12:37:18
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Gia, dudu-duda  
ბაზიერობის კანონპროექტი
Adminდრო: სამშაბათი, 18.12.2018, 20:25:45 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაზიერობის კანონპროექტი
1. ბაზიერობა- არის ნადირობის ერთ-ერთი სახე, ბაზიერობა მოიცავს როგორც საბაზიერო სატყუარა ფრინველების და საბაზიერო მტაცებელი ფრინველების გარემოდან ცოცხლად ამოღებას (დაჭერას), ასევე მტაცებელი ფრინველების დაგეშვას (გაწვრთნას) და მათი გამოყენებით ნადირობას.
2. ბაზიერი - საბაზიერო მტაცებელი ფრინველებით მონადირე ან მონადირე რომელიც ახორციელებს საბაზიერო სატყუარა ფრინველებისა და საბაზიერო მტაცებელი ფრინველების გარემოდან ცოცხლად ამოღებას ან/და მათ დაგეშვას.
3. ბაზი- საბაზიერო მტაცებელი ფრინველი
4. საბაზიერო ფრინველი - საბაზიერო მტაცებელი ან/და საბაზიერო სატყუარა ფრინველი.
5. საბაზიერო სეზონი - 15 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
6. საბაზიერო სატყუარა ფრინველები: ჩვეულებრივი ღაჟო (lanius collurio), შავშუბლა ღაჟო (lanius minor), სახლის ბეღურა (Passer domesticus), გარეული (ქალაქის) მტრედი (Columba livia). საბაზიერო სატყუარად ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას კერძო საკუთრებაში მყოფი სხვადასხვა სახეობის ფრინველი ან ცხოველი.
7. საბაზიერო მტაცებელი ფრინველები: მიმინო (Accipiter nisus), შავარდენი (Falco peregrines), ქორი (Accipter gentilis), ალალი (Falco columbarius), მარჯანი (Falco subbuteo), ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus).
8. გარემოდან საბაზიერო მტაცებელი და საბაზიერო სატყუარა ფრინველების (ცოცხლად) ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) - მოქმედებს ქვითრის გაცემის წელს 15 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. საფასური შეადგენს 10 ლარს.
9. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) - მოქმედებს ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. საფასური შეადგენს 10 ლარს.
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო- შემდგომში სამინისტრო.
11. გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
12. ბაზიერი უფლებამოსილია მტაცებელი ფრინველით ინადიროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ბრძანება №95-ით დამტკიცებული: ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებით განსაზღვრულ ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენი ფრინველების სახეობებზე, ამავე დებულებით განსაზღვრული ნადირობის ადგილების, ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ასევე სამონადირეო მეურნეობებში მათივე ადმინისტრაციასთან შეთანხებით.
13. ბაზიერს გარემოდან საბაზიერო ფრინველის (საბაზიერო მტაცებელი ან საბაზიერო სატყუარა ფრინველის) გარემოდან ამოღებისას, ან/და მათი მოვლა დაგეშვისას თან უნდა გააჩნდეს გარემოდან საბაზიერო მტაცებელი და საბაზიერო სატყუარა ფრინველების ცოცხლად ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი)
14. ბაზიერს მტაცებელი ფრინველით ნადირობისას თან უნდა გააჩნდეს გარემოდან საბაზიერო მტაცებელი და საბაზიერო სატყუარა ფრინველების ცოცხლად ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან დარგოლილი მტაცებელი ფრინველის შემთხვევაში აღნიშნული ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი მოწმობა და გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი)
15. ბაზიერს თან უნდა გააჩნდეს აღნიშნული დოკუმენტაცია. თუ კი მას ადგილზე არ ექნება აღნიშნული დოკუმენტაცია, ეს წარმოადგენს ნადირობის წესების დარღვევას.
16. გარემოდან საბაზიერო მტაცებელი და საბაზიერო სატყუარა ფრინველების ცოცხლად ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე, გარემოდან საბაზიერო მტაცებელი ან/და საბაზიერო სატყუარა ფრინველის ამოღება ჩაითვლება როგორც გარეული ცხოველის უკანონო დატყვევებათ.
17. 16 წლამდე ასაკის ბაზიერს, საბაზიერო სეზონზე შეიძლება ყავდეს მხოლოდ 1 ეგზემპლიარი საბაზიერო სატყუარა ფრინველი, შესაბამისი მოვლისა და შენახვის პირობების დაცვით და მშობლების ნებართვით და ხელისშეწყობით.
18. 16 წლამდე ასაკის ბაზიერს, საბაზიერო სეზონზე შეუძლია საბაზიერო მტაცებელი ფრინველების დაჭერა, მხოლოდ საბაზიერო მტაცებელი ფრინველების გარემოდან ამოღების კანონიერად განმახორციელებელი პირის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.
19. 16-18 წლამდე ასაკის ბაზიერს, საბაზიერო სეზონზე შეიძლება ყავდეს მხოლოდ 2 ეგზემპლიარი საბაზიერო სატყუარა ფრინველი და 1 ეგზემპლიარი საბაზიერო მტაცებელი ფრინველი (მიმინო, ჩვეულებრივი კირკიტა, მარჯანი, ალალი), ხოლო მთელი წლის განმავლობაში ზემოთაღნიშნული საბაზიერო მტაცებელი ფრინველის 1 ეგზემპლიარი დარგოლილ მდგომარეობაში.
საბაზიერო ფრინველის (საბაზიერო მტაცებელი ან საბაზიერო სატყუარა ფრინველის) გარემოდან ამოღების და გარემოში დაბრუნების ვადები
20. საბაზიერო სატყუარა ფრინველების: ჩვეულებრივი ღაჟოს, შავშუბლა ღაჟოს გარემოდან ამოღების პერიოდია 15 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდშივე უნდა მოხდეს მათი გარემოში დაბრუნება.
21. საბაზიერო სატყუარა ფრინველების: სახლის ბეღურას, გარეული (ქალაქის) მტრედის გარემოდან ამოღების პერიოდია 15 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდშივე უნდა მოხდეს მათი გარემოში დაბრუნება.
22. საბაზიერო სეზონზე ბაზიერს შესაძლებელია ყავდეს გარემოდან ამოღებული, არაუმეტეს 3 ერთეული საბაზიერო სატყუარა ფრინველი.
23. მიმინოს გარემოდან ამოღების პერიოდია 5 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდშივე უნდა მოხდეს მათი გარემოში დაბრუნება, გარდა იმ ერთი ეგზემპლიარისა რომლის დატოვებასაც ბაზიერი მთელი წლის განმავლობაში აპირებს.
24. სხვა დანარჩენი საბაზიერო მტაცებელი ფრინველის გარემოდან ამოღების პერიოდია 5 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდშივე უნდა მოხდეს მათი გარემოში დაბრუნება ან დარგოლვა. (ვადამ შესაძლებელია გადაიწიოს დარგოლვის პროცედურების დასრულებამდე).
25. ბაზიერს საბაზიერო სეზონზე ერთდროულად შეიძლება ყავდეს გარემოდან ამოღებული, დაურგოლავ მდგომარეობაში მყოფი, საბაზიერო მტაცებელი 1 სახეობის 1 მტაცებელი ფრინველი, არაუმეტეს სულ 3 ეგზემპლიარისა, (ერთდროულად დასაშვებია მიმინოს 3 ეგზემპლიარი) .
26. ბაზიერს საბაზიერო სეზონზე ერთდროულად შეიძლება ყავდეს გარემოდან ამოღებული 3 მიმინო, ხოლო მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 მიმინო.
27. მიმინოს დარგოლვა სავალდებულო არ არის. მიმინოს დარგოლვა ხდება მხოლოდ ბაზიერის მოთხოვნის საფუძველზე.
28. საბაზიერო სეზონზე, დასაშვებია გარემოდან ამოღებული, დაურგოლავ მდგომარეობაში მყოფი, საბაზიერო მტაცებელი ფრინველის ან საბაზიერო სატყუარა ფრინველის იმ ბაზიერზე გადაცემა, რომელსაც გადახდილი აქვს გარემოდან საბაზიერო მტაცებელი და საბაზიერო სატყუარა ფრინველების ცოცხლად ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი.
29. ბაზიერს მთელი წლის განმავლობაში ერთდროულად შეიძლება ყავდეს გარემოდან ამოღებული, დარგოლილ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ 4 ერთეული საბაზიერო მტაცებელი ფრინველი (აღნიშნული ქვოტა შესაძლებელია გაიზარდოს სამინისტროსთან შეთანხმებით).
30. საბაზიერო მტაცებელი ფრინველი ექვემდებარება დარგოლვას სამინისტროს მხრიდან, ბაზიერის მიმართვის საფუძველზე.
31. ბაზიერი საბაზიერო მტაცებელი ფრინველის დარგოლვის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. სამინისტრო ვალდებულია 15 დღის ვადაში გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ბაზიერის დარგოლვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ბაზიერი ვალდებულია გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს ნებართვისა და დარგოლვის საფასურის გადახდის 30 ლარიანი ქვითარი. გარემოს ეროვნული სააგენტო ვალდებულია მომდევნო 15 დღის ვადაში მოახდინოს ფრინველის დარგოლვა. ბაზიერს, დარგოლვის თაობაზე განცხადების სამინისტროს მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ბაზიერის მიმართვის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში (ასევე სასამრთლოს მიერ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში), მტაცებელი ფრინველი ექვემდებარება გარემოში დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
32. დარგოლილი ფრინველის დაღუპვის, დაკარგვის ან სხვა შემთხვევაში ბაზიერმა გონივრულ ვადებში უნდა მიმართოს სამინისტროს ცხელ ხაზზე (არაუმეტეს 2 კვირისა).
33. დარგოლილი მტაცებელი ფრინველის გარემოში დაბრუნება ხდება სამინისტროსთან შეთანხმებით.
34. სამინისტროსთან შეუთანხმებლად, დაუშვებელია დარგოლილი მტაცებელი ფრინველის ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე გადაცემა,
35. გარემოდან გასამრავლებლად ამოღებული საბაზიერო მტაცებელი ფრინველი ექვემდებარება აუცილებელ დარგოლვას.
36. დასაშვებია საბაზიერო მტაცებელი ფრინველების მართვეების ბუდიდან ამოყვანა, ბაზიერობის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
37. ბუდიდან ამოყვანილი მტაცებელი ფრინველის მართვეები ექვემდებარება აუცილებელ დარგოლვას.
38. ბაზიერი ვალდებულია შესაბამის ორგანოებს ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრკოლებლივ დაათვალიერებინოს საბაზიერო ფრინველების განთავსების ადგილები, მათი ფლობის, რაოდენობისა და მოვლა-შენახვის პირობების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებობის მიზნით.
39. ბაზიერმა საცხოვრებელ ადგილზე ფრინველების შემოწმებისას უნდა წარმოადგინოს გარემოდან საბაზიერო მტაცებელი და საბაზიერო სატყუარა ფრინველების ცოცხლად ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან დარგოლილი მტაცებელი ფრინველის შემთხვევაში აღნიშნული ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი მოწმობა.
40. აკრძალულია წითელი ნუსხის ფრინველების დატყვევება. აღნიშნული ფრინველები დატყვევებისას ექვემდებარება გარემოში დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
41. აკრძალულია მეორე წლის (კაპოეტი) ყველა საბაზიერო ფრინველის გარემოდან ამოღება. აღნიშნული ფრინველები დაჭერისას ექვემდებარება გარემოში დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
42. აკრძალულია საბაზიერო ფრინველების გარემოდან ამოღების დროს, გამართულ მდგომარეობაში მყოფი დასაჭერი ბადეების ან გალიების უმეთვალყურეოდ მიტოვება.
43. აკრძალულია პოლიეთილენის (ძუის) სახლართი ბადის გამოყენება საბაზიერო ფრინველების ამოსაღებად
44. აკრძალულია მტაცებელი ფრინველებით ნადირობის პროცესში პროცესში ბაზიერის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის ტარება.
45. აკრძალულია დაწესებულ (მოცემულ) კვოტაზე მეტი საბაზიერო ფრინველის გარემოდან ამოღება.
46. აკრძალულია გარემოდან ამოღებული საბაზიერო მტაცებელი ფრინველის, ან მათგან მიღებული პირველი თაობის ნამატის, უცხოეთში ნებისმიერი ფორმით გასხვისება.
47. საბაზიერო ფრინველის არასათანადო წესით მოვლა-შენახვა ითვლება ფრინველისათვის სასტიკ მოპყრობად.
48. ამ კანონპროექტის ძალაში შესვლამდე ბაზიერებთან არსებული საბაზიერო მტაცებელი ფრინველების ლეგალიზება და დარგოლვა ხდება სამინისტროს მიერ დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც სამინისტროს უნდა წარედგინოს ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში.

საქართველოს კანონში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
შევიდეს ცვლილება და დაემატოს მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთი მე- 7 პუნქტი: გარემოდან საბაზიერო მტაცებელი და საბაზიერო სატყუარა ფრინველების ცოცხლად ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე შეადგენს 10 ლარს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები
მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
მუხლი 854. გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა
გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.

მუხლი 86. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
9. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერა, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
10. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
11. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
12. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
13. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ნადირობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ნადირობის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
15. ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე ნადირობისას ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ნადირობის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ნადირობის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
17. ნადირობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ნადირობის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ნადირობის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
19. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
20. იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ნადირობის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ნადირობის უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე საბაზიერო ფრინველის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზიერი ნადირობას ახორციელებს დაურგოლავი ფრინველით.
2. თუ ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნადირობის განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტი, სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთმევა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-12 ნაწილებისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და, თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ არის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ორგანო უფლებამოსილია მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები დადგენილი წესით დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი) – დაუყოვნებლივ გაანადგუროს იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით.
4. თუ ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის საბოლოო გადაწყვეტილებით პირს დაუბრუნდება ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, ეს პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ცხოველთა სამყაროს ობიექტის/ობიექტების ჩამორთმევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. თევზჭერის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
6. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.
მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა

1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარის ოდენობით.
მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში დაედო ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 220 ლარის ოდენობით.
მუხლი 893. დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით , საბაზიერო მტაცებელი ფრინველით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება
1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით ან საბაზიერო მტაცებელი ფრინველით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 270 ლარის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბაზიერო მტაცებელი ფრინველის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბაზიერო მტაცებელი ფრინველის, კონფისკაციით ან უამისოდ.
3. დაცულ ტერიტორიაზე (გარდა იმ ტერიტორიი


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 19.12.2018, 05:52:07 | შეტყობინება # 2
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შესულია სხვადასხვა ცვლილებები

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: სამშაბათი, 08.01.2019, 15:05:07 | შეტყობინება # 3
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://www.bazieri.ge/statiebi/bazieri/bazierobis_kanonproekti.docx
შეგიძლიათ გადმოწეროთ ან დაათვალიეროთ WORD ფაილით


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика