17:10:31
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ქართული მითოსი და რელიგიური წარმოდგენები
დათო_მონადირედრო: შაბათი, 15.12.2012, 13:10:13 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქართული მითოსი და რელიგიური წარმოდგენები



ქართულ მითოსსა და რელიგიურ წარმოდგენებში ნადირობა “წმინდა საქმედ” არის მიჩნეული, ჯიხვი, ირემი,არჩვი, შველი კი – “წმინდა ნადირად”. ხევსურული მასალის მახედვით, ნადირობას “მხოლოდ ჯიხვზე” ნადირობას უწოდებდნენ, მონადირედ კი მხოლოდ იმ ადამიანს მიიჩნევდნენ, რომელიც ჯიხვებს ხოცავდა, ხოლო, ვინც სხვა ცხოველებზე, დათვზე, მგელზე, მელაზე ნადირობდა, მასზე ხევსურები ამბობდნენ: “ეს ბიჭობა არისო და არა ნადირობაო”.

სანადიროდ წასვლამდე მონადირე გარკვეული სახის აღკვეთებს იცავდა, რასაც მისთვის ხელი უნდა შეეწყო იღბლიან ნადირობაში. სვანური ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, მონადირეს ეკრძალებოდა სანადიროდ წასვლა იმ შემთხვევებში, თუ
1. ოჯახის ან ახლო მაზობელის ქალს “ვიშდა” (დედათაწესი) ჰქონდა.
2. როცა მშობიარობდა ოჯახის ან ახლო მეზობლის ქალი, მშობიარობის შემდეგ არ იყო გასული 40 დღე მაინც.
3. თუ მონადირეს ჰქონდა სასიყვარულო კავშირი ცოლთან, მით უმეტეს სხვა ვინმე ქალთან, ორ-სამ დღეს ვერ წავიდოდა სანადიროდ, მაშინაც ტანი უნდა დაებანა.

ხევსურეთში მონადირეს ეკრძალებოდა მეუღლესთან ურთიერთობა, დედათწესიანი ქალების ნავალზე სიარული. თუ ოჯახის წევრს დედათწესი ჰქონდა ან მშობიარე იყო, მონადირე არც მაშინ წავიდოდა სანადიროდ. გამგზავრების წინ აუცილებელი იყო ტანის დაბანა.

სიწმინდის დაცვის ამგვარი ნორმები დაფიქსირებული იყო რაჭის ტრადიციულ ყოფაშიც. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ ცოლს არ გაეკარებოდა და საერთოდ, ერიდებოდა დედაკაცს, განსაკუთრებით დედათცესისა და ორსულობის დროს.
თუ მონადირეს უწმინდური დედაკაცი ახლოს არ გაეკარებოდა – თოფი შეიკვრისო. ასეთი დედაკაცი მას პურსაც არ გამოუცხობდა, რათა მონადირე არ შეკრულიყო. თუ ოჯახში მასამრელოე ქალი იყო, მონადირე სანადიროდ არ წავიდოდა


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
zrichilaდრო: შაბათი, 15.12.2012, 21:02:50 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათო_მონადირე, რელიგიური კი არა ეს უფრო ტრადიციული წესებია. ისე მეზობლის "ვიშდა" რა ჩემი საქმეა. ნადირობის მერე უნდა ტანის დაბანა როგორც ვიცი 23

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика