15:37:07
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: Gia, dudu-duda  
მთის არწივი....
WIWKAN@დრო: პარასკევი, 30.10.2009, 11:12:15 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მთის არწივი ბინადრობს ევრაზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში. სიგრძე 95 სმ. ფრთების შლილი 2 მ-მდე. ბუდობს ხეებსა და კლდეებზე, დედალი დებს 12 კვერცხს. მთის არწივები ქმნიან მუდმივ წყვილებს, კონსერვატიზმს იჩენენ ბუდის მიმართ, რომელიც ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს. იკვებებიან მღრღნელებით, ლეშით, კურდღლებით, ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, მწერებით. საქართველოში გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა - სამხრეთევროპული მთის არწივი

არწივი მტაცებელ ფრინველებს შორის ერთ ერთი უდიდესი და უძლიერესი ფრინველია...მტის არწივს ნადირობა შეუძლია;კურდღელზე,მელიაზე,ტურაზე,კოიოტზე,შველზე და პატარა მგელზეც კი....დასაგეშად არც ისე ადვილია მაგრამ მითი ნადირობა უდიდესსი სიამოვნებაა...დაგეშილი არწივები მონღოლეთშია დიდი რაოდენობით გავრცელებული და ძირითადათ ნადირობენ; მელაზე, ტურაზე ,მგელზე და კოიოტზე...

 
WIWKAN@დრო: შაბათი, 31.10.2009, 00:15:29 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არწივი სერიოზული ფრინველია გიგა მე და შენ მომავალ წელს იქნება ვიშოვოთ შენს სოფელში ბუდე ჰა რას იტყვი?... 23

 
Adminდრო: შაბათი, 31.10.2009, 00:25:12 | შეტყობინება # 3
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ გირჩევთ.ძალიან ბევრი საჭმელი უნდათ და მისი სანდიროც არაა
 
lashaდრო: შაბათი, 31.10.2009, 00:31:08 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო და კიდე არწივის ბუდიდან ამოყვანა ადვილი არ გეგონოთ 167
 
monadireeდრო: შაბათი, 31.10.2009, 00:41:33 | შეტყობინება # 5
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატო ლაშაა?
 
Adminდრო: შაბათი, 31.10.2009, 13:15:27 | შეტყობინება # 6
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არწივის ბუდესთან მისვლას არავის გირჩევთ.ეს უკვე სახუმარო თემა არაა.ყაზახების აზრით არწივის ბარტყის ამოყვანას ძალიან ვაჟკაცი თუ გაბედავს.ისიც სიფრთხილის ყველა ზომის მიღებით და დაუზიანებელი მაინც ვერ გამოდიან
 
WIWKAN@დრო: შაბათი, 31.10.2009, 13:39:53 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ადმინისტრატორი)
არწივის ბუდესთან მისვლას არავის გირჩევთ.ეს უკვე სახუმარო თემა არაა.ყაზახების აზრით არწივის ბარტყის ამოყვანას ძალიან ვაჟკაცი თუ გაბედავს.ისიც სიფრთხილის ყველა ზომის მიღებით და დაუზიანებელი მაინც ვერ გამოდიან

მე სიმართლე რომ გითხრათ მაგას უფრო მუღამს ვაძლევ...ისე მართლაც რომ აპასნი საქმეა აბა ბარტყს ჩხიკვს ვე ააცლი და კაჭკაჭს რომ არ შემოგიტიოს და მაგას ვინ გადაურჩება?.... 17 და არც მგონია რომ ბარტყი უბრძოლველად დათმოს... 158794e0

თანაც გააჩნია სად ექნება ბუდე ხეზე თუ კლდეზე?.. კლდიდან შეიძლება გადმოგაგდოს... 23

ორივე საშიშია გიო?...


23

 
Adminდრო: შაბათი, 31.10.2009, 14:58:10 | შეტყობინება # 8
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ცოტნე არ ეშვები ავანტიურას.გეტყვი რომ გადმოგდების საშიშროებასთან ერთად არსებობს კლანჭის გაკვრის რეალობა და ახალგაზრდისთვის არწივის ბუდესთან მისვლა სასიკვდილო საფრთხის ტოლფასია და ამოიგდეთ თავიდან ეს სურვილი.თან არწივის ტარება ძალიან ძლიერ ვაჟკაცებსაც უჭირთო და ცხენზე უმაგრებენ ქანდარას და ისე დაყავთო.ასე რომ თუ არწივის ბარტყის აყვანა გინდათ,ცხენიც დაგჭირდებათ
 
lashaდრო: შაბათი, 31.10.2009, 17:04:01 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (WIWKAN@)
არწივმა როგორ უნდა მაჯობო?.....

არწივმა არა წიწკან არწივებმაა , ჯობნით კიდე მგლებს ჯობნიან და ადამიანს რასაც უზამს ხო წარმოგიდგენია ,, და ერთი ბარტყის გამო რო დახოცო დედალმამალი და ისე ამოიყვანო არამგონია სწორი საქციელი იყოს ბაზიერისთვის .. თან ბუდეს იმ მანძილზე არ დაშორდება მთის არწივი რო უყურადღებოდ დატოვოს ბარტყი , და რო დააინახავს ადამიანს ბუდესთან სიახლოვეს ნუ შედეგს შენთვითონ მიხვდები ... თან ადმინმაც გითხრა რო ძნელია მოვლაო ...

 
gigagiga239დრო: ორშაბათი, 02.11.2009, 01:23:19 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წიწკან მოკლედ არ იშლი რაა.... მე სადაც მეგულება ჯერ წარმოიდგინე სახლიდან 5 საათი უნდა იარო მთასი წვერისკენ მერე იქ რომ ახვალ ერთი 30 ან 50 მეტრიანი ნაძვია და კენწეროშია ბუდე ასე 4 ან 5 მეტრის დიამეტრის დიდი ტოტებით აშენებული..... და ასე 200 მეტროში რომ მიუახლოვდები არწივი კივის ტყეს აზანზარებს და დავიჯერო იმ ხეზე ახვალ და ბარტყს მოსტაცებ .... თან რომ დავაკვირდით ერთი მსობელი პასტაიანაი რცებოდა.... იმ ადგილის დაახლოებითი სურთი ა ძამია

დამატებულია (02.11.2009, 00:21:41)
---------------------------------------------
აი მე და ჩემი ნათესავი მთა დავიბღარით და სახლში არწივით ხედამშვენებული უნდა დავბრუნებულიYავით მარა ვერცერთმა ვერ გავრისკეთ. ნაჯახებით შეიარაღებულები

დამატებულია (02.11.2009, 00:23:19)
---------------------------------------------
[size=15]აი დალაშქრული დათვის თავი (ალპური ზონაა კავკასიონი სჩანს და ბაკურიანზე მაღლაა)[/size]

 
WIWKAN@დრო: სამშაბათი, 03.11.2009, 01:56:46 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (gigagiga239)
არწივის სანადირო არც ბუნებრივი გარემოა ჩვენთან და არც ცხოველი ნორმალურად რომ ანადირო

ისე ეგ მართალია ხალხი ძაღლებით და თოფებით დასდევებ კურდღლებს და ვერ პოულობენ და სად უნდა იშოვო ტრიალ მინდორში კურდღელი?....თუნდაც შველი...მელიის გულისთვის ხო არ დაგეშავ?... 23
 
matequrdadzeდრო: ხუთშაბათი, 05.11.2009, 15:06:11 | შეტყობინება # 12
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაროჩე რა არწივის დაჭერაა ტოო ეხლა გეტყვით რო კირკიტაზე რომ ვიყავი ბუდიდან ამოსაყვანად ლამის კორპუსის 5 სართულიდან გადმომაგდო მამალმა კირკიტამ უნამუსო ვიყო და არწივზე კიდე ლაპარაკიც არ ღირს შანსი არაა მაგას ბუდიდან ბარტყი მოსტაცო და არც იმის შანსია რო უბრძოლვევად დათმოს შვილები. ისეე მთამსვლელი ვარ მოყვარული სვანეთშიც ვისვენებ ყოველ ზაფხულს და ბევრია მართლა და გიგასი არ იყოს ჯერ ბუდეს ისეთ ადგილზე იკეთებს ძნელია მიუდგე და მეორეც 100 მეტრაში რო მიხვალ ეგრევე აგრესიული ხდება და თავდაცვაზე გადადის დედალიც და მამალიც თან იმხელები არიან ........ AllSmail133

შეტყობინება დაამუშავა matequrdadze - ხუთშაბათი, 05.11.2009, 15:06:42
 
WIWKAN@დრო: ორშაბათი, 16.11.2009, 22:59:26 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
 
gigagiga239დრო: სამშაბათი, 17.11.2009, 00:12:14 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
loxishvili, ბერკუტი მთის არწივია.... (Aquila chrysaetus) აი სურათებიც...

 
gigagiga239დრო: ხუთშაბათი, 19.11.2009, 23:08:44 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი კიდევ...

 
soso_k3დრო: პარასკევი, 27.11.2009, 09:19:33 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხო, აბა თქვენი აზრით მაქსიმუმ რამდენი კილოს ატაცვა შეუძლია მთის არწივს, აბა ველოდები თქვენ აზრებს. 23

შეტყობინება დაამუშავა soso_k3 - პარასკევი, 27.11.2009, 09:20:11
 
gigagiga239დრო: შაბათი, 28.11.2009, 02:26:22 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სადღაც 10 კილომდე ალბათ მაქსიმუმ (სავარაუდოა არ ვიცი )
 
soso_k3დრო: შაბათი, 28.11.2009, 13:16:07 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gigagiga238 მე ვიცი რო გაცილებით მეტი., 10 კილო რა არის? ვიდეო ხო იცი მთის თხას რო იტაცებს და სს 10 კილოა მარტოო? 23
 
vaxo_vaxoდრო: შაბათი, 28.11.2009, 14:26:17 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
soso_k3, კი მართალიხარ ეგ ვიდეო მე იცი მარა მანდ რა პონტია იცი მთიდან გადმოიყვანს და მერე ქარის ხარჯზე მიყავს თორე ისე ადგილიდან მაგას ვერ წაიყვანს
 
gigagiga239დრო: ორშაბათი, 30.11.2009, 02:55:48 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vaxo_vaxo, soso_k3, მეც ეგ ვიგულისხმე რადგან მიწიდან წარმოიდგინე თავის მასაც უნდა აწიოც + ნადავლიც..... ხოლო მთიდან რომ წამოიღებს ის სხვა საქმეა ვარდნის დროს შეუძლია შეაკავოს და არა აიტაცოს.
 
monadireeდრო: ხუთშაბათი, 03.12.2009, 21:53:55 | შეტყობინება # 21
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვიცი რო ინერციით 50 კილოს წაღება სჰეუდზლია მარა აწევა არა

რედაქტირება მოახდინა gigiagiga239

 
Adminდრო: პარასკევი, 04.12.2009, 01:55:14 | შეტყობინება # 22
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ნახეთ და მიხვდებით რამდენის კილოგრამის წაღება შეუძლია არწივს

arcivis dachera
 
lashaდრო: პარასკევი, 04.12.2009, 10:49:52 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიბმული რო ქონდა ფეხებზე იმიტომ ვერ აწია თორე ბრჭყალებით რო ქონოდა დაჭერილი წაიღებდაა , მე ესე ვფქრობ ...
 
gigagiga239დრო: კვირა, 06.12.2009, 00:08:35 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha, მეც მაგ აზრზე ვარ ან კიდე ის თოკი რომ რამოდენიმე მეტრი ყოფილიყო და უბრალოდ არწივს ტანი აეწია ჰაერში უეჭველი წაიღებდა...
 
Adminდრო: კვირა, 06.12.2009, 15:23:25 | შეტყობინება # 25
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და მაინც მიახლოებითი წარმოდგენა ხომ შექმნა,არწივის მიერ სიმძიმით აფრენაში?
 
gigagiga239დრო: სამშაბათი, 08.12.2009, 10:53:49 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, კი სამწუხაროდ შემექმნა .. (ვაახ იმედებიც დაიმსხვრა... 28 28 AllSmail12 AllSmail12 ORBI
 
Bochoraდრო: კვირა, 13.12.2009, 20:54:30 | შეტყობინება # 27
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მთის არწივი ჩემმა ნაცნობმა დაიჩირა ჩოხატაურში,გურიაში მიმინოს ბადეში მოხვდა გაჟოზე წამოვიდა ჩვეულებრივად!
 
WIWKAN@დრო: ორშაბათი, 14.12.2009, 19:59:35 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვფიქრობ რომ ჩია არწივი იქნებოდა..მთის არწივი ღაჟოს როგორ დაიჭერს?...და რახან ვერ დაიჭერს არც წავა... 23
 
Adminდრო: ორშაბათი, 14.12.2009, 22:14:01 | შეტყობინება # 29
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ჯერ არ გამიგია მთის არწივი ვინმეს ჩიტით დაეჭიროს.ეს ისეთი რამეა უეჭველი გახმაურდებოდა(.რა თქმა უნდა არა კურიერში 36_1_69 )
 
loxishviliდრო: კვირა, 20.12.2009, 22:48:13 | შეტყობინება # 30
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 156
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მთის არწივის ტარემა ძაან ძნელი იქნება.....მაგ დროს ცხენი უნდა გყავდეს და არ გაგიჭირდება.მაგრამ გააჩნია ადამიანსაც,მაგალითად ჩემთვის არ არის ძნელი არწივის წონის ტარება და სხვისი არ ვიცი
 
lashaდრო: კვირა, 20.12.2009, 22:58:45 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (loxishvili)
მაგალითად ჩემთვის არ არის ძნელი არწივის წონის ტარება და სხვისი არ ვიცი

ერთი საათით მაინც დაიჭერ 5-6 კილოს დაახლოებით, ხელში ისე რო იდაყვი ტანთან არ გქონდეს მიდებული ??? 36_1_69
მონღოლ ბაზიერებს ვერ დაყავთ, რომლებსაც თითქმის მთელი ცხოვრება არწივები უზით ხელზე , თუ სადმე არ ჩამოდეს ხელი და ..
 
gigagiga239დრო: ხუთშაბათი, 24.12.2009, 17:54:51 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვახო 1 დღე ვერ შეძლებ 7 ან 8 კილოიანი არწივის ხელზე ტარებას მითუმეტეს თუ არაფერს დაეყრდნობი რატომ?

1) არწივი ცოცხალი არსებაა არაა (ნივთი) და მოძრაობს და ფრთის თითო მოქნევით წონას ზრდის დაწოლის ხელზე გამოცდილებით ვიცი ნახევარი საათი ვერ გავიჩერე ხელზე მხარი მომტეხა და სახე დამილურჯა ფრთას რომ მოიქნევდა სახეში მხვდებოდა .... 069 069 069

 
soso_k3დრო: ორშაბათი, 15.02.2010, 13:11:50 | შეტყობინება # 33
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (15.02.2010, 13:10:07)
---------------------------------------------
აი მწვერვალი თეთნულდი სვანეთში, ალბათ დედალ-მამალი მთის არწივეებია ესენი. 167 23 :23:

დამატებულია (15.02.2010, 13:11:50)
---------------------------------------------
აი ესეთი სანახაობა ხშირადაა ხოლმე სვანეთში, მართლაც ძალიან ლამაზი საყურებელია არწივების ირაო მწვერვალებთან. 167

შეტყობინება დაამუშავა soso_k3 - ორშაბათი, 15.02.2010, 13:18:54
 
goga-0niდრო: ორშაბათი, 08.03.2010, 17:40:33 | შეტყობინება # 34
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მთის არწივი ძლიერი ფრინველია, თუარ ვცდები ალეექსი არაბულის წიგნში წავიკითხე როგორ იპოვა ზვავში მთის არწივი, ფეხები ზვავში ჰქონდა ჩატნეულიო და როცა ამოვუჭერი თოვლი და გავანთავისუფლეო კლანჭებში როჭო ეჭირაო, ეტყობა დევნისას ფერდობს შეასკდნენ და ზვავი გამოიწვიეს და თვითონაც შიგ მოყვნენო 23
 
gigagiga239დრო: ორშაბათი, 08.03.2010, 17:54:09 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni, საინტერესოა მაგრამ რამდენად რეალურია ..... 25 25
 
goga-0niდრო: ორშაბათი, 08.03.2010, 18:08:36 | შეტყობინება # 36
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიგაგიგა, ისე ზვავში დაღუპული სხვებსაც უპოვიათ, ნადირობისას თოვლიან ფერდს რომ შეასკდება როჭოსთან ერთად, ზვავს დაძრავს და მერე თავს ვეღარ აღწევს ალბათ.
 
WIWKAN@დრო: ოთხშაბათი, 31.03.2010, 23:12:48 | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასეთი რამ ვის უნახავს ხალხო?....არწივს კაცის შეჭმა უნდა ნახეთ... 36_1_69

 
lashaდრო: ხუთშაბათი, 01.04.2010, 00:17:11 | შეტყობინება # 38
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (WIWKAN@)
ასეთი რამ ვის უნახავს ხალხო?....არწივს კაცის შეჭმა უნდა ნახეთ...

საცოდავს რვა შრამი გარანტირებული აქვს ზურგზეე 069 069 ნისკარტიც თუ ჩაარტყაა გათავებული იქნებოდა მაგის საქმე

 
skilterდრო: კვირა, 16.05.2010, 19:39:29 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძააან მაგარი ფრინველია [img][/img]
 
oto_rugbyდრო: ხუთშაბათი, 07.07.2011, 20:18:24 | შეტყობინება # 40
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


დამატებულია (07.07.2011, 19:18:24)
---------------------------------------------


ო.დემეტრაშვილი
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 07.08.2011, 00:45:35 | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფრთოსანი მტაცებლების სიძლიერეს სიმბოლო - მთის არწივია, ის ჩვენი ბუნების სიამაყეა, ორას წელზე მეტია, რაც კარლ ლინემ ლათინური სახელწოდება - ოქროს არწივი უწოდა. მისი ღირსების პატივსაცემად ფრანგები და შვედები მას სამეფო არწივს ეძახიან.

მართლაც დიდებული აგებულობისა და შესახედულობისაა, ზომით არც ისე დიდია. სხეულის სიგრძე ერთ მეტრამდე აღწევს, გაშლილი ფრთების სიგანე - ორ მეტრამდე. მოკაუჭებული ბრჭყალები და მგლისფერი ნისკარტი ხანჯალივით ბასრი აქვს. მისი თვალები ნეკვერჩხალებივით ანათებენ და მის დაუნდობელ და შეუდარებელ მტაცებლობაზე მეტყველებენ. საოცარია მისი თავისუფალი ირაო ცის კამარაზე. ყველაფერი ეს აღფრთოვანებას იწვევს და არწივისადმი პატივისცემით განაწყობს ადამიანს.

გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება იშვიათად, მცირერიცხოვანია და უკანასკნელი მონაცემებით არ აღემატება 20 წყვილს. რაოდენობა ყველგან შემცირებულია, საერთო რიცხოვნობა დაუზუსტებელი. შედარებით მეტია შუა აზიაში, ალთაის მხარეში.

მთის არწივი მხოლოდ მაღალ მთებში ბინადრობს. საბუდრად მიუდგომელ კლდიან ადგილებს ირჩევს. ბუდე დიდი ზომისაა - დიამეტრი 2-3 მეტრია, რომლის ძირითადად ნაწილს მსხვილი ტოტებისაგან აგებენ, დანარჩენს წვრილი ტოტებითა და ყლორტებით, რომელიც შიგნიდან ბუმბულით, ბეწვით ხმელი ბალახითაა ამოფენილი.

გამრავლებას იწყებენ 4-5 წლის ასაკში. წყვილები მუდმივია და არსებობს ერთ-ერთი პარტნიორის დაღუპვამდე.. არწივი თავის საუფლოს არ სცილდება. სადაც იბადება, მთელ სიცოცხლეს იქვე ატარებს იქვე კვდება. დაწყვილება იწყება თებერვალში. თითოეულ წყვილს 2-4ვ ბუდე აქვს და მათში რიგ-რიგობით ბუდობენ, მრავალი წლის მანძილზე. მარტ-აპრილში დებს 1-დან 3-მდე მოზრდილ თეთრ მუქ ლაქებიან კვერცხს. კრუხად მხოლოდ დედალი ზის 40-45 დღე, მართვეები (თუმცა ბუდიდან გადმოფრენამდე ხშირად მხოლოდ ერთი მართვე აღწევს). შებუმბვლას მაისში იწყებენ და ივნისის ბოლოს ამთავრებენ. ფრენას 80 დღის ასაკში ცდილობენ.

მთის არწივის ნადავლი სხვადასხვაგვარია. ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელზე, მელაზ. იტაცებს ბატკნებს. ჯიხვის, არჩვის, ნიამორის თიკნებს: ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ემტერება გადამფრენ ფრინველებს - წეროებსა და ბატებს.

ჩვენში გავრცელებულია მოარული აზრი, რომ არწივი სხვიდ მოკლულს არაფერს მიირთმევს. ამასვე ამბობს ვაჟა-ფშაველა: „მაგრამ სხვის მოკლულს არა სჭამს, ამაყი, ლაღი ჩემფერი“, თუმცა ზამთარში, როცა საკვები შემოაკლდება, მძორსაც არ ერიდება. მაგალითად შოტლანდიაში ორნითოლოგებმა გამოთვალეს, რომ ერთი არწივი წელიწადში 200 კგ. ცოცხალ ნადავლს და 50 კგ-მდე მძორს მიირთმევს.

არწივების სანადირო ტერიტორია 40 კვადრატულ კმ-მდეა. ის ძალიან ფრთხილი ფრინველია, ადამიანს ყოველთვის ერიდება და თუ ის 300 მეტრამდე მიუახლოვდა ჩუმად მიფრინავს საკუთარი ბუდიდანაც კი, ამიტომ არწივის ადამიანზე თავდასხმის ფაქტებიც გამოგონილია.

წარსულში მთის არწივი ცნობილი იყო როგორც დამჭერი ფრინველი. უმთავრესად შუა აზიაში, არწივებით კურდღლებზე და მელიებზე ნადირობდნენ. კარგი დამჭერი ფრინველით სეზონზე რამდენიმე ათეულობით მელა დაუჭერიათ. გამოცდილები იშვიათად მგელსაც იყვანენ. გასული საუკუნის 50-იან წლებში ყირგიზეთში 1000-მდე დამჭერი არწივი ჰყავდათ, რომლებითაც რესპუბლიკაში მოპოვებული მელიების 30% იჭერდნენ. დღეისათვის არწივებით ნადირობა მხოლოდ ყაზახეთის, თურქმენეთის და ყირგიზეთის რიგ რაიონებშია შემორჩენილი, ამგვარი სპორტის აღორძინების მცდელობაა ყირგიზეთში სპეციალური საშენი ბაზის ამოქმედება. თუმცა დამჭერი ფრინველებით ნადირობის ერთგვარ მოდად გადაქცევა, გარკვეულ სიფრთხილესაც მოითხოვს. საქმე იმაშია, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში მტაცებლებზე მოთხოვნილების ზრდამ იშვიათი ფრინველების ბრაკონიერული მოპოვების ტენდენცია გააძლიერა.

სასარგებლო, სანადირო გარეული ფრინველების რაოდენობის შემცირებაში მთის არწივის როლი მათი სიმცირის გამო ყოველთვის უმნიშვნელო იყო, მიუხედავად ამისა 70-იან წლებში სრულად გაუაზრებლად მათზე ნადირობა და ბუდეების მოშლა სტიმულირდებოდა ფულადი პრემიებით გაბატონებული იყო შეხედულება: „მტაცებელია ე.ი მავნებელია“.

დღეისათვის მდგომარეობა შეიცვალა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აარწივებს სპეციალურ საკვებსაც კი უყრიან, რათა მათი რაოდენობა დასტაბილიზდეს. ამ ფრინველებისათვის ნებიმიერი შეწუხება დამღუპველია. მაგალითად, ფინეთში საგანგებო ჯგუფები ბუნების დაცვიდან მათ ბუდეებს იცავენ არა მხოლოდ ბრაკონიერებისაგან, არამედ ფოტოგრაფებისგანაც, იშვიათ მტაცებლებს მხოლოდ აბსოლუტურ სიწყნარეში შეუძლიათ ნორმალურად იცხოვრონ.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე

შეტყობინება დაამუშავა datokincurashvili - კვირა, 07.08.2011, 22:48:12
 
bendeksiდრო: ხუთშაბათი, 12.01.2012, 21:14:16 | შეტყობინება # 42
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რამდენხანს ცოცხლობს მთის არწივი?

ნიკა რაზმაძე
 
gigagiga239დრო: შაბათი, 14.01.2012, 15:08:47 | შეტყობინება # 43
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, დაგეშილი მთის არწივი 30 40 წელი ყოლიათ ეს ტყვეობაში ხოლო ბუნებაში შეიძლება 60 წლამდეც ავიდეს.

დამატებულია (14.01.2012, 14:08:47)
---------------------------------------------
ბუთუთი, ამასთან გინდა ჩხუბი?

069 069 069 069


შენი ჭირიმე სიკვდილო,
სიცოცხლე ხარობს შენითა.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
 
ბუთუთიდრო: შაბათი, 14.01.2012, 19:29:59 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giiiivi, ნახავ თუ გამაქანებს 069 069

დამატებულია (14.01.2012, 18:29:59)
---------------------------------------------
giiiivi, fshavelo, ENUQICHI, მაგ თქვენ 069 მთის არწივს ჰაერში გავნასკვავ 166 069


 
ENUQICHIდრო: კვირა, 15.01.2012, 01:20:48 | შეტყობინება # 45
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი,რითინ ლაკარტკითინ?! 23
აქ ხუმრობის გარეშე მთავარია ერთი რაიმე გაიგო ბუტუთი, რაც ბადრიმ დაგიწერა! ბუდე რო იცოდე და ამოიყვანო მართვეს მშობლები ადვილად არ დათმობენ და შეეწირებიან! ისედაც რამდენჯერ ითქვა რაში გჭირდება საქართველოში სად უნდა ინადირო??? ტუ კურდღელი გინდა დაიჭირო ბაზით დაადევნებ კაი დედალ ქორს და უფრო დაიჭერს! არწივი დამაზავს და ვსიო გაუვლის შეიძლება აღარც მოუბრუნდეს! ქორი სორომდე ჩაყვება ისეთი ჟინი აქვს!
მელია თუ გინდა ძაღლებს უნდა შეაჩვიო ისევე როგორც კურდღელზე გინდა ძაღლთან ჩვეული არწივი და შესაბამისად ძაღლების შეჩვევა არწივზე!
ფრინველის ძაღლი შეიძლება შეაჩვიო ადვილად ოღონდ ცხოველის ძაღლი რთულია ცოტა 23
ასე რომ გადაიკითხე და ამაზე აღარც გვინდა ხუმრობა მოუფრთხილდეთ ბუნებას, აიყვანე ქორი მიმინო და დატკბი ნადირობით თუ მათი სტილი მოგწონს(მე მაგალითად მომწონს). 166


★ஜ۩۞۩ஜ★
 
Adminდრო: კვირა, 15.01.2012, 04:39:17 | შეტყობინება # 46
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
4 გვერდიანი თემა შემცირებულია 1 გვერდამდე, არაფრისმომცემი შეტყობინების და მეგობრული აქეთ-იქეთურის გამო. კიდევ თუ გაგრძელდება ასე ვინც გააგრძელებს იმ მონადირეს თუ ბაზიერს შევამცირებ საიტიდან (იმედია მხოლოდ რამდენიმე დღით). საბაასო თემა შექმნილია მინი-ჩატის სათაურით. თუ ვინმეს არ აკმაყოფილებს ერთი თემა,გახსენით მეორე,მესამე. არავინ არ გიკრძალავთ,მაგრამ ინფორმაციულ თემებში უნდა იყოს კითხვა და პასუხი ანუ იმ თემაზე კონკრეტული საუბარი. იმედია გაითვალისწინებთ,ეს საიტისთვისაც სასარგებლოა და ჩემი დროც დაიზოგება,რადგან ნახევარ საათზე მეტი რა წამეშალა,რისთვის რედაქტირება გამეკეთებია და რა დამეტოვებია ვმუშაობდი.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
gigagiga239დრო: კვირა, 15.01.2012, 20:43:20 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, გეთანხმები ქორის ამბავში თუმცა ყველა დედალი ქორი ვერ დაიჭერს ბოცვერს ( განსაკუთრებული ფორმა და სხეული სჭირდება საბრძოლველად ყველაზე ძლიერი კურდღელზე ხოხობზე კაკაბზე როჭოზე და ასე შემდეგ რუსული ქორია ეგრედ წოდებული ბუტეოდისი, დედლის საბძოლო წონა 1800გრამია ხოლო კვერცხზე 2 კილო ზის. რაც შეეხება მთის არწივს მამალი ჩვენი ქვესახეობა ძალიან დიდი არ არის და არც ტლანქი პირიქიტ რაკეტაა ბუნებაში კურდღელზე იხვზე როჭოზე ნადირობს. ძალიან სწრაფი და აგრესიული ქვესახეობაა მისწრებაა კურდღელზე, იხვზე ხოხობზე და მემგონი კაკაბსაც გაქაჩავს და წეროებზე და ეგეთებზე მელას ადვილად დაძლევს. ძალიან ცოტა რომ არ იყოს.... ეჰ.

ბუთუთი ვფიქრობ რომ ცოტა აგდებულად საუბრობ მთის არწივზე.


შენი ჭირიმე სიკვდილო,
სიცოცხლე ხარობს შენითა.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13


შეტყობინება დაამუშავა gigagiga239 - კვირა, 15.01.2012, 20:44:38
 
ENUQICHIდრო: კვირა, 15.01.2012, 23:04:24 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თვალსაჩინოდ აქ უნდა დაიდოს ალბათ ჩემი ატვირთული ვიდეო



★ஜ۩۞۩ஜ★
 
gigagiga239დრო: კვირა, 15.01.2012, 23:11:03 | შეტყობინება # 49
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, კარგი ვიდეოა მონღოლები ძალიან აშიმშილებენ ფრინველებს, ძირითადად ძაღლებით კვებავენ.

შენი ჭირიმე სიკვდილო,
სიცოცხლე ხარობს შენითა.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
 
ENUQICHIდრო: კვირა, 15.01.2012, 23:20:01 | შეტყობინება # 50
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ ვიდეოში ყველას ვეკითხებოდი თუ რატო მოიქცა ასე და ჯობია დავწეროთ აქაც მოკლედ სხვებმა რომ არ იკითხონ..მე უცხოელ ბაზიერებსაც ვკითხე და ძალიან აღზნებული მოსიებულს ეგულებოდა საკვები სადღაც ხელში მომალული როგორც ხშირად მეც მიქნია როცა ხელზე მომყავდა ფრინველი და კიდევ პერზე რაც ეცვა ბოლოს იმ ბიჭს ვისაც დააფრინდა..
ამ ვიდეოში განსაზღვრავ რამხელაა არწივი და რა შესაძლებლობა აქვს 167
gigagiga239, შენი აზრი იქნება საინტერესო რატო მოიქცა ასე თუმცა კი თქვი აშიმშილებენო


★ஜ۩۞۩ஜ★
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика