03:15:52
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » რჩევები ახალბედებს! (გამოცდილებიდან გამომდინარე ვთქვათ უპირველესი მოთხოვნები!)
რჩევები ახალბედებს!
Flagmanდრო: სამშაბათი, 09.06.2009, 17:25:42 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა უნდა იცოდეს მონადირემ, რა უნდა ქონდეს და რაც მთავარია ნადირობის ეთიკა!
 
BERGდრო: სამშაბათი, 09.06.2009, 17:28:24 | შეტყობინება # 2
ჯგუფი: წაშლილები





მე მგონი რუსულ საიტებზე მიგიწვდება ხელი და იქ ნახავ ეგეთ რაღაცეებს.რუსებს მგონი წველაზე კარგადა აქვთ სანადირო ტრადიციები შენარჩუნებული.
 
Flagmanდრო: სამშაბათი, 09.06.2009, 17:29:44 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილად მაგრები არიან რუსები, მაგრამ ახოტა ი რიბალკაზე ფრანგებს ვუყურებ ხოლმე, ცალკე სპექტაკლია!
 
Maverickდრო: სამშაბათი, 09.06.2009, 18:40:29 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენს საკმარისად გვაქვს ტრადიციები ამიტომ ნუ დავიზარებთ და ჩვენი რეკომენდაციები დავწეროთ
1. ნურასოდეს მოკლავ გამრავლების პერიოდში
2. არასოდეს არ ინადირო მთვრალმა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ
3. დაიცავი ნადირობისას უსაფრთხოების წესები, ამით დაიცავ შენს თავს და მეგობრებას
4. მოუარე შენს ოთხფეხა ძმაკაცებს ძაღლებს, პატივი ეცი და დააფასა მათი თავდაუზოგავი შრომა

აბა დანარჩენი თქვენ იცით

 
Flagmanდრო: სამშაბათი, 09.06.2009, 18:51:42 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაწმინდე ხოლმე თოფი შენი თვესა შინა ერთხელ მაინც 48
 
BERGდრო: ოთხშაბათი, 10.06.2009, 00:18:35 | შეტყობინება # 6
ჯგუფი: წაშლილები





ახალბედებს - http://www.hunter.ru/hunting/tamman/index.htm
 
kashkaდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 21:03:32 | შეტყობინება # 7
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პირველი კიტხვა ასეთი იქნება: რომელი თოფის ყიდვა ჯობია დამწყები მონადირისთვის რათქმაუნდა ჩვენში ხელმისაწვდომი ტოფებიდან მაინტერესებს და რომელი კალიბრი ჯობია ფრინველზეც და კურდღელზეც რო გვანადიროს??? წინასწარ დიდი მადლობა
 
giorgparkauliდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 22:33:03 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად ნადირობა 16 ყალიბის თოფით დავიწყე ცალ ლულიანით,ჩახმახიანით, იყო მსუბუქი-76სმ ლულით და ძალიან უსაფრთხო რაც მთავარია!!! კაი მოგონებები მაქვს მასთან..... როგორც ფრინველზე ისე ნადირზე ნადირობისას!! ეხლა 12 ყალიბის მაქვს ჰორიზონტალი,რა თქმა უნდა ჯობია, მარა სუ კნოპკას ვუყურებ............. loony1
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 22:55:46 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, ჩემი სუბიექტური აზრია დამწყებისთვის მც იდეალურია. მითუმეტეს ფრინველზე და მსუბუქზე
 
kashkaდრო: ხუთშაბათი, 11.06.2009, 23:35:59 | შეტყობინება # 10
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფლაგმან 16 კალიბრიანი??? იჟ-27ზე რას მეტყვით??? არა???
 
BERGდრო: პარასკევი, 12.06.2009, 00:03:18 | შეტყობინება # 11
ჯგუფი: წაშლილები





ბიჭებო,რაც უფრო კაი თოფი გექნებათ მით უფრო კაია.უნდა გიყვარდეს და ენდობოდე.მე 16კ ცალლულიანით დავიწყე ნადირობა და ბევრჯერ დამწყვეტია გული მეორე გასროლის შეუძლებლობის გამო.მერეც,თითქოს ჯინაზე,მანდამაინც ამ თოფს რო წავიღებდი მაშინ ხდებოდა საჭირო მეორე გასროლა.ასე რო,თქვენი შანსი შეძლებისდაგვარად გაზარდეთ.მითუმეტეს აღარაა იმდენი ფრინველი.
 
shotkaდრო: პარასკევი, 12.06.2009, 02:22:21 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, რა თოფითაც არ უნდა დაიწყო ნადირობა,პირველ რიგში მთავარია ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინო მის მიმართ. მე გირჩევ დაიწყო ჩვეულებრივი 12 გინდ 16 კალიბრიანით (უფრო 12-იანი) და გააჩნია ცოტა გამოცდილების მიღებამდე,როგორ განავითარებ თოფთან ურთიერთობას. ყველა ადამიავს აქვს თავისი დამოკიდებულება ,თუნდაც რაღაც საგნის მიმართ. შენ რომ გიცნობდე, უფრო შევძლებდი შენთვის უფრო სწორი რჩევის მოცემას. ჩემი რჩევა იქნება და ბევრად ჯობია ორ ლულიანი თოფით შეუდგე საქმეს ან შეგიძლია 2 ლულიანში 1 ვაზნა ჩადო უბრალოდ თავიდან. დანარჩენი შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ლულები ვერტიკალურად ექნება თუ ჰორიზონტალურად.
 
Flagmanდრო: პარასკევი, 12.06.2009, 02:47:11 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, მც 12 იანია შენთვის იდეალურია ალბათ ამ ეტაპზე, თუმცა როგორც დამწყებისთვის ალბათ არანაირი აზრი არ აქვს რას აიღებ პირველად, იაფად ნახმარი იყიდო რაიონიდან გიჯობს თუ შესაძლებლობა გაქვს თუ გინდა ჰოლლანდიტ დაიწყე ძმა, იჟ27 პირადად ჩემთვის პირველი და ჯერჯერობით ბოლო საკუთარი სანადირო თოფია, მითუმეტეს მოვლას სანამ ისწავლი უნდა ათრიო ასეა თუ ისე, ძაან კაია! თუმცა მე უკვე 7 წელია სადღაც რაც მაქვს და ისეთი მოვლილი მაქვს გეგონება ახალ წელსაა ნასროლიო :) ასე რო გიჯობს სუფთა შენი გემოვნებით იყიდო და მოვლა დაამუღამო დანარჩენს აგერ არიან მაგ საქმის ვოლკები და დაგარიგებენ! აგერ ბერგ ან კრიმაჭული წაიყვანე თოფს აგარჩევინებენ ნათესავი გეგონება ისეთ საშენოს ! 167

შეტყობინება დაამუშავა Flagman - პარასკევი, 12.06.2009, 02:52:58
 
Maverickდრო: პარასკევი, 12.06.2009, 12:00:53 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (kashka)
რომელი თოფის ყიდვა ჯობია დამწყები მონადირისთვის რათქმაუნდა ჩვენში ხელმისაწვდომი ტოფებიდან მაინტერესებს და რომელი კალიბრი ჯობია ფრინველზეც და კურდღელზეც რო გვანადიროს???

kashka, ძალიან კარგი შეკითხვაა, მე ძალიან ვაფასებ ადამიანს რომელსაც უყვარს კითხვის დასმა და რჩევების მიღება, ამიტომ შენს კითხვაზე მე ძალიან დიდი ენთუზიაზმით გაგანდობ ჩემს შეხედულებებს

დამწყები მონადირისათვის მიზანშეუწონლად მიმაჩნია ნახევრად ავტომატური სანადირო იარაღის შეძენა მისი ექსლუატაციის მიზნით, გამომდინარე იქედან რომ დამწყები მონადირე, იარაღთან ურთიერთობასაც ნადირობასთან ერთად სწავლობს, მე ვურჩევდი ცალ ლულიანი 12 კალიბრის იჟ-ით დაიწყოს მონადირის კარიერა, და რატომ???

იმიტომ რომ მსუბუქია, იაფია, მოსახმარისად მარტივი, შედარებით უსაფრთხო (1 ტყვია გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე ორი), და ყველაზე მთავარი რაც არის, სროლოს ისწავლის , კარგ სროლას, რაგდან მხოლოდ 1 გასროლა და 1 შანსია, ამიტომ მეტად მობილიზირებული იქნება მონადირე,დამწყებმა რომ 1-2 სეზონი რომ იჟ 18-ით ინადიროს ფრინველზე და თუნდაც მცირე ნადირზე, ამით უზარმაზარ გამოცდილებას მიიღებს, მიეჩვევა ტყვია წამლის ეკონომიას (ისევ იმ მიზეზით:1 გასროლა 1 შანსი), და შემდეგ უკვე მე-3 სეზონისთვის კარგი მსროლელიც იქნება, და მერე უკვე შეიძლება როგორც ორ ლულიანი ასევე ნახევრად ავტომატი

მე პირადად ვიცნობ უკვე საკმაოდ მოხუც მონადირეებს რომლებიც იხვზე დღესაც იჟ-18 ებით დადიან, მეც მივლია, და გეტყვით ძალიან აზარტულია, ადრენალინი ყურებიდან გადმოდის, როცა საფარში შემოფრენილ იხვს თუ ვერ გაარტყი კიდევ მოვა თუ არა რომ აღარ იცი

kashka, ჩემი რეკომენდაციაა, თუ პირველი თოფი უნდა იყიდო, მაშინ იყიდე იჟ-18, დაზოგავ თანხას, ისწავლი სროლასაც და თოფის ექსპლუატაციასაც, კარგი სროლის ფასი არაფერია, ამიტომ 1 გასროლა 1 შანსი, და ამ შანს არასოდეს არ გაუშვებ

 
Flagmanდრო: პარასკევი, 12.06.2009, 13:44:01 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, მეც ეგეთი მასროლინეს პირველად მწყერზე, მარა ჟინმა რო გაიღვიძა ცალმა ლულამ გამაგიჟა სიმართლე გითხრა, რამოდენიმე ერთად რო გიფრინდება მითუმეტეს. თან თიანეთში ღულელებში ვიყავით და გატენილი იყო იქაურობა მწყერით.
 
Maverickდრო: პარასკევი, 12.06.2009, 13:48:22 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მესმის ჟინი და აზარტი რაც არის, მაგრამ როცა ჟინს და აზარტს მოთოკავ, მაშინ ისვრი ყველაზე მაგრად, ცივ სისხლზე
 
Flagmanდრო: პარასკევი, 12.06.2009, 13:51:43 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
განსაკუთრებით ქართველებისთჳის რა ადვილი ამბავია ეგ?
 
Maverickდრო: პარასკევი, 12.06.2009, 13:53:04 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქართველობა, ადრე ჩუბინობასაც ნიშნავდა
 
Flagmanდრო: პარასკევი, 12.06.2009, 13:54:30 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი და კიმირიელი როგორც იყო ჩვენთვის სიტყვა გმირი ისე იყო გურჯი შაჰის სპეცნაზი მარა.... ცოტა დარჩა ეგეთი.
 
kashkaდრო: პარასკევი, 12.06.2009, 17:19:00 | შეტყობინება # 20
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა რჩევისთვის! იმასსაც ხომ ვერ მეტყოდით სად შეიძლება იჟ-18 ის შოვნა მაღაზიებში არ შემხვედრია მე არსად.
 
Maverickდრო: პარასკევი, 12.06.2009, 18:41:46 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, ეხლა არ ვიცი არის თუ არა, მაგრამ ქარავანში იყო 1,5 თვის წინ, ასევე მაგნუმშიც
ძებნა უნდა, კალიბრსაც მიაკითხე, გაგარინზე რიტასთანაც შეიარე
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 12.06.2009, 18:48:26 | შეტყობინება # 22
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაღაზია ’’ქარავანში’’აქვთ ახლები (იჟ18)მოდერნიზებული ვარიანტია.300ლარს ზემოთ ღირს. მაგ ფასად შეგიძლია ნორმალური პნევმატური თოფი იყიდო , მიზანში სასროლად და ’’დასასნაიპერებლად’’ უკეთესია, თან ეს ვარჯიშები ბევრად იაფი დაგიჯდება.მერე უფრო კარგად გირჩევ ეხლა გავდივარ და მოგვიანებით გავაგრძელებ.
 
kashkaდრო: პარასკევი, 12.06.2009, 19:59:40 | შეტყობინება # 23
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პნევმატური მაქვს და კაი დასნაიპერებულიც ვარ ბავშვობიდან მაგით სროლაში 48
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 12.06.2009, 20:53:50 | შეტყობინება # 24
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka მოლედ მე ესე მგონია რა , თუ შენ ბავშობიდან დასნაიპერებული ხარ პნავმატიკით სროლაში, მაშინ ბევრი მიკიბ მიკიბვის გარეშე აიღე ორლულიანი თოფი, , თოფს ჩემო მეგობარო ერთი ესეთი თვისება აქვს , ყოველშემთხვევაში ჩემი თვალსაზრისით, რო ხო რკინაა და ხო ხეა რომლის ნაერთი არის თოფი და ისვრის , მაგრამ მარტო ეგ არაა , იარაღი თითქოს დროთა განმავლობაში შეგაყვარებს თავს და დაგიძმაკაცდება, ძმაკაცს კიდევ იოლად ვერასოდეს შეელევი, შეიძლება გულუბრყვილო მოგეჩვენოს ჩემი ნათქვამი მაგრამ მე მაინც ასეწ ვფიქრობ და ვთვლი, ამიტომ გირჩევ თავიდანვე ორლულიანი შეიძინო რომელსაც გაუფრთხილდები შეიყვარებ და ’’დაამუღამებ’’თუ სოფელში შაშვების დაფრთხობას აპირებ საახალწლოთ კი ბატონო იყიდე იჟ 18 მაგრამ თუ უფრო შორს იყურები და მომავალს სხვაგვარად ; უფრო ფართო დიაპაზონზე ხედავ, მაშინ თავიდანვე ორლულიანი შეიძინე, რაღა დროს ცალლულიანიაო შეილება გითხრან. მაგრამ მთავარ გადაწყვეტილებას მაინც შენ იღებ საბოლოოდ,ჩვენ უბრალოდ გირჩევთ.შეგიძლია თოფები დაბალ ფასადაც ნახო და მაღალ ფასშიც დაითრიო, მაგრამ ეგ უკვე ის საკითხი იქნება რომელსაც შემდეგში განვიხილავთ როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებ, ვერთიკალურიც და ჰორიზონტალურიც გემოვნების საკითხიაო გეტყვიან , მაგრამ მე შევეცდები რო თანამედროვე საიარაღო ტენდენციუები მოვიშველიო და დაგიმტკიცო რო ვერტიკალური უფრო კარგია, მაგრამ ესეც შემდეგისთვის გადავდოთ, ხშირია ახალბედა მონადირეებში დაცილება , ორლულიანით ხშირად მეორეს მიკოლებას აზრი არააქვს ხოლმე, მაგრამ ’’ერთიდან ერთი შანსი’’ შეგიძლია ერთი გილძით ნადირობით გადაწყვიტო, კარგი და სწორი გზით ვარჯიში სროლაში უკეთესია ორლულიან თოფზე დაიწყო, ცალლულიანი თოფი გუშინდელ დღედ მიმაჩნია, მაგრამ ამით მას სულაც არ ვაკნინებ,ორლილიანი ძმაო მაინც ორლულიანია.თავიდანვე მონადირედ ჯობია გაიზარდო ყოველგვარი გარდამავალი ეტაპების გარეშე. ესაა ჩემი კომენტარი. შეგიძლია არ დამეთანხმო, მართალია მყარი არგუმენტებით ვერ გელაპარაკე მაგრამ ეგ მაინც რჩევად მიიღე
 
kashkaდრო: პარასკევი, 12.06.2009, 23:22:58 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარე დიდი მადლობა მართალი ხარ ორიანი მირჩევნია თორე უფინანსობის გამო შემრჩება დიდი ხნით ეგ ცალ ლულიანი ვიცი მე და ვეღარ ვიყიდი ორიანს კაი ხანი

დამატებულია (12.06.2009, 22:14:17)
---------------------------------------------
krimanjuli 39

დამატებულია (12.06.2009, 22:22:58)
---------------------------------------------
მაინტერესებს ლეკვი რომ ვიყიდო შევდზლებ იმის დაგეშვას მე თითონ გამოუცდელი მონადირე რო ვარ???

 
shotkaდრო: შაბათი, 13.06.2009, 03:18:44 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, მე გირჩევდი,რომ ჯერ შენ თვითონ შეეჩვიო ნადირობას. გეყოლება ვინმე ან მეგობარი ან ნათესავი თუნდაც მეზობელი რომელსაც მონადირე ძაღლი ეყოლება და თან თვოთონაც გამოცდილი იქნება ნადირობაში და ჯობია თავდაპირველად ასეთ ადამიანთან ერთად წახვიდე სანადიროდ. ის პირველივე ნადირობისას ძალიან ბევრ რამეს გასწავლის და ცოტა გამოცდილებას რომ მიიღებ, სროლას რომ დაამუღმებ და ა.შ. მერე უკვე იფიქრებ ძაღლზე. აქ ჩვენს ფორუმში ლეკვის გაზრდის და აღზრდის შესახებ, საკმაოდ ბევრი წერია და როცა ჩათვლი საჭიროდ რომ ძაღლი გჭირდება, მერე შეიძენ კარგ ლეკვს და აღზრდი კიდეც ჩვენი გამოცდილი მონადირეების რჩევების მიხედვით. ისე ახლაც აუცილებლად წაიკითხე და დაახლოებით მიხვდები სხვადასხვა ჯიშის ლეკვებს(საერთოდ ლეკვს) როგორი ყურდღება და სწორად აღზრდა სჭირდებათ. ამისთვის აუცილებლად მზად უნდა იყო და ყველანაირი პირობები უნდა გქონდეს გათვალისწინებული რაც ლეკვის გაზრდას სჭირდება. (როცა დააპირებ ამას)
 
kashkaდრო: შაბათი, 13.06.2009, 14:06:47 | შეტყობინება # 27
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shotka, პრობლემა სწორედ ეგ არის რო ჩემს საახლობლოში ჩემი ჭკუის ვერავინ ვნახე არაა არავინ მონადირე რო ვსდიო და მასწავლოს ნადირობა და სწორედ მაგიტო დამიგვიანდა ეგ ყველაფერი თორე ბავშვობიდან ვაფრენ ნადირობაზე და თევზაობაზე

შეტყობინება დაამუშავა kashka - შაბათი, 13.06.2009, 14:18:20
 
Flagmanდრო: ორშაბათი, 15.06.2009, 11:05:02 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, ამიტომაა ძმაო აქტუალური ის ამბავი მონკავშირის თემაში რო ვიხილავთ, რასაც ვამბობდი, რამდენიც გინდა იმდენია მსგავს სიტუაციაში.
 
shotkaდრო: ორშაბათი, 15.06.2009, 13:48:49 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალი ხარ ფლაგმან მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვა ეგ ამბავი იმიტომ,რომ გეგმის ჩამოყალიბებაზეც დუმილია და ...
 
kashkaდრო: ორშაბათი, 15.06.2009, 14:43:17 | შეტყობინება # 30
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მანდ ყველა იძახის კაი აზრია კაი აზრიაო მაგრამ საქმე ეგრე არ გაკეთდება შეკრება და დალაპარაკება უნდა არაა აუცილებელი ყველა ფორუმელი შეიკრიბოს, რამოდენიმე კაცი ვინც ითავებს ისინი უნდა შეიკრიბონ და რამე გეგმა ჩამოყალიბდეს.
 
gogita12დრო: ორშაბათი, 15.06.2009, 20:08:51 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ი ყ ა ვ ი თ ყ უ რ დ ღ ე ბ ი თ! ნუ ესვრით დაუკვირვებლად. შეიძლება ადამიანს მოხვდეს.
 
Flagmanდრო: ორშაბათი, 15.06.2009, 22:01:26 | შეტყობინება # 32
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უსაფრთხოება არის ყველაფრის თავი და თავი აქაც ისევე როგორც მთელ ქვეყანაში! 23_30_126
 
kashkaდრო: ოთხშაბათი, 17.06.2009, 11:38:40 | შეტყობინება # 33
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო თორმეტიანი თანაც ორ ლულიანი გადავწყვიტე
 
Flagmanდრო: ოთხშაბათი, 17.06.2009, 12:12:09 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, კრიმანჭული წაიყვანე და არ ინანებ დამიჯერე!
 
kashkaდრო: ოთხშაბათი, 17.06.2009, 15:37:06 | შეტყობინება # 35
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საყიდლად წასვლას რო დავაპირებ ვეტყვი კრიმანჭულს იმედია უარს არ მეტყვის

დამატებულია (17.06.2009, 14:37:06)
---------------------------------------------
ვინმემ იქნებ მითხრას ნადირობის კანონის წაკითხვა სად შეიძლება?????

 
Adminდრო: ოთხშაბათი, 17.06.2009, 16:06:05 | შეტყობინება # 36
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (kashka)
ვინმემ იქნებ მითხრას ნადირობის კანონის წაკითხვა სად შეიძლება?????

სტატიებში კანონმდებლობა ნახე და იქ არის ყველაფერი 167
 
kashkaდრო: ოთხშაბათი, 17.06.2009, 19:38:13 | შეტყობინება # 37
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა ადმინ 166
 
Flagmanდრო: ოთხშაბათი, 17.06.2009, 19:46:14 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kashka, ნადირობა.გე ზეცააა თუ არ ვცდები! თუმცა ძველი რედაქტირებით, ბევრი ცვლილებაა უკვე, ბოლომდე ვერ გაიგებ!
 
kashkaდრო: ხუთშაბათი, 18.06.2009, 01:40:27 | შეტყობინება # 39
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სად მეორე თემაშია სხელი მითხარი თემის ძმი
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 18.06.2009, 01:49:34 | შეტყობინება # 40
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2 თემა შეერთდა იდენტურობის გამო.ადრე გახსნილ თემას შეუერთდა მის შემდგომ გასნილი თემა . იდენტურ თემებს ნუ გავხსნით AllSmail12
 
გიოდრო: პარასკევი, 19.06.2009, 12:51:18 | შეტყობინება # 41
ჯგუფი: წაშლილები





ტულაზე რას იტყვით დამწყები მონადირისთვის 23 :)
 
Flagmanდრო: პარასკევი, 19.06.2009, 13:01:58 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტულკა კაია, მოვლა ისწავლოს და თუ უნდა ზიგ ზაუერით დაიწყოს
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 19.06.2009, 18:54:28 | შეტყობინება # 43
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიო-ტულკაზე ეგარი რაც არითქო ვერ გეტყვი მაგრამ მოსაწონი ნამდვილათ არის იმ გაგებით რო მონადირულ სროვნებაში ხელს შეგიწყობს, მარტივია და ადვილად გაერკვევი თოფის მუშაობის სისტემაში , ეს კი ერთერთი მთავარი დეტალია უსაფრთხო ნადირობისთვის, ეხლა კიდევ ჩემი აზრით მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვი , რაზეც ახალბედამ ყურადღება უნდა გაამახვილოს , -- თავიდანვე უმჯიბესია , ახალი თოფი . .(ისეთს არ ვგულისხმობ , ასაკით რო არის ახალი და უდიერად ხმარებისგან ძველზე ძველი რო გეჩვენება)და აი რატო- ძველ თოფს დროთა განმავლობაში გაცვეთილი აქვთ მექანიზმები, დამუშავებულია შიდა დეტალები, (გადასახსნელი , გამომშლელი. ნემსები. ჩამკეტი ჩახმახები....)ბევრი სროლისგან მორყეულია ხოლმე კალაპოტში, მტლიანობაში თოფი არასაიმედოა, იმიტომ რო შეიძლება გაუთვალისწინებელი გასროლა განხორციელდეს და უბედურება დატრიალდეს,ესეთი რაღაც ახალ თოფში ნაკლებად მოსალოდნელია, ყველშემთხვევაში 90 პროცენტი მექანიზმის გაუმართაობაზე არაა დამოკიდებული...ახალბედა ისედაც გამოუცდელია და წესით გამოცდილი მონადირის მეტვალყურეობის ქვეშ უნდა დაიწყოს ნადირობა, მაგრამ ხშირად ესეთი რამეები უფროსებსაც გამოეპარებათ ხოლმე მხედველობიდან, მე მაგალითად სამი წლის განმავლობაში ისე ვიპარავდი თოფს და ვნადირობდი , მამაჩემმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ასე რო ბედმა გამიღიმა და უბედურებას არ გადავეყარე, მაგრამ ყველას ხო არ გაუღიმებს ბედი, , პირველ რიგში აუცილებელია , ახალბედა თეორიულად მოემზადოს თოფის შეძენამდე და შემდეგ პრაქტიკაში განახორციელოს, ძველი მონადირეებისგან გამიგია ესეთი რაღაცაები--- მე ლო შენქელა ვიყავი ბაბუა სად მქონდა მაჩინ ორლულიანი თოფი. ლაცხა ცალულიანი ტრუბა მქონდა და რო გავიცროდი ხან თვალი მქონდა ბაბუა გაშავებული და ხან ლოყა გასისხლული, ხოდა ნელნელა ნელნელა და ქე გამევედი მაგარი მონადირე,---ეგ დღევანდელობაში აღარავის გამოადგება , მხოლოდ ღიმილს მოგვრის, ასე რო თავიდანვე სჯობია კაი ახალი თოფით დაიწყო ნადირობა თუკი ამის შესაძლებლობა აქვს დამწყებ მონადირეს, ვიდრე ძცელი და გაუმართავი თოფით,ასე რო ტულკა იმდენად ძველია რო მაგის მუშა თვისებები ცოტა ეჭვქვეშ დასაყევებელია, არის ახლებიც მაგრამ ეგ პარტიები საქართველოში არ შემოდიოდა და არა მგონია მაგას გულისხმობდე...პირველ რიგში თოფი რომლითაც ახალბედას ნადირობის ამბავში ფეხს აადგმევინებს უნდა იყოს საიმედო და კარგად გამართული, ჩვენ გამოცდილების ხარჯზე ვცდილობთ არ დავუშვათ შეცდომები , გამოუცდელ დამცყებ მონადირეს კი ამისი ნაკლები შანსი აქვს
 
ატილადრო: პარასკევი, 19.06.2009, 22:08:07 | შეტყობინება # 44
ჯგუფი: წაშლილები





krimanjuli, ხო ვერ მეტყვი ახალი თოფი რა ღირს მაგალითად იჟ-27 ან რამე სხვა რუსული ევროპული ვიცი ძალიან ძვირი იქნება
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 19.06.2009, 22:42:48 | შეტყობინება # 45
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
900 ლარიდან 1100 ლარამდე. ფასები იზრდება მონაცემების’’ნავაროტკების’’ შესაბამისად ეგ იჟ - 27 ვარიანტში. ტოზ 120: 900 დან 950მდე, გააჩნია სად იყიდი და ვისთან.
 
WIWKAN@დრო: პარასკევი, 19.06.2009, 23:21:24 | შეტყობინება # 46
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Flagman, მაგარი მევასება ეგ სმაილი მაგარი პრიკოლია 069 069 069 069 069
 
ატილადრო: შაბათი, 20.06.2009, 11:19:07 | შეტყობინება # 47
ჯგუფი: წაშლილები





ისიც ხო არ იცით გაფორმება რა დაჯდება??
 
Flagmanდრო: კვირა, 21.06.2009, 20:21:40 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატილა, თოფის გაფორმება ბანკის ლარებიანად 66 ლარი პლიუს ფსიხო
 
ატილადრო: ხუთშაბათი, 25.06.2009, 17:17:51 | შეტყობინება # 49
ჯგუფი: წაშლილები





მადლობა 39

დამატებულია (25.06.2009, 16:17:51)
---------------------------------------------
ვინმემ ხო არ იცით სადმე თუ შეიძლება ჟურნალ ''ნადირობის'' ძველი ნომრების შოვნა????

 
mirza-7დრო: პარასკევი, 26.06.2009, 10:14:00 | შეტყობინება # 50
ჯგუფი: წაშლილები





ჩემი ზრით დამწყებ მონადირეს ყველაზე მეტად უნდა ქონდეს გათვალისწინებული უსაფრთხოების და იარაგთან მოქცევის წესები. 1)მოეპყარი იარაგს ყოველთვის როგორც დატენილს.2)არ დაუმიზნო იარაგი თუ არ აპირებ სროლას.არ გაიარო ლულის წინ.3)არ ეთამაშო სასხლეტ კავს(კუროკს).4)არასდროს ენდო დამცავ მექანიზმს(კნოპკას).5)იარაგის დამცავ მექანიზმს ვხსნით მოლოდ სროლის წინ.
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » რჩევები ახალბედებს! (გამოცდილებიდან გამომდინარე ვთქვათ უპირველესი მოთხოვნები!)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика