03:17:55
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Gia, dudu-duda  
კრაზანაჭამია იგივე ირაო
akson777დრო: სამშაბათი, 02.09.2014, 20:13:33 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

დამატებულია (02.09.2014, 19:13:33)
---------------------------------------------
[img][/img]

ნადირობა აკრძალულია!


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 03.09.2014, 12:04:27
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 10:19:12 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ქობულეთში ვცხოვრობ და აქ სოფლებში ყველა ნადირობს ამ ფრინველზე, ჭამას რაც შეეხება 70% არ ჭამს ვინც ნადირობს, და თუ ვინმე ჭამს "ბირჟაზე" "ზგარაძე" წვავენ აბა სახლში ვინ მოგამზადებინებს მაგას:)) ხოდა ყველა ეძახის ირაოს, დაჟე კრაზანაჭამია რო ერქვა ეს არ ვიცოდი მე. გადაფრენის დროს როგორც ვიცი ბევრი სახეობის გადადის, ზოგს თურმე კუჭი ქონია ზოგს არა, კუჭი რომელსაც აქვს მაგას ჭამენ, შეფერილობითაც არჩევენ რომელია კარგი და რომელი ცუდი.

ამას ვწერ სოფელში გაგონილს და ნანახს და ნუ გამკიცხავთ თუ რამე მეშლება :)
 
Nikadziaდრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 11:07:03 | შეტყობინება # 3
შეჯიბრზე მიღწეული წარმატებებისთვის,
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 153
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც გამიგია რომ გემრიელად მიირთმევენ. ერთმა გურულმა მითხრა მაკვანეთის ინდაურსაც ეძახიანო )))))
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 11:22:00 | შეტყობინება # 4
ჯგუფი: წაშლილები





არარის სანადირო ობიექტი........... ნადირობა აკრძალულია........ ამასთან ერთად ბევრი სხვა ფრინველი გადადის ქორები, ორბი, და ბევრი სხვა რომლებიც ირაოს აკეთებენ (ანუ წრიულად მოძრაობენ) შესაბამისად ყველას ირაო დავარქვათ მაშინ. 25
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 11:23:38 | შეტყობინება # 5
ჯგუფი: წაშლილები





Quote Nikadzia ()
მეც გამიგია რომ გემრიელად მიირთმევენ. ერთმა გურულმა მითხრა მაკვანეთის ინდაურსაც ეძახიანო )))))

ვინც ეგ გითხრა ის მონადირე არარი და არც ნადირობის ლიცენზიის ღირსია და არც თოფის, საერთოდ უნდა აუკრძალო ნადირობა.
 
goga_123დრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 11:38:32 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 240
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირემ მონადირე არ უნდა მოკლა , ჭამაზეც ხომ ზედმეტია საუბარი
 
landiaდრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 11:46:59 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხონშია ძალიან ბევრი განსაკუთრები საღამოს მწყერის მომყოლს ეძახიან რაო არვიცი .ეს ბოლოწლებია არშემხვედრია ასე მასიურად ეხლა კი შეილებაერთი მინდორში 5- 6 ცალი ნახო ,მე ნაღდად ვერმოვკლავდა ვერც შევჭამ მარა გავიგე რო კლავენ და ჭამენ რაც მიუღებელია ჩემთვის.

დამატებულია (03.09.2014, 10:46:59)
---------------------------------------------
მწყერზე რონადირობ ირაო რატოუნდამოკლა ვერვხვდები და მითუმეტეს ჭამო


თ.მაჭარაძე
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 12:03:00 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ირაო გასაგბია რო წრიულ ფრენას ნიშნავს მაგრამ ეს კი არ გამორიცხავს იმას ირაო ფრინველსაც ერქვას.

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 13:01:12 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, არ ვიცოდი ნაღდად ვიკითხე და 100% მართალი ხარ, ირაო ქვია მტაცებელი ფრინველების გადაფრენას ( წრეზე ფრენას) ნადირობას და ჭამას რაც შეეხება ნადირობენ და ჭამენ ისეთი "მონადირეები" ვისაც მინდორში ნანადირებიც არააქვს და მხოლოდ ირაო მოლაღური შაშვი მოუკლავს სოფელში "ბალკონიდან" :))

დამატებულია (03.09.2014, 12:01:12)
---------------------------------------------
ბავშვობაში მეც მინადირია ირაოზე ბევრნაირი ფრინველი მომიკლავს ოღონდ ეს მაშინ იყო მწყერი იხვი და ქედანი მხოლოდ მამაჩემის მონადირებული მქონდა ნანახი, მწყერსე და იხვზე მონადირემ ირაოზე როგორ უნდა ინადირო ჭამაზე ზედმეტია ლაპარაკი..

 
akson777დრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 13:10:53 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon,
Quote solomon ()
მწყერსე და იხვზე მონადირემ ირაოზე როგორ უნდა ინადირო ჭამაზე ზედმეტია ლაპარაკი..

100%!


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 13:23:09 | შეტყობინება # 11
ჯგუფი: წაშლილები





solomon, ცხოვრებაში ერთადერთჯერ მეც ვინადირე და ისიც მხოლოდ იმიტომ რო არვიცოდი რასთან მქონდა საქმე და რახან სხვები ნადირობდნენ მეც კანონზომიერება მეგონა. მას შემდეგ რაც მოვკალი და დავაკვირდი რაციყო როვნახე ნისკარტი და ახლოდან როვიხილე მივხვდი რო ჩვეულებრივი მტაცებელია და არაფრით განსხვავებული ამიტომ მასზე ნადირობა იქვე დავასრულე. ნანადირევი სხვას გავატანე. მოკლედ ეს ტრადიცია ამ ფრინველებზე ნადირობის დამკვიდრებულია ჩემი აზრით იქედან გამომდინარე რო გადადის არასასეზონო დროს ანუ მარტის ბოლოდან იწყებს როცა ნადირობას და სროლასაც მოწყურებულია ადამიანი და სწორედ მაგ დროს დამკვიდრდა მასზე ნადირობა რაც დიდი შეცდომა და ბრაკონიერობაა უფრო სწორად დანაშაულია და უნდა აიკრძალოს.


ჯობია მაგ დროს მავნებლებზე ინადიროს ადამიანმა ვიდრე ამ მტაცებლებზე. ბევრი ყვავია, ყორანი, ბაკლანა, ჭილყვავი და ასე შემდეგ და ისინი გამოიხშიროს ჯობია რომლებიც ბუნებას აზარალებენ უფრო ვიდრე ეს ფრინველები.
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 14:20:39 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009,

Quote bichi2009 ()
ჯობია მაგ დროს მავნებლებზე ინადიროს ადამიანმა ვიდრე ამ მტაცებლებზე. ბევრი ყვავია, ყორანი, ბაკლანა, ჭილყვავი და ასე შემდეგ და ისინი გამოიხშიროს ჯობია რომლებიც ბუნებას აზარალებენ უფრო ვიდრე ეს ფრინველები.


მართალი ხარ, კრაზანაჭამია მავნებელი ფრინველი ნამდვილად არაა, უბრალოდ ეს მისი "მავნებლობის" ამბავი არის ბრაკონიერების მიერ მოფიქრებული მიზეზი, რათა გაამართლონ მათ მიერ ამ ფრინველზე უზნეო ნადირობა.

ძაან ბევრს გონია რომ მტაცებელი ფრინველები როგორიცაა მიმინო, კაკაჩა, ძერა ,ქორი და ა.შ. არიან ძალიან მავნებლები და ზიანის გარდა არაფერი არ მოაქვთ. მინდა ასეთ ხალხს ვუთხრა რომ , მტაცებელ ფრინველებზე სასარგებლო არსებები ბუნებაში არაა! ისინი ანადგურებენ ქვეწარმავლებს , მღრღნელებს , სხვადასხვა ზარალის მომტან მწერებს და ცხოველებს. საქართველოში მტაცებელი ფრინველები რო არ არსებობდნენ (დავუშვათ) დამიჯერეთ, 1000 ჯერ უფრო მეტი ვირთხა, გველი , თაგვი , და სხვა პარაზიტი იქნებოდა უკონტროლო ოდენობთ , რა გვირჩევნია ეს? არ ჯობია ქორი, ძერა, კაკაჩა ლამაზად აკეთებდეს ირაოს ჩვენს თავზე ვიდრე ეს პარაზიტი არსებები უკონტროლო იყოს.

ნამდვილი მონადირე მტაცებელ ფრინველს არ მოკლავს , იმიტომ რომ იცის რა ფასი აქვს მას ბუნებაში


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 03.09.2014, 17:01:29 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე სიმართლე გითხრად არცერთ უსარგებლო ფრინველს არ ვკლავ უკვე რამდენი წელია, არი მომენტები გახვალ სანადიტოდ არაფერი არ არი და გაგახსენდება გილზის ან თოფის გასინჯვა და დაიწყრბ ყანჩრბზე და ქორებზე სროლას, სხვაზე არ ვლაპარაკობ მე თვითონ გამიკეთებია ეგრე, აგერ ალბათ 5 წელია უსარგებლო ფრინველზე თოფი არ ამიღია.. ტყილად იმოდენა ფრინველის მოკლა როგორიც ყანჩა ქორი და თუნდაც ბაკლანაა მე მეცოდება არ ვესვრი..
 
iraoდრო: ხუთშაბათი, 25.08.2016, 16:49:29 | შეტყობინება # 14
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ძალიან მიყვარს ირაოს ხორცი გემრიელია თან ჩვენთან ქობულეთში მისგან ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებთ

t.gogitidze
 
daviti911დრო: ხუთშაბათი, 25.08.2016, 18:36:48 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
irao, ირაოზე ნადირობა არის აკრძალული ამიტომაც თავი შეიკავეთ მასზე ნადირობაზე ასევე მიგრაციის დროს ირაოს მოყვება ბევრი სხვა მტაცებელი ფრინველი როგორიცაა მიმინო ქორი შავარდენი და ბევრი სხვა კიდე რომლებიც ხდება მონადირეების მსხვერპლი. ამიტომაც შიეკავეთ თავი ირაოზე ნადირობის.

Born to hunt
 
solomonდრო: პარასკევი, 26.08.2016, 11:13:25 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
irao, ართქვა მაინც 23
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 26.08.2016, 20:55:40 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote irao ()
თან ჩვენთან ქობულეთში მისგან ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებთ

solomon, შენც ბრუტუს??? 069


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
solomonდრო: პარასკევი, 26.08.2016, 21:22:13 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მეც რაო? ))
აი ქობულეთი მაინც არ დაეწერა 069 069
 
daviti911დრო: პარასკევი, 26.08.2016, 21:37:52 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენ აჭარა უნდა ნახოთ დაიწყო მიგრაცია და თოფის ხმა არ გაჩერებულა მწყერზე მეტ ირაოს კლავენ.
გუშინ წინ მიმინოს დასაჭერათ ვიყავი ასული და მიმინო დავინახე სადგაც 100 მეტროში და მოსვლაც არ აცადეს ისე ესროლეს და ჩამომიდეს საცოდავი მიმინო.


Born to hunt
 
dudu-dudaდრო: ხუთშაბათი, 01.09.2016, 12:15:06 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
daviti911, დავით ეგეთ დროს დარეკე გაარემოს დაცვის ცხელ ხაზზე და მოახდენენ შესაფერის რეაგირებას. ჩვენ ჩვენი ძალებით ვერაფერს გავხდებით თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა. ან თუ შეგიზლია გადაუღე ვიდეო ან ფოტო და სადაც საჭიროა მანდ გადავაგზავნით 167

 
iraoდრო: პარასკევი, 09.09.2016, 16:46:18 | შეტყობინება # 21
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო გემრიელი ხორცი ააქვს გუშინ ბჭამე ირაოს მწვადი მე ვიცი რომ ნადირობა არ შეიძლება ირაოზე მაგრამ რავქნა სხვა არაფერია ჩვენთან არასოდეს მისვრია საბაზიერო ფრინველზე მხოლოდ ერთხელ მოვკალი შევარდენი და მერე რომ მიტხრეს არ იჭმევაო აგარ მომიკლავს ჩვენტან აჭარაში ირაოზე ნადირობა, ბერძნებმა შემოიტანეს წესა... ძაან გემრიელი ხორცი ააქვს

t.gogitidze
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 10.09.2016, 12:31:02 | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა გემრიელი, ან საერთოდ ხორცი თუ ქვია მაგას? 069 "პაკრიშკაა" , ლინოლიუმია ჩვეულებრივი 069 ნებადართულიც რომ იყოს ნადირობა მაინც არ იჭმევა, ათასი ჯურის მტაცებელია საერთო სახელის ქვეშ გაერთიანებული , "ირაო" გურიაშიც ძალიან პოპულარულია

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
bubusichaდრო: შაბათი, 10.09.2016, 14:49:47 | შეტყობინება # 23
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
რა გემრიელი, ან საერთოდ ხორცი თუ ქვია მაგას? "პაკრიშკაა" , ლინოლიუმია ჩვეულებრივი


მეც დავამატებ ბარემ - აყროლებულ სუნიანი და მსუქან მატლებ შესეული. ღუღუნა მატლი რო გამოძვრება ბუმბულიდან საზიზღრობაა.

დამატებულია (10.09.2016, 14:49:47)
---------------------------------------------
შეიძლება ლეშით რომ იკვებება იმიტომაცაა ეგეთი.

 
solomonდრო: კვირა, 11.09.2016, 11:46:20 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
irao, მომისმინე ძამი, დაანებე მაგ არწივების ჭამას თავი, ჩამოი "ცეცხლაურში" "ოჩხამურში", "თიკერის" უმშვენიერეს ტყეში და ინადირე ისეთ კულტურულ და სანადიროდ მიღებულ ფრინველზე, რას გადაეკიდე მაგ არწივებს დაანებე იფრინონ თავის გზაზე, მეც ქობულეთელი ვარ და გული მტკივა შენნაირ ახალგაზრდა ბიჭებზე, (რასაც ხედავთ იმას აკეთებთ). ვიცი რო აჭარის სოფლებში მეტი სხვა სანადირო ობიექტი არ არის (ტყის ქათამს თუარ ჩავთვლით) და მაგით იკლავ მუღამს მარა არაა მაი სწორი საქციელი, თუ მონადირე გინდა გერქვას სწორად ინადირე თუარადა მიაყუდე ეგ თოფი ბუხრის გვერდით.....

შეტყობინება დაამუშავა solomon - კვირა, 11.09.2016, 11:48:11
 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 28.09.2016, 14:59:03 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემა დასახურია ვფიქრობ მხოლოდ საინფორმაციო სახე უნდა ქონდეს. irao, არამგონია ეს ფრინველი საერთოდ საჭმელად ვარგოდეს და ესეც რომ არიყოს აკრძალულია ამ ფრინველზე ნადირობა. დაწმუნებული ვარ ვინც კლავს 99% არ იცის რა ფრინველს კლავს. და უმოწყალოდ ანადგურებენ მტაცებელ ფრინველებს.
solomon, მართალი ხარ. ერთ ადგილზე რო დგახართ და რო უყურებთ როდის "დაკაწლინტავს" ფრინველი თავზე ისეთი ნადირობა შევარცხვინე მე, ადექი გაიარე მუხლი გიჭრის თვალი გიჭრის ახალგაზრდა ხალხი ხართ. მიიღეთ სიამოვნება და მოეშვით ბრაკონიერობას!!


 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 29.09.2016, 08:50:15 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დახურეთ, აბდლურის მეტი მაინც არ იწერება და ?!
კრაზანაჭამიას შესახებ ინფო თუ უნდა ვინმეს შემოვა და წაიკითხავს, მარა ვეღარ დაწერს „კაი სანადიროა და უფ რა გემრიელია"-ს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика