16:54:37
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ძაღლის დაგეშვა
Maverickდრო: სამშაბათი, 14.04.2009, 13:46:58 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამთემაში ვისაუბროთ მაძებრების და მდევრების დაგეშვაზე, უკვე სადაცაა მწყერიც შემოვა და მაძებრებს გაიყვანენ თვიანთი პატრონები დასაგეშად, ნუ დავიზარებთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება,
ადმინს ვთხოვ რომ ამ ტემასთან მიძღვნილი სტატიები გადმოვიტანოთ სტატიებიდან ფორუმში, რომ აქტიურად მოხდეს განხილვები
 
oxotnik42დრო: ოთხშაბათი, 31.08.2016, 00:13:54 | შეტყობინება # 1151
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shakomafia, ყნოსვა ხომ არ დაკარგა? მერე შენ რო აგიფრინდა მწყერი რა რეაქცია ქონდა ძაღლს?

d.gvilia
 
სამსონიდრო: ოთხშაბათი, 31.08.2016, 11:31:03 | შეტყობინება # 1152
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომ აგიფრინდება ასუნინე ის ადგილი სადაც მწყერი იჯდა, ინტერესი უნდა გამოიჩინოს და ძებნა დაუწყოს.

სამსონისამსონი
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 31.08.2016, 12:12:39 | შეტყობინება # 1153
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამით მიაჩვევ ნაჯდომზე "ქექვას". ძაღლი უნდა ეძებდეს ფრინველს და არა მის მიერ დატოვებულ სუნს, სულერთია კვალი იქნება, ბუმბული თუ ექსკრემენტი.

დამატებულია (31.08.2016, 12:12:39)
---------------------------------------------
shakomafia თუ ძაღლი ახლოს დაგყვება, ე.ი. არ იცის მინდორი, ჯერ გასვლა და სწორად მოძრაობა უნდა ისწავლოს 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
სამსონიდრო: ოთხშაბათი, 31.08.2016, 13:41:56 | შეტყობინება # 1154
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ არ დარწმუნდი იმაში რომ ძაღლს აქვს ყნოსვა თუ არა, არბენინე რამდენიც გინდა. სულ კი არ უნდა ანახო გაფრენილი მწყერის სუნი, ერთი ორჯელ შენთვის რომ იცოდე ძაღლი გრძნობს თუ არა სუნს. და თუ გრძნობს დალშე თავის თავს მიხედავს, შენ ვერ ასწავლი იმას მწყერი იჯდა და გაფრინდა თუ ნატარი აქვს და გასულია.

სამსონისამსონი
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 31.08.2016, 16:04:14 | შეტყობინება # 1155
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შენ ვერ ასწავლი იმას მწყერი იჯდა და გაფრინდა - პატრონი უნდა ატყობდეს ძაღლს, ფრინველზე მუშაობს თუ ნაჯდომზე იქექება 167
ერთი ორჯელ შენთვის რომ იცოდე ძაღლი გრძნობს თუ არა სუნს - ეგ ლეკვს მაშინვე ეტყობა ძუძუდან რომ მოაშორებ დედას, უფრო ადრეც 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
სამსონიდრო: ოთხშაბათი, 31.08.2016, 17:13:21 | შეტყობინება # 1156
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია და აქამდეც უნდა დაეწყო ნადირობა, იქნებ მართლა გამოსწორდეს.

სამსონისამსონი
 
Nikadziaდრო: ხუთშაბათი, 08.09.2016, 18:29:41 | შეტყობინება # 1157
შეჯიბრზე მიღწეული წარმატებებისთვის,
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 153
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა

მეგობარს ყავს პოინტერი წლისდა თვეების არის და საერთოდ არ ცდილობს ნადირობას უკან დაყვება მერე საერთოდ დაწვება და აღარ ინძრევა. არ მიჯერებდა და არ დაყავდა გაზაფხულზე სხვა ძაღლებს არ არის შეჩვეული არც ამხელა სივრცეს და ცოტა დაშინებულია. ტარება უნდა და ეშველება მეთქი ვეუბნები მაგრამ დრო არ აქვს ამდენი არ სცალია და ვინმე კაი მწვრთნელის ნომერი ხომ არ იცით რომ დაეხმაროს?
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 08.09.2016, 18:57:54 | შეტყობინება # 1158
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Nikadzia, ფასს აქვს მნიშვნელობა??? gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Nikadziaდრო: ხუთშაბათი, 08.09.2016, 20:24:46 | შეტყობინება # 1159
შეჯიბრზე მიღწეული წარმატებებისთვის,
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 153
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიო დაწერე რამოდენიმე თუ იცი და თვითონ გადაწყვეტს რომელსაც მოურიგდება
 
lebardeდრო: პარასკევი, 09.09.2016, 17:23:21 | შეტყობინება # 1160
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერც მაისში და ვერც გაგანია სეზონზე თუ ვერ იცლის, დაგეშილი იქნება ეგ ზაღლი თუ არა რა მნიშვნელობა აქვს?:)

დამატებულია (09.09.2016, 17:23:21)
---------------------------------------------
ისე ძაღლი პატრონმა უნდა გეშოს, ეს ჩემი აზრია, საკამათოთ არ ვამბობ


saburtalo77
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 09.09.2016, 21:24:12 | შეტყობინება # 1161
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote lebarde ()
სე ძაღლი პატრონმა უნდა გეშოს

სრულიად გეთანხმები!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
westernდრო: შაბათი, 10.09.2016, 21:16:19 | შეტყობინება # 1162
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი გამოცდილის რჩევით წიგნის მიხედვით ვგეშავდი და ვგეშავ ძაღლს უკვე 1.4 არის. ვხვდები რო ბევრის არც უნდა გაითვალისწინო და წიგნიდანაც არ უნდა აიღო ზოგზოგიერთი რჩევა და ამ ყველაფერს რატომ ვწერ. შარშან სეზონზე იყო 4.5 თვის არ გაიყვანო მინდორში ჯერ ადრეა სანამ აცრები არ დამთავრდება ჯერ არ ანახო მოკლული მწყერი სხვა ძაღლებთან არ ატარო და კიდე ათასი რამ და შედეგი რა მივიღე წელს გარბის გამორის კილომეტრზე დასდევს ჩიტებს,მოვუკალი რამდენჯერმე ვასუნებინე მოვაძებნინე შენამც არ მომიკვდე ინტერესი ნოლი. და ეხლა ის ხალხი,მაწყნარებენ გაიხსნება კობა დაიგეშება კიდე რო მოუკლავ ნახავს ესე ისე ჰა ბატონო ველოდები ამის გახსნას მანამდე კი ყელი მექნება ჩახლეჩილი.

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
giohunt1982დრო: შაბათი, 10.09.2016, 21:34:16 | შეტყობინება # 1163
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote western ()
შარშან სეზონზე იყო 4.5 თვის არ გაიყვანო მინდორში ჯერ ადრეა სანამ აცრები არ დამთავრდება ჯერ არ ანახო მოკლული მწყერი სხვა ძაღლებთან არ ატარო და კიდე ათასი რამ

ეგ რჩევები სწორია და მართებული! სხვა შეცდომების ბრალია დღევანდელი შედეგი.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
westernდრო: კვირა, 11.09.2016, 14:14:09 | შეტყობინება # 1164
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, რისი ბრალი გიო თქვი აბა გამოსწორდება არ გამოსწორდება ეშველება არ ეშველება

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
giohunt1982დრო: კვირა, 11.09.2016, 14:44:39 | შეტყობინება # 1165
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote western ()
შედეგი რა მივიღე წელს გარბის გამორის კილომეტრზე დასდევს ჩიტებს,მოვუკალი რამდენჯერმე ვასუნებინე მოვაძებნინე შენამც არ მომიკვდე ინტერესი ნოლი.

ყველა ლეკვს ჭირს ეგ ამბავი სანამ მინდორს შეეჩვევა! ჩემი დრათჰაარიც მასე იყო, თავიდან ყველაფრის მიმართ იჩენდა ინტერესს, ჩიტებსაც დასდევდა და კალიებსაც და საერთოდ ყველაფერ მოძრავს! შორსაც გარბოდა და არც დაძახებაზე არ რეაგირებდა.
პირადად მე არ მიჩვენებია მოკლული მწყერი. ჩიტს როცა ააფრენდა ყოველთვის ვუბრაზდებოდი, ჩიტების მიმართ ინტერესის გამომჟღავნებისასაც ვუბრაზდებოდი. ასე ნელ-ნელა მიდის ლეკვი იმ დასკვნამდე რომ თავი უნდა დაანებოს ჩიტებს! gimili
პირველი სეზონი ლეკვის არის გეშვა და არა ნადირობა! პირველ სეზონზე არ უნდა ქონდეს ილუზია მონადირეს, რომ სრულფასოვნად ანადირებს ლეკვი!
მინდორში რო შეუშვებ ლეკვს, თავიდან გაფიცხებულია და დაჭენაობს გიჟივით. ჯობია რომ 10-15 წუთი აცალო მოიკლას სირბილის ჟინი და შემდეგ მისცე ბრძანებები. რადგან სანამ გახელებული დარბის და შენ კი უშედეგოდ იხლიჩავ ხმას, ეს ძალიან ცუდია! რადგან ლეკვი ეჩვევა ბრძანების უბრალოდ რომ ვთქვათ დაკიდებას!
თუ მომხრე ხარ უფრო მკაცრი მეთოდებისა, მაშინ საუკეთესო გამოსავალი ელ.საყელურია!

დამატებულია (11.09.2016, 14:44:39)
---------------------------------------------
ყველას საყურადღებოდ ვამბობ, ვისაც სწორი გონია როცა 5 თვის ლეკვებს აწყებინებენ ნადირობას და მოკლული ფრინველის მოტანას, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ! მითუმეტეს გამოუცდელი მგეშავის ხელში 100 დან 99-ი ლეკვი ფუჭდება ამ დროს! ბევრი ჩვენი საიტელისგან მომისმენია, რომ შეჭამა მწყერი და ან დაღეჭა და გააფუჭა! ან ფეხში დაიწყო სიარული და ამდაგვარი რაღაცეები!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
westernდრო: კვირა, 11.09.2016, 17:29:18 | შეტყობინება # 1166
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ანუ საშველი ჯერ კიდეა?და რით რაც უფრო ხშირად შეხვდება მწყერს ხო

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
giohunt1982დრო: კვირა, 11.09.2016, 18:23:40 | შეტყობინება # 1167
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
western, საშველი რა თქმა უნდა არი კობა! ჩიტებზე "მუშაობა" დაუშალეე ბრძანებით "ფუ" ან რაც აქვს დამუღამებული. მწყერს რაც უფრო შეხვდება უფრო მუღამში შევა და რაც მთავარია "შუმავოი" მწყერი არ მოუკლა ჯერჯერობით!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 12.09.2016, 11:04:57 | შეტყობინება # 1168
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლული ფრინველის ნახვით და მოტანით ლეკვი არ გაიხსნება. კელვს ჭირდება:
1. სისტემატიური ფიზიკური დატვირთვა (ნორმის ფარგლებში)
2. მომზადების ზოგადი კურსი (ელემენტარული ბრძანებების შესრულება)
3. ხშირი ტარება მინდორში
4. გეშვა ყველანაირი გადაცდომების გარეშე (პატრონის მხრიდან)
აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს, რადგან მოძრავი და ინტერესიანი ძაღლია.
მთავარია მოთმინება და მიზანმიმართული შრომა.

დამატებულია (12.09.2016, 11:04:57)
---------------------------------------------
ჩემი აზრით აჯობებს "ცარიელ" მინდორში ტარება, რადგან აზარტული და ფიცხი ჩანს. პირველ ეტაპზე შეეჩვევა ყველა არასანადირო ობიექტს, რაც მინდორში ხვდება და ყურადღებას უფანტავს და მეორე ეტაპზე ცოტა მყერიც უნდა ნახოს 23 მიხვდება რა უნდა ეძებოს


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
westernდრო: ორშაბათი, 12.09.2016, 15:39:51 | შეტყობინება # 1169
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად კი არ გავიყვანე მინდორში სულ დამყავს რაც წამოიზარდა,მწყერიც ნანახი ყავს მცირე რაოდენობით ნაბულიდანაც ყავს დამუშავებული. ფიცხი ნამდვილადაა მაგრამ ამდენი ხანი კიდე ვერ შეიგნო რა უნდა ეძებოს მოკლედ გადამრია

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 12.09.2016, 16:53:50 | შეტყობინება # 1170
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებია პირველად რომ არ იყო მინდორში, მაგრამ ჯერ კიდევ ლეკვია, თან ჰიპერაქტიურია , ამიტომ ცოტა მეტი შრომა დაგჭირდება. მთავარია მტკიცე ხელი და რკინის ნერვები 167

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Nikadziaდრო: ორშაბათი, 12.09.2016, 19:20:48 | შეტყობინება # 1171
შეჯიბრზე მიღწეული წარმატებებისთვის,
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 153
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
western,
ჩემი ძაღლიც ეგრე იყო პირველ სეზონზე მე-5, 6 გაყვანაზე გააკეთა პირველი ნაბული და გადარჩა სოფელში გაგზავნას (ხუმრობით). მერცხლებსაც დაზდევდა გამწარებით მერე შემოდგომა ქათამი და მეორე სეზონზე დაიწყო მუშაობა. მესამედან უკვე პროფესორი იყო. გიომაც იცის გომარეთში რას შვრებოდა 3 წლისა რომ იყო. ასე რომ პირველივე წელს ძაღლი 10 იდან 1 თუ ამუშავდება ისწავლის და ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ძაღლი დარბის ჩიტებს დასდევს ინტერესი აქვს აი კუდში რომ გამოგყვება მაშინ არის ცუდად საქმე


შეტყობინება დაამუშავა Nikadzia - ორშაბათი, 12.09.2016, 19:22:06
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 12.09.2016, 19:40:38 | შეტყობინება # 1172
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
western წელს ქათამზე გაყვანა დიდი შეცდომა იქნება

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Maverickდრო: სამშაბათი, 13.09.2016, 11:12:05 | შეტყობინება # 1173
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
western, თუ შენი ძაღლი 1,4 წლისაა, 16 თვისმ არაფერი არ დაშავდება თუ ქათამზეც წაიყვან
ჩემი პირადი გამოცდილებით რაც უფრო მეტად დატვირთავ (არ უნდა გადატვირთო) უკეთესია, მონადირეა, ინსტიქტის დონეზე ის მაინც მტაცებელია, ამიტომ მეტი შეხვედრა ფრინველთან, მეტი ნადირობა, ასეთ რეჟიმში ძაღლი უკეთ იგეშება, ხოლო, თუ გინდა რომ შეჯიბრებისთვის მოამზადო, უკვე გაზაფხულზე მოგიწევს მუშაობა, მონადირე ძაღლს ნადირობით ვერ გააფუჭებ ისე როგორც ფაფას კარაქით ;)
 
kobaxidzeდრო: სამშაბათი, 13.09.2016, 11:36:02 | შეტყობინება # 1174
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როდესაც ძაღლი მწყერს ჭამს ეს არის ადრეულ ასაკში მწყრის მონადირების ბრალი? თუ არის კიდევ სხვა მიზეზი? 23 მე პირადად ძაღლი არ მყავს გარკვეული პრობლემის გამო და Mთლად ჩახედული არ ვარ ძაღლის აღზრდაში 167

GEBRUDER MERKEL
 
tereosდრო: სამშაბათი, 13.09.2016, 11:46:10 | შეტყობინება # 1175
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობარს ჰყავს 5 წლის პოინტერი და წელს დაიწყო ჭამა. ჩემი დრათხაარიც მესამე წელშია. ცოცხალს რომ იჭერდა უვნებლად მოჰყავდა. 2 ჯერ რომ მომიტანა და უნდა გამომერთმია პირიდან გაუფრინდა და სროლა დამჭირდა, ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ პირსაც კი არ უჭერდა.
აქამდე უმ ხორცს არ ვაჭმევდი. ვუხარშავდი და ისე ვაძლევდი, წელს კი რამოდენიმეჯერ მივეცი უმი ხორცი არ ვიცი ალბათ ამის ბრალია. ბოლოს წინა ნადირობაზე ყლაპავდა მწყერს. არ დაუღეჭავს ეგრევე ყლაპავდა და გლანდებიდან ძლივს ამოვაძრე. ერთიც წავუთაქე. მას შემდეგ კიდევ ვინადირე და ჯერ არაფერი დაუშავებია.
არა მგონია მწყრის გაფუჭება და ჭამა ადრეულ ნადირობასთან იყოს კაბშირში.
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 13.09.2016, 11:55:13 | შეტყობინება # 1176
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
16 თვისმ არაფერი არ დაშავდება თუ ქათამზეც წაიყვან - ასაკი არაფერ შუაში არ არის, პირველ სეზონზე არ არის მიზანშეწონილი ქათამზე, ხოხობზე, კაკაბზე ნადირობა.
მონადირე ძაღლს ნადირობით ვერ გააფუჭებ - ხშირ შემთხვევაში ძაღლი "არასწორად" ნადირობით ფუჭდება 167

დამატებულია (13.09.2016, 11:49:02)
---------------------------------------------
ძაღლის გაფუჭება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.

დამატებულია (13.09.2016, 11:53:48)
---------------------------------------------
არა მგონია მწყრის გაფუჭება და ჭამა ადრეულ ნადირობასთან იყოს კაბშირში - ხშირ შემთხვევაში ადრეული ასაკის ბრალია, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - ძაღლის გაფუჭება ნებისმიერ ასაკში შეიძლება ერთი დაუფიქრებელი და არასწორი საქციელით პატრონის ( ან მონადირის) მხრიდან.

დამატებულია (13.09.2016, 11:55:13)
---------------------------------------------
ამიტომ არასდროს არ ვანათხოვრებ ძაღლს და ყველასთან ერთად არც ვანადირებ. მაქსიმალურად ვცდილობ ვიწრო წრეში და კარგად ნაცნობ ხალხთან ერთად ვინადიროთ.


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 07:38:55 | შეტყობინება # 1177
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
წელს ქათამზე გაყვანა დიდი შეცდომა იქნება

რატო?? პირველ სეზონზე, ლეკვს მწყრის შემდეგ თუ ქათამზე გავიყვან და დაგეშვას ვეცდები, რათ იქნება შეცდომა?? gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 11:13:59 | შეტყობინება # 1178
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 ის იქნება, რომ რასაც მწყერზე ასწავლი და "დააყენებ" ყველაფერს გააბათილებ ქათამზე მუშაობით, პირველ სეზონზე რა თქმა უნდა, რადგან ძაღლი ჯერ კიდევ არ არის დაყენებული და არ აქვს გამყარებული ის ცოდნა, რასაც ასწავლი.

1. ე.წ. "ჩელნოკი" , მინდორში ხაზავს სწორ პარალელებს, ტყეში და ბუჩქნარში ბუნებრივი წინაღობები უშლის ხელს.
2. მინდორში მუდმივ კონტროლზე გყავს ძაღლი, ტყეში ხშირად იკარგება თვალთახედვიდან (იძულებული ხარ ძებნა შეამოკლებინო)
3. ძალიან ხშირად არ ჩანს ნაბულზე დამდგარი ძაღლი და შესაბამისად თვითნებურად მიტანების და გაკიდების შანსი იზრდება.
4. ქათამს მძაფრი სუნი აქვს და აზარტულ ლეკვებს კიდევ უფრო აგიჟებს, თან გეცოდინება რა ტრიუკებსაც აკეთებს.
5. ძაღლს საკმაოდ ხშირად უწევს კვალზე მუშაობა.
6. ქათამზე შედეგიანი ნადირობისთვის აუცილებელია აპორტირება, რაც პირველ სეზონზე არ უნდა მოვთხოვოთ ძაღლს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი.
ვიმეორებ, პირველ სეზონზე სასურველია მოვარიდოთ, თორემ მეორე და შემდეგ სეზონებზე დაყენებული ძაღლისთვის რა პრობლემაა. 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Becasseდრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 11:39:17 | შეტყობინება # 1179
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1წლის და 4თვის სპანიელი მყავს, პოინტერთან ერთად ჩვეულებრივ ვატარე ქათამზე, არველოდი 8თვის ლეკვიდან ამხელა შედეგს, მითუმეტეს ქათამზე. ახლა მწყერზე დამყავს და ძალიან მაგრად მუშაობს, მაგალითად დღეს 2ღალღა მოვინადირეთ ერთად. პოინტერთან ერთად სპანიელი მოგეხსენებათ რა თემაცაა, მაგრამ არაჩვეულებრივად მუშაობენ დუეტში. ნუ ისიც გასათვალისწინებელია რო სხვა სტილით ნადირობს და ნაბულიან ძაღლს შესაძლოა ნაღდად შეუშალოს ხელი პირველად ქათამზე ტარებამ მაგრამ ამის შემთხვევაში ნამდვილად დადებითად აისახა. აპორტირებას არ ვაკეთებინებ რათქმაუნდა ჯერ.

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 13:30:51 | შეტყობინება # 1180
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, იდეაში მართალს ამბობ, მაგრამ შეიძლება ისეც რომ არაფერი დაშავდეს, ანუ ეგ ნადირობები მაინც არ არის ერთად და ყველა მეძებარს უწევს "გადაწყობა" მინდვირდან ტყეზე, ასე რომ პირველივე სეზონზე თუ მიეჩვევა არ იქნება ცუდი!
მაგალითად ავიღოთ ჩემი ძაღლები, დამთავრდება ხო მინდვრის სეზონი, ჰოდა ტყეს რო მოერგოს ორი-სამი გასვლა უნდა. და ასევე მინდორზეა. გაზაფხულზე ვარჯიშს მაგიტომ ვიწყებ ხოლმე მარტო საველე გამოცდისათვის კი არაა საგაზაფხულო ვარჯიში!
მოკლედ, შეიძლება ისე რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 13:51:46 | შეტყობინება # 1181
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გადაწყობა გასაგებია, ზოგს მეტად ჭირდება, ზოგს ნაკლებად, ეგეც ინდივიდუალურია, მაგრამ პირველ სეზონზე - როცა ჯერ კიდევ არ აქვს მყარად ათვისებული მინდორი - ლეკვების უმეტესობას შეიძლება მავნე ჩვევები გამოუმუშავდეს. გარისკვად არ ღირს :gimili:

დამატებულია (14.09.2016, 13:40:43)
---------------------------------------------
პირველივე სეზონზე თუ მიეჩვევა არ იქნება ცუდი - პირველ სეზონზე გადაწყობის შეჩვევას აჯობებს პირველი სეზონის გაკვეთილები განამტკიცოს :23:

დამატებულია (14.09.2016, 13:42:43)
---------------------------------------------
მართალი ხარ, გაზაფხულის გასვლები ყველა ძაღლს ჭირდება, თუნდაც მარტო მინდორში იმუშაოს მთელი სეზონი. ნადირობის დროს ყველაფერს ზედმიწევნით ვერ მიაქცევს ყურადღებას მონადირე და რაღაც-რაღაცეებზე გვიწევს თვალის დახუჭვა 167 გაზაფხულზე კი ეს წვრილმანი დარღვევები დაგვყავს მინიმუმადე, ჩვევაში რომ არ გადაიზარდოს

დამატებულია (14.09.2016, 13:47:23)
---------------------------------------------
არველოდი 8თვის ლეკვიდან ამხელა შედეგს, მითუმეტეს ქათამზე - ქათამზე ნადირბა რამხელა შედეგია? მოზრდილი ფრინველია, მძაფრი სუნით, ბევრ ნაკვალევს ტოვებს და არ არის რთული დასამუშავებელი ყნოსვის მხრივ,ძაღლისთვის ერთადერთი ამოცანაა პატრონს ამოუყვანოს ფრინველი სროლისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში. სპანილეს ფართო ძებნა არ მოეთხოვება,არც მაღალი ყნოსვით მუშაობა, არც ნაბულზე დგომა 167

დამატებულია (14.09.2016, 13:50:52)
---------------------------------------------
giohunt1982 ეს არ არის ჩემს მიერ შემუშავებული დოქტრინა 069 ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი ხალხის დაწერილია დიდი ხნის წინათ ძალიან კარგ სახელმძღვანელოებში და იმდენად გასაგებად იყო ახსნილი, რომ მთელი არსით ვეთანხმები, თან პირადი პრაქტიკითაც დავრწმუნდი 23

დამატებულია (14.09.2016, 13:51:46)
---------------------------------------------
შენ ნათქვამს გავიმეორებ - ვისაც როგორ უნდა ისე დაგეშავს თავის მურადას 39


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 14.09.2016, 13:48:31
 
Becasseდრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 14:18:39 | შეტყობინება # 1182
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მე რატომღაც, რომელიღაც ლიტერატურაში წამიკითხავს, რომ ძაღლი ქათმის სუნს 7მეტრში იღებს, მწყერისას 15ში ხოლო დუპელისას 25ში

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 14:22:58 | შეტყობინება # 1183
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ეს არ არის ჩემს მიერ შემუშავებული დოქტრინა ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი ხალხის დაწერილია დიდი ხნის წინათ ძალიან კარგ სახელმძღვანელოებში და იმდენად გასაგებად იყო ახსნილი, რომ მთელი არსით ვეთანხმები, თან პირადი პრაქტიკითაც დავრწმუნდი

კი ბატონო ეგ მასეა და მეც ვეთანხმები! მარა მაინც გავრისკე gimili და ტანგო გავიყვანე მწყრის შემდეგ ქათამზე. პირველ სეზონზე რა თქმა უნდა სრულად ვერც მწყერი აითვისა და ვერც ქათამი მაგრამ წელს მწყერი დამხეცებული აქვს და ქათამზეც კარგად მანადირებს იმედია!

დამატებულია (14.09.2016, 14:22:58)
---------------------------------------------
პს: ტანგოს საგეშად უკვე კარგი ასაკი ქონდა და მაგიტომ ვანახე პირველივე სეზონზე ყველა ფრინველი! 10 თვის იყო მწყერზე რო გავიდა პირველად.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 14:57:57 | შეტყობინება # 1184
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წელს უკვე ძაღლია, მეორე სეზონს ნადირობს და რა პრობლემა უნდა ქონდეს?
10 თვე კარგი ასაკია საგეშად, არც 1 წელია გვიანი, 4-5 თვის ლეკვის გაყვანას ნამდვილად ჯობია :23:

დამატებულია (14.09.2016, 14:57:57)
---------------------------------------------
Becasse ეგ არავის დაუწერია ასე ზუსტად, დოგმასავით. საველე იმიტომ ტარდება, რომ სხვა მონაცმებთან ერთად ძაღლმა ყნოსვის სიშორე აჩვენოს.
ყნოსვის სიშორე ძალიან ინდივიდუალურია, და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული., მაგალითად : ტერიტორიაზე, კლიმატზე, კონკრეტული ძაღლის მონაცემებზე და იმ მომენტისთვის ძაღლის "სპორტულ" ფორმაზეც.


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 14.09.2016, 20:03:31
 
gugunaდრო: შაბათი, 15.10.2016, 21:06:13 | შეტყობინება # 1185
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ავიყვანე კურცჰაარის ლეკვი და დაჯდომა დაწოლა 3 თვის რომ გახდება მაგ დროიდან დავაწყებინო ჯერ 1.5 თვისაა მარტო საჭმელს ვაჭმევ და ვეფერები.
შთამომავლობაც ნორმარული აქვს კურცჰაარის თემში მაქვს სურათები
პოინტერი მყავს დანაგეში მწყერზე რომ დავგეშე მთლად ბოლომდე ვერც მივუყვანრ სამწუხაროდ მომიკვდა.

დამატებულია (15.10.2016, 21:05:31)
---------------------------------------------
როგორც წინა ძაღლზე მახსოვს რომ მომიყვანეს 3 თვეს აღარაფ3რი ეკლდა

დამატებულია (15.10.2016, 21:06:13)
---------------------------------------------
ოღონდ ის ძალიან ცეტი იყო ეს დასტოინია


remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
sulxaniდრო: სამშაბათი, 18.10.2016, 14:15:31 | შეტყობინება # 1186
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ძმებს.ტქვენი დახმარება მჭიდება,არ ვიცი როგორ მოვიქცე და გამოვა თუ არა რამე.მოკლეთ რო ვტქვათ,მაჩუქეს 6-7თვის დრათჰაარი,როგროც ვიცი არის შეშინებული ნაცემი,ხმაურის ეშინია ტოფის ეშინია ხმის კიარა დანახვაზეც უკან იხევს თოფის.არადა მენანება კარგი ძაღლია.როგორ მოვიქცე როგორ მოვექცე და საერთოდ მასეთი ძარლისგან რამე გამოვა?

monadire
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 18.10.2016, 18:28:06 | შეტყობინება # 1187
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველივე შემხვედრს აჩუქე, უკეთესს ვერ გააკეთებ ვერაფერს.
პ.ს. თან პირობა დაადებინე, რომ აღარ დაგიბრუნებს :)


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
სამსონიდრო: ოთხშაბათი, 19.10.2016, 11:25:26 | შეტყობინება # 1188
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გადავიკითხე ეს თემა და გასაგებია მწყერზე პირველივე დაგეშვის შემდე ტყის ქათამზე არ უნდა ანადირო, მაგრამ აქ ასაკს ვითვალისწინებთ თუ არა? ახლა ჩემი 17 თვისაა მაისიდან დავიწყე მწყერზე გეშვა მე ვთვლი რომ ნორმალურად აუღო ალღო, ახლა რომ გავაცდენინო ქათმის სეზონი შემდეგ გვიან ხომ არ მოუწევს? თუმცა 6 თვის ასაკში რამოდენიმეჯერ გავატარე სხვა ძაღლთან ერთად ქათამზე, მაგრამ ამას არ ვთვლი დაგეშვად.

სამსონისამსონი
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 19.10.2016, 13:53:53 | შეტყობინება # 1189
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასაკის მიუხედავად პირველი სეზონი არის პირველი სეზონი gimili

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
pavlika1998დრო: კვირა, 30.10.2016, 21:09:35 | შეტყობინება # 1190
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა მეგობრებო. მყავს 4 თვის გორდონი .ჩემთვის პირველი მონადირე ძაღლია ამიტო პირველად ვგეშავ მჭირდება თქვენი რჩევები.ზოგი მეუბნება 6 თვიდან შეგიძლია უკვე ანადიროვო. ზოგმა პატარაა ჯერო. მირჩიეთ არ მინდა რომ გამიფუჭდეს.
 
oxotnik42დრო: კვირა, 30.10.2016, 22:11:57 | შეტყობინება # 1191
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
pavlika1998, ზემოთ პოსტებს გადახედე. გამოგადგება!

d.gvilia
 
pavlika1998დრო: კვირა, 30.10.2016, 22:15:23 | შეტყობინება # 1192
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
oxotnik42,გადავხედე სუყველას არა მარა ბევრ მათგანს. მაგრამ ერთი რამ მაინც ბუნდოანია ჩემთვის. რა ასაკიდან დავიწყო გეშვა ?
 
oxotnik42დრო: კვირა, 30.10.2016, 22:39:50 | შეტყობინება # 1193
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
pavlika1998, მეცმყავს მაგასაკის ლეკვი და ველოდ გაზაფხულს! ეხლა მაინც რაზე უნდა დაგეშო? დაიწყე მწყრით გაზაფხულზე მშვენიერი დრო უწევს ასაკითაც! ზემოთა პოსტები წაიკითხე არ დაიზარო ყველაფერი წერია გარკვევით და რაც მთავარია გამოცდილი ხალხის დაწერილია. გამოგადგება პრაქტიკაში!

d.gvilia
 
pavlika1998დრო: კვირა, 30.10.2016, 23:36:27 | შეტყობინება # 1194
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
oxotnik42, კარგი წავიკიტხავ დეტალურად მადლობა
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 15:59:02 | შეტყობინება # 1195
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote pavlika1998 ()
ზოგი მეუბნება 6 თვიდან შეგიძლია უკვე ანადიროვო

მაგრად მიჰქარავს ვინც მაგას გირჩევს!
ახლა ოთხი თვისაა ჰო? ჰოდა გაზაფხულზე მწყერით დაიწყე გეშვაა!

ანადირო ძაღლი ნიშნავს იმას რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში უნდა დატვირთო სრულად! ანუ ამ რამოდენიმე საათის მანძილზე ძაღლმა თითქმის შეუსვენებალდ უნდა ეძებოს ფრინველი, აპორტირება გააკეთოს და ა.შ. ჰო??!!
და 6 თვის ლეკვმა როგორ უნდა შეძლოს ეს სრულფასოვნად ისე რომ ან თვითონ არ მიადგეს ზიანი და ან საერთოდ არ შეაძულოთ მინდორი?!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
pavlika1998დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 17:18:41 | შეტყობინება # 1196
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გასაგებია. ვასწავლე დაჯდომა მოტანა, დაძახებაზეც მოდის , რემენიტ სიარულს არ მიმიჩვევია იმიტო რომ არც არასდროს დამიბავს. კიდე რომელი აუციებელი ბრძანება უნდა იცოდეს?

დამატებულია (31.10.2016, 17:18:41)
---------------------------------------------
giohunt1982, დაველოდები მეც გაზაფხულს არსად მეჩქარება ჩემთვის მთავარია მას არ მიადგეს ზიანი და კარგი მონადირე დადგეს.

 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 31.10.2016, 17:39:38 | შეტყობინება # 1197
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
pavlika1998 დაბმა სხვაა, საბმელით (რემენით) ტარება სხვაა და აუცილებელია იცოდეს.

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 17:41:06 | შეტყობინება # 1198
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote pavlika1998 ()
არსად მეჩქარება ჩემთვის მთავარია მას არ მიადგეს ზიანი და კარგი მონადირე დადგეს.

166 166


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
pavlika1998დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 18:10:38 | შეტყობინება # 1199
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, დაბმა იმიტო ვახსენე ადრე სხვა ძაღლი რომ მყავდა იმას რომ ვაბამდი რემენზე რეაქცია არ ქონდა .
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 31.10.2016, 18:40:08 | შეტყობინება # 1200
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებია, შეიძლება არ დააბა და ვოლიერში გყავდეს ჩაკეტილი, ან ეზოში, მაგრამ "რემენით" სიარული უნდა იცოდეს. აუცილებელიცაა gimili

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика