08:28:13
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ბრაკონიერი (თქვენი აზრით ვინ არის ბრაკონიერი?)
ბრაკონიერი
Adminდრო: ხუთშაბათი, 08.01.2009, 13:56:08 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საიტის მონადირეთ საყურადღებოდ!!!
საიტის შეიქმნა იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა რამაც ჩვენამდე მოაღწია ქართული ნადირობის ისტორიაში და სახეუცვლელი გადავცეთ მომავალს.
საიტის დანიშნულებაა ბრძოლა ბრაკონიერობის წინააღმდეგ, , შენარჩუნება ბუნების ისეთივე სახით როგორითაც გვინდა
გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, ტრადიციული მეთოდებზე დაყრდნობით თანამედროვე ნადირობის ხედვის ჩამოყალიბება, სანადირო კულტურის ამაღლება.. ზრუნვა და დაცვა ნადირე-ფრინველის. ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. მომავალი თაობების ჩართვა ამ უძველეს მამაკაცური პროფესიის ათვისებაშიი, რაც მათი ჯანმრთელი ცხოვრების წესის საწინდარია..ძირითადი მიზანი კი იქნება ერთერთი ქართული უძველესი ნადირობის სახეობის პოპულარიზაცია, კერძოთ დამჭერი ფრინველებით ნადირობა.
საიტზე ბრაკონიერობად ითვლება:
1. ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მ.ზონაში
2. ფარით ნადირობა
3. დენის აპარატით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებით თევზაობა
4. გადამეტებული რაოდენობით მოპოვება
5. არასეზონური ნადირობა, გარდა მტაცებელი ცხოველებისა (მგელი,ტურა,ენოტი,ენოტისებრი ძაღლი,გარეული კატა,მელა,მაწანწალა ძაღლები)
6. მდედრი ნადირ-ფრინველის მოპოვება (საუბარია იმ ჯიშებზე,რომლის გარკვევაც მონადირეს სროლამდე შეუძლია)
7. ნადირობა ზრდადაუმთავრებელ ნადირ-ფრინველზე (დათვის ბელი,შვლის ნუკრი და ა.შ.)
8. გაჭირვებაში ჩავარდნილი ნადირ-ფრინველის მოპოვება (დიდ თოვლობა,წყალდიდობა და ა.შ.)
9. სატრანსპორტო საშუალებით დევნა
10. მტაცებელ ფრინველებზე ნადირობა
11."ელექტრომანოკით ნადირობა ( გარდა მტაცებელი ცხოველებისა - მგელი,ტურა,ენოტი,ენოტისებრი ძაღლი,გარეული კატა,მელა,მაწანწალა ძაღლები)
12.დანართში მოცემულ ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობა
დანართი:

ცხოველები:

კეთილშობილი ირემი, ნიამორი, ჯიქი, ფოცხვერი, ქურციკი, ლელიანის კატა, წავი, ჭრელტყავა, კავკასიური ციყვი, ამიერკავკასიური ზაზუნა, თეთრმუცელა, აფალინა

ფრინველები:

დურაჯი, კასპიური შურთხი, ყველა სახეობის გედი, რუხი წერო, სარსარაკი, რუხი წერო , ქოჩორა ვარხვი , მურტალა, ვარდისფერი ვარხვი, ლაკლაკი, ყარყატი, პატარა ღერღეტი, წითელი იხვი, მარმარილოსებრი, გარიელი, თეთრთვალა იხვი, მთის არწივი, ბექობის არწივი, თეთრკუდა ფსოვი, დიდი მყივანი არწივი, ფასკუნჯი, ორბი, სვავი , ბატკანძერი (კრავიჭამია) , გავაზი, შევარდენი, ქორი, მიმინო, ალალი, მარჯანი, თვალშავი, წითელთავა შავარდენი, მცირე კირკიტა, ჭოტი, ბუხრინწა,

აკრძალულია, ბრაკონიერეობის პოპულარიზაცია საიტზე თუნდაც რაიმე სახით.

საიტის ადმინისტრაცია.
 
Maverickდრო: ხუთშაბათი, 08.01.2009, 15:14:46 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრაკონიერია ყველა ის ვინც იმ ნადირს და ფრინველს მოიპოვებს რომელიც არ არის ნებადართული, როგორც მოპოვებიოს დრო, ასევე მოპოვების ხერხები, ფანრით ნადირობა და ა.შ.
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 08.01.2009, 16:47:12 | შეტყობინება # 3
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უკვე ვატყობ ბრაკონიერობასთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა აზრი ექნება და ჩემი აზრით უმჯობესი იქნება ნაწილ-ნაწილ განვიხილოთ ნადირობის დრო,ხერხები,საშუალებები და... და გამოვკვეთოთ რა არის მონადირული და რა ბრაკონიერული.
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 08.01.2009, 16:52:01 | შეტყობინება # 4
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაგალითად სახელმწიფოსთან ნადირობის ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს.18 აგვისტოს დაიწყება თუ 20 -ში პრობლემა არ მაქვს და სწორად მიმაჩნია აგვისტოს ნახევრის მერე ნადირობის დაწყება და თებერვლის ბოლოს დამთავრება.
 
gioდრო: სამშაბათი, 03.02.2009, 16:41:47 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ფარზე არ მინადირია და არც ვინადირებ..ძაგლებიტ ნადირობა არი ძალიან მაგარი

დამატებულია (03.02.2009, 16:39:47)
---------------------------------------------
მონადირული არი ვინც ძაღლებით ინადირებს ნადირზე

დამატებულია (03.02.2009, 16:41:47)
---------------------------------------------
არ შეიძლება ერტ წასვლაზე ბევრი ნადირის დახოცვა

შეტყობინება დაამუშავა gio - სამშაბათი, 03.02.2009, 16:41:15
 
Maverickდრო: სამშაბათი, 03.02.2009, 16:55:53 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (gio)
მონადირული არი ვინც ძაღლებით ინადირებს ნადირზე

უბრალოდ ეტყობა ხალხს არ მოუსმენია აკივლებული გონჩები, ამიტომ ადვილად მოსანადირებელს ეძებს, რა ჯობია, 30-40 მეტრში გაქცეული კურდღლილს გადაკოტრიალებას, ერთ რამედ ღირს აკივლებული ძაღლების, თოფის ხმა და ყირაზე გადავარდნილი კურდღელი smile

დამატებულია (03.02.2009, 16:55:53)
---------------------------------------------
ერთ ამბავს მოვყვები, მეგობარი მონადირის მოგონებიდან

გარეკახეთში ერთი სოფელია (ბრაკონიერების საყვარელი ადგილი, ამიტომ არ ვიტყვი), მოკლედ ამსოფლის ბოლოში ტბებია, კამიშებიანი, ეს ჩემი მეგობარი დილით 4 საათზე წავიდა სანადიროდ, პერელიოტისთვის, მანოკები(ჩუჩელები) წაიღო, ტბასთან რომ მივიდა ჯერ კიდევ სიბნელეში მოაწყო საფარი, ჩაალაგა ტბაში მანოკები, მთელი ერთი საათით ადრე დაიწყო საძახებლით იხვის მოხმობა, და ეს ყველაფერი დეკემბრის ბოლოს, ყინვა ძვალში ატანს, მოკლედ გათენდა თუ არა დაიწყო პერელიოტი, და რას ხედავს, მეორე მხარეს ტიპები ამ დამჯდარ იხვს(მანოკებს) დურბინდით თირავენ და დაიძრნენ, ის დროა რომ უკვე ამის ნაწვალები შედეგს იღებს და იხვი პერელიოტზე დაბალზე მოდის, ეს ტიპები კი დამჯდარ მანოკებს უპირებენ სროლას, მოკლედ ამ ჩემმა მეგობარმა ტყუილად გაისროლა და დაუძახა მანოკებია არ ესროლოთო, ისინი კი ამას უყვიროდნენ ხომ ხედავ იხვი ზის არ დაგვიფრთხოო, არადა რომ დაეცადათ ყველას საკმარისი იხვი იქნებოდაო პერელიოტზეო, მაგრამ . . . . . . . . დამჯდარი იხვი ხომ ადვილი მოსაკლავია, თუნდაც ჩუჩელა იყოს smile :)

შეტყობინება დაამუშავა Maverick - სამშაბათი, 03.02.2009, 20:58:25
 
levani5დრო: სამშაბათი, 03.02.2009, 19:22:17 | შეტყობინება # 7
ჯგუფი: წაშლილები





რათქმაუნდა დამჯდარი, უფრო ადვილია,(ზოოპარკში კიდე უფრო ადვილი) პირადად მე, გონჩებითაც მინადირია, კურდღელიც მინახავს 10–ჯერ მაინც, მაგრამ სულ შორს, ვერცერთხელ ვერ ვესროლე, და საერთოდ უფრო ფრინველზე ნადირობა მიყვარს, ჰაერში რომ მოხსნი, უფრო აზარტულად მეჩვენება, ისე გარეკახეთის მაგ სოფელში მაქვს სწორედ სახლი, მაგარი სანადირო ადგილებია, მანდ დიდი არხიც არის,(კამიშებით) მიყვები არხის პირს და მწყერივით ამოდის იხვი,(ოღონდ თებერვალში).
 
Maverickდრო: სამშაბათი, 03.02.2009, 20:57:40 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (levani5)
რათქმაუნდა დამჯდარი, უფრო ადვილია,(ზოოპარკში კიდე უფრო ადვილი) პირადად მე, გონჩებითაც მინადირია, კურდღელიც მინახავს 10–ჯერ მაინც, მაგრამ სულ შორს, ვერცერთხელ ვერ ვესროლე, და საერთოდ უფრო ფრინველზე ნადირობა მიყვარს, ჰაერში რომ მოხსნი, უფრო აზარტულად მეჩვენება, ისე გარეკახეთის მაგ სოფელში მაქვს სწორედ სახლი, მაგარი სანადირო ადგილებია, მანდ დიდი არხიც არის,(კამიშებით) მიყვები არხის პირს და მწყერივით ამოდის იხვი,(ოღონდ თებერვალში).

xoda egre erqvas gare kakhetis ert-erti sofeli smile

 
levani5დრო: ოთხშაბათი, 04.02.2009, 00:59:10 | შეტყობინება # 9
ჯგუფი: წაშლილები





როგორ არ ვიცი,ბევრჯერ მინადირია ძაღლების თანხლებით, სომხეთის საზღვართან(კასუმლოში) და სხაგანაც, მართლა მაგარია, თუმცა მე არ მიმართლებს, ერთხელ ვერ გამოიყვანა ჩემთან, კურდღელი, 100 მეტრზე ახლოს არ მინახავს(გაქცეული) ჩემ ძმაკაცებს ფეხებში უხტებათ ხოლმე, მე ჯერ არ მქონია ეგ ბედნიერება, მაგრამ დიდად არ ვდარდობ, როცა იქნება მაც დავაგდებ(სად წამივა)
 
Maverickდრო: ოთხშაბათი, 04.02.2009, 11:40:13 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (gio)
MAVERCIK DZAGLEBIT NADIROBA GIRCHEBNIA TU ISE???

ძაღლებით, ფარზე ნადირობას ვერანაირ მუღამს ვერ ვუჭერ, ეგ მეხორცეების საქმეა, მე კი თუ კურდღლის ხორცი მომინდა ბაზარში მივდივარ 10 ლარად ვყიდულობ კურდღეელს და უფრო იაფი მიჯდება ვიდრე ბენზინი, გილზები და ღამე კიდევ ყანებში ბოდიალი smile

ძაღლებით და მხოლოდ ძაღლებით

 
gioდრო: ოთხშაბათი, 04.02.2009, 17:32:30 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ხორცი არ მაინტერესებს..იმის მუღამი მაქვს რო კაი ყეფა იყოს და მოვკლა smile
 
Adminდრო: პარასკევი, 06.02.2009, 04:49:36 | შეტყობინება # 12
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (levani5)
როგორ არ ვიცი,ბევრჯერ მინადირია ძაღლების თანხლებით, სომხეთის საზღვართან(კასუმლოში) და სხაგანაც, მართლა მაგარია, თუმცა მე არ მიმართლებს, ერთხელ ვერ გამოიყვანა ჩემთან, კურდღელი, 100 მეტრზე ახლოს არ მინახავს(გაქცეული) ჩემ ძმაკაცებს ფეხებში უხტებათ ხოლმე, მე ჯერ არ მქონია ეგ ბედნიერება, მაგრამ დიდად არ ვდარდობ, როცა იქნება მაც დავაგდებ(სად წამივა)

მუღამის დაჭერა უნდა ძაღლებით კურდღელზე ნადირობის დროს.ადგილი უნდა შეურჩიო,და სიარული და სირბილიც არ უნდა გეზარებოდეს კაცს,თორემ კარგ მადევრებთან ნადირობას რა ჯობია. პირველად რომ ვინადირე მადევრებთან ერთად მომატყუეს, ”გონჩი” სირბილის დროს რომ ყეფს ნადირი ცხვირწინ ყავსო და იმ დღეს ძაღლი რომ დაყეფავდა ყველა ძაღლს ვასწრებდი სირბილში და ვიყავი ზღარბივით (40 -ცამდე მაყვლის ეკალი ამომიღეს სახლში).მერე ერთს შევეცოდე და ამიხსნა (იფიქრა ალბათ მოკლავენ ამას დღეს სირბილითო smile ) ადგილი შეარჩიე და დადექი მისით მოვა ყველაფერი შენთანო.ძაღლი რომ პირველად დაყეფს შეიძლება მაშინ ყავდეს კურდღელი 5-10 მეტრში თორემ მაგი რომ ყეფას გააბამს ნადირს გზა დამთავრებული აქვსო(ააშენა მისი ოჯახი ღმერთმა).და ასეცაა
 
gioდრო: პარასკევი, 06.02.2009, 14:34:54 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ხშირად ვნადირობ კურდღელზე ადმინ,და დზაგლი როდესაც კურდღელს დასდევს,კურდგელი დაახლოებით 30 მეტრით მაინც უსწრებს
 
levani5დრო: პარასკევი, 20.02.2009, 04:34:22 | შეტყობინება # 14
ჯგუფი: წაშლილები





როგორ არ შეიძლება, ისე სიმართლე ითქვას მგონი ვეღარ მოვასწრებთ, მარტიდან სეზონი იხურება, ასე რომ აგვისტოდან თუ წავალთ ერთად მწყერზე.
 
misha-mikoდრო: კვირა, 01.03.2009, 13:49:52 | შეტყობინება # 15
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით მონადირე არ შეიძლება იყოს ბრაკონიერი , ძველ დროს კომუნუსტების პერიოდში ყველაზე დიდი ბრაკონიერი იყო თვითონ სახელმწიფო , ისინი სისტემატიურად შხამ ქიმიკატებით წამლავდნენ ხორბლის, მზესუმზირისა და სხვა ........ყანებს სადაც ბუნადრობდნენ ფრინველები , რომლებიც შემდგომში კვდებოდნენ, მკვდარ მაგალითად მწყერს შემდგომ სჭამდა ქორი მკვდარ კორს სჭამდა მელია და ასე შემდეგ ხვდებოდა მათი განადგურება........ამიტომ მონადირე ღამით ფარზე თუ დღისით ინადირებს და მოკლავს 30–50ცალ ფრინველს ეს ბრაკონიერობა არ არის იმიტომ ,რომ ის მასიურად არ ანადგურებს.
 
levani5დრო: კვირა, 01.03.2009, 16:26:23 | შეტყობინება # 16
ჯგუფი: წაშლილები





მე ვფიქრობ ეგ ბრაკონიერობაა, 50 ცალის მოკვლა განადგურებას ემსგავსება,(მითუმეტეს თუ მწყერზე არ არის საუბარი, მწყერი კიდევ შეიძლება) ფარზე განსაკუთრებით, ლიცენზიაში მითითებულია რაოდენობა და მეტის მოკვლა კანონის დარღვევაში ითვლება, ესეიგი ბრაკონიერობაში.
 
misha-mikoდრო: კვირა, 01.03.2009, 19:15:59 | შეტყობინება # 17
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ ბრაკონიერობაზე ამბობ ,ამიხსენი რა განსხვავებაა იმაში, რომ რასაც შენ იძახი 50ცალი მწყერი იქნება თუ იხვი, ლიცენზიაში მითითებულ რაოდენობაზე რასაც კანონით შეიზლება მაგალითად, მოვკალი იმდენი რაც ნებადართულია ,მაგრამ ნებადართულის გარდა, ძაღლმა მინახა რამოდენიმე მკვდარი ფრინველი ,რამოდენიმე მეც ვნახე, რა უნდა ვქნა მაშინ ,ბრაკონიერი ვხდები. რაც შეეხება საქართველოში ნადირობა არის ძირითადათ გადამფრენ ფრინველზე რომლების 99%საქართველოში არ ბუდობენ (მწყერის) გარდა, დასავლეთში კახეთის მწყერზე იშვიათად დადიან, სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის მყერზე ნადირობენ.
 
hercogi997დრო: კვირა, 01.03.2009, 20:33:38 | შეტყობინება # 18
ჯგუფი: წაშლილები





მე პირადად ერთ ნადირობაზე 24 ვაზნაზე მეტი არ მიმაქვ არ მჭირდება და მიტომ რაზეც არ უნდა ვნადირობდე გინდა მწყერზე გინდა იხვზე რათგინდათ მეტი 24 ვაზნას რომ გაისვრი ხომ უეჭველია რომ კარგი ნანადირევი გექნება და სხვამაც ინადიროს, მე 24 დან მწყერზე 18 ბევრჯერ მომიკლია და 1 კაცი 18 მწყერს ვერ შეჭამს დაჟე 3 კაცი კიდევ უნდა დაიხმაროთ გასაყიდად ხომ არ გინდათ, კარგი ნადირბოს შემდეგ საღამოს შენი ნანადირევით მონადირეებთან ან შენ საყვარელ ხალხთან ეერთად ბუნების სადღეგრძელო უნდა შესვა და იმ დღის ნადირობაც დალოცო რომ გაგიმართლა. wink
 
levani5დრო: ორშაბათი, 02.03.2009, 01:22:16 | შეტყობინება # 19
ჯგუფი: წაშლილები





მე ვამბობ რაც კანონით არის გათვალისწინებული,(მიზეზს ყოველთვის იპოვნის ადამიანი) სიმართლე ითქვას არც ისე დადევენ მაგას, ასე რომ ხალხი ყველაფერს ახერხებს, თუმცა მონადირეებში სწორედ ეგ არის სხვაობა, ზოგი ხორცის მოსაპოვებლად დადის, და ჰერცოგის არ იყოს ზოგიც გასართობად, პირადად მე მაგ ეთიკურ მხარეს დიდ ყურადღებას ვაქცევ, პატივს ვცემ ყველა იმ მონადირეს, ვისაც ბუნება უყვარს, მიდის გასართობად და დასასვენებლად,(საღამოს სუფრა) სულ რომ ვერაფერი მოვკლა მაინც კმაყოფილი ვბრუნდები.
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 12.03.2009, 03:08:54 | შეტყობინება # 20
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერტია კანონში რა ცერია და მეორე მონადირული ეტიკა რას გკარნახობს.კანონი როგაიზულებს რო მისი გვერდის ავლით ინადირო მეგას კანონს არ ვუდზახი და ბევრჯერ ამივლია გვერდი მეც და თქვენც,მცყერზე 24გილზიტ ნამდვილად არ დავდივარ ,ყოფილა შემტხვევები მაგარ მცყერზე 100-100გილზი მისვრია.და ტავს ბრაკონიერად სულაც არ ვგრზნობდი პირიქიტაც ამიტ ტავიც მომქონდა რო მაგარი მწყერი იყო და100ში96მოვკალი.ვინც მე ბრაკონიერად მომნატლავს დავპატიჟებ გურიაში მაგარ მცყერზე, პოინტერებით და მერკელიტ ვანადირებ,ტუ 20მცყერის მერე ტოპს გადაიკიდებს და იტყვის კარგი იყო მეტი აგარ მინდაო, კაი პურმარილს ვუკისრებ
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 12.03.2009, 14:09:14 | შეტყობინება # 21
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო,იცით თუ არა, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით ყოველდღე კანონიერად ნადირობისას,ყოველდღიური ნორმის შესრულებით,სეზონის ბოლოს გამოგვივა ნანადირევის ასეთი რაოდენობა :

მწყერი 3200 ცალი; გარეული მტრედი 1600 ცალი; ჩვეულებრივი გვრიტი 1600 ცალი;

ქედანი 1600 ცალი; გვიძინი (გულიო) 1600 ცალი; ჩიბუხა 900 ცალი;

ტყის ქათამი 420 ცალი;

წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა,

ფართოცხვირა იხვი, მელოტა) სულ 720 ცალი.

აქ თუ ხართ ისეთი მონადირე ეს ნორმა რომ ააქვს შესრულებული? wacko

 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 12.03.2009, 16:28:40 | შეტყობინება # 22
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტყის ქატამი და ცყალმცურავეები შეიძლება კიდე რო მყავდეს დანარჩენი რა ტქმა უნდა არა.
მანდ ერტი ეშმაკობაც არი ჩადებული , ყოველ დგე არავინ არ ნადირობს
ამიტომ 6 თვიდან 1 ტვემდე დავიდეტ და მივიგებტ სრულ 30 დგეს
--მწყერი 533--
--ქედანი 266--
--ქატამი 70--
--იხვი 120--
ასეტ ნორმას მონადირეების ნახევარი მაინც ასრულებს

დამატებულია (12.03.2009, 16:28:40)
---------------------------------------------
ისე კარგი ი იქნება დგიური ნორმის მაგივრად ცლიური ნორმა ჩაგვიცერინ ლიცენზიაში და ამიტ ბრაკონიერობაც გაქრება, და მაგის ნახევარსაც ვერავინ მოკლავს biggrin happy smile

 
levani5დრო: ხუთშაბათი, 12.03.2009, 16:53:32 | შეტყობინება # 23
ჯგუფი: წაშლილები





მაგის მეათედიც არ მომინადირია, წელს მითუმეთეს და რაც მთავარია არც ვაპირებ, იმაზე მეტს არასდროს ვკლავ რამდენსაც მივხედავ, დავხოცო იმისთვის, რომ ნახევარ გამიფუჭდეს და გადავყარო...?? თუმცა მქონია შემთხვევა როდესაც 20-ზე მატი მომიკლავს(36 ცალი) ჩემი გასაპუტი რომ გახდა და თავბედი ვიწყევლე, მაშინ მივხვდი, რად მინდოდა ამდენი, ვერც ვერავის ვაჩუქე, ყველას გული შემოეყარა,(მოაშორე აქედანო) მოკლედ, არც მჭირდება ბევრი, არც ჟლეტვა მომწონს და სხვასაც ვუტოვებ სანადიროს.
 
gioდრო: კვირა, 22.03.2009, 21:30:39 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღლზე ნადირონა ქვია ძღლებიტ რო ინადირებ ეგ არის კურდღელზე ნადირობა
 
sandro-babu55დრო: პარასკევი, 27.03.2009, 20:45:56 | შეტყობინება # 25
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობის სიამოვნება კილოგრამებით და ცალობით კიარ იზომება, არამედ საათებით და კილომეტრებით, რომელსაც ბუნებაში ვატარებთ და გავივლით.ნადირობაში ზომიერებაა საჭირო. და რაც მთავარია ნადირსაც და ფრინველსაც შანსი უნდა მისცე!
ჩემი აზრით ადამიანს თუ ზომიერების გრძნობა გააჩნია ის ბრაკონიერი არ იქნება. wink
 
levani5დრო: შაბათი, 28.03.2009, 00:51:18 | შეტყობინება # 26
ჯგუფი: წაშლილები





ჩემი აზრით ყველაზე მართალი სიტყვაა სანდრო ბაბუ, აბსოლუტურად გეთანხმები.....
 
gioდრო: სამშაბათი, 14.04.2009, 00:38:58 | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12 100% ხარ
 
gioდრო: ხუთშაბათი, 23.04.2009, 15:54:43 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირემ სეზონი უნდა იცოდეს..
 
gioდრო: პარასკევი, 24.04.2009, 00:45:40 | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ეგრე ზომა უნდა იცოდეს,თუ წახვალ და 10 და 20 კურდღელც მოკლავ ეგ რაღა..ზომაც უნდა ვიცოდეთ და სეზონის,რაც მთავარია უნდა შეწყდეს ფარზე ნადირობა,
 
levani5დრო: პარასკევი, 24.04.2009, 01:46:06 | შეტყობინება # 30
ჯგუფი: წაშლილები





სრულიად გეთანხმებით, ნადირობას თავისი ეთიკა აქვს... და ყველა ნამდვილი მონადირე იცავს მაგას, პირადად მე, ჟლეტვაზე ორიენტირებულ ადამიანს პატივს არ ვცემ, ალბათ პარადოქსია, მაგრამ ნამდვილი მონადირე ყველაზე მეტად ცემს პატივს ცხოველსაც და ფრინველსაც.
 
gioდრო: პარასკევი, 24.04.2009, 18:55:55 | შეტყობინება # 31
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა რა,მონადირემ ზომა და დრო უნდა იცოდეს
 
gogita12დრო: პარასკევი, 24.04.2009, 19:42:17 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1p3 ბრაკონიერებს ასე ვერ გაურბის ნადირი თუ ფრინველი.....
მონადირეს დღისით შეიძლება გაგექცეს მაგრამ გული არ მოგივა
 
shalvovich4004დრო: პარასკევი, 24.04.2009, 21:01:54 | შეტყობინება # 33
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
farze nadiroba martla brakonierobaa aba ra aris. axali dackebuli ro mqonda nadiroba mashin wnadirobdi faraze, muxatckarosken ty icit eg adgili dzalian bevri iko. exla koveltvis gonchebit vnadirobt da magari mugamia, kefas ro daickebs gonchi, mara xshirad atkuebs kurdgeli(dovshani), magram chem dzmakacs iseti gonchi kaws (magnitafonas vedzaxit iseti xma aqvs) sanam ar moikvans ar anebebs tavs-ise namdvili saxeli bocmana kvia 069
 
gogita12დრო: სამშაბათი, 19.05.2009, 22:26:56 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქუთაისის ახლოს აეროპორტთან უკვე გახსნეს ზოგზოგიერთებმა სეზონი და კლავენ მწყერებს....

ჩემი აზრით მაგრად ცოდავენ 187 187 187 187 187 187 187 187

შეტყობინება დაამუშავა gogita12 - სამშაბათი, 19.05.2009, 22:28:48
 
Maverickდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 10:56:44 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12, მიხედეთ ძმაო ამ საქმეს, მე და ჩემმა მეგობრებმა შაბათს დასაგეშად გავიყვანეთ ძაღლები, სოფ. გამარჯვვებასთან, ვიღაც ’’ახვარი’’ (ბრჭყალებში იმიტომ რომ იმ წუთს სულ ახვარი ვეძახე) 7 წლის ძაღლს ანადირებდა 17 მწყერი ყავდა მოკლული, ძლივს გავაჩერე ჩემი ძმაკაცი, თოფიან კაცზე გაიწია, მაგარი ვეჩხუბეთ, მაგრამ ისიც პატიოსანი აღმოჩნდა, ბოდიში მოიხადა და გაგვშორდა, 1 საათში 10 ლიტრი ღვინით და სამწვადით გვესტუმრა, ის 17 მწყერიც შამფურზე გამზადებული, და დაგვპირდა რომ მხოლოდ ნაბულზე გაიყვანდა ძაღლს სეზონამდე, კაი კაცი არის და მჯერა შეასრულებს, სუფრაზე ასე გვითხრა მართლები ხართ ბიჭებო, მაგრამ ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს რომ ეხლა არ უნდა მომეკლაო

მოკლედ კაი მონადირეს რა გამოლევს ამ დალოცვილ ქვეყანაში :)

შეტყობინება დაამუშავა Maverick - ოთხშაბათი, 20.05.2009, 10:57:50
 
krimanjuliდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 11:29:39 | შეტყობინება # 36
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სხვა და სხვა შემტხვევააა მაგრამ უბრალოდ კონტრასტისთვის დავამატებ ერთ ეგეთ ამბავს... იხვზე ნადირობის დროს ორი მონადირე გავიცანით..ერთი სიტყვით დავჯექით კაი პური ვჭამეთ... მაგარი დავმეგობრით და ერთმანეთის ხათრით სანადიროდ ერთი დღით წასულები სამ დღეს გავჩერდით... იხვი ცოტცოტა მოვკალით . მაგრამ ერთმანეთის გაცნობა დამეგობრების სიხარული იყო დიდი...ჩემს ძმა და მეგობარს კარგი დრათხარი ყავდა, უსიტყვოთ ესმოდა, სამი დღის განმავლობაში 5 კაც გვიზიდავდა იხვებს პერელიოტზე მოკლულებს, ყველანი მადლიერი ვიყავით ამ ძაღლის.მეექვსე კაცად ვთლიდით. წამოსლისას გავცვალეტ მისამარტები და ტელეფონის ნომრები,ერთ კვირაში ეს ძაღლი დაიკარგა.იმ სეზონის ჩაგდებას ვინღა დაეძებდა ძმაკაცვით ძაღლი აღარ იყო...ორი თვის მერე ვიპოვეტ 100 კილომეტრზე ..იმ ბიჭს მოეპარა ვინც ვიძმეთ , კარავში ღამე გავათევინეთ და ჩვენი ძაღლით ვასიამოვნეთ...ასეთებიჩ ხდება ჩემო მავერიკ ხოდა მაგ კაცის საქციელი-თქვენ რო დაგიჯერათ, ჩემთვის ორმაგად დასაფასებელია, პატიოსანი კაცის ფასი რავაა ძამა რამე
 
Maverickდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 12:31:01 | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი krimanjuli, ეგეთებიც ხდება და არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მე მოსაყოლად კაი კაცის ისტოერნეტ ნაცნობმა 3რიები უფრო მიყვარს, ლაღად ვგრძნობ თავს როცა ასეთი ამბები მესმის, ერთ ამბავსაც მოგიყვებით, თეთრიწყაროში კაკლებს ეძახიან ადგილია სანადირო, ერთმა ჩემმა ინტერნეტ ნაცნობმა 3 გონჩი დაკარგა და ფორუმში გვთხოვა თუ ვინმემ რამე გაიოგოთ ასე და ასეა ჩემი საქმეო. . . .

ფორუმელმა ბიჭებმა იმდენი ქნებს რომ ამ კაცს 3-ვე ძაღლი აპოვნინეს, არ არის ეს კაცობა და ადამიანობა?? მაგარია ძაან, ამიტომაც არასოდეს არ გადავშენდებით, რომ ასეთი ხალხი არის ჩვენს გარშემო

ეგ კიდევ ვინც დრათხარი მოიპარა, მაგარი ახვარი ყოფილა, ნათქვამიც მაქვს და ეხლაც ვიტყვი, თოფს ვესვრი თუ დავინახე კაცი ძაღლს რომ იპარავს

 
gogita12დრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 19:39:25 | შეტყობინება # 38
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სეზონი იმიტომ ქვია და მანამ იმიტომ არის აკრძალვა ალბათ რომ აუცილებელია.ეს იმიტომ რომ ამ პერიოდში თუ არ გამრავლდა სეზონზე რას მოკლავენ? ბალანსი ირღვევა. (გამგებმა უნდა გაიგოს).

ეხლა ბარტყები ყავს და ისინი უნდა გაზარდოს.

არ ესმით იმათ, ვინც ნადირობაში ხორცს უყურებს. 187 187 187 187 187 187 187 187

 
giorgparkauliდრო: კვირა, 07.06.2009, 16:19:55 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, უცოდველი მონადირე არავინაა!! არც მე მათ შორის. პირადული არ გვინდა ძმიიიი!!! მთავარია ადამიანი თავის შეცდომას მიხვდეს და მეორედ იგივე აგარ ჩაიდინოს, მე არც ერთ პასუხშჰი არავინ არ დამიდანაშაულებია,უბრალოდ მოუწოდებ ყველას კანონისკენ და სიბრალულისკენ ნადირ-ფრინველის მიმართ!!!!!!! თუ ტყუილს ვაბობ მითხარი!!. საზვარგარეთ ბევრ ჩვენთაგანს ციხე არ აცდებოდა, მეეეეეც! შვლის მკვლელებს კიდე გამოთქმა აქვთ ესეთი: "შველი მოვკალი სამწვადედო!!" 23 როგორ მინდა ერთ შეხვედრას მოვაბათ თავი. ერი კითხვა მაქვს: ბრაკონიერს რას ეძახი? და არ გიყვატს ეს სიტყვა იმიტო რო შენ ვეღარ კლავ,თუ იმიტო რო ის კლავს-უსეზონოდ,ლიცენზიის გარესჰე, აკრძალულ ადგილას და აშ??????
 
krimanjuliდრო: კვირა, 07.06.2009, 16:49:27 | შეტყობინება # 40
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgparkauli, რა პირადული , არ გრცხვენია რეებს იძახიი?ჩვენ აქ ვინც ვართ ყველანი ერთმანეთის ძმები და მეგობრები ვართ,ადრე თუ გვიან ერთად უნდა ვინადიროთ როცა იქნება. უბრალოდ როდესაც მე რაღაცას ვწერ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რაღაცამ ან ვიღაცამ ჩემი აზრის დაფიქსირებაში ხელი არ უნდა შემიშალოს. .. თორე ეგრე ვერაფერი ხეირი გამოვა, მე თუ ბრაკონიერი და ოღრაში ვარ მაცალე მაგის თქმა რატო ვარ და რამ განაპირობა, რატო ვკლავ სეზონი რო არ არის , რატო ვნადირობ ფარზე, რატო ვთევზაობ დენის აპარატით და ესეთები უნდი ვილაპარაკოთ და ვთქვათ, იქნებ თავი მართალი მგონია ხო უნდა აგიხსნა, შენ რო დამეტაკები(შენ არ გულისხმობ, აქ ყველაფერს ზოგადად ვიძახი) და მორალს მიკითხავ ჯერ რო არ იცი ამას რატო ვაკეთებ მგონი არაა სწორი, ცოდვა გამხელილი სჯობია, იმიტომ რომ შემდეგში გამოვასწოიროთ,დარწმუნებული ვარ მონადირეებს ბრაკონიერების თავისი ხედვა გააჩნიათ, ის რასაც კანონი ხშირად გვიგრძალავს , ბრაკონიერობად არ მიგვაჩნია, მაგალითად კაკაბზე და ხოხობზე მგონი 63 წლიდან აიგრძალა ნადირობა, ვინ შეწყვიტა მითხარი მაგაზე თოფის სროლა, არცეთ მონადირეს არ შეუწყვეტია, არც შეწყვეტნენ, და არც თავი მიაჩნია რომელიმეს ბრაკონიერად, ეგეთი კიდე რამდენი ჩამოვთვალო. მოკლედ ფორუმში საშუალება უნდა გვქონდეს ჩვენი აზრები დავაფიქსიროთ და ამზე ვიმსჯელოთ, ეგარი და ეგ,
 
BERGდრო: კვირა, 07.06.2009, 19:15:30 | შეტყობინება # 41
ჯგუფი: წაშლილები





ეგრე ყველა ბრაკონიერები გამოვდივართ,იმათ გარდა,ვინც მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე ნადირობს.კურდღელზე ნადირობაც არ შეიძლება ქართული კანონმდებლობით,სხვაზე რო არაფერი ვთქვა...ძველ ქართულ სანადირო ტრადიციებს ჩახედეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.წინაპრებს საუკუნეების გამოცდილება ქონდათ ნადირობაშიც და ნადირ-ფრინველის გაფრთხილებაშიც. პ.ს.ნუ ჩამომართმევთ ამას დარიგებაში. ჩემი მეგობრები და მე ვცდილობთ ასე ვიცხოვროთ(ვინადიროთ)
 
Flagmanდრო: ორშაბათი, 08.06.2009, 01:20:52 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ ძმა ხარ ეგრე არც შველს ვესვრიო ბევრი იძახის მარა მინახავს გამწარებული სიფათით დადევნებული ამოსატანად ხევიდან, არჩვზე და ჯიხვის ხოცვის ოდენობაზე რო არაფერი ვთქვათ, გინდა დათვზე.
 
BERGდრო: ორშაბათი, 08.06.2009, 15:58:29 | შეტყობინება # 43
ჯგუფი: წაშლილები





გეთანხმები.შორს ვარ იმ აზრისგან რო შველზე არ უნდა ინადირო იმიტო რო აკრძალულია,ან დათვზე...რა მწყერი არაა ცოდო.მონადირე უფრო გააფუჭებს საქმეს თუ ნავთობ სადენი თავისი ტერმინალებით?!პროსტა,უნდა ეცადო არ გაღორდე.მაგრა არ მომეწონა ამ საიტზე,სამი ერთად მოკლული დათვის ნახვა...
 
Maverickდრო: ორშაბათი, 08.06.2009, 17:32:59 | შეტყობინება # 44
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრაკონიერია ის ვინც ისე ნადირობს თუ თევზეობს, რომ ფეხებზე კიდია საკუთარი შვილი, და არ ფიქრობ ითევზებებს ან ინადირებს კი მისი შვილი?!

ნადირობის და თევზაობის შედეგი არასოდეს განსაზღვრულა იმით ვინ უფრო მეტი დაიჭირა თუ მოკლა, არამედ განისაზღვრება იმით ვინ უფრო მეტი ოფლი დაღვარა, რომ მოეპოვებინა

 
BERGდრო: ორშაბათი, 08.06.2009, 17:46:59 | შეტყობინება # 45
ჯგუფი: წაშლილები





გეთანხმები.ყველაზე კარგი შედეგი სიამოვნების მიგებაა.
 
Flagmanდრო: ორშაბათი, 08.06.2009, 19:31:34 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა რა ტოო, მთავარია წასვლა დაჯდომა რამის წვალებით წამოღება და მერე ბევრი ხალისი ცეცხლთან ან ქვევრთან.
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 17:12:24 | შეტყობინება # 47
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ბრაკონიერობის შესახებ მუხლი კანონიდან რო დავდოთ თავფურცელზე არ იქნება ცუდი, წაიკითხოს ყველამ, თავის ჯარიმებიანად!
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 18.06.2009, 11:08:49 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანონი უფრო მკაცრია 166
 
gioდრო: ოთხშაბათი, 24.06.2009, 13:18:33 | შეტყობინება # 49
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრმა მონადირემ არ იცის სეზონი,და არ აინტერესებს..წესებს არ ცავენ და ეგრე ვერ გამრავლდება...გაზაფხულზე დასაყრელ კურდღელს რო მოკლავ კაცი რაღა უნდა ილაპარაკოოო...წესებს რო იცავდეს ყველა მონადირე მერე მარტლა გამრავლდებოდა ყველაფერი
 
giorgparkauliდრო: ხუთშაბათი, 25.06.2009, 02:52:30 | შეტყობინება # 50
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 10 ნეტა ყველა ჩვენსავით ფიქრობდეს ბიჭებო 39
 
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ბრაკონიერი (თქვენი აზრით ვინ არის ბრაკონიერი?)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика