა daviti911 - ოთხშაბათი, 22.06.2016, 20:49:33
 
lycantropeდრო: ოთხშაბათი, 22.06.2016, 20:56:37 | შეტყობინება # 1118
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეხლა გაყვანა არც მე არ მითქვამს სეზონზეთქო და სექტემრის შუა რიცხვებში კი იქნება 5 თვის მაგრამ ეგეც თუ ადრეა მაშინ რა პრობლემაა დაველოდები კიარ მეჩქარება არსად : ) ეხლა მწყერზე კიარა ეზოდან არ გამყავს :D
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.06.2016, 20:44:18 | შეტყობინება # 1119
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lycantrope, დაგეშვა არის უკანასკნელი რაც ძაღლის აღზრდის(გაზრდის)პროცესში უნდა მოახდინოს პატრონმა.ამისათვის ჯერჯერობით ფორუმის ისეთ გვერდებს გადახედე,როგორებიც არის,1)ლეკვის კვება,2)ვაქცინაცია და დაავადებებისგან დაცვა.ატარე ვეტერინართან,ჯანმრთელი რომ გაიზარდოს.მისი ნებართვის შესაბამისად გაიყვან მინდორშიც,არა დასაგეშად რა თქმა უნდა,არამედ ადაპტირებისთვის და ბევრი ნიუანსია კიდევ.რაც შეეხება დაგეშვას,შენი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ(ყოველი შემთხვევისთვის ასეთი შთაბეჭდილება მრეჩება),გეშვის პრაქტიკა არ გაქვთ სავარაუდოდ,ეგ ლამაზი ყავისფერწარბებიანი შავი არსება,უახლოესი ათი(მინიმუმ) წელი უნდა გემსახუროს,ასე რომ თუ ობიექტური რჩევა გინდა მიიღო,მგეშავთან მიიყვანე რათა ათწლიანი(მინიმუმ) თავისა და ყელის ტკივილი თავიდან აიცილო.ამ ეტაპისთვის კი ნებისმიერ ვარჯიშს თავი დაანებე,სიყვარული ჩაუნერგე ჯერ.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
lycantropeდრო: პარასკევი, 24.06.2016, 15:16:02 | შეტყობინება # 1120
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 ეხლა 2 თვის და 1 კვირისაა და არაპერს არ ვსწავლობთ დაჯდომა და დაწოლის გარდა და მაგას კარგად აკეთებს ჩემი გოგო დანარჩენი დრო ვთამაშობთ ან რაიმე მსგავსი სწავლებით ყოველშემთხვევაში არაფერს არ ვასწავლი და დაგეშვას რაც შეეხება შევხედავ ბევრს ვკითხულობ და ბევრს ვნახულობ და ეხლაც ესენიც რაც იცის მე ვასწავლი და ვნახავ თუ გამომივა გამომივა სწავლება თუარადა სიჯიუტის გამო ძაღლს არ გავაფუჭებ და კი მივიყვან ვინმესთან
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 24.06.2016, 18:58:45 | შეტყობინება # 1121
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როდესაც აირჩევთ ლეკვს, რომლთაც გინდათ ინადიროთ, პირველ ყოვლისა, უნდა დააკვირდეთ მის ხასიათს და ამის მიხედვით შეუდგეთ გაწვრთნას.

ყველა ჯიშის სანადირი ძაღლი უნდა აღიზარდოს ისე, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დროს მოითხოვოს გარეთ გასვლა.შეეჩვიოს თავის სახელს, იცოდეს თავის მუდმივი საწოლი ადგილი, მივიდეს პატროთან ან გამზრდელთან სახელის დაძახებისთანავე, ბრძანებით ან რაიმე სხვა ნიშნის მიცემით, უნდა მიეჩვიოს საყელოს და თასაწაბმულმა იაროს პატრონთან. ბრძანებით დაწვეს და დაჯდეს, არ აიღოს საჭმელი პატრონის ან აღმზრდელის უნებართვოდ, შეწყვიტოს არასასურველი ქცევა განკარგულებით ან რომელიმე ნიშნით. მაგალითად, თუ საჭიროა ლეკვმა შეწყვიტოს რაიმე ქცევა ან არასასურველი მოქმედება, საჭიროა მას გაჯავრების კილოთი ხმამაღლა უთხრათ "ფუ".

მონადირის სურვილით ძაღლს შეიძლება შეასწავლოთ მოტანა. სპანიელისათვის კი მოტანა სავალდებულოა. ძაღლი უნდა მიეჩვიოს ტრანსპორტით მგზავრობისას წყნარად ყოფნას.

თუ ყველა ამ მოთხოვნილებას ძაღლი შეასრულებს, მაშინ მისი ველზე გაწაფვა-დაგეშვა ძლიერ გაადვილდება.

ძაღლის გაწაფვა-დაგეშვისათვის საჭიროა შემდეგი ინვენტარი:

საყლო, საბმური თასმა, ჯაჭვი ადგლზე დასაბმელად, სასტვენი, ფოლადის უხეში (ეკლიანი) საყელო 6-10 მეტრიანი წვრილი თოკით(პორფორსი), ნანადირევის მოტანის მისაჩვევად ხის გათლილი მრგვალი მოკლე ჯოხი ან ბრეზენტის პაწია მუთაქა, ორივე ისეთი სისქისა და სიდიდის, რომ ლეკვმა თავისუფლად მოკიდოს პირი და შეთლოს მოტანა.

"ადგილზე". ამავე ასაკის ლეკვს უნდა შეაბათ საყელო, მის საწოლ ადგილზე კი გქონდეთ მიბმული ჯაჭვი, როდესაც ლეკვმა მოისაქმა და მასთან გაკვეთილის სწავლება მოათავეთ, უბრძანეთ ლეკვს "ადგილზე", მოკიდეთ ხელი საყელოზე, მიიყვანეთ თავის საწოლთან და დააბით.

ამავე დროს შეგიძლიათ მიაჩვიოთ დაწოლას, გაეცით ბრძანება "დაწე". ლეკვი პირველად ვერ მიგიხვდებათ და ამიტომ მოკიდეთ ხელი ქეჩოსთან.

დააწვინეთ ხელით ზურგზე ან საყელოსთან ახლოს ჯაჭვზე დაადგით ფეხი და რამდენჯერმე გაუმეორეთ ბრძანება "დაწე", "დაწე". ლეკვი ძულებული გახდება დაწვეს, ამის შემდეგ მიუალერსეთ და დაასაჩუქრეთ. ყველა ზემოჩამოთვლილს ლეკვი ეჩვევა სულ ორ-სამ დღეში.

სახელს შეჩვევა. ძაღლის სახელი ყოველთვის უნდა იკოს მოკლე და შედგებოდეს რაც შეიძლება მეტი ხმოვანი და მაგარი თანხმოვანი ბგერებისაგან (მაგ. "მარდი", "ცირა"). ლეკვისათვის სახელის დაძახება მისთვის არის თქვენს ბრძანებაზე ყურადღების მიქცევა. ლეკვს თავის სახელს აჩვევთ ყეველთვის, როდესაც კი მასთან გიხდებათ ყოფნა. სახელის დაძახებისთანავე მას მიეცით საჩუქარი ( ხორცი, შაქარი და სხვა). მაშინ ის მალე ითვისებს თავის სახელს და ყოველ დაძახებაზე მოირბენს თქვენთან. კარგია სახელი უძახოთ თამაშობისა და სეინობის დროსაც.

ფეხთან სიარულის მიჩვევა. ფეხთან სიარულის სწავლა უნდა დააწყებინოთ 3-4 თვის ლეკვს.

პირველ ხანებში თასმიანი ლეკვი უნდა ატაროთ ცოტა ხანს. ამ დროს იგი დაიწყებს ნერვიულობას, უნდა აცადოთ ალერსით ან დასაჩუქრებით დააწყნაროთ იგი. შემდეგ კი ახსნათ თასმა და მისცეთ ულება ირბინოს თავის ნებაზე. ეს გაკვეთილი რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. ლეკვი თასმით უნდა ატაროთ მარცხენა ფეხთან ერთი თვე მაინც. ამ ხნის განმავლობაში თუ ის იწევს წინ, არ დაუშალოთ. ერთ თვის შემდეგ კი წინ გაწევა უნდა დაუშალოთ ან თასმის უკან მოწევით, ან წინიდან წკეპლის, ანდა თასმის აქნევით. თუ ამის შემდეგაც ლეკვი მაინც არ იშლის და ჯიუობს, შეგიძლიათ იხმაროთ პარფოსი(უხეში საყელო). ყოველთვის, როცა მას უკან ახევინებთ, უნდა უბრძანოთ "ფეხთან", ხოლო ბრძანების შესრულებისთანავე უნდა მიუალერსოთ და დაასაჩუქროთ.

ძახილზე ძაღლის მოსვლა. ყველა ჯიშის მეძებარი ძაღლი უნდა მიეჩვიოს დაძახებაზე "ჩემთან" ან დასტვენაზე პატრონთან მისვლას. მდევრები და მწევრები პატრონთან აუცილებლად უნდა მივიდნენ საყვირზე.

ყოველი დაძახება "ჩემთან" თუ ლეკვმა შეასრულა, დაასაჩუქრეთ იგი, ხოლო თუ ხედავთ, რომ თქვენს ბრძანებას ის არ ასრულებს, დაუძახეთ სახელი, რითაც მიიპყარით ყურადღება, და სახელთან ერთად ალერსით დაუძახეთ "ჩემთან", "ჩემთან".სახელს მიჩვეული, იგი უეჭველად მოვა თქვენთან. მაშინ გაუმეორეთ ბრძანება "ჩემთან" და დაასაჩუქრეთ. ბრძანების შესრულებისთანავე თასმას ნუ ჩააბავთ, თორემ იგი შეშინდება და მასში დაიბადება თქვენთან არმოსვლის სურვილი. მოვიდა რა თქვენთან დაძახებაზე და მიიღო ალერსი და საჩუქარი, მიეცით უფლება კიდევ ისეირნოს, ირბინოს და შემდეგ ჩააბით თასმა.

როდესაც გინდათ ძაღლს ჩააბათ თასმა ან საყელო, ყოველთვის მოეპყარით მას ალერსიანად.

მოტანა. ლეკვში ადრე იღვიძებს ინსტიქტი გამოეკიდოს და დაიჭიროს მოძრავი რაიმე საგანი. ამიტომ ამით უნდა ისარგებლოთ და ის საგანი, რომელზედაც გინდათ შეასწავლოთ მოტანა, თამაშის დროს გადაუგდეთ ან გაუგორეთ. იგი მას გამოეკიდება და აიღებს. მაშინ თქვენ ლეკვს უნდა მიუახლოვდეთ ალერსიანი ძახილით "მოიტა", "მოიტა" და როდესაც მოიტანს, გამოართვით საგანი და დაასაჩუქრეთ. ამ ილეთის რამდენჯერმე გამეორებით ლეკვი მოტანას ითვისებს და გადაგდებული საგანი უკვე თქვენთან მოაქვს, რადგან ელის, რომ თქვენ მას მიუალერსებთ და დაასაჩუქრებთ. იმ შემთხვევაში, თუ ლეკვმა საგანი აიღო და თქვენთან არ მოაქვს, სჯობს საყელოზე წააბათ გრძელი თოკი და, როცა ის გადაგდებულ საგანს აიღებს, თოკი თანდათან თქვენკენ მოსწიეთ და მიიზიდეთ ძახილით "მოიტა", "მოიტა", ჩემთან. უკანასკნელი სიტყვა მსთვის უკვე ნაცნობია. მოვა თქვენთან თუ არა, საგანი გამოართვით და დაასაჩუქრეთ.

თუ ლეკვმა საგანი არ მოგიტანათ, არ დასაჯოთ, თორემ მოტანას სრულიად დაანებებს თავს.

წყლიდან საგნის გამოტანას ლეკვი უფრო ადვილად მიეჩვევა, რადგან წყალში გადაგდებული საგანი მოძრაობაშია(წყალს მიაქვს) და ეს გარემოება იპყრობს ლეკვის ყურადღებას.

ძაღლი მოსატანად უნდა მიდიოდეს ხალისიანად და მხოლოდ თქვენი ბრძანების შემდეგ. ცუდია, როდესაც ჩამოვარდნილი მოკლული ფრინველის მოსატანად ძაღლი თვითნებურად გარბის, ვინაიდან მოსალოდნელია ნაბულიდან აფრენილ ფრინველს ეცეს დასაჭერად და თუ ვერ დაიჭირა - გამოეკიდოს, რაც არასასურველია.

დამატებულია (24.06.2016, 18:58:45)
---------------------------------------------
სწორად ძებნის მიჩვევა

ბრძანების შემდეგ - „ნახე” („ეძებე”), მეძებარმა მისი ჯიშისათვის დამახასიათებელი ალურით ქარის საწინაამღდეგოდ მაქოსებური მოძრაობით უნდა დაიწყოს ძებნა, უნდა მოუხვიოს ნიავის მხარეს გარეთა მხრიდან, არ უნდა გაჩერდეს ფრინველის კვალზე, მაგრამ ეს ყველაფერი მას ჯერ უნდა ასწავლოთ.
პირველ რიგში, ახალგაზრდა ძაღლთან იმდენ ხანს უნდა იმუშაოთ, რამდენ ხანსაც მას ძებნის ხალისი ექნება, რადგან გადაღლის შემდეგ ძაღლი ტემპს აგდებს და ნადირობის ჟინსაც კარგავს, რაც, ცხადია, არასასურველია. ამასთან ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საბოლოოდ ჩამოუყალიბებელ-ფორმირებული ძაღლის ფიზიკურად ზედმეტად გადატვირთვა დაუშვებელია და აი, რატომ: მინდორში ძაღლი გამუდმებით სხვადასხვა ბრძანებებს ღებულობს, რაზედაც მას რეაგირება უხდება. ფიზიკურ დაღლილობას ამ დროს ნერვული დაძაბულებაც ემატება და შესაძლოა ძაღლმა უარი თქვას ძებნის გაგრძელებაზე და გვერდში ამოგიდგეთ. საერთოდ, გადაღლილი ძაღლი მკვეთრად ამცირებს ძებნის სისწრაფესა და დიაპაზონს, უქვეითდება ყნოსვაც და იგი „ცრუ” ნაბულების კეთებას იწყებს. მიღებულია, რომ ერთსაათიანი ინტენსიური მუშაობა სრულიად საკმარისია, ამის შემდეგ ძაღლი კარგად უნდა დაასვენოთ.
ძაღლის გეშვისათვის რომელი პერიოდია საუკეთესო? ეს საკითხი ბევრს აინტერესებს. ძაღლის ზოგიერთი პატრონი საამისოდ გათენებამდე დგება, ისევე, როგორც სანადიროდ წასვლისას. ამის გაკეთება აუცილებელი სულაც არ არის. თქვენ სანადიროდ ხომ არ მიდიხართ, რომ დასიცხებამდე სროლით გული იჯეროთ. უკეთესია, თუ სავარგულში მაშინ გახვალთ, როდესაც ნამი გაშრება - არც თქვენ დასველდებით და მშრალი კორდით მუშაობაც გაგიადვილდებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ხშირად რიჟრაჟზე ნიავი არ არის ხოლმე, რაც ძაღლისთვის აუცილებელია. მთავარია, რომ ამ დროს დიდი სიცხე არ იყოს. თუ გრილი ამინდია, ძაღლთან დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მუშაობა, მაგრამ მაინც დილა-საღამო ჯობია.
მინდორში გასვლის წინ ძაღლს მსუბუქად უნდა აჭამოთ. სრული ულუფა მას მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ, ერთი საათის შემდეგ მიეცით. თუ ძაღლი ფიზიკურად ძლიერია და ჯანმრთელი, მაშინ ყოველდღიური ვარჯიში დასაშვებია, ყოველშემთხვევაში კვირაში სამჯერ მაინც აუცილებელია, რადგან მეცადინეობის ხშირად გაცდენის შემდეგ ბევრი ძაღლი ათვისებულ ილეთებს ივიწყებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მინდორში პირველად გასული ძაღლი ბევრ უცნობ რამეს დაინახავს და შეიძლება ისე გაერთოს, რომ თქვენს ბრძანებებს ყურადღებაც აღარ მიაქციოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყვირილი, მითუმეტეს ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ძაღლი დაშინდება და ის უფრო მეტ ყურადღებას თქვენს მოქმედებას მიაქცევს, ვიდრე ძებნისას მიცემული ბრძანების შესრულებას.
გეშვის დაწყების პირველი ეტაპი სწორი მანერით ძებნის გამომუშავებაა. სწორი ძებნა ყველა თანამედროვე მეძებარში შთამომავლობით არის გადმოცემული, მაგრამ თქვენი ვალია, გააღვიძოთ ეს უნარი და ისე განამტკიცოთ, რომ ძაღლი მუდმივად, ნებისმიერი ტიპის სავარგულში მეტ-ნაკლებად სწორად ეძებდეს. ამიტომ მინდორში შესვლისას უნდა გაითვალისწინით ქარის მიმართულება და აუცილებლად ქარის საწინაამღდეგოდ უნდა ატაროთ ძაღლი. თუ ნიავი არ არის, ისევე როგორც ძლიერ ქარში, ვარჯიში არ არ შეიძლება.
მინდორში გახვედით, პირობები ხელსაყრელია. ძაღლი დააწვინეთ, კორდა გაშალეთ, საყელურზე ჩააბით, მეორე ბოლო კი ხელში დაიჭირეთ. თუ ძაღლი წამოხტომას შეეცდება, ნუ გაუშვებთ. გადაიწიეთ გვერდზე იმ მიმართულებით, საითაც ძაღლი უნდა გაუშვათ. ხელიც იმ მიმართულებით გაიქნიეთ და ძებნის დაწყების ბრძანება მიეცით. ის მაშინვე წამოხტება და მითითებული მხარეს გაიქცევა. საშუალება მიეცით გაიქცეს იქამდე, სადამდეც კორდა გაუშვებს და შემდეგ მოკლე ჩასტვენითა და ბრძანებით „უკან” ძაღლი აიძულეთ შემობრუნდეს. მეძებარი გაჩერდება და გაკვირვებით შემოგხედავთ, მაგრამ მერე გამოიქცევა. აკრიფეთ კორდის ნაწილი, როცა ძაღლი გაგისწორდებათ, საპირისპირო მხარეს გაგზავნეთ. ამ დროს თქვენ აუჩქარებლად წინ გადაინაცვლეთ მხოლოდ არა სწორხაზოვნად, არამედ ტეხილის ხაზით იგივე მაქოსებური მოძრაობით, მაგრამ შედარებით ვიწრო დიაპაზონზე. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად იმოძრავებთ და რაც უფრო ნაკლებ მანძილს გაივლით, მით უფრო მჭიდრო პარალელებზე ირბენს თქვენი ძაღლი. ხშირად გაჩერებაც მოგიწევთ, ზოგჯერ-უკან დახევაც, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ძაღლს უნდა დაელოდოთ და სასურველი მიმართულებით გაგზავნოთ. პირველი ორი-სამი მეცადინეობა გამოუცდელი მგეშავისათვის მეტად დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არაა.
მაგრამ თუ გვერდზე გასული ძაღლი ბრძანების შემდეგ არ შემოუხვევს, მაშინ განმეორებითი ბრძანებისთანავე კორდის მოქაჩვით აიძულეთ იგი შემობრუნდეს. თუმცა ძალიან ძლიერად მოქაჩვა არ შეიძლება, ფიზიკური ტკივილი ზოგიერთ მეძებარს თრგუნავს და ისე აშინებს, რომ ძებნას საერთოდ თავს ანებებს. ძლიერ მოქაჩვას მხოლოდ ზედმეტად ფიცხი, ტემპერამენტდაუოკებელი ძაღლები საჭიროებენ.
არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ძაღლი თავიდან ორი-სამი მეცადინეობის შემდეგ სრულად ვერ მიხვდება, თუ რას მოითხოვენ მისგან. გაივლის მცირე დრო და შეამჩნევთ, რომ ძაღლს სასტვენის შემდეგ შემობრუნებისათვის კორდით მოქაჩვა აღარ დასჭირდება. დარწმუნდებით თუ არა ამაში, კორდას ხელი გაუშვით ძაღლი იგრძნობს რა თავისუფლებას, სვლას აუჩქარებს. ამ დროს თქვენ წინ წაიწიეთ და ყოველ შემთხვევისათვის კორდას ფეხი დაადგით. თუ ძაღლი სასტვენის შემდეგ მაშინვე შემობრუნდება, კორდიდან ფეხი აიღეთ, ხელით მიმართულება აჩვენეთ და, როცა ძაღლი ჩაგირბენთ, თქვენ წინ გადაიწიეთ. თუ ძაღლი ბრძანებას არ დაემორჩილა, ფეხდადგმული კორდა ხელში აიღეთ, მოქაჩეთ და აიძულეთ შემოუხვიოს. როგორც წესი, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კორდის ხელში დაჭერა აღარ დაგჭირდებათ, ძაღლი ყველაფერს თვითონ გააკეთებს.
როცა სწორი მანერით ძებნის უნარს გამოიმუშავებს და დაამყარებს, მეძებარი შეგიძლიათ კორდიდან გაათავისუფლოთ: მაგრამ აჩქარება სასურველი არ არის, ძაღლმა შეიძლება პარარელებზე იმოძრაოს, მაგრამ ძალიან შორს დაიწყოს გასვლა. ეს კი უკვე სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება ამაოდაც გაისარჯოთ. ასეთი ჩვევა ზოგიერთ ძაღლს (უპირატესად ინგლისურ მეძებრებს) სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. მაშ რამდენი ხანი უნდა დაეთმოს კორდის სწავლებას? პირველ რიგში, ეს ძაღლის ტემპერამენტზეა დამოკიდებული, შემდეგ აღზრდასა და გაწაფულობაზე. დღეს ისეთი ძაღლებიც გვხვდებიან, რომლებიც კორდით ტარებას არა მარტო პირველ წელს, არამედ მეორე წელსაც საჭიროებენ. ჩვეულებრივ კი სამი-ოთხი კვირს შემდეგ მეძებარი უკვე სრულიად მომზადებულია ხოლმე და იგი უნდა გაანთავისუფლოთ კორდისაგან. ამას ადვილად მივხვდებით ძაღლის მოქმედების მიხედვით. რაღა საჭიროა კორდა, თუ ძაღლი გვერდზეც სასურველ მანძილზე გადის, სწორად უხვევს და იცვლის მიმართულებას.
სანამ ძაღლს კორდის გარეშე საძებნად გაუშვებთ, ჯერ აუცილებლად დააწვინეთ, დააწყნარეთ. ძებნისას ყურადღებით ადევნეთ თვალი მის ნებისმიერ ქმედებას, არ მისცეთ საშუალება დასაშვებ მანძილზე შორს წავიდეს. უყურადღებოდ არ დატოვოთ მცირეოდენი შეცდომაც კი. მაგალითად, შეამჩნიეთ, რომ ძაღლმა მოკლე მანძილზე დროზე ადრე შემოუხვია, თუ არ დაუშლიათ შემდგომში იგი ამას სულ უფრო ხშირად გააკეთებს, ცალ მხარეს მუშაობას დაეჩვევა და მეორე მხარეს დაუძებნელს დატოვებს.
მინდორში მუშაობის საწყის პერიოდში ახალგაზრდა ძაღლები ხშირად ვერ ხვდებიან იმას, თუ რატომ აქვთ მათ ცხვირი და საერთოდ არ იყენებენ მას. აი, თქვენ შეამჩნიეთ, რომ ძაღლი უცბად გაჩერდა და რაღაცის ყნოსვა დაიწყო. არავითარ შემთხვევაში არ მიცეთ უფლება დიდხანს იქექოს კვალში. იმის ვარაუდით, რომ ქექვის შედეგად ძაღლი საბოლოოდ ფრინველს იპოვნის და ნაბულს გაუკეთებს, ზოგი მგეშავი თავს იკავებს ამკრძალავი ბრძანებებისაგან, რაც დაუშვებელია. ძაღლს კვალზე მუშაობას თუ არ დაუშლით, იგი სამუდამოდ „ქექიად” დარჩება. ასეთი მეძებრები ჩაყოფენ თუ არა ცხვირს კვალზე, ფიცხად მისდევენ ფრინველს და მას როგორც წესი, ნაბულის გარეშე აფრენენ.
ზოგჯერ ძაღლი ისე ერთობა კვალის ქექვაში, რომ აღარ რეაგირებს და სასტვენს ყურადღებას აღარ აქცევს. ამ დროს ყველაზე ეფექტურად ხმამაღალი ბრძანება - „დაწე” ან „დაუნ” მოქმედებს, რომელსაც ძაღლი ლეკვობიდანვე უნდა მიაჩვიოთ, თან ისე, რომ პირველივე ბრძანებაზე მოცელილივით უნდა ვარდებოდეს მიწაზე. შემდეგ უნდა მიხვიდეთ მასთან, უნდა ჩააბათ კორდა და მოშორებით განაგრძოთ მეცადინეობა.
ძაღლისათვის სწორი მანერით ძებნის სწავლება მეტად შრომატევადი საქმეა, დიდი ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ ვარჯიშისას არა მარტო ძაღლს უნდა მიაქციოთ ყურადღება, არამედ საკუთარ თავსაც. დაიოკეთ ტემპერამენტი და არც კი ეცადოთ გაღიზიანებულმა ყვირილი დაუწყოთ ან უარესი, მცირეოდენი უზუსტობისთვის ძაღლი დასაჯოთ. თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით თქვენი ძაღლი ჯიუტია თუ თვინიერი, მორჩილია თუ დაუჯერებელი. სწორეთ ამის გათვალისწინებით უნდა დაგეშოთ ის. მუდამ გახსოვდეთ, რომ ორი ერთნაირი ტემპერამენტის ძაღლი არ არსებობს.
სწორად ძებნის სწავლების ზემოაღწერილი მეთოდი ძაღლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გამოდგება, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. მართლაცდა, როგორ უნდა გამოუმუშაოთ ძაღლს სწორი ძებნა, თანაც კორდით, თუ ის ფეხიდან არ სცილდება პატრონს ან ხუთიოდე ნაბიჯზე ტრიალებს? ასე მხოლოდ ძალიან მშიშარა ძაღლები იქცევიან, რომლებსაც მკვეთრად შეკავებული ნერვული სისტემა აქვეთ. თუ ასე ძაღლს კორდას გაუკეთებთ, იგი საერთოდ გაჩერდება და არაფრისდიდებით ნაბიჯსაც არ გადადგამს. ამგვარად ძაღლთან მხოლო ალერსიანი მოპყრობით შეიძლება მუშაობა. უმნიშვნელო ძალდატანება, დაყვირება და უხეში მოპყრობა მხოლოდ გაართულებს საქმეს. თუ დაუყვირებთ და დაემუქრებით, იგი კუდს ამოიძუებს, გაგეცლებათ ან დაწვება. ამის შემდეგ მისი ნდობის მოპოვება ძნელია.
ამ ტიპის ძაღლთან მუშაობისას ნუ აჩქარდებით. პირველ ხანებში ეცადეთ იგი რაიმეთი დააინტერესოთ, რომ გარკვეულ მანძილზე დაგშორდეთ. არ არსებობს ისეთი მეძებარი, რომელიც ინტერესს არ იჩენდეს წვრილი ფრინველის მიმართ. დაიმახსოვრეთ ტოტოლას ჩაჯდომის ადგილი, მისკენ გაემართეთ და შეეცადეთ, ძაღლმა მისი აფრენა შეამჩნიოს. გააკეთებს რამდენიმე ნაბიჯს მისკენ? - შეაქეთ, წაახალისეთ, ხოლო თუ გაფრენილს გაეკიდება არ დაუშალოთ. ნელ-ნელა ასეთი ძაღლი თვით დაჯერებული გახდება და ძებნის სურვილიც გაუჩნდება. ამის შემდეგ უკვე შეიძლება სწორი ძებნის სწავლება. როგორც წესი, კორდა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, ყოველ შემთხვევაში პირველ ხანებში მაინც. გადით მინდორში, დააწვინეთ ძაღლი, შემდეგ იგი ქარის საწინაამღდეგოდ საძებნად გაუშვით და თქვენც იმ მიმართულებით იმოძრავეთ. 10-15 ნაბიჯის შემდეგ მობრუნდით უკან, ძაღლიც შემობრუნდება და შესაძლოა უხალისოდ, მაგრამ მაინც თქვენსკენ გამოიქცევა. ამ დროს იგი აუცილებლად გაამხნევეთ. ამკრძალავი ბრძანებებისაგან საერთოდ თავი შეიკავეთ, პირიქით, ძაღლის ისეთი ქმედებაც კი უნდა წაახალისოთ, როგორიც ტემპერამენტიან ძაღლებს ეკრძალებათ. როგორც წესი, ასეთი ძაღლები დამჯერნი არიან და შემდგომში მათი ზოგიერთი არასწორი ქმედების გამოსწორება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ნუ დაკარგავთ მოთმინებას, ძაღლი თანდათან აუცილებლად აუჩქარებს ნაბიჯს და სულ უფრო და უფრო მოშორებით დაიწყებს ძებნას. ცოტა მოგვიანებით ის დროც დადგება, რომელსაც ზუსტად თქვენს გასწვრივ დაიწყებს სირბილს. ამ მომენტიდან უკვე ძებნის დახვეწაც შეიძლება. მინდორში ხშირად იარეთ, მაგრამ ძაღლი ზედმეტად არ გადატვირთოთ. მეძებარს მინდორში ყოფნა მხოლოდ სიხარულს უნდა ანიჭებდეს. როდესაც ძაღლი თქვენგან გარკვეულ მანძილზე დაიწყებს დაშორებას, შეწყვიტეთ მასთან ერთად პარალელებზე სიარული. დროა უკვე პირიქით მოიქცეთ. როგორც კი ძაღლი თქვენთან ახლოს მარჯვნივ ჩაირბენს, თქვენ მაშინვე, რაც შეიძლება სწრაფად შებრუნდით და მარცხნივ დაიწყეთ მოძრაობა, ისე რომ მან თქვენი მანევრი ვერ შეამჩნიოს. ძაღლი სათანადო მანძილზე აღმოჩნდება თუ არა, სასტვენით უკან დააბრუნეთ. გაიმეორეთ ეს ხშირად. გაწვალდებით, მაგრამ საბოლოოდ ძაღლი მიეჩვევა და ახალ პარარელზე გადასასვლელად ზუსტად საჭირო მომენტში შემობრუნდება…
კიდევ ერთ მომენტზე ღირს ყურადღების გამახვილება. სწორი ძებნის გამომუშავების პროცესში ძაღლი უფრო და უფრო ხშირად დაიწყებს ყნოსვის გამოყენებას. მეტად დაინტერესდება აფრენილი ფრინველის ნაჯდომი ადგილით და ზოგჯერ გაქცეულ ტოროლას დაინახავს, დაძაბულ პოზაში დადგება. ამ დროს არ დააგვიანოთ, მიეცით ამკრძალავი ბრძანება და საძებრად გაგზავნეთ. მეძებარი ვალდებულია ფრინველი ყნოსვით იპოვოს და არა თვალით.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 24.06.2016, 20:17:23 | შეტყობინება # 1122
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისეთი სტატიაა ძაღლის დაგეშვა მოგინდება :35854:
:453:
:10: 10 10


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - პარასკევი, 24.06.2016, 20:18:06
 
bubusichaდრო: პარასკევი, 24.06.2016, 22:20:20 | შეტყობინება # 1123
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166
 
barbaqadzenikoloziდრო: ორშაბათი, 04.07.2016, 21:52:00 | შეტყობინება # 1124
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ. 1 კითხვამაქვს. ჩემს მეგობარს ყავს ირლანდიური სეტერის ლეკვი 8 თვის. საგეშად ყავდა დღეს და ნაბულიდან დაიჭირა მწყეის ბახალა ასე ბეღურა ჩიტის ხელა არცკი და დაუწყო ღეჭვა და ხახიდან ამოაცალა ყლაპავდაო არადა მოტანა კარგად იცის ბალიშით. ძალიან შეეშინდა თუ ეშველება რამეო და მირჩიეთ აბა რაუნდაქნას.

დამატებულია (04.07.2016, 21:52:00)
---------------------------------------------
ან საერთოდ ეშველება?

 
daviti911დრო: ორშაბათი, 04.07.2016, 21:58:31 | შეტყობინება # 1125
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, კი ეშველება მარა ინტენსიური ვარჯიში უნდა მოტანაზე. მაგ ბალიშზე რომლითაც ავარჯიშებს მიამაგროს ფრინველის ფრთა ერთი ცალი ჩააბას თოკზე რომ არ გაიქცეს ასე ავარჯიშოს რამოდენიმე დგე მერე მიუმატოს კიდევ ერთ ფრთა და რომ უკვე შეეჩვევა ფრინველის სუნს და ბუმბულს ვარჯიშის დროს ეგ ბალიში ჩაუნაცვლოს გაციებული ფრინველით.წესით მერე უნდა მოიტანოს ჩვეულებრივად.

Born to hunt
 
barbaqadzenikoloziდრო: სამშაბათი, 05.07.2016, 01:01:12 | შეტყობინება # 1126
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
daviti911, დიდი მადლობა
 
gochamikდრო: სამშაბათი, 05.07.2016, 12:06:17 | შეტყობინება # 1127
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 37
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაიკარგა ინგლისური სეტერი დღედღეზე ლეკვებს ელოდებოდა თხოვნა მაქვს თუ ვენმეს შეგხვდებათ გთხოვთ დამიკავშირდეთ 557284010 გოჩა

დამატებულია (05.07.2016, 12:06:17)
---------------------------------------------
მისამართია ბათუმი აღმაშენებლის 19ა ბინა 1

 
beqa123დრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 11:49:38 | შეტყობინება # 1128
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო ვისაც ამ ფაქტთან გაქვთ გამოცდილება მიშველეთ რამე : მყავს 8 თვის კურცჰაარი, მწყერი იცის ეძებს, ერთი კვირის უკან ვაზნები ვიყიდე და გასინჯვის მიზნით გავისროლე და რას ვხდავ ძაღლი აღარ მეკარება და თოფის დანახვაზე იმალება,არადა მაისში რომ დავატარებდი პატარა (ასაფეთქებლებით) ვაჩვევდი რეაქცია არ ქონია...... როგორ მივაჩვიო დამეხმარეთ ვინმე ძალიან გთხოვთ
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 12:01:50 | შეტყობინება # 1129
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
beqa123, მოგესალმები მეგობარო, ესეიგი ჩემა დრათჰაარმაც იგივე გააკეთა გასულ წელს, მოვიქეცი შემდეგნაირად, მეგობარი გავიყოლე მინდორში და დავაჭერინე თოფი, მაქსმიმალურად შევეცადე გამერთო ძაღლი თამაშით და აპორტზე ვარჯიშით, შიგადაშიგ ვასროლინებდი მეგობართ თოფს, დაახლოვებით 15-20 მეტრის მოშორებით, ვეცადე გასროლის მომენტში ძაღლი ახლოს მყოლოდა და მოვფერებოდი, მიეჩვია მაგრამ რეაქცია მაინც ქონდა, მაინც ცქვეტდა ყურებს და კუდს ამოიდებდა ხოლმე მაგრამ ისე აღარ გარბოდა უაზროდ როგორც ეს პირველ 2-3 გასროლაზე გააკეთა, მწყერზე ისე გავიყვანე რო ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი შეეშინდებოდა თუ არა სროლის ხმის, პირველივე ნაბული რო გააკეთა და მწერი აუფრინდა თოფის ხმა აღარც გაუგონია ისეთ აზარტში შევიდა. ასე რომ საშიში არაფერია გადაუვლის მაგრამ ყურადღება და ვარჯიში უნდა.
 
beqa123დრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 12:14:41 | შეტყობინება # 1130
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა გაიხარე,ვცდი აუცილებლად
39 39 39
 
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 21:30:11 | შეტყობინება # 1131
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასაფეთქებელი კატეგორიულად არ შეიძლება!!! ნაბულზე როცა დადგება დააწყნარე გაგზავნე შემდეგ ამოსაფრენად და დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან გაუსროლე, ნაბულის დროს მათ ავიწყდებათ შიში და ყველაფერი

d.kakulia
 
abesadze96დრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 21:46:47 | შეტყობინება # 1132
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ბიჭებო მე ირლანდიური სეტერი ავიყვანე თვენახევრის და როდის დავიწყოუნდა დაგეშვა...

დამატებულია (10.08.2016, 21:46:47)
---------------------------------------------
და კიდევ თქვენი შეფასება მაინტერესებს,მერე სურათებს დავდებ...


გენიალურობა სიმარტივეშია.
 
beqa123დრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 22:10:02 | შეტყობინება # 1133
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლად
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 22:13:13 | შეტყობინება # 1134
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
abesadze96, სავარაუდოთ გაზაფხულზე დაგეშავ თუ აღმოსავლეთში ცხოვრობ, თუ დასავლეთში მომავალ სეზონზე მოგიწევს დაცდა.
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 22:16:51 | შეტყობინება # 1135
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეშვა დაიწყე 6-7 თვის მერე. ცოტა რომ წამოიზრდება მწყერის ფრთით ავარჯიშე ნაბულზე,ასევე მწყრის ბუმბულისგან გაუკეთე ბალიში და მოტანაზე ავარჯიშე.2-3 თვიდან უმჯებესია ცოტა მერეც ასწავლე დაჯდომა, დაწოლა, შორი მანძილიდან მოსვლა, გვერდით სიარული....

Born to hunt

შეტყობინება დაამუშავა daviti911 - ოთხშაბათი, 10.08.2016, 22:17:35
 
Dato5858დრო: შაბათი, 27.08.2016, 23:11:15 | შეტყობინება # 1136
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ხალხო....ერთი კითხვა მაქვს ოთხი თვის კურცხალი მყავს რამდენიმე დღის უკან ვაჩვენე მწყერი და ინტერესში ჩავარდა ნელა ნელა მიეპარა და გადახტომის დროს ეტყობა ეკალს დადგა ფეხი და შეშინდა იმისმერე კიდე ვაჩვენე და რო დაინახა ეგრევე არიდა თავი არ გაკარებია....რა ეშველება რა ვუყო ხო ვერ მირჩევთ...??

DDBB
 
oxotnik42დრო: კვირა, 28.08.2016, 00:04:02 | შეტყობინება # 1137
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dato5858, ჯერ პატარაა 4 თვის! აცადე ცოტა ხანი და მერე აჩვენე ცოცხალი მწყერი ისევ ინტერესში შევა!

d.gvilia
 
Dato5858დრო: კვირა, 28.08.2016, 20:02:24 | შეტყობინება # 1138
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რამდენიხანი დავაცადო დახლოებით??

DDBB
 
oxotnik42დრო: კვირა, 28.08.2016, 20:22:51 | შეტყობინება # 1139
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dato5858, 6-7 თვიდან შეიძლება! მოასწრებ სანამ მწყერი დამთავრდება!(ამსეზონზეც)

დამატებულია (28.08.2016, 20:22:51)
---------------------------------------------
გაუვლის მაგას ეგ შიშები არაფერიაა სანერვიულო1 მთავარია ტოფის ხმაზე არშეშინდეს და საერთოდ უთოფოდ თუ ატარებ უკეთესია!


d.gvilia
 
Dato5858დრო: კვირა, 28.08.2016, 21:35:50 | შეტყობინება # 1140
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სხვა ყოჩაღად არის შიშები არ აქვს ....ვნახოთ აბა რა იქნება....

DDBB
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.08.2016, 23:17:19 | შეტყობინება # 1141
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dato5858, 4 თვის ლეკვისთვის არ არის საჭირო ფრინველის ჩვენება! და პირის ჩავლება მითუმეტეს!

დამატებულია (29.08.2016, 23:17:19)
---------------------------------------------

Quote oxotnik42 ()
6-7 თვიდან შეიძლება! მოასწრებ სანამ მწყერი დამთავრდება!(ამსეზონზეც)

ამ სეზონზე ვერაფერსაც ვერ მოასწრებს! კი, ბატონო კონტინენტალია, მაგრამ სიჩქარით 100-დან 99 შემთხვევაში ფუჭდება საქმე!
მითუმეტეს გამოუცდელი მგეშავის პირობებში!

პირადად მე 10 თვისას ვაჩვენე ფრინველი და ახლა როცა დაგეშილია და დამდგარი მაინც არ ვაკეთებინებ მწყერზე აპორტს!
რადგან ჯერ კიდევ არ არის დადინჯებული და ფიცხდება მოკლული ფრინველის დანახვაზე და ათამაშებს პირში! ამიტომ ჯერ ისევ ვუკრძალავ მოტანას!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 30.08.2016, 10:29:14 | შეტყობინება # 1142
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლი იგეშება გაზაფხულზე.აგვისტოში ძაღლით სიარული უკვე ნადირობაა და არა გეშვა,6-7 თვის ასაკში კი ძალიან ადრეა, გამგები გაიგებს განსხვავებას. გაზაფხულზე დაგეშილ ძაღლს აგვისტოში ანადირებ ოღონდ აპორტირება არ უნდა მოთხოვო, უნდა ანადირო მარტო, ფეხიდან ამოფრენილ ფრინველს არ უნდა ესროლო, უნდა მოინადირო ის, რასაც ძაღლი დაამუშავებს. პირველ სეზონზე არ არის სასურველი ტყის ქათამზე, ხოხობზე, კაკაბზე ნადირობა და კიდევ ბევრი რამეა დასათმობი. პირველი სეზონი სრულად ეძღვნება ძაღლს, მონადირემ ყოველი "მინდა" უნდა დათმოს და აკეთოს ის რაც ძაღლს ჭირდება.

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
oxotnik42დრო: სამშაბათი, 30.08.2016, 14:13:08 | შეტყობინება # 1143
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, გაზაფხულზე 3 თვის ლეკვი არგაიგეშება ბრატ სწორედ ამაზე იყო საუბარი სემოთ პოსტზე და არც აგვისტოში დაიგეზება 3-4 ატვის ლეკვი! თუ დაგეშვის ასაკი მოუწია აგვისტო სექტემბერში (6-7 თვის) მომავალ გაზაფხულს ხომ არდაველოდებით! სწორი მიდგომით და ზომიერად ყველაფერი შეიდზლება ბრატ!

d.gvilia
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 30.08.2016, 15:53:06 | შეტყობინება # 1144
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
oxotnik42 სწორედ რომ მოავალ გაზაფხულს უნდა დაელოდო, თუ ძაღლი უნდა გაზარდო, რასაც ძაღლი ქვია 167

დამატებულია (30.08.2016, 15:52:17)
---------------------------------------------
სწორი მიდგომაა გაზაფხულზე დაგეშვა და შემოდგომაზე ნადირობა 23 თოფით ძაღლი არ იგეშება, არც მონადირეებით სავსე მინდორში, სხვათაშორის არც მწყერით სავსე მინდორში. ძაღლის გეშვა იწყება ცარიელ მინდორში.

დამატებულია (30.08.2016, 15:53:06)
---------------------------------------------
თუმცა ვისაც როგორ მოეპრიანება ისე "დაგეშავს" თავის ძაღლს, მე ვერ ავუკრძალავ gimili


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 30.08.2016, 18:07:14 | შეტყობინება # 1145
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრჯერ წამიკითხავს და გამიგია: "ჩემი კურცხალი 5 თვიდან გაიხსნა და მანადირა!" ან "ჩემი დრათხარი 6 თვის იყო ნაბულები რო აკეთა და მწყერი მომიტანა"
ასეთი პოსტებიც წამიკითხავს და ისეც მომისმენია საუბრისას, მაგრამ აი იმ "გახსნიდან" ძალიან მალე იწყებოდა შემდეგი: " ძმურად, რამე მირჩიე რა გავაკეთო, ჩემმა ძაღლმა მწყრის ჭამა დაიწყო" ან " თოფის ხმის შეეშინდა და როგორ გამოვასწორო" და ა.შ.
ყველაფერი ეს იმის ბრალია, რომ გეშვას იწყებენ ძალიან ადრე, არასწორად და ნადირობის სეზონზე!

ვახოს ვეთანხმები 100%-ით! სწორი მიდგომა ესაა და ვისაც როგორ უნდა ისე დაგეშოს თავისი მურადა! gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
oxotnik42დრო: სამშაბათი, 30.08.2016, 18:45:45 | შეტყობინება # 1146
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გასაგებია! ვიზიარებ თქვენს აზრს! წესე წესია მაგრამ გაზაფხულზე წელიწად ნახევრის იქნება ძაღლი გამოდის რო გადასაგდებია? მე მყავს ინგლისური ეხლა ხდება 4 თვის იცის მოტანა ბრძანებებსაც ასრულებს დაჯექი, გვერდზე... არის აქტიური და ზალიან დამჯერე .. არც თოფის ხმის ეშინია! მომავალ გაზაფხულზე იქნება თითქმის წელიწად ნახევრის. ამასაკის გვიანი არიქნებათქო მომავალ გაზაფხულზე? ესარის და ეს მართლა მურადა რო არგამოვიდეს მაგიტო ვკითხულობ 23

დამატებულია (30.08.2016, 18:45:45)
---------------------------------------------
თოპი სახლში გავისროლე რამოდენიმეჯერ და რეაქცია არქონდა ანუ შიშის პრობლემა არგვაქ! გუშინ ვანახე დაჭრილი მწყერი ეზოში და გადაირია რო დაუმალე მოდზებნა კარგად! არაუხია და არც დამიაზალებია მოტანა! მაგას ვიდზახი, რომ აზრზე იქნება და მორჩა ამით წელს და მომავალ გაზაფხულზე ხოუნდა გაქააჩოს? არ რაშეცდომა დაუშვი და რას არასწორად ვაკეთებ მაინთერესებს რჩვა მჩირდება და გავიტვალისწინებ აუცილებლად!!!


d.gvilia
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 30.08.2016, 19:18:25 | შეტყობინება # 1147
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote oxotnik42 ()
მომავალ გაზაფხულზე იქნება თითქმის წელიწად ნახევრის. ამასაკის გვიანი არიქნებათქო მომავალ გაზაფხულზე?

არა ძამიკო არ იქნება გვიანი! პირიქით უკეთესი იქნებაა! :gimili:

დამატებულია (30.08.2016, 19:07:47)
---------------------------------------------
Quote oxotnik42 ()
გუშინ ვანახე დაჭრილი მწყერი ეზოში

ეგ არი შეცდომა! არ არის საჭირო 4 თვის ლეკვისათვის ფრინველის ჩვენება!

დამატებულია (30.08.2016, 19:12:53)
---------------------------------------------
პატარა ლეკვს, ეზოში ყოველდღეც რომ ვაჩვენოთ მწყერი, მინდორში გაყვანისას მაინც ყველაფრით დაინტერესდება! ანუ თავიდან ყველა ლეკვი ჩიტებსაც დასდევს და საერთოდ ყველაფერს რაც დააინტერესებს!
პრაქტიკა იზრდება და ლეკვიც ნელ-ნელა ხვდება რას ვთხოვთ, ანუ რომელი ფრინველის მოძებნას ვთხოვთ! ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ყველაფერი! პირველად ლეკვი გავიდეს მინდორში და მარტო მწყერს ეძებდეს და სხვას არაფერს აქცევდეს ყურადღებას ასეთი რამ მე არ გამიგია არსად!

დამატებულია (30.08.2016, 19:18:25)
---------------------------------------------
პს: იმის თქმა მინდა, რომ ფრინველის დაჯენჯვა უკანასკნელი ეტაპია გეშვისას და არა პირველი!
პირველ რიგში ლეკვმა უნდა ისწავლოს სწორი მოძრაობა მინდორში და ნიავზე მუშაობა, ცხვირის გამოყენება!
გაზაფხულზე ვარჯიშის დრო 1 საათს არ უნდა აღემატებოდეს, არ შეიძლება ლეკვის გადაღლა!
მინდვრიდან ისე უნდა გამოვიყვანოთ, რომ აზარტი არ ქონდეს ბოლომდე განელებული!
ამ 1 საათის განმავლობაში 2-3 მწყრის ნახვაც სრულიად საკმარისია.
საერთოდაც რომ ვერ ნახოს არც ეგ არის კატასტროფა!ფრინველს მაინც ნახავს ადრე თუ გვიან. მთავარია ლეკვი სწორად მოძრაობდეს მინდორში და ემორჩილებოდეს პატრონს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
oxotnik42დრო: სამშაბათი, 30.08.2016, 19:44:19 | შეტყობინება # 1148
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მადლობა ჯიმა! გაიხარე სასარგებლო რჩევისთვის. გავითვალისწინებ შეძლებისდაგვარად იმედია გამომივა ყველაფერი. 23_30_126

d.gvilia
 
panatiდრო: სამშაბათი, 30.08.2016, 21:00:29 | შეტყობინება # 1149
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემიაზრი ასეთია პირველ რიგში ძაღლის წინაპრები სუფთა სისხლის მონადირეები უნდა იყონ შემდეგ რაც შეეხება დაგეშვას ეს უკვე შენზეა დამოკიდებული როგორ მოეკიდები ამ საქმეს ,ანუ ურთიერთბა კარგი და მკაცრი უნდა გქონდეს ,მე მაგალითად რაც მონადირე ძაღლები ძაღლები მყოლია არცერთს არ გაჭირვებია ფრინველის მოტანა და არასდროს არმიმიჩვევია მოტანაზე უბრალოდ მკაცრ ბრძანებას ვაჩვევ და ეგარის,ანუ კიდევერთხელ ხაზს ვუსვამ ,,ბრძანება,,იმას არნიშნავს რომ შეაშინო ,უბრძანე მაგრამ თავზე ხელი გადაუსვი ბრძანების შემდეგ
 
shakomafiaდრო: სამშაბათი, 30.08.2016, 23:29:54 | შეტყობინება # 1150
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მეგობრებო...კურცხაარი მყავს 1 წლის და 4 თვისაა ,დამყავს მაგრამ ვერაფერი ვერმოუხერხე ვერდავგეშე არაფერს არშვება ,,მოკლედ იზახიან დაიწყებსო და ვერაფერი ვერგავიგე რა ვქნა .... რჩევა მინდა რა ვქნა

დამატებულია (30.08.2016, 23:29:54)
---------------------------------------------
მწყერიც ვანახეთ ,რომ შემყავს მინდვრებში ახლოს დამზდევს და მე მიყურებს როდის ავაფრენ მწყერს..არადა სუფთა კაი ჯისისაა....

 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების დაგეშვა » ძაღლის დაგეშვა (გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება)
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика