23:27:19
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: Gia, dudu-duda  
მონადირეების ფორუმი » ბაზიერობა » მტაცებელი ფრინველების დაჭერა » ღაჟოს დაჭერა და გაწვრთნა
ღაჟოს დაჭერა და გაწვრთნა
Adminდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:24:37 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჟოს დაჭერა და გაწვრთნა



ფოტოზე გამოსახულია ძველი ღაჟოები: მარცხნივ მამალი, მარჯვნივ დედალი.




მამალი ღაჟო (ძველი)



დედალი ღაჟო (ძველი)



ახალი ღაჟო
ახალი ღაჟო ძალიან გავს ძველ დედალ ღაჟოს. კარგად დააკვირდით, ახალ ღაჟოს ზურგი აჭრელებული აქვს და ნისკარტზეც ყვითელი ურტყამს.

საქართველოში ღაჟო ბინადრობს თითქმის ყველგან.ის იკვებება
მახრებით,კალიებით,ხოჭოებით...ღაჟოს დაჭერისთვის აუცილებელია გალია რომელსაც ფრინველის შესვლისას კარები ავტომატურად ეხურება.
გალიაში სატყუარად საუკეთესოა ცოცხალი მახრა,რომელსაც ჩავსვამთ მინის ქილაში ან ჩამოვკიდებთ ძაფით გალიის შუაში,ისე რომ ჩიტი გარედან ვერ მიწვდეს.ღაჟოს მოვძებნით ღობეზე ,დენის ანძაზე ან რომელიმე ბუჩქის კენწეროზე.მისი ნახვის შემდგომ შევეცდებით გალია რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ და დავდგათ ღაჟოსთან 5-15 მეტრომდე და დაველოდოთ.თუ რამოდენიმე ცდის მიუხედავათ ღაჟო არ შევიდა გალიაში უმჯობესია მოვძებნოთ სხვა ეგზემპლიარი.ღაჟოს იჭერენ ივლისის შუა რიცხვებიდან და სასურველია ბარტყი.დაჭერის შემდეგ ღაჟოს მივაბამთ ორივე ფეხზე 15-17 სანტიმეტრი სიგრძის ძაფს და ძაფის ბოლოს მოვაბამთ სწორი,ცერა თითის სიმსხო თხილის ჯოხის თავში და დავკიდებთ თაავდაღმა.რამდენიმე ხანში,შეიძლება მაშინვეც,ღაჟო შემოჯდება ჯოხზე (თუ 40-60 წუთის განმავლობაში არ დაჯდა ვუშვებთ).სასურველია ჯოხზე დაკიდებული ღაჟო თავიდან იმყოფებოდეს ხალხისგან ცოტა მოშორებით(რამოდენიმე დღე),რათა ღაჟო შეეჩვიოს ჯოხზე თამაშს. 4-5 (ან უფრო ადრეც,გააჩნია ფრინველის გონებას) დღის შემდეგ კი როდესაც ღაჟო შეეჩვევა ჯოხზე თამაშს ყოველდღიურად დავუგრძელებთ თოკს 35-40 სანტიმეტრამდე. მხოლოდ დააკვირდით,თუ ძაფის დაგრძელების შემდეგ ფრინველს შეექმნა ჯოხზე დაჯდომის პრობლემები,სასწრაფოდ ვაპატარავებთ თოკის ზომას და დავაბრუნებთ უწინდელ ზომამდე.
შემდეგ, ჯოხზე გავუკეთებთ საკვებს, თავიდან კალიებს, შემდეგში ხორციც შეიძლება (ხორცი შეიძლება თითქმის ყველაფრის,აუცილებლად უმარილო).ახლად დაჭერილი ღაჟოები ხშირად საჭმელს მისით არ ჭამენ. იმისათვის რომ არ დასუსტნენ საჭმლის ჭმევა ძალითაც შეიძლება. უნდა გაითვალისწინოთ რომ ღაჟო ძალიან მალე ინელებს საჭმელს და ბუნებაში მთელი დღე ნადირობს. თუკი ღაჟო საჭმელს მისით არ ჭამს,მას ძალით უნდა ვაჭამოთ 5-6 ჯერ დღეში. ძალით კვება ხდება მეტად ფაქიზად,ისე რომ ღაჯო არ დავაზიანოთ. პირადათ მე ვაკბენინებ ჩიტს თითზე, (ძალით პირის გაღებისას საშიშროება არის რომ ყბა მოტყდეს) ამ დროს პირი ბოლომდე დახურული არ აქვს, დარჩენილ ღრიჭოში ბალახის ღეროთი ვუცურებ კალიას ან ხორცის ნაჭერს,ძალიან ფაქიზად,ისე რომ ბალახის ღერომ კისერი არ დაუზიანოს..შემდეგ თითს მოვაშორებ პირს და როგორც კი დახურავს ღაჟო პირს, საჭმელს გადაყლაპავს და ასე რამოდენიმეჯერ. დაიმახსოვრეთ, ღაჟო საჭმელს მისით ჭამს თუ ძალით აჭმევთ,მნიშვნელობა არა აქვს, საჭმელი სულ უნდა ეკეთოს ჯოხზე. ასეთ ღაჟოს ხშირად ვადევნებ თვალს შორიდან,მისით ჭამს თუ არა საჭმელს რომ დავაფიქსირო, რადგან ერთხელ მაინც თუ დავინახეთ რომ ღაჟო საჭმელს ჭამს, უკვე ძალით კვება აღარ სჭირდება და ეს შრომატევადი საქმეც მოგვშორდება. უფრო მეტად ღაჟოს ხორცით კვებასთან აქვს პრობლემები, კალიას უმეტესწილად მალევე ჭამს მისით.
რაც შეეხება წყალს საჭიროა რამოდენიმე დღეში ერთხელ მაინც წყალთან მივიყვანოთ ჯოხით და დავალევინოთ,ან ნისკარტზე დავასხათ რაიმე ჭურჭლიდან. თუ არის საშუალება ჯოხზე დავუმაგროთ წყლის ჭურჭელი, თუმცა შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რომ ღაჟო ამტანი ფრინველია და სითხეს კალიებიდანაც ღებულობს,ბეღურასავით ფაქიზი არ არის.

მე-3-4-ე დღიდან დავუწყებთ ვარჯიშს ჯოხზე თამაშში (ჯოხს დავიკავებთ ხელში და ჯოხის ნელი მოძრაობით ვაფრთხიალებთ ღაჟოს ისე რომ უნდა შევეცადოთ ჩიტი ფეხებით არ ჩამოეკიდოს,ჯოხიდან აფრინდეს და ჯოხზე დაბრუნდეს.
დაჭერიდან დაახლოებით10 დღეში თქვენ გეყოლებათ მიმინოს სატყუარა. ხოლო რაც უფრო მეტი დრო გავა,თქვენი ღაჟო, ვარჯიშით, უფრო სრულყოფილი გახდება. საუკეთესო ჩიტი რომელიც ჯოხზე თამაშის დროს მაღლა-მაღლა დაფრინავს.

ღაჟოს არჩევას ბაზიერებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყველაზე მეტ მოწონებას იმსახურებს თეთრგულიანი, წითელზურგიანი დიდი (გრძელი) ბარტყი ღაჟო. საერთოდ რაც უფრო თეთრი გული აქვს,მით უფრო იმსახურებს მოწონებას. ჯერ ერთი ღაჟო რამოდენიმე თვე გყავთ სახლში და მოთეთრო გულის ღაჟოები მეტად ლამაზები არიან და თვალსაც სიამოვნებს მათი დანახვა. მეორეც როგორც ამბობენ ასეთი ღაჟოებს მტაცებელი შორიდანაც ხედავს (ეს საკამათო თემაა,თუმცა არ ღირს, ფაქტი ისაა, რომ ლამაზი ღაჟო გულს ახარებს) და კიდევ ასეთი ღაჟოების უმეტესობა ე.წ "შპიონია" (დამძახებელია, ღაჟო რომელიც მტაცებლის სიახლოვეს გვამცნობს)
დაიმახსოვრეთ, ღაჟო მხოლოდ მტაცებლის დასაჭერად გამოსაყენებელი "ნივთი" არ არის, ის ბაზიერის მეგობარია მტაცებლის დაჭერის პერიოდში და ნამდვილი ბაზიერი ყველაფერს აკეთებს, მიმინოს დაჭერის დროს მისი ფრინველი რომ ცოცხალი დარჩეს, თუკი ღაჟოს სიკვდილიანობის მაღალი საფრთხე არსებობს, ნამდვილ ბაზიერს ის "ქოხში" შემოყავს და მის სიცოცხლეს მიმინოს დაჭერაზე მაღლა აყენებს.
როდესაც ბაზიერები საირაოზე თავს იყრიან, თავისუფალ დროს (ეს ძირითადათ საღამოდან დილამდე პერიოდში ხდება) ერთერთი სასაუბრო თემა არის ვის უფრო ლამაზი,მოვლილი და კარგად მოთამაშე ჩიტი ყავს. შავი, მურთხი ღაჟოების პატრონს გაკილვა და დაცინვა არ მოაკლდება.
სანამ ბაზიერი მისთვის სასურველ ღაჟოს აარჩევს, მანამდე ბევრ ღაჟოს იჭერს და მათგან ამოარჩევს ყველაზე ლამაზსა და ძლიერს (ძლიერი ღაჟოც ერთერთი მნიშვნელოვანია მტაცებლის დაჭერის დროს- ბევრად კარგად თამაშობს, რაც მთავარია ბუნებრივად ჯოხზე), ხოლო დანარჩენს აუცილებლად უშვებს ბუნებაში, ყოვლად უვნებელს.



ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:24:57 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დავამატებ რომ თუ მახრას ვერ ვიშოვით რაც ხდება ხოლმე ზოგჯერ შეიძლება სატყუარად გამოვიყენოთ კალიები რომლებსაც ძუაზე კისრის თხელი აბკით ავაცვამთ საუკეთესოა დიდი მწვანე კალიები. ასევე შეიძლება კალიები ჩაისვს სხვადასხვა გამჭირვალე ჭურჭელში მაგ. ნათურის მინაში. ასევე სატყუარად ტაგვიც შეიძლება და პატარა ბაყაყიც მაგრამ კალია მახრას შემდეგ ყველაზე შედეგიანია. კიდევ არის სხვა სატყუარები თუ ვინმე დაინტერესდებით შეგიძლიათ დასვათ კითხვა.

p.falcon
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:25:07 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჟოს კი ვიჭერ მაგრამ ვერ ვწრთნი 3დეღე მართ ვტოვებ მეოთხე დღეს რო მივდივარ ჯოხზე ეკიდება და რა ვქნა 23

 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:25:17 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი, ბუდიდან ახალგადმოსული ფრენანასწავლი რაჟოა კარგი და არა ძველი ერთი წლის ღაჟო მაგისთვის, უნდა მიიჩვიო ახლოს უნდა გყავდეს შენთან და 3 დრეში არ იწვრთნება ღაჟო სტატიაში ხო წერია 10 დღე უნდაო და მიიჩვევ მანამდე.

p.falcon
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:25:27 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბადრი ძველ ღაჟოებს არ ვიჭერ ახალ გამოჩეკილ ღაჟოებს ვიჭერ უკვე ფრენა რო აქვს ნასწავლი 167 მაგასაც მიჩვევა უნდა

დამატებულია (23.01.2012, 14:53:10)
---------------------------------------------
???


 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:25:37 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი, მიჩვევა ყველას უნდა, ახალ ღაჟოს შედარებით ადვილად მიიჩვევ ვიდრე ძველს 167 რამდენიმე დღის შემდეგ როცა კარგად ისწავლიან ჯოხზე ჯდომას ჩამოვარდნისას აფრენას და თამაშს ეცადე შენთან ახლოს გყავდეს და მიგეჩვევიან 167

p.falcon
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:25:47 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
badri94, როდის მოდის საქართველოში 23

 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:25:57 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოში ღაჟო გაზაფხულიდან შემოდგომამდეა

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:26:07 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
badri94, ჯოხზე რო აფრინდება ხო უნდა აჭამო და რო მივდიოდი საჭმელად რო უნდა მეჭამა დაბლა ვარდებოდა და ეკიდებოდა და მითხარი რამე ღჩევა რო დავკიდებ იქვე უნდა ვიჯდე თუ რა 23 23

 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:26:17 | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯოხზე დამჯდარს ხო ავარჯიშებ რომ ააფრენ ტუ ისევ ჯდება კარგია. და ჭამას რაც შეეხება ჯოხზევე დაუმაგრე საჭმლის დასადები.

დამატებულია (19.02.2012, 14:48:46)
---------------------------------------------

დამატებულია (19.02.2012, 14:49:38)
---------------------------------------------
აი ასე დაუმაგრე თავსახური და შიგნით საჭმელი ჩაუყარე. და მეორეც დაუმაგრე და წყალი ჩაუსხი.


giorgi chitadze
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:26:27 | შეტყობინება # 11
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ბუთუთი)
ღაჟოს კი ვიჭერ მაგრამ ვერ ვწრთნი 3დეღე მართ ვტოვებ მეოთხე დღეს რო მივდივარ ჯოხზე ეკიდება და რა ვქნა

საქართველოს ფარგლებში ღაჟო მოიპოვება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 3100მ-მდე. მის საკვებს შეადგენენ მწერები, მცირე ზომის მგალობელ ფრინველთა ბარტყები, ბაყაყები, ხვლიკები, მახრები, კალიები, ხოჭოები.

ღაჟოს დასაჭერად იყენებენ ხაფანგს, რომლის კარებიც ფრინველის გალიაში შესვლისას ავტომატურად იკეტება.
დასაჭერი გალიის მომზადება
ადგილის შერჩევა
დაჭერა
გაწვრთნა, ჯოხზე თამაშზე მიჩვევა

პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ გალია. იმისათვის რომ მახეში ადვილათ გავაბათ ეს ფრინველი, გალიაში უნდა მოვათავსოთ მისთვის „სასურველი“ საკვები. ერთერთი ასეთია, მახრა ან კალია. მახრა უნდა ჩავსათ მინის ქილაში, შემდეგ კი გალიაში ჩავდოთ, ან მოვაბათ ძაფი და ჩამოვკიდოთ, ოღონდ ისე რომ ფრინველი გარედან ვერ მისწვდეს. როდესაც გალიას სატყუარით მოვამზადებთ, გადავდივართ ადგილის შერჩევაზე.

ღაჟოს პოვნა შესაძლებელია: ბუჩქზე, დენის ანძაზე ან თუნდაც ღობეზე. მისი პოვნის შემდგომ უნდა ვეცადოთ, რომ გალია მივიტანოთ და დავდგათ მის სიახლოვეს ისე, რომ ჩიტი არ დავაფრთხოთ. გალია უნდა დავდგათ ღაჟოსგან მოშორებით 5 – 15 მეტრის მანძილზე და დაველოდოთ. თუ რამოდენიმე ცდის შემდეგ ფრინველი არ შევა გალიაში, მაშინ აჯობებს მოვძებნოთ სხვა ეგზემპლარი.

ღაჟოს იჭერენ დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებიდან (სასურველია ბარტყის დაჭერა). დაჭერის შემდეგ, ფეხებზე ფრთხილათ (ისე რომ არ დავაზიანოთ ჩიტი) უნდა მოვაბათ ძაფები, ძაფების მეორე ბოლოები კი გამობმული უნდა გვქონდეს 1-1.5 მეტრის სიგრძის ჯოხის წვერზე და უნდა დავკიდოთ თავდაღმა. რამდენიმე ხანში (შესაძლებელია მაშინვეც), ღაჟო შემოჯდება ჯოხზე, ხოლო თუ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ დაჯდა ჯოხზე, მაშინ უნდა გავუშვათ იგი, რადგან ეს ჩიტი არ გამოგვადგება.

სასურველია ჯოხზე მიბმული ღაჟო (რამდენიმე დღით) იმყოფებოდეს ხალხისგან ცოტა მოშორებით, რომ ადვილად შეეჩვიოს ჯოხზე თამაშს. ამის შემდეგ, ჯოხის წვერზე უნდა დავუმაგროთ საკვები, თავიდან კალიები, შემდეგში კი ხორციც შეიძლება (შესაძლებელია ნებისმიერი ხორცი მივცეთ, ოღონდ აუცილებლად უმარილო).

მესამე დღიდან უკვე ვიწყებთ ღაჟოს „გავარჯიშებას“, ანუ ვაჩვევთ ჯოხზე თამაშს. ამისათვის საჭიროა ჯოხი რომელზეც ღაჟო ზის დავიკავოთ ხელში და ნელი, ფრთხილი მოძრაობით შევაფრთხიალოთ ჩიტი, თან უნდა ვეცადოთ რომ ფეხებით არ ჩამოეკიდოს ჯოხს, ანუ უნდა აფრინდეს ჯოხიდან და შემდეგ ისევ დაჯდეს მასზე. ასეთი ვარჯიში საჭიროა დაახლოებით 1 კვირის მანძილზე. დაჭერიდან 10 დღეში კი თქვენ გეყოლებათ მიმინოს დასაჭერათ იდეალური სატყუარა

galia galia


ბაქარ ხარებავა
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:26:37 | შეტყობინება # 12
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ბუთუთი)
badri94, ჯოხზე რო აფრინდება ხო უნდა აჭამო და რო მივდიოდი საჭმელად რო უნდა მეჭამა დაბლა ვარდებოდა და ეკიდებოდა და მითხარი რამე ღჩევა რო დავკიდებ იქვე უნდა ვიჯდე თუ რა

მთავარია ღაჯოს საჭმელს რომ აჭმევ მერე ისევ დაჯდეს.ახალ დაჭერილი ღაჟო რომ მიხვალ აფრინდება და ჩამოეკიდება აბა რას იზამს? ეს ნორმალურია. ზოგი ღაჟო გვიან იწვრთნება ზოგი ადრე. ეს არაა პრობლემა. მთავარია ღაჟო საკვებს მისით ჭამდეს (თუ თვითონ არ უნდა რომ ჭამოს,უნდა მიაჩვიო) და საჭმელი ქონდეს გამოულევლად (ღაჟო საკვებს ძალიან მალე ინელებს და თითქმის სულ ჭამს) . თუ შევხედავთ რომ რამოდენიმე დღის ღაჟო თავისით აფრენისას არ ეკიდება და ჯოხზე დახტის,ოდნავ თოკს დავუგრძელებთ, 2 დღეში როდესაც იმ დაგრძელებულ თოკს შეეჩვევა,კიდევ დავუგრძელებთ. გრძელ თოკზე თამაშს რომ შეეჩვევა,უკვე ვარჯიშსაც დაექვემდებარება. მაგრამ თუ შევხედავთ რომ თოკის დაგრძელების შემდეგ ღაჟო ხშირად ჩამოკიდებულია და ჯოხს ვერ წვდება,სასწრაფოდ,სანამ ფეხები დაეჭიმება და უვარგისი (გასაწვრთნელად) გახდება,თოკის ზომებს ვაპატარავებთ. ამიტომ თოკის ზომის შეცვლიდან რამდენიმე საათი მხედველობის არეში უნდა გვყავდეს.დიდი მნიშვნელობა აქვს ღაჟო აფრენისას საით იწევს, ანუ თუ ხეზე არის ჯოხი მიმაგრებული ღაჟო ზევით ფეთქავს,რომ ხეზე აფრინდეს,ეს კარგია იმიტომ რომ როდესაც ხეზე ძაფი არ გაუშვებს,ჩამოფრენის დროს ქვევით ჯოხი დახვდება და დაჯდება,ანუ თვითონ გავარჯიშდება. ანუ უნდა დავაკვირდეთ რომელი მიმართულებით იწევს ჯოხიდან ღაჟო,რომ ხელი შევუწყოთ მას საწყის პერიოდში (ან ადგილი შევუცვალოთ,ან სხვა რამ მოვიფიქროთ) ,რომ ჯოხთან ახლო კონტაქტი ქონდეს.
რაც ვერ გაიგეთ იკითხეთ.
კიდევ ერთი,ღაჟოს უპირველესი მტერი არის კატა. ისეთი ადგილებიდან შეუძლია ჩიტის მოპარვა,შეიძლება არც დაიჯეროთ.ეს ძირითადათ ხდება ღამით. ამიტომ სანამ ჩიტს სადმე ჯოხიანად მიამაგრებთ, კარგად დაფიქრდით.ასევე საშიშია კატასთან ახლოს ჩიტის ვარჯიში.
იმდენი ჩიტი მყავს ღაჟოსგან დაღუპული, კატების ატანა არ მაქვს. არ მეგულება სტაჟიანი ბაზიერი,რომელსაც კატისგან ზარალი არ ქონდეს მიყენებული. ამიტომ ფრთხილად: "ეზოში ავი კატაა". 069


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:26:47 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gia, ჩემ კირკიტაზე გაიწია სოფელში კატამ და მის მერე ცალთვალა დადის კატა. 069 069 069

giorgi chitadze
 
ozurgetiდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:26:57 | შეტყობინება # 14
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარტში თუ შეილება ღაჟოდ დაჭერა. ოზურგეთსჰი ვცხოვრობ და თუ იქნება?

დამატებულია (17.03.2012, 19:48:13)
---------------------------------------------
25

 
Adminდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:27:07 | შეტყობინება # 15
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ozurgeti)
მარტში თუ შეილება ღაჟოდ დაჭერა. ოზურგეთსჰი ვცხოვრობ და თუ იქნება?
დამატებულია (17.03.2012, 19:48:13)

წლევანდელ მარტში მხოლოდ თოვლის ბაბუას თუ დაიჭერ,ღაჟოს არა. 167 167
ეს ხუმრობით. სერიოზულად კი თუ არ დათბა და თბილი ქვეყნებიდან არ მოფრინდა ვერ დაიჭერ


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:27:17 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
badri94, ღაჟო დედალი უფრო კარგად იწრთვნება თუ მამალი? 23

 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:27:27 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი, აზრი არ აქვს სულ ერთია... მთავარია ახალი იყოს, ძველიც იწვრთნება მაგრამ ძველების ნაწილი ჭირვეული და ჯიუტია... ახლები საუკეტესოა და ძველს არც უნდა დაავუწყოთ ძებნა... მე ძველს ტუ ვიჭერ ხოლმე ვუშვებ სულ ;)

p.falcon
 
bzzდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:27:37 | შეტყობინება # 18
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

---------------------------------------------
ცჰემი სხაპის ვიდეოს ლინკია
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:27:47 | შეტყობინება # 19
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველ ღაჟოს ვერ გავწვრთნი???????
თუ ძნელად იწვრთნებიან 23 23


ბაქარ ხარებავა
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:27:57 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
boika555, კალიასა და მახრას გარდა შეიძლება სატყუარად გამოვიყენოთ პატარა ბაყაყი, წრუწუნა, შავი ხოჭოები, ქვის ქვეშ იციან ყოფნა და ძაან მოძრავები არიან. პატარა ხვლიკითაც შეიძლება რაჟო დაიჭირო 167

p.falcon
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:28:07 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
boika555, ახლა ღაჟო შემოსულია თბილი ქვეყნებიდან და სადაც ბინადრობს წესით იქ უნდა იყოს კიდეც და სადაც არ ბინადრობს იქ არც არასდროს იქნება 167 თუ არარის ღაჟო მაშინ ვერაფრით დაიჭერ 167 სად ცხოვრობ?

p.falcon
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:28:17 | შეტყობინება # 22
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ბუთუთი)
სიე დღეს ღაღჭო ვნახე შემოვიდა უკვე
ფოთში უკვე შემოსულია ღაჟოები დღეს 7-8 ღაჯო მაინც დავინახე

დამატებულია (08.05.2012, 20:46:58)
---------------------------------------------
ძველი ღაჯო ძნელად რომ იწვრთნებიან ეგ ვიცი მაგრამ ი მაინტერესებს თუ შევძლებ მის გაწვრთნას....

დამატებულია (08.05.2012, 20:54:24)
---------------------------------------------
ბარტყებს ვერ დავუცდი ისე მინდა ღაჟო pampali pampali pampali pampali pampali pampali 39 39 39 39


ბაქარ ხარებავა
 
boika555დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:28:27 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყოველ დღე ხეებს უკვირდები და დაახლოებით ხეზე სულ მცირე 20 ჩიტი მაინც ზის იქ ვერ გავარჩიე რომელი იყო ღაჟო და მევთქვი ერთი მაინც არ იქნებათქო და გალია დაუდევი დაახლოებით 10 მეთრში(2-რი გალია,სატყუარა მახრა)და შიგნით არცერთი არ შევიდა ესე ვშვები ყოველ დღე მაგრამ შიგნით არცერთი არ შედის არადა გაალია და სატყუარები იდეალურათ მაქ მოჭყობილი. 23

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.
 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:28:37 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
boika555, ხეზე კი არ დააკვირდე ძმა ბუჩქებზე დააკვირდი. ღაჟოს ბუჩქი უფრო უყვარს... დაბალ და ეკლიან ბუჩქში იბუდებს.

დამატებულია (09.05.2012, 23:20:39)
---------------------------------------------


giorgi chitadze
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:28:47 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
boika555, მინდორში გადი დილიით ისეთ მინდორში რომ ბუჩქები ბევრი იყოს და აუცილებათ იქნება

 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:28:57 | შეტყობინება # 26
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (15.05.2012, 19:03:12)
---------------------------------------------
ჩემი ღაჟოს დასაჭერი სხაპი

დამატებულია (15.05.2012, 19:05:25)
---------------------------------------------


ბაქარ ხარებავა
 
ozurgetiდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:29:07 | შეტყობინება # 27
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სხაპს როგორ აკეთებ მითხარი რა კაცურად რაღაც ჯოხი რო უკეთდება
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:29:17 | შეტყობინება # 28
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ozurgeti,

ამ ვიდეოში დააკვირდი და მიხვდები როგორც კეთდება

ღაჟოს ბარტყები როდის ეყოლება?


ბაქარ ხარებავა
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:29:27 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqarixarebava, შარშან ბუდიდან ამოფრინდნენ ივნისის ბოლოს ბარტყები წელსაც ეგრე იქნება ალბათ, ისე ყველა ინდივიდი ერთ დროს არ ბუდობს ზოგი ადრე დებს კვერცხს ზოგი კი გვიან 167

p.falcon
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:29:37 | შეტყობინება # 30
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჯოს დაჭერა გაწვრთნა და ბოლოს მიმინოს დაჭერა

დამატებულია (08.06.2012, 21:38:53)
---------------------------------------------


ბაქარ ხარებავა
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:29:47 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჟოს თვალებზე რამეს უკეთებ სურათში ვნახე და badri94,

 
bzzდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:29:57 | შეტყობინება # 32
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი კვირაა ღაჟოს დაჭერას ვცდილოფ კალიათი მაგრამ არც კი ეკარება ზუსტა იმადგილას ვდებ სადაც ბევრი ჯდება ხოლმე მარა ხანდახან ზედ აჯდება სხაპს და მაინც არ სედის და მახრა უფრო გაამართლებს ?
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:30:07 | შეტყობინება # 33
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი აბა რა მახრა პირველია ღაჟოს დასაჭერად მე კალიათის მაქვს დაჭერილი

 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:30:17 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bzz, ახლა არის ჯერ ბარტყი ღაჟო და არ ნადირობს მისით, მშობლები აჭმევენ ჯერ ისევ, დააცადე ცოტა ხანს და მერე შევა... მახრა ჯობს გამოიყენო

p.falcon
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:30:27 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ბუთუთი)
ღაჟოს თვალებზე რამეს უკეთებ სურათში ვნახე და badri94,

ეგ არის ერთგვარი სათვალე ტყვით კეთდება, ღაჟოს იმისთვის უნდა რომ ზოგიერთი ღაჟო მტაცებელის მოსვლის დროს ეკიდება მტაცებელი ბადეს აუხვევს... სათვალზე წარბების გასწვრირ მაგრდება და ქვემოდან ჭრილი აქვს, ღაჟო ჯოხს ხედავს მაგრამ ვერ ხედავს ცას, შესაბამისაც ჯოხზე თამაშობს ხოლო მტაცებლის გამოჩენის დროს არ მოძრაობს და არ ვარდება ისტერიკაში.... 167 სათვალე აუცილებელი არ არის ყველა რაჟოსთვის, მაგრამ ზოგს აუცილებლად ჭირდება... მე მაგალითად არ ვუკეთებ ჯერ არ მყოლია პანიკიანი ღაჟო და ღან მტაცებელი რო მოდის ჯოხს მიწასთან ახლოს ვწევ რომ ვინცობაა გადავარდეს ღაჟო მიწაზე გამართული დახტება და მტაცებელიც ვერაფერს იეჭვებს 167


p.falcon
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:30:37 | შეტყობინება # 36
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლა ღაჟოები ჯერ კიდევ ბარტყებია და სხაპში ძალიან იშვიათად შევა რადგან ისევ მშობლები კვებენ და ზოგი არც ამოფრენილა და ჯობს ცოტა გვიან დაიჭიროთ ამ თვის შუა რიცხვებისთვის და აგვისტომდე გაწვრთნასაც მოასწრებთ ახლა დიდებს დაიჭერთ უმეტესად...

p.falcon
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:30:47 | შეტყობინება # 37
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლად დაჭერილი ღაჟოები ხშირად საჭმელს მისით არ ჭამენ. იმისათვის რომ არ დასუსტნენ საჭმლის ჭმევა ძალითაც შეიძლება. უნდა გაითვალისწინოთ რომ ღაჟო ძალიან მალე ინელებს საჭმელს და ბუნებაში მთელი დღე ნადირობს. თუკი ღაჟო საჭმელს მისით არ ჭამს,მას ძალით უნდა ვაჭამოთ 5-6 ჯერ დღეში. ძალით კვება ხდება მეტად ფაქიზად,ისე რომ ღაჯო არ დავაზიანოთ. პირადათ მე ვაკბენინებ ჩიტს თითზე, (ძალით პირის გაღებისას საშიშროება არის რომ ყბა მოტყდეს) ამ დროს პირი ბოლომდე დახურული არ აქვს, დარჩენილ ღრიჭოში ბალახის ღეროთი ვუცურებ კალიას ან ხორცის ნაჭერს,ძალიან ფაქიზად,ისე რომ ბალახის ღერომ კისერი არ დაუზიანოს..შემდეგ თითს მოვაშორებ პირს და როგორც კი დახურავს ღაჟო პირს, საჭმელს გადაყლაპავს და ასე რამოდენიმეჯერ. დაიმახსოვრეთ, ღაჟო საჭმელს მისით ჭამს თუ ძალით აჭმევთ,მნიშვნელობა არა აქვს, საჭმელი სულ უნდა ეკეთოს ჯოხზე. ასეთ ღაჟოს ხშირად ვადევნებ თვალს შორიდან,მისით ჭამს თუ არა საჭმელს რომ დავაფიქსირო, რადგან ერთხელ მაინც თუ დავინახეთ რომ ღაჟო საჭმელს ჭამს, უკვე ძალით კვება აღარ სჭირდება და ეს შრომატევადი საქმეც მოგვშორდება. უფრო მეტად ღაჟოს ხორცით კვებასთან აქვს პრობლემები, კალიას უმეტესწილად მალევე ჭამს მისით.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
bzzდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:30:57 | შეტყობინება # 38
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჟოს ძაან ადვილათ ვიჭერ წავკისშჰი მაქ სახლი და იქ ჩემ ეზოშივე ვიჭერ გამე 2 სხაპს ვაგებ და დილით ორივეშია ხოლმე 2 დგეში 4 დავიჭირე 2 გავუშვი 1 მოკვდა და ერტი არ ვიცი გამექცა მარა რომელიც გაიქცა ყველაზე მაგარი იყო 10 წუთიც არ დაჭირდა დასაჟდომად მარა თოკი არ ება ჯოხს კარგად და დავკარგე რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს ისაა რომ 4 ივე მამალი იყო და ხო არ იცით დედლები ჯერ ისევ ბარტყებთან არიან თუ რა ხდება . ძალით ვერ ვაჭ მევ 6 ჯერ ამიტომ იმეებს დავიტოვებ რომელიც შეჭამს და დაჯდება კიდეც
 
boika555დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:31:07 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არც კაიაა და არც მახრაა ეზო მაქ შეწამლული(არამარტო მე არამედ ყველას ვინც ჩემს ირგვლივ ცხოვრობს).

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.
 
ozurgetiდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:31:17 | შეტყობინება # 40
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bzz სხაპს ღამე რომ ტიებ საღამოს შედის ღაჟო?
 
bzzდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:31:27 | შეტყობინება # 41
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კალია და მახრა ტუ არაა გარშჰემო არც ღაჟო იქნება 069 დასადაც აპირებ ღაჟოს დაჭერას იქ იქნება კალიები 39 39

დამატებულია (04.07.2012, 12:11:27)
---------------------------------------------
რავიცი მე გამე ვტოვებ და დილით ყოველთვის დაჭერილი მხვდება

დამატებულია (04.07.2012, 12:13:02)
---------------------------------------------
ozurgeti, არამგონია საგამოს 8 სთვის ცჰემ ეზოშივე ვტოვებ და დილიტ როცა ვიგვიძეფ სულაა ალბატ დილის 6 დან 9 მდე შჰედის

 
cxadazeდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:31:37 | შეტყობინება # 42
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bzz, მერე გამე რომ დატოვებ და დილიტ დაიცჰერს სანამ გაიგვიდზებ სხაპის სეტკას ნისკარტს ყყოფს და არ ბრუბდებააა მე მაგალიტად 1 საატი რომ დავტოვო სხაპსჰი სჰეილება მოკვდეს

მგელი არ იშლის მგლობასა არწივი არწივობასა!
 
bzzდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:31:47 | შეტყობინება # 43
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა ისე ველოდები ხოლმე დილით 7 ზე მაინც ვდგები და არ მოკვდება მაგის გამო არამგონია ისე კი ყოფს ნისკარტს
 
cxadazeდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:31:57 | შეტყობინება # 44
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოო ტუ დაიგვიანე მოკვდება 2 3 საატი ტავს ურტყავს

დამატებულია (04.07.2012, 13:45:49)
---------------------------------------------

დამატებულია (04.07.2012, 13:52:40)
---------------------------------------------


მგელი არ იშლის მგლობასა არწივი არწივობასა!

შეტყობინება დაამუშავა cxadaze - ოთხშაბათი, 04.07.2012, 14:46:21
 
bzzდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:32:07 | შეტყობინება # 45
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჟოს როცა ვიჭერ და ჯოხზე ჯდება რამდენიმე დღეში აგარ ჯდება ფეხებით ეკიდება მგონი სუსტდება და რა ვქნა?
 
ozurgetiდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:32:17 | შეტყობინება # 46
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჟოს საჭმელი სულ უნდა ქონდეს ჯოხზე მიმაგრებული და წყალიც ამავდროულად bzz
 
bzzდრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:32:27 | შეტყობინება # 47
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საჭმელიც და წყალიც აქვთ მარა 2 დღეში ისეთი ღაჟოები რომლებიც კარგად ფრინდებოდნენ ჯოხზე ერთ ჩამოვარდნაზე ვეღარ ადიან და არამგონია საჭMლის და წყლის ბრალი იყოს არ ვიცი რა ემართებათ ძალიან სუსტდებიან :(
 
boika555დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:32:37 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რას აჭმევ ბრატ შენ ღაჟოს. 23

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:32:47 | შეტყობინება # 49
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bzz, თავიდან ღაჟო მოკლეზე უნდა მიაბა ასე 15 სმ ძაფით, რომ მიეჩვევა ჯოხს მერე ცოტას გაზრდი, მერე კიდევ ცოტას და თან საჭმელი სულ უნდა.... თავიდან კალიები სულ უნდა ქონდეს და დააკვირდი ზოგჯერ ღაჟო ხორცს არ ჭამს და თუ ხორცს არ მიეჩვია კალიები აჭამე...

დამატებულია (11.07.2012, 14:23:46)
---------------------------------------------
ხორცს თანდათან მიაჩვევ შეჭამს ცოტ ცოტა მიეცი და რომ შეატყობ რომ ხორცს სტაბილურად წამს შემდეგ შეგიძლია ჯოხზეც დაუტივო და კალიები აღარ მისცე მაგრამ მე გირცევ რომ კალიებიც აჭამო უფრო ძლიერად იქნება


p.falcon
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.08.2012, 20:32:57 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი, სულ კალიები რომ აჭამო უკეთესიც არის, მაგრამ მაგდენ კალიას სად იშოვი... კარგი იქნება უბრალოდ არ უნდა მოშივდეს ღაჟო მალე სუსტდება Aთუ მოაშიე ამიტომ ეცადე კალია სულ ქონდეს ჯოხზე 167

p.falcon
 
მონადირეების ფორუმი » ბაზიერობა » მტაცებელი ფრინველების დაჭერა » ღაჟოს დაჭერა და გაწვრთნა
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика