14:42:20
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ნანადირევით ვაჭრობა (ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვა შეამცირებს ბრაკონიერობას????)
ნანადირევით ვაჭრობა
შეამციერბს თუ არა ბრაკონიერობას ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვა????
1.აუცილებლად შეამცირებს.[ 126 ][88.11%]
2.არ შეამცირებს.[ 18 ][12.59%]
გამოკითხვა დასრულებულია - სამშაბათი, 02.02.2016, 22:34:44
სულ პასუხი: 143
Becasseდრო: ოთხშაბათი, 13.01.2016, 19:26:04 | შეტყობინება # 101
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ბიჭებო, ყველას მოგილოცავთ განვლილ და გაუვლელ დღესასწაულებს

ყურადღებით წავიკითხე თითქმის ყველა პოსტი, უკვე აზროვნებაც კი მიჭირს იმდენი განსხვავებული აზრი იქნა გამოთქმული (თუმცა უმნიშვნელოდ განსხვავებული).

ჩემი სათქმელი და გულისტკივილი მინდა მოგახსენოთ ამ თემასთან დაკავშირებით. მოდით პირველ რიგში იმაზე შევთანხმდეთ რომ დღევანდელი კანონმდებლობის პირობაზე (სანადირო ობიექტების დღიურ ლიმიტებზე მაქვს საუბარი) საქართველოში ნანადირევით ვაჭრობა პატიოსანი ხერხებით ფაქტობრივად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა რომ, დღესდღეობით, საქართველოში ნანადირევით ვაჭრობა გვერდს ვერ აუვლის ბრაკონიერობას (ნუ ეხლა ტყის ქათამს თუ ჩასაბარებელი ფასი 10 ლარი არ დაადეს და მწყერს 5 და ა.შ. რაც დღევანდელი, წარსული თუ მომავალი უახლოესი დროის მანძილზე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია)

მეც ბევრი ვიცი და ვიცნობ კიდევაც ადამიანებს, ვინც ნანადირევით ვაჭრობს და რა თქმა უნდა ბრაკონიერული ხერხების დახმარებით. ჯერჯერობით არავის უთქვამს და ჩემს ყურამდე არმოსულა რომ პატიოსნად ნანადირევი წავიღე და გავყიდეო. გამონაკლისიყოველთვის ყველაფერში არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში არა იმ რაოდენობის რომ გარემოს დაცვამ ამ საკითხს არ გადახედოს.


ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
levanichiდრო: ორშაბათი, 01.02.2016, 22:54:24 | შეტყობინება # 102
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნეტავ ამ საუბრებს თუ კითხულობენ ის ადამიანები ვინც მართლა უნდა კითხულობდნენ. ბევრ საინტერესოს და სასარგებლოს გაიგებდნენ, ნაკლებად დაიღლიდნენ თავს ფიქრით თუ როგორ გამოასწორონ არსებული მდგომარეობა. სიძნელეს ხომ არ ვითხოვთ, ხომ არ ვითხოვთ ხალხის დასაქმებით შეამცირონ ბრაკონიერობა და ნანადირევით ვაჭრობა. ადექი და ჩაასჭორე რააა ნიუჟელი ბევრი მელანი უნდა ამ საქმეს? 167

დამატებულია (01.02.2016, 22:54:24)
---------------------------------------------
ანდა მტაცებელის პრობლემა რა გახდა. ნეტა იმდენი ფული მქონდეს 100 ლარად ჩავიბარებდი მტაცებლის ტყავებს. (ბრაკონიერებთანაც მითანამშრომლებდი ჯანდაბას ჩემი თავი) 23

 
kucuna1დრო: ორშაბათი, 01.02.2016, 23:18:20 | შეტყობინება # 103
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levanichi, ახალი თემა გაიხსნება და იქ იქნება ამ საკითხზეც საუბარი.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 20:06:35 | შეტყობინება # 104
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრაკონიერობის მასტიმულირებელი უკონტროლო ვაჭრობა. ღამით, ელ.მანოკის და ფარის გამოყენებით, ასობით, ცოცხლად დაჭერილი მწყერი. ფარის შუქზე და ასევე ელ.მანოკის გამოყენებით, ასობით მოკლული იხვი. ღამე ფარის შუქზე ასობით დახოცილი ტყის ქათამი.
აიკრძალოს ამ ფრინველებით უკონტროლო ვაჭრობა!




მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
westernდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 21:24:13 | შეტყობინება # 105
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შევცვლით ჩვენ რამეს?! როცა კითხვა,მიჩნდება და პასუხსაც ისევ ჩემ თავში ვპოულობ ,,არაფერი'' სანამ კანონი არ იქნება და არ დაიწყება,მკაცრი გაკონტროლება ეს კიდე როდის იქნება კაცმა არ იცის.ეხლა მეორე რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სიტყვაზე ვაჭარი ვარ ჩემით მოვიპოვე ჩაამოვკიდე დახლზე და ჩემივე მოპოვებულს ვყიდი?!

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 21:52:21 | შეტყობინება # 106
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
western, ხოდა მაგ შენით მოპოვებულის ვარგისიანობის ცნობა იქონიე,შენახვის პირობები დაიცავი და გაპუტე რომ ეტყობოდეს მკვდარი იპოვე თუ მოკალი.კიდევ დაემატება რამოდენიმე ვალდებულება!

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 22:10:01 | შეტყობინება # 107
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote western ()
შევცვლით ჩვენ რამეს?!

შევცვლით, შევცვლით!!!

Quote western ()
.ეხლა მეორე რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სიტყვაზე ვაჭარი ვარ ჩემით მოვიპოვე ჩაამოვკიდე დახლზე და ჩემივე მოპოვებულს ვყიდი?!


წავიდა, ლიმიტი შეასრულა და გაყიდა?? გჯერა შენ ამის?. ჩამო კობა აქ და იხვის ადგილებს გაჩვენებ სადაც ათასობით იხვი ათევს ღამეს ტყეში, მაგრამ თავბედს იწყევლი ისეთი სასიარულოა! უფრო ძნელია იხვის გამოტანა იქედან. ჰოდა ტიპი წავა, სადაც ოხრად არის იხვი და ლიმიტს დასჯერდება?? ნუ ის ტიპი, ვისაც მერე გასაყიდად უნდა ეს იხვი. აქ როგორ აკეთებენ იცი? წააწყდნენ მაგრად იხვს? გაჟუჟავენ მაქსიმალურად და მერე ნაწილი გასაყიდად და ნაწილი დამარილებული კასრში! როც აიკრძალება ან გაკონტროლდება ვაჭრობა და გართულდება პირობები, აი მაშინ აღარ მოიკლავენ თავს იმ შხუნაში სასიარულოდ!

დამატებულია (04.02.2016, 22:10:01)
---------------------------------------------
აი მოვა გაზაფხული და ასეთი სურათი ისევ გამოჩნდება ბაზარში!



მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
westernდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 22:41:08 | შეტყობინება # 108
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, და რა უნდა ვიღონოთ მსგავსი ფოტო და ფაქტი რომ აღარ ვიხილოთ?! ვიღონებთ იმას რაც შეგვეძლება ხო.მესმის რომ მონადირე და ბრაკონიერი ათასია გდი ნაკლები მარა რაც ხდება გასასამართლებელი საბუთი მაინც არ ააქვთ!! ჩვენ ეხლა აქ მსგავს პრობლემებზე რო ვსაუბრობთ მიწაში ვიღებთ ყველას ვიც იმსახურებს მნიშვნელობა არ აქვს გდი არი თუ ბრაკონიერი ამით ვინმეს ერთი ადგილი ეწვებოდეს არამგონია!!...

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
besarionდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 23:06:49 | შეტყობინება # 109
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რათუნdა ამ ყველაფერს ბევრი საუბარი ნანაdირევით ვაჭრობა აუცილებლაd უნdა აიკრძალოს!!!!! არამგონია პატიოსნაd მონაdირებულს ვინმე ყიddეს!!!!!! გაგიყიdიათ ვინმეს ლიმიტით აღებული???რაღაც არმგონია....
 
chale88დრო: პარასკევი, 05.02.2016, 00:50:13 | შეტყობინება # 110
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუცილებლად უნდა აიკრძალოს ნანადირებით ვაჭრობა. თუ ვაჭრიბა უნდათ კარტოფილით და ყველით ივაჭრონ მწყერს იხვს და ტყის ქათამს თავი დაანებონ. ორი წლის უკან მწყემსებმა მითხრეს ერთი ზესტაფონელი მონადირე იყო მთაში მანოკით ნადირობდაო 850 მწყერი ქონდა აღებული მანქანა მაცივარი ყოლია და იქ ინახავდა რო უკითხიათ ამდენი მწყერი რათ გინდაო რესტორნებს ვაბარებო კრედიტები მახჩობს და როგორღაცა ფული უნდა ვიშოვოო. ასეთ ხალხს რა უნდა ელაპარაკო არც სინდისი აქვთ და არც ადამიანობა.

ბ.თოთაძე
 
besarionდრო: პარასკევი, 05.02.2016, 09:44:28 | შეტყობინება # 111
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი არიან ჩემdა სამწუხაროd ზესტაფონში მასეთი მეხორცეები..ბევჯერ მიჩხუბია..მაგრამ შეdეგი 0....ანუ სხვანაირი მიdგომა უნdა ამ ყველაფერს აუცილებლაd უნdა აიკრძალოს გინd გარე ვაჟრობა იყოს dა გინd რესტორანში ჩაბარება!!!

დამატებულია (05.02.2016, 09:44:28)
---------------------------------------------
ჯარიმა უნdა იყოს იარაღის ჩამორთმევა dა 5 წლით ნაdირობის უფლების მოსპობა dა არა რაღაც ფულაdი ჯარიმა..იმიტო რომ იმ ფულაd ჯარიმას შეეცdება ისევ ბრაკონიერობით გაdაიხაdოს...ხოdა თოფი რო აღარ ექნება ვერაფერსაც ვეღარ იზამს....ვეღარც მაღაზიაში იყიdის მინიმუმ 5წელი იმიტო რომ არექნება ამის უფლება..

 
hunter96დრო: კვირა, 07.02.2016, 17:55:58 | შეტყობინება # 112
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თქმა უნდა უნდა აიკრძალოს რაზეა საუბარი
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს.
ამ ბაზრის გაკონტროლება იმაზე ადვილია გდი–სთვის ვიდრე ტყეში კაცის დაჭირვა უფრო შედეგის მომტანიცაა. არამარტო გდი არამედ სხვაც შეიძლება ჩაერთოს ამ ბაზრის გაკონტროლებაში კი მიხვდებით ვიზეც მაქვს საუბარი gimili , ამ კანონის შემოღება ნამდვილად გამოიღებს შედეგს
და იმაზე მეტს ვიდრე წარმოგვიდგენია. 167 ჯარიმაც კაი ბობოლა უნდა იყოს gimili
 
iakaniiakaniდრო: კვირა, 07.02.2016, 20:36:29 | შეტყობინება # 113
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვიცნობ ხალხს,ვინც ნადირობს მწყერზე და აბარებს,გაითვალისწინეთ რომ ძაღლით ნადირობს და არა მანოკით,რასაც მოიპოვებს,გადაარჩევს და კარგს აბარებს ერთ ცალს 3 ლარად,ამით საკვებს ყიდულობს ოჯახისთვის და შეშას ზამთრისთვის,თან ტუბერკულიოზითაა დაავადებული და არც სამუშაო აქვს,მწყრის სეზონს ელოდება წლიდან წლამდე.ამან რა ქნას?

იმედა მაისურძე
 
hunter96დრო: კვირა, 07.02.2016, 21:33:23 | შეტყობინება # 114
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, მასეთი მეგობარო 100-დან ერთი შეიძლება იყოს, კანონს ყოველთვის ეყოლება დაზარალებეული მაგრამ ერთი კაცით ნუ გადავწყვიტავთ ყველაფერს, მთავარია რისი მომტანი იქნება ეს კანონი და ალბათ რთული მისახვედრი არ არის რომ ეს კანონი სარგებლის მომტანი უფრო იქნება ვიდრე ზიანის. მწყერს თუ 3 ლარად აბარებს ის 4-ად მაინც გაიყიდება და ჯერ არ მინახავს და არც გამიგია 4 ლარი ღირდეს მოკლული მწყერი, ნადირობას კიდე უამრავი ხარჯი აქვს, წესების დაცვით და შეგნებული ნადირობით მოგების მიღება არ მიწყინო მაგრამ აბსურდათ მიმაჩნია დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე მითუმეტეს. ნადირობა საკუთარი თავის და ოჯახის სარჩენი საშვალება არ არის და ნუ გავაიგივებთ ამას ერთმანეთთან, ნამდვილი მონადირე ნანადირევით არასდროს ივაჭრებს.
 
giohunt1982დრო: კვირა, 07.02.2016, 21:48:05 | შეტყობინება # 115
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter96, გეთანხმები!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
iakaniiakaniდრო: კვირა, 07.02.2016, 22:09:05 | შეტყობინება # 116
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერ გაიგებ მეგობარო,ერთიდაიგივე წყალი,ცხენს აღრჩობს,იხვს კი წელამდე სწვდება.მას არ უწევს მწყერზე სანადიროდ ათეულობით კილომეტრზე წასვლა,არც მზა ვაზნას ყიდულობს და ერთი ძველი თოფით ნადირობს.ან თუნდაც ივაჭროს,მაგალითად მტაცებლის ტყავით,ჩაიბაროს ვინმემ და აწარმოოს.სწორედ მაშინ მოკვდა ნადირობა საქართველოში,როცა მოკვდა მონადირე როგორც პროფესიონალი.ვისთვის გართობაა ნადირობა და ვისთვის სხვა რამ,ისე მე თუ მკითხავთ საერთოდ უნდა აეკრძალოს ნადირობა ისეთს,ვინც ამბობს,რომ მე ნანადირევი არ მაინტერესებს,უბრალოდ ვერთობიო,ასეთმა თეფშებს ესროლოს და სხვა გასართობებით გაერთოს,მოკვლა მოსწონს?თუ რა ხდება?სანადირო მეურნეობებში რომ არის ახლა,ლიცენზია ერთი ან ორი თვის ხელფასი ღირს და მოპოვებული მაგალითად ღორის ხორცი უნდა წონით შეისყიდო.ამას მივხედოთ.გაჭირვებულებს კი თავისი გაჭირვება ეყოფათ.

იმედა მაისურძე
 
akson777დრო: კვირა, 07.02.2016, 22:13:36 | შეტყობინება # 117
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1557
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორი აზრი არაა რომ ნანადირევით ვაჭრობა შეამცირებს ბრაკონიერობას ვფიქრობ კარგადაც. მაგალითისთვის რამდენია საქართველოში იმდენი რომ სიტყვაზე ქართლიდან კახეთში ჩადიან და იქიდან ჩამოაქვთ ასეულობით მწყერი გასაყიდად. ცხადია რომ ნანადირევს ვერ გაასაღებენ მსგავსი ბრაკი-მოვაჭრეები ბენზინის ფულს არ გადაყრიან იმ მწყრების დასაჭერად, რომლებსაც ვერ გაყიდიან. ვფიქრობ თუ კანონი ამოქმედდება ნანადირევით ვაჭრობის შესახებ უნდა გაკონტროლდეს(თუ როგორ ეს ცალკე თემაა) რომ რესტორნებმა მხოლოდ ვოლიერში გამრავლებული მწყერით მოემსახურონ კლიენტებს და არ მოხდეს ბრაკი-მოვაჭრეების მიერ რესტორნებისთვის ფარულად მიწოდება ნანადირევი მწყერის და აარამარტო მწყერის,თორემ ბრაკონიერობის შემცირება გაჭირდება...

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - კვირა, 07.02.2016, 22:14:52
 
giohunt1982დრო: კვირა, 07.02.2016, 22:27:31 | შეტყობინება # 118
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, მე მესმის და ძალიან კარგადაც, ის რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ დასავლეთის პრობლემას რა ვუყოთ მაშინ??.
იმიტომ, რომ ტყის ქათამს იბარებენ, ამის გამო გავა მინდორში ორი კაცი და 40 ცალს მოკლავს! და ასეთი ორი კაცი დადის უამრავი!
მერე ჩვენ, ნაწვალებ-ნალოლიავები გაზრდილი მეძებრებით გავდივართ და ერთ ცალსაც ვერ ვნახულობთ, რომ ლეკვი მაინც დავგეშოთ!
თქვენ ალბათ ხანშიშესულ მონადირეზე საუბრობთ, რომელიც ავადმყოფიც ყოფილა( ტუბერკულოზი) და მე ვსაუბრობ "ორ" ახალგაზრდა, სრულიად ჯანმრთელ ნაბიჭვარზე!
აქ როგორ მოვიქცეთ?


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
iakaniiakaniდრო: კვირა, 07.02.2016, 22:54:13 | შეტყობინება # 119
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ შემთხვევაში,უნდა აიკრძალოს გარკვეული სახეობის ნანადირევით ვაჭრობა,თუნდაც ტყისქათამით,სულ 3 ერთეულის მოპოვების უფლება გაქვს მონადირეს,ხოლო მწყერის ლიმიტი 20 ცალია,სხვაობა არის რათქმაუნდა,მე მაგალითად,3-4 წელია,ლიმიტი მწყერზე არც შემისრულებია,მაქსიმუმ 15 ალბათ,ამ სეზონზე მოვიპოვე ართ ნადირობაზე 12,ისიც ერთხელ.მე ესეც მყოფნის,მაგრამ ვინც სისტემატიურად ნადირობს და ლიმიტს არ სცდება,უნდა ჩააბაროს და უნდა სხვას აჩუქოს.პირადად მე,ტაფის გარეშე,მწყერზე არასოდეს დავდივარ:)

დამატებულია (07.02.2016, 22:42:17)
---------------------------------------------
ხშირად ვიხსენებთ ხოლმე მონადირეები,ამდენი ფრინველი იყო ადრე,ამდნი კურდღელიო ამდენი და ა. შ.მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს,რომ ნადირობა,მხოლოდ შაბათს და კვირას იყო დაშვებული,ახლა წადი რა დღესაც გინდა.

დამატებულია (07.02.2016, 22:54:13)
---------------------------------------------
ნაბიჭვარს იარაღი რად უნდა,უნდა
ცამოერთვას სამუდამო ვადით და პირადობის მოწმობაში ჩაეწეროს"ნაბიჭვარი"


იმედა მაისურძე
 
hunter96დრო: კვირა, 07.02.2016, 23:09:56 | შეტყობინება # 120
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, მეგობარო რაშია საქმე იცი წეღანაც ვთქვი და ახლაც ავღნიშნავ არ არსებობს კანონი რომელიც ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მომტანი იქნება ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება
შენ ამბობ ერთ ადამიანზე რომელიც ნანადირებით ირჩენს თავს და ოჯახსაც ნანადირებით "არჩენს" შეიძლება მართლაც ასე არის და წესებს არ არღვევს ისე ნადირობს, მაგრამ საერთოდ როცა კანონზე ვსაუბრობთ მარტო ერთ მხარეს არ უნდა შევხედეოთ და მეორეც უნდა გავითვალისწინოთ მეორე კი რაში მდგომარებს კარგად თქვა giohunt1982, 39

ნანადირებით ვაჭრობა რომ არის დღეს ლეგალიზებული მაგიტომ არის ასე ბევრი ბრაკონიერი. გაყიდიან ამ ნანდირებს და ფულსაც იშოვიან, როდესაც ბაზარზე არ მოხდება საქონელის რეალიზაცია და კანონი მაგას აკრძალავს და გაკონტროლდება, მაშინ ბრაკებს მოევლებათ. წესების დაცვით რომ პიროვნება ოჯახს არჩნდეს და ნანდირევს ყიდდეს არიან ერთეულები, ბრაკონიერები კიდე ბევრია და უმოწყალოდ კლავენ ყველაფერს, შედეგად გვრჩება გაჩანაგებული და დაცარიელებული გარემო. ეს კანონი სასარგებლოა ბრაკონიერებისთვის და რამოდენიმე ერთეული "არაბრაკონიერეისთვის". დამღუპველი კიდევ არის გარემოსთვის და ვიჩაგრებით ათასობით მონადირე.
რომელია უკეთესი შეგნებული ადამიანი კარგად მიხვდება ყველაფერს 166


შეტყობინება დაამუშავა hunter96 - კვირა, 07.02.2016, 23:36:33
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.02.2016, 10:29:26 | შეტყობინება # 121
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, როგორ არის იცით? სრულად არ აიკრძალება ვაჭრობა, მაგრამ უკონტროლო აღარ იქნება!
ანუ იმდენი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა შეიქმნება, რომ ნაღდად შემცირდება ვაჭრობა.
ანუ მაგალითად, გამყიდველს მოსთხოვენ რომ იხვი იყოს გაპუტული და ასევე გააჩნდეს ცნობა ხორცის ვარგისიანობის შესახებ და ასეთი რაღაცეებიი.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
solomonდრო: ორშაბათი, 08.02.2016, 11:13:35 | შეტყობინება # 122
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, რამე აუცილებლად უნდა შეიცვალოს! ყველაზე მინიმუმ ცოცხალი მწყერი გალიაში რო არ ვნახოთ..
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 08.02.2016, 17:52:32 | შეტყობინება # 123
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, რასაც შნ ამბობ ეგ არის აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ტიპიური პრობლემა,ვადების დარღვევა,რაშიც ადგილობრივების გარდა არავის არ ვადანაშაულებ.

დამატებულია (08.02.2016, 17:52:32)
---------------------------------------------

Quote iakaniiakani ()
,ისე მე თუ მკითხავთ საერთოდ უნდა აეკრძალოს ნადირობა ისეთს,ვინც ამბობს,რომ მე ნანადირევი არ მაინტერესებს,უბრალოდ ვერთობიო,ასეთმა თეფშებს ესროლოს და სხვა გასართობებით გაერთოს,მოკვლა მოსწონს?

არ მაინტერესებს ნანადირევი,არც ვჭამ(იშვიათად რომ გავსინჯო).ფრინველზე ნადირობისას ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს,თუ როგორ მუსაობს ძაღლი,რამდენად სწრაფად,სწორად და ლამაზად,ფეხიდან ამოსულს არ ვესვრი,რა შდეგი აქვს ჩემს მასთან შრომას,მაგის ყურება მომწონს.სეზონს აქტიურად პირველი სექტემბრიდან ვხსნი.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
hunter96დრო: ორშაბათი, 08.02.2016, 18:41:50 | შეტყობინება # 124
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1,
Quote
არ მაინტერესებს ნანადირევი,არც ვჭამ(იშვიათად რომ გავსინჯო).ფრინველზე ნადირობისას ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს,თუ როგორ მუსაობს ძაღლი,რამდენად სწრაფად,სწორად და ლამაზად,ფეხიდან ამოსულს არ ვესვრი,რა შდეგი აქვს ჩემს მასთან შრომას,მაგის ყურება მომწონს.სეზონს აქტიურად პირველი სექტემბრიდან ვხსნი.

კარგი სიტყვებია ეტყობა ნამდვილი მონადირის ნათქვამი რომ არის 39 39
შენ სიტყვებს დამიჯერე სამწუხაროდ ბევრი ვერ გაიგებს 167
რადგან ნადირობას ნადირობის გარდა ყველაფერს უწოდებენ
 
solomonდრო: ორშაბათი, 08.02.2016, 18:59:40 | შეტყობინება # 125
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, მესმის თქვენი რასაც ამბობთ, ყველაზე მეტი სილამაზე და შედეგი არის ის რასაც თქვენ გულისხმობთ, მაგრამ ბევრი რაღაც ინდივიდუალურია, მაგალითად ფეხიდან ამოფრენილს რო არ ესვრით ესეც. შეიძლება ეს იმანაც განაპირობა რომ, ისეთ ადგილებში ნადირობთ სადაც მწყერი გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე შეგიძლიათ ნახოთ რისი ფუფუნებაც მაგალითად მე არ მაქვს.

შეტყობინება დაამუშავა solomon - ორშაბათი, 08.02.2016, 19:36:35
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 08.02.2016, 23:16:36 | შეტყობინება # 126
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote solomon ()
ისეთ ადგილებში ნადირობთ სადაც მწყერი გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე შეგიძლიათ ნახოთ რისი ფუფუნებაც მაგალითად მე არ მაქვს

მაგის ფუფუნება შენ კი არა არავის აღარ აქვს ეხლანდელ დროს,რასაც ვნახულობ ეგაც რიჩის სისწრაფის და დიდი ძებნის(იმას არ ვგულისხმობ,800 მეტრზე რომ გადის ძაღლი) და ჩემი სიარულის სიყვარულის დამსახურებაა.რამოდენიმე წელია მე ლიმიტი აღარ შემისრულებია,ფეხიდან ამოსულს,გადამჯდარს არ დავსდევ და არც ვარაუდზე არ ვესვრი.ძალიან იშვიათად რომ რამდენსაც ვისვრი იმდენი არ ავიყვანო,ეგ რიჩის დამსახურებაა,მე არაფერ შუაში არ ვარ,99%ვიცი ფრინველი სად ზის და რა მიმართულებით გაფრინდება>


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
ზურა333დრო: ორშაბათი, 08.02.2016, 23:40:36 | შეტყობინება # 127
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო, ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვა შეამცირებს ბრაკონიერობას? 23
 
hunter96დრო: სამშაბათი, 09.02.2016, 00:13:58 | შეტყობინება # 128
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, შეამცირებს რათქმაუნდა და რატო არ უნდა შეამციროს? 167

შეტყობინება დაამუშავა hunter96 - სამშაბათი, 09.02.2016, 00:14:50
 
ზურა333დრო: სამშაბათი, 09.02.2016, 00:48:46 | შეტყობინება # 129
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter96, მეც მაგ აზრზე ვარ, რომ შეამცირებს. ჩემ პოსტს სხვა დანიშნულება ქონდა, თემიდან გადახვევის ამბავში 167
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 09.02.2016, 11:13:05 | შეტყობინება # 130
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, 069 069 069 ეგრევე მივხვდი

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
levanioo1დრო: სამშაბათი, 05.07.2016, 19:09:44 | შეტყობინება # 131
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა უნამუსობაა ნანადირევით ვაჩრობა, ერთი მიდის მანოკით გაჟლიტავს რო გაყიდოს და მეორე დგეს 10 კაცი გატეხილში რჩება, რომელმაც 5 მწყერი ვერ მოკლა და გაიარა ასობით კილომეტრი რო ჩასულიყო და ენადირა, ხო მართალია მონადირისთვის მთავარია ბუნებაში გასვალო მაგრამ მთლად მასეც არ არის, სად ნადავლით რო ბრუნდები და სად ხელცარიელი, რომელი წახვიდოდით სანადიროთ თუ გეცოდინებათ ვერაფერს მოკლავთ, შარშან სეზონის გახსნაზე რო ჩავედი 20 კაცმა 15 ცალი ძლივს მოვკალით დმანიში, მაგრამ ამ 20 კაცში ის ვირიშვილებიც იყვნენ ვინც სეზონის გახსნის წინა დგეს ვედრა გაამსეს, სუფრაზე მე კი რამდენჯერმე მწარეთ ვთვი ჩემი სათქმელი ვითონ აზრზე არ ვიყავი მაგრამ აზრი???? ისინი ჩემს გამო შერცხვებიან და აგარ გააკეტებენ???? რა მექნა მაგის გამო თოპი მესროლა თუ ხელი დამერტყა? ხალხო ერთი უნდა გავიგოთ ამას კანონი კი არ უნდა და აგრალვა, ჩვენ ადამიანობამდე უნდა დავიდეს რო არ შეიდზლება ამის გაკეთება...

დამატებულია (05.07.2016, 19:09:44)
---------------------------------------------
პაპაჩემი მონადირე იყო და თოფი იმიტო გადაუმტვრია მეზობელს რო ერთი შეველი მოკლული ყავდათ და იმან მეორეც მოკლა რომელიც შემთხვევით გადმოუხტა.... ისიც ვიცი რო ჩემ მხარეში იმდენ კალმახს(წითელი წერტილებით რო არის) იწერენ რო 10 კაციც ვერ ჭამს და ყინავენ, მერე პახმელიაზე რო ჭამონ და კიდე ერთI კვირა, ისეთი დიდტრაკა ხალხი ჩამოდის და ისეთ ადგილზე თევზაობენ განყოფილებიდან ვინმე აივანზე მოსაწევათ რო გამოვიდეს ყველაპერს დაინახავს, მაგრამ რათ გინდა, სად არის პატრონი....????\

შეტყობინება დაამუშავა levanioo1 - სამშაბათი, 05.07.2016, 18:40:10
 
firali81დრო: სამშაბათი, 22.11.2016, 22:05:33 | შეტყობინება # 132
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნანადირევი ფრინველების ვაჭრობის აკრძალვა გვეღირსება? თავისუფლად იყიდება ამ ხერხით მოპოვებული ფრიველები. ერთი ასეთი ადგილი წყალწმინდაა - ურეკთან ახლოს . ყოველდღიურად ასობით ტყის ქათამი იყიდება მარტო ამ ადგილას. მთელი ღამით ფარპროჟექტორით დადიან და ესვრიან დამჯდარ ფრინველს. ამას არაფერი საერთო არა აქვს ნადირობასთან. ყველამ უნდა დავგმოთ ეს უმსგავსო საქციელი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავრქვათ. ასეთ ხალხს მეხორცე ბრაკონიერები ქვია. ამ სახელს აშკარად იმსახურებენ. ყველგან სადაც მიგვიწვდება ხელი უნდა ვამხილოთ და რეალური სახელით მოვიხსენიოთ.
 
besiდრო: ხუთშაბათი, 02.02.2017, 12:55:26 | შეტყობინება # 133
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შევიკრიბოთ მეგობრებო, მოვაწყოთ აქცია, გამოვიყენოთ სოციალური ქსელები და დავგმოთ ყველამ ერთად, ერთად რომ დავდგებით უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით

თოფი ვისაც აქვს ყველა მონადირე არ არის!
 
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ნანადირევით ვაჭრობა (ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვა შეამცირებს ბრაკონიერობას????)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика