17:13:23
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების დაგეშვა » ძაღლისთვის ბრძანებების სწავლება (დაჯექი,ადექი,გვერდზე, და სხვა)
ძაღლისთვის ბრძანებების სწავლება
mtacebeliდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 11:06:35 | შეტყობინება # 1
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Smiles_48 Smiles_48 Smiles_48 Smiles_48
 
mtacebeliდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 11:09:16 | შეტყობინება # 2
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
“დაჯექი!” “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება

1. ძაღლისათვის ჯდომისა და ადგილზე დარჩენის სწავლება – ძალიან კარგი ილეთია საწყისი წვრთნისას, რომელიც საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მანქანის ქვეშ მოხვედრას და გახდეს მასთან შემდგომი ურთიერთობის საფუძველი. მას შემდეგ, რაც ძაღლს დასვამთ ბრძანებით “დაჯექი!”, მოათავსეთ ხელისგული მისი ცხვირის წინ.

2. ხელების ჩამოუშვებლად მიეცით ბრძანება “ადგილზე!” და დადექით სახით ძაღლის წინ. მაგრად გეჭიროთ თასმა და მზად იყავით მოსაქაჩად, როდესაც ძაღლი მოისურვებს წასვლას. თუ იგი ადგა, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან.

3. როდესაც ძაღლი მიხვდება, თუ რა გსურთ მისგან, დადეთ თასმა და თანდათანობით წადით. არ დაგავიწყდეთ ხელის ჭერა მაღლა, რათა ძაღლი ხედავდეს მას და თან იმეორეთ “ადგილზე” იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს იქნება საჭირო.

ილეთის ათვისებასთან ერთად გაზარდეთ დისტანცია. ივარჯიშეთ ცოტა ხანს, რათა არ გადაღალოთ არც ძაღლი და არც საკუთარი თავი.

“ბარიერი!” ბრძანების სწავლება

დაბრკოლებათა გადალახვა.
1. იმისათვის, რომ ასწავლოთ ძაღლს ბარიერებზე გადახტომა, დაიწყეთ მარტივი და უსაფრთხო საშუალებებით – მორით ან დაბალი კედლით. გაუკეთეთ ძაღლს თასმიანი წყვეტიანი ჯაჭვი, მიეცით ბრძანება “დაჯექი!” და გადადით დაბრკოლების მეორე მხარეს. იმისათვის, რომ ძაღლს გადახტომა აიძულოთ, მიარტყით დაბრკოლებას და უბრძანეთ “აპ!” ან “ბარიერი!”.

2. როდესაც ძაღლი ხტება, ჯაჭვი უნდა ეკიდოს თავისუფლად. თუ ძაღლი ჯიუტობს, ნელა მოქაჩეთ იგი, ხოლო როდესაც ის გადალახავს დაბრკოლებას, შეაქეთ ამისათვის. როდესაც ძაღლი თავის თავში დარწმუნდება, გადადით ნახტომებზე თასმის გარეშე და დარჩით იმავე ადგილას, საიდანაც იგი ხტება.

“მობრუნდი!” ბრძანების სწავლება
1. როდესაც ძაღლი თქვენს გვერდით მოძრაობს, მსუბუქად მიარტყით თეძოზე, რათა მიიპყროთ ძაღლის ყურადღება და მოაბრუნოთ მარჯვნივ, ამასთან იმეორეთ სიტყვა “გვერდით!”

2. დაიწყეთ თქვენი ძაღლისათვის მარცხნივ და მარჯვნივ მობრუნების სწავლება მხოლოდ მის მერე, რაც იგი დაიწყებს მოძრაობას გვერდით და თქვენი განზრახვების, წინასწარ განჭვრეტას.

3. მარცხნივ მობრუნება უფრო რთულია, რადგანაც თქვენ შესაძლოა მას თათზე დააბიჯოთ ფეხი მისი გვერდით მობრუნებისას. დაიწყეთ შენელებული მოძრაობიდან.

“გვერდით!” ბრძანების სწავლება

1. ახალგაზრდა ძაღლი, რომელიც თასმას ქაჩავს, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ პატრონმა გამოტოვა ის დრო, როდესაც უნდა გამოეყენებინა წყვეტიანი ჯაჭვი.

2. ძაღლი, რომელმაც სწორად აითვისა გვერდით მოძრაობის ილეთი, წინასწარ უნდა განჭვრიტოს პატრონის ქმედებები. მან იცის, რომ თასმის მსუბუქ მოქაჩვას თან შეიძლება სდევდეს ბრძანება “დაჯექი!” ან ტროტუარის კიდეზე შეჩერება.

3. თუ ძაღლი ცდილობს ჩამორჩენას, მისი ამისაგან გადაჩვევა უნდა მოხდეს წყვეტიანი ჯაჭვის დახმარებით: როდესაც ძაღლი გვერდით იმყოფება, ჯაჭვი თავისუფლად კიდია; ხოლო როდესაც ცხოველი ებჯინება, ჯაჭვი იჭიმება.

“დაწექი!” “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება

1. ადგილზე ძაღლის ჯდომისა და დარჩენის შეჩვევის შემდეგ, ადვილია შემდეგ ილეთზე გადასვლა. დასვით ძაღლი და აიძულეთ დაწოლა, წინა თათების წინისაკენ ბიძგით.

2. როდესაც ძაღლი დაწვება, უთხარით ხმადაბლა “დაწექი!” თუ ძაღლი შეეცდება ადგომას, გაიმეორეთ “დაწექი!” და ეგრევე დაუმატეთ “ადგილზე!” – წინა ბრძანების განმტკიცებისათვის. ეცადეთ ძალიან ძლიერ არ უბიძგოთ ძაღლის თათებს.

3. როდესაც ძაღლი დაწვება, დადექით მის პირისპირ და დრუნჩთან ხელის დაჭერასთან ერთად, მიეცით ბრძანება “ადგილზე!”, თუ იგი შეეცდება ადგომას. გადით და განაგრძეთ ჟესტით მკვეთრი სიგნალის მიცემა.

“ჩემთან!” ბრძანების სწავლება
ლეკვისათვის “ჩემთან!” ბრძანების სწავლება საჭიროა უპირველეს ყოვლისა. დაუძახეთ ლეკვს მისი სახელით და დაამატეთ მხიარული ხმით “ჩემთან!” თუ ლეკვი ეგრევე მოვა – მიეცით მას პატარა გემრიელი ნაჭერი და მოეფერეთ. ქუჩაში ბრძანება უნდა ჟღერდეს ხშირად და მას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს გემრიელი ნაჭერი.

წაქეზება უნდა ხდებოდეს ეგრევე, რაც ნიშნავს, რომ ბრძანების წარმოთქმისას ნაჭერი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს პატრონის ხელში. წაქეზება საჭიროა არა პატრონთან ნებისმიერი მისვლისათვის, არამედ მხოლოდ ბრძანების შედეგად მისვლის შემთხვევაში.

მეორე მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: თუ ძაღლი არ მოდის პატრონის დაძახებაზე, უკანასკნელმა ისე უნდა ქნას, თითქოს მიდის სადმე მის გარეშე. ძაღლს არ უყვარს მარტოობაში დარჩენა და წაჰყვება თავის პატრონს. ეგრევე წააქეზეთ ძაღლი, მიეცით ნაჭერი, შეაქეთ და მოეფერეთ.

“ფუ!” ბრძანების სწავლება
ლეკვი ყოველთვის შეასრულებს თქვენთვის არასასურველ ქმედებებს და იმისათვის, რომ ისინი ჩვევაში არ გადაეზარდოს, ლეკვმა უნდა იცოდეს ბრძანება “ფუ!”

ამ ბრძანებისადმი მიჩვევა საჭიროა 2-თვის ასაკიდან. სხვა ბრძანებების მსგავსად, ძაღლმა ეს ბრძანებაც უნდა შეასრულოს დაუყონებლივ. “ფუ!” ბრძანებას ამბობენ მკვეთრი და მკაცრი ხმით, რომელიც გამოხატავს პატრონის უკმაყოფილებას. ერთდროულად მას მოჰყვება წკეპლის ან სპეციალური მათრახის სუსტი დარტყმა.

არ შეიძლება ხელით ან თასმით რტყმა, თქვენი ხელი ლეკვისათვის ხომ ალერსის სიმბოლოა, თასმა კი განკუთვნილია გასასეირნებლად.

თუ თქვენ ლეკვს თასმით სცემთ, ვეღარ შეძლებთ ლეკვის გასეირნებას თასმით: ლეკვს შიში გაუჩნდება მის მიმართ.

ამ ბრძანების გამომუშავება უნდა იყოს შეხამებული ლეკვისათვის აკრძალული ქმედებების შეჩერებით. მკაცრად და ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ლეკვს. “ფუ!” ბრძანება – მკვეთრი და მოულოდნელია, ასეთივე უნდა იყოს ფიზიკური ზემოქმედებაც.

ლეკვები და ზრდასრული ძაღლები, ჩვეულებრივ, იღებენ მიწაზე არსებულ სხვადასხვაგვარ ნარჩენებს, მაგრამ არა შიმშილის, არამედ თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო.

წარსულში ძაღლები საკვებს სწორედ ასეთი ხერხით შოულობდნენ. ნარჩენების აღება იწვევს მძიმე შედეგებს.

ამასთან ბრძოლა საჭიროა უკვე ლეკვის ადრეულ ასაკში, ერთდროულად “ფუ!” ბრძანების დამუშავებასთან ერთად ლეკვის გადაჩვევა მიწიდან სხვადასხვაგვარი ნარჩენის აღებისაგან შეიძლება სხვადასხვა ხერხით.

მაგალითისათვის: გასეირნების წინ ლეკვისათვის უცნობმა პიროვნებამ დადგენილ ადგილებში საჭიროა დადოს ხორცის რამდენიმე ნაჭერი, რომლებსაც უნდა ეყაროს პილპილი ან სხვა მწარე, მაგრამ უვნებელი წამალი. სეირნობის დროს საჭიროა მოახდინოთ ლეკვისათვის ამ ნარჩენების პროვოცირება: ასეთი “საჩუქარი” ლეკვს ნამდვილად არ მოეწონება. მსგავსი გაკვეთილის განმეორება საჭიროა რამდენიმეჯერ, სატყუარის განთავსების ადგილის, ხარისხისა და გემოს შეცვლით.

მეორე ხერხი – თითქმის იგივეა, მაგრამ გემრიელი საკვების მიცემა ხდება მწარე სანელებლების გარეშე. მას ცვლის წკეპლა, რომლითაც პატრონი ურტყავს ლეკვს, თუ ეს უკანასკნელი გემრიელ ნაჭერს იღებს. ამასთან, დარტყმა უნდა შეესაბამებოდეს ძაღლის ზომებს. ერთდროულად წარმოითქმის ბრძანება “ფუ!”.

ამკრძალავი ბრძანება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძაღლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებისათვის.

სისუფთავისადმი შეჩვევა
ადრე თუ გვიან (უფრო ადრე), თქვენი ახალი ლეკვი მოისაქმებს იატაკზე. პირველ რიგში, აიღეთ გაზეთი და დადეთ იგი მოსაქმებულ ადგილას, რათა მან შეიწოვოს შარდი. შეინახეთ გაზეთი. შემდეგ აიღეთ ტილო, საპონი და წყალი, გარეცხეთ იატაკი და გაამშრალეთ იგი კარგად. შემდეგ სველი გაზეთის ნაჭერი დადეთ მშრალი გაზეთებისაგან შექმნილ საკმაოდ დიდი მონაკვეთის მოხერხებულ კუთხეში. ყოველთვის, როდესაც მოწმინდავთ ძაღლის მოსაქმებულს, დატოვეთ სველი გაზეთის ერთი ნაჭერი მშრალ გაზეთებზე. ყოველი ზუსტი მოხვედრის შემდეგ აუცილებელია მისცეთ ლეკვს რაიმე გემრიელი. მოხარშული ხორცი ან ქათამი სრულიად შესაფერისი იქნება ამ მიზნისათვის. 10 დღეც არ გავა, და თქვენი მიზანი იქნება მიღწეული!

დატოვეთ ლეკვი ღამით. სავარაუდოდ, იგი დაიწყებს ტირილს და ყმუილსაც კი, ზოგიერთი ლეკვი ძალიან ჟინიანია თქვენთან მოახლოების სურვილის თვალსაზრისით. მაგრამ დატოვეთ იგი ღამით მარტო. ეს შეიძლება ჟღერდეს უხეშად, თუმცა ასეთი პროცედურა საუკეთესოა, რაშიც შემდგომში თავად დარწმუნდებით. უბრალოდ მიეცით წკმუტუნის საშუალება: ადრე თუ გვიან იგი დაიღლება.გათენებისას დაელოდეთ, სანამ ლეკვი მოშარდავს, და მხოლოდ ამის შემდეგ აჭამეთ. ლეკვები, ჩვეულებრივ, ტუალეტში გაღვიძებისთანავე, ძილის წინ, საჭმელის ყოველი მიღებისა და ყოველი “ჩუმი საათის” შემდეგ დადიან. “შეცდომათა” რაოდენობის შესამცირებლად, დასვით იგი გაზეთზე უფრო ხშირად პირველი რამდენიმე დღის მანძილზე მანამ, სანამ იგი არ მიხვდება გაზეთების არსებობის არსს.

სისუფთავისადმი მიჩვევა – უბრალო რამ არის, თუ ამას სწორად გააკეთებთ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ საქმე გაქვთ გარდაუვალობასთან. გააფრთხილეთ მისი მოთხოვნილება მანამ, სანამ ამას თავად იზამს. პირველ რამდენიმე შეცდომაზე არაფერი უთხრათ, განსაკუთრებით პირველი 24 საათის მანძილზე. შემდეგ, თუ იგი არ დაგიჯერებთ, მიუთითეთ შეცდომაზე და ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უთხარით: “ფუ!” ამის გაკეთება საჭიროა დამაჯერებლად და მკაცრად. ლეკვი უნდა მიხვდეს, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინა, მაგრამ ძალიან არ შეაშინოთ. ამის გარდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ცემა ან ყვირილი. მოახდინეთ ყველაფრის ორგანიზება ისეთნაირად, რომ მას არ ჰქონდეს ურჩობისა და დასჯის ობიექტად ყოფნის შესაძლებლობა. უფრო ხშირად შეაქეთ იგი კარგი საქციელისათვის და წააქეზეთ.

ლეკვის დასჯა მოშარდვის შემდეგ რამდენიმე წუთში სრულიად არაეფექტურია. ამის მიუხედავად, შეიძლება არასასურველ ადგილას მოშარდვის მცედლობების რაოდენობის შემცირება, თუ ყურადღებით უთვალთვალებთ ლეკვს იმ მომენტში, როდესაც იგი დაიწყებს ფუსფუსს და დამახასიათებელი პოზის მიღებას, და ხმამაღლა დაუკრავთ ტაშს. არავითარ შემთხვევაში არ ღირს ძაღლის გაზეთზე დასმა და მისი ხელით დაკავება. ამან შესაძლოა გამოიღოს უკუეფექტი.
საჭიროა განსაკუთრებული გულმოდგინეობით გარეცხოთ ყველა ის ადგილი, რომელიც დასვარა ლეკვმა. უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ხალიჩის და თეთრეულის გაფუჭებასთან, არ შეუშვათ ლეკვი საძინებელში, არ დაიძინოთ ლეკვთან ერთად. დადგით რამდენიმე ადგილას ფარდულები, კუთხეებში დააფინეთ ბევრი გაზეთი. სწორედ იმ ადგილას, სადაც ლეკვი ყველაზე ხშირად ისაქმებს. გარკვეული დროით ჩაკეტეთ ლეკვი ერთ ადგილას (უმჯობესია სააბაზანოში) ფარდულით ან იატაკზე დაფენილ გაზეთებთან ერთად.

თუ ვერაფერი აიძულებს ლეკვს ისარგებლოს ფარდულით ან გაზეთით, ჩაკეტეთ იგი რამდენიმე დღით გალიაში ან მოათავსეთ ვოლიერში, სადაც იატაკი მთლიანად იქნება დაფარული გაზეთებით. თანდათანობით შეამცირეთ გაზეთებით დაფარული ტერიტორია. 2-3 კვირაში შედეგი უნდა იყოს დადებითი. თანდათანობით შეამცირეთ ფარდულთა და გაზეთების რაოდენობა სხვადასხვა კუთხეში. დაიწყეთ ლეკვის გაშვება ოთახებში, თავიდან იმ ოთახში სადაც მას არასოდეს მოუსაქმავს, შემდეგ კი დანარჩენებში. თუ შეცდომები ისევ დაიწყება, ესე იგი, თქვენ იჩქარეთ და საჭიროა მოქმედება უფრო ნელა, “ნაბიჯ-ნაბიჯ”.

დამჯერობის სწავლება

სასუსნავით წაქეზების საშუალებით, ლეკვი უნდა შეაჩვიოთ მანქანით მგზავრობას. შეაქეთ ისეთი ბრძანებების კარგად შესრულება, როგორიცაა “დაწექი”, “დაჯექი”, “მაჩვენე კბილები”. სასუსნავის დახმარებით ადვილად იქნება შესაძლებელი ვარცხნა, თუ ლეკვს არ უყვარს სავარცხელის შეხება. იმისათვის, რომ ლეკვი მარტოობას შეაჩვიოთ, თავიდან გადით რამდენიმე წუთით, დაბრუნებისთანავე მაშინვე მიეცით სასუსნავი, შემდეგ თანთანობით, რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაშიც კი, გაზარდეთ თქვენი არყოფნის ხანგრძლივობა.

ზრდად ლეკვთან, განსაკუთრებით ხვადთან, ურთიერთობისას, შესაძლებელია მცირე კონფლიქტური სიტუაციები, რომლებსაც შემდგომში, სათანადო ღონისძიებების მიღების გარეშე, შეუძლიათ ურთიერთობაში პრობლემების შექმნა. მაგალითად, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი ცდილობს წაართვას ძაღლს სათამაშო ან საკვები ან უახლოვდება მას იმ მომენტში, როდესაც მას უჭირავს სათამაშო ხახით ან საგანი მის გვერდით დევს – ძაღლი იღრინება, ზოგჯერ კბენასაც კი ცდილობს. ამას ეწოდება – აგრესია ლიდერობისათვის ბრძოლაში. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მოქცევა ნორმალურია, რომ ძაღლი უბრალოდ იცავს საკვებს, ან ადგილს, ან რომ ძაღლთან კარგი ურთიერთობა ნიშნავს ყველაფერ იმის შესრულებას, რასაც იგი ითხოვს. აუცილებელია იმთავითვე აღმოფხვრათ ასეთი საქციელი და აჩვენოთ ლეკვს, თუ ვინ არის სახლის პატრონი. საჭიროა მკაცრად დასაჯოთ ძაღლი და დაიწყოთ მკაცრი წვრთნა დამჯერობის შემუშავებაზე.

ჩვენს პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა. ლეკვი შეიძინეს 8 თვის ასაკში ოჯახში, სადაც იყვნენ 3 და 5 წლის ბავშვები. ლეკვის საბოლოოდ წაყვანამდე, ჟანა ორჯერ მოდიოდა, რათა უფრო ახლოს გაცნობილიყო ლეკვთან. ძაღლს იგი მოეწონა და მეორედ გაცნობისას ლეკვი სიამოვნებით ეჯდა ხელებში და ეთამაშებოდა. სანაშენეში ლეკვი ვერ ხედავდა პატარა ბავშვებს და არც იცოდა მათი არსებობის შესახებ. როდესაც მფლობელმა მიიყვანა იგი ახალ სახლში, ბავშვები ხმაურით მიცვივდნენ მასთან. ლეკვს თავიდან შეეშინდა და მიებღუჯა ნაცნობი ადამიანის ფეხებს. მფლობელმა აიყვანა იგი ხელში და მისი დამშვიდება სცადა. შედეგად ლეკვმა დაუღრინა ბავშვებს. შემდგომში ჩვენ ავუხსენით ჟანას მისი არასწორი ქმედებები, რის შემდეგაც ლეკვის აყვანა ბავშვების გარემოცვაში აღარ ხდებოდა. ბავშვებმა დაიწყეს ლეკვის ყოველდღიური კვება და იგი მიეჩვია მათ, აღარ უღრენდა და უკვე სიამოვნებით ეთამაშებოდა. პატრონის მხრიდან კარგი ქცევისათვის წაქეზებამ და ბავშვების მიმართ აგრესიის გამოვლენისათვის რბილმა დასჯამ გამოიღო დადებითი შედეგები.

არ მოექცეთ ძაღლს ისე, როგორც პატარა ბავშვებს! ძაღლი – გროვის წევრია და ემორჩილება ამ გროვის კანონს. პატრონი ყოველთვის გროვის ლიდერია, ძაღლი უნდა იყოს ბოლო ადგილზე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ძაღლთა მფლობელებს უსიამოვნებებს ანიჭებს – საკვების ან ალერსის მოთხოვნაა. თავიდან ძაღლის მოთხოვნილებას არ მოჰყვება დიდი უსიამოვნებები, მაგრამ ხშირად სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. როდესაც იგი იწყებს ფხაჭვნას, ხმამაღლა ყეფას, ხტუნვას – ეს ძლიერ მოქმედებს ოჯახის წევრების ნერვულ სისტემაზე. თეორიულად ამ პრობლემის გადაჭრა მარტივია. ამისათვის მფლობელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება – არასოდეს მისცეს ძაღლს ის, რისი მიღწევაც სურს მას თხოვნით. ამის გარდა, არ შეიძლება არასასურველი ქმედებების ჩახშობა მისთვის რაიმე ნივთის მიცემით; მაგალითად, ძაღლი ყეფს, როდესაც მთელი ოჯახი მაგიდასთან ზის და სადილობს. არ ღირს ძაღლისათვის სათამაშოს მიცემა მისი გაჩუმების მიზნით. ამგვარად, თქვენ შესაძლოა მხოლოდ განამტკიცოთ ძაღლის მიდრეკილებები. თუ მას არ აქვს ყეფის მოთმინების შესაძლებლობა, პატრონი დამაჯერებლად უნდა ადგეს მაგიდიდან და მკაცრი ხმით გააძევოს ძაღლი “ადგილზე” ან მკაცრად დასაჯოს, რათა იმთავითვე მოაშლევინოს არასასურველი ქცევა. არსებობს არასასურველი ქცევის გადაჩვევის კიდევ ერთი კარგი მეთოდი. უნდა ადგეთ, გახვიდეთ ოთახიდან და დააიგნოროთ ძაღლი. ასეთი ხერხი ერთგვარი რბილი დასჯის ტოლფასია.

მასალა გადმოტანილია http://mydog.ge/index.p....mid=100

 
PATARA-SAMOდრო: სამშაბათი, 04.05.2010, 17:07:37 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





mtacebeli, შენ მიერ დაწერილი მეგობარო სწორია და ვეთანხმები მარა ყველა ძაღლს თავისებურად უნდა მიდგომა და სწავლება.. ასე რომ ზოგ შემთხვევაში ამ წესების გადახვევა გვიწევს ;) 167 167
 
generalდრო: პარასკევი, 07.05.2010, 00:34:02 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუ მე მყავს პოინტერი რააა არის 7 ტვის დააა ვერაფერს ვერ ვაგებინებ რააა ვცემ კიდეც ვეფერიები მაგრამ მაგისტვის სულ ერტია და მასეტი დზაგლი როგორ უნდა მოვატვინიეროოო ვერ ვისწავლეეე?
 
Tchipa_AxotniKდრო: ორშაბათი, 10.05.2010, 02:12:36 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სააგოლ კაი კაცი ხარ mtacebeli, მაგარია
 
irakli-1973დრო: კვირა, 23.05.2010, 00:53:15 | შეტყობინება # 6
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარე!!! მართალია ამ ყველაფერს ზუსტად ისე ალბათ ვერ გააკეტებ კაცი, რადგან მემგონი ყველა ძარლთან მოპყრობა და სწავლება ინდივიდუალურია, მაგრამ ძალიან კარგადაა ყველაფერი ახსნილი და გასათვალისწინებელია. ერთი რამე მინდა გკითხოთ (იქ ზევით კი წავიკითხე თითქოს ამ კითხვის პასუხი რომ პატრონმა გამოტოვა ის დრო, როდესაც უნდა გამოეყენებინა წყვეტიანი ჯაჭვი.) ახლა ჩემი ძაღლი ,პოინტერი 1 წლის და 3 თვისაა და ვერაფრით ვერ ვასწავლე გზაში თასმით რომ ვატარო,(ბევრი ვეცადე 2-3 თვიდან) ისე იქაჩება რომ ჯერერთი ძლივს ვიკავებ და მეორეც ისე ქაჩავს რომ ყელის ტკივილისგან ზოგჯერ ახველებს კიდეც...... მასწავლეთ რამე რავქნა, როგორ შევაჩვიო თასმით ტარებას
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 08.07.2010, 03:28:51 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
irakli-1973, არასდროს არაა გვიან. ცოტა მეტი დრო და ენერგია დაგეხარჯება თორე მაინც ასწავლი თუ არ მოეშვები.ეს რაც შეეხება უხეშ.ეკლიან საყელოს.
მეორე მეთოდიც არსებობს:ძაღლი, ფეხთან ტარების დროს უნდა დაიჭირო მოკლეზე ანუ ფეხთან ახლოს და ზედმეტი, მორჩენილი რემენი უნდა ატრიალო ისე რო, თუ ძაღლი წინ გაიქაჩება ცხვირში მოახვდეს. თან უნდა უძახო ბრძანება "ფეხთან".
ეს უნდა აკეთო რეგულარულად და უმჯობესია გასეირნების შემდეგ.ანუ სახლისკენ.ამ დროს ძაღლს ენერგია დახარჯული აქვს და უფრო გიჯერებს.
 
tokaდრო: პარასკევი, 09.07.2010, 01:50:29 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრძანებების სწავლება რომელი თვიდან არის დასაშვები ძაღლისთვის?
 
-BERG-დრო: პარასკევი, 09.07.2010, 21:46:11 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka, დაახლოებით 3 თვიდან. და რა თქმა უნდა ყველაფერი ერთბაშად არ უნდა დააყარო. ჯერ ერთ ბრზანებას რო კარგად აითვისებს, მერე გადადიხარ შემდეგზე და ა.შ.
თუ სხვა სახელმძღვანელოებზე არ მიგიწვდება ხელი, ჟურნალ "ნადირობა"-შიც ყველაფერი საკმაოდ კარგადაა მოცემული და არა მარტო ძაღლის გაწვრთნაზე. მე მგონი შარშანდელ ნომრებშია.
 
tokaდრო: პარასკევი, 09.07.2010, 23:04:13 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, იცოცხლე 39
 
irakli-1973დრო: ოთხშაბათი, 14.07.2010, 00:31:09 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG- მადლობა რჩევისთვის!!!! ფეხთან ახლოს ტარებამ ნაწილობრივ გაამართლა ოღონდ ცხვირში რემნის სარტყმელად ვერ გავიმეტე 35854 მგრამ ახლოს რომ ვატარებ ანუ ხელი თითქმის საყელოზე მიკიდია და ძაღლი ძალას ვერ ატანს გასაქაჩავად ცოტა ზევით წამოვწევ და ჩერდება თითქმის მივაჩვიე. მართალია თუ არ მოვეშვები და ბევრს ვეცდები ალბათ გამოვა!!!!! გაიხარე მადლობა!!!
კიდე ერთი პრობლემამაქქვს!!!! როცა მინდორში გავიყვან თავიდან ძალიან დიდი სურვილი, ჟინიაქვს თუ რაგაცაა გიჟივით დარბის ერთი 15 წუთი მაინც ნათქვამი და დაძახებაც არ ესმის....ესეიგი თვალში სინათლე დაკარგულიაქვს ისე დარბის...... პოინტერია და მითხრეს ის ძალიამ ენერგიული ძაღლია და იცისო!!!!! (მონადირე ძაღლების სურათებში მიდევს მისი სურათი "გერი"-ს სახელითაა), ჯერ წლინახევრისაა შარშან სეზონი არ იყო და წელს მწყერზე რომ ხშირად გაიყვან მერე ''ნადირობის მუღამს'' რომ კარგად დაიჭერს მიატოვებსო...... მე კიდე მეშინია თანდათან უმართავი არ გამიხდეს..... მომწერეთ ვინმემ რამეს რამე კარგი რჩევის მოცემა თუ შეგიძლიათ
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 14.07.2010, 01:13:13 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
irakli-1973, კი ნუ დაარტყამთქო, თითონ არ წავა წინ რემენს რო დაუტრიალებ.
რაც შეეხება თავიდან მინდორში გაშვებას და დაუჯერებლობას, მეტ-ნაკლებად ყველა ძაღლს ახასიათებს , მითუმეტეს სანამ დაღვინდება.
ეშმაკობით აჯობე. როცა ხვდები რო არ გაიგონებს მაშინ კი არ მიცე ბრძანება, როცა გულს იჯერებს სირბილით და ძებნას დაგიწყებს აი მაშინ იხელთე დრო და დაასაჩუქრე.
ზოგიერთთან დამალვაც ჭრის. ეგრევე ძებნას გიწყებს. მარა ვფიქრობ ამ "ილეთის" გამოყენება ადრე ასაკში უფრო მიზანშეწონილია.
 
irakli-1973დრო: შაბათი, 24.07.2010, 00:18:46 | შეტყობინება # 13
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BERG მარტალიხარ დამალვა ადრე ასაკში ჭრის, მე ამის წინ სეტერი მყავდა (ნარევი იყო თლად სუფთა არ იყო) თავიდან არ მიჯერებდა, - არა ნადირობაში კი მიჯერებდა მარა ხანდეხან წავიდოდა და დაძახებაზე არ მოდიოდა. ერტხელ წავიდა და შეხვდა ვიგაცის სამი ქოფაკი და კუდამოძუებული მორბოდა და ძლივს გადავარჩინე დაკბენას!!! იმის მერე არ მომცილებია
კარგი ყველაფერს ვცდი და ვნახოთ რა გამოვა!! გაიხარე
 
davit006დრო: პარასკევი, 30.07.2010, 14:27:08 | შეტყობინება # 14
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ირაკლი 1973, გვერდზე სიარულის დროს, როცა ძაღლი წინ იქაჩება აგიხსნეს და კაი შედეგსაც იძლევა ზემოთ რომ დაქაჩავ რემენს და კიდევ ერთს მე გეტყვი ძაღლს ატარებ მარცხენა მხარეს შენგან, როცა იწყებს წინ წაწევას მისგან შეუმჩნევლათ აბიჯებ თათზე ისე რომ ცოტა მტკივნეული იყოს მისთვის და ნახავ შედეგს სამი გაკვეთილის შემდეგ, თან ნელ ნელა რემენი მოუშვი . გაინტერესებს მინდორში პირველი წვრთნები, აიღე ძმაო 10მეტრიანი რემენი და ჩააბი ძაღლს და ისე დაუწყე თუ არა დამიჯერე გაგექცევა სადავეებიდან და დაგაწყებიებს ქვების სროლას. მოკლეთ გაგყავს მინდარში პავადოკით 10მ. დაიწყო ძაღლმა მოძრაობა ზიგ ზაგზე როგორც კი ხედავ რომ რემენი მთავრდება ასე ვთქვათ ეგრევე შენ როგორც აძლევ ბრძანებას და ძლიერათ დაქაჩავ რემენს ძაღლი ავარდება ჰაერში და დაენარცხება მიწაზე, არ შეგეშინდეს არაფერი მოუვა ოღონდ ზომიერათ ეგრევე აძლევ ბრძანებას და ხელით უჩვენებ მიმართულებას საითაც უნდა იმოძრაოს მარჯვნივ თუ მარცხნივ. შედეგს დაინახავ ძმაო 1-2 ჯერ რომ დაენარცხება, ასევე წინ თუ დაიხვეტა. ასე ავარჯიშე მანამდე სანამ არ დაგემორჩილება ოღონდ 2ცდის შემდეგ როცა დააგდებ აუცილებლათ მანამდე მიეცი ბრძანება სანამ რემენი არ დაიჭიმება და ნახავ თუ არ დაგემორჩილა. მერე უკვე მიხვდები რა შენ თვითონ არის თუ არა შენი ძაღლი მზათ აუშვა თუ არა თავისუფლად.
 
berdiaguguchiaდრო: სამშაბათი, 22.02.2011, 14:16:47 | შეტყობინება # 15
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლს თუ მოაქვს სხვადასხვა ნივთები არის შესაძლებელი იგივე არ გაიმეოროს მინდორში ფრინველზე და თუ კი რას მირჩევთ ეს რომ თავიდან ავიცილო.
 
toka_monadireდრო: სამშაბათი, 22.02.2011, 16:56:56 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ჯიუტია სახლში რომ გადავუგდებ ჯოხს მოაქ და მინდორში ნადირობის დროს რო ფრივნელი რო ჩამოვარდება მივა ნახავს დამანახებს რო პირში აქ ვუძახი მოიტა მოიტა და მაინც არ მოაქ და იქნებ მირჩიოთ რამ

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 22.02.2011, 18:47:03 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berdiaguguchia, ეგ ახასიათებს იმ ძაღლებს რომლებსაც მოტანა კი ასწავლეს მაგრამ ნახევრად. აბა ჯოხი გადაუგდე მინდორში თუ არ მოიტანს...
"ნახევრად" ნიშნავს; როცა ლეკვი მოტანას ისწავლის და გაამყარებს, შეჩვეულ საგანს (ჯოხს,ბალიშს, და ა.შ.) ფრინველის ფრთები უნდა მიემაგროს და ასე გაგრძელდეს სწავლება. როცა ამასაც აითვისებს, ჩამოგდებულ ფრინველსაც მოიტანს.
საერთოდ ძაღლს მანდამაინც არ სიამოვნებს მშრალი რაღაცეების პირში ჩადება. ამიტომაა მისაჩვევი ბუმბულზე.
toka_monadire, რაღაც შეცდომა გაქვს დაშვებული სწავლების დროს. მინდორში უნდა ცადო მოტანის სწავლის კურსი თავიდან.
 
toka_monadireდრო: სამშაბათი, 22.02.2011, 20:36:15 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, თავიდან უნდა დავაწყებინო?

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 22.02.2011, 20:52:30 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, ჯერ სახლში, მერე იგივე მინდორში. მინდორში გასვლისთანავე არ გინდა, სირბილით გულს რო იჯერებს მერე დააწყებინე მოტანაზე ვარჯიში. ზუსტად ისეთივე ბრძანებებით და ინტონაციით. და ერთბაშად ბევრიჯერ მოტანა არაა საჭირო. სამჯერ გაამეორებინე და გაუშვი ისევ თავისუფლად. მერე კიდე 2-3-ჯერ და ასე...
ძაღლს დააკვირდი და თითონ მიგახვედრებს ბევრ რამეს.
 
toka_monadireდრო: სამშაბათი, 22.02.2011, 22:07:51 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, იცით როგორ ვასწავლე, კალბას ვიყიდიდი 3 ლარის დაინახავდა თუ არა სტარტზე დგებოდა მომიტანდა მივცემდი პატარა ნაცჰერს მომიტანდა კიდე მივცემდი, უკალბასოდ ხანდახან მოაქ, ახლა სეზონი კი მთავრდება მაგრამ რო გამოვა ამინდი მერე კიდე გავიყვან

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
berdiaguguchiaდრო: სამშაბათი, 22.02.2011, 22:26:57 | შეტყობინება # 21
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბერგ გამარჯობა. ჩემ ძაღლს ეზოში ვუმალავ ტყის ქათმის ფრთას იპოვის, თავიდან ჩამირბენს ცოტას გაეთამაშება მერე კი ბრძანებას შეასრულებს. ამიტომ მგონი გამახარებს. ეხლა ცოტა რტულ საქმეს ვარ შეჭიდებული დაჯდომა და დაწოლას ვასწავლი, თუმცა არ ვიცი ეს რაში გამოგვადგება მე და ჩემ ჯეკის.

დამატებულია (22.02.2011, 21:26:57)
---------------------------------------------
ტოკა მონადირე ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქ ამ საქმეში მაგრამ ვკითხულობ თან ჩემ ძაღლთან ჯერ ყველაფერი გამომდის, მინდა ასეთი მარტივი რამ გირჩიო ძაღლი ფრინველს რომ აიღებს და არ მოგიტანს შენ გატრიალდი და წადი ჩემი აზრით უკან გამოგეკიდება და ნადავლსაც არ დატოვებს.

 
toka_monadireდრო: სამშაბათი, 22.02.2011, 23:24:33 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berdiaguguchia, დაწოლა დაჯდომა ეგ ადვილი საქმეა, ჩემს დაჯდომა და თათის ჩამორთმევა ვასწავლე. კარგი ეგრე ვიზამ მაგრამ მომავალ სეზონამდე ეგ არ მოხერხდება, ფრინველს რო აიგებს ბუნდგას აცილებს პატარახე და მერე აგდებს გარბის და ისევ იძებს სხვა ფრინველს, ერთხელ მწყერი რომ მოკლა მამაჩემმა ჩავარდა პატარა არხივიტთ იყო და იქ, ჩვეულებრივა გამოიტანა და დააგდო

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
toliaდრო: ოთხშაბათი, 23.02.2011, 05:09:27 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძან კარგი თემაა.ხშირად ვკითხულობ ლეკვის გაზრდას და პატრონობას.ჟურნალები ვნახე აქ ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით და კარგია.კიდე თუ ვინმეს მიუწვდება ხელი და მოგვაწოდებს კარგი იქნება 23_30_126 166

ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
 
GAGA_CHIKOდრო: ოთხშაბათი, 23.02.2011, 13:09:41 | შეტყობინება # 24
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სასტვენზე დზაგლის მიცჰვევისას რამე განსხვავებული სასტვენი უნდა ვიკიდო ტუ არ აქ მნისჰვნელობაა?
 
berdiaguguchiaდრო: ხუთშაბათი, 24.02.2011, 13:54:01 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრიტ არანაირი სხვა სასტვენი არ არსებობს, ჩვეულებრივი სასტვენი.
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 24.02.2011, 15:44:03 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, ძეხვი არ შეიძლება ძაღლისთვის. ღორის ხორცია შერეული.და ღმერთმა იცის კიდე რა... და საერთოდ, ჩვენთან რო ძეხვებია ის საერთოდ არ იჭმევა. ყველით ან რაც უყვარს იმით დაასაჩუქრე.
სულ საჩუქრით დახვედრა არაა საჭირო. ისე უნდა აურიო რო ვერ გაიგოს როდის მისცემ. ხანდახან მოეფერე კიდეც, მარტო ერთ გამღიზიანებელზე ნუ გაჩერდები.
berdiaguguchia, დაჯდომა-ადგომა აუცილებელია მეძებარი ძაღლისთვის. თუ რატო ამის განმარტება შორს წაგვიყვანს. ინტერნეტში, ჯურნალებში, წიგნებში მოიძებნე.
GAGA_CHIKO, ბოლო-ბოლო ყველაფერი წავა რაც უსტვენს, ნასროლი ვაზნაც, მაგრამ ძაღლებისთვის არსებობს სპეციალური სასტვენი; მაღალი ბგერებით (წუის). მისი ხმა ადამიანს მოშორებით აღარ ესმის. სამაგიეროდ ცხოველებს ესმით კარგად.
 
GAGA_CHIKOდრო: ხუთშაბათი, 24.02.2011, 16:08:18 | შეტყობინება # 27
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, 23_30_126 და სად შეიდლება რო ვიკიდო ეგ სასტვენი?
 
toka_monadireდრო: ხუთშაბათი, 24.02.2011, 17:03:47 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, კიდე პედიგრის გიჟია, კარგი მერე უყიდი და ვასწავლი, კაი რაგაცაა ეგ მოტანა, მე ვნახე ვიდო ძაგლი არ შევიდა ზამთარში იხვზე და კაცმა გაიხადა და იმან გამოიტანა 069 069 069 069 069 069

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 24.02.2011, 23:39:46 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GAGA_CHIKO, ნაღდად არ ვიცი. აქ არ მინახავს. შეიძლება "მაგარ" მაღაზიებში იყოს. მე წლების წინ მოსკოვიდან ჩამოვიტანე.
 
toliaდრო: პარასკევი, 25.02.2011, 18:54:44 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენ საიტზე არის "ლრკვის მოვლა" ჟურნალებში. მეტი ვერ ვიპოვე ლეკვთან დაკავშირებით რო გავცნობილიყავი.ეგ სტატიები რო გვქონდეს რამოდენიმე კარგი იქნება.თუ მიგიწვდებათ მსგავს სტატიებთან ხელი დადეთ ბიჭებო 23_30_126

ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
 
tengomengoდრო: ხუთშაბათი, 03.03.2011, 15:11:58 | შეტყობინება # 31
ჯგუფი: წაშლილები





სპანიელი მყავს და რო ვნადირობ ჩამოგდებულ ნანადირევს ღეჭავა-ღეჭვით მოაქვს და როგორ გადავაჩვიოო? ოგონდ მარტო მწყერს ღეჩავს სხვა არაფერს
 
zaza-50დრო: შაბათი, 26.03.2011, 10:09:39 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, აიღე პენოპლასტი (ზღვის ქაფი) 10 სმ სიგანე 4-5. სიგ სიგრძეზე დაატარე არმატურის ან რკინის ნაჭერი სიმძიმისთვის. შემდეგ მწყერის ბუმბულებით შეფუთე და კანაფით კარგად გადაახვე რო ვერ დაშალოს ძაღლმა. შემდეგ ლურსმნები სამი ოთხი ცალი სიგამეზე გაუყარე სხვადასხვა მიმართულებით ისე რომ ყველა მხარეს გამოდიოდეს გარეთ ისე რომ ხელში აღებისას არ იგრძნობოდეს მაგრამ ხელის მმოჭEრისას ოდნავ მტკივნეული იყოს . ლურსმნებს რა თქმა უნდა ბოლოები ანუ ჩაქუჩს სადაც არტყამ ეგენი ეჭრება და უკეთდება წვერი ოღონდ ბლაგვი ისე რომ არ შეერჭოს და წვერიც უნდა დაუბლაგვდეს. მაგით ათამაშე. ფრინველის მოტანას ისწავლის დაღეჭვის გარეშე ვინაიდან დაძენძვისას არ ესიამოვნება პირში ლურსმნების წვეროები მაგრამ მოტანისას ჯილდო გარდაუვალი ექნება და ხალისი უმაღლესი 167
 
tengomengoდრო: ორშაბათი, 28.03.2011, 22:16:51 | შეტყობინება # 33
ჯგუფი: წაშლილები





zaza-50, არცერთ სხვა ნანადირევს არ ღეჭავს მარტო მწყერს და ვპიქრობ დაჭეილს რო იჭერს ეგ არ სიამოვნებს და იმიტომ ღეჭავს 23 კაი მასე ვცდიი, ვაიიჰ საწყალი ჯერი როგორ ჩავხედო მერე თვალებში? 069 069
 
toka_monadireდრო: ოთხშაბათი, 30.03.2011, 23:32:31 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, რო ჩამოვარდება მწყერის ანრამე სხვა ფრინველი ღეჩვით არა მაგრამ ბუნდღას აცლის ცოტაზე და ვსიო...მთავარია გემო არ გაუსინჯოს 069

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
tengomengoდრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 00:32:44 | შეტყობინება # 35
ჯგუფი: წაშლილები





არა ჭამას არც ცდილობს უბრალოდ რო ფართხალებს ეტყობა ეგ არ სიამოვნებს და პირს უჭერს :D:D
 
toka_monadireდრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 00:45:04 | შეტყობინება # 36
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, მთავარია არ გააFუჩოს ძაან და გემო არ გაუსინჯოს 166

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
valerikaდრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 12:44:19 | შეტყობინება # 37
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს უყურე როგორ წვრთნიდა ძაღლს .. პატრონმა თქვა 4 დღეში დააყენა ძაღლიო 1 თვიანი კურსია, რა მაგარია რას უშვება ძაღლს 19 19

....
 
zura89დრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 20:58:06 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
valerika, დრო და მაგარი ნერვები უნდა ქონდეს ადამიანს და ყველა შეძლებს თავისი ძაღლის გაწვრთნას 166 166

ზურა
 
toka_monadireდრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 22:36:41 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლა ჩEმი ძუ მაკეთაა და რომ მოიგებს ლეკვს ერთს ვიტოვებ და მე უნდა დავგეშო მაგრა

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
ახოტნიკდრო: ხუთშაბათი, 28.07.2011, 17:28:25 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი ინფორმაცია თქვენ შემოგევლეთ 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 28.07.2011, 17:35:20 | შეტყობინება # 41
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
general, ცემით ვერაფერს მიაგწევ კიდევ უფრო დაიბნევა და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და ტავადაც აგესლება უფრო მეტად ნერვები დიდი მოთმინება და დიდი შრომა გმარტებს და აუცილებლად გექნება შედეგი, პოინტერები ენერგიულები არიან და ცოტატი ძნელია მაგათი მოთურგვნა

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
grafi87დრო: ორშაბათი, 08.08.2011, 16:04:43 | შეტყობინება # 42
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს...მყავს 6 ტვის ლეკვი უკვე დამყავს სანადიროდ ანუ ვაცჰვევ მაგრამ წინ არ მიდის სულ უკან დამდევს და რა ვუსჰველო ხო ვერ მეტყვიტ? წინასწარ სპასიბა ვინც რამეს დამაკვალიანებს.გაიხარეტ...
 
Woolterდრო: შაბათი, 17.09.2011, 15:36:06 | შეტყობინება # 43
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2. ხელების ჩამოუშვებლად მიეცით ბრძანება “ადგილზე!” და დადექით სახით ძაღლის წინ. მაგრად გეჭიროთ თასმა და მზად იყავით მოსაქაჩად, როდესაც ძაღლი მოისურვებს წასვლას. თუ იგი ადგა, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან.

ეს პუნქტი ვერ მივხვდი რაღაც
ხელები რა პოზიციაში უნდა მქონდეს ამ დროს?
მაღლა აწეული? დოინჯი?> თუ რა?

გავაკეთებინე უკვე :)
ერთი საათუ მაგაზე ვვარჯიშობდით და აღარ დგება ფეხზე სანამ არ ვეტყვი :) "ფუ"-ც ესმის :)


R o K i

შეტყობინება დაამუშავა Woolter - შაბათი, 17.09.2011, 17:40:05
 
WIWKAN@დრო: შაბათი, 22.10.2011, 23:08:33 | შეტყობინება # 44
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
PATARA-SAMO, მეგობარო,ჩვენ ბაზიერები ანუ ვინც მტაცებელ ფრინველს ვწვრთინ ეგრე ვართ ყველა ამბობს ყველას თAვისებურად უდნა მიდგომა,მაგრამ ძირითAდად ერთი სტილით ვწვრთნით,სტატიაში როგორც წერია მაგრამ მაგას თქმაც არ უდნა რომ ყველა მტაცებელი ინდივიდუალურია და სწირდება თAვისებური მიდგომა ხასიათისადმი და ასევე ჩვევებისადმი,ჩემი აზრით ძAრლიც ეგრეა... :)

ც.ჩინჩალაძე
 
alekoდრო: შაბათი, 22.10.2011, 23:20:10 | შეტყობინება # 45
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grafi87, მწყერი აჩვენე ?? თუ არა აჩვენე და ნადირობის ინსტიქტი გაუღვივე და ნელ-ნელა დაიწყებს გასვლას (ალბათ)(ეხლა ვეღარ მოასწრებ და მომავალი წლისთვის გაითვალისწინე) 167

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - შაბათი, 22.10.2011, 23:21:12
 
Aresდრო: პარასკევი, 23.12.2011, 15:56:59 | შეტყობინება # 46
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე ადვილად მემგონი მაინც სეტერი თვინიერდება თუ დამეთანხმებით ძმებო

ნუგახდები ბრაკონიერი !
 
alekoდრო: პარასკევი, 23.12.2011, 18:18:55 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (vidok)
ყველაზე ადვილად მემგონი მაინც სეტერი თვინიერდება თუ დამეთანხმებით ძმებო

vidok, ჯერ უნდა დაწერო რომელი სეტერი, ინგლისური? ირლანდიური? შოტლანდიური?
<მოთვინიერება> კიდე ამ შემთხვევისთვის არ გამოდგება ნამდვილად! გარეული ცხენი ხომ არ არის?! მონადირულ ენაზე უფრო: <იწაფება>, <იგეშება>,<აღზარდო>, <დააყენო> და ა.შ ეს რჩევისთვის.
სამივე ჯიშის სეტერს შეიძლება ქონდეს როგორც რბილი ისე ფიცხი ხასიათი! ინგლისური ჯიშები(არა მარტო სეტერი, პოინტერიც) უმეტეს შემთხვევაში, რბილი ხასიათისანი არიან(არა ყოველთვის, გამონაკლისები ჯიშებში მრავლადაა). გერმანული ჯიშები შედარებით ინგლისურისაგან, უფრო ფიცხი ხასიათისანი არიან(კიდევ ვიმეორებ, არა ყოველთვის!)
უმეტეს შემთხვევებში კი მონადირეზეა დამოკიდებული, ჯერ თვითონ როგორ იცის გაწაფვა-დაგეშვა თეორიულად და მერე ლეკვს როგორ ასწავლის პრაქტიკულად!
და ეგრე თქმა კიდე არალოგიკური და აზრს მოკლებულია!ისევდაისევ თითოეული ძაღლის ფსიქიკიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ!მგონი გაგეცი პასუხი. 167


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
GuzUდრო: კვირა, 12.02.2012, 13:08:29 | შეტყობინება # 48
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
valerika, სად ვნახო მაგ ვიდეო ძაღლს რო წრთვნიან ბრატ

ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე
ვერასოდეს მიაღწევენ
 
zoroდრო: კვირა, 12.02.2012, 14:03:03 | შეტყობინება # 49
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბარძანების ორჯერ გამეორება არ შეიძლება მიჩვევეა იცის

დამატებულია (12.02.2012, 13:03:03)
---------------------------------------------
და მერე აღარ ასრულებს


giorgi gorgodze444
 
ლაშა86დრო: პარასკევი, 17.02.2012, 20:50:59 | შეტყობინება # 50
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ასეთი სიტუაციაა ჩემს ტავს, მყავს ლაბრადორის ლეკვი(1.5 თვის), სახლში ვზრდი და გვინდა რომ სახლში მოქცევა ვასწავლოთ, ერტადერთი რაც არ ვიცი არის, თუ როგორ მივაჩვიო ჰიგიენის დაცვას და ერტ ადგილზე მოისაქმოს(მთელი სახლის აყროლებას აპირებს 36_1_69 ). მიშველეთ რამე და მასწავლეთ როგორ მოვიქცე

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების დაგეშვა » ძაღლისთვის ბრძანებების სწავლება (დაჯექი,ადექი,გვერდზე, და სხვა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика